თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ "ექსკურსიების" შესახებ

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Oct 15 2007, 02:18 AM

ხალხნო, მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი "ექსკურსიებთან" დაკავშირებით...

ჩემი პირადი აზრია, რომ ექსკურსიების ნაცვლად დავწეროთ მომლოცველობა, და მომლოცველობა იყოს სიწმინდეეების მოლოცვა და არა ექსკურსია, ანუ მხოლოდ ფოტოების გადაღება და გართობა.

იმის თქმა მინდა, რომ წინასწარ განვეწყოთ სიწმინდეების მოლოცვისთვის, (უპირველესად ჩემს თავს შევახსენებ) მოვემზადოთ და გავათვისცნობიეროთ რომ სიწმინდეებთან უნდა მივეახლოთ, რომ უნდა ვილოცოთ, პარაკლისი ან სხვა ლოცვები წავიკითხოთ....ლოცვას საერთოდ არ ექცევა ყურადღება, სამაგიეროდ არ გვავიწყდება საჭმელ-სასმელი! მე არ ვამბობ, რომ ტრაპეზის გარეშე წავიდეთთქო, მაგრამ სჯობს უფრო მეტად გავითვალისწინოთ ის, რომ ვართ მართლმადიდებლური ფორუმის წარმომადგენლები, და გვმართებს ეს ფორუმი წარმოვაჩინოთ როგორც მართლმადიდებლური ფორუმი, და არა ისე, სკოლის მოსწავლეებს რომ უხარიათ ექსკურსიაზე წასვლა...მომიტევეთ, მაგრამ ჩვენი "ექსკურსიები" დიდად არ განსხვავდება უკვე სკოლის ექსკურსიებისგან...


სამწუხაროდ, დღევანდელი დავით გარეჯის "ექსკურსიის" ჩვენი ტრაპეზი გადაიზარდა ზედმეტობებშიც sad.gif კარგი იქნება, მომავალში ყველამ გავითვალისწინოთ, რომ არ არის საჭირო "40 ლიტრი" ალკოჰოლური სასმელის წამოღება, და არ არის აუცილებელი თუ არ ჩავთვრებით! ნუ შევურაცხყოფთ მართლმადიდებლური ფორუმის ლოგოს ჩვენი არაქრისტიანული საქციელებით, რომლითაც ვამაყობთ!

მომიტევეთ....არავის ვაყენებ ამ თემით შეურაცხყოფას!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 15 2007, 02:20 AM

ზებედე
გეთანხმები, ეგ საქმე მეც ძალიან მაწუხებს.....

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მომავალში smile.gif

პოსტის ავტორი: zeppelin თარიღი: Oct 15 2007, 02:24 AM

ციტატა(კანონისტი @ Oct 15 2007, 02:20 AM) *

ზებედე
გეთანხმები, ეგ საქმე მეც ძალიან მაწუხებს.....

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მომავალში smile.gif



cocxali.gif cocxali.gif cocxali.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2007, 02:26 AM

კაი ბიჭები ხართ smile.gif

პ.ს.ნეტა რა უწერია კანონისტს ხელწერაში, მარტო ბართოლომეუსი rolleyes.gif გავიგე unsure.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Oct 15 2007, 02:26 AM

ასეთი მარშრუტებისას - სასმელი საერთოდ არ უნდა წამოიღოთ,
საჭმელი კი მინიმალური.
ამას ვამბობდი ადრეც,
და ვიმეორებ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 15 2007, 02:31 AM

staywhite

ციტატა
პ.ს.ნეტა რა უწერია კანონისტს ხელწერაში, მარტო ბართოლომეუსი გავიგე


....და მონა ღვთისა მიხეილი, პრეზიდენტი ამა ქვეყნისა...

დღეს ასე მოიხსენია დიდი ბარძიმით ჩვენი პრეზიდენტი მსოფლიო პატრიარქმა smile.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Oct 15 2007, 02:31 AM

ზებედე
პირდაპირ ვამაყობ შენით biggrin.gif

მართალია ეს ადამიანი!!!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 15 2007, 02:32 AM

tamara

ციტატა
ასეთი მარშრუტებისას - სასმელი საერთოდ არ უნდა წამოიღოთ

yes.gif

სამწუხაროდ, ამ ინიციატივაზე ზოგი ისე......... sad.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 15 2007, 02:32 AM

ციტატა(ზებედე @ Oct 15 2007, 02:18 AM) *

ხალხნო, მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი "ექსკურსიებთან" დაკავშირებით...

ჩემი პირადი აზრია, რომ ექსკურსიების ნაცვლად დავწეროთ მომლოცველობა, და მომლოცველობა იყოს სიწმინდეეების მოლოცვა და არა ექსკურსია, ანუ მხოლოდ ფოტოების გადაღება და გართობა.

იმის თქმა მინდა, რომ წინასწარ განვეწყოთ სიწმინდეების მოლოცვისთვის, (უპირველესად ჩემს თავს შევახსენებ) მოვემზადოთ და გავათვისცნობიეროთ რომ სიწმინდეებთან უნდა მივეახლოთ, რომ უნდა ვილოცოთ, პარაკლისი ან სხვა ლოცვები წავიკითხოთ....ლოცვას საერთოდ არ ექცევა ყურადღება, სამაგიეროდ არ გვავიწყდება საჭმელ-სასმელი! მე არ ვამბობ, რომ ტრაპეზის გარეშე წავიდეთთქო, მაგრამ სჯობს უფრო მეტად გავითვალისწინოთ ის, რომ ვართ მართლმადიდებლური ფორუმის წარმომადგენლები, და გვმართებს ჩვენი ფორუმი წარმოვაჩინოთ როგორც მართლმადიდებლური ფორუმი, და არა ისე, სკოლის მოსწავლეებს რომ უხარიათ ექსკურსიაზე წასვლა...მომიტევეთ, მაგრამ ჩვენი "ექსკურსიები" დიდად არ განსხვავდება უკვე სკოლის ექსკურსიებისგან...


სამწუხაროდ, დღევანდელი დავით გარეჯის "ექსკურსიის" ჩვენი ტრაპეზი გადაიზარდა ზედმეტობებშიც sad.gif კარგი იქნება, მომავალში ყველამ გავითვალისწინოთ, რომ არ არის საჭირო "40 ლიტრი" ალკოჰოლური სასმელის წამოღება, და არ არის აუცილებელი თუ არ ჩავთვრებით! ნუ შევურაცხყოფთ მართლმადიდებლური ფორუმის ლოგოს ჩვენი არაქრისტიანული საქციელებით, რომლითაც ვამაყობთ!

მომიტევეთ....არავის ვაყენებ ამ თემით შეურაცხყოფას!


ამის შესახებ ავტობუსშიც დაგეთანხმე. არ არის ამდენი ალკოჰოლური სასმელების წამოღება საჭირო. ჩვენ საჭმელ სასმელად და დროის გასატარებლად არ უნდა დავდიოდეთ. რა თქმა უნდა მცირე ტრაპეზი უნდა გვქონდეს მაგრამ ძირიტადი მიზანი უნდა იყოს სიწმინდეების მოლოცვა.


პოსტის ავტორი: zeppelin თარიღი: Oct 15 2007, 02:35 AM

ციტატა(კანონისტი @ Oct 15 2007, 02:31 AM) *

staywhite
....და მონა ღვთისა მიხეილი, პრეზიდენტი ამა ქვეყნისა...

დღეს ასე მოიხსენია დიდი ბარძიმით ჩვენი პრეზიდენტი მსოფლიო პატრიარქმა smile.gif



ვგიჟდები ბავშვმა რომ ინგლისური იცის connie_08.gif

ციტატა
სამწუხაროდ, დღევანდელი დავით გარეჯის "ექსკურსიის" ჩვენი ტრაპეზი გადაიზარდა ზედმეტობებშიც



ზებედე


თბოლმა ღვინომ იცის biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2007, 02:36 AM

კანონისტი,

გასაგებია smile.gif, მადლობთ და ოფზე ბოდიში, მეტს აღარ ვიზამ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 15 2007, 02:42 AM

თვითონ სასმელის წამოღება ცხადია არაა ცუდი. დაილოცებით ერთს და ეგაა. უბრალოდ, ხშირად, ჩვენ ზომა-წონა არ ვიცით ხოლმე.
ვიყოთ მიმტევებლები და შევეცადოთ გამოვასწოროთ მომავალში. აი მაშინ კი ნამდვილად მოლოცვა ერქმევა იმ თემას.
smile.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Oct 15 2007, 02:50 AM

ციტატა(კანონისტი @ Oct 15 2007, 01:32 AM) *

tamara

yes.gif

სამწუხაროდ, ამ ინიციატივაზე ზოგი ისე......... sad.gif

იცით რა მიკვირს?
მთელი ზაფხული - ექსკურსიებში გავატარე -
დავდიოდით ძირითადად ფორუმიდან გაცნობილი თქვენნაირი ბავშვები
(სხვა ფორუმიდან)
ვიყავით აბსოლუტურად ყველგან - რაც კი მერიის მარშრუტების სიაში იყო.
არასოდეს სასმელი არ წამოუღიათ და არც კი უფიქრიათ ამაზე.
ერთადერთხელ იყო ყინწვისში - ცალკე სასტავი წამოვიდა (ერთმანეთს იცნობდნენ)
და იქეიფეს.
გაგონილი გვქონდა, რომ ამ ექსკურსიებზე დებოშებიც მომხდარა (ნასვამებმა აურიესო)
ჩვენთან არ მომხდარა ასეთი რამ - დავდიოდით წმინდა ადგილებზე
და ისეთი ახალგაზრდები იყვნენ ზოგიერთები წამოსულები -
საერთოდ არც კი იცოდნენ შიო მღვიმელი ვინ იყო.
მიუხედავად ამისა - სასმელზე არ ყოფილა საერთოდ საუბარი.
თქვენი მიკვირს.

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Oct 15 2007, 02:52 AM

ციტატა(zeppelin @ Oct 14 2007, 10:35 PM) *


ზებედე
თბოლმა ღვინომ იცის biggrin.gif


თბოლი ღვინო რაღაა laugh.gif

ციტატა(k@the @ Oct 14 2007, 10:42 PM) *

თვითონ სასმელის წამოღება ცხადია არაა ცუდი. დაილოცებით ერთს და ეგაა.


ჰო, უფლის სადიდებელი და გზის დალოცვა არაა პრობლემა biggrin.gif მარა ძმობის და ჩახუტების სადღეგრძელოები....

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 15 2007, 02:58 AM

ციტატა(ზებედე @ Oct 15 2007, 12:52 AM) *

ჰო, უფლის სადიდებელი და გზის დალოცვა არაა პრობლემა biggrin.gif მარა ძმობის და ჩახუტების სადღეგრძელოები....

მეც მაგას ვამბობ, მართალი ხარ. ზომა-წონა არ ვიცით ხოლმე.
უნდა ითქვას, რომ 2 ჭიქაზე მეტი იქ არ დაილევა და ვსიო! ვისაც 'ქეიფი და კაი ცხოვრება' უნდა და ეს წესი არ მოეწონება, ნურც წამოვა. smile.gif
მგონი თუ არ იტყვით და არ შეთანხმებით, მუდამ ასე იქნება. ხოლო ახალგაზრდებმა არ იციან, ზომიერებაც ხშირად ეშლებათ, გონიათ მეტს შეძლებენ და ... თქვენ თუ არ მიუთითეთ და არ მიეცით მაგალითი, მაშ სხვა ვინ?

ასე, რომ მიხარია ეს თემა რომ გახსენი. დააფიქსიროს ყველმ თავისი აზრი და წესი დაინერგოს, ისეთი როგორიც მართლმადიდებლურ ფორუმს ეკადრება!
smile.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Oct 15 2007, 03:04 AM

ყველაზე კარგი გამოსავალია დაარქვათ მარშრუტისათვის მოსამზადებელ თემას სწორი სათაური

- მაგ.
"ვიქეიფოთ ....-ში"
ან
"მოვილოცოთ დავით-გარეჯი...."

პირველ შემთხვევაში - იქნება ქეიფი,
მეორე შემთხვევაში მოლოცვა.

და პრობლემაც მოიხსნება.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 15 2007, 10:14 AM

ზებედე
აბსოლუტურად გეთანხმები smile.gif ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა შეგიძლია დაიმახსოვრო biggrin.gif
დიდი ხანია მაგას ვამბობ, მაგრამ რად გინდა...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 15 2007, 10:29 AM

ვფიქრობ ჩვენ სამაგალითო უნდა ვიყოთ სხვებისთვის, მაგრამ.....



ზებედე

რომ იცოდე როგორ გეთანხმები smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Oct 15 2007, 10:41 AM

მართალია. თუკი პრეტენზია გვაქვს ქრისტიანობაზე, მაშინ ქრისტიანთა ერთად ყოფნა უნდა განსხვავდებოდეს "ვითომ ქრისტიანთა" თავშეყრისაგან...

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Oct 15 2007, 12:05 PM

ფორუმის მგალობელთა გუნდის საკითხზეც მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი...

კარგი იქნება, თუ ფორუმის მგალობელთა გუნდი მომლოცველობაში მიიღებს მონაწილეობას. ლოცვებთან ერთად უნდა იყოს გალობაც, თანაც შესანიშნავად გალობენ smile.gif იმედი მაქვს მომავალში ფორუმის მგალობლებთან ერთად წავალთ

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 15 2007, 12:10 PM

დამასწარი ხომ გუჯა თემის გახსნა?
smile.gif

გუშინ ადმინსაც ვესაუბრე იმ შეუფერებელ ქცევებზე, რომელიც ექსკურსიების დროს ხდება და რომელიც აბრკოლებს ხალხს და აფუჭებს ფორუმის იმიჯს!

იმისთვის რომ ცუდი შედეგი აღარ გვქონდეს - ჩემი აზრით საჭიროა - მართლმადიდებლური ფორუმის მომლოცველობის შესახებ - ეტიკეტის შედგენა, სადაც ყველა ვალდებული იქნება დაიცვას იგი...

უავგუსტეს სენატორთ, ვთხოვ განიხილონ ეს ინიციატივა უახლოეს სენატზე...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 15 2007, 12:11 PM

მნათე
შევიტან ახლავე

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 15 2007, 12:20 PM

ციტატა
უავგუსტეს სენატორთ, ვთხოვ განიხილონ ეს ინიციატივა უახლოეს სენატზე...

სენატში ეგ საკითხი მანამდე დაისვა, სანამ გუჯა თემას გახსნიდა.
ვმუშაობთ ბატონო tongue.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 15 2007, 12:23 PM

ციტატა
სენატში ეგ საკითხი მანამდე დაისვა, სანამ გუჯა თემას გახსნიდა.


აბა კანონისტს რა შეაქვს და გამოაქვს? tongue.gif რამდენი პირით ვესაუბრო კაცო ამ სენატს tongue.gif biggrin.gif

მოკლედ, როცა ეტიკეტს ჩამოაყალიბებთ, განსახილველად გამოიტანეთ "კანონპროექტის" სახით, შენიშვნებს რომ მოისმენთ ისე დაამტკიცეთ ან არ დაამტკიცოთ...

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Oct 15 2007, 12:24 PM

მარტივად გადაწყდება ეს საკითხი.
მოსალოცად წასვლისას სასმელი აკრძალეთ,
ქეიფისათვის - კი ბატონო.

წინასწარ დაწერეთ მოსამზადებელ თემაში - მიდიხართ მოსალოცად თუ საქეიფოდ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 15 2007, 12:27 PM

ციტატა
მოსალოცად წასვლისას სასმელი აკრძალეთ


რას ამბობ, აკრძალავ და დაგიწყებენ სახარების ფრიალს (მხოლოდ ასეთ შემთხვევებში სამწუხაროდ) დაგავიწყდა ღვინო რომ ახარებსო გულსა კაცისასაო?! ან ნოე რომ დათვრაო?!

ნიშანდობლივია ამ ციტატებში ორი მომენტი;

ღვინო - კ ა ც ი ს - გულს ახარებს.

ხოლო ნოე ერთხელ დათვრა.

---

რაც შეეხება ქეიფსა და მომლოცველობას - ეს ყველაფერი სინთეზურად უნდა შეჯერდეს, ღრეობები ფორუმის ლოგოს ქვეშ არ უნდა იმართებოდეს...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Oct 15 2007, 12:29 PM

გუჯა აღარ ხუმრობს laugh.gif IPB-ს სურათი

გეთანხმებით ყოლიფერში wink.gif



ციტატა(tamara @ Oct 15 2007, 12:24 PM) *

მარტივად გადაწყდება ეს საკითხი.
მოსალოცად წასვლისას სასმელი აკრძალეთ,
ქეიფისათვის - კი ბატონო.

წინასწარ დაწერეთ მოსამზადებელ თემაში - მიდიხართ მოსალოცად თუ საქეიფოდ.


ki.gif thumbs.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 15 2007, 12:35 PM

ციტატა
ღვინო - კ ა ც ი ს - გულს ახარებს.

ხოლო ნოე ერთხელ დათვრა.

laugh.gif კაი იყო smile.gif

ციტატა
აბა კანონისტს რა შეაქვს და გამოაქვს?

შენი სახელითაც შემოიტანა ეს წინადადება იმავე თემაში smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 15 2007, 12:47 PM

გუჯა გამოსწორების გზაზეა, ყველაფერში ვეთანხმები....

პოსტის ავტორი: natiako თარიღი: Oct 15 2007, 02:34 PM

გუჯას აბსოლიტურად ვეთანხმები, მაგრამ კიდევ ერთი რამ მინდა დავძინო, არა მარტო დათრობაა შეუფერებელი სხვა რამაც შეუფერებელია ჩემი აზრით როცა მოსალოცად მიდიხარ და არა მარტო მაგ შემთხვევაში...

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Oct 15 2007, 02:39 PM

მნათე

ციტატა
რას ამბობ, აკრძალავ და დაგიწყებენ სახარების ფრიალს (მხოლოდ ასეთ შემთხვევებში სამწუხაროდ)

შენ შემოგევლე 002.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 15 2007, 02:52 PM

მნათე

ციტატა
რას ამბობ, აკრძალავ და დაგიწყებენ სახარების ფრიალს (მხოლოდ ასეთ შემთხვევებში სამწუხაროდ) დაგავიწყდა ღვინო რომ ახარებსო გულსა კაცისასაო?! ან ნოე რომ დათვრაო?!


მცირეოდენი შენიშვნა:
ეგ ციტატა არის არა სახარებიდან, არამედ ფსალმუნიდან (ფს. 117). შესაბამისად, შეიძლება დაიწყონ ფსალმუნის ფრიალი... laugh.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 16 2007, 02:05 AM

გუჯას ვეთანხმები სრულიად, მარა ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ მოლოცვის შემდეგ მცირე ტრაპეზისას თუნდაც ერთი ბოთლი წითელი ღვინით ტრაპეზის გახსნას. ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო ნათქვამია, მარა ისიც ნათქვამია ნუ დაითვრებით ღვინითა რომლისაგან არს ყოველივე სიბილწეო. ნუ ეხლა თუ ვინმეს ალკოჰოლოზმისადმი მიდრეკილება სჭირს და თავს თუ ვერ იკავებს მაშინ სხვა საქმეა, ეგეთმა საერთოდ არ უნდა გაიკაროს სასმელი smile.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Oct 16 2007, 03:25 PM

გუჯას ნათქვამს გავაგრძელებ
ფორუმზე მგალობლები იმიტომ ჩამოყალიბდა რომ ჩვენთან ერთად იარონ და ლოცვის დროს აღევლინოს გალობაც
მე მინდა რომ ჩვენი მოლოცვა ყველანაირად ჯდებოდეს მართმადიდებლური სახელის ქვეშ
ასე რომ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ თორე ისე არაფერი გამოვა!

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 16 2007, 03:28 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Oct 16 2007, 02:05 AM) *

გუჯას ვეთანხმები სრულიად, მარა ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ მოლოცვის შემდეგ მცირე ტრაპეზისას თუნდაც ერთი ბოთლი წითელი ღვინით ტრაპეზის გახსნას. ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო ნათქვამია, მარა ისიც ნათქვამია ნუ დაითვრებით ღვინითა რომლისაგან არს ყოველივე სიბილწეო. ნუ ეხლა თუ ვინმეს ალკოჰოლოზმისადმი მიდრეკილება სჭირს და თავს თუ ვერ იკავებს მაშინ სხვა საქმეა, ეგეთმა საერთოდ არ უნდა გაიკაროს სასმელი smile.gif

პირველი სადღეგრძელოს დალევის შემდეგ აღარც კი ახსოვთ რომ სასმელი არ უნდა გაეკარებინათ! huh.gif

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Oct 16 2007, 03:32 PM

ციტატა(mogzaura @ Oct 16 2007, 11:25 AM) *

გუჯას ნათქვამს გავაგრძელებ
ფორუმზე მგალობლები იმიტომ ჩამოყალიბდა რომ ჩვენთან ერთად იარონ და ლოცვის დროს აღევლინოს გალობაც
მე მინდა რომ ჩვენი მოლოცვა ყველანაირად ჯდებოდეს მართმადიდებლური სახელის ქვეშ
ასე რომ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ თორე ისე არაფერი გამოვა!


ესეც რომ დამეწერა, მერე შეიძლება ეთქვათ ამბიციები აწუხებს პირველობისთვის და....

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 16 2007, 04:05 PM

ციტატა(ზებედე @ Oct 16 2007, 03:32 PM) *

ესეც რომ დამეწერა, მერე შეიძლება ეთქვათ ამბიციები აწუხებს პირველობისთვის და....

სიმართლე ყველა ამბიციაზე ზევით დგას wink.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 16 2007, 05:10 PM

და ამდენ ბოდიალს, ჯობია ფული შევაგროვოთ და გაჭირვებულებს დავეხმაროთ.

და ამაში მონაწილეობა ყველამ მიიღოს, თუნდაც 20 თეთრი იყოს, არაა სირცხვილი რაც გაქვს იმას რომ გაიღებ!

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Oct 16 2007, 08:09 PM

მოლოცვა ბოდიალია?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 16 2007, 08:27 PM

tamara

ბოდიალია, თუ ის მოლოცვა მარტო იდეაშია.

თანაც მე ექსკურსიები ვიგულისხმე.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Oct 16 2007, 08:51 PM


საერთოდ სადაც ვარ ნამყოფი მოლოცვისას, ყოველთვის (თითქმის) მოძღვრის კურთხევის ქვეშ ვიმყოფები და არასოდეს არ მიხსენებია ექსკურსია რადგან ბევრჯერ დამინახავს ამ სიტყვის ხსენებისას მისი შეკრული წარბები...შესაბამისად ტრაპეზი მხოლოდ მისი ლოცვა-კურთხევის მერე იხსნება და სასმელსაც მამაკაცები მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ მიირთვემენ ისიც 3ჭიქას,ლუდსაც ვღებულობთ მოკლედ რისი თქმა მინდა როცა მართლა მოსალოცად მიდიხარ და თან მოძღვარი გზას გიკვლევს ესეთი პრობლემები ნაკლებად იჩენს თავს!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 17 2007, 07:04 AM

მართა 2kiss.gif ამის დაწერა სხვა თემაში მინდოდა,მაგრამ არაუშავს, მაინც შენ გეკუთვნის a025.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Oct 17 2007, 06:58 PM

staywhite
wub.gif 001.gif მადლობა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience