თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 28 2007, 01:03 PM

უფლის მიერ საყვარელნო ძმებო და დებო,

გახსოვთ ალბათ, როდესაც ვსაუბრობდით ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. 24 დეკემბერს შევხვდით კიდევაც სამების ტაძრის ეზოში და ვიმსჯელეთ ჩვენ გეგმებზე. ბოლოს შევჩერდით იქ, რომ ველოდებოდით საპატრიარქო კურთხევას

მაშ, ასე, მინდა მოგილოცოთ, რომ გუშინწინ გახლდით პატრიარქთან. მას გავაცანით ჩვენი იდეები და ვთხოვეთ კურთხევა. მისმა უწმიდესობამ იდეა მოიწონა და დარიგებებიც მომცა

ამჟამად მე და ჩემი მეგობარი ვაზუსტებთ და ვაგვარებთ სარეგისტრაციო საქმეებს. როგორც უწმიდესს დავპირდი, მისი მოსკოვიდან ჩამობრძანების შემდეგ (კიდევ უნდა შევხვდე), ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს, ანუ სულ ბევრი 10 დღეში

ამ ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელი სარწმუნოების გავრცელებასა და დაცვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გამორჩეულად უნდა ვიმუშაოთ არაეკლესიურ ადამიანებზე, უნდა მომზადდეს ბუკლეტები და გზამკვლევები, ცხადია ყველაფერი საპატრიარქოს კურთხევით.

აუცილებელია მონაწილეობის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრებში, სადაც ჩვენ ოფიციალურად დავუჭერთ მხარს საპატრიარქოს. ჩვენი ბრძოლის მეთოდი უნდა იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან

მაქვს პროექტები სამეცნიერო კვლევების წახალისების შესახებ, ჩემ მიერ არაოფიციალურად შექმნილი საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრიც ამ ორგანიზაციის სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას

ამასთან, მინდა თქვენი იდეები, როგორ გესახებათ კონკრეტული საქმეების განხორციელება. დარეგისტრირების შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ ამის შესახებ მედიის საშუალებით და დავიწყებთ წევრების მიღებას!

ჩვენი დევიზი უნდა იყოს: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,

დავით ჩიკვაიძე

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 28 2007, 01:10 PM

თქვენს გვერდით მიგულეთ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 28 2007, 01:15 PM

შესანიშნავია. მიუხედავად ასაკოპბრივი ცენზისა, რომელიც წევრობის უფლებას არ მაძლევს.... tongue.gif

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Feb 28 2007, 01:17 PM

მართლაც ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება უფლის შეწევნით, თუ ერთად ვიქნებით. მეც თქვენთან მიგულეთ

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 28 2007, 01:17 PM

ციტატა(მნათე @ Feb 28 2007, 01:15 PM) *
შესანიშნავია. მიუხედავად ასაკოპბრივი ცენზისა, რომელიც წევრობის უფლებას არ მაძლევს.... tongue.gif

რა ასაკობრივი ცენზია?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 28 2007, 01:22 PM

18 წელი

თუმცა მნათე ჩვენს გვერდით იქნება ნებისმიერ შემთხვევაში. ამის გარანტიას მე გაძლევ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2007, 01:25 PM

მეც თქვენთან მიგულეთ!! smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 28 2007, 01:26 PM

დიდი მადლობა თანადგომისათვის

იდეებიც ბრძანეთ! smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 28 2007, 01:28 PM

ციტატა(კანონისტი @ Feb 28 2007, 01:26 PM) *
დიდი მადლობა თანადგომისათვის

იდეებიც ბრძანეთ! smile.gif

კარგი იქნებოდა რომ გზა მოგვეწყო და მოგველოცა სხვადასხვა ადგილები. სადაც პარალელურად მოვახდენდით ბუკლეტების გავრცელებას. თან პირადად გავესაუბრებოდით ისეთ ხალხს, რომლებიც გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.
მაგალიტად სოფელ ფლავისმანში განკვეთილი მღვდლის მეგობარი დადის, რომელიც თავდ დეკანოზი დავითის სახელიტ ასაღებს. და ხალხის ხელმოწერებს აგროვებს და პირადობის მოწმიბის მომრებსაც იწერს. ამ ადამიანს საბერძნეთიდან აფინანსებენ. ხალს სჯეროდა მათი ჩვენს ჩასვლამდე. მეუფე ანდრია კურთხევით, მამა გედეონმა წაგვიყვანა, ჩვენ ამ სოფელში სკოლა ვაკურთხეთ, პარაკლისი გადავიხადეთ და ნათლობებიც ჩატარდა.
ხალხი აზრზე მოვიდა.
თან ეს ვითომ დეკანოზი დავითი ასე ამბობს, რომ ფილარმონიაში მაკურთხეს დეკანოზად ნოემბერშიო. ხალხსას ნათლავს.

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Feb 28 2007, 02:07 PM

სოფლებში ხალხის გაუთვითცნობიერებლობა მართლაც პრობლემაა და თან საკმაოდ სერიოზული, იმიტომ რომ ამით ბევრი სარგებლობს...

მე ასეთი იდეა მაქვს: ყველას გვაქვს სახლში საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, რომელსაც ვკითხულობთ და მერე წლობით დევს თაროზე და მტვერი ეყრება... იქნებ მოგვეგროვებინა ისინი და სოფლებში დაგვერიგებინა, ეს საკმაოდ დიდი დახმარება იქნებოდა მათთვის, უამრავ ინფორმაციას მიირებდნენ და ბევრ საკითხში გაერკვეოდნენ...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 28 2007, 02:34 PM

გილოცავთ !
თქვენთან მიგულუთ ! smile.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 28 2007, 02:40 PM

[quote]18 წელი[/
ვაი რა კაია 18_ის ვარ
დავით ხო იცი შენთან ვარ ყველანაირ შემთხვევაში wink.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 28 2007, 02:42 PM

კარგია, 18 კარგა ხანია გადავცილდიsmile.gif)))

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 28 2007, 04:33 PM

გილოცავთsmile.gif

თქვენთან ვარ, რითაც შემიძლია

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 28 2007, 04:54 PM

იმედია მეც მიმიღებთ.
ჩემს მიერ წაკითხულ საეკლესიო ჯურნალებს მე ჯერ აქ ვუპირებ გავრცელებას. შემდეგ თქვენც მოგაწვდით.

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Feb 28 2007, 05:01 PM

ძალიან კარგია smile.gif

მგონია, რომ საინტერესო იქნება თუ ხელს შევუწყობთ საქართველოში მართმადიდებლური ტურიზმის განვითარებას... ამ იდეაზე ჩემ ორი მეგობარი უკვე მუშაობს... იდეა ასეთია, მცხეთაში გაკეთთეს ტურისტული ცენტრი, სადაც ჩამოვლენ სხვადასხვა მართმადიდებლური ქვეყნებიდან საქართველოს სიწმიდეების მოსალოცად... თუ ცოტა შორს გავიხედავთ შეიძლება დიდი ტურისტული ქსელის შექმნა რომელსაც თავის ფილიალები ყველა მართმადიდებლურ ქვეყანაში ექნება და ხელს შეუწყობს ურთიერთსიყვარულის გაძლიერებას...

ასევე მგონია რომ კარგი იქნება თუ თავს მოვუყრით მართმადიებლურ თემაზე არსებულ ვიდეომასალას, დივიდი დისკებზე გადავიტანთ და გავავრცელებთ... სასწაულებს, ქადაგებებს და ა.შ. ჩვენთან ასეთი მასალის სიმწირეა... ამან შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს ადამიანების ერთ ნაწილზე და ეკლესიისაკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას შეუწყოს ხელი...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 28 2007, 05:20 PM

shota1

ციტატა
მგონია, რომ საინტერესო იქნება თუ ხელს შევუწყობთ საქართველოში მართმადიდებლური ტურიზმის განვითარებას... ამ იდეაზე ჩემ ორი მეგობარი უკვე მუშაობს... იდეა ასეთია, მცხეთაში გაკეთთეს ტურისტული ცენტრი, სადაც ჩამოვლენ სხვადასხვა მართმადიდებლური ქვეყნებიდან საქართველოს სიწმიდეების მოსალოცად...

შესანიშნავი იდეაა! ყოჩაღ!

სხვათაშორის, უწმიდესმა ისიც გვირჩია, რომ რაიმე ისეთ საქმესაც მოჰკიდეთ ხელი, რომელიც ბიზნესის განვითარებას და ხალხის დასაქმებას შეუწყობს ხელსო, თუმცა კი ამ ეტაპზე ალბათ ვერ შევძლებთ

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 28 2007, 07:03 PM

დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით ქუთEისიდან smile.gif

ქუთEისის სიწმინდეებს მე ვაჩვენებ ხალხს smile.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 28 2007, 07:07 PM

თუ მასე იქნება კახეთი ჩემზე იყოს wink.gif

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 28 2007, 07:23 PM

beqa.shuxoshvili
შენა ჩაკრულოს იცნობ?

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 28 2007, 11:04 PM

კანონისტი
მაგარია ძაან დათო.
კიდევ ერთხელ გილოცავ ძმაო.smile.gif
შენს გვერდით მიგულე.
იდეებზეც დავფიქრდები იქნებ რამე მომივიდეს ამ უტვინო თავში ვნახოთbiggrin.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Mar 1 2007, 02:03 PM

კანონისტი
სასიხარულოა smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 1 2007, 03:19 PM

მეც თქვენთან ვარ და თუ მცირედ წვლილს შემოვიტან ამ დიდ საქმეში ბედნიერი ვიქნები smile.gif
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 1 2007, 03:22 PM

კანონისტი
მე არა ხო sad.gif ეეეჰ...

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Mar 1 2007, 03:22 PM

დედააა, რაფერ გამიხარდაააა!!!
ყოჩაღ, დათო! smile.gif

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Mar 1 2007, 04:18 PM

ხალხოოო, ქუთაისიდან ხალხს მე შევკრიბავ smile.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Mar 1 2007, 04:48 PM

მეც თქვენთან ვარ, თუ რაიმე შემიძლია გავაკეთო თქვენს გვერდით მიგულეთ

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Mar 1 2007, 04:58 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Mar 1 2007, 03:22 PM) *

კანონისტი
მე არა ხო sad.gif ეეეჰ...

ჯერ დიდი ბიჭი უნდა გახდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tika_tika თარიღი: Mar 1 2007, 05:05 PM

მეც თქვენს გვერდით მიგულეთ.ძალიან კარგი იდეაა,და უცილებლად უნდა გნვახორციელოთ.smile.gif

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 1 2007, 06:39 PM

აჭარა თავის დედაქალაქიანად სამშობლოსა და სარწმუნოების სამსახურშიაsmile.gifbiggrin.gifხუმრობა იქით იყოს და მეც თქვენთანვარ ძმებო და დებო იდეებსაც ვიპოვით სად წაგვივაsmile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 2 2007, 01:44 PM

ძალიან დიდი მადლობა ყველას

სულ ბევრი 10 დღეში უნდა მოვრჩე წესით სარეგისტრაციო საქმეებს

მერე კონკრეტულად გაგაცნობთ ვინ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ!

აბა თქვენ იცით, ქრისტე არს ჩვენ შორის!!!

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Mar 2 2007, 01:57 PM

მეც მინდაა sad.gif დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდით ეგ საკითხი კაი ხანია მაწუხებს ... აუ მეც დაგეხმარებით რააააა .....

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Mar 2 2007, 03:52 PM

კანონისტი
ძალიან გთხოვ ჩემთვსაც გამოძებნო რამე საპასუხისმგებლო საქმე tongue.gif

ქუთაისს ჩემ თავზე ავიღებ მექთქი არ შეგპირდები, მაგრამ ხალხს უკვე გავაგებინე და თქვენ გელოდებათ tongue.gif

ასე რომ ქუთაისი თქვენს მოლოდინში არის....

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 2 2007, 04:05 PM

კანონისტი

ციტატა
მერე კონკრეტულად გაგაცნობთ ვინ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ!

რისი ძალაც და უნარიც შემწევს აქავარsmile.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Mar 2 2007, 04:10 PM

ციტატა
მერე კონკრეტულად გაგაცნობთ ვინ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ!

აბა თქვენ იცით, ქრისტე არს ჩვენ შორის!!!

არს და იყოს.

მოუთმენლად ველი...

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Mar 2 2007, 09:51 PM

ციტატა(კანონისტი @ Feb 28 2007, 09:03 AM) *

ჩვენი დევიზი უნდა იყოს: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!!!

ანუ მხოლოდ ქართველები? საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნების არამართლმადიდებლებთან არ შეიძლება "მუშაობა" და სარწმუნოების გავრცელება?

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Mar 2 2007, 10:07 PM

დავით,ძალიან კარგი იდეაა

თქვენს გვერდით მიგულეთsmile.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Mar 2 2007, 11:48 PM

ველოდები როგორ იქნება ყველაფერიsmile.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 3 2007, 12:35 AM

კანონისტი

როგორც იქნა smile.gif

ძმაო შენს გვერდით მიგულე smile.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Mar 3 2007, 01:07 AM

კანონისტი.
ძალიან სასიხარულო ამბავია.ისეებიც ღვთის წყალობით იქნება მთავარია კარგად ჩამოყალიბება.ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო სკოლებზე მუშაობით დაწყებაა.

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 3 2007, 01:15 PM

ციტატა(Floyd @ Mar 3 2007, 01:07 AM) *

კანონისტი.
ძალიან სასიხარულო ამბავია.ისეებიც ღვთის წყალობით იქნება მთავარია კარგად ჩამოყალიბება.ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო სკოლებზე მუშაობით დაწყებაა.

გეთანხმები ჩემი პირველი იდეაც ეგ იყო smile.gif რომ სკოლებზე კონტროლი გაგვეწია

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 3 2007, 03:10 PM

ციტატა
ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო სკოლებზე მუშაობით დაწყებაა.

ხოოოდა კაკრას არიქაsmile.gifსანამ პედ პრაქტიკა მაქვს სკოლაშიsmile.gif1აპრილამდე მაქვს ისე ცნობისთვის და თუ რამე იდეა იქნება მისაღები რა თქმა უნდა სკოლის მასწავლებლებისთვის...

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Mar 3 2007, 03:14 PM

წელიწად ნახევარი მომიწევს ლოდინიიიი, sad.gif sad.gif sad.gif თუ რამეში გამოგადგებით დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით....

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 3 2007, 07:53 PM

გუჯა

ციტატა
ანუ მხოლოდ ქართველები? საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნების არამართლმადიდებლებთან არ შეიძლება "მუშაობა" და სარწმუნოების გავრცელება?

"მკურნალო, განკურნე თავი შენი" - პრინციპის გათვალისწინებით

ჯერ ქართველები დავდგეთ უფლის გზაზე და მერე თავად მაცხოვარი მოაქცევს აქ მცხოვრებთ

ისე, ეს ლოზუნგი უწმიდესის მოფიქრებულია და შეგიძლია მას მიმართო დეტალებზე

და კიდევ: დიდი სიამოვნებით ვიხილავ ამ ორგანიზაციაში ჩვენ გლახა-ს ასევე ყველა იმ არამართლმადიდებელს თუ არაქართველს, ვინც პატივს ცემს საქართველოს და მის ბურჯს - მართლმადიდებლობას. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე მუსლიმ მეგობართან, რომ აქ გაწევრიანდნენ

ჩვენ უფლის ნებით დავითის საქართველო უნდა დავიბრუნოთ!

უფალო, იყავნ!!!!

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 3 2007, 10:57 PM

კანონისტი

ციტატა
ჩვენ უფლის ნებით დავითის საქართველო უნდა დავიბრუნოთ!

გაიხარე ძმაო,

ღმერთმა შეგვაძლებინოს smile.gif

გფარავდეს უფალი და დედა ღვთისმშობელი smile.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Mar 4 2007, 08:20 PM

ციტატა
ჩვენ უფლის ნებით დავითის საქართველო უნდა დავიბრუნოთ!

ღმერთმა გაგვაძლიეროს და ერთმანეთზე საუკეთესო საქმეები შეგვაძლებინოს,
ან საუკეთესო საქმეები ერთად smile.gif

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Mar 7 2007, 08:39 PM

მართალია დავით–კანონისტს PM–იმ მივწერე, მაგრამ აქაც მინდა ვთქვა.
კეთილი ჩანაფიქრია რაღაცის კეთება. მართლმადიდებლობა არ ნიშნავს მხოლოდ წირვა–ლოცვის დასწრებას. მითუფრო, როცა ერში ცხოვრობ. კარგი იქნება, თუ ახლადშექმნილი ორგანიზაცია არ დაესმგავსება უკვე არსებულ ფართო სპექტრის ორგანიზაციებს. მეჩვენება, რომ ურფო ეფექტური იქნება რომელიმე სექტორში მუშაობა.
— სკოლა, რომელშიც ძალიან მკაფიოდ იკვეთება მართლმადიდებლობსთან ბრძოლის ფრონტის ხაზი;
— კათაკმეველობის ინსტიტუტის აღდგენაში მრევლის აქტიური ჩართვა. აქ განსაკუთრებული მჭიდრო ურთიერთობაა საჭირო სასულიერო პირებთან, საპატრიარქოსთან;
— უნარშეზღუდული ადამიანების დახმარება ეკლესიურ ცხოვრებაში. ასე მაგალითად მყავს მრევლი, რომელიც ვერ იხედება. მათთვის არანაირი ლიტერატურა არ არსებობს. არც აუდიოჩანაწერები გვაქვს. არადა, ადამიანს წყურია ახლის გაგება. ზოგი ვერ მოდის ეკლესიაში და უძნელდება ჩართვა ეკლესიურ ცხოვრებაში.
— ქართულენოვანი სასულიერო ლიტერატურის ელექტრონულ ვარიანტის ქსელში დადება. ამის დეფიციტს ყველანი განვიცდით, განსაკუთრებით ისინი, ვინც უცხოეთში ცხოვრობს. რამდენადაც შესაძლებელი იქნება, აქვე იგულისხმება ძველი ხელნაწერების სკანირება და გამომზეურება.
და კიდევ მრავალი იდეაა. მთავარია მონდომება და კომპეტენცია.

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Mar 7 2007, 09:31 PM

დავით, მგონი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ დაწერე, ან მე ვერ გავიგე... smile.gif

ციტატა(კანონისტი @ Mar 3 2007, 03:53 PM) *

"მკურნალო, განკურნე თავი შენი" - პრინციპის გათვალისწინებით

ციტატა(კანონისტი @ Mar 3 2007, 03:53 PM) *

ჯერ ქართველები დავდგეთ უფლის გზაზე და მერე თავად მაცხოვარი მოაქცევს აქ მცხოვრებთ

გლახაც ქართველია...

ციტატა(კანონისტი @ Mar 3 2007, 03:53 PM) *

დიდი სიამოვნებით ვიხილავ ამ ორგანიზაციაში ჩვენ გლახა-ს ასევე ყველა იმ არამართლმადიდებელს თუ არაქართველს, ვინც პატივს ცემს საქართველოს და მის ბურჯს - მართლმადიდებლობას. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე მუსლიმ მეგობართან, რომ აქ გაწევრიანდნენ

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 8 2007, 12:06 AM

ამ ორგანიზაციას ჩამოყალიბებამდე კიდევ დიდი დრო დასჭირდება??

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 9 2007, 11:35 AM

დეკ. ანდრია
დიდი მადლობა მამაო. გავითვალისწინებ აუცილებლად

ubralod gio
არც ისე. იმედია სულ მალე დავარეგისტრირებთ

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 9 2007, 02:28 PM

კანონისტი
მე რითიც შემეძლება ამ საპასუხისმგებლო და მადლიან საქმეში გვერდში გიდგავარsmile.gif

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Mar 9 2007, 02:33 PM

ციტატა(მნათე @ Feb 28 2007, 01:15 PM) *

შესანიშნავია. მიუხედავად ასაკოპბრივი ცენზისა, რომელიც წევრობის უფლებას არ მაძლევს.... tongue.gif

ჩვენ არ შეიძლება შევიდეთ? sad.gif

15 წლის ვარ და არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Mar 9 2007, 10:33 PM

ციტატა
15 წლის ვარ და არ შეიძლება?

15_ის ხააარ? ohmy.gif ohmy.gif არა არ შეიძლება არასრულწოვანი ხარ ჯერ wink.gif

პოსტის ავტორი: zgarbi თარიღი: Mar 10 2007, 10:22 PM

ციტატა(adamis_nekni @ Mar 9 2007, 02:33 PM) *

ჩვენ არ შეიძლება შევიდეთ? sad.gif

15 წლის ვარ და არ შეიძლება?

რა არ შეიძLება 15 წლის ასაკშ

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 11 2007, 10:31 PM

zgarbi
რა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება smile.gif

პოსტის ავტორი: elene59 თარიღი: Mar 12 2007, 05:18 PM

შეგვეწიოს უფალი! მეც თქვენს გვერდთ ვარ.

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Mar 12 2007, 07:30 PM

მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ ასეთ მადლიან საქმეში მონაწილეობას, თუ რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობას მოგვცემთ და თუ ყველაფერი კარგად იქნება ღვთის წყალობით....
მართლა ძალიან მომეწონა ეს იდეა, ღმერთმა გაგაძლიეროთ და ღმერთმა ქნას რომ ყველაფერი კარგად იყოს .....
ჩვენ კი აქ ვართ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 16 2007, 07:05 PM

ქრისტეს მიერ ძმებო და დებო

მინდა გახაროთ, რომ კვირას, 18 მარტს, 15:00 საათზე, სამების საპატრიარქო ტაძრის კომპლექსში მდებარე ახალგაზრდობის სულიერების ცენტრის დარბაზში შედგება საქართველოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების დამფუძნებელი სხდომა. ძალიან მინდა, რომ ყველა ფორუმელი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია აქ ჩამოთვლილი საქმეების გაძღოლა და განხორციელება, მოვიდეს

სხდომაზე აგრეთვე მოწვეული იქნებიან ჩვენი არაფორუმელი მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოლებენ დასახული მიზნებისთვის!!!

მოწვეულთაგან მხოლოდ რამდენიმე იქნება ოფიციალური დამფუძნებელი, რომელთა ვინაობასაც შეიტყობთ ადგილზე.

დღის წესრიგი:

1. გაერთიანების დაფუძნება
2. თავმჯდომარის არჩევა
3. მიმართულებების დამტკიცება
4. წესდების პროექტის განხილვა
5. მიმდინარე საკითხების განხილვა

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Mar 16 2007, 11:52 PM

მინდა მოსვლა,მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა ადგილზეაsad.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 17 2007, 12:01 AM

ციტატა(კანონისტი @ Mar 16 2007, 07:05 PM) *

ქრისტეს მიერ ძმებო და დებო

მინდა გახაროთ, რომ კვირას, 18 მარტს, 15:00 საათზე, სამების საპატრიარქო ტაძრის კომპლექსში მდებარე ახალგაზრდობის სულიერების ცენტრის დარბაზში შედგება საქართველოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების დამფუძნებელი სხდომა. ძალიან მინდა, რომ ყველა ფორუმელი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია აქ ჩამოთვლილი საქმეების გაძღოლა და განხორციელება, მოვიდეს

სხდომაზე აგრეთვე მოწვეული იქნებიან ჩვენი არაფორუმელი მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოლებენ დასახული მიზნებისთვის!!!

მოწვეულთაგან მხოლოდ რამდენიმე იქნება ოფიციალური დამფუძნებელი, რომელთა ვინაობასაც შეიტყობთ ადგილზე.

დღის წესრიგი:

1. გაერთიანების დაფუძნება
2. თავმჯდომარის არჩევა
3. მიმართულებების დამტკიცება
4. წესდების პროექტის განხილვა
5. მიმდინარე საკითხების განხილვა

ძაან მაგარია smile.gif როგორც იქნა smile.gif

მე როგორც ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ smile.gif აუცილებლად ამოვალ და არ დავაგვიანებ smile.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Mar 17 2007, 12:09 AM

Zalian magaria, mec movdivar, ramem Tu ar SemiSala xeli

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 17 2007, 01:59 AM

ციტატა
ქრისტეს მიერ ძმებო და დებო

მინდა გახაროთ, რომ კვირას, 18 მარტს, 15:00 საათზე, სამების საპატრიარქო ტაძრის კომპლექსში მდებარე ახალგაზრდობის სულიერების ცენტრის დარბაზში შედგება საქართველოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების დამფუძნებელი სხდომა. ძალიან მინდა, რომ ყველა ფორუმელი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია აქ ჩამოთვლილი საქმეების გაძღოლა და განხორციელება, მოვიდეს

ვაუ რა მაგარიააა smile.gif
მოვალ აუცილებლად, უფლის წყალობით.

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Mar 17 2007, 03:07 AM

უი აბა რა მოვალ მაგარი გამიხარდა ძმა და გაწევრიანება როდიდან იქნება? პირველი ვარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Mar 17 2007, 03:58 AM

ნუ როგორც ყოველთვის ყველაფერს გვიან ვიგებ, მაგრამ საბედნიეროდ მთლად არ დამიგვიანია, თუ რამეში შეიძლება გამოგადგეთ, თქვენს გვერდით მიგულეთ

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 17 2007, 01:17 PM

ჩვენ რაღა ვქნათ?sad.gifsad.gifოხ ეს 365 კილომეტრი რა!!:(sad.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Mar 17 2007, 04:15 PM

ძალიან მინდა მოსვლა, მაგრამ არ ვიცი სადაა ახალგაზრდული ცენტრი. იქნებ შევიკრიბოტ სადმე(თუნდაც სამების ეზოში) და ერთად მივიდეთ რა smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 17 2007, 04:37 PM

.nino
მაეასი

შევიკრიბოთ, ან ტელეფონის ნომრები გავცვალოთ და ვნახავთ ერთმანეთს

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Mar 17 2007, 05:08 PM

kato_Bato

ციტატა
შევიკრიბოთ, ან ტელეფონის ნომრები გავცვალოთ და ვნახავთ ერთმანეთს

და ვისაც ტელეფონი არ გვაქვს რა ვქნათ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 17 2007, 05:22 PM

S W A T

ციტატა
და ვისაც ტელეფონი არ გვაქვს რა ვქნათ?

მითითებულ მისამართზე დაგაზავთ რა თქვენ რა გიჭირთ მანდ ხართsmile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 17 2007, 10:25 PM

ubralod gio

ციტატა
ჩვენ რაღა ვქნათ?ოხ ეს 365 კილომეტრი რა!!:(

ბათუმის ფილიალიც დაგვჭირდება, არ იდარდო... wink.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 17 2007, 10:36 PM

დავით რომელზე იკრიბებით? მე ორგანიზაციაში, წირვის მერე ვიქნები....

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Mar 17 2007, 10:46 PM

romelze ikribebiT da sad, gamagebineT ra

პოსტის ავტორი: sopio_23 თარიღი: Mar 17 2007, 10:49 PM

mec minda camosvla magram sad unda movide rom ar vici iqneb martla shevtanxmebulikavit da ertad mivsulikavit? smile.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Mar 17 2007, 10:53 PM

xo SevtanxmdeT raa

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 17 2007, 10:54 PM

კანონისტი

ციტატა
ქრისტეს მიერ ძმებო და დებო

მინდა გახაროთ, რომ კვირას, 18 მარტს, 15:00 საათზე, სამების საპატრიარქო ტაძრის კომპლექსში მდებარე ახალგაზრდობის სულიერების ცენტრის დარბაზში შედგება საქართველოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების დამფუძნებელი სხდომა. ძალიან მინდა, რომ ყველა ფორუმელი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია აქ ჩამოთვლილი საქმეების გაძღოლა და განხორციელება, მოვიდეს

სხდომაზე აგრეთვე მოწვეული იქნებიან ჩვენი არაფორუმელი მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოლებენ დასახული მიზნებისთვის!!!

მოწვეულთაგან მხოლოდ რამდენიმე იქნება ოფიციალური დამფუძნებელი, რომელთა ვინაობასაც შეიტყობთ ადგილზე.

დღის წესრიგი:

1. გაერთიანების დაფუძნება
2. თავმჯდომარის არჩევა
3. მიმართულებების დამტკიცება
4. წესდების პროექტის განხილვა
5. მიმდინარე საკითხების განხილვა

ძალიან მინდა მოსვლა მაგრამ ხვალ ვერ მოვახერხებ თბილისში ჩამოსვლას.
გამეხარდა, რომ საქმე წინ მიიწევს.

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Mar 18 2007, 12:16 AM

mec movdivaar xvaaal, ese igi 3ze xom?

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Mar 18 2007, 03:30 AM

გილოცავ და შენს გვერდით მიგულე.... ისე მეც ვარ ერთ ერთი კულტურული ორგანიზაციის დამფუძნებელი და შეიძლება საინტერესო პროექტებზე საუბარი... თუ საჭირო იქნება შევხვდეთ კიდევაც აუცილებლად... რაღაც გეგმები არის.... ხვალ თუ ვერ მოვახერხე ამოსვლა სამებაში ეგ არაფერი შენს გვერდით ვარ... აუცილებლად დაგიკავშირდებით.... მადლობა რომ ესეთ კარგ საქმეს ჩაუდექით სათავეში ... ღმერთმა დაგლოცოთ....

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 18 2007, 07:36 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: martlmadidebeli2 თარიღი: Mar 18 2007, 07:37 PM

მაინტერესებს თუ დარეგისტრირდით, სად შეიდძლება მოგმართოთ? smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 18 2007, 07:40 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Mar 18 2007, 07:42 PM

ოფტოპიკი: ვაა, კანონისტ, ჩვენი თათარიც იქ იყოოოოოოოოოოოო..... როგორ მინდოდა მისი ნახვააა........

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 18 2007, 07:58 PM

ვაშა მეგობრებო!

დიდის ზარზეიმითა და პატრიოტიზმით [განა რა ჯობია მას?], დაფუძნდა ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება!

საორგანიზაციო განყოფილების ბრწყინვალებამ, გუმბათს აჯობა ბრწყინვალებაში და იქვე ამვლელ-ჩამვლელი, ორი ნორჩი ქალბატონიც შემოიყვანა დარბაზში! რომელთა ჩიპზე აღბეჭვდის პატივი წილად მხვდა მე.

საუბარი ხმაურიანად და გრუხუნით მიმდინარეობდა, იდეათა ნაკადი აზანზარებდა თეთრი მინით დაფარულ ოთახს!

ვაშა, ვაშა და კიდევ ერთხელ, ვაშა!

laugh.gif

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Mar 18 2007, 09:54 PM

ციტატა(მნათე @ Mar 18 2007, 07:58 PM) *

ვაშა მეგობრებო!

დიდის ზარზეიმითა და პატრიოტიზმით [განა რა ჯობია მას?], დაფუძნდა ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება!

საორგანიზაციო განყოფილების ბრწყინვალებამ, გუმბათს აჯობა ბრწყინვალებაში და იქვე ამვლელ-ჩამვლელი, ორი ნორჩი ქალბატონიც შემოიყვანა დარბაზში! რომელთა ჩიპზე აღბეჭვდის პატივი წილად მხვდა მე.

საუბარი ხმაურიანად და გრუხუნით მიმდინარეობდა, იდეათა ნაკადი აზანზარებდა თეთრი მინით დაფარულ ოთახს!

ვაშა, ვაშა და კიდევ ერთხელ, ვაშა!
laugh.gif

რა იყო იმედია ის დარბაზი კიდევ მთელია smile.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 18 2007, 09:59 PM

ციტატა(shakuna_ @ Mar 18 2007, 09:54 PM) *

რა იყო იმედია ის დარბაზი კიდევ მთელია smile.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

ვაიმე არ ვიცი დარბაზის ამბავი laugh.gif
რასაც მივეკარე, ყვლაფერი გადაყირავდა laugh.gif

სად დავმალულიყავი არ ვიცოდი laugh.gif

დავით, როდის იკრიბებით გადაწყვეტილებების მისაღებად?

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 18 2007, 10:18 PM

აუ მეც მინდოდა მოსვლა მარა სიცხე მქონდა და ვეღარ წამოვედი. sad.gif

ესე იგი შედგა პრეზენტაცია ახალი ორგანიზაციის, ძალიან სასიხარულოა.
მაგარია ძაანsmile.gif

აბა გაზრდა, გამრავლება, გახარება, წინსვლა, ბედნიერება, ჯანმრთელობა, უხვი ბიუჯეტი, ჯანსაღი იდეები, წარმატება, ხვავი, ბარაქა - ამ ორგანიზაციას.smile.gif

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Mar 18 2007, 10:22 PM

ღვთის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ! smile.gif

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 18 2007, 10:41 PM

ციტატა
ღვთის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ!

ვაიმე მაგ როგორ დამავიწყდა. შემირცხვეს თავიsad.gif
დალოცოს და გააძლიეროს უფალმაsmile.gif

პოსტის ავტორი: sopio_23 თარიღი: Mar 18 2007, 10:45 PM

rogor mindoda camosvla sad.gif ver movaxerxe

პოსტის ავტორი: nino varadashvili თარიღი: Mar 18 2007, 11:14 PM

მე სამწუხაროდ არ ვიცოდი თქვენი შეკრების შესახებ.
ძალიან მინდა თქვენი გაცნობა smile.gif

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Mar 18 2007, 11:33 PM

ვინ და ვინ იყავით

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Mar 18 2007, 11:38 PM

kanonisti, nikolozi, mogwaura, matasi, maeasi, ninore, mnaTe, aleqsandre, cotne, beqa, piligrimi, t.l. ai gogoo, kato-bato, vinc gamomrcha bodishs vixdi

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Mar 19 2007, 02:32 AM

ციტატა
piligrimi,

უპს იქ პილიგრიმი რომელი იყო?

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Mar 19 2007, 03:00 AM

ციტატა
უპს იქ პილიგრიმი რომელი იყო?

პილიგრიმი ალექსი იყო, შეიძლება ამ სახელით გაიცანი! smile.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Mar 19 2007, 04:01 AM

მე ახლა შევიტყე ამ ამბის შესახებ და თუ რამში გამოგადგებით თქვენს გვერდით მიგულეთ. 18ს დიიიდი ხანია გადავცდი ასე რომ მგონ იგამოვდგები

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 19 2007, 12:08 PM

ძალიან გამეხარდა, რომ კარგად ჩაუვლია შეხვედრას. თუ რამეში დაგჭირდებით თქვენს გვერდით მიგულთ.

პოსტის ავტორი: ekusia თარიღი: Mar 19 2007, 12:48 PM

გილოცავთ ხალხნო!
წარმატებებს გისურვებთ!
შემოგთავაზებდით ჩემს თავს, მაგრამ ერთი გამოუსადეგარი ადამიანი ვარ.
ვითომ "ახალგაზრდული ინიციატივის" წევრი ვარ, მაგრამ თავმჯდომარის არჩევის შემდეგ არც არაფერში არ მიმიღია მონაწილეობა,

მარტო გასართობად ვხვდები ხოლმე მათ sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 19 2007, 01:07 PM

ekusia

გაიხარე!!

ციტატა
ვითომ "ახალგაზრდული ინიციატივის" წევრი ვარ, მაგრამ თავმჯდომარის არჩევის შემდეგ არც არაფერში არ მიმიღია მონაწილეობა,

შენ შეგიძლია იქაც ბევრი საქმე აკეთო. ზაზა შესანიშნავი პიროვნებაა და მჯერა ერთად ბევრს შევძლებთ

პოსტის ავტორი: samshoblo თარიღი: Mar 19 2007, 03:02 PM

ბექა აქ ხარ?

პოსტის ავტორი: ekusia თარიღი: Mar 19 2007, 06:39 PM

კანონისტი
ღმერთმა გისმინოს!
თქვენც გაიხარეთ ყველამ ერთად და ცალ-ცალკეც rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mari24 თარიღი: Mar 20 2007, 02:23 AM

შემოგიერთდებით და ვიტყვი რომ მართლაც დზალიან სასარგებლო ნაბიჯია ამ ორგანიზაციის დაფუძვნება! ხმერთმა ყველას ხელი მოგვიმართოს მის ზრდა განვითარებაში!
ამასთან ერთად მინდა პროტესტით ავღნიშნო დღეს გამოტანილი განაჩენი 14 წლის ზერეკიძის მიმართ 7 წლის ვადით, მისი ცხოვრება ფაქტიურად გაუბედურებულია, ციხეში მას გამოსწორება ნამდვილად აღარ ემუქრება. კარგი იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების კოლონიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადაცემა(სახელმწიფო დაფინანსებით), რაც ბევრ გზააბნეულს ტაძრისკენ მიმავალ გზას გაუკაფავდა, თუმცა ერთ ჯერზე ბევრი მომინდა ან/და ხომ შეიძლება საპატრიარქომ სასჯელაღსრულებით ინსტანციებს, ხელისუფლებას თხოვნით მიმართოს ანალოგიური ,,სამართლიანი სასჯელის" მოხდა არასრულწლოვანი პატიმრების მიერ სამონასტრო დაწესებულებებში განხორციელდეს? ღმერთმა გვაპოვნინოს სამართალი და გამოსავალი...

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Mar 20 2007, 03:02 AM

ციტატა(mari24 @ Mar 20 2007, 02:23 AM) *

მომიტევეთ ოფტიკებისთვის, მაგრამ არ გიფიქრიათ იმაზე რომ მანდ მარტო პატარა ნაკაწრი არ უნდა ფიგურირებდეს და მარტო "ვიქტორ რინოქსის" დანა არ უნდა იყოს ჩარეული. აბა დაფიქრდი რომელი ჭკუათმყოფელი მამა წაიყვანს თავის შვილს განყოფილებაში? მარტო ის ვისაც რაღაცის ეშინია და ამ ამბის გაფერმკთალება უნდა თავისი შვილის განყოფილებაში წაყვანით მგონი არ ვცდები. ისე მაგ სამქეში ბევრი რამ ბურუსითაა მოცული შეიძლება ეგ ბიჭი მასეთი უდანაშაულოც არაა როგორიც გგონიათ smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 20 2007, 03:08 AM

ციტატა

მომიტევეთ ოფტიკებისთვის, მაგრამ არ გიფიქრიათ იმაზე რომ მანდ მარტო პატარა ნაკაწრი არ უნდა ფიგურირებდეს და მარტო "ვიქტორ რინოქსის" დანა არ უნდა იყოს ჩარეული. აბა დაფიქრდი რომელი ჭკუათმყოფელი მამა წაიყვანს თავის შვილს განყოფილებაში? მარტო ის ვისაც რაღაცის ეშინია და ამ ამბის გაფერმკთალება უნდა თავისი შვილის განყოფილებაში წაყვანით მგონი არ ვცდები. ისე მაგ სამქეში ბევრი რამ ბურუსითაა მოცული შეიძლება ეგ ბიჭი მასეთი უდანაშაულოც არაა როგორიც გგონიათ

გადაედო ამასაც ტენდენციურობა... მიშიკოს იმიჯი არ გავუფუჭოთ laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 20 2007, 11:41 AM

QUOTE
,,სამართლიანი სასჯელის" მოხდა არასრულწლოვანი პატიმრების მიერ სამონასტრო დაწესებულებებში განხორციელდეს

ეს ვერ გავიგე ცოტა. სამონასტრო დაწესებულება მონასტერთან არსებული რამე გამოსასწორებელი დაწესებულებაა თუ თვითონ მონასტერი? თუ მონასტერი, მაშინ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მონასტერი სულ სხვა რამეა და იქ ისეთი ხალხი მიდის, ვისაც თავი ღმერთისთვის აქვს შეწირული და არა თავშესაფრისთვის, გამოსწორებისთვის, გაჭირვების გამო და ა.შ.
სხვაა მონასტრის გარეთ არსებული რამე დაწესებულება, რომელიც მონასტრის მზრუნველობის ქვეშ იქნება, სულიერ დახმარებას გაუწევენ პატიმრებს. ეს სხვა საქმეა და კარგი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Mar 20 2007, 11:41 AM

შეიძლება ვცდები მაგრამ ასეთი კავშირების/ გაერთიანების ხელმძღვანელებისათვის თავიანთი თანამდებობები შემდეგ პოლიტიკურ არენაზე მოხვედრის ტრამპლინად ხდება ხოლმე, ხოლო წევრები "ერთგვარი მასის" შემადგენელი ნაწილები ხდებიან..
მინდა მჯეროდეს რომ ამ სემთხვევასი ასე არ იქნება...

beqa.shuxoshvili
ბექა მესმის შენი რომ გიყვარს ჩვენი მთავრობა, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს თავს დაიღუპავენ და მომავალ თაობასაც დაღუპავენ...
მე არ ვიცი ზუსტად ამ საქმის დეტალები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთ ახალგაზრდას ცხოვრებას უნგრევენ...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 20 2007, 01:59 PM

ციტატა(beqa.shuxoshvili @ Mar 20 2007, 03:02 AM) *

მომიტევეთ ოფტიკებისთვის, მაგრამ არ გიფიქრიათ იმაზე რომ მანდ მარტო პატარა ნაკაწრი არ უნდა ფიგურირებდეს და მარტო "ვიქტორ რინოქსის" დანა არ უნდა იყოს ჩარეული. აბა დაფიქრდი რომელი ჭკუათმყოფელი მამა წაიყვანს თავის შვილს განყოფილებაში? მარტო ის ვისაც რაღაცის ეშინია და ამ ამბის გაფერმკთალება უნდა თავისი შვილის განყოფილებაში წაყვანით მგონი არ ვცდები. ისე მაგ სამქეში ბევრი რამ ბურუსითაა მოცული შეიძლება ეგ ბიჭი მასეთი უდანაშაულოც არაა როგორიც გგონიათ smile.gif

იცით ეს რატომ ხდება? ამ გაუბედურებულ და რწმენადაკარგულ ქვეყანაში, ყველაფერი რაც კარგ საქციელს გავს, გვგონია ტყუილი და რაც ცუდია, იმაში ვეძებთ ჭეშმარიტების მარცვალს.

10 ბიჭიდან 8-ს არ დავუჯერებ რომ მაგ ასაკში ერთხელაც არ უხულიგნია და ვის როგორი სიმძაფრით ეს ცალკე საკითხია.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 20 2007, 02:41 PM

beqa.shuxoshvili

ციტატა
მომიტევეთ ოფტიკებისთვის, მაგრამ არ გიფიქრიათ იმაზე რომ მანდ მარტო პატარა ნაკაწრი არ უნდა ფიგურირებდეს და მარტო "ვიქტორ რინოქსის" დანა არ უნდა იყოს ჩარეული. აბა დაფიქრდი რომელი ჭკუათმყოფელი მამა წაიყვანს თავის შვილს განყოფილებაში? მარტო ის ვისაც რაღაცის ეშინია და ამ ამბის გაფერმკთალება უნდა თავისი შვილის განყოფილებაში წაყვანით მგონი არ ვცდები. ისე მაგ სამქეში ბევრი რამ ბურუსითაა მოცული შეიძლება ეგ ბიჭი მასეთი უდანაშაულოც არაა როგორიც გგონიათ

მნათე
ციტატა
მიშიკოს იმიჯი არ გავუფუჭოთ

ძალიან გთხოვთ, გაიხსენოთ, რომ მართლმადიდებლურ ფორუმზე ხართ

და ლევან, ყველგან პოლიტიკა ნუ გელანდება.....

გლახა
ციტატა
ბექა მესმის შენი რომ გიყვარს ჩვენი მთავრობა

რაღაც მეეჭვება ბექა ჩვენი მთავრობის პოლიტიკას მხარს უჭერდეს ძირითადად, რაც შეეხება სიყვარულსა და პატივისცემას, ეს ყოველი ქრისტიანის ვალია

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Mar 22 2007, 01:58 PM

ციტატა(mari24 @ Mar 20 2007, 02:23 AM) *

შემოგიერთდებით და ვიტყვი რომ მართლაც დზალიან სასარგებლო ნაბიჯია ამ ორგანიზაციის დაფუძვნება! ხმერთმა ყველას ხელი მოგვიმართოს მის ზრდა განვითარებაში!
ამასთან ერთად მინდა პროტესტით ავღნიშნო დღეს გამოტანილი განაჩენი 14 წლის ზერეკიძის მიმართ 7 წლის ვადით, მისი ცხოვრება ფაქტიურად გაუბედურებულია, ციხეში მას გამოსწორება ნამდვილად აღარ ემუქრება. კარგი იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების კოლონიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადაცემა(სახელმწიფო დაფინანსებით), რაც ბევრ გზააბნეულს ტაძრისკენ მიმავალ გზას გაუკაფავდა, თუმცა ერთ ჯერზე ბევრი მომინდა ან/და ხომ შეიძლება საპატრიარქომ სასჯელაღსრულებით ინსტანციებს, ხელისუფლებას თხოვნით მიმართოს ანალოგიური ,,სამართლიანი სასჯელის" მოხდა არასრულწლოვანი პატიმრების მიერ სამონასტრო დაწესებულებებში განხორციელდეს? ღმერთმა გვაპოვნინოს სამართალი და გამოსავალი...

გეთანხმები მარი რომ 7 წლით 14 წლის ბავშვის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსება სრული უაზრობაა. არ აქვს მნიშვნელობა ის დამნაშავეა თუ არა. მაგრამ ჯერ რა გვიჭირს, თუ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 12 წლამდე დავიდა თქვენ მერე ნახეთ. წარმოგიდგენიათ, ქართველ ბავშვებს კრიმინალობისკენ უბიძგბენ, რადგან ვისაც ერთი დღე მაინც გაუტარებია ციხეში, მეტადრე თუ ეს მხოლოდ 12 წლის ბავშვია, ის იქიდან "წმინდა" სულის ადამიანად ვეღარ გამოვა.
მართლა ძალიან კარგი აზრია რომ არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებითი კოლონია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდეს. ამ აზრის უფრო მაშტაბური სახის მიცემა ღირს ფორუმელებო. ამაზე უკეთეს საქმეს ვერც გავაკეთებთ, რომ საქართველოს არ დავუკარგოთ ისეთი ქართველები, რომლებიც მართალია ერთხელ შეცდნენ როდესაც დანაშაულს სჩადიოდნენ, მაგრამ მათი რესოციალიზაცია შეიძლება საპატრიარქოს გავლენით კვლავ მოხერხდეს. ისინი ხომ კეთილი სულის ადამიანების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან კოლონიის საშინელი ზედამხედველების ნაცვლად.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 22 2007, 02:06 PM

ციტატა
და ლევან, ყველგან პოლიტიკა ნუ გელანდება.....

ცდები, კი არ მელანდება ნათლად ვხედავ wink.gif

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Mar 22 2007, 03:57 PM

საინტერესო იდეაა, მგონია რომ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მცირეწლოვანთა კოლონიის საპატრიარქოს ხელში გადაცამეს, ყოველ შემთხვევაში ნაწილის მაინც...

მე ბევრი მეგობარი მყავდა მაგ ასაკიდან მოყოლებული რომლებიც პატიმრები იყვნენ, ახლაც მყავს პატიმარი მეგობრები, მათი უმრავლესობა დიდ პატივს სცემს ეკლესიას, მეც მევრი რამ გამიფუჭებია მაგ ასაკში...

ეს ისეთი ასაკია, როცა ადამიანი სიმართლის ძიებაშია... ბევრი კიდევ შავ სამყაროში სიმართლის პოვნის მოტივით მიდის...

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 22 2007, 04:13 PM

ციტატა
გეთანხმები მარი რომ 7 წლით 14 წლის ბავშვის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსება სრული უაზრობაა. არ აქვს მნიშვნელობა ის დამნაშავეა თუ არა.

როგორ არ აქვს მნიშვნელობა. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი smile.gif ადამიანი როცა დანაშაულს ჩადის (არ მაქვს ლაპარაკი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე smile.gif)

ციტატა
მათი რესოციალიზაცია შეიძლება საპატრიარქოს გავლენით კვლავ მოხერხდეს

რაც შეეხება რესოციალიზაციას ეს სასჯელის ერთ-ერთი მიზანია smile.gif ამიტომ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ პატიმრების გამოსწორებით smile.gif

თვითონ ფაქტი რომ 14 წლის ბავშვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან რა თქმა უნდა შემაძრწუნებელია, მაგრამ არავინ არ ვიცით დეტალები ხო? ვმსჯელობთ იმის მიხედვით, რასაც პრესისა და მასმედიის საშუალებებით ვიგებთ. ამიტომ თავს ნუ დავდებთ რომ ეს ასე არ უნდა იყოს ან უნდა იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Mar 23 2007, 01:39 PM

ციტატა
პრესისა და მასმედიის საშუალებებით ვიგებთ

პრესა და მასმედია კი მგონი იცით საქართველოს როგორი გვყავს ყველფერს უკუღმართადად რომ აცხადებენ. გეთანხმები თათი

პოსტის ავტორი: palma თარიღი: Mar 23 2007, 02:13 PM

ციტატა(makuna7474 @ Mar 22 2007, 02:58 PM) *

გეთანხმები მარი რომ 7 წლით 14 წლის ბავშვის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსება სრული უაზრობაა. არ აქვს მნიშვნელობა ის დამნაშავეა თუ არა. მაგრამ ჯერ რა გვიჭირს, თუ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 12 წლამდე დავიდა თქვენ მერე ნახეთ. წარმოგიდგენიათ, ქართველ ბავშვებს კრიმინალობისკენ უბიძგბენ, რადგან ვისაც ერთი დღე მაინც გაუტარებია ციხეში, მეტადრე თუ ეს მხოლოდ 12 წლის ბავშვია, ის იქიდან "წმინდა" სულის ადამიანად ვეღარ გამოვა.
მართლა ძალიან კარგი აზრია რომ არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებითი კოლონია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდეს. ამ აზრის უფრო მაშტაბური სახის მიცემა ღირს ფორუმელებო. ამაზე უკეთეს საქმეს ვერც გავაკეთებთ, რომ საქართველოს არ დავუკარგოთ ისეთი ქართველები, რომლებიც მართალია ერთხელ შეცდნენ როდესაც დანაშაულს სჩადიოდნენ, მაგრამ მათი რესოციალიზაცია შეიძლება საპატრიარქოს გავლენით კვლავ მოხერხდეს. ისინი ხომ კეთილი სულის ადამიანების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან კოლონიის საშინელი ზედამხედველების ნაცვლად.

გეთანხმებით.
თვითოეული ჩვენთაგანი მემგონი არ ვართ დარწმუნებული მომხდარი ამბის ფაქტების სიზუსტეში. რაც არ უნდა მომხდარიყო 14 წლის მოზარდისთვის მემგონი არ უნდა იყოს მართებული სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსება.
"ის იქიდან "წმინდა" სულის ადამიანად ვეღარ გამოვა. " - მართალი ხარ მაკუნა.
მე ვიცი ერთი შემთხვევა როცა სრულწლოვანმა, ჩამოყალიბებულმა მამაკაცმა, ოჯახის პატრონმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა კაცი. სასჯელს იხდიდა გარკვეული პერიოდი(წლების რაოდენობა ზუსტად არ ვიცი).ერთი წლის წინ ციხიდან გამოსულმა ყოფილი ცოლის მოკვლა ცადა, რის გამოც ისევ ციხეში მოხვდა.
როგორც ჩანს ამ ადამიანმა ციხეში ჯდომით ვერანაირი გაკვეთილი ვერ მიიღო.
და ახლა თქვენ მითხარით 14 წლის მოზარდმა, რომელსაც ჯერ ფსიქიკა სრულად ჩამოუყალიბებული აქვს (და ეგ დანაშაულიც, მემგონი რომ მაგ მიზეზით მოხდა.) შეიძლება კარგი გაკვეთილი მიიღოს ციხეში?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 23 2007, 02:18 PM

ძალიან გთხოვთ შეწყდეს ზერეკიძის საქმის განხილვა

ეს ამ ფორუმის თემა არ არის

და რომც იყოს, კონკრეტულ თემას სადაც პოსტავთ, ნამდვილად არ შეესაბამება!!!!

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Mar 23 2007, 02:27 PM

აუ ხალხო აღშფოთებული ვარ მეუფე ზენონის მიმართვით. საერთოდ რაზე ლაპრაკობს თუ იცი? სწორედ ეგ მიმტევებლობა ღუპავს ხალხს. სწორედ მაგ მიმართვის მერე გუშინ ჩემი მეგობარი მოკლეს ვაზის უბანში (პატრულ ინსპექტორი). ჩვენ ვერევით და ვასწავლით მათ სასულიერო საქმეს? ნუ ჩაერევიან რა თვითონაც. ეხლა არ დამიწყოთ ბავშვიაო. რა ბავშვია. მაგას ადრეც ჰყავდა დაჭრილი ადამიანი და თანატოლებს არეკეტებდა. ფულს სძალავდა. ძალიან კაი რომ დაიჭირეს. 7 წელი ცოტააა ნამდვილად. იმედია პროკურორი 10 ს მოითხოვს ისევ

პოსტის ავტორი: ekusia თარიღი: Mar 23 2007, 02:31 PM

ჩემი აზრით ამ ადამიანს სასჯელის ხანგრძლივობა უნდა შეუმცირდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ჩვენთან ციხიდან არც დიდი არ გამოდის "უკეთესი", მაგრამ სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს დამსახურებულად.
რაც შეეხება მონასტრებში ახალგაზრდა დამნაშავეების გამწესებას, ეს მგონი ეკლესიის მტრებში (და არა მარტო) უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, დამნაშავეებს იფარავენო იტყვიან. უბრალოდ, მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეთ სასულიერო პირებთან პატიმრებს, ეს უკვე მთავრობის დასარეგულირებელია.

კანონისტი
მართალი ხარ, ხომ იცი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 23 2007, 02:52 PM

ციტატა
აუ ხალხო აღშფოთებული ვარ მეუფე ზენონის მიმართვით. საერთოდ რაზე ლაპრაკობს თუ იცი? სწორედ ეგ მიმტევებლობა ღუპავს ხალხს. სწორედ მაგ მიმართვის მერე გუშინ ჩემი მეგობარი მოკლეს ვაზის უბანში (პატრულ ინსპექტორი). ჩვენ ვერევით და ვასწავლით მათ სასულიერო საქმეს? ნუ ჩაერევიან რა თვითონაც. ეხლა არ დამიწყოთ ბავშვიაო. რა ბავშვია. მაგას ადრეც ჰყავდა დაჭრილი ადამიანი და თანატოლებს არეკეტებდა. ფულს სძალავდა. ძალიან კაი რომ დაიჭირეს. 7 წელი ცოტააა ნამდვილად. იმედია პროკურორი 10 ს მოითხოვს ისევ

ლევან, როგორ საუბრობ ეპისკოპოსზე? მეუფე ზენონი, რას იქადაგებს, რა შენი საქმეა? უკაცრავად ის ბავშვი, პრივატიზებული ხომ არ გგონიათ! იერარქია და შემწყნარებლობისკენ მოგვიწოდებს და დამღუპველი ის არის რომ შენ, უზიარებელი და უმოძღვრო, ნომინალური მართლმადიდებელი, რომელსაც მხოლოდ მცირედით შეგიხედავს ეკლესიაში, უკვე რჩევებს იძლევი sad.gif მავანისთვის ქრისტეზე ძვირფასი იარაღი და უგულობაა!

იცი შენ როგორ პატივს გცემ და ასეთი უგულო პოსტებით, ცუდ შთაბეჭდილებას უქმნი ყველას sad.gif

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Mar 23 2007, 02:56 PM

ლევან ეპისკოპოსი თუ ხარ ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთო. ეს კრიმინალის წახალისებაა აშკარად. სხვათაშორის დმანისის ეპარქია იყო სწორედ ის ვინც იფარავდა კრიმინალს და აყვანის ოპერაცოა რომ ჩატარდა გეხსომება. მაგ საქმეს შეეწირა სამინისტროს რამდენიმე მაღალ ჩინოსანი ოპერ მუშაკი. არა და არ იყო ის ხალხი დასაკარგი.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 23 2007, 02:59 PM

ციტატა
ლევან ეპისკოპოსი თუ ხარ ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთო. ეს კრიმინალის წახალისებაა აშკარად. სხვათაშორის დმანისის ეპარქია იყო სწორედ ის ვინც იფარავდა კრიმინალს და აყვანის ოპერაცოა რომ ჩატარდა გეხსომება. მაგ საქმეს შეეწირა სამინისტროს რამდენიმე მაღალ ჩინოსანი ოპერ მუშაკი. არა და არ იყო ის ხალხი დასაკარგი.

კრიმინალებს კი არ აფარებს ხელს, შემწყნარებლობას ქადაგებს, იქნებ ვინმეს გაყინული გული, საეკლესიო იერარქის სიტყვამ მაინც შეანგრიოსო! დმანისის ეპაქიააში წაბილწეს, კელიები სწორედ იმ თქვენმა ოპერ მუშაკებმა, მათზე რატომ არ ხარ ასეთი შეუმწყნარებელი?

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Mar 23 2007, 03:06 PM

ამ მთავრობამ გაჭირვებული ხალხის აყრა რომ დაიწყო პირველ რიგში, მას ჯერ ეს დანების გაყიდვა უნდა აეკრძალა ქუჩებში და საერთოდ უნებართვოდ....
ეს ბავშვი დამნაშავეა და კიდეც უნდა დაისაჯოს, მაგრამ არა ასეთნაირად, რომ მომავალში სულ დაენგრეს ცხოვრება...
და ძალიან კარგი იქნება ეკლესიით მანიპულირებას თუ მოეშვებიან...
ეკლესია მარტო მაშინ ახსენდებატ დანასაულის სასჯელიდან თავის არიდებას როცა ცდილობენ...
ცნობილი ფაქტია, რომ ეკლესიას ბევრი კრიმინალი გამოსასწორებლად კი არა მილიციისაგან თავის დასაღწევად აფარებდა...

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Mar 23 2007, 03:10 PM

მნათე
გლახა
კარგით რა მართლა გჯერათ რომ ამნაირ ხალხს შემწყნარებლობით ვუშველით.?
მაშIნ შევარდნაძის დროს არავის იჭერდნენ სრული შემწყნარებლობა იყო და რა მივიღეთ?
ქათმებივით ხოცავდნენ ხალხს.
სრული შეუწყანერებლობა და მძლავრი რეპრესიები უშველის კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორებას. ჩემი აზრით სიკვდილით დასჯაც უნდა აღვადგინოთ

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Mar 23 2007, 03:12 PM

S W A T
არა სიკვდილის დასჯის აღდგენაში ვერ დაგეთანხმები, მაგრამ დასჯა უნდა იყოს...
მაგრამ შესაბამისი და არა ეგეთი..
და კიდევ: სხვებიც დასაჯონ მაშინ შესაბამისად...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 23 2007, 03:14 PM

ციტატა
მნათე
გლახა
კარგით რა მართლა გჯერათ რომ ამნაირ ხალხს შემწყნარებლობით ვუშველით.?
მაშIნ შევარდნაძის დროს არავის იჭერდნენ სრული შემწყნარებლობა იყო და რა მივიღეთ?
ქათმებივით ხოცავდნენ ხალხს.
სრული შეუწყანერებლობა და მძლავრი რეპრესიები უშველის კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორებას. ჩემი აზრით სიკვდილით დასჯაც უნდა აღვადგინოთ

ნუ რა უნდა ვთქვა? მუსლიმანი ექსტრემისტები აღარ ფიქრობენ ასე...

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Mar 23 2007, 03:14 PM

ციტატა(გლახა @ Mar 23 2007, 03:12 PM) *

S W A T
არა სიკვდილის დასჯის აღდგენაში ვერ დაგეთანხმები, მაგრამ დასჯა უნდა იყოს...
მაგრამ შესაბამისი და არა ეგეთი..
და კიდევ: სხვებიც დასაჯონ მაშინ შესაბამისად...

რა ნახე შენ შეუსაბამო?
7 წელი არის მინიმუმი. მე მეტსაც მივცემდი. 12 მაგალიტად

პოსტის ავტორი: ekusia თარიღი: Mar 23 2007, 03:16 PM

გლახა
"სხვებიც დასაჯონ მაშინ შესაბამისად..."
ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან შეეშალათ (თუმცა კიგანგებ იყოს ეს შეშლა) სულ არასწორი განაჩენი უნდა გამოიტანონ?!
რა შუაშია გასამართლებების ერთმანეთთან შედარება, უნდა ვმსჯელობდეთ კონკრეტულზე.

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 23 2007, 04:42 PM

კანონისტი

ციტატა
ბათუმის ფილიალიც დაგვჭირდება, არ იდარდო...

დავით ძამიკო გილოცავsmile.gifშენა და რომელი ხარ იქ სამიდან?

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Mar 24 2007, 02:47 AM

ისე ხალხოოო, თემა ხო არ შეგეშალათ? რა ომი გაქვთ გაჩაღებული, სულ კამათი შეიძლება?

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Mar 24 2007, 03:32 AM

ვიცი ამ თემას არ შეესაბამება მაგრამ მეც მინდა დავაფიქსირო საკუთარი აზრი ზერეკიძის საქმეზე, უბრალოდ მსგავსი თემა ვერ ვიპოვე და რახან აქ იხილავდით ასე რომ......
კი გასაგებია რომ შეიძლება სხვა კვალიფიკაცია მიეცათ მაგ. ხულიგნობა მაგრამ ეს ბავშვი ჩვენებაში წერს მოსაკლავად მივზდევდიო რაც უშვალო მცდელობაა და აქედან გამომდინარე მას ყველაზე დაბალი საჯელი შეუფარდეს რასაც შესაბამისი ქმედება ითვალისწინებდა, მართლა მეცოდება შვიდი წლისთვის და შეიძლებოდა ოდნავ შემსუბუქება მაგრამ მე უფრო აღმაშფოთა საზოგადოების დამოკიდებულებამ
როცა ცდილობენ მისგან მოწამე გმირის გამოყვანას ეს ხომ სირცხვილია, და თუ ზერეკიძე აასრულებდა თავის მუქარას ის რა კიდევ გმირი იქნებოდა??? ეს არის დიდი სტიმული სწორედ ასეთი ახალგაზრდობისთვის რომ ხალხი თურმე მოძალადეს იცავს,
რაც შეეხება რომ 14-15 წლებზე საერთოდ არ იყოს სასჯელი, ეხლა მაგ ასაკის თითოეულ ბავშვს რომ კითხო თამამად გეტყვის
"ქუჩამ ასაკი არ იცისო" და "პრავიც" იქნება, მაშინ რატომ ითხოვენ რომ კანონმა იცოდეს ასაკი თუ ის თავის თავზე უკვე პასუხს აგებს და კაცის მოკვლაც შეუძლია
რაც შეეხება ეკლესიიას მას მართლაც შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს მასეთ ადამიანებს თუ მათ რა თქმა უნდა სინანულის გრძნობა ექნებათ და მართლაც ჩათვლიან რომ დააშავეს
და ინანიებენ, მაგრამ ამ გრძნობის გაჩენა საზოგადოების ასეთი დამოკიდებულებისას ცოტა ძნელია

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 24 2007, 11:59 AM

piligrimi
yes.gif გეთანხმები. მართალი ხარ. მეც ზუსტად ასე ვფიქრობ.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 25 2007, 07:17 PM

აქ მყოფი ქართველების მცირე ჯგუფი დავინტერესდით საქართველოში არსებული მოხუცებულთა და უოატრონო ბავშვთა პრობლემებით. თავიდან ალბათ მცირე თანხა იქნება შემოწირულობის სახით გაცემული და შEმდეგ უფლის წყალობით უფრო მეტის იმედი გვაქვს.
ჩვენ გვაინტერესებს ის თანხა რომელსაც შEვაგროვებთ ვის შEიძლება გავუგზავნოთ, რომ შEმდეგ ორგანიზება მოახდინონს და ეს პიროვნებები მოითხოვენ ალბათ ანგარიშს კონკრეტულად რას მოხმარდა შEმოწირულობა.
თუ არსებოს ამ გაერთიანებაში პიროვნება ვინც შესაბამის საქმეს კურირებას გაუწევს.
ინფორმაციას მოაგროვებს სად ვის და რა სახის დახმარება ესაჭიროება. თანხა თავიდან მცირე იქნება მაგრამ იქნებ მცირედით მაინც გავუწიოთ ჩვენს თანამემამულეებს დახმარება.
ველი გამოხმაურებას.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 25 2007, 07:26 PM

S W A T
კარგი რა!
ეგ არის ქართველი ხალხის სირცხვილი. მართლა რა მკვლელობები მოხდა და იმათ არ მიუსაჯეს 7 წელი. აგერ რამდენიც გინდა ხდება ეგეთი და გაწყვეტილა ქართული ნაცია. დავითის ორგანიზაციასაც ჩაძირვა ემუქრება მასე smile.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Mar 25 2007, 07:32 PM

ციტატა(ninore @ Mar 23 2007, 06:47 PM) *

ისე ხალხოოო, თემა ხო არ შეგეშალათ? რა ომი გაქვთ გაჩაღებული, სულ კამათი შეიძლება?

მართალია საერთოდ რა შუაშია ეს თემა იმ ყველაფერთან?
გარდა ამისა მართლა უაზრდ ვკამათობთ ხალხო,
ასე ადვილია სხვების განსჯა, რომელმა ჩვენგანმა ვიცით სიმართლე? ასე გარედან ადვილია სხვისი განკითხვა და რაღაც კორექტივების შეტანა, არავინ არ ვიცით რეალურად რა სიტუაციაა, ალბათ იციან იმათ ვისაც ევალებათ და ასე ხელაღებით მთელ მავრობაზე საუბარიც არაა მოსაწონი, თუმცა მართალი ხარ ქავთარაძე, ძალიან ბევრი უსამართლობაც ხდება მაგრამ იქნებ ჩვენ თავი შევიკავოთ?

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Mar 26 2007, 12:35 AM

piligrimi

ციტატა
მე უფრო აღმაშფოთა საზოგადოების დამოკიდებულებამ
როცა ცდილობენ მისგან მოწამე გმირის გამოყვანას ეს ხომ სირცხვილია,

ვერ დაგეთანხმები. მეც აღვშფოთდი ამ განაჩენით, მაგრამ არა იმიტომ რომ ზერეკიძე კარგად მოიქცია, რომ ის ჩემ თვალში გმირია, უბრალოდ ამ ასაკის ბავშმა, რომელმაც მომავალი 7 წელი ზუსტად იმას უნდა მოახმაროს, რომ ისწავლოს, რათა პიროვნებად ჩამოყალიბდეს, სად გაატარებს? ციხეში, და იქ როგორი პიროვნება ჩამოყალიბდება, ყველაზე სათუთი და საპასუხისმგებლო ასაკი არის 14-20 წელი, გარდატეხის ასაკი, როცა ან კარგ გზაზე უნდა დადგე ან ცუდზე.
მე მაგალითად საკუთარი მეგობრის მაგალისთს მოგიყვანთ, ზუსტად მაგ ასაკში "ქუჩის ბიჭი" იყო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაუჭრია კიდევაც ადამიანი, მოუპარავს და "რაზბორკებზეც" დადიოდა, მე არ ვიძახი რომ ეს არ არის საშინელება და მე მას თავზე ხელს ვუსმევდი, პირიქით, მაგრამ ოჯახი სულ კუდში დასდევდა, ამოწმებდა, მეც მაძებნინებდა ხოლმე და დღეს ის ადამიანი წესიერი პიროვნებაა, აქვს სამსახური, ოჯახს არჩენს და სწორ გზაზე დგას, ერთი მითხარით ეს ადამიანი რომ დაეჭირათ იმ ასაკში და მიესაჯათ 7 წელი, დღეს ის როგორი იქნებოდა? გამოსწორდებოდა თუ პირიქით სამუდამოდ ამ გზას აირჩევდა?
ასე რომ, მთავარი ის არაა, რომ ყველაზე მკაცრი სასჯელი მივცეთ ბავშვებს, არამედ ვიფიქროთ და იქნებ მივიდეთ რაღაც აზრამდე, როგორ გადავარჩინოთ მომავალი თაობა? დღეს ეს პრობლემა მართლაც რომ მწვავეა, მაგრამ ესენი კრიმინალები არიან თუ "დედიკოს ბიჭები", ჩვენი მომავალი თაობაა და უნდა ვეცადოთ, რაღაცნაირად გადავარჩინოთ ისინი, არ ვიცი როგორ, მაგრამ ციხე რომ არ გამოასწორებთ მათ და დასჯა რომ გამოსავალი არაა, ეს ნამდვილად ვიცი sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Mar 26 2007, 01:06 AM

ციტატა
ninore

და იმ ადამიანს იმ ასაკში რომ ვინმე მოეკლა, ექნებოდა მოკლულისთვის მნიშვნელობა რა ასკისა დაარტყამდა დანას და ვერც ვერანაირი მიწიერი სასჯელი ვერ დაუბრუნებდა მას სიცოცხლეს, შეიძლება მართალი ხარ მაგრამ ჩვენც ვიყავით მაგ ასაკში და მსგავს რამეს ყოველთვის ვერიდებოდით. ეხლა ეს ნაკლებად ხდება, რამოდენიმ დღის წინ ძმაკაცს რაღაც პრობლემა შეექმნა მივედით და მაგხელა ასკისები აღმოჩნდნენ ყველას შეგვრცხვა ამ ბავშვებს რა უნდა ველაპარაკოთქო და ვინმე არ დავაზარალოთქო ამას მართლა გეუბნები, მაგრამ არა მგონია იმათ რაიმე რიდი გასჩენოდათ. თუმცა შენ როგორც იძახი გამონაკლისებიც არსებობენ შარშან ახლობელი დამიჭრეს ძლივს გადარჩა ადვილად ვიპოვეთ მაგრამ არაფერი არ გვიქნია მისთვის იმიტომ რომ ის მართლა ნანობდა, და ეხლა ის თავისუფალია, იმ მომენტში საკმაოდ ძნელი იყო ეს მაგრამ ახლა ვამაყობ რომ ერთი ადამიანი არ დავღუპეთ, ასე რომ არც მე მიხარია მაინცდამაინც ვინმეს ცხოვრების არევა
მაგრამ მასეთები არა მგონია სხვები იყვნენ რომ მართლა გულწრფელად ნანობდნენ თავის ცოდვებს და ეს საზოგადოების ასეთი ლოიალური დამოკიდებულებისა კი განსაკუთრებით ძნელია, მოდი რა ნუ უარყოფ რომ ეს ფაქტი სასჯელის შემსუბუქებას კი არა მოიტანს არამედ კიდევ უფრო
გაზრდის ასეთი გმირების რიცხვს. მე ამის მეშინია
და მითუმეთეს ძერეკიძე არ მგონია რამეს ნანობდეს უბრალოდ მე ასე ჩავთვალე შეიძლება ვცდები, და მასეთები მართლა უნდა დაისაჯოს
ხო რაღაც ბევრი ვიბოდიალე თან ამ თმას არ ეხება იმედია არ მიწყენ უბრალობ არ ვიცი ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Mar 26 2007, 01:42 AM

piligrimi

ციტატა
და იმ ადამიანს იმ ასაკში რომ ვინმე მოეკლა, ექნებოდა მოკლულისთვის მნიშვნელობა რა ასკისა დაარტყამდა დანას და ვერც ვერანაირი მიწიერი სასჯელი ვერ დაუბრუნებდა მას სიცოცხლეს

მართალი ხარ, მაგრამ მასე ყველა პოტენციური მკვლელია, ვინც დანას ატარებს, დავიჭიროთ ყველა? არის ეს გამოსავალი? კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არანაირად არ ვამართლებ გიორგის საქციელს, მაგრამ ღვთის მადლით არაფერი სერიოზული არ მოსვლია იმ ბიჭს (დამავიწყდა სახელი) და იქნებ გვეცადა რამე გამოსავალი გვეპოვა?

ციტატა
შარშან ახლობელი დამიჭრეს ძლივს გადარჩა ადვილად ვიპოვეთ მაგრამ არაფერი არ გვიქნია მისთვის იმიტომ რომ ის მართლა ნანობდა, და ეხლა ის თავისუფალია

და ხომ შეიძლება შენი ნათესავიც ვერ გადარჩენილიყო, მაშინ, თუ როგორც შენ იძახი ისე ვიმსჯელეთ, ის ადამიანიც უნდა ჩაგესვათ ციხეში, რაში გვაინტერესებს ნანობდა თუ არა? დაზარალებული ხომ შეიძლება მომკვდარიყო? კიდევ ერთი, თუ სულ ცუდზე ვიფიქრეთ, მაშინ ისიც დავუშვათ, იქნებ არ ნანობდა და უბრალოდ "აფერისტობდა" და თავს გაცოდებდათ, რომ არ გეჩივლათ, მე არ ვამტკიცებ რა თქმა უნდა, უბრალოდ ესეც დასაშვებია და მეორე რა ვიცით, რომ გიორგი არ ნანობს თავის საქციელს?
p.s. გეხვეწები, არ იფიქრო რომ გეკამათები, უბრალოდ მე ჩემი აზრი მაქვს და შენ შენი, კარგია რომ გამოვთქვამთ, იქნებ მივიდეთ რამე სასიკეთომდე smile.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Mar 26 2007, 02:02 AM

ციტატა
ninore

ვინც ატარებს ის არა მაგრამ ვინც ადამიანს მოსაკლავად გაიმეტებს ის უკვე კი, მაგრამ მთავარი მერე მონანიებაცაა

ხო ჩივილი არაფერ შუაშია ეს მანაც იცოდა და საერთოდ სისხლის სამართლის საქმე ფაქტზე იღძვრება და არა სარჩელზე
ეს ისე ცნობისთვის smile.gif ხო მართალი ხარ მაგრამ იმ ტიპს მერეც ვადევნებდი თვალყურს, არ ვიცი რატომ და რატომღაც ეს მონანიება მის თვალებში ამოვიკითხე, ზერეკიძისისაში კი ვერა
შეიძლება გაგეცინოს მაგრამ ასეა

ხო იმედია შევთანხმდებით smile.gif
უბრალოდ მეც მინდა ყველაფერი სამართლიანად იყოს

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Mar 26 2007, 02:16 AM

piligrimi

ციტატა
საერთოდ სისხლის სამართლის საქმე ფაქტზე იღძვრება და არა სარჩელზე
ეს ისე ცნობისთვის

მადლობთ, იურიდიულ საკითხებში მართლა ვერ ვერკვევი wub.gif
ჩემითვისას ამ ზერეკიძის საკითხთან დაკავშირებით მთავარია, ვიპოვოთ გამოსავალი, რომ უარესი არ მოხდეს და ეს სასჯელი იყოს მაგალითი მისი თაობისათვის, რასაც ამ სასჯელში მე ვერ ვხედავ, მაგრამ არც მაგას ვამბობ, რომ თავის საქციელზე პასუხი არ უნდა ეგო.
მოკლედ სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო, არც მინდოდა დამეპოსტა, მაგრამ გამაღიზიანა ამ მიდგომამ, რომ "7 კი არა მეტის ღირსი იყო", ეს ზერეკიძე, მაგრამ აბა ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და ვთქვათ, ზერეკიძე რომ ჩვენი შვილი იყოს (ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი შემთხვევებისგან), მაშინ რას ვიტყოდით?

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Mar 26 2007, 02:26 AM

ციტატა
ჩემითვისას ამ ზერეკიძის საკითხთან დაკავშირებით მთავარია, ვიპოვოთ გამოსავალი, რომ უარესი არ მოხდეს და ეს სასჯელი იყოს მაგალითი მისი თაობისათვის, რასაც ამ სასჯელში მე ვერ ვხედავ, მაგრამ არც მაგას ვამბობ, რომ თავის საქციელზე პასუხი არ უნდა ეგო.

რა თქმა უნდა გეთანხმები სრულიად,
თუ კარგად წაიკითხე ჩემი პოსტები მე არც მითქვია მეტი ეკუთვნოდაო, და მართლა მეცოდება, მაგრამ ეს არ უნდა გეხდეს ცუდი მაგალითი. და საქართველო ხომ ის ქვეყანაა სადაც გამზრდელი და ხევისბერი გოჩა დაიწერა, არც მატეო ფალკონეა ცუდი მაგალითი მშობელს ხმა არ აქვს ამოსღები ბოდიში ასეთი სიმკაცრისთვის,
ხო კარგი მოვრჩით ამ თემის გარშემო ამ გვერდზე საუბარს თორემ რომელიმე მოდერატორი გვიწყენს smile.gif
იმედია ღვთის წყალობით ყველაფერი როგორც საჭიროა ისე დამთავრდება ყველასთვის

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 26 2007, 02:52 AM

ფაქტი ერთია, მას სინანულის საშუალებას არავინ უტოვებს და პირიქით - აბოროტოებს...

მაგრამ იმ ეკლესიის წევრები, ვისთვისაც სიყვარული ყველაზე დიდი ძალმოსილებაა, ჩემი აზრით დასჯაზე არ უნდა საუბრობდნენ smile.gif

ერთხელ და სამუდამოდ ვკითხოთ საკუთარ თავს, გვინდა ადამიანის დასჯა თუ მკურნალობა?

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Mar 26 2007, 10:45 AM

მნათე

ციტატა
მაგრამ იმ ეკლესიის წევრები, ვისთვისაც სიყვარული ყველაზე დიდი ძალმოსილებაა, ჩემი აზრით დასჯაზე არ უნდა საუბრობდნენ

საქართველოში ყველა "ეკლესიის წევრია" დამნაშავეც და სამართალ დამცავიც...
მაშ გავაუქმოთ ციხეები..აღარ გვინდა პოლიცია...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 26 2007, 01:36 PM

ციტატა

საქართველოში ყველა "ეკლესიის წევრია" დამნაშავეც და სამართალ დამცავიც...
მაშ გავაუქმოთ ციხეები..აღარ გვინდა პოლიცია...

რატომაც არა? wink.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Mar 26 2007, 03:53 PM

iako

აქ მყოფი ქართველების მცირე ჯგუფი დავინტერესდით საქართველოში არსებული მოხუცებულთა და უოატრონო ბავშვთა პრობლემებით. თავიდან ალბათ მცირე თანხა იქნება შემოწირულობის სახით გაცემული და შEმდეგ უფლის წყალობით უფრო მეტის იმედი გვაქვს.
ჩვენ გვაინტერესებს ის თანხა რომელსაც შEვაგროვებთ ვის შEიძლება გავუგზავნოთ, რომ შEმდეგ ორგანიზება მოახდინონს და ეს პიროვნებები მოითხოვენ ალბათ ანგარიშს კონკრეტულად რას მოხმარდა შEმოწირულობა.
თუ არსებოს ამ გაერთიანებაში პიროვნება ვინც შესაბამის საქმეს კურირებას გაუწევს.
ინფორმაციას მოაგროვებს სად ვის და რა სახის დახმარება ესაჭიროება. თანხა თავიდან მცირე იქნება მაგრამ იქნებ მცირედით მაინც გავუწიოთ ჩვენს თანამემამულეებს დახმარება.
ველი გამოხმაურებას.

იმედია დათო მალე შემოვა და გიპასუხებს smile.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Mar 26 2007, 08:09 PM

ციტატა(piligrimi @ Mar 26 2007, 03:26 AM) *

ხო კარგი მოვრჩით ამ თემის გარშემო ამ გვერდზე საუბარს თორემ რომელიმე მოდერატორი გვიწყენს smile.gif
იმედია ღვთის წყალობით ყველაფერი როგორც საჭიროა ისე დამთავრდება ყველასთვის

ვხედავ ეს თემა ბევრს აინტერესებს და ბევრ ფორუმელს სურს ამ თემაზე საკუთარი აზრის გამოთქმა, თანაც საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა. პირველ რიგში იმიტომ რომ უამრავი "გზააბნეული სულის" საკითხს ეხება საქმე და რა ვიცი იქნებ ჩვენც შევძლოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე იდეის ჩამოყალიბება და შემდგომში რეალიზება????? მე პირადად ამის დიდი სურვილი მაქვს.....

პ.ს. იქნებ ვინმეს შესაბამისი თემა გაეკეთებინა? მეც დიდი სიამოვნებით დავპოსტავდი... smile.gif smile.gif აქ რა ვიცი მგონი მოდერატორს არ მოეწონება... smile.gif

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 27 2007, 03:46 PM

აუუუ აქ მემგონი რაღაც საორგანიზაციო საქმეები უნდა განგვეხილა....

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Apr 18 2007, 10:59 PM

კანონისტი

გილოცავთ დავით

დღეს თქვენი ძმისგან გავიგე ამ ორგანიზაციის შესახებ. შესაბამისადაც ვიპოვე თემა..

ნამდვილად საჭიროა მართლმადიდებელთა გაერთიანება ჩვენი ქვეყნისთვის..

გავერთიანდეთ ყველა მართლმადიდებელი და უფლის შემწეობით და დახმარებით შევძლოთ ჭეშმარიტ გზას აცდენილი ადამიანების მობრუნება...

გაგვაძლიეროს უფალმა და შეგვაძლებინოს

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Apr 19 2007, 12:21 AM

GILOCAVT YVELAS!!
კარგი რამ გაკეთებულა!
მეც მინდა თქვენთან ,მაგრამ არ ვარ 18 ს და ვერაფრით შევძლებ თქვენთან?
(გთხოვთ,ტოპიკის შესახებ ვისაუბროთ!)

პოსტის ავტორი: magdalina თარიღი: Apr 19 2007, 12:12 PM

გამარჯობა დავით! მინდა გითხრა, რომ დღეს გავეცანი დაწვრილებით ამ სიახლეს და ძალიან მომეწონა.
დეკ. ანდრიას იდეაზე მინდა გავამახვილო ყურადღება ანუ მართლმადიდებლური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებზე და უსინათლო მრევლისთვის ხელმისაწვდომობაზე. მე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობ, სადაც დაფუძნებულია უსინათლოთათვის ხმოვანი ბიბლიოთეკა. აქ გვაქვს პროგრამა, რომელიც ავტომატურად ახმოვანებს ქართულ ენაზე აკრეფილ ტექსტს. ამ ხმოვან ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი კატეგორიაა რელიგია, რომელსაც, როგორც შემიძლია ვამდიდრებ სტატიებით. მყავს მსმენელები, რომლებიც ხშირად დადიან და თუ ეს თქვენთვის სიახლე იყო და ვინმე გეგულებათ ამ კატეგორიის მკითხველი, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ. კარგი იქნება ასევე, თუ გამომცემლობები დაგვეხმარებიან გამოცემული რელიგიური წიგნების ელექტრონული ვერსიების მოწოდებაში. როგორც ხედავთ, უსინათლო მრევლის ინფორმირება შესაძლებელია ამ პროგრამის წყალობით. თუმცა, ფონდს ხშირად ესაჭიროება განახლება.
არ ვიცი რამდენად გამოვეხმაურე ამ თემას შინაარსობრივად, თუმცა....
მიგულეთ თქვენს გვერდით!

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Apr 20 2007, 10:27 PM

maqdalina ! 5 -იანი!
დიდი პატივისცემით

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Apr 21 2007, 02:15 PM

ხალხნო , მე ვერაპერს გავაკეთებ?

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Apr 26 2007, 11:51 PM

MOGESALMEBIT KVELAS, ZALIAN KARG SAKMES AKETEBT DA GMERTMA INEBOS KIDE BEVRI GAGEKETEBINOT. RAGAC MINDA ROM GTXOVOT KVELAS VISAC SHEUZLIA, ZALIAN GTXOVT IKNEB DAMEXMAROT SKOLEBHI, BAVSHVTA AGMZDELOBITI DACESEBULEBASA DA ARASRULCLOVANTA KOLONIASHI MINDA MOVACKO QARTULI MARTMADIDEBLURI FILMEBIS CHVENEBA DA TU DAMEXMAREBIT KARGS IZAMT DA KIDE TKVENTAN GACEVRIANEBA TU SHEILEBA GAMAGEBIET SHOTI17@MAIL.RU ZE MOMCERET

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 26 2007, 11:54 PM

ციტატა(shota_shotadze @ Apr 26 2007, 07:51 PM) *

MOGESALMEBIT KVELAS, ZALIAN KARG SAKMES AKETEBT DA GMERTMA INEBOS KIDE BEVRI GAGEKETEBINOT. RAGAC MINDA ROM GTXOVOT KVELAS VISAC SHEUZLIA, ZALIAN GTXOVT IKNEB DAMEXMAROT SKOLEBHI, BAVSHVTA AGMZDELOBITI DACESEBULEBASA DA ARASRULCLOVANTA KOLONIASHI MINDA MOVACKO QARTULI MARTMADIDEBLURI FILMEBIS CHVENEBA DA TU DAMEXMAREBIT KARGS IZAMT DA KIDE TKVENTAN GACEVRIANEBA TU SHEILEBA GAMAGEBIET SHOTI17@MAIL.RU ZE MOMCERET

ძალიან კარგი აზრია, მაგრამ ჩვენ რითი შეგვიძლია დახმარება?

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Apr 27 2007, 12:23 AM

tu shegizliat iseti organizaciebi rom manaxiot romlebic apinanseben aset proektebs, an ucmindesamde tu shegizliat rom miacvdinot es idea.

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 1 2007, 03:07 AM

shota_shotadze
შოთა ახალგაზრდულ ცენტრში ერთ ერთი არის განათლების კომიტეტი, და კიდევ ბევრი კარგი კომიტეტებია, ხოდა ჩემი აზრით თუ ასეთი სურვილი გაქვს და შესაძლებლობაც გაქვს იქ რომ მიხვიდე სიამოვნებით დაგეხმარებიან.smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 1 2007, 04:58 AM

shota_shotadze

ციტატა
tu shegizliat iseti organizaciebi rom manaxiot romlebic apinanseben aset proektebs, an ucmindesamde tu shegizliat rom miacvdinot es idea.

ციტატა
შოთა ახალგაზრდულ ცენტრში ერთ ერთი არის განათლების კომიტეტი, და კიდევ ბევრი კარგი კომიტეტებია, ხოდა ჩემი აზრით თუ ასეთი სურვილი გაქვს და შესაძლებლობაც გაქვს იქ რომ მიხვიდე სიამოვნებით დაგეხმარებიან.

როგორც მე ვიცი ახალგაზრდულ ცენტრში არის ჩამოყალიბებული ასეთი კომიტეტიც, რომელიც სწორედ მართლმადიდებლური ფილმების ჩვენებას აპირებს სხვადასხვა რაიონებში, თუ არ ვცდები ამ კომიტეტეს მისიონერობისა და ევანგელიზაციის კომიტეტი უნდა ერქვას. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მეუფე სტეფანეს შეგახვედროთ და ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად მიიღო მონაწილეობა ამ საქმეებში ან შენი აზრები და იდეები გაუზიარო მეუფეს.

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: May 2 2007, 01:27 PM

ციტატა(ალექსანდრე @ May 1 2007, 03:58 AM) *

shota_shotadze
როგორც მე ვიცი ახალგაზრდულ ცენტრში არის ჩამოყალიბებული ასეთი კომიტეტიც, რომელიც სწორედ მართლმადიდებლური ფილმების ჩვენებას აპირებს სხვადასხვა რაიონებში, თუ არ ვცდები ამ კომიტეტეს მისიონერობისა და ევანგელიზაციის კომიტეტი უნდა ერქვას. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მეუფე სტეფანეს შეგახვედროთ და ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად მიიღო მონაწილეობა ამ საქმეებში ან შენი აზრები და იდეები გაუზიარო მეუფეს.

kargit tu shezlebt shemaxvedret da ertad shevecdebit gavaketoto. gmerti gfaravdet tqvenc da mtlianad saqartvelos.

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: May 5 2007, 12:17 AM

ციტატა(shota_shotadze @ Apr 27 2007, 01:23 AM) *

tu shegizliat iseti organizaciebi rom manaxiot romlebic apinanseben aset proektebs, an ucmindesamde tu shegizliat rom miacvdinot es idea.

შოთა ამ საკითხის განსახილველად მიდის უწმინდესის ფონდში რომელიც მდებარეობს ოპერის გვერძით smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 5 2007, 02:32 AM

ბექა.შუხოშვილი†

ციტატა
შოთა ამ საკითხის განსახილველად მიდის უწმინდესის ფონდში რომელიც მდებარეობს ოპერის გვერძით

ოპერასთან რა უნდა კაცო შევახვედროთ როგორმე მეუფე სტეფანეს

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: May 5 2007, 04:08 PM

ციტატა(ალექსანდრე @ May 5 2007, 01:32 AM) *

ბექა.შუხოშვილი†

ოპერასთან რა უნდა კაცო შევახვედროთ როგორმე მეუფე სტეფანეს

kargit, tu rames axals gaigebt gtxovt gamagebinot. gmerti gfaravdet.

პოსტის ავტორი: izi-izi თარიღი: May 20 2007, 01:57 PM

თქვენთან ვარ სულიტ გულით და გონებითsmile.gif

თუ დაგაწყვეტთ მიუსაფარ ბავსვთა დახმარებას,აუცილებლად დავეხმარები,ბევრი სათამაშოები მაქვსsmile.gifsmile.gif:

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 22 2007, 05:09 PM

გილოცავთ ამ ახალი გაერთიანების დაფუძნებას, მაგრამ მე პირადად არაფერი მსმენია ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. იქნებ ვინმემ რაიმე მითხრათ მოკლედ რას აკეტებენ, ვინ არიან ხელმძღვანელი პირები და სად შეიძლება მათთან დაკავშირება, არავის ეწყინოს მაგრამ დღეს საქართველოში მხოლოდ ქმნიან და არავინ საქმეს არ აკეთებს, კმაყოფილდებიან იმით რომ რომელიგაცა ორგანიზაციის პრეზიდენტია... გთხოვთ მომიტევოთ თუ რამ არასწორად ვთქვი და ვინმეს ამით შეურაცყოფა მივაყენე.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 22 2007, 05:11 PM

samueli
კანონისტია ხელმძღვანელი wink.gif არ ვიცი ჯერჯერობით რას აკეთებენ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 22 2007, 05:16 PM

ჯერ-ჯერობით ვერაფერს, იმიტომ რომ სარეგისტრაციო დეტალებს გადავყევი sad.gif

იმედია, ღვთის შეწევნით, მალე მოგვარდება ყველაფერი და საქმიანობასაც შევუდგებით

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 23 2007, 09:40 AM

კანონისტი
იმედია ორგანიზაციის შეკრებები იმართება, ან რაიმე ზოგადი საკითხების განხილვა მიმდინარეობს... ან რაგაც გეგმები გაქვთ სამომავლოდ.. ვინმესთან შეთანხმებით შეიძლება აპირებთ რაგაც კონკრეტული ღონისძიებების გატარებას... ამ ბოლო პერიოდში ხედავთ რაც ხდება, მოქმედებაა საჭირო..

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 23 2007, 10:22 AM

დავით უნდა დააჩქარო ეს საქმე

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 23 2007, 10:27 AM

ნათია
სრულიად ვეთანხმები ნათიას.
ასევე მინდა მივმართო იმ ადამიანებსაც ვინც ასე ომახიანად უჭერდა ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებას მხარს.. იაქტიურონ დავითთან ერთად თორემ მას მარტო გაუჭირდება შესაძლოა ვერც ვერაფერი გააკეთოს... აბა დროა დამფუძნებელი სხდომის წევრებმა და ფორუმელებმა ამოუდგეტ მხარში დავითს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 23 2007, 10:28 AM

samueli
ნათია
გაიხარეთ

დიდი მადლობა

უკვე დავიწყე სარეგისტრაციო მოქმედებები smile.gif

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 23 2007, 10:33 AM

minda mivmarto davits.. dros nu dakargav qagaldeze da im formalobebze... saqmestan ertad eg problemebis ufro advilad mogvardeba.. droulad miige gadackvetilebebi.. dges scrafi moqmedebaa sachiro ... imedia am rchevebs sackenad ar miigeb... patriarqma gakurtxa.. nurc shgeshindeba da nurc imedebs gaucrueb axalgazrdebs smile.gif gisurveb carmatebebs .. ufali shegecios kvela ketil saqmeSi

პოსტის ავტორი: izi-izi თარიღი: May 23 2007, 06:30 PM

ერთი სიტყვით უმორჩილესად გთხოვი ,თუ რამეს დააპირებთ გამაგებინეთsmile.gifაუცილებლად დაგეხმარებით,ან ნუ დაიზარებთ და პირადზე მომწერეთ,დაგეხმარებით სიხარულითsmile.gifთქვენთან ვარ ხალხოოო!!!გაშლილი ხელებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 30 2007, 11:01 AM

SAD DAIKARGET FORUMELEBO !!!! ARAVIN XMAS ROM AR IGEBT ? IMEDIA KVELA SASARGEBLO SAQMIT XART DAKAVEBULEBI smile.gif KANONISTIC GACHUMDA... DZALIAN MAINTERESEBS RA XDEBA ORGANIZACIASTAN DAKAVSHIREBIT... IQNEB VINMEM GAMAGEBINOS .. CINASCAR GIXDIT MADLOBAS.

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: May 31 2007, 02:52 PM

ძალიან გთხოვთ, მითხარით ვის შეუძლია ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და როგორ?
და მოკლედ ორგანიზაციისა და მისი მიზნების შესახებ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 31 2007, 03:00 PM

lamara
samueli
izi-izi
დიდი მადლობა

ძირითადი მუშაობა მინდა, რომ იყოს მართლმადიდებლური აზროვნების პოპულარიზაციაზე და სამეცნიერო მუშაობაზე. უწმიდესის სურვილიც ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს მეცნიერულ მოღვაწეობაში

გარდა ამისა, სავარაუდოდ მონაწილეობას მივიღებთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საპროტესტო ღონისძიებებში, ჩვენი ორგანიზაცია გაერთიანებულია კოალიციაში "მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის" (http://www.modzraobazs.ge/)

დანარჩენ იდეებს თქვენგანაც ველი

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 31 2007, 05:15 PM

კანონისტი
კარგი იქნებოდა ტუ ორგანიზაცია დაიცკებდა ინფორმაციების მოძიებას ,,თავისუფლების ინსტიტუტისა,, და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობის და სამომავლო გეგმების სჰესახებ, რათა დროულად მივაყენოთ დარტყმა მათი შავი და ბნელი საქმეების განხორციელებას... კარგი იქნება თუ წინასწარ მომზადებულები მივიღებთ მონაწილეობას მათ მიერ გამართულ სემინარებში, კონფერენციებსა და დისკუსიებში, ეკლესიის ინტერესების დაცვის მიზნით.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 31 2007, 05:19 PM

samueli

ციტატა
კარგი იქნებოდა ტუ ორგანიზაცია დაიცკებდა ინფორმაციების მოძიებას ,,თავისუფლების ინსტიტუტისა,, და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობის და სამომავლო გეგმების სჰესახებ, რათა დროულად მივაყენოთ დარტყმა მათი შავი და ბნელი საქმეების განხორციელებას... კარგი იქნება თუ წინასწარ მომზადებულები მივიღებთ მონაწილეობას მათ მიერ გამართულ სემინარებში, კონფერენციებსა და დისკუსიებში, ეკლესიის ინტერესების დაცვის მიზნით.

გენაცვალე.... 2kiss.gif

მაგარი იდეაა! აუცილებლად ვიზრუნებ.... smile.gif

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 31 2007, 06:09 PM

კანონისტი
იმედია იდეა მხოლოდ იდეის დონეზე არ დარჩება smile.gif იდეების მეტი რა მაქვს smile.gif მთავარია საქმე ...
ისე ბოდიშს გიხდი ცოტა დაულაგებელი დაწერილი ტექსისთვის... ვჩქარობდი... რაც მთავარია აზრი და მიზანი გასაგებია smile.gif
ისე აუცილებელია დროულად მოხდეს თქვენი ორგანიზაციის წევრების შეხვედრა, რათა ყველამ გადაინაწილოს სატანადო ფუნქციები.. უნდა დაისახოს კონკრეტული გეგმები და გატარდეს სათანადო ღონისძიებები.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 31 2007, 06:12 PM

samueli
მიმართულებები უკვე აქვს გაერთიანებას:

- სამეცნიერო
- კულტურისა და ფოლკლორის
- საორგანიზაციო
- მომლოცველობის
- იურიდიულ საკითხთა
- საფინანსო საკითხთა
- განათლების და აღზრდის
- საზოგადოებასთან ურთიერთობათა
- უცხოეთის ქართველთა

იგეგმება გაზეთის გამოცემაც, მაგრამ ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 31 2007, 06:16 PM

კანონისტი
დიდებულია smile.gif
მიმართულებებზე თუ მუშაობს ვინმე?
არის კონკრეტული პირები ვინც იცის რაა გასაკეთებელი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 31 2007, 06:20 PM

samueli

ციტატა
მიმართულებებზე თუ მუშაობს ვინმე?
არის კონკრეტული პირები ვინც იცის რაა გასაკეთებელი?

კი, თითოეულის ხელმძღვანელს დავალებული აქვს 3 პროექტის მოფიქრება

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 31 2007, 06:27 PM

კანონისტი
მათგან თუ აქვს რომელიმეს ერთი მაინც მომზადებული, რომ განხილვა დაგეწყოთ..

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 31 2007, 06:35 PM

samueli

ციტატა
მათგან თუ აქვს რომელიმეს ერთი მაინც მომზადებული, რომ განხილვა დაგეწყოთ..

რამდენიმემ მითხრა, კიო, მაგრამ მეც ვერ მოვიცალე კარგად

მეუფე სტეფანემ სამების ცენტრის ოთახს დაგითმობთ ხოლმეო და შეხვედრა მინდა გავაკეთო უკვე

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 1 2007, 02:12 PM

დღეს სადამფუძნებლო დოკუმენტები ნოტარიულად დამოწმდა

რეგიტრაციას ორშაბათს გავივლით

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: Jun 1 2007, 05:13 PM

კანონისტი
გილოცათ.. გისურვებტ წარმატებებს.. უფალი შეგეწიოთ ყოველ კეთილ საქმეში... ძალიან გამეხარდება თუ ეს ორგანიზაცია შეძლებს იმას რაც ვერ შეძლო ბევრმა...
მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტია, არც კი ვიცი ღირს თუ არა ამაზე საუბარი... ალბათ ამის დროც დადგება smile.gif

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Jun 5 2007, 12:55 PM

კარგი იქნებოდა ტუ ორგანიზაცია დაიწყებდა ინფორმაციების მოძიებას "თავისუფლების ინსტიტუტისა" და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ, რათა დროულად მივაყენოთ დარტყმა მათი შავი და ბნელი საქმეების განხორციელებას... კარგი იქნება თუ წინასწარ მომზადებულები მივიღებთ მონაწილეობას მათ მიერ გამართულ სემინარებში, კონფერენციებსა და დისკუსიებში, ეკლესიის ინტერესების დაცვის მიზნით. გეთანხმებით. გარდა ამისა უნდა ვეცადოთ ჩვენი ძველი ტრადიციების აღდგენასა და პოპულარიზაციას მოსახლეობაში, რის ნაკლებობასაც ნამდვილად იგრძნობთ თუ ხალხის ქცევას დააკვირდებით. ქართველებს ქართველობა აღარ გვეტყობა sad.gif "ევროპელები" გავხდით

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: Jun 8 2007, 12:32 PM

lamara
ევროპული და აზიური კულტურა საქართველოსთვის უცხო არ არის და ძალიან გტხოვტ ამით ტრაგედიას ნუ ქმნით. არაფერი არ იკარგება , ყველაფერი თავის ადგილას დარჩება...
მე ვერ გავიგე რას ეძახით ევროპულ კულტურას..
ერთი რამ გაითვაკლისწინოთ გარყვნილება არცერთი ცივილიზაციისთვის კულტურა არ არის.... თუ რამ სიბინძურე და გარყვნილებაა სადმე ყოველი პატიოსანი ადამიანისთვის მიუღებელია... აქ არფერ შუაშია ევროპა ან აზია.. ნუ გაქვთ ისეთი წარმოდგენა თითქოს ქართველები აქამდე ფრთიანი ანგელოზები ვიყავით და ეხლა ევროპამ გარგვყნა... ჩვენ თუ არ გვინდა ვერავინ გაგრვყვნის.. ჩვენს სისუსტეებს სხვას ნუ ვაბრალებთ... ნურც ნურავის ვადანასაულებთ... ყველამ კარაგდ ჩაიხედოს საკუთარ სულში და დარწმუნდება რომ ის ცოდვილი ბუნება არც მას აძლევს მსვიდად ყოფნის საშუალებას... ასე რომ სჯობს უკეთ გავერკვეთ სიტუაციაში

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Jun 8 2007, 01:01 PM

ციტატა(samueli @ Jun 8 2007, 11:32 AM) *

გეთანხმებით რომ არც ჩვენ ვართ ფრთიანი ანგელოზები, მაგრამ ძირითად დარტყმას მაინც უცხო ძალები გვარტყამენ და ეს ცალსახად ჩანს. და კიდევ ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურა და ტრადიციები რომელიც დიდად განსხვავდება დანარჩენი ქვეყნების კულტურისგან და ამით უნდა ვიამაყოტ და უნდა შევინარჩუნოთ და უნდა ვიბრძოლოთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რათა გადარჩეს ქართველი ერი თორე მის გარეშე ერი დაიღუპება .

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Jun 8 2007, 02:57 PM

ციტატა(samueli @ Jun 8 2007, 11:32 AM) *

lamara
ევროპული და აზიური კულტურა საქართველოსთვის უცხო არ არის და ძალიან გტხოვტ ამით ტრაგედიას ნუ ქმნით. არაფერი არ იკარგება , ყველაფერი თავის ადგილას დარჩება...
მე ვერ გავიგე რას ეძახით ევროპულ კულტურას..
ერთი რამ გაითვაკლისწინოთ გარყვნილება არცერთი ცივილიზაციისთვის კულტურა არ არის.... თუ რამ სიბინძურე და გარყვნილებაა სადმე ყოველი პატიოსანი ადამიანისთვის მიუღებელია... აქ არფერ შუაშია ევროპა ან აზია.. ნუ გაქვთ ისეთი წარმოდგენა თითქოს ქართველები აქამდე ფრთიანი ანგელოზები ვიყავით და ეხლა ევროპამ გარგვყნა... ჩვენ თუ არ გვინდა ვერავინ გაგრვყვნის.. ჩვენს სისუსტეებს სხვას ნუ ვაბრალებთ... ნურც ნურავის ვადანასაულებთ... ყველამ კარაგდ ჩაიხედოს საკუთარ სულში და დარწმუნდება რომ ის ცოდვილი ბუნება არც მას აძლევს მსვიდად ყოფნის საშუალებას... ასე რომ სჯობს უკეთ გავერკვეთ სიტუაციაში

მაგას არ ვგულისხმობდი, ევროპაში ყველაფერი ცუდი არ არის, საქმე იმაშია, რომ ვერ გაგვირჩევია რაა მისაღები და რა არა, გაარყვნილებას "ევროპულს" ვეძAხით ეს კი ასე არ არის და პატიოსანი ადამიანი სულაც არ არის ჩამორჩენილი, ან "გოიმი" როგორც მას ხშირად ეძახიან(ვერ ვიტან ამ სიტყვას, მას შემდეგ რაც მითხრეს, რომ ის ებრაული სიტყვა "გოი"-დან წამოსდგებაო ეს კი ურჯულოს ნიშნავს ) და თუ კარგად წაიკითხეთ სიტყვა ევროპელი ბრჭყალებშია, ბევრი რამ რაც ევროპულად მიგვაჩნია ევროპელებს სლაც არ ახასიათებს და ერთმანეთში ევროპული და ფსევდოევროპული გვერევა. არც მე ვარ ფრთიანი ანგელოზი, ეს ავტოგრაფშიც მაქვს ნათქვამი, მაგრამ ზოგიერთი რამ მაინც მაღელვებს და ეს რომ არ დამეწერა არ შემეძლო. შენდობას ვითხოვ უნებლიეთ გაგაღიზიანეთ და ვინ იცის იქნებ განგარისხეთ კიდეც.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 8 2007, 03:43 PM

მაშ, ასე

დღეს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ სარეგისტრაციოდ მიიღო ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად

ხუთშაბათისთვის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი თან გვექნება

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 8 2007, 04:03 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 8 2007, 03:43 PM) *

მაშ, ასე

დღეს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ სარეგისტრაციოდ მიიღო ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად

ხუთშაბათისთვის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი თან გვექნება

რა კარგიაა jump.gif

მადლობა უფალს წინ მიიწევს საქმე wub.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 8 2007, 04:05 PM

ნათია
ჰო

მოკლედ ღვთის შეწევნით და უწმიდესის ლოცვით მალე ავმუშავდებით

სავარაუდოდ, შემდეგ კვირას დიიიდი შეხვედრა გვექნება... თუმცა ამაზე ორშაბათს დავწერ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 8 2007, 04:08 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 8 2007, 04:05 PM) *

ნათია
ჰო

მოკლედ ღვთის შეწევნით და უწმიდესის ლოცვით მალე ავმუშავდებით

სავარაუდოდ, შემდეგ კვირას დიიიდი შეხვედრა გვექნება... თუმცა ამაზე ორშაბათს დავწერ

დათ ისეთ დროს იყოს შეხვედრა რომ ყველამ მოახერხოს მოსვლა rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: Jun 8 2007, 04:15 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 8 2007, 04:05 PM) *

სავარაუდოდ, შემდეგ კვირას დიიიდი შეხვედრა გვექნება... თუმცა ამაზე ორშაბათს დავწერ

ჰოდა ეს დიდი შეხვედრა ისე უნდა მოეწყოს რომ ყველამ შეძლოს მოსვლა, კარგი იქნება თუ რაღაც ადგილიც გამოიყოფა ან რაიმე აუდიტორიას თუ დაგითმობენ. სასურველი და თითქმის აუცილებელია, რომ შეხვედრა კვირა დღეს მოხდეს იმიტომ რომ ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი ან მუშაობს ან სწავლობს და დროის დეფიციტი საკმაოდ პრობლემატურია, გარდა ამისა შეხვედრის ზუსტი თარიღი და საათიც უნდა გადაწყდეს საკმაოდ ადრე შეხვედრამდე რათა ყველამ შეძლოს მობილიზება და დროის გამონახვა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 8 2007, 04:34 PM

_გიორგი_
ნათია
სავარაუდოდ, შეხვედრა შედგება

კვირას, 17 ივნისს, 15:00 საათზე წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერების ცენტში

საათს დავაზუსტებ smile.gif

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: Jun 8 2007, 04:44 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 8 2007, 04:34 PM) *

_გიორგი_
ნათია
სავარაუდოდ, შეხვედრა შედგება
კვირას, 17 ივნისს, 15:00 საათზე წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერების ცენტში
საათს დავაზუსტებ smile.gif

ძალიან კარგი, მოკლედ დეტალები დააზუსტე, ყველას მოელაპარაკე, რომ მაქსიმალურად ბევრი ხალხმა შეძლოს მოსვლა. ძალიან კარგ საქმეს ეყრება საფუძველი და აქტიურობაა საჭირო.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 10 2007, 05:02 AM

ახლა შევიტყვე ამ ცენტრის გახსნის შესახებ, და შემთხვევით ვნახე ეს თემა გახსნილი. ყველა პოსტი (რაც უშუალოდ ამ საკითხს ეხებოდა) წავიკითხე დაწვრილებით, და ძალიან გახარებული ვარ! ყველაზე მეტად თქვენში არსებული ერთიანობა და ხელმძღვანელის ამ საკითხისადმი უსერიოზულესი დამოკიდებულებაა, რაც ნათლად ჩანს მის პოსტებში!

მე ახლახანს გავხდი ამ ფორუმის წევრი, და ნელ-ნელა ვიცნობ ხალხს; ძალიან დიდი სურვილი მაქვს თქვენი ერთიანობის ნაწილი გავხდე!

მე, როგორც ფოლკლორითა და საეკლესიო მუსიკით დაინტერესებული, ამ თემატიკი ფარგლებში დავაყენებ პრობლემატიკურ საკითხებს; გასაკეთებელი მართლაც ძალიან ბევრია; მაქვს უამრავი იდეა, რომელიც რეალურად განხორციელებადია. პირველ რიგში ესაა რეგიონებში გალობის მდგომარეობის გაკონტროლება, და მათ ხელთ არსებული საშუალებებით ყველაზე საუკეთესო ვარიანტისკენ სწრაფვა; არანაკლებ მნიშვნელოვანია მონასტრებში გალობის გაუმჯობესების პრობლემა, კარგად ვიცით, რომ დღევანდელი მგალობლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას არასტაბილურობა წარმოადგენს, რაც ტიპიკონიდან გამომდინარე მონასტერში მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე ტიპიკონიდან გამომდინარე საუკეთესო შემთხვევაში რამოდენიმე მონასტერში მაინც შეიძლება გახდეს შესაძლებელი საღვთისმსახურო პრაქტიკიდან ამოღებული ყველაფრის თუ არა ზოგიერთი მსახურების აჟღერება მაინც; სასულიერო მუსიკის სფეროში ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ბიზანტიური გალობის მომხრეთა საკითხის პრობლემურობა! მიუხედავად მათი ამჟამინდელი ,,მიჩუმებისა" მაინც მრავალი ადამიანი ხდება მეცნიერული არაკეთილსინდისიერების (მე ამ საკითხის მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით გაკრიტიკების უფლებას მივცემ თავს) იდეოლოგიური მსხვერპლი; თანაც მათმა ,,დუმილმა" ბევრს აფიქრებინა, რომ პრობლემა აღარ არსებობს, თუმცა ეს ასე არ არის, ასე რომ ტყულად ვართ ხოლმე ზოგიერთები მშვიდად. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია ჩვენს შორის ურთიერთ-ქილიკის ნაცვლად ამ ორი მხარის შეხვედრები მოხდეს, სადაც ამ ყველაფერს მეცნიერულ დონეზე განხილვის სახე ეკნება, მაგალითად კონფერენციის სტილში, სადაც ორივე მხარე თავისი აზრის დასაბუთებას შეეცდება. --ამ სახის შეკრება წელიწადში ორჯერაც რომ ჩატარდეს უკვე სერიოზული წინსვლა იქნება. ამ მხრივ საქმის კურსში შეიძლება ჩაყენება მეცნიერული კვლევის უმაღლესი ორგანოს, კონსერვატორიის შესაბამისი განყოფილებისა, მათგან რეკომენდაციების, რჩევებისა და სასემინარო აუდიტორიების მიღების მიზნით.

ფოლკლორთან დაკავშირებითაც ასევე უამრავი პრობლემაა, ჯერ კიდევ არის ძალიან ბევრი მოხუცი ცოცხალი, რომელთაც თავიანთი ცოდნის სახით უდიდესი განძი გააჩნიათ, ამ მოხუცებს ნახვა, ჩაწერა, ცოდნის ,,გამოწურვა" უნდათ... მათთან დაკავშირებით განა არ შეიძლება იგივე დოკუმენტური ფილმების გაკეთება? უამრავი პრობლემაა ინსტრუმენტულ მუსიკაში, სადაც რეალურად პროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, თორემ მალე ქორეოგრაფიის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან , რომელთაც აღარ ახსოვთ საიდან მოდიან, და უმეტესობამ არც იცის რას აკეთებს... ამ მხრივ აქტიური თანამშრომლობაა საჭირო პირველ რიგში პატარა თაობის აღმზრდელებთან, რომელთაც უნდა უთხრან ბავშვებს რა არისსწორი და რა არასწორი, რატომ მიდიან კომპრომისზე და სინამდვილეში როგორია ტრადიცია... იგივე ფოლკლორის სფეროში მწვავედ დგას გამოცემების საკითხი, კარგად ვიცით რომ იგივე ა. ერქომაიშვილმა გამოუშვა მრავალი წიგნი გურულ და მეგრელ ლოტბარებზე, გამოდის სანოტო კრებულები, მაგრამ სამწუხაროდ ტირაჟი სასიგნალო დონეზეა, ვერავინ ახერხებს მათ შეძენას! იგივე მდგომარეობაა დისკებზე...
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი სიმპათია ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობი კანონისტისადმი, რომელიც განსაკუთრებულად გამოყოფს მეცნიერების საკითხს! მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ერთადართი ადგილი, სადაც ხდება ტრადიციული ფოლკლორული მუსიკისა და სასულიერო მუსიკის კვლევა, არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ფოლკლორის კათედრაზე მომავალ თაობაში სულ რამოდენიმე ახალგაზრდა წერია, რაც მომავალში დამღუპველი შედეგების შესახებ მეტყველებს, კათედრას ესაჭიროება მშრომელი, ინიციატივიანი ახალგაზრდები. იქ კათედრის ბაზაზე არის ,,მარავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი", რომელსაც მცირედი, მაგრამ მაინც გააჩნია რაღაც რესურსები ტექნიკის, ლიტერატურის, ჩანაწერთა არქივის თვალსაზრისით, თითოეული მათი თანამშრომელი სიხარულით მიეგებება ყველა იმ წამოწყებას, რომლიც იქნება მაღალი დონისა და შედეგის მომტანი! ამას დღევანდელი თაობა ვერ ვიყენებთ სათანადოდ!.. დღეს ფოლკლორი საჭიროებს მრავალმხრივ კვლევას, შესწავლას, რისთვისაც კვალიფიციური განათლებაა საჭირო, ის ადამიანები კი ვინც სათანადო განაათლებას იღებენ სხვა სფეროში მიდიან, ამ ადამიანების დაინტერესებაა საჭირო, თუნდაც საკონკურსო ტიპის სტუდენტური კონფერენციების ჩატარებაა საჭირო... საჭიროა დღევანდელი ახალგაზრდობის სასიმღერო თუ სამგალობლო შემოქმედების რაიმე სახით გაკონტროლება მაინც, რისთვისაც ასევე შეიძლება გზები მოინახოს....კონსერვატორიასთან სხვა კუთხითაც შეიძლება ურთიერთობა, იგივე სტუდენტური კოცერტებით საქველმოქმედო აქციები, და უამრავი რამ.

თუ ზოგადად ფოლკლორზე შევჩერდებით ძალიან კარგი იქნება ფოლკლორის სხვადასხვა სფეროს ყველაზე ნიჭიერი, მცოდნე ახალგაზრდების გაერთიანება ერთიანი იდეოლოგიის ქვეშ, რომ დავიცვათ ყველაფერი ტრადიციული! საკვლევი და შესასწავლია ტრადიციული ხელოვნების სხვადასხვა დარგები, ქარგვა, რეწვა, ქსოვა და სხვა, მათ შორის დღეისათვის ზოგი მოქცეული დღევანდელობის ინტერესში, ზოგიც მივიწყებული... ტრადიციული ხელოვბის სხვადასხვა დარგების ახალგაზრდა სპეცციალისტების ერთად შეკრებით ჩემი აზრით მეტად სასურველი შედეგის მიღება შეიძლება. პ.ს.ფოლკლორის დარგთა წარმომადგენლებთან ერთად არანაკლებ საჭიროა ჩვენი თაობის რეჟისორ-ოტერატორებთან ,,დამეგობრება" smile.gif და სპეციალობათა ერთმანეთთან დაკავშირების გზით ერთიანი პროდუქტის შექმნა.

,,რეჟისორ-ოპერატორი"-ის ხსენებაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ გამახსენად, ტელევიზიის ფაქტორი! ეს ჩემთვის მეტად მტკივნეული თემაა... საპატრიარქოს მაუწყებლობის საშუალებით საეთერო დროის პრობლემა არ არსებობს, საჭიროა მაღალი დონის გადაცემების მომზადება, რომელთა პრიორიტეტი მეცნიერულად მაღალ დონეზე გამართული ინფორმაცია, და მასისისთვის გასაგებ ენაზე მეტყველება იქნება. კონკერტული ფორმატებიც მაქვს მოფიქრებული, რომელთა აქ განხილვაც ძალიან შორს წამიყვანს.

ამათგან მცირედის განხორციელებასაც კი ძალიან სარიოზული ორგანიზება სჭირდება, და თანხებიც! თუმცა ვფიქრობ კომპეტენტური და ორგანიზებული ადამიანების ხელში ყველაფერი დაძლევადია, თანაც ახალგაზრდული ძალა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ზომეთ დავწერე ყველა ის მთავარი მომენტი, რაც პირადად ჩემთვის აქტუალურია, მათ შორის ზოგიერთი კონკრეტულია, ზოგიც ზოგადი.

ეს რამდენი დამიწერია blink.gif მაპატიეთ! huh.gif მაგრამ მართლა უზომოდ გამიხარდა ეს ფაქტი და არ შემეძლო ჩემი დამოკიდებულება არ გამომეხატა! mellow.gif

იმედი მაქვს ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს მალე გავიცნობ და ზემოჩამოთვლილთაგან ყველაფერს თუ არა smile.gif მცირედს მაინც შევძლებთ ერთობლივი ძალებით! rolleyes.gif

საუკეთესო სურვილებით
თბილისი სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკ.-ის II კ.-ის სტუდენტი - ნინო რაზმაძე cool.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 10 2007, 05:19 AM

უი, და კიდევ! ამ ,,ახალგაზრდული ცენტრის" შემოსავლების ერთ-ერთ წყაროდ შესაძლებელია იქცეს ფოლკლორის მარკეტი, სადაც ინსტრუმენტებიდან დაწყებული, ლიტერატურითა და სანოტო კრებულებითა და ნებისმიერი ინვენტარით დასრულებული ყველაფერი გაიყიდება! სუფთა ტრადიციული, ფასეული და ღირებული, ყველაფერი დახვეწილი , რაც ფოლკლორთან და ხალხურ შემოქმედებასთანაა დაკავშირებული! შეკვეთებიც რომ იყოს შესაბამისი ნივთის მკეთებელ საუკეთესო ოსტატთან შესაძლებელი, ინსტრუმენტიდან დაწყებული მაგალიათად ხალიჩითა ან თიხისჭურჭლით დამთავრებული.

სულ ეს იყო rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 11 2007, 12:11 AM

ვაუ მაგარია. :ტაში: biggrin.gif
მართლა უმაგრესი იდიებია. :GOOD:
და მაგათი განხორციელება ნამდვილად მაგარი იქნება ჩემი აზრით.

ნამდვილად ბევრი პრობლემები აქვს ქართულ ფოლკლორს და გალობას. ჩვენი ვალია დავიცვათ, გავუფრთხილდეთ და დავეხმაროთ მათ.smile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 11 2007, 10:52 AM

ზესქვი_უჩა

ძალა ერთობაშია!!! smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Jun 11 2007, 03:28 PM

ციტატა(N. R. @ Jun 11 2007, 09:52 AM) *

ზესქვი_უჩა

ძალა ერთობაშია!!! smile.gif smile.gif smile.gif

თქვენთან მიგულეთ. წმიდა ილია მართლის სახელობის ტაძრის (აგრარულ უნივერსიტეტთან) მგალობელი
ლამარა რურუა

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Jun 12 2007, 01:38 AM

გამარჯობა, გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ და ძალიან გთხოვთ თუ შეილება რომ ამ შეკრებაზე მოვიდე და შემდეგში რომ გავწევრიანდე და ერთად ვაკეთოდ კეთილი საქმეები. მე დავწერე ერთხელ ჩემი პროეკტი და დამეტანხმებით ალბათ ძალზედ მნიშვნელოვანი პროეკტია და აუცილებელიც და იმედია თქვენი და უფლის წყალობით განვახოციელებთ.

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: Jun 12 2007, 04:58 PM

კანონისტი
მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს, ნამდვილად გამიხარდა... იმედია ღვთის წყალობით კყველაფერი კარგად იქნება...
თუ შევძელი მეც შემოგიერთდებით..

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: Jun 13 2007, 05:45 PM

დათო, რა ხდება ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ორგანიზაციის გარშემო? რატომ არაფერს პოსტავ? როდის იქნება მთავარი შეხვედრა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 13 2007, 05:47 PM

_გიორგი_

ციტატა
დათო, რა ხდება ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ორგანიზაციის გარშემო? რატომ არაფერს პოსტავ? როდის იქნება მთავარი შეხვედრა?

ამ კვირას არ გამოვა

მე შეხვედრა საქმისთვის მინდა და არა შეხვედრისთვის. მოსამზადებელია რაღაც-რაღაცეები. დღეს მეუფე სტეფანესაც უნდა დაველაპარაკო

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: Jun 13 2007, 05:51 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 13 2007, 05:47 PM) *

_გიორგი_
ამ კვირას არ გამოვა
მე შეხვედრა საქმისთვის მინდა და არა შეხვედრისთვის. მოსამზადებელია რაღაც-რაღაცეები. დღეს მეუფე სტეფანესაც უნდა დაველაპარაკო

კარგი, მაგრამ დროულად გაარკვიე ყველაფერი. კიდევ დიდხანს არ გააჯანჯლო და დოკუმენტაციაც დროზე მოიყვანე წესრიგში.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 13 2007, 05:54 PM

_გიორგი_

ციტატა
კარგი, მაგრამ დროულად გაარკვიე ყველაფერი. კიდევ დიდხანს არ გააჯანჯლო და დოკუმენტაციაც დროზე მოიყვანე წესრიგში.

ჯობია, დროულად გაარკვიოთ მეუფესთან ყველა საკიტხი, გავიგე, რომ ამ დღEებში მიემგზავრება ათონის მთაზე და თვის ბოლომდე საქართველოში არ იქნება

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 13 2007, 10:51 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 13 2007, 06:54 PM) *

_გიორგი_
ჯობია, დროულად გაარკვიოთ მეუფესთან ყველა საკიტხი, გავიგე, რომ ამ დღEებში მიემგზავრება ათონის მთაზე და თვის ბოლომდე საქართველოში არ იქნება

იყო წასული მეუფე და ჩამოვიდა უკვე

წასვლაზე არაფერი უთქვია თან მომავალ ოთხშაბათს არის ისევ შეხვედრა smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 13 2007, 11:17 PM

აი, ჩვენი გაერთიანების სარეგისტრაციო დოკუმენტი:

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jun 13 2007, 11:21 PM

გაიხარე, დავით!
ყველას გილოცავთ! იმედია ნაყოფიერი იქნება მუშაობა smile.gif

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Jun 13 2007, 11:24 PM

smile.gif გილოცავთ კიდევ ერთხელ smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 13 2007, 11:45 PM

ძალიან მიხარია

გილოცავთ ყველას

კარგია დავით

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jun 14 2007, 12:04 AM

jump.gif კაი ამბავიაა
გილოცავთ wub.gif

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: Jun 20 2007, 10:20 AM

კანონისტი
შეგიძლიათ მითხრათ ვინ ხელმძღვანელობს კოალიცია ,,მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის,, ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 20 2007, 10:23 AM

samueli

ციტატა
შეგიძლიათ მითხრათ ვინ ხელმძღვანელობს კოალიცია ,,მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის,, ?

მეუფე სტეფანეს კურთხევით ვმოქმედებთ

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: Jun 20 2007, 11:02 AM

კანონისტი
თქვენი ორგანიზაცია ხომ არ დაინტერესდებოდა ჯავახეთში კათოლიკური ეკლესიის საქმიანობით? ჩემი აზრით იქ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციები მთლად სახარბიელო არ უნდა იყოს. ჩვენი სასულიერო პირები ყოველგვარ მხარდაჭერას და ყურადღებას მოკლებულები არიან. ურიგო არ იქნებოდა რაიმე ჰუმანიტარული აქცია მოგეწკოთ.
ჩემი აზრით თქვენი გაერთიანებისთვის... ასე ვთქვათ დასაწყისისტვის ძალიან კარგი იქნებოდა

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Jun 21 2007, 11:08 AM

გამარჯობა, თუ შეგიძლია რომ მეუფე სტეფანს რომ შემახვედროთ მართმადიდებლურ ფილმებტან დაკავშირებით სკოლებში ჩვენება რომ მინდა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 21 2007, 11:18 AM

shota_shotadze

ციტატა
გამარჯობა, თუ შეგიძლია რომ მეუფე სტეფანს რომ შემახვედროთ მართმადიდებლურ ფილმებტან დაკავშირებით სკოლებში ჩვენება რომ მინდა

შეიძლება თავისუფლად

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 21 2007, 11:23 AM

კანონისტი

ციტატა
აი, ჩვენი გაერთიანების სარეგისტრაციო დოკუმენტი:

ჩემთან რატომ არ იხსნება? sad.gif
sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 21 2007, 11:24 AM

http://church.ge/index.php?s=&showtopic=2007&view=findpost&p=114691

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Jun 22 2007, 01:00 AM

ციტატა(კანონისტი @ Jun 21 2007, 10:18 AM) *

შეიძლება თავისუფლად

კარგით, თუ შეგიძლიათ როდის შეილება რომ შევხვდე მე ნებისმიერ დროს მზად ვარ. უფალი გფარავდეთ
თქვენც და ყველა ფორუმელსაც.

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Nov 29 2007, 01:11 PM

[quote name='დეკ. ანდრია' date='Mar 7 2007, 07:39 PM' post='60596']
— უნარშეზღუდული ადამიანების დახმარება ეკლესიურ ცხოვრებაში. ასე მაგალითად მყავს მრევლი, რომელიც ვერ იხედება. მათთვის არანაირი ლიტერატურა არ არსებობს. არც აუდიოჩანაწერები გვაქვს. არადა, ადამიანს წყურია ახლის გაგება. ზოგი ვერ მოდის ეკლესიაში და უძნელდება ჩართვა ეკლესიურ ცხოვრებაში.

ასეთი ადამიანის დახმარებას მე შევძლებ.
მე ვმუშაობ საქართველოს უსინათლოთა კავშირში. ჩემთან ერთად მომუშავე უსინათლოები დაეხმარებიან მას ბრაილის სრიფტის შესწავლაში და ბრაილით მართლმადიდებლური ლიტერატურის, აუდიო ჩანაწერების მოძიებაში.
კიდევ გთავაზობთ,რომ ამ ფორუმის წევრებმა გავაკეთოთ აუდიო ჩანაწერები და მივაწოდოთ ასეთ ადამიანებს.

თუ დაგაინტერესათ ჩემმა წინადადებამ დამიკავშირდით icq 484622938 skype la_ma_ra
lamara25@posta.ge lamara_rurua@yahoo.com

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: Feb 2 2008, 03:12 AM

დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით. ძალიან მომეწონა ყველაფერი რაც აქ ხდება smile.gif ყველა კარგები და საინტერესო ხალხი ხართ . ღMEღტI GFAღAVDEტ.

ღმერთი გფარავდეთ.

პოსტის ავტორი: tiniko თარიღი: Mar 22 2008, 02:40 PM

ციტატა(კანონისტი @ Feb 28 2007, 01:03 PM) *

უფლის მიერ საყვარელნო ძმებო და დებო,

გახსოვთ ალბათ, როდესაც ვსაუბრობდით ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. 24 დეკემბერს შევხვდით კიდევაც სამების ტაძრის ეზოში და ვიმსჯელეთ ჩვენ გეგმებზე. ბოლოს შევჩერდით იქ, რომ ველოდებოდით საპატრიარქო კურთხევას

მაშ, ასე, მინდა მოგილოცოთ, რომ გუშინწინ გახლდით პატრიარქთან. მას გავაცანით ჩვენი იდეები და ვთხოვეთ კურთხევა. მისმა უწმიდესობამ იდეა მოიწონა და დარიგებებიც მომცა

ამჟამად მე და ჩემი მეგობარი ვაზუსტებთ და ვაგვარებთ სარეგისტრაციო საქმეებს. როგორც უწმიდესს დავპირდი, მისი მოსკოვიდან ჩამობრძანების შემდეგ (კიდევ უნდა შევხვდე), ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს, ანუ სულ ბევრი 10 დღეში

ამ ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელი სარწმუნოების გავრცელებასა და დაცვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გამორჩეულად უნდა ვიმუშაოთ არაეკლესიურ ადამიანებზე, უნდა მომზადდეს ბუკლეტები და გზამკვლევები, ცხადია ყველაფერი საპატრიარქოს კურთხევით.

აუცილებელია მონაწილეობის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრებში, სადაც ჩვენ ოფიციალურად დავუჭერთ მხარს საპატრიარქოს. ჩვენი ბრძოლის მეთოდი უნდა იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან

მაქვს პროექტები სამეცნიერო კვლევების წახალისების შესახებ, ჩემ მიერ არაოფიციალურად შექმნილი საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრიც ამ ორგანიზაციის სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას

ამასთან, მინდა თქვენი იდეები, როგორ გესახებათ კონკრეტული საქმეების განხორციელება. დარეგისტრირების შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ ამის შესახებ მედიის საშუალებით და დავიწყებთ წევრების მიღებას!

ჩვენი დევიზი უნდა იყოს: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,

დავით ჩიკვაიძე

ძალიან ვარ დაინტერესებული თქვენი ორგანიზაციით. მე ფორუმის ახალი წევრი ვარ და სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო თქვენს კეთილშობილურ საქმეში. ძალინ გთხოვთ გამაგებინეთ სად და როგორ შეიძლება რეგისტრაციის გავლა თქვენთან.
გფარავდეთ ღმერთი!

პოსტის ავტორი: dariko თარიღი: Nov 18 2009, 06:20 PM

ციტატა(.nino @ Feb 28 2007, 03:07 PM) *

სოფლებში ხალხის გაუთვითცნობიერებლობა მართლაც პრობლემაა და თან საკმაოდ სერიოზული, იმიტომ რომ ამით ბევრი სარგებლობს...

მე ასეთი იდეა მაქვს: ყველას გვაქვს სახლში საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, რომელსაც ვკითხულობთ და მერე წლობით დევს თაროზე და მტვერი ეყრება... იქნებ მოგვეგროვებინა ისინი და სოფლებში დაგვერიგებინა, ეს საკმაოდ დიდი დახმარება იქნებოდა მათთვის, უამრავ ინფორმაციას მიირებდნენ და ბევრ საკითხში გაერკვეოდნენ...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience