თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ გიყვარდეს მტერი შენი

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Feb 28 2007, 01:29 AM

ჩვენ ჩვენი მტრები უნდა შევიყვაროთ...

მოდით, ვისაუბროთ ამ თემაზე,
თქვენ გიყვართ თქვენი მტრები?
ცდილობთ მათ შეყვარებას?
რამდენად გამოგდით ეს...


პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Feb 28 2007, 01:51 AM

სინამდვილეში ჩვენი მტერი ისაა ვინც ჩვენ გვაქებს და გაუცნობიერებლად დიდი ზიანი მოაქვს ჩვენთვის,ხოლო ჩვენი მტერს კი თავისი საქციელებით ასევე გაუცნობიერებლად დიდი სარგებელის მოტანა შეუძლიათ ჩვენთვის თუ ყოველივეს მოთმინებით და სიყვარულით დავითმენთ.
ჩემთან მიმართებაში ისეთ ადამიანებს ვინც სიტყა მტრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს ასეთი ადამიანები არ მეგულება ამიტომ რამდენად მომთმენი და მიყვარს ასეთი მოყვასი არ ვიცი.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Feb 28 2007, 02:05 AM

ალბათ ადამიანი როდესაც რწმენის მაღალ საფეხურზე დგას სულიერად მაშინ შეძლებს, თავის მტრის შეყვარებას.

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Feb 28 2007, 03:11 AM

_MATASI_
მააგრი თემაა.
მიყვარს კი არა მეზიზღება ჩვენი მტრები

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 28 2007, 03:14 AM

ციტატა
მიყვარს კი არა მეზიზღება ჩვენი მტრები

ბრიყვო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Feb 28 2007, 03:16 AM

მტრებად არ ვთვლი იმას ვინც ცუდი გამიკეთა და ვცდილობ დანაშაული ჩემ თავში ვეძიო, ჩემი თავი ჩავთვალო დამნაშავედ... ყოველ შემთხვევაში ვცდილობ smile.gif

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Feb 28 2007, 03:28 AM

ციტატა(beqa.shuxoshvili @ Feb 28 2007, 03:14 AM) *

ბრიყვო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რაიო????

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 28 2007, 03:39 AM

ციტატა(Маиа @ Feb 28 2007, 03:16 AM) *

მტრებად არ ვთვლი იმას ვინც ცუდი გამიკეთა და ვცდილობ დანაშაული ჩემ თავში ვეძიო, ჩემი თავი ჩავთვალო დამნაშავედ... ყოველ შემთხვევაში ვცდილობ smile.gif

უნდა ეცადო კიდეც..... ყველა ჩვენთაგანი ამის ცდაში უნდა ვიყოთ.... ძნელია მაგრამ.... შეგვეწიოს უფალი ყველას და მოგვცეს ძალა იმისა რომ გვიყვარდეს მტერი ჩვენი.... გვიყვარდეს ჩვენივე მსგავსი ღვთის ხატება და მსგავსება, ამით განვსხვავდებით ჩვენ სხვა რჯულის წარმომადგენლებისაგან

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 28 2007, 10:54 AM

ძალიან ძნელია მტრების შეყვარება მაგრამ არა შეუძლებელი.

ჩვენ ისინი კი არ უნდა გვძულდნენ, არამეს უნდა გვძულდეს ის ცოდვა რომელიც მათშია და რომელი ცოდვაც მათ ჩვენს მტრებად აქცევს.



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2007, 12:54 PM

მტრისადმი სიბრალულის გრძნობა მაქვს, მეცოდება, რომ ბოროტი სულის მატარებელია..

თუ ადამიანი შეძლებს რომ მტერი ისეთივე დიდი დოზით უყვარდეს, როგორც მოყვასი, ეს იმის დასტური იქნება რომ ეს ადამიანი სულიერების მწვერვალზეა, უფალთან ძალიან მიახლოებულია, რომელიც წვიმას უგზავნის როგორც კეთილებს ასევე ბოროტებს..

ყველაზე მტკივნეული მაინც ისაა, ერთ დროს საყვარელი ადამიანი მტრად რომ გექცევა, შენს წინაშე დანაშაულს ჩაიდენს..

ეს იმდენად შოკის მომგვრელია, რომ გული იფიტება სიყვარულისგანაც და სიძულვილისაგანაც, უბრალოდ გრძნობებს კარგავ ამ ადამიანისადმი..

მტერი ცარიელი ადგილი, ცარიელი ფურცელი ხდება..

რათქმაუნდა პატიობ გულში, მაგრამ ყოველგვარი ურთიერთობა წყდება.. რათქმაუნდა მისი ცუდი არ გახარებს, სიკეთე კი არ გწყინს.. უბრალოდ ეს ადამიანი თავისი არსებობით დამთავრებულია შენთვის..

მამა დავითმა ქადაგებისას თქვა რომ ადამიანს შეცდომა სამოცაათგიზს შვიდჯერ უნდა შეუნდო, დანაშაული კი არასოდეს, რადგან ის უარესს ჩაიდენს..

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 28 2007, 12:54 PM

მტრის სიყვარული ცოტა არ იყოს რთულია smile.gif უბრალოდ წარმოიდგენეთ გიყვარს ის, ვისაც შენთვის ცუდი უნდა და ცდილობს რაღაც გავნოს smile.gif ასეთის სიყვარული, მხოლოდ მათ შეუძლიათ ვინც მართლა მყარია თავის რწმენაში, ვინც მართლა გრძნობს უფლის სიახლოვეს smile.gif ალბათ ჩვენც მივალთ როდესმე იმ ზომამადე, რომ მართლა გულწრფელად გვეყვარება ჩვენი მტერი. მაშინ მართლა ბედნიერები ვიქნებით smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 28 2007, 01:14 PM

ხოოო, რთული თემაა... ამისთვის ჯერ, უნდა განვსაზღვროთ როგორ გვიყვარს საკუთარი თავი smile.gif

იქნებ კარგი თვისებებისთვის? არა რასაკვირველია! რადგან ხშირად ჩემი თვისებები ჩემსავე სინდისს გადადის, მე სავსე ვარ ნეგატიური გამოვლინებებით.... მაგრამ ეს თავს არ მაძულებს! უმალ პირიქით... ანუ უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ საკუთარი თავი გვიყვარს, არა თვისობრივად არამედ, არსობრივად! ეს რაღაც აპრიორია, რომელსაც უნდა დავმორჩილდეთ... გნებავთ ეგოიზმი უწოდეთ....

მაშასადამე, როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტერი? და ზოგადად კაცობრიობა? ა რ ს ო ბ რ ი ვ ა დ ! , უნდა გვძულდეს ცუდი თვისებები-მაგრამ ხატებები გვიყვარდეს! რადგან ჩვენ ყველას ერთი მშობელი გვყავს! რადგან სინამდვილეში ჩემი ბუნება, ჩემი მეზობლის, დედის, მამის და ა.შ იდენტურია... თუ მიყვარს ერთი, ალოგიკურია მეორეს სიძულვილი....



უნდა გავითვალისწინოთ მეორე ქრისტეანული ფუნდამენტი:

რომ.7. 15/25

ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ,
რაც მსურს , არამედ, რაც მძულს, იმას ვაკეთებ.

ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს,
ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია.

მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას,
არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.

ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი ჩემს სხეულში,
არ იმყოფება კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში,
მაგრამ კეთილის კეთება - არა.

ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს,
არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.

ხოლო, თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ,
არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.

ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს:
კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება.
ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით
მესიამოვნება ღვთის რჯული.
მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს,
რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს
და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
უბადრუკი ადამიანი ვარ!
ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?
ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ.

აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები,

ხოლო სხეულით - ცოდვის რჯულს.

----------------------------------------------------

ანუ ჩვენ ავად ვართ ცოდვით smile.gif ჩვენი სული ხორცს, ხორცი, სამშვინველს ეს უკანასკნელი კი ორივეს უპირისპირდება... სწორედ ამიტომ ხდება რომ, კვირას დილით ხორცი ლოგინისკენ მიგაქანებს-სული კი წირვისკენ....

ქრისტე იწყება სწორედ ამ, ავადმყოფობის დანახვით, როდესაც ადამიანი აცნობიერებს საფრთხის დამღუპველობას, შესაბამისად იგი იწყებს მესიის/მხსნელის ძებნას, აქ უკვე სინანული იბადება, როდესაც შენში ეს გრძნობა გაჩნდება დაინახავ რომ ირგვლივ ყველა შენნაირია, სხვადასხვა ტკივილებით, ზოგს ფეხი სტკივა, ზოგს ხელი, სინამდვილეში ყველას გვახასიათებს-ერთი ექსორიის[გამოდევნის] პროდუქტი-ცოდვა/ავადობა, მაშ რას გავს საქციელი რომელიც შენ ავადმყოფს დასაცინად და გასაკილვად აღგძრავს, შენი მოძმის სატკივარზე? საშინელებას!

სიყვარულიც სწორედ აქედან იწყება... შებრალებით....

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Feb 28 2007, 01:18 PM

რთულია მტრის შეყვარება, რადგან ჩვენ ჯერ ძალიან სახლობელი ადამიანებიც კი ჭეშმარიტი სიყვარულით არ შეგვიყვარებია, ალბათ რჩეულები თუ შეძლებენ ამას, ჩვენ კი უნდა ვეცადოთ და იქნებ ჩვენც აღმოვჩნდეთ იმ რჩეულებში...

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 28 2007, 02:47 PM

ციტატა
რაიო????

რაიო და ისო რომ სად ხარ ნუ გავიწყედბა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Feb 28 2007, 02:57 PM

ციტატა(beqa.shuxoshvili @ Feb 28 2007, 02:47 PM) *

რაიო და ისო რომ სად ხარ ნუ გავიწყედბა biggrin.gif biggrin.gif

არისსს!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 28 2007, 03:53 PM

ციტატა(S W A T @ Feb 28 2007, 02:57 PM) *

არისსს!!!!!!!!!

უი ჩემი ბრალია სხვანაირად წავიკითხე შენი პოსტი დასაწყისშივე მომიტევე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Feb 28 2007, 05:58 PM

ციტატა
სინამდვილეში ჩვენი მტერი ისაა ვინც ჩვენ გვაქებს და გაუცნობიერებლად დიდი ზიანი მოაქვს ჩვენთვის,ხოლო ჩვენი მტერს კი თავისი საქციელებით ასევე გაუცნობიერებლად დიდი სარგებელის მოტანა შეუძლიათ ჩვენთვის


სხვათაშორის ერთხელ თქვა მამაომ, მტერი შენში იმდენ უარყოფით თვისებას ხედავს, რომ შეგიძლია შენი სულის საკეთილდღეოდ გამოიყენო, წარმოიდგინეთ, მიდიხართ თქვენს მტერთან და სთხოვთ დაგახასიათოთ...
ფურცელზე ჩამოაწერინეთ თქვენი უარყოფითი თვისებები, და გამოასწორეთ... smile.gif ასე მოიქცა ერთი წმინდა მამა smile.gif


ციტატა
სიყვარულიც სწორედ აქედან იწყება... შებრალებით....

smile.gif მართალი ხარ, შებრალება უფრო ადვილია, შენდობაც... შეყვარებაა ძნელი...

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Feb 28 2007, 06:06 PM

მტერი მიყვარს ამის თქმა ძნელია მაგრამ ზიზღი და სიძUლვიოლი მტრის მიმართ არ გამაჩნია...
ძნელი სათქმელია მაგრამ მტერს უნდა შევხედოთ როგორც ადამიანს, რომელიც ხელს გვიოწყობს ზეციური საუნჯის მოხვეჭაში, ვინს გვეხმარება ღმერთთან დაახლოებაში, რომ არა მტრის არსებობა, მოყვარისთვის ხომ ისედაც კარგები ვართ, მთავარია მტერთან რა სახეს გამოვამჟღავნებთ... ასე რომ შევიყვაროთ მტრები, რომლებიც სულიერი ამაღლების საშუალებას გვაძლევენ.

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Feb 28 2007, 11:40 PM

მტრის სიყვარული? ? ? ეს ალბათ იმისთვისაა ნათქვამი რომ დამარცხებულს ვაპატიოთ თორე ისე გამარჯვებული მტრის ანდაც ჯერ დაუმარცხებლის სიყვარული, როგორც ჩვენი თავი ან გარშემო მყოფები გვიყვარს - შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვერ შევიყვარებ ჩემ მტერს.

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Mar 20 2007, 12:03 AM

"ოდნავადაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ ჩვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს და ამის გამო ის არ გვსჯის"

ადამიანს უყვარს ადამიანი მაგრამ არა მისი ცოდვები, ამიტომ უცოდველი არავინ ვართ და უნდა შევეცადოთ შევუნდოთ ერთმანეთს!
ეშმაკი მაცდურიაა

გვიყვარდეს მტერი ჩვენი ... აი მაშინ ვიქნებით ღირსეული მართლმადიდებელნი

პოსტის ავტორი: ნოდარიკო თარიღი: Mar 20 2007, 12:17 AM

ციტატა(S W A T @ Feb 28 2007, 03:11 AM) *

_MATASI_
მააგრი თემაა.
მიყვარს კი არა მეზიზღება ჩვენი მტრები






მემგონი ჩვენი მტრები იმიტომ უნდა გვიყვარდეს რომ ღმერთმა შექმნა,ის პატარა მტერუკა რომელიც გვებრძვის,....... აქეთ იქით ისე უნდა შევხედოთ როგორც ღვთის შვილი იმიტომ რომ ასეა!როგორ შეიძლება ღვთის შვილი არ გიყვარდეს

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Mar 20 2007, 12:36 AM

ძალიან ძნელია გიყვარდეს შენი მტერი.მე არავინ არ მძულს საბედნიეროდ ამქვეყნად და იმედია არავის არ ვძულვარ მაგრამ ადამიანი რომელიც არ მომწონს ან რაიმე უთანხმოება მქონია მასთან არასოდეს მომიხსენებია ლოცვებში.თუმცა ვიცი რომ ამით ვცოდავ

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Mar 20 2007, 02:15 AM


"ყოველ ადამიანში არის ის რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც, ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
ეს უბრალოდ ჩემი დევიზია
მტერიც ადამიანია
თუმცა ცხოვრებაში ხანდახან დგება დრო როცა ივიწყებ მის ადამიანობას და ეს ყველაზე რთული მომენტია,
ძნელია ამ დროს არჩევნის გაკეთება.......

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Mar 20 2007, 11:28 AM

რა არის სიყვარული?
მერე
რას ნიშნავს გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი?
მერე
როგორ შეიძლება გიყვარდეს მტერი?

მარტო თქმა იმისა, რომ მიყვარს მტერი, ან თუნდაც მოყვასი, სულაც არ ნიშნავს რომ ასეა...
ამას ჭირდება საკუთარ თავზე ბევრი შრომა, მუხლებზე დგომა და ლოცვა...
განა ადვილი იყო როდესაც ქრისტემ ჯვარზე თქვა: "აპატიე მამავ, რამეთუ არ იციან რას იქმან"...?
რაც მეტად დავემსგავსებით ქრისტეს მეტად გახდება შესაძლებელი ნებისმიერი ადამიანის შეყვარება...
თუ კი არ ვცდილობთ დავემსგავსოთ ქრისტეს, მაშინ ნუ შევუქმნით საკუთარ თავს იმის ილუზიას, რომ ოდესმე ვინმე გვეყვარება...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 20 2007, 11:35 AM

გლახა
მომწონს ამ ბოლო დროს ამ ახალგაზრდის აზროვნება biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 20 2007, 11:39 AM

გლახა

ციტატა
მარტო თქმა იმისა, რომ მიყვარს მტერი, ან თუნდაც მოყვასი, სულაც არ ნიშნავს რომ ასეა...
ამას ჭირდება საკუთარ თავზე ბევრი შრომა, მუხლებზე დგომა და ლოცვა...
განა ადვილი იყო როდესაც ქრისტემ ჯვარზე თქვა: "აპატიე მამავ, რამეთუ არ იციან რას იქმან"...?




ალბათ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ვის უწოდებ მტერს. ფორუმელების უმეტესობა პატარა ასაკისაა. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ უმეტესსს მაინც არ შეხვედრია ცხოვრებაში მტერი, მე ასე ვფიქრობ. წყენა ხშირია, ზოგი შენზე ჭორაობს, მეგობრები წაკამათდებით, მაგრამ ეს არის მტერი???


ვინ არის მტერი, თქვენ როგორ განმარტავთ. რას ნიშნავს გიყვარდეს?
ხომ იცით, რომ ხდება ძარცვა-ყაჩაღობა , ასეთ მეც შემემთხვა, ჩემხელა ბიჭი სასიკვდილოდ მიმეტებდა. სასწაულით გადავრჩი. მერე გავიგე, რომ ის მოკვდა.... წლების მერე, ეხლახან, მაგრამ მოკვდა. მე მისთვის უნდა ვილოცო, მივუტევო და აშ... ძნელია...

პოსტის ავტორი: ekusia თარიღი: Mar 20 2007, 12:18 PM

me "uZalianesad" miyvars Cemi udidesi mteri _ sakuTari Tavi sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 20 2007, 01:29 PM

"მოყვარე მტერი ყოველთა მტერთა უფრო მტერიაო"...
გყოლიათ ასეთი მტერი? რომლის შეძულებაც უბრალოდ არ შეგიძლიათ, რადგან ძალიან გიყვართ და თქვენი გული არ იღებს მას, როგორც მტერს...
მე მყოლია.
და არა ერთი.
სხვა მხრივ, მე მგონი, დიდი მიღწევაა, როცა მტრის სიძულვილი არ შეგიძლია, სიყვარულით კი, გლახასი არ იყოს, უფალმა უწყის გვიყვარს თუ არა მართლა ვინმეsad.gif გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ემოციურად "აფეთქებული" შეგრძნებებით ვართ და ბედნიერებით "ვთვრებით", ასეთ დროს ძალიან ადვილია დედამიწის მტრებიც გიყვარდეს.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 20 2007, 07:45 PM

მხოლოდ ეხლა შევძელი ამდენი ხნის განმავლობაში მართლაც გულით მელოცა მათთვის. აცხოვნე და შეიწყალე მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა...

თუმცა ვთვლი რომ მტრები არ მყავს, მაგრამ ჩემი სულის მაჭირვებელნი კი.

პოსტის ავტორი: cicinatela თარიღი: Mar 24 2007, 01:23 AM

ციტატა(marita26 @ Mar 20 2007, 12:36 AM) *

ძალიან ძნელია გიყვარდეს შენი მტერი.მე არავინ არ მძულს საბედნიეროდ ამქვეყნად და იმედია არავის არ ვძულვარ მაგრამ ადამიანი რომელიც არ მომწონს ან რაიმე უთანხმოება მქონია მასთან არასოდეს მომიხსენებია ლოცვებში.თუმცა ვიცი რომ ამით ვცოდავ

აუცილებლად მოიხსენიე...ილოცე მათთვის...

ერთI ადამიანი იცით რამ ჩააგდო საგონებელში? მამათA წერილებიდან მაქვს მგონი წაკითხული...მივიდა მამაოსთან და ეუბნება მამაო ცუდად არის ჩემი საქმეო...ღმერთმა ჩემზე ხელი აიღოო...გაუკვირდა მამაოს და კითხა თU რატომ ფიქრობდა ასე...ადამიანმა უპასუხა რომ მას სადარდებელი არაფერი ჰკონდა, ყველაფერი კარგად მისდიოდა... ანუ რისი თქმა მინდა,როცა რაგაც გებრძVის ან ვიგაც,,,ღმერთს შევთხოვოთ მადლობა. უნდა გვიხაროდეს რადგან ღმერთს ვახსოვართ და გამოცდას გვიგზავნის...ასე რომ ყველაფერს მშვიდად შევხვდეთ და ჩვენი მტრებისთVის ვილოცოთ გაძლიერებულად...გვიყვარდეს ისინი და გვეჯავრებოდეს მათI საქციელი და ის ეშMაკი რომელიც ცუდს ადენინებს...

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Mar 24 2007, 02:29 AM

ისე თუ დავაკვირდებით საკუთარ თავზე მეტი მტერი არ გვყავს.. ამიტომ ჯერ საკუთარი თავიდან უნდა დავიცყოთ და მერე სხვებიც შევიყვაროთ... მტერს რა გამოლევს მაგრამ მაინც....

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Mar 24 2007, 02:29 AM

ადვილი სათქმელია გიყვარდეს მტერი შენი
საქმითაა ძნელი.

პოსტის ავტორი: qavto თარიღი: Mar 25 2007, 03:35 AM

კაცო ხანდახან, ჩემც ძმაზე მეტად მიყვარს ხოლმე ვინც მაწყენია, ჩემ ძმას არ ვპატიობ ხოლე ზოგჯერ ვიდრე მათ, მაგრამ მოდი და ნუ გაბრაზდები ხანდახან როცა არ შესდით ყურებში. მართალია რა გულში აპატიე და ზოგჯერ არც არის საჭირო რომ გამოამჟღავნო ტორემ ყველა კი ვეერ გებულობს.

ციტატა
მიყვარს კი არა მეზიზღება ჩვენი მტრები


სწორია ძმაო როცა მტერი შენ სამშობლოს ან შენიანს ემუქრება, აპატიო კი არა იქვე უნდა აკაფო

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Mar 25 2007, 02:33 PM

მტერი არ მყავს smile.gif ისეთი მაინც არა როგორიც საქართველოს მტრები ქვია ნამდვილი მტრები smile.gif მყოლია ბევრი მეგობარი რომლებმაც გული მატკინეს თავიანთი ქცევით მაგრამ დღეს ნანობენ და გამოსწორების გზაზე დგანან და დღეს ვგრძნობ რომ ისევ მიყვარს ისინი...და ყველა ადამიანი :*

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 25 2007, 02:59 PM

ციტატა(leluka @ Mar 25 2007, 03:33 PM) *

მტერი არ მყავს smile.gif ისეთი მაინც არა როგორიც საქართველოს მტრები ქვია ნამდვილი მტრები smile.gif მყოლია ბევრი მეგობარი რომლებმაც გული მატკინეს თავიანთი ქცევით მაგრამ დღეს ნანობენ და გამოსწორების გზაზე დგანან და დღეს ვგრძნობ რომ ისევ მიყვარს ისინი...და ყველა ადამიანი :*

კარგი ადამიანი ხარ რომ გიყვარს ისინი და პატიობ, მითუმეტეს რომ განიცდიან საკუთარ დანაშაულს. ეს ერთ ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი მცნებაა ქრისტინობაში და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დადასტურება ქრისტიანობის (მართლმადიდებლობის) ჭეშმარიტების დადასტურებისა.

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Mar 25 2007, 03:22 PM

ციტატა(afxazi @ Mar 25 2007, 01:59 PM) *

კარგი ადამიანი ხარ რომ გიყვარს ისინი და პატიობ, მითუმეტეს რომ განიცდიან საკუთარ დანაშაულს. ეს ერთ ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი მცნებაა ქრისტინობაში და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დადასტურება ქრისტიანობის (მართლმადიდებლობის) ჭეშმარიტების დადასტურებისა.




გაიხარე, ღმერთმა დაგლოცოს ... იცი როგორ ვიტანჯებოდი ისეთი მეგობრები რომ დავკარე რომელთანაც მართლა კარგად ვიყავი მაგრამ ისინი ბევრი რამის გამო დაბრმავებულები იყვნენ და შეიძლება ეხლაც არიან იმიტომ რომ ბევრი რამე არ ესმით მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემი ფასი გაიგეს და ცდილობენ მაინც ურთიერთობის აღდგენას, არავისთან ჩხუბი და მტრობა არ მიყვარს უბრალოდ ძალიან განვიცდი როცა ადამიანი მითუმეტეს მეგობარი ვერ გხედავს ისეთს როგორიც ხარ მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში არ მითამაშია არავისთან,მაგრამ მათთვის იმ ეტაპზე ალბათ სულ სხვა რამ იყო პირველიsad.gif არც შემზიზღებია არც მიჩხუბია ,უბრალოდ ძალიან მეტკინა გული .ბავშვობიდან ღმერთს ვეხვეწებოდი რომ ნამდვილი მეგობრები მყოლოდა და არა ისეთი სკოლიდან მოყოლებული სხვადასხვა რამის გამო რომ ურთიერთოებნ ერთმანეთში და ამას მეგობრობას ეძახიან .აი ისეთი უღალატო smile.gif მეგობრობა.. გავიდა ხანი და მინდა ვთქვა რომ იმდენი მეგობრიდან ნუ ვისაც ვიცნობ შემომრჩა ერთი მინდა ვთქვა რომ ის ჩემნაირი არ არის მაგრამ იცით როგორია თბილი კეთილი და უბოროტო და უნიღბო.ამის გამო ბევრი მას იყენებს მაგრამ მე არ ვაძლევ მაგის საშუალებას და ბევრი ადამიანის სახე დავანახე ძალიან გულუბრყვილოა იყო და ეხლაც არის კიდევ მცირე დოზით smile.gif მაგრამ მასში ვხედავ იმ სიკეთეს რამაც ის ადამიანი ბოლომდე შემაყვარა, ხოლო ის ადამიანები რომლებიც გულს მტკენდნენ ვერც კი ხვდებოდნენ მე რა მაყენებდა ტანჯვას არა ის რომ ჩემთან ცუდად მოიქცნენ უბრალოდ ის რომ ვერ ხვდებოდნენ რას აკეთებდნენ sad.gif ამის გამო ველოდე და დაველოდები იმ დროს როცა თუნდაც ჩემი მეგობრები კი არა სულ ყველა ადამიანი იცხოვრებს არანაირი ქვენაგრძნო0ბების და სიყალბის გარეშე აი ეს იქნება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება.. ბევრი მიტირია მათ ასეთ საქციელზე და ჩემ გულუბრყვილობასა და სულელურ საქციელზე რამაც ძალიან დიდ ცოდვაში ჩამაგდო მაგრამ ეს ყველაფერი "მისგან იყო" ...... არაფერია იმაზე საშინელი როცა აღმოაჩენ თუ რა ჭაობში ხარ თავად... და მერე გარშემო მიმოიხედავთ.. ეცადეთ გიყვარდეთ ყველა არ დაგეზაროთ მათი გამოსწორება თუნდაც მთელი წლები რომ ეჩიჩინოთ და ელაპარაკოთ რომ გამოსწორდეს ამის საშუალება რომ არ იყოს დაანახეთ ის გზა სინათლისა.. და ყველა ბედნიერები ვიქნებით .... არ მოიძულოთ თქვენი მაჭირვებელი ...მე უბრალოდ იცით რა გრძნობა მქონდა ვერ ვურთიერთობ ხოლმე ისეთ ადამიანთან რომელსაც ჩემთვის გული აქვს ნატკენი უბრალოდ თვალებშვი არ და ვერ ვუყრებ მის მაგივრად ვიწვი ხოლმე sad.gif ხშირად მიცდია უკონტაქტობა ბევრ მათგანთან თუნდაც მცირე ხნის გაცნობილთან ... არ მიყვარს ფორმალური ურთიერთობები საშინლად მტანჯავს და ამის გა მოვიქცევი ასე ..რავიცი რამდენი რამ დავწერო ერთს იმას გეთყვით რომ თუ ისეთი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ რასაც განვიცდით და ვდარდობთ ჩვენ თავშიც უნდა ვეძებოთ ისეთი რაღაც რაც ამ ფაქტზე ჩვენ დანაშაულს მიუთითებს



უფალო ღმერთო დაგვიფარე, შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ ცოდვილნი. ამინ !

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Apr 1 2007, 07:13 PM

ვერასდროს ვერ დავდებ თავს რომ შევიყვარებ ჩემს მტერს მაგრამ იმას კი ვეცდები რომ არ შევიძულო არასოდეს რადგან ვიცი რომ სიძულვილი ანგრევს ადამიანის სულიერებას

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Apr 1 2007, 07:21 PM

არვიცი მტრად ვინ ჩავთვალო.. ალბათ ვინც სარწმუნოებას შეურაცხოფენ.
უხილავ მტერზე არ ვსაუბრობ..

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Apr 1 2007, 07:33 PM

ციტატა(leluka @ Mar 25 2007, 03:22 PM) *

გაიხარე, ღმერთმა დაგლოცოს ... იცი როგორ ვიტანჯებოდი ისეთი მეგობრები რომ დავკარე რომელთანაც მართლა კარგად ვიყავი მაგრამ ისინი ბევრი რამის გამო დაბრმავებულები იყვნენ და შეიძლება ეხლაც არიან იმიტომ რომ ბევრი რამე არ ესმით მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემი ფასი გაიგეს და ცდილობენ მაინც ურთიერთობის აღდგენას, არავისთან ჩხუბი და მტრობა არ მიყვარს უბრალოდ ძალიან განვიცდი როცა ადამიანი მითუმეტეს მეგობარი ვერ გხედავს ისეთს როგორიც ხარ მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში არ მითამაშია არავისთან,მაგრამ მათთვის იმ ეტაპზე ალბათ სულ სხვა რამ იყო პირველიsad.gif არც შემზიზღებია არც მიჩხუბია ,უბრალოდ ძალიან მეტკინა გული .ბავშვობიდან ღმერთს ვეხვეწებოდი რომ ნამდვილი მეგობრები მყოლოდა და არა ისეთი სკოლიდან მოყოლებული სხვადასხვა რამის გამო რომ ურთიერთოებნ ერთმანეთში და ამას მეგობრობას ეძახიან .აი ისეთი უღალატო smile.gif მეგობრობა.. გავიდა ხანი და მინდა ვთქვა რომ იმდენი მეგობრიდან ნუ ვისაც ვიცნობ შემომრჩა ერთი მინდა ვთქვა რომ ის ჩემნაირი არ არის მაგრამ იცით როგორია თბილი კეთილი და უბოროტო და უნიღბო.ამის გამო ბევრი მას იყენებს მაგრამ მე არ ვაძლევ მაგის საშუალებას და ბევრი ადამიანის სახე დავანახე ძალიან გულუბრყვილოა იყო და ეხლაც არის კიდევ მცირე დოზით smile.gif მაგრამ მასში ვხედავ იმ სიკეთეს რამაც ის ადამიანი ბოლომდე შემაყვარა, ხოლო ის ადამიანები რომლებიც გულს მტკენდნენ ვერც კი ხვდებოდნენ მე რა მაყენებდა ტანჯვას არა ის რომ ჩემთან ცუდად მოიქცნენ უბრალოდ ის რომ ვერ ხვდებოდნენ რას აკეთებდნენ sad.gif ამის გამო ველოდე და დაველოდები იმ დროს როცა თუნდაც ჩემი მეგობრები კი არა სულ ყველა ადამიანი იცხოვრებს არანაირი ქვენაგრძნო0ბების და სიყალბის გარეშე აი ეს იქნება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება.. ბევრი მიტირია მათ ასეთ საქციელზე და ჩემ გულუბრყვილობასა და სულელურ საქციელზე რამაც ძალიან დიდ ცოდვაში ჩამაგდო მაგრამ ეს ყველაფერი "მისგან იყო" ...... არაფერია იმაზე საშინელი როცა აღმოაჩენ თუ რა ჭაობში ხარ თავად... და მერე გარშემო მიმოიხედავთ.. ეცადეთ გიყვარდეთ ყველა არ დაგეზაროთ მათი გამოსწორება თუნდაც მთელი წლები რომ ეჩიჩინოთ და ელაპარაკოთ რომ გამოსწორდეს ამის საშუალება რომ არ იყოს დაანახეთ ის გზა სინათლისა.. და ყველა ბედნიერები ვიქნებით .... არ მოიძულოთ თქვენი მაჭირვებელი ...მე უბრალოდ იცით რა გრძნობა მქონდა ვერ ვურთიერთობ ხოლმე ისეთ ადამიანთან რომელსაც ჩემთვის გული აქვს ნატკენი უბრალოდ თვალებშვი არ და ვერ ვუყრებ მის მაგივრად ვიწვი ხოლმე sad.gif ხშირად მიცდია უკონტაქტობა ბევრ მათგანთან თუნდაც მცირე ხნის გაცნობილთან ... არ მიყვარს ფორმალური ურთიერთობები საშინლად მტანჯავს და ამის გა მოვიქცევი ასე ..რავიცი რამდენი რამ დავწერო ერთს იმას გეთყვით რომ თუ ისეთი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ რასაც განვიცდით და ვდარდობთ ჩვენ თავშიც უნდა ვეძებოთ ისეთი რაღაც რაც ამ ფაქტზე ჩვენ დანაშაულს მიუთითებს
უფალო ღმერთო დაგვიფარე, შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ ცოდვილნი. ამინ !


ყველაფერი გასაგებია..
მეც მყავდა ერთი მეგობარი , როელშიც სწორედ ის დავინახე ,რამაც სჰემაყვარა, თუმცა სხვა ბევრ რამესი გამოაჩინა გულუბრყვილობა,დიდი ხნის წინ იყო ეს , და ახლაც მიყვარს, თუმცა ვხვდები რო არ შეცვლივა, და მაინც აზრი არ აქ ურთიერთობას ... ასე რომ
დღესდღეობით არაა ადვილი,
ირგვლივ გყავდეს ისეთი მეგობარი ,რომელსაც და როგორსაც ისურვებდი,..
მართლაც ბევრი უმეცრობით ათას სისულელეს და რავიცი რას ჩადის,
რაც მართლაც სამწუხაროა. შეიძლება ეს იმიტომაც ხდება ,რომ სიტყვაზე უახლოესი მეგობარი სრულიად
მოშორებული იყოს ეკლესიას, რის გამოც აზრთა სხვადასხვაობა ჩნდება და მრავალ რამეში ვერ ეთანხმები..

პოსტის ავტორი: salomea07 თარიღი: Apr 1 2007, 08:32 PM

მტერი, მტერი, მტერი.... რაღაც იგრძნობა ამ სიტყვაში ორმხრივი. არა? ჩემი მტერიაო რომ ამბობ, რას გულისხმობ? იმას სძულხარ და ერთი სული აქვს როდის წაბორძიკდები თუ შენ არ გიყვარს ის? თუ ორივე ერთად? ალბათ, არც შენ ხარ მისდამი "გულგრილი" smile.gif აიი! smile.gif
მგონი, ჯერ შენში უნდა ეძიო სათავე ამ პრობლემისა. რატომ არ უყვარხარ ვიღაცას?? შენს ნაკლებს რომ ხედავს იმიტომ? ოოო, მაშინ ააშენოს ღმერთმა smile.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Apr 1 2007, 09:37 PM

ადამიანი,რომელიც შენ რაღაც მიზეზით თუ უმიზეზოდ გერჩის (სიტყვა "მტერი" არ მიყვარს) უნდა გებრალებოდეს,რადგან მის გულში სიძულვილი და მტრობა დაბუდებულა...ის ბოროტი,უნდა გძულდეს,რომელიც მასშია,მაგას უნდა ებრძოდე,ხოლო თვით ადამიანი უნდა გიყვარდეს და ყოველთვის მზად იყო მის დასახმარებლად...(გაიხსენეთ იგავი სამარიტელზე) smile.gif


მგონი,ახალი არაფერი მითქვამს smile.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Apr 4 2007, 03:42 AM

ასე პირადი მტერი არ მყავს, მტერი მიყვარდეს ალბათ არ გამომივა, შეიძლება შემეცოდის, ვაპატიო, დავივიწყო მისგან ცუდი მაგრამ მტერსაც გააჩნია, ვერასდროს მეყვარება ჩემი სარწმუნოების მტერი. ცუდზე არ გავიმეტებ, არაფერს დავუშავებ მაგრამ არ მეყვარება ეს ფაქტია.

ალბათ ეს ერთად ერთი თემაა რომლის მტრობასაც ვერავის ვაპატიებ, ჩემს ეკლესიას, სარწმუნოებას, პატრიარქს , მოძღვარს, ანუ საერთოდ ამასთან დაკავშირებულს თუ ვინმემ უმტრო ან რაიმე დაუშავა ვერ მეყვარება და ვერც ვაპატიებ.

პოსტის ავტორი: Irakly თარიღი: Apr 8 2007, 04:00 PM

მე პირადად მყავს მტრები, მაგრამ საკმარისად ძლიერი არ ვარ სულით რო მივუტევო, მიფიქრია, მაგრამ არ შემიძლია, ძალიან ძნელია.

პოსტის ავტორი: nat_nat თარიღი: Apr 9 2007, 11:48 AM

ციტატა(_MATASI_ @ Feb 28 2007, 01:29 AM) *

ჩვენ ჩვენი მტრები უნდა შევიყვაროთ...

მოდით, ვისაუბროთ ამ თემაზე,
თქვენ გიყვართ თქვენი მტრები?
ცდილობთ მათ შეყვარებას?
რამდენად გამოგდით ეს...

მიყვარს?არვიცი ალბათ არა...
მაგრამ ხანდახან ვცდილობ ბოროტად არ ვუპსუხო,არ მოვექცე და ა.შ. dry.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 10 2007, 11:49 PM

ადამიანის პირველი მტერი თავისი თავია და იგი მას ყველაფერს პატიობს,ასე რომ სხვას როგორ ვერ შეძლებ რომ აპატიო.

იმაზე მეტს რასაც ჩვენ ვუკეთებთ საკუთარ თავს,სხვა ვერ გაგვიკეთებს და ასე რომ მიტევებასაც შევძლებთ მთავარია გახსოვდეს რომ მტრის სიყვარულის გამო ცათა სასუფეველი გელოდება და ნუთუ ამაზე უარს იტყვი???

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Apr 11 2007, 03:49 AM

Floyd
ადამიანები ეგოისტები ვართ და ამიტომაც ვპატიობთ საკუთარ თავს.
საკუთარ თავს რომ არ აპატიებ და უცხოს აპატიებ ესაა ვაჟკაცობა ალბატ მაგრამ ეს ერთეულებს შეუძლიათ

პოსტის ავტორი: tetete თარიღი: Apr 14 2007, 02:14 PM

მე არ ვიცი მეტერი მკავს საერთოდ?რომ ვიცოდე ალბად მისთვის ვილოცებდი

პოსტის ავტორი: T_ titanov თარიღი: Oct 5 2007, 01:22 PM

მტერს ჩვენ ვქმნით.ის ჩვენი ხატი და მსგავსია.ასე რომ მტერი არარსებობს დიდი მტერი თვით ჩვენივე თავია.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 5 2007, 01:36 PM

მტერი მტერია მოგერია ტუ მოერიე.კი გვეუნება უფალი გიყვარდეს მტერი შენიო მაგრამ მე ვერასდროს ვერ შევიყვარებ რა ვქნა, ერთ უბრალო მიზეზი გამო, მეთლი ცხოვრება ომია ჩვენ ქართველებს კი სულ გვეომებია გადავხედოთ ისტორიას ხო მასე არა ამის მერე როგორ უნდა შევიყვარო, თუნდაც აფხაზეღის ომი იმდენი ახლობელი წამართვა უბრალოტთ მასეთ მტრებს ვერ შევიყვარებ, ქართველი ტუ რაღაცას გიმტრობს და შენს მიმართ კარგათ არა მას კი ვაპატიებ და შევიყვარებ მაგრამ ჩვენი ერის და სარწმუნოების მტერს ვერ შევიყვარებ და მომკალი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 5 2007, 01:40 PM

ისე მგონია, რომ მტრის შეყვარებამდე ჯერ იქნებ ახლობლები შეგვეყვარებინა, ოღონდ მართლა.... და მერე გადავიდეთ მტრებზე

საოცარი ბედნიერი განცდაა, როცა ადამიანს რაიმე შეეშლება და მაინც პატიობ. მაშინ ხვდები, როგორ გყვარებია თურმე

t.d
ეგ ცალკე განსახილველია, რამდენად გულისხმობს ეს მცნება უფლის ან სამშობლის მტრის შეყვარებას

მცნებაში ცალსახადაა - გიყუარდედ მტერნი თქუენნი.....

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 5 2007, 01:48 PM

ციტატა
ისე მგონია, რომ მტრის შეყვარებამდე ჯერ იქნებ ახლობლები შეგვეყვარებინა, ოღონდ მართლა....

ამიტომ ჯერ ჩემ თემაში მობრძანდით laugh.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 5 2007, 01:56 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 5 2007, 01:40 PM) *

ისე მგონია, რომ მტრის შეყვარებამდე ჯერ იქნებ ახლობლები შეგვეყვარებინა, ოღონდ მართლა.... და მერე გადავიდეთ მტრებზე

საოცარი ბედნიერი განცდაა, როცა ადამიანს რაიმე შეეშლება და მაინც პატიობ. მაშინ ხვდები, როგორ გყვარებია თურმე

t.d
ეგ ცალკე განსახილველია, რამდენად გულისხმობს ეს მცნება უფლის ან სამშობლის მტრის შეყვარებას

მცნებაში ცალსახადაა - გიყუარდედ მტერნი თქუენნი.....

ეგ მეც ავღნიშნე ახლობის პატიობა ან დუნდაც შენი უბნელის რომელიც რაღაც მომენტში გმტრობს,მაგარამ მასეთ ადამიანზე უნდა ილოცო რათა გონება გაუნათდეს და შენს მიმართ აგარ იყოს მტრულად მას სენ სიყვარულით უნდა უპასუხო

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 5 2007, 06:05 PM

ეგ ის ეტაპია სადაც მადლი მოქმედებს, ჩვენ ძალებს აღემატება მე მგონი

პოსტის ავტორი: Moazrovne თარიღი: Oct 14 2007, 12:33 AM

Mteri unda gvikvardes es ra tqma unda stsoria, magram amastan dakavshirebit erti kitxva maqvs da tu sheizleba mipasuxet.

Eklesia koveltvis aqtiurad moutsodebda mrevls, kofiliko xelisuflebis morchili da ebrzola misi mtrebis tsinaagmdeg xmlit xelshi.

Am shemtxvevashi ra xdeba, gamonakliss ushvebs eklesia Qristeseuli mcnebidan? anu unda gvzuldes mteri?

Tu es ese ar aris, mashin rogor tsarmogidgeniat omis surati: mtris sikvarulit gulantebuli mebrzoli , xmlit tavs uchechqvavs mters. verafers vitkvit sikvarulis mshvenieri gamovlinebaa! albat alogikuria xom es kvelaperi?

An sad aris aq meore lokis mishveris mcneba? an sad aris qristes mcneba, rom borots ar unda shevetsinaagmdegot borotit???



პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Oct 14 2007, 12:38 AM

Moazrovne
რატომ არ წერ ქართული შრიფტით?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 17 2007, 09:31 AM

moazrovne,

მეორე ლოყის მიშვერის ფენომენი "პირდაპირად" კი არ უნდა გაიგო, შედი ღვთისმეტყველებაში და აგიხსნიან მაგის ინტერპრეტაციას, ცხადია არც ისე უნდა გაიგო, რომ მარჯვენაზე დაგარტყამენ,მარცხენას მიუშვერ, მერე კი შეუვარდები წელში და ქვემოდან ამოარტყამ, ეს ძიუდოს ილეთია მხოლოდ....

"მშვიდობით გქონდეს არა მხოლოდ შენს მოყვასთან ,არამედ შენს მტრებთანაც, მაგრამ მხოლოდ შენს პირად მტრებთან და არა უფლის მტრებთან"- (წმ. თეოდოსიე კიეველი * მაპატიეთ, თუ ზუსტად ვერ ვთარგმნე)

სამშობლოს მტრებზე კი ზუსტად აქვს ნათქვამი ფილარეტ მოსკოველს,მაგრამ ზუსტად ვერ ვთარგმნი ქართულად.

სხვები უკეთ გიპასუხებენ.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 17 2007, 10:08 AM

მტერი კი არა ნეტა მოყვარე შემაყვარებინა smile.gif

ძალიან ძნელია კონკრეტული პიროვნების სიყვარული, ეს ალბათ ნიჭია, რომელიც მხოლოდ თავმდაბლობის შედეგად მოდის...

ყველაზე დიდი ცოდვა რაც ამას ხელს უშლის და რაზეც ქრისტიანმა იერიში პირველ რიგში უნდა მიიტანოს, ესაა ,,განკითხვა"...

ეს ცოდვა, ცოდვების გავრცელების, ანუ გადამდებაუზრუნველყოფის ძირითადი ჯაჭვია, მის გარეშე ცოდვები ერთი ადამიანიდან მეორეს არ გადაედემოდა...

როცა ერთი ადამიანი სხვას განიკითხავს, ღმერთი იძულებულია იგივე ცოდვა დაუშვას განმკითხველზე, რომ დაანახოს მისი უძლურება...

განკითხვის ამოძირკვა, კარს უკეტავს ახალი ცოდვების გავრცელებას ჩვენში, და ხელს უწყობს სიყვარულის გაბრწყინებას...

ამის შემდეგ მტერი და მოყვარე ალბათ ერთიდაიგივე იქნება...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 17 2007, 10:13 AM

მართალი ხარ , ნეო,

როდესაც აღარ განიკითხავ ანუ მის შენდამი მონიჭებულ ტკივილს,დამცირებას თუ განდევნას არ შეახსენებ მას ან სხვასთან არ მოიხსენიებ, ნელნელა "მტრის" შეგრძნებაც იკარგება, მე "ვმუშაობ" მაგაზე და შედეგები დადებითია smile.gif უფლის შეწევნით, ამით მრისხანებაც მცირდება - დასაბამი ბევრი სხვა ცოდვის.

პოსტის ავტორი: tatia333 თარიღი: Jan 4 2008, 07:30 PM

მტრის შეყვარება მართლაც რთულია, ეს ალბად სულიერად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ.მცდელობას რაც შეეხება,იმას მაინც ვცდილობ რომ ბოროტებას სიკეთით ან სულაც დუმილით ვუპასუხო.

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Jan 4 2008, 07:42 PM

არაა აუცილებელი შეიყვარო მტერი გულით... თუ ვინმე რაიმეს დაგიშავებს აუცილებლად უნდა აპატიო სულიერად, ხორციელი პატიება შენზეა დამოკიდებული, თუ იცი რომ ეს პატიება შენიმე საწინააღმდეგოდ მოტრიალდება უბრალოდ თავი შორს უნდა დაიჭირო.. სულიერი პატიება კი იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გძულდეს, უნდა ილოცე მისთვის, თუ პური გთხოვა დააპურო, თუ თავშესაფარი-შეიკედლო...

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 4 2008, 09:49 PM

მტერი ადამიანი კი არა მის მარცხენა მხარზე ჩამომჯდარი ეშმაკია, აი ამ მტერს ნამდვილად ვერ შევიყვარებ... თუმცა ეშმაკი რომ არ არსებობდეს ალბათ ჩემი სულიერი ზრდა გამორიცხული იქნებოდა...

მტერი ენერგიის წყაროა, მუხტის მომცემი, საკუთარი წარმატების შეფასების სტანდარტი და მოშურნეობის საფუძველი...


პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 4 2008, 10:00 PM

"შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" , მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი თავი რომ გადაგვიყვადეს?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 12 2008, 12:50 PM

მაცხოვარი ამბობს სახარებაში: "თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით, რათა იყვნეთ თქვენ ზეციური მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წყალობას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. ვინაიდან თუ თქვენ მოყვარენი გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური, განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?! მაშ იყავით სრულყოფილნი ისე, როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი." (მათ. 5,4.3)... ეს, რა თქმა უნდა, ადვილი შესასრულებელი არ არის. როცა კითხულობ დიდ ქრისტიან მამათა ცხორებას, ხედავ, რომ მათ მიაღწიეს სულიერების ამ დონეს.

წმინდა მამები ადამიანებს ყოფენ არა მტრებად და მეგობრებად, არამედ ღმერთის შემცნობლებად და ვერშემცნობლებად. ყველა ადამიანის, როგორც კეთილისმოქმედთა, ასევე ბოროტისმოქმედთა მიმართ სიყვარულში ისინი გულისხმობდნენ მიმსგავსებას ქრისტესთან, რომელმაც "ხელები განირთხა ჯვარზე", რათა ყველა შეეკრიბა. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობდა: "ღმერთი არის აბსოლუტური სიყვარული, რომელიც ყველა ქმნილებას მოიცავს. სულიწმინდა ადამიანს მისი დატევნის შესაბამისად აძლევს ამ სიყვარულის შემეცნებას და უხსნის გზას სისრულისაკენ. იქ, სადაც არის "მტერი", არის დაგმობაც, განდევნაც, ხოლო თუ ადამიანს დავგმობთ, განვდევნით, ეს ნიშნავს, რომ ღვთიური სისრულიდან ამოვვარდებით. ქრისტეს ორი მცნება, ღვთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ, შეადგენს მთლიან ცხოვრებას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის ცხოვრობს ღმერთში და უყვარს ღმერთი, ხოლო თავისი ძმა არ უყვარს, შემცდარია." ასე რომ, მეორე მცნება გვაძლევს შესაძლებლობას, შევამოწმოთ, რამდენად ჭეშმარიტად ვცხოვრობთ ჭეშმარიტ ღმერთში.



პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 12 2008, 05:19 PM

ციტატა(ნიკოლოზ_V @ Jan 4 2008, 09:00 PM) *

"შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" , მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი თავი რომ გადაგვიყვადეს?


საკუთარი თავის გადაყვარება ნიშნავს готовность бескорыстно действовать на пользу другим, не считаясь со своими интересами.... და თავისთავად მოყვასი ამ დროს არა თუ როგორც თავი, არამედ შენს თავზე უფრო გიყვარს.....

(მაპატიეთ რომ რუსულად დავწერე ქართულად ვერ ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი ჩემდა სამარცხვინოდ sad.gif )

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Jan 12 2008, 06:40 PM

ერთელ აღდგომის რამის თევის შემდეგ ტრაპეზზე დავრჩი და ჩემმა მოძღვარმა დალია მტრების სადღეგრძელო,ძალიან გამიკვირდა მაგრამ რომ ახსნა რატომ დალია ხმა ვეღარ ამოვიღე.
ეს ჩვენი ვალია რომ ყველა უნდა გვიყვარდეს.მტერია თუ მოყვარე

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 12 2008, 06:41 PM

ციტატა
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი თავი რომ გადაგვიყვადეს?


მაგ ჯერ ლუციფერმაც ვერ შეძლო, ამიტომ ბევრი ფიქრი არ ღირს smile.gif

პოსტის ავტორი: islam თარიღი: Jan 12 2008, 09:17 PM

მოგესალმებით ფორუმელებო. მოგილოცავთ ახალ წელს. და ყველა იმ წმინდა დგესასწაულს რომელიც აქვთ ამ დგეებში ქრისტიანებს. მე ქართველი მუსლიმი ვარ, მაქვს უამრავი კითხვები. ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებით. იმედია მიმიღებთ ფორუმში და არ ჩამთვლით პროვოკატორად. იმედია თვენს რისხვას არ დავიმსახურებ. თუ იქნებით მეგობრულები მსურს შევისწავლო ქრისტიანობა. ალბათ გიკვირთ კიდეც ჩემი ასეთი დამოკიდებულებისა. მიზეზებს თუ დაგაინტერესებთ შემდეგ მოგახსენებთ.

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Jan 13 2008, 06:39 PM

ციტატა
მოგესალმებით ფორუმელებო. მოგილოცავთ ახალ წელს. და ყველა იმ წმინდა დგესასწაულს რომელიც აქვთ ამ დგეებში ქრისტიანებს. მე ქართველი მუსლიმი ვარ, მაქვს უამრავი კითხვები. ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებით. იმედია მიმიღებთ ფორუმში და არ ჩამთვლით პროვოკატორად. იმედია თვენს რისხვას არ დავიმსახურებ. თუ იქნებით მეგობრულები მსურს შევისწავლო ქრისტიანობა. ალბათ გიკვირთ კიდეც ჩემი ასეთი დამოკიდებულებისა. მიზეზებს თუ დაგაინტერესებთ შემდეგ მოგახსენებთ.

საინტერესოააააააააააა....
ჯარში ერთი მუსლიმანი გვყავდა და იმდენს ველაპარაკებოდით ქრისტიანობაზე რომ ცოტა ხანში მოვნათლეთ კიდეც.
შენ რა მიზეზი გაქვს?გინდა გაქრისტიანდე?
მიუხედავად შენი სურვილებისა პირადად მე ვეცდები გვერდში დაგიდგე.ბევრი მეგობარი მყავს მუსლიმანი

პოსტის ავტორი: tako@tako თარიღი: Jan 13 2008, 07:24 PM

QUOTE(_MATASI_ @ Feb 28 2007, 01:29 AM) *

ჩვენ ჩვენი მტრები უნდა შევიყვაროთ...

მოდით, ვისაუბროთ ამ თემაზე,
თქვენ გიყვართ თქვენი მტრები?
ცდილობთ მათ შეყვარებას?
რამდენად გამოგდით ეს...




ოოო ეგ კითხვა მე და ჩემ ოჯახს ეხება. მაქვს მიზეზი არ მიყვარდეს ან მეზიზგებოდეს 'სვანები' მაგრამ მზგავსი გზნობა არ მეუფლება ,უბრალოდ ვატარებ ხოლმე მათ.ლოცვით ვერ ვილოცებ მათვის, ჯერ ჩემი სულიერი მდგომარეობა არაა მტკიცე საკმარისად. იცით კიდე? ერთხელ იგივე გვარის ადამიანს შევხდი შემთხვევით და უბრალოდ გაყინული თვალებით ვუყურებდი, უაზროდ და მაშინ მთელმა იმ მწარე ბავშვობამ ჩაიარა ჩვენს შორის რომელიც მათი დამსახურებით არასოდეს დაბრუნდება.

კარგად გამიგეთ ყველა კუთხე საყვარელია ჩემთვის ყველა კუთხის ხალხი მიყვარს.

სვანებო არ შემჩამოთ რაა/

მიყვარხართ .

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)