ამ კითხვაზე მამოს გარდა უბრალოდ თქნენი აზრიც მაინტერებს... მაინტერებს ყველა ადამიანი გოგო და ბიჭი ვინც ეკლესიაში დადის ეზიარება და მოძღვარი ყავს უარს ამბობს სექსუალურ ცხვრებაზე? ანუ ვინც დაქორწილებული არაა? გამიგია რომ ძოგიერთი მოძღვარი ბიჭებს აძლევს ნებას რომ დაიკმაყოფილონ სექსუალური მოთხოვნილებები...
ეხლა ჩემი პრობლემა ..არ ვიცი ეს ეშმაკის ბრძოლაა თუ უბრლაოდ ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მაგრამ მინდა, რომ ეკლესიურად ვიცხვორო და ამიტომ 1 წელია სექსი არ მქონია და ასევე ძალიან ვცდილობ რომ არც ჩუკენობით შევცოდო მაგრამ ყოველთვის არ გამოდის იშვიათად მაინც მჭირდება..მაგრამ ეს ყვეაფერი ძალიან ძნელა ჩემთვის..ვცდილობ ფიქრებიც ავირიდო და ზოგერ გამოდის მაგრამ ვგრძნობ რო ჩემს ჟანმრთელობაზე ცუდად აისახება ეს ყველაფერი,..გარდა ამისა პერიოდულად მემართება ძილში დაცემა რაც უფრო ამძაფრებს ჩემს მოთხოვნილეებს და არ მგონაი რომდიდხანს გავუძლო ამ ტანჯვას თუმცა მხოლოდ ფიზიკური მოთხოვილებაა მაქვს რადგან გონებთ და გულიტ არანაირ სურვლი არ მაქვს ნამდვილად სექსის მითუმეტეს რომ არ მმყავს არავინ ვისტანაც ამი სურვილი გამიჩნდება ...ონანიზმიც ცოდვაად ასიძვაც მაგრამარ ვიცი ზოგჯერ ვფიქრობ იქნებ ამით მაინც დროებით შევაჩერო ეს მოთხოვნილებები? კიდე ვ ერთხელ ვამბობ არც თვითშთაგონებით და არც რამე სხვა სურვილით უბრალოდ ჯანმრთელბაზეც კი მოქმედებს რას მირჩევთ ანთქვენ თუ დაგმართნიათ მსგავს ი რამ?
კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩემთვის მიუღებელია სექსუალური ურთიერთობა გრძნბების გარეშე მაგრამ იქნებ ჯობია რომ გყავდეს მეგობარი,პარტნიორი ვისთანაც გექნება ახლო ურთიერთობა ..?
same
მე გირჩევდი, რომ ეს თემა მოძღვართან პირად საუბარში გაგერჩია და ფორუმზე არ გეკითხა... ეს საკითხი საკმაოდ ინტიმურია შენსა და მოძღვარს შორის და ამიტომ...
სწორი გითხრა ლელუაშვილმა, ჯობია მოძღვარს გაესაუბრო პირადად, ფორუმიტ ვერც აგიხსნიან და უხერხულიცაა. თუმცა ჩემს აზრსაც გეტყვინ მაინც. შენს ჯანმრთელობაზე თავშეკავება არანაირად არ აისახება ცუდად, პირიქით.გონებიდან იწყება ყველაფერი, თუ გონებაში შემოვა სიძვის აზრი, და მასზე ფიქრს შეაჩერებ, იცოდე, რომ მალე მთელ სხეულს ცეცხლის ალივით მოედება და უეჭველად დაეცემი.საფუძველშივე უნდა აჯობო ვნებას, თორემ თუ შემოუშვი, მერე უკვე ძალიან ძნელია.არ უნდა იფიქრო საერთოდ მაგაზე, წარმოსახვებს უნდა ერიდო, როგორც კი გაიელვებს გონებაში, რაიმე სიძვის სურათი, ეგრევე ლოცვა უნდა დაიწყო და ყურადღება ლოცვის სიტყვებზე უნდა გქონდეს კონცენტრირებული, კარგი საშუალებაა იესოს ლოცვა.თვალი უნდა მოარიდო ყოველგვარ საცდურს.თავიდან არის ეგ ყველაფერი აუტანლად ძნელი, თორე მერე აღარაფერია.ჯანმრთელობას ეგ არ არყევს და არც პოტენციას აქვეითებს, როგორც იციან, ხოლმე თქმა ხალხში,პირიქით.ყველა შესძლებს თავშეკავებას, მთავარია ლოცვა და ბრძოლა აზრებიდანვე, ეკლესიაში სიარული და წმინდა საიდუმლოებები.ყველას გონია, რომ მე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნილება მაქვს და არ შემიძლიაო, ეს ტყუილი თავის მართლებაა ხოლმე, რომ არ შეეძლოს კაცს, ღმერთი არც მოსთხოვდა. ყველაფერს შეძლებ, თუ მართლა გინდა, თუმცა ძილად დაცემა რომ აღარ შეგემთხვიოს უკვე დიდ სიწმინდეს უნდა მიაღწიო.თუ ცოდვას დაუთმობ თუ კომპრომისზე წახვალ, თუ იტყვი 2 ცოდვიდან უმცირესს ავირჩევო, იცოდე, რომ ეგ ყველაფერი ბოლოს მაინც დაღუპავს შენს სულს.არავითარი კომპრომისი არ უნდა დაუშვა, ან ცხელი უნდა იყო და ან ცივი.ღმერთს უნდა ევედრო მუდამ, რომ დაგეხმაროს, თუ საჭიროა განსაცდელიც უნდა სთხოვო, ოღონდ კი მაგისაგან გათავისუფლდე.პირველ რიგში მოძღვარს გაესაუბრე, თუ გყავს, თუ არა და მონახე, თორემ მაგის გარეშე, არაფერი გამოვა.
same
ილოცე, იმარხულე, ტაძარში იარე, აღსარება თქვი თითქმის ყოველ შაბათს და შესაბამისად კვირაობით ეზიარე ხოლმე და გათავისუფლდები მაგ ცოდვებისგან.
ბოროტი გებრძვის და ცდილობს დაგეპატრონოს (ჩაგაგონებს რომ თუ არა ეს ცოდვები, ჯანმრთელობა შეგერყევა), ამიტომ ღმერთმა გაგაძლიეროს და აღგამაღლოს საკუთარ თავზე. დაუძლეველი ცოდვა არ არსებობს. თუკი ეკლესიურად იცხოვრებ, აუცილებლად განიკურნები, განიწმინდები, ხოლო თუ არ შეინანებ და არ განეშორები მაგ ცოდვებს, შეიძლება დაისაჯო უფლისგან, რადგან მის თვალში საზიზღარია სიძვის და ჩუკენობის ცოდვა.
ასეთ თემაზე ვიცით რომ ფორუმის მოძღვარი არ წერს...
მადლობა გულისმიერებისთვის. სხვები თუ ახერხებენ შეუძლებელი არაფერია
same
კითხვაზე არ მცემ პასუხს.
same
შეიძლება შენთვის ჩემი აზრი მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი აზრია. ეს ელემენტარული ფსიქოლოგიური მომენტია რომელსაც ქანქარას ეფექტს უწოდებენ, ადამიანი ხანგძლივი პერიოდით თუ აიკრძალავს რამეს მოვა დრო და მის საპირისპირო მხარეს გადავარდება ანუ ქანქარა მოიქნევს და საპირისპირო მხარეს დაანარცხებს რასაც ალბათ კარგი შედეგი არ მოყვება. მე მგონია ყველაფერში საჭიროა ბალანსი და ჰარმონია, კაცობრიობა ფზიკურ სამყაროშა და ფიზიკურ სხეულებში, ასე რომ სულიერი და ფიზიკური ჰარმონიაა საჭირო.
A.V.M
ხო ალბათ არასწორია, ესე დაყოფა კაცს დართო ნება და ქალს არა.
same
ხო ეს დამავიწყდა, ძალადობით არაფერი გამოსულა და არც გამოვა, თუ რამე გამოუყვანია ვინმეს ის არაბუნებრივია, ასე რომ ყველაფერი ჰარმონიული ბუნებრივია და ბუნებრივი კი ჭეშმარიტი.
რაც მეტია დაწოლა მით მეტია წინააღმდეგობა.
სახელი და გავრი ნამდვილად არ ვიცი ბიწებისგან მსმენია თვითონ, ყველაფერი გასაგებია თქვენ რასა ც ამბობთ მაგრამ იცით რა არ მესმის? ადამიანს სექსუალური მოთხოვნილება სადღაც 13 წიდან უჩნდება ჰააჰქ გავწიოთ 16 და მე არ მინდა ცოლი იმიტომ მოვიყვანო რომ უბრალოდ გამოვიყენო ჩემი სეხუალური მოთხოვნილებეისთვისე გ დამაცირებელია. მაგრამ ამავდროულად თუ ჯანსაღი კაცი ვარ როდემდე გავუძლებ გადათვალეთ 13 წელი ცოლი სადღაც მინიმულ 25 წლისამ უნდამოიყვანოს ადამიანმა?
მაინტერესებს მრევლში თუ მოიძებნება ადამიანი ვისაც ცოლი არ ყავს და წლებია მივიწყებული აქვს საკუთარი სხეულის ნაწილები ) ვიმეორებ ოჯახი მე მჯერა სიყვარულზე დაფუძნებული და არა გატანჯულ ადამინზე ..შეიძლება მერე უვლით დიდხანს როცა არ აქვთ სეხი მაგრამ მე მეშინია ვაითუ აღარც არარასდროს მოუნდეს კაცს და დარჩეს ესეე?
same
ალბათ ეხლა არც უნდა ვაკეთებდე კომენტარს რადგანაც ნასვამი ვარ, მაგრამ შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ უნდა დავწერო
A.V.M
მე არ ვწერ რომ დაზუსტებით ვიცი მგონი ჩანს ეგ კარგად.... გამიგია მეთქი და ეგრეცაა ვინ და როგორ თქვა ეგ არ ვიცი..გამორიცხულიარაფერია ეკლესიაში ყველა მამო წმინდანი ნამდვილად არ არის დაეგეც ყველამ იცის.. ეხლა ამ თემას რაც შეეხება.. მრუშობა აის დაქორწილებული ადამიანი როცა ღალატობს მეორე ნახევარს. და სიძვა არის უბრალოდ სექსი მაგალითად შეყვარებულთან .მცნებაშიწერია არ იმროშოო სიძვაზე არაფერია იქ ნათქვამი.
თუ ზომიერი ჭამა სმა და ა.შ არ ითვლება ცოდვად,ესეც ჩვეულებრივი ბუნებრივი მოთხოვნილება არ არის? შენ ეტყობა რარააც მაღალ საფეხურს მიაღწიე ესე მარტივად რომ ლაპარაკობ მაგრამ ესე მარტივი არაა ყველაფერი... რომ არა უფლის მადლი ვერავინ ვერ შეძლებს საკუტარ სურვილებს აჯობოს ზუტადაც ცხოველები ვართდაცემულიადამინები..მე ერის ადამიანი ვარ და არა სასულიერო პირი ან განდეგილი და მინდა რომ ნომრალურად ვიცხოვრო სანამ ცოცხალი ვარ და როცა ვირაც მეუბნება რაღაც არ გაკეთო ან გააკეთეო უნდა მითხრას რატომ..ამაზე მოძღვრების აზრი ვიცი უმეტესად და ამიტომ უბრალო ადამინებსი აზრიმაინტერებსჩვეულებრიივი და არა ანგელოზების
A.V.M
მადლობელი ვარ რომ ყურადრებას იჩენ და ამ ყველაფერს წერ, ბევრ რამეში გეთანხმები .
მაგრამ საერთო ჯამში ეს წესები კანონებიმე პირადად არ მეხმარება..და გეტყვი რატომ მინდა ეკლესიაში სიაული..უბრალოდ ვხედავ რომ მადლს უფალი ამ რელიგიით მლოცველებს და ამ ეკლესიას ანიჭებს და მე მწამს და მჯერა რომ ესაა ერთადერთი ნამდვილირელიგია..და უმეტეს საკითხებში ალბათ ჯობია ბრმად დაემორჩილო იმიტომ რომ როცა ყვეაფერს ვუღრმავდები რაღაც აბლაბუდა გამოდის ჩემს თავში არ ვიცი რას დავუჯერო და რას არა.. ანუ რამოდენიმე საკითხი ჩემთვის გაურკვეველი თუმცა ვიცი რომ ამის პასუხს ვერავინ ვერ მეტყვის ან ყველა ერთიდაიგივეს.საბოლოოჯამში კი მადლის მოპოვებაა მტავარი და ამიტომაც ვიკავებ თავს და ასე ვთქვათ არ ვრისკავ და არ ვეწინააღმდეგები ვაითუ მართლა ღვთის ნებაა ეს ყვეაფერი და არა ადმაინის მოგონილი კანონები...
same
ჯიგარი ხარ.ახლა კი გავაგრძელოთ საუბარი.
same იცი რა არის?შენ ამ წესებს და კანონებს, როგორც შენ ეძახი ისე კი არ უნდა უყურო, როგორც იურიდიულ წესებს და კანონებს, არამედ, როგორც ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს.როცა გეუბნებიან მოიპარავ? 5 წლით ჩაგსვავ. მოკლავ? 15 წელს მიგისჯი, შეიძლება პროტესტი გაგიჩნდეს,ამაზე თუ არა იმაზე მაინც, რომ თუ საგადასახადოს დაუმალავ რამეს (შენს ნაჯაფარს, რომ ცოტა დაგრჩეს) დაგაჯარიმებენ, ასე თუ მიუდგები ღვთის მცნებებს პროტესტი გაჩნდება და ეს არასწორია.მიუდექი ასე: შვილო შენ ამდენი სმისაგან ღვიძლი ცუდ მდგომარეობაში გაქვს, აღარ დალიო, თორემ დაგეშლება(სიძვა). ვიცი, რომ სმა- ჭამა გიყვარს, მაგრამ შენ წონას ვეღარ უძლებს შენი ფეხები,იმიტომაც გტკივა ესე აუტანლად(ნაყროვანება) ამიტომ ნუღარ შეჭამ ამდენს.ამ წამალს თუ არ მიიღებ ვერ გადარჩები(თუ არ ილოცებ) კვირაში ერთხელ მაინც გლუკოზა უნდა გადაისხა, თორემ ძალიან დასუსტებული ხარ(ზიარება) მომიყევი ყველაფერი დაწვრილებით, აბა რა ჩივილები გაქვს, ნურაფერს დამიმალავ, რომ ზუსტი დიაგნოზი დაგისვა და მოგარჩინო(აღსარება) ესე მიუდექი ყველაფერს რადგან ღმერთი ზუსტად ექიმივით ითხოვს ჩვენგან და არა პროკურორივით.ღმერთი არასოდეს მრისხანებს და არც გადაარჩევს ხალხს, შენ კარგი ხარ წამოდი სამოთხეში, ა, შენ გისიძვია თურმე, გასცი ჯოჯოხეთში. ღმერთს ყველას ცხონება უნდა, ყველა თანაბრად უყვარს, მაგრამ ყველას ვერ აცხოვნებს, მიუხედავად იმისა რომ ყოვლის შემძლეა, ჩვენ ყველა ჩვენი ცხოვრებით ვიქმნით ჩვენს მომავალ ცხოვრებას, ღმერთი კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვეხმარება.
შენი მოტივი ცოდვის არ ჩასადენად ის კი არ უნდა იყოს ემანდ ჯოჯოხეთში არ ჩამაგდონო, არამედ ღმერთთან მყოფობა, მისი მუდმივი განცდა, ის ისეთი საყვარელია, ერთხელ თუ განიცადე კითხვა აღარ დაგებადება დამუნჯდები და იტყვი, მტვერი ვარ და ნაცარიო, თავში აზრები კი არ მოგივა, ეს რატო არ შეიძლება და ისო, აბა ამაში ცუდი რა არისო? ცრემლები წაგსკდება და იტყვი შენთან მინდა უფალო და რაც დამაბრკოლებს შენამდე მოსასვლელად ყველაფერი მეზიზღებაო.ესე მიუდექი ჩემო ძმაო და კითხვები აღარ გაგიჩნდება, რადგან პირადად გექნება ღმერთთან ურთიერთობა, პირადად განგიცხადებს ის რაც მას მოსწონს და შენთვითონ იგრძნობ, რა შეგაფერხებს მასთან მისასვლელად,მიხვდები რომ რაც მას არ მოსწონს, ეს პატივმოყვარული ახირება კი არაა, არამედ ის სპირტია ლოტს რომ რვიძლს უშლის და ის ნარკოტიკია ცოცხლად რომ ალპობს, სულიწმინდა გასწავლის ყველაფერს.
რაც შეეხება თავშეკავებას სიძვისაგან, ჩუკენობისაგან და ესეთი საზიზღრობებისაგან, რაც ყველაზე მეტად ართმევს ადამიანს სულიწმინდის მადლს, ფიტავს და ცოცხლად ალპობს, მისგან თავშეკავება შეიძლება. 16 წლისა ვიყავი ზუსტად, რომ დავამარცხე, უფრო სწორად ღმერთმა დაამარცხა ჩემში. მას მერე წლები ისე ვცხოვრობდი რომ გონებაშიც არ ვუშვებდი სიძვის აზრს, ან იქამდე ვიცილებდი, სანამ გულს შეეხებოდა, ეხლა ცოლიცა მყავს და შვილიც და ამ თავშეკავებას, არავითარი პრობლემა არ შეუქმნია ჩემტვის და არც სხვებისათვის, ჩემს გარშემო ბლომად, რომ არიან.გინდა ღმერთთან მყოფობა? მაშ მეომარი უნდა გახდე.მეც შენნაირად ვფიქრობდი, რამდენი ხანი მოვიტმენო, ერთი თვე? ერთი წელი? 7წელი რა გაძლებს? მასე სანამ ვფიქრობდი არაფერი გამომდიოდა. როცა დღე გათენდება იტყვი, დღეს მე არ შევცოდავ, ხვალემ ხვალისა იზრუნოს, იქნებ ხვალ შევცოდო კიდეც, მაგრამ დღეს არა, ან იქნებ ხვალ არც დადგეს.ასე ყოველ დღე და მერე ისე შესუსტდება ეგ ბრძოლა, რომ ვეღარც კი იგრძნობ რომ ბრძოლა გჭირდება, თუმცა ყოველთვის გეცოდინება და იმასაც იგრძნობ, რომ შენ სრულფასოვანი კაცი ხარ და არა იმპოტენტი.თუ ღმერთი გვინდა ძმაო ბრძოლაა საჭირო, თავიდან აუტანელი, მუდმივად რომ გჭირდება საკუთარ ნებაზე ზეწოლა, შემდეგ კი როცა მადლი მოვა უკვე ნეტარებაა მცნებების დაცვა. მადლი კი დამწყებთან მალე მიდის, რომ განკურნავს და მოაქცევს, მერე დროებით დატოვებს, რომ მერე უკვე ნაბიჯ- ნაბიჯ, დაუღალავი შრომიტ მოიპოვო, რომ მოიპოვებ უბედნიერესი იქნები.
ხახაბოელი
იცი შენ მართლა ისეთი სიყვარულით ლაპრაკობ ჩემს გულამდე მიაღწიე და ძალიან დამეხმარე.იმედიმაქვს მეც შენსავით გავძლიერდები.
p.s-ბიჭი არ ვარ გოგო ვარ თუმცა რამნიშვნელობა აქვს დიდი მადლობა ყველას მართლა დამეხმარეთ .
same
ირაკლასი არ იყოს ცოტა ავიჭერი....
same გოგო რანაირად ხარ მართლა?გვეღადავები სუყველას?
ხახაბოელი
მეც ეგ არ მაინტერესებს ძმა...
არა უბრალოდ ბიჭების გადმოსახეიდიან მაინტერებდა ..ანუ ვთქვათ ბიჭი ვარ და ა.შ... იმიტომ ყველა ამბობს რომ ბიჭი სხვაა ბიჭს არ შეუძლია და ა.შ..ანუ ესეთი აზრია საზოგადოებაში გავრცელებულ იდა გელაპრაკებოდით როგოღც ერთერთი რიგითი ბიჭი..:მიხვდით?
same
შეგეძლო გეთქვა ვნც იყავი და ისე გაგვეგრძელებინა საუბარი.
უბრალოდ მოტყუება გამოგივიდა და ცუდია რა...თორე რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ვინ იქნები.
არა მგონი მოტყუებით არაფერი მომიტყუებია ყველგან ორაზროვანი წინადაებებია თუ დაკვირდები მაგ: ვთქვათ თუ და ა შ :D რაც შეეხება მაგას ეგ არის ქართული მენტალიტეტი ანუ არა ნამდბვილ ქართული არამედ მაჰმადიანების ბატონობის შედეგად შემოსული და დამკვიდრებული...იცით თავს როგორ იმართლებენ ეგეთი გოგები? მე ვერ ვაძლევ და აბა რა უნდა ქნასო სასაცილოა ამგრამ სატირალი საზოგადოებაში არანაირ პრობლემას არარმოადგენს თუ 13 წლის ბავშვი მეძავთან წავა და აქედან მოდის ეს ყველაფერი...გოგოებს კი თუ რამე შეეშალათ ცხოვრების ბოლომდე რარაც ცუდი იარლიყი ექნებათ მიკერბული მაგ წესიერი და პატიოსანი მომაკაცებისგან და მათუ ულვაშებიანი დედებისგან სა გიპიანი თუხთუხა მამებისგან
same ან პატარა ხარ ჯერ და ვერ გარკვეუკხარ სულ. ან დაბნეული ხარ და ეს საწყენად არ მიიღო, უბრალოდ ყველაფერს დალაგება ჭირდება ცხოვრებაში.
ყველაფრის დასალაგებლად საჭიროა მხოლოდ ერთი წიგნი, ანუ წიგნთა-წიგნი, ანუ ცხოვრების წყარო ... " ბიბლია" ახალი და ძველი აღთქმა. მე 14 წლის ასაკში წავიკითხე და მას მერე ვკითხულობ და არანაირი კითხვა არასდროს არ დამბადებია მოძღვართან და არ შემიწუხებია ჩემი მამაო..რატომ ?? უფალს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი გაცემული, და როცა რამეს ვერ გაიგებ, წმინდა მამებს ახსნილიც აქვთ ყველაფერი და "გადაღეჭილიც". აქედან დაიწყეთ და აქვე დაასრულებთ ყველაფერს. ბიბლიაში ყველაფერზე პასუხი არის გაცემული, წარსული, აწმყო ტუ მომავალი.
ხოლო საკუთარი თავიდან მხოლოდ ერთს გეტყვით "უფალო შემიწყალე"
თავისუფლება მხოლოდ ის არის ზუსტად რომ იცი რა გინდა ცხოვრებაში და რა არჩევანი გაქვს გაკეთებული, ვნებებთან ბრძოლა კი ადვილია თუ თავს ცოდვილად თვლი და არა ისეთი ადამიანი ხარ, ძალიან რომ გინდა მაგრამ "უი არ შეიძლებას" გამო რომ არ აკეთებ, არ უნდა მოგინდეს, აი ეს არის მთავარი, და თუ მოგინდება ცოდვის ჩადენა, უნდა ილოცო, იბრძოლო, რომ გაგშორდეს ბოროტი და თუ ვერ სძლიე შენს თავს და მოხდა, ღირსეულად მოინანიე, ცრემლებით, მაგრამ არა მოწყინებით,ხელახლა აღორძინდი და
განიწმინდე, ანუ "ფერიიცვალე" ...
ღმერთმა არჩევანის უფლება მოგცა,დაგიდგინა მცნებები, მაგრამ "უი არ შეიძლება, რომელი მოძღვარი აძლევს უფლებას, უი სულ დავიბენი " და ამის გამო კი არა!!! არამედ შენ რა გინდა ! თუ არ გინდა იბრძოლე ! თუ ჩავარდი, ამოდი ! და თუ გაჭუჭყიანდი , განიწმინდე !
same "არა არს რჩევა დედაკაცისა მამაკაცისაგან"
ეს პავლე მოციქულმა მზაკვარ ქალებზე ბრძანა, ყველგან ყველაფერს რომ აფუჭებს თავისი უგუნურებით.
ეს კი საქართველოა, დედუფლის წილხვედრი ქვეყანა, წმინდა ანდრიას და წმინდა ნინოს მოქცეული.. ანუ ღირსეულ ქალებზე არ უთქვამს, მაგრამ ჩუმად ყოფნა და თავმდაბლობა კაცს შეშვენის და უფრო ქალს.
აბა აქ ვინც გამოგეხმაურა მთელი გულით ცადეს დახმარების გაწევა და რაც მთავარია გონივრულად, ზუსტად გამოგიწერეს "რეცეპტი" და უცებ მზაკვრობა ამოტივტივდა, კაცურად გელაპარაკებოდნენ და ქალი აღმოჩნდი, გეთქვა ქალურად და გაგცემდნენ პასუხს. ეს იმიტომ დავაკონკრეტე რომ კიდევ ერთხელ დაინახო როგორ ქალებზე ლაპარაკობდა დიდებული პეტრე მოციქული.
და კიდევ ერთი, ღირსეული ქალის უდიდესი პატივისცემა იციან კაცებმა, თუგინდ მას რამე შეემთხვას, მაინც ღირსეულად უყურებენ და საერთოდ, ვისც როგორ იმსახურებს ისე უყურებენ და თუ უსამართლობაა ვინმეს თავზე, მოითმინოს და გაიხსენოს რამდენი უსამართლობა დაითმინა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.
და კიდევ ერთხელ შევეხები ამ თემას ყველას გასაგონად, ვფიქრობ ზუსტად უნდა იცოდნენ რას სჩადიან ვინც არ იცის რას სჩადის.
ცოლ-ქმრობა არ არის ცოდვა ( მხოლოდ გასამრავლებლად და ვნების დასაცხრომად)
სიძვა და მრუშობა არის ცოდვა
სხვა ყველაფერი დანარჩენი კი სოდომური ცოდვააა
სოდომელებს როგორ მოექცა უფალმა ყველად კარგად ვიცით.
საქართველოს თუ რამე ცუდი ჭირს ვნებებისგან ჭირს, აბორტებიდან ჭირს,დედის გინებიდან ჭირს,თან არ დაგავიწყდეს ვისი წილხვედ ქვეყანაში ხდება დედის გინება, მამაკაცებიდან თუ ქალებიდან უკვე ხომ აღარ აქვს მნიშვნელობა,ლოთობიდან, ნაყროვანებასა და გაძღომაში ხომ ვფიქრობ ბადალი არა ჰყავს საქართველოს,ეხლა უკვე კარტიდან (კარტი-რომელშიც რელიგიური სიმბოლოებია) და სიყვარული ხომ ფულის გააჩნიათ მხოლოდ, შურზე, ამპარტავნებაზე და განათლებაზე საუბარი აღარც ღირს, ხოდა ვკარგავთ ყველაფერს და წუწუნი გვიშველის?, მოძღვარსაც ისეთ კითხვებს უსვამენ, ისე წვრილმანდებიან, ისიც რომ ადამიანია მემგონი არ იციან, წაიკითხე და გაიგებ ყველაფერს და თუ რამე ვერ გაიგე ის კითხე და არა ყველაფერი.
მოკლედ რა ალაგმავს ამას? რა და სიყვერული, მაგრამ შეგვიძლია თუ შევძლებთ,ეს უკვე ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გადაწყვიტოს და აირჩიოს და
იბრძოლოს.
" რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი"
საინტერესო თემაა
სადღაც წავიკითხე რომ ვინც სიძვას და მრუშობას სჩადის გარკვეული დროით ეკრძალება ზიარების მიღება სანამ ამას თავს არ დაანებებსო და მაინტერესებს ეს ყველაფერი დღევანდელ დღეს როგორ ხდება,ეს სასჯელი მოქმედებს ეხლაც?
ადრე ესე იყო
ჩუკენობა - დასჯა 40 დღე უზიარებლობა (სოდომური ცოდვა)
სიძვა - დასჯა 3 წელი უზიარებლობა
მრუშობა - დასჯა 7 წელი უზიარებლობა
ეს სასჯელი თუ მოქმედებს ეხლა ვერ გეტყვი, ჩემი აზრით ალბათ მოხსნილია, თორე ყველა უზიარებელი დარჩებოდა.
ეს ძალიან მძიმე ცოდვებია... ამ ცოდვის გამოა კაცებს კაცობაში აქვთ პრობლემა.. ქალებს ქალობაში, (ანუ მრუშობა ხომ ერთადერთი ცოდვაა რომელიც ხორციელად ხდება, ანუ ცოდვის სნეულება ხორცზეც გადადის)
კიდევ რომ დავაკონკრეტო თუ კაცს თუ ქალს ხორციელი დაავადებები აქვს
მრუშობის, სიძვის, ...... ბრალია (სოდომურზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია)
" რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი"
უფალი მეფობს!
A.V.M ხომ ვჭუკჭუკებთ... ))))
აკაკი გაიხარე ამინ
უფალი მეფობს!
A.V.M
აკაკი
same
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience