თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ ID ბარათები

პოსტის ავტორი: Toka_333 თარიღი: Oct 8 2011, 09:59 PM

მამაო ზოგი რას ამბობს ზოგი რას მაინტერესებს შეიძლება თუ არა ამ აიდი ბარათების აღება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 8 2011, 10:16 PM

ციტატა
მამაო ზოგი რას ამბობს ზოგი რას მაინტერესებს შეიძლება თუ არა ამ აიდი ბარათების აღება?

აუუუუ...
ამ საკითხზე დაახლოებით 50 თემაა გახსნილი.ნახე ჩვენი დისკუსიები და გადაწყვიტე.

(მაგრამ უმჯობესია პირადი მოძღვარი აიყვანო და იმას კითხო)

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Oct 8 2011, 10:25 PM

როგორც ვიცი ბარათის აღება შეიძლება.. მარა ჩიპის არააა.. http://www.myvideo.ge/?video_id=1488322 <-- არის ვიდეო ამის შესახებ.. და მიიღე სწავლება.. smile.gif პ.ს. მე ვიდეოებით გამარაგებთ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 8 2011, 10:27 PM

ციტატა
როგორც ვიცი ბარათის აღება შეიძლება.. მარა ჩიპის არააა..

ეუჰჰჰჰ.

ბარათზე რომ ჩიპია იმას გულისხმობ თუ ზოდაგად ბიო ჩიპს?

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Oct 8 2011, 10:33 PM

არა მე ბარათზე ვამბობ..

პოსტის ავტორი: dimitrius თარიღი: Oct 29 2011, 07:05 PM

საპირისპირო ვიდეოები აქ ნახე:
http://www.myvideo.ge/?video_id=1493235
და ყველაზე მთავარი აქ! http://www.myvideo.ge/?video_id=1207227

აუცილებლად უყურე!


ჩემი აზრი ასეთია: არ შეიძლება!!!!

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 29 2011, 07:22 PM

dimitrius

ამიხსენით აბა რა კავშირშია ეს ბარათი ღმერთის უარყოფასთან

პოსტის ავტორი: dimitrius თარიღი: Oct 29 2011, 07:47 PM

ikanosi მე რა დავამატო როცა ვიდეოში ყველაფერი ცხადია
ის ვიდეო ნახე?იქ ყველაფერი ახსნილია.
25 წუთიანი ვიდეო დიდხნიანი არ არის. ნახეთ...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 29 2011, 07:52 PM

dimitrius
ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ ამ ID ბარათებში, ასე შეგვიძლია გადავაგდოთ ჩვენი პლასტიკური ბარათებიც.
არავინ არ გიდგამს მაგას სხეულში. რეალურ საშიშროებას ნახავ? შეგიძლია გადააგდო

პოსტის ავტორი: dimitrius თარიღი: Oct 29 2011, 08:00 PM

ikanosi ყველამ თავსისი საქმე იცის smile.gif

პირადობის გადაგდებას რაც შეეხება. მამა პაისი ამბობს, რომ ვინც მაგას მიიღებს ესეიგი სული წმინდა განეშორებაო. მერე ღვთის გმობის ცოდვის მონანიება ცოტა რთული იქნება მემგონი smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 29 2011, 08:12 PM


ციტატა
რომ ვინც მაგას მიიღებს ესეიგი სული წმინდა განეშორებაო.

არავითარ კავშის ვერ ვხედავ ახლანდელ ID ბარათებთან. მანდ საუბარია ანტიქსისტეს ბეჭედზე ეს კი ეგ არ არის

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 29 2011, 08:20 PM

ციტატა(dimitrius @ Oct 29 2011, 08:00 PM) *

პირადობის გადაგდებას რაც შეეხება. მამა პაისი ამბობს, რომ ვინც მაგას მიიღებს ესეიგი სული წმინდა განეშორებაო. მერე ღვთის გმობის ცოდვის მონანიება ცოტა რთული იქნება მემგონი smile.gif


არ ვეთანხმები მამა პაისს ამაში.

პოსტის ავტორი: dimitrius თარიღი: Oct 29 2011, 08:21 PM

ციტატა(ikanosi @ Oct 29 2011, 08:12 PM) *

არავითარ კავშის ვერ ვხედავ ახლანდელ ID ბარათებთან. მანდ საუბარია ანტიქსისტეს ბეჭედზე ეს კი ეგ არ არის

ikanosi
არ ვაპირებ თქვენთან დავას. ყველამ თავის საქმე იცის smile.gif

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Oct 29 2011, 09:47 PM

ციტატა
არ ვაპირებ თქვენთან დავას. ყველამ თავის საქმე იცის


აქ ერთმანეთთან დავა არაფერი შუაშია, უბრალოდ საინტერესოა შენი პოზიციის მოტივაცია წმინდა წერილზე დაყრდნობით და მამათა განმარტებების საფუძველზე

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Oct 29 2011, 09:55 PM

ikanosi
ბიჭო შენი აზრი შენთვის შეინახე... შეიძლება შეცდეს ადამიანი...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 30 2011, 09:00 PM

terra

ციტატა
არ ვეთანხმები მამა პაისს ამაში.


ჯერ ისიც საკითხავია მამა პაისის გამონათქვამები სწორად მოყავთ თუ არა ამათ. ანდა ათონის მთის წმ. კინოტის გადაწყვეტილებას რომ აფრიალებენ აქეთ-იქით, იქნებ ვინმემ მანახოს ორიგინალი ამ გადაწყვეტილებისა, სადაც ხელს აწერენ მონასტრის წინამძღვრები (ვფიქრობ გაუჭირდებათ).

პოსტის ავტორი: mariami500 თარიღი: Oct 30 2011, 10:39 PM

იცით, მამები ამბობენ თავიანთ სათქმელს და ვისაც ყური აქვს სასმენად ის მოისმენს, თუ ვინმე გადაწყვეტს ID ბარათის აღებას წინ არავინ აღუდგება, ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხს
ასე რომ სათქმელი ითქვა

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Oct 30 2011, 11:16 PM

afxazi

შენ როგორც რელიგიური ფორუმის წინამძღვარი რას ურჩევ აქ ხალხს აიღოს?

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Oct 31 2011, 07:47 PM

აუ აქ რა ამბავი ყოფილა. ნუ გეშინიათ მეც მეშინია

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 31 2011, 09:23 PM

.zakaria.

ციტატა
შენ როგორც რელიგიური ფორუმის წინამძღვარი რას ურჩევ აქ ხალხს აიღოს?


მე მხოლო საკუთარ თავზე ვარ პასუხისმგებელი. ხალხთა წინამძღოლობა ჩემთვის არავის დაუვალებია. რაც შემეხება მე, ვერანაირ პრობლემას ვხედავ ამ ბარათში და არც მისი აღება მიმაჩნია ღვთის გმობად.

იქნებ ერთმა ადამიანმა მაინც ახსნას ნორმალურად რატომ არის ეს ბარათი ღვთის მგმობელი და რატომ ეთვლება ადამიანს მისი აღება ღვთის გმობად.

მართალია ამ სტატიის ავტორი, ათეიზმი ეს ჩვენი ბრალია, რომლებიც ღმერთს არა კაცთმოყვარესა და სიყვარულის წყაროდ, არამედ მხოლოდ დამსჯელად წარმოვადგენთ, რომელიც ჩასაფრებულია და ელოდება როდის დაუშვებს ადამიანი შეცდომას, რომ ჯოჯოხეთში უკრას ადამიანს თავი. თუკი ადრე ღვთის სიყვარული იქადაგებოდა პირველ რიგში და შემდეგ საკითხი მეორედ მოსვლის შესახებ (სიფრთხილით), დღეს პირიქითაა, გაუფრთხილებლადაა ქადაგება მეორედ მოსვლის შესახებ და ღვთის სიყვარული დავიწყებულია.

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=445%3A2011-10-13-06-30-24&catid=48%3A2010-12-12-19-54-08&Itemid=68&lang=en

პოსტის ავტორი: dimitrius თარიღი: Nov 1 2011, 11:53 AM

afxazi
ბევრგან არის ახსნილი ელ.პირადობებზე და ბიომეტრულ პასპორტებზე რატომაც არ შეიძლება
აქაც ნახავ: http://www.bolojamze.ge/georgia.htm

სტატიები:
http://www.apocalypse.ge/sxv_atonis_mtis_kinotis_gancxadeba_elektrokartebtan_dakavshirebit.html
http://www.apocalypse.ge/sxv_el_barati_saberdznetshi.html
http://www.apocalypse.ge/sxv_elektronuli_jojoxeti%20_axlovdeba.html

მე რაც ვნახე ვიდეოები და სტატიები იქედან ვსაუბრობ თორე ჩემით კიარაფერი გამომიგონებია smile.gif
სხვა საპიროსპირო სტატიებიც ბევრია, რომ შეიძლება და პრობლემა არ არის, მაგრამ რატომღაც დამაჯერებლად არ ჟღერდა ხოლმე არცერთი. რავიცი ეს მხოლოდ ჩემი აზრია და როგორც ითქვა ყველა თავის თავზეა პასუხისმგებელი და მეც ამ აზრზს ვემხრობი. ყველა მიხედავს თავის თავს!. smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 1 2011, 01:17 PM

dimitrius

აქ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ ნიშნავს ამ ბარათის აღება ღმერთის უარყოფას. მხოლოდ იმიტომ, რომ ვირაცა გითვალთვალებს? მომიტევეთ, მაგრამ ყველაზე დიდი მოთვალთვალე, რომელსაც ყველაზე დიდი "მონაემთა ბაზა" აქვს, ეს ეშმაკია, რომელიც აგერ უკვე რამდენი საუკუნეა ადამიანის შეცდენას ცდილობს.

მოკლედ საკითხი ასე დგას: როდესაც ცოდვას ჩადის ადამიანი, ეს არის მისი არაბუნებრივი ქმედება, საწინააღმდეგო იმისა, რაც ღმერთმა მოგვანიჭა და გვიწყალობა, ამიტომ ეს ითვლება, რომ შენ ღმერთთან არ ხარ. ამ ფონზე ამ ბარათის აღება რატომ არის ღვთის საწინააღმდეგო?

მე აქ ჩამოვწერ ყველა იმ კომენტარს, რომელიც მიმითითე:


"... დღეს ელექტრონულ პირადობის მოწმობებს ურიგებენ ხალხს - ეს არის წინა სახე ანტიქრისტეს ბეჭდისა. მოდიან ადამიანები და მეკითხებიან - ავიღოთ თუ არა პასპორტები და პირადობის მოწმობებიო. მე ყველას ვპასუხობ, რომ არ შეიძლება მათი აღება. ისინი კი მპასუხობენ - რა ვქნათ, სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ, რა ვაჭამოთ შვილებს, რით შევინახოთ ოჯახიო? ზუსტად იგივე კითხვები ექნებათ მათ ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების დროსაც - ვინც ადვილად აიღებს ამ ელექრტონულ პასპორტს, ასევე ადვილად მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედსაც".

მეუფე იობი"


"რა ვქნათ, სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ, რა ვაჭამოთ შვილებს, რით შევინახოთ ოჯახიო?"

მე მინდა ვკითხო ყველას: იმ პირადობის მოწმობების გარეშე, რაც მანამდე იყო, მიგიღებენ სამსახურში? რაიმე საქმიანობას განახორციელებთ? ცხადია ვერ და რა გამოდის, ეს პირადობის მოწმობებიც ისევეა წინასახე ანტიქრისტეს ბეჭდისა, როგორც ელექტრონული ბარათები. ვფიქრობ აქ შეშფოთებას სიტყვა "ელექტრონული" იწვევს, თორემ იდეა აბსოლუტურად ერთიდაიგივეა ძველ და ახალ ბარათებზე. რაც შეეხება სამსახურიდან გამოგდებას, ვფიქრობ, ცხადია, რომ სამსახურში, როგორც აღვნიშნე, ვერც ძველი პირადობის მოწმობის გარეშე იმუშავებს ადამიანი.



”მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ სუცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს”.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II"


მისი უწმინდესობის გამონათქვამი აბსოლუტურად იგივეობრივია ეკლესიურ სწავლებასთან და მასში ზოგადად ქრისტიანული მოღვაწეობის არსი იგულისხმება. აქ რომ საუბარი არაა კონკრეტულად ანტიქრისტეს ბეჭედზე, ყველასთვის ცხადია.



რაც შეეხება მითითებულ ლინკებს, მათში იმდენად ბუნდავოანებაა აზრისა, რომ ვერც კი ვხვდები რა კომენტარი შეიძლება გაუკეთდეს მას.

არცერთი წმინდა მამა (მათ შორის კონკრეტულად ანდრია ეკსარიელი, რომელმაც განმარტა გამოცხადება), არ საუბრობს ამ ბეჭედზე, როგორც ნივთიერ სახეზე, არამედ ყველა საუბრობს იმაზე, რომ მარჯვენა ხელი ესაა სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი, ხოლო შუბლი ესაა უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა"). მეორეც, გამოცხადების ტექსტის ანალიზი, აბსოლუტურად გარკვევით გვიდასტურებს, რომ ყველაფერი ისეა არ არის, როგორც დღეს იქადაგება. თუკი ამ ტექსტს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ აღნიშნული ბეჭედი ქრისტეს განკაცებამდე უნდა ყოფილიყო.


ზოგადად მეორედ მოსვლა, რომლის შესახებაც უკიდურესად არასწორის წავლებები ვრცელდება, არაფრის შემცვლელი არ იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც მანამდე ირჩიეს ან მარჯვენა ან მარცხენა გზა. თუკი თითოეული ადამიანის გარდაცვალება მისი პირადი სამსჯავროა, მეორედ მოსვლა ეს იქნება საყოველთაო სამსჯავრო, რომელიც მანამდე გარდაცვლილი ადამიანების ხვედრს არსებითად არშეცვლის, უბრალოდ მიეგებათ მათ ის, რაც მათ სიცოცხლეში დაიმსახურეს. ხოლო ანტიქრისტე კი, როდესაც ის მოვა, მის გარშემო შემოკრებს მათ, რომლებიც მანამდე თავგამოდებულნი ებრძოდნენ ღმერთს. სადღაც პავლე მოციქული ამაზე საუბრობს.

ბოროტი აგერ უკვე XX საუკუნეა ებრძვის ქრისტეს ეკლესიას და თუკი დასაწყიში მას ფიზიკურად ებრძოდა (ოდნავ წარმათებასაც კი რომ ვერ მიაღწია), შემდგომში დახვეწა თავისი ხლართები და სხვა კუთხით დაიწყო ადამიანთა შეცთენა. მთლიანობაში არ ვეთანხმები, მაგრამ ფილმი რომაა "ბოროტ ძალთა კრება", არის მასში რაღაც სწორი, მაგალითად ის, რომ ბოროტი ჩააგონებს დედას, რომ მისი მთავარი მოვალეობა სულაც არ არის შვილების ნორმალურად აღზრდა, რომ აბორტი ეს არაფერი არაა, ჩააგონებს ადამიანს, რომ მრუშობა ეს არაფერი არაა, სულაც არ არის ღვთის საწინააღმდეგო ქმედება და კიდევ სხვა ურჯულოებანი, რომელსაც ჩვენს გარშემო ვაწყდებით. რატომღაც ამას კი არ აქცევენ ადამიანები ყურაღებას, არამედ ელოდებიან ბოლო ჟამს. დახვეწა ბოროტმა თავისი ქმედებანი და დღეს სხვანაირად იბრძვის.

ამ სტატიის ავტორი ამბობს, რომ როდესაც ბოროტმა ვერაფერს მიაღწია ფიზიკური დაპირისპირებით, თვით ქრისტიანები გამოიყენა ღმერთის წინააღმდეგ და აქადაგებინა იგი (ღმერთი) ან როგორც უმკაცრესი მსაჯული, რომელიც ჩასაფრებული ელის ადამიანის შეცდენას, რომ ჯოჯოხეთში ჩააგდოს იგი, ანდა უკიდურესად ჰუმანური, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ადამიანთა უსჯულოებას, უფრო სწორად აქცევს მაგრამ, როგორც საყვარელ ქმნილებას პატიობს მათ. დიახ, ღმერთი სიყვარულია და განუზომლად მოწყალეც, მაგრამ იგი ძალდატანებით არავის არ აცხონებს


http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=445%3A2011-10-13-06-30-24&catid=48%3A2010-12-12-19-54-08&Itemid=68&lang=en

მე მგონი ღირს სხვა რამეს მივაქციოთ ყურადღება უფრო მეტად.

პოსტის ავტორი: lashabolotashvili თარიღი: Jul 14 2012, 06:05 PM

d ბარათი რომელსაც მოქალაქე საკუთარი ნებითა და სურვილით იღებს არის? თანხმობა და ხელის შეწყობა მომავალში ანტი_ქრისტეს ბეჭდის ლეგალიზაციისა დაკანონებისა.id ბარათი უნდა შეცვალოს ჩიპებმა რომელიც როგორც მოგეხსენებათ არის ანტი_ქრისტეს ბეჭედი. სახარებაში წერია და განმარტებულია რომ იგი დაესმევა იმათ რომელნიც თაყვანს სცემენ ანტი_ქრისტეს თაყვანის ცემა არ ნიშნავს ამას რომ ბაგეებით აღიარო იგი.. შეიძლება ბაგეეიბით აღიარებდე უფალ იესო ქრისტეს მაგრამ შენი გული შინაგანი მდგომარეობა ნიჯაჭვული იყოს ამა სოფელს მატერიალურ კეთილდღეობასა და იუნჯებდე მიწაზე! (ჭეშმარიტმა რწმენამ გულში უნდა დაისადგუროს, არა გონებაში. ანტიქრისტესაც სწორედ ის გაჰყვება უკან, ვისაც გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს ანტიქრისტეს არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე))სსწორედ ასეთი ასეთი ადამიანები მიღებენ ანტი_ქრისტეს ბეჭედს მატერუალური კეთილ დღეობისთვის.და თუკი ახლა ბეჭდის წინა მორბედი id ბარათები რომელიც ჯერ კიდევ შეგვიძლია ვუარყოთ და მოვითხოვოთ გაუქმდეს იგი!და ამას არ გავაკეთებთ ახლა მშვიდობიან დროში!მაშინ როგორღა? შეიძლება არ მივიღოთ ჩიპები ანტი ქრისტეს საშინელ დროში!სახარებაში წერია?
(16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.
18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.გამოცხადება13:16,17,18) ძალიან გთხოვთ მახარს ნუ დაუჩერთ ანტიქრისტიანულ პროპაგანდას და მატერიალური ყოფა ცხოვრების გამო და ნუ აცდუნებთ ხალს თქვენივე უგუნურების გამო. სახარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ აღმოვაჩენეთ რომ ანტი ქრისტეს ეს სწორადაც ხალხის გასაკონტროლებლად სჩირდებაასე (რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. რას ნიშნავს.ეს?? ნუთუ მართლა ვერ ხვდებით რა ხდება!! მეუფე იობიცა და სხვა სასულიერნო პირნი ვინც ხალხს მოუწოდებს არ აიღონ ეს ბარარათები იმას არავის ეუბნებიან რომ მხოლოდ მისი არ აღების შემთხვევაში ცხონდებიტო არამედ ქრისტეს ერთგულებასთან ერთად ასევე ქრისტიანის ვალია არ მიიღონ მონაწილეობა ანტიქრისტეს საქმეშიო.და სწორადაც ანტი ქრისტეს საქმეა ადამიანთა დამონების მიზნით ამ პროპაგანდის განხორციელება.ადამიანი კარგად რომ დაფიქრდეს და მისი საფიქრალი მხოლოდ ზეცა იყოს დაცხონება ადვილათ შეამჩნევს ამ ბარათიზაციის საფრხეებს და მიზნებს.რომ იგი ანტი ქრისტეს ემსახურება და სწორედაც მატერეალურად მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ იგი ვისი გულიც სინამდვილეში მიჯაჭვულია მიწიერს და არა ზეცას თუმცა კი შეიძლება ამხსარებელიც იყოს და მაზეარებელიც და უფრო მეტიც სასულიერო პირი ანდა იერარქი.ამ პროცეესებში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება ქრისტიანთა ვალია შევეწინაამღდეგოთ მას და არა პირიქით პოპულარიზაცია გავუკეთოთ ანტი ქრისტეს ბეჭედს რასაც სამწუხაროთ ბევრი სასულიერო პირი ახორციელებს. გამეციტ პასუხი ჩემს ხედვებზე და შეკითხვებზე.მადლობთ! ლაშა ბოლოთაშვილი



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 15 2012, 10:06 PM

ლშა ძმა!
აღარ ინდა მეათასედ ერთი და იგივეზე კამათი და იქნებ აფხაზის პოსტებს გადახედო?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)