თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ სწორად თუ გავხსენი არ ვიცი

პოსტის ავტორი: lashka თარიღი: Apr 13 2007, 10:30 PM

მე მქონდა ასეთი იდეა გამეკეთებინა მართლმადიდებლური წიგნების ელექტრონული იდეა და ამ იდეის განხორციელება მიდოდა დასკანერებით და მერე პროგრამით ტექსტის მიღება მაგრამ სამწუხაროდ ყველა წიგნი სხვადასხვა შრიფტითაა დაწერილი და ის პროგრამა ამდენს ვერ ხვდება კიდევ არსებობ ე.წ ქორის თვალი მართო ვერ შევძლენ იმიტომ რომ მარტო ეს ღირს 100$ (თუ რამეს ავაგროვებთ და ვიყიდით ძაან კარგი იქნება) და ხელით რო დავიწკო წიგნების შეყვანა ანუ მთლიანად წიგნის ელექტრო ვარიანტის გაკეთება მარტო ვერ შევძლებ უამრავ დროს მოითხოვ თუ იქნება თქვენი მხროდან რომელიმე საკითხში მხარდაჩერა?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 16 2007, 09:09 PM

lashka
ქორის თვალითაც ბევრი დრო უნდა, თუმცა ხელით აკრეფას მაინც ჯობია. საქმე ისაა, რომ წიგნის ხარისხს აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ წიგნი ყვითელ ფურცლებზეა დაბეჭდილი, გახუნებულია, მკრთალი ნაბეჭდია და ა.შ. პრაქტიკულად "ქორის თვალს" ვერ გამოიყენებ. იმდენ შეცდომას დაუშვებს, რომ ჯობია ხელით აკრიფო. დიდი დრო მიაქვს აგრეთვე, წიგნების დასკანერებას, რადგან ტექსტის ამოსაცნობად 300dpi გარჩევადობა მაინც უნდა იყოს. ამ ხარისხით კი სკანერი (ყოველ შემთხვევაში - ჩემი) ძალიან დიდხანს უნდება. გარდა ამისა, თუ წიგნი კარგად არ იშლება, რომ ბრტყლად დაიდოს სკანერზე, კიდეებში უჩნდება მუქი ფონები, რომლებშიც ტექსტის ამოცნობა უკვე ძალიან რთულდება.
მოკლედ, ასეთი პრობლემები აქვს წიგნების სკანერ-პროგრამით ამოკითხვას.
თუ წიგნი არის თეთრ ფურცლებზე მუქი და მკვეთრი შრიფტით, ამოცნობის ხარისხი ძალიან კარგია. ფაქტიურად, მარტო გადაკითხვა და ალაგ-ალაგ თითო-ოროლა შეცდომის გასწორებაღა სჭირდება.
თუ გადაწყვეტთ პროგრამის შეძენას, მცირეოდენ წვლილს შევიტან. სხვა რა შემიძლია?
იდეა ძალიან კარგია smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Apr 16 2007, 10:09 PM

ხაკერულ საიტებზე ვნახე ეგ პროგრამა და არ იყო.იქნებ შავ ხიდზე იყიდება.სხვა ანალოგიური პროგრამა თუ იცით დაწერეთ და იქნნებ ვიპოვო ინტერნეტში.

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Apr 16 2007, 11:07 PM

ციტატა
ხაკერულ საიტებზე ვნახე ეგ პროგრამა და არ იყო.იქნებ შავ ხიდზე იყიდება.სხვა ანალოგიური პროგრამა თუ იცით დაწერეთ და იქნნებ ვიპოვო ინტერნეტში.


ქორის თვალი ქართული პროგრამაა, გორელების ნამუშევარია და ამიტომ არც ხაკერებთან უნდა იყოს წესით და არც მშრალ ხიდზე. სწორიცაა, აქ მაინც აფასებენ ერთმანეთის ნამუშევარს.

lashka
http://www.dachi.com.ge/
ამ საიტზე აქვთ. თუ მისწერ, რომ ამ საქმიდან ფინანსურ მოგებას არ ელოდები და უბრალოდ კარგი საქმისთვის გინდა, ვფიქრობ, გაცილებით დაბალ ფასადაც მოგცემენ (თუ უფასოდ არა).

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 17 2007, 01:46 PM

მე პირადად 180 ლარი გადავიხადე მაგ პროგრამაში, თუმცა ფინანსური მოგებისთვის არ ვიყენებ.
თუმცა მისი ავტორი ძალიან კარგი ადამიანია და შეიძლება მართლა დაუკლოს ფასი. ისე კი მეცოდებიან ქართველი პროგრამისტები. ისედაც თითო-ოროლა ვინმე თუ იყიდის დღეს საქართველოში პროგრამას და მშრალ ხიდზე თუ გაუშვი მერე ის პროგრამა 7 ლარად, ყველანაირი სურვილი ჩაუკვდებათ, რომ კიდევ დაწერონ.

QUOTE(solomony @ Apr 16 2007, 10:09 PM) *

ხაკერულ საიტებზე ვნახე ეგ პროგრამა და არ იყო.იქნებ შავ ხიდზე იყიდება.სხვა ანალოგიური პროგრამა თუ იცით დაწერეთ და იქნნებ ვიპოვო ინტერნეტში.

დიდი ხნის წინ გავიგე ABBYY აპირებს Fine Reader-თვის ქართული ენის დამატებასო. მაგრამ იმის მერე იმდენი დრო გავიდა და არ დაუმატებიათ, რომ ალბათ ჭორი იყო. ისე კი მიკვირს, სომხური აქვთ და ქართული რატომ არა აქვთ. სომხურშიც მრგვალი ასოებია და წესით ქართულ შრიფტზე რთული ამოსაცნობი არ უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Apr 17 2007, 04:22 PM

ქორის თვალი ქართული პროგრამა თუ იყო არ ვიცოდი კარგია ასეთი პროგრამისტები რომ გვყავს.მართლაც შეიძლება დაუკლონ ფასი.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 17 2007, 04:24 PM

QUOTE(solomony @ Apr 17 2007, 04:22 PM) *

ქორის თვალი ქართული პროგრამა თუ იყო არ ვიცოდი კარგია ასეთი პროგრამისტები რომ გვყავს.მართლაც შეიძლება დაუკლონ ფასი.

მე ორი ლიცენზია ერთის ფასში მომცეს smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Apr 17 2007, 04:54 PM

მე ამ საქმეებში კარგა ვერ ვერკვევი და ისე ვიპოვე რაღაცეები და თქვენ ნახეთ
http://www.warez.ge/forum/index.php?showtopic=45571&hl=finereader
და ესეც ნახეთ რავიცი
http://www.warez.ge/forum/index.php?act=Search&CODE=show&searchid=698ec623471b5fa7e6c9e9c10a0cff5e&search_in=posts&result_type=topics&highlite=finereader
ჯობია ქორის თვალის ყიდვა.მაგრამ იქნებ ეს პროგრამები გამოგადგეთ თქვენ გაერკვიეთ.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 17 2007, 05:02 PM

QUOTE(solomony @ Apr 17 2007, 04:54 PM) *

მე ამ საქმეებში კარგა ვერ ვერკვევი და ისე ვიპოვე რაღაცეები და თქვენ ნახეთ
http://www.warez.ge/forum/index.php?showtopic=45571&hl=finereader
და ესეც ნახეთ რავიცი
http://www.warez.ge/forum/index.php?act=Search&CODE=show&searchid=698ec623471b5fa7e6c9e9c10a0cff5e&search_in=posts&result_type=topics&highlite=finereader
ჯობია ქორის თვალის ყიდვა.მაგრამ იქნებ ეს პროგრამები გამოგადგეთ თქვენ გაერკვიეთ.

ვერ ვიწერ. დამცავი კოდის გარდა, კიდევ რაღაც პაროლს ითხოვს link.ge. რა პაროლი უნდა, ვერ გავიგე unsure.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Apr 17 2007, 05:13 PM

www.warez.ge esaa paroli მარიამი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 17 2007, 05:15 PM

QUOTE(solomony @ Apr 17 2007, 05:13 PM) *

www.warez.ge esaa paroli მარიამი

უი, გაიხარე! წამოვიდა smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Apr 17 2007, 05:15 PM

www.warez.ge პაროლი
გავადიდე წერტილები არ ჩანდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 17 2007, 05:22 PM

უკვე გადმოვწერე. ახლა დავაინსტალირებ, გავარჩევ და მოკლე შინაარსს მოგიყვებით smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Apr 17 2007, 05:31 PM

ფრთხილად იყავი ვირუსებზე შეამოწმე ან რამე არ დააზიანოს კომპიუტერში.მე shadowuser pro 2.5 პროგრამა მიწერია კომპიუტერში და რაც არ უნდა დაამატო ჩაწერო ან წაშალო.restartis მერე ყველაფერი ისეთი ხდება როგორც თავიდან იყო

პოსტის ავტორი: lashka თარიღი: Apr 17 2007, 08:32 PM

ეგ საიტის ვიცი dachi.com და თქვენ რაც პრობლემები დაწერეთ ეგეც ვიცი, მე ვფიქრობ ახალი წიგნების დასკანერებას , რომელიც საკმაოდ ბევრიია რას შეეხება უხარისხო ქაღალდს მასეთ წიგნებს ხელით შევიყვან,

კიდე ერთი ერთმა მითხრა orthodoy.ge ხო არისო და მაგას ტყუილად აკეთებო , მე ვფიქრობ მხოლოდ წიგნების გაკეთებას და ლოცვები და დაუხდომლები იქნება ისევ orthodoy.ge ზე


და იმათ მივწერ და ვნახოთ როგორი პასუხი იქნება

abbyy s რაც შეეხება მაგი მაქ დაყენებული მაგან სულ იცის 3 შრიფტი და სამივე უხარისხოდ სანამ მაგას ვასწავლი შრიფტებს კი გავა 1 წელი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 17 2007, 10:30 PM

orthodoxy.ge-ს თუ შეაჩერდა ყველა, მაგ მიმართულებით პროგრესი დამუხრუჭდება. რუსებს უამრავი მართლმადიდებლური საიტი აქვთ. ჩვენთანაც რომ ბევრი იყოს, მაგას რა ჯობია. რაც არ არის ორთოდოქი-ზე ის იქნება სხვაგან და ყველა ჯამში შექმნის ქართულ მართლმადიდებლურ ვებ-სივრცეს. ამაში ცუდი არაფერია.
ვფიქრობ, კარგი იქნება ცალკეული მიმართულებებით საიტების შექმნა. ვთქვათ, ერთი საიტი - ლიტურგიკის შესახებ. აქ იმდენი მასალაა, ერთ საიტს ნამდვილად ეყოფა. მეორე საიტი - ეკლესიის ისტორიაზე, მესამე - თვენი, მეოთხე - კალენდარი, მეხუთე - ახალი ამბები ქრისტიანულ სამყაროში და ა.შ. ოღონდ ეს ყველა უნდა იყოს თავის მიმართულებაში სრულყოფილი (და არა orthodoxy.ge-დან დაკოპირებული). ბოლოს ვინმეს მოუვა თავში და შექმნის ყველა ამ საიტისთვის საერთო საძიებო სისტემას.
დავხატე ვარდისფერი მომავალი smile.gif

QUOTE
abbyy s რაც შეეხება მაგი მაქ დაყენებული მაგან სულ იცის 3 შრიფტი და სამივე უხარისხოდ

აუფ sad.gif ამ ფრაზის მერე დაინსტალირების სურვილი დამეკარგა sad.gif

პოსტის ავტორი: lashka თარიღი: Apr 17 2007, 10:55 PM

კი მართლა მასეა abbyy არ გამოდგება , ერთადერთი შანსია თუ ფულს ავაგროვებთ, ან ხელით დავიწყებთ , მაგრამ ხელით რო დავიწყო არა მგონია ვიმე მომეხმაროსს sad.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 17 2007, 11:19 PM

QUOTE(lashka @ Apr 17 2007, 11:55 PM) *

კი მართლა მასეა abbyy არ გამოდგება , ერთადერთი შანსია თუ ფულს ავაგროვებთ, ან ხელით დავიწყებთ , მაგრამ ხელით რო დავიწყო არა მგონია ვიმე მომეხმაროსს sad.gif

სკანერი გაქვს? თუ არა, მაგის ფულიც შესაგროვებელი იქნება. და პროგრამაზე ძვირი ღირს.

პოსტის ავტორი: lashka თარიღი: Apr 18 2007, 12:20 AM

სკანერი ვითხოვე სპეციალურად მაგისთვის ნორმალური სკანერია , 1-2 ტესტი გავაკეთე ტექსტზე აარააქვს პრობლემა კარგად ამოსაცნობია საიტს რაც შეეხება სკრიპტი მოვძებნე და მაგიც არაა პრობლემა მთავარია დაფსობილი ქორის თვალი

ისე ვისაც კარგი სკანერი აქვს (მეც კარგი მაქ მარა) ჩემზე კარგი ვისაცააქვს იმასთან დავაყენოთ ქორის თვალი და ის დაასკანერებს

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 18 2007, 10:27 AM

lashka
ეს რა თქვი. დასკანერებაზე საშინელი პროცესი არ არსებობს მაგ საქმეში. მით უმეტეს, თუ წიგნი ცუდად იშლება და ხელი უნდა გქონდეს ზედ დაჭერილი. შეიძლება ნერვოზი აიკიდო დიდხანს თუ გაგრძელდა sad.gif
ქორის თვალზე რა გითხრა აბა? ჩემი ლიცენზია შენ არ გამოგადგება, ყველას უნიკალური უნდა და... მოხალისეებიც არ ჩანან, რომ ერთობლივად შევიძინოთ. სხვა რამე შემიძლია? unsure.gif

პოსტის ავტორი: lashka თარიღი: Apr 18 2007, 01:06 PM

ეჰ , ისღა დაგვჩენია დავანებოთ თავი ისე კი ველოდი აქტიურობას

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 18 2007, 01:16 PM

QUOTE(lashka @ Apr 18 2007, 01:06 PM) *

ეჰ , ისღა დაგვჩენია დავანებოთ თავი ისე კი ველოდი აქტიურობას

ფარ-ხმალის დაყრა არ გამაგონო mad.gif smile.gif ძალიან კარგი იდეა გაქვს და გააგრძელე მაგაზე ფიქრი. ღმერთი შეგეწევა
smile.gif

პოსტის ავტორი: lashka თარიღი: Apr 18 2007, 03:46 PM

ფიქრს კი გავაგრძელებ მაგრამ საქმე რო ვერ მიმყავს წინ ისაა უბედურება

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Apr 19 2007, 03:42 PM

ლაშა, რა დროს ცხვირის ჩამოშვებაა? თუ ქორის თვალს ვერ ვიყიდით სულაც ხელით ავკრიფოთ!

მერე რა თუ დიდ დროს წაიღებს? დავიწყოთ. უფალი დაინახავს ჩვენს მონდომებას და შეგვეწევა.

ისე კიდევ ორი-სამი კაცი თუ დაგვემატება კი შევძლებთ მაგ პროგრამის ყიდვას(გარკვეული თანხით მეც შემიძლია შემოგეშველო). smile.gif

რა წიგნები გინდა რომ განათავსო? დაიწყე და ზაფხულში სრული დატვირთვით მანამდე კი ნელ-ნელა შემოგეშველები აკრეფაში wink.gif

უფალი შეგეწიოს ამ კარგი სურვილის განხორციელებაში

პოსტის ავტორი: lashka თარიღი: Apr 19 2007, 09:05 PM

მარტო მონდომება არ შველის საქმეს.. მოდერს ვთხოვ ეს თემა მიპინოს 1-2 კვირით მაინც

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 19 2007, 09:53 PM

მე ასეთ რამეს გთავაზობთ ვთქვათ დიდი ტექსტი დავინაწილოთ ფორუმელებმა და ავკრიფოთ ხელით, ნუ ვინც მოცლილია იმატზე ვამბობ თორემ დაკავებული ხალხი რამდენად შეძლებს არ ვიცი. ეს პროცესი უფრო სასიამოვნოა მე რომ მკითხოთ smile.gif ყველა რომ ერთ საქმეს აკეთებს და ბოლოს ერთი მთლიანი ტექსტი რომ შედგება ამაზე კარგი რა უნდა იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: lashka თარიღი: Apr 19 2007, 10:24 PM

და მაგი როგორ გინდა მოახერხო? ავიღეთ ერთი წიგნი როგორ გინდა დაბეჭდო ეს წიგნი? ყველას ხოარაააქ თან. თუ ხელით ვშვებით თითომ 2 წიგნი რო დაბეჭდოს კარგი კოლექცია კამოვა

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 19 2007, 10:57 PM

ციტატა(lashka @ Apr 19 2007, 06:24 PM) *

და მაგი როგორ გინდა მოახერხო? ავიღეთ ერთი წიგნი როგორ გინდა დაბეჭდო ეს წიგნი? ყველას ხოარაააქ თან. თუ ხელით ვშვებით თითომ 2 წიგნი რო დაბეჭდოს კარგი კოლექცია კამოვა

დავასკანეროთ და დავუგზავნოთ

პოსტის ავტორი: lashka თარიღი: Apr 19 2007, 11:11 PM

ეგ ორმაგი სამუშაოა sad.gif ქორის თვალი გვინდა რა ;(

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 19 2007, 11:12 PM

ციტატა(lashka @ Apr 19 2007, 07:11 PM) *

ეგ ორმაგი სამუშაოა sad.gif ქორის თვალი გვინდა რა ;(

რა ღირს ეგ ქორის თვალი საერთოდ?

პოსტის ავტორი: lashka თარიღი: Apr 19 2007, 11:29 PM

180 ლარი მაგრამ შეილება დაგვიკლოს

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Apr 21 2007, 06:05 PM

lashka
ალექსანდრე

ერთი წიგნის ბევრის მიერ აკრეფას ჯობია ყველამ თქვას რა წიგნს აკრეფს და ვტქვატ 3-4 თვის მერე შევიკრიბოთ და ის, ვინც ყველაზე მეტი იშრომა დავაჯილდოვოთ. ორიგინალური დიპლომი ჩემზე იყოს wink.gif

ასე ვიხალისებთ კიდეც, ერთმანეტსაც გავიცნობთ და მარათონულ რეჯიმში ბიბლიოთეკაც გამოვა. 5-7 ადამიანიც რომ მოგროვდეს ერთ წელიწადში 15-20 სქელტანიან წიგნს კი ავკრეფთ, საიტის აწყობა დაიწყება და მერე ნელ-ნელა შევავსებთ.

თან გამოცდილებით ვიცი, დაწყებულ საქმეს უფრო მეტი მომხრე და მხარდამჭერა ყავს ყოველთვის, ვიდრე სანამ დაიწყება smile.gif

პ.ს. ისე არც ქორის თვალით გაკეთებაა ადვილი, მარტო ვერც მაგ პროგრამით შეძლებ გაკეთებას. უფრო სწორად ერთი პროგრამით ძალიან ნელა იქნება... შეიძლება იმაზე ნელაც კი ვიდრე ჩვენ ხელით ავკრებთ თუ ბევრი ვიქნებით smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)