თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ ქართველები ხომ ვართ შემწყნარებლები?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jun 12 2008, 04:10 PM

ქალაქ თელავში ერთ ერთ ადამიანს, პედაგოგს, რომელიც ობოლს ზრდის, იმის გამო, რომ პროტესტანტულ ეკლესიაში დაიწყო სიარული, ერთმა მეზობელმა იმის გამო რომ ის გახდა პროტესტანტი, "ატვიორტკა" შეეცადა ჩაერტყა თავში, ქალმა აიცილა და მოხვდა მხარში და მიიღო ჭრილობა...აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი და არამარტო ის ვაი სასულიერო პირებისგან არიან წაქეზებულები..
ისინი ჩირქს სცხებენ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის ჭეშმარიტ მორწმუნეებს...

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jun 12 2008, 04:22 PM

ციტატა
"ატვიორტკა" შეეცადა ჩაერტყა თავში,

თუ ეს სიმართლეს შეეფერება,ძალიან ცუდი
მაგრამ ეს ადამიანობაზე უფრო არის დამოკიდებული ვიდრე რწმენაზე.მე ასე მგონია

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jun 12 2008, 04:23 PM

ციტატა
მართლმადიდებლები

ციტატა
ერთმა მეზობელმა





არა რა....


rolleyes.gif თქვენი გამოსწორება არ იქნება

უფ mellow.gif


მართლმადიდებლობა მარკასავით მოირგო ხალხმა

ნუ ვაყენებთ თვითონ მართლმადიდებლობას შეურაწყოფას...

ვინც თავს უწოდებს მართლმადიდებელს... კარგად დარწმუნდეს რა ჯერ

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jun 12 2008, 04:30 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Jun 12 2008, 04:10 PM) *

ქალაქ თელავში ერთ ერთ ადამიანს, პედაგოგს, რომელიც ობოლს ზრდის, იმის გამო, რომ პროტესტანტულ ეკლესიაში დაიწყო სიარული, ერთმა მეზობელმა იმის გამო რომ ის გახდა პროტესტანტი, "ატვიორტკა" შეეცადა ჩაერტყა თავში, ქალმა აიცილა და მოხვდა მხარში და მიიღო ჭრილობა...აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი და არამარტო ის ვაი სასულიერო პირებისგან არიან წაქეზებულები..
ისინი ჩირქს სცხებენ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის ჭეშმარიტ მორწმუნეებს...

წყარო?


ციტატა
ქალაქ თელავში ერთ ერთ ადამიანს, პედაგოგს, რომელიც ობოლს ზრდის, იმის გამო, რომ პროტესტანტულ ეკლესიაში დაიწყო სიარული

და ბავშვი მიანდეს რახან პროტესტანტი გახდა?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 12 2008, 04:35 PM

რამდენიმე კითხვა მაქვს:
1. მართლმადიდებლობა ასწავლის ვინმეს (ვინც არ უნდა იყოს) სახრახნისი (და არა ატვიორტკა) ჩაარტყითო?
2. ყველა მართლმადიდებელი მასეთია?
3. რამდენად სანდო ინფორმაციაა საერთოდ?
4. რას ემსახურება ეს თემა?

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 12 2008, 04:41 PM

ნამდვილად საშინელი ფაქტია, თუ ეს მართლა მოხდა mellow.gif არა მგონია, ვინმემ ეს გაამართლოს...
მაგრამ მარიამს უნდა დავეთანხმო, თემის მიზანს ვერ მივხვდი unsure.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 12 2008, 04:44 PM

sergi_glaxa
\

რა გემწვავა, ატვიოტკის ცარტყმა თუ ის ვის ცაარტყეს და რის გამო?smile.gif))))))))))))))))

კარგი რა სერგი, ვითომ არ იცოდე რამდენი გიჟია მაქვეყნად.

შენ ადამიანს ქრისტიანს უწოდებ, თუ ის ვინმეს ატვიორტკას ჩაარტყავს?

მაგარი თემაა, აქ ვპოსტოთ ხოლმე, რომელმა აღსარებლობამ რონელი გაიმეტა ჩასარტყმელად, დასაწვავად, ვინ მიიყავნეს თვისთმკველობამდე და აშ. ხოდა ვნახავთ რამდენი გიჟია მაქვეყნად biggrin.gif

დავიწყოთ გლახა? ხომ არ გეწყინება პროტესტანეტით რომ დავიწყო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 12 2008, 05:36 PM

რა ვერ გაიგეთ თქვე კაი ხალხო, ვიღაც მუტრუკი, ვითომ მართლმადიდებელი, თავს უფლებას აძლევს ფიზიკურად გაუსწორდეს მოყვასს, ფორუმელების პროტესტის ნაცვლად გავავსეთ ოფტოპიკებით, ჩემი ჩათვლით smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 12 2008, 05:47 PM

აგრესია ჩემი აზრით იმის დასტურია რომ აგრესორს არაფრის რწმენა არ აქვს და უბრალოდ ამა თუ იმ რელიგიის ნიღაბს ამოფარებული სხვისი დაჩაგვრით (ამ შემთხვევაში დასახიჩრებით smile.gif ) იკმაყოფილებს თავის ბოროტ ბუნებისაგან წამოსულ ზრახვებს... ბასილის მრევლის ხალხი არ იყო ეგრე, ხატებით და ჯვრებით რომ ცემდნენ ხალხს? ეს იმიტომ რომ ისინი ქრისტიანების გარდა ყველაფერნი იყვნენ... გიყვარდეს მტერი შენიო, (თუმცა სხვა რელიგიის წარმომადგენელი მე მტრად არ მიმაჩნია) და არა ჯვრით ცემე იგიო... (არც ატვიორტკითო) biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 12 2008, 05:48 PM

ძალიან ცუდია, ასეთი ხალხი რომ აცხადებს თითქოს ამ ყველაფერს ეკლესიის და მართლმადიდებლობის გამო აკეთებს!

მე მინახავს მრევლი ერთ სახელგანთქმულ ტაძარში, სადაც აგერ უკვე, რაც მე ვიცი, მეშვიდე წელია, მოძღვრები ყველა ზიარებაზე ერთსადა იმავე მრევლს ეუბნებიან რომ ბარძიმს არ უნდა დაებღაუჭონ, ხელები არ იქნიონ და ზიარების მერე პირდაპირ წავიდნენ ღვინის და სეფისკვერის მისაღებად და ასე შემდეგ...

მინახავს მოძღვარს ქადაგებას როგორ აწყვეტინებენ და თავიანთ მოსაზრებებს ურთავენ..
ასეთ რამეს ნახავს "სხვა" გამოვა და იტყვის, აი თქვენი რელიგიაო..
მე ყოველთვის მიკვირს ასეთი ხალხის იცით?
აი ელემენტარული შეკითხვა:
ავიღოთ წიგნი, ზედ თუ დაჯღაბნილია, ეს წიგნის სიცუდეზე მიუთითებს თუ მფლობელის უკულტურობაზე?

შეკითხვა რიტორიკული იყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jun 12 2008, 06:15 PM

ესეგი სერგის ოღონდ რამე გააგონე და ყველაფერს მართლმადიდებლობას აბრალებს biggrin.gif

ციტატა
აგრესიულები ადამიანები

ესეთი ადამიანები უბრალოდ აგრესიულები არიან ყველაფერი იმის მიმართ რაც აღიზიანებთ

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jun 12 2008, 06:19 PM

ციტატა
რაც ნახა კაცმა იმას წერს...

ნახა ფაქტი მაგრამ ეს ფაქტი რო ესე მოხდა მაინც და მაინც მართლმადიდებლობის ბრალია თუ ქართველობის ? მე გადაჭრით რო საუბრობს ეს არ მომწონს არ მომწონს კი არადა უბრალოდ ვფიქრობ ძალიან სწორხაზოვანი და ზედაპირულია მსგავსი მჯელობა და და მგონებ თავად ფოსტის ავტორია აგრეესით მომართული
აგრესიას სჩვევია სწორხაზოვნება smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 12 2008, 06:28 PM

ციტატა
ყველაფერს მართლმადიდებლობას აბრალებს



არამგონია მართლმადიდებლობას აბრალებდეს გლახა რაიმეს smile.gif არამედ, გარკვევით წერია, რომ აბრალებს ფანატიზმს, არა შემწყალებლობას, სხვის პირადში უხეშად ჩარევას (ტაქტიანი რჩევა სხვაა), მართლმადიდებლობის სახელის ბოროტად გამოყენებას საკუთარი აგრესიის გამო.


teo... tee

ციტატა
აბაა?! და ჯიბეში კიდე სახრახნიხი უდევს blink.gif biggrin.gif


ჯიბეში შეიძლება ბევრი რამე გედოს, მაგრამ ->

ციტატა
გონებაში ავი ზრახვები huh.gif


ამას უიმრამეოდაც გააკეთებ.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jun 13 2008, 11:31 AM

ციტატა(მარიამი @ Jun 12 2008, 04:35 PM) *

რამდენიმე კითხვა მაქვს:
1. მართლმადიდებლობა ასწავლის ვინმეს (ვინც არ უნდა იყოს) სახრახნისი (და არა ატვიორტკა) ჩაარტყითო?
2. ყველა მართლმადიდებელი მასეთია?
3. რამდენად სანდო ინფორმაციაა საერთოდ?
4. რას ემსახურება ეს თემა?


შევეცდები გავცე პასუხები შენს კითხვებს:
1. მართლმადიდებლობა არ ასწავლის ჩაარტყანს სახრახნისი (ატვიორტკა იმიტომ დავწერე რომ მეტი გაიგებს უკეთ და არა იმიტომ რომ არ ვიცოდი).
2. ყველა მართლმადიდებელი არ არის ასეთი.
3. ეს ინფორმაცია არის ძაააალიან სანდო.. სურვილის შემთხვევაში დიდი სიამოვვნებით შეგახვედრებ ამ ადამიანს ...მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შენ არა მართლმადიდებლების მიერ მოყვანილი ინფორმაცია მეტწილად ცრუდ მიგაჩნია, ეჭვი მაქვს დაიჯერო...
4. ეს თემა ემსახურება გულისტკივილის გამოხატვას და იმას, რომ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთნი მართლმადიდებლობის სახელით ასეთ რამეს აკეტებნ და სახელს უტეხენ მართლმადიდებლურ ეკლესიას...

გასაგებია?


პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 13 2008, 12:04 PM

ნუ იჩხუბებთ, ახლა თქვე კაი ხალხო, ვიღაც გადარეული ყოველთვის გამოჩნდება და მუშტი-კრივსაც გამართავს ეკლესიის სახელით, რა ვუყოთ მერე? "ატვიორკა" კარგი საქმისთვისაც შეიძლება გამოიყენო smile.gif

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 13 2008, 12:16 PM

თავი და თავი ამისა არის ხიბლი, ადამიანს (მრევლს) როცა ჰგონია, რომ მწვერვალზეა და ქადაგებს...


პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 13 2008, 12:24 PM

sergi_glaxa

ციტატა
4. ეს თემა ემსახურება გულისტკივილის გამოხატვას და იმას, რომ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთნი მართლმადიდებლობის სახელით ასეთ რამეს აკეტებნ და სახელს უტეხენ მართლმადიდებლურ ეკლესიას...

აი ეს კი მართალია სერგი, ბევრი რამ მომხდარა მსგავსი, მართლმადიდებლობის სახელს ამოფარებულები თავიანთ ბოროტ ზრახვებს ასრულებენ და რელიგიას აბრალებენ.
მართლა საშინელებაა, არც ერთი რელიგიის მიმდევარს არა აქვს უფლება, დაჩაგროს და მით უმეტეს ფიზიკური ზიანი მიაყენოს მას, ვინც მის რელიგიას და რწმენას არ იზიარებს.
ბოროტება უფროა ვიდრე რწმენა და რელიგია.

Floyd
ციტატა
შოფერი იქნებოდა ის ქალი.

ნწუ, მასწავლებელი იყოო.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jun 13 2008, 12:25 PM

ციტატა(შოთა @ Jun 13 2008, 12:14 PM) *

sergi_glaxa
პირველ რიგში შენი მოყვანილ მაგალითში არანაირი დაზუსტებითი ინფორმაცია არ არის, რომ ადამიანი ვინც ქალს დარტყა საერთოდ თუ დადიოდა ეკლესიაში და მოძღვირს ზეგავლენის გამო ჩაიდინა ეს დანაშაული როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე საქართველოში ბევრი მსგავსი ხალხი მოიძებნეა კიდე რომლებიც არა ნაკლებ სასიტიკეს ჩაიდენენ ეკლესის სახელით თუმცა ეკლესიასთან შეხება საერთოდ არ აქვთ.


მე მთხოვეს რომ არ დავასახელო კონკრეტული პიროვნებები..ამიტომ თავს შევიკავებ და არც დავასახელებ....პროტესტს არ გამოვხატავ კონკრეტული ადამიანების მიმართ არამედ ასეტი დამოკიდებულების მიმართ ზოგადად...
ამ შემთხვევაში ვიღაცა მართლმადიდებლობის სახელით აკეთებს ამას..სხვა სემთხვევაში ვიღაცა პროტესტანტი ჩადის არაქრისტიანულ საქციელს და მერე ამბობენ რომ ასეთია მთელი პროტესტანტი სამყარო...
მიმიხვდი ალბათ რას ვამბობ...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 13 2008, 12:33 PM

რა გჭირთ ხალხო? რა უბედურებაა ეს ყველა თემაში მაიმუნობა?

დაამთავრეთ ახლავე!

დადგა საკითხი, არ შეგიძლიათ ადამიანური მსჯელობა?

არ არიან ფანატები რომლებიც ქრისტეს სახელით სისულეებს აკეთებენ?
ნახა ამ კაცმა და დაწერა, რატომ იქცევით ისე თითქოს პასუხი არ გვაქვს? თიქოს ვეთანხმებით?
ფაქტის დამალვით რამეს შველით?
გასაგებია რომ არ განიკითხავთ, მაგრამ ხომ არც იწონებთ?
დაწერეთ მერე და ნუ იჭყანებით .

ბიჭოს!

sergi_glaxa

ციტატა
აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი და არამარტო ის ვაი სასულიერო პირებისგან არიან წაქეზებულები..

სერგი, როგორც მოდერატორი, კიდევ ერთხელ გთოვ, ასეთ რამეს ნუ დაწერ ხოლმე, არაა ლამაზი ჩვენს ფორუმზე,მაინც მოძღვის და ერთმანეთის განკითხვაში გვაგდებს, თან დაზუსტებით არ ვიცით მართლა ასეა თუ არა, რაღაც ცუდად გამოდის... ძალიან დამავალებ თუ ჩაასწორებ.. sad.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jun 13 2008, 12:43 PM

sergi_glaxa

ციტატა
და მერე ამბობენ რომ ასეთია მთელი პროტესტანტი სამყარო...
მიმიხვდი ალბათ რას ვამბობ...



არა ეს უკვე შენ სხვა მხარეს უხვევ გლახა biggrin.gif
პტორესტანტური სამყარო არ იზომება კონკრეტული ხალხსი საქციელით, თუ გინდა უკან ყველას ფრთები ებათ ,არამერ იმ ფაქტორზე რომ იგი მოწყვეტილია ქრიტეს დარსებულ ეკლესიას და მისი მოძღვრების გადმოცემულ დოგმატებს .

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jun 13 2008, 12:49 PM

ციტატა(შოთა @ Jun 13 2008, 12:43 PM) *

sergi_glaxa
არა ეს უკვე შენ სხვა მხარეს უხვევ გლახა biggrin.gif
პტორესტანტური სამყარო არ იზომება კონკრეტული ხალხსი საქციელით, თუ გინდა უკან ყველას ფრთები ებათ ,არამერ იმ ფაქტორზე რომ იგი მოწყვეტილია ქრიტეს დარსებულ ეკლესიას და მისი მოძღვრების გადმოცემულ დოგმატებს .


აი ახლა შენ უხვევ აშკარად....მერე დავწერ რაიმეს ისეთს და მოყვება დავიდარაბა...
ასე არ გინდა რა..ვინ არის მოწყვეტილი და როგორია და როგორი იყო ქრისტეს დაფუძნებული ეკლესია აბა ახლა კითხე 500 მილიონ პროტესტანტს...
არ მინდა ახლა ამაზე საუბარი......

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 13 2008, 01:01 PM

ასეთ ანომალურ მოვლენებს სად გადააწყდებით ხოლმე.

ცხადია ეს საქციელი სიმახინჯეა და არც ამ ადამიანს და არ მათ ვინც ეს ადამიანი "წააქეზა" (თუ წააქეზა) არაფერი აქვთ საერთო მართლმადიდებლობასთან. ეს ცალსახად დასაგმობი ფაქტია.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 13 2008, 04:09 PM

sergi_glaxa

ციტატა
3. ეს ინფორმაცია არის ძაააალიან სანდო.. სურვილის შემთხვევაში დიდი სიამოვვნებით შეგახვედრებ ამ ადამიანს ...მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შენ არა მართლმადიდებლების მიერ მოყვანილი ინფორმაცია მეტწილად ცრუდ მიგაჩნია, ეჭვი მაქვს დაიჯერო...




ეს სიტყვები შეურაცყოფაა სხვა ადამიანის. ეს ატვირტკის ჩარტმის წინა ქმედებაა. ატვიორტკა უკიდურესობაა, მაგრამ არც შეურაცყოფაა ქრისტიანული,ან სულიერი სიმაღლის მაჩვენებელი.
ციტატა


2. ყველა მართლმადიდებელი არ არის ასეთი.



ეს სიტყვები ასეთ ასოციაციას მაძლევს, რა ტქმა უნდა მართლმადიდბლებშიც არიან გამონაკლისები, რომლებიოც ატვიროტკას არ არტყავენsmile.gif)))))))


ციტატა
3. ეს ინფორმაცია არის ძაააალიან სანდო.. სურვილის შემთხვევაში დიდი სიამოვვნებით შეგახვედრებ ამ ადამიანს ...მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შენ არა მართლმადიდებლების მიერ მოყვანილი ინფორმაცია მეტწილად ცრუდ მიგაჩნია, ეჭვი მაქვს დაიჯერო...




ასეთივე სანდო ინფორმაცია ოღონდ პროპტესტანტებზე, კათოლიკეებზე, იეღოველებზე, მაჰმადიანებზე და სხვათა შორის ბუდისტზეც კი,მეც მაქვს და სხვათა შორის შესაბამისი ფოტო მტკიცებულებებით და არა მხოლოდ. ხოდა რა ვქნა ეხლა დავდო ეს სურათები და ვიძახო მაღთალია ყველა ასეთი არაა, მაგრამ ნახეთ როგორები არიან ტქო?

ის რომ ვიღაცამ სწორედ ქადაგებაც კი არ იცის და სი რომ ვიღაც დამნაშავე ხდება არა მხოლოდ რელიგიურად არამედ, სსისხლის სამართლის წესიტაც, არ ნიშნავს რომელიმე რელიგიის ასეთ მქადაგებლობას. ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცყოფას, რამოდენიმე გიჟის გამო. შენ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ცხოვრობ,სადაც უმეტესობა მოქალაქეების მართლმადიდებელია, სადაც ომინირებუილია მართლმადიდებლური რელიგია, ცხადია , ასეთ დროს მეტად ცანს მართლმადიდებელი ხალხის საქცილი, მათი რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ მინდა გითხრა, მართლმადიდებლებთან შედარებით სხვა აღმსარებლობის მრევლის თუ მოძრვრების სიმცირის მიუხედავად, არც მათგან გვაკლია ანალოგიური თუ უარესი ფაქტები. ეხლა ტავად, პროტესტანტულ და სხვა რელიგიის ქვეყნებში რა ხდება, იმას აღარ ვიტყვი.

თუ ვსაუბრობთ რელიგიურ შეუწყნარებლობაზე, მოდი ზოგადად ვისაუბროთ, ისე რომ ერთამნეთს არ გადავკრათ. ვტქვათ, რომ მოხდა რელიგიური ნიშნით ასეთი რამ და ეს საშინელებაა.

ნუ გვაიძულებთ, ფორუმი დაემსაგვსოს კრიმინალურ ქრონიკას, სადაც დაიდება ის ფაქტები როგორ ურტყავენ ერთმანეთს განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანები.


თემას გავწმენდ ოფებისგან და მარე ვიფიქროთ ერტად რა მიმართულება მივცეთ ამ თემას, მართლაც მხოლოდ ფატქბეი დავდოთ, რომელმა პადრემ ან მოლამ ვის და როდის გაუყარა ცანგალი, თუ რელიგიურ სეუწყნარებლობაზე ვისაუბროთ.

გლახა, სხვა დროს შეურაცყოფსითვის მიიღებ ვორნს. და თუ ეს შენ არ გენაღვლება მით უფრო სამწუხაროა, რადგან საფუძველი ვორნის სხვისი შეურაცყოფაა, ხოდა დაფიქრდი, ღირს თუ არა იმ ადამიანებსი შეურაცყოფა, ვისაც მეგობარს უწოდებ როცა გინდა ხოლმე, თუ არადა იმაზე დაფიქრდი, ქრისტე სახარებაში არავის სეურაცყოფდა ხოლმე. ვიცი რომ სახარებით ცხოვრობ.

თემა, დროებით იხურება.

პოსტის ავტორი: Satevari თარიღი: Jun 14 2008, 08:27 AM

გენაცვალეთ ყველას, მართლა ძალიან მიყვარხართ smile.gif

ერთს გეტყვით...

დავით აღმაშენებელი ხო არის წმინდანად შერაცხული?

თბილისი რომ აიღო ყველა ურჯულო ცოლ-შვილიანად გასვა სარზე... ჯარი ეხვეწებოდა, ცოლ-შვილს მაინც დავანებოთ თავიო ,და ეგენიც მაგათი ჯიშIს არიან გასვით სარზე ყველაო , ბრძანა მეფემ...

ხო და კაცი წმინდადნია

ეხლა მეორე გიორგი ბრწყინვალემ ,როდესაც ცივ გომბორზე ურჩი თავადები დაიბარა, წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცა, თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდებათო...

შეკრიბა თუ არა შეასია ჯარი და დაჩეხეს. ვისი თავი, ვისი ფეხი სად ეგდო ვერ გაარკვიეს, გათხარეს ერთი ორმო , ჩაყარეს ყველა ერთად შიგნით და დამარხეს ...

გიორგი მეფეს ბრწყინვალე ვუწოდეთ, არის კიდეც


გიორგი მეთერთმეტე თავისი ამალით ავღანეთში რომ იბრძოდა, ამალა იყო ის აბა ჯარი მაგას არ ერქვა.. ნახევარი ავღანეთი კინაღამ გაწყვიტა... დაჭერილებს ქართველებმა ტყავი გააძრეს პირდაპირი მნიშვნელობით და გიორგიმ შაჰს გაუგზავნა ადამიანის ტყავები როგორც "უცხო ხილი"


ან თუნდაც ხევსურეთში, მტერს მარჯვენას აჭრიდნენ და სახლის შესასვლელ კარებთან ლურსმნით აჭედებდნენ


რა შემწყნარებელი ხალხი ვართ ეს ქართველები არა? biggrin.gif



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 14 2008, 08:45 AM

biggrin.gif სატევარი კაცო smile.gif

ნენა არ გადაურბინა ჩვენს მეფეებს? ახლა რა ხდება იცი? ბევრისათვის გასაკვირად მე ვეთანხმები გლახას, ყოველშემთხვევაში სათაურს მაინც:

ციტატა
ქართველები ხომ ვართ შემწყნარებლები?, ვაი მართლმადიდებლების ახალი გმირობა...
არა ვართ შემწყანარებლები და ვაიმართლმადიდებლობა უფრო მოდაშია ჩვენს ქვეყანაში, და ხშირად უფრო საღდება მართლმადიდებლობად ვიდრე თავად მართლმადიდებლობა!
რაც შეეხება სატევარ შენს მოყვანილ მაგალითებს, რამოდენიმე რამ უნდა გაითვალისწინო
1) მოტივაცია სიმკაცრისა იყო გამოწვეული პატრიოტიზმით, როგორც ძველ აღთქმაში და არა რაიმე პირადი ან რელიგიური დევნით ( თუმცა არც ეს ბოლოა გამორიცხული, და ესეც პატრიოტული მოტივებით ხდებოდა)
2) უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო შუასაუკუნეები და 21-ე ს.ის მიდგომით ვერ გავზომავთ ( რაც იყო დაშვებული მაშინ, დაგმობილია დღეს და პირიქით)
3) არც გიორგის ბრწყინვალე, არც დავითს აღმაშენებელი და მითუმეტეს წმიდანობა არ მინიჭებია მსგავსი საქციელის გამო, არამედ სრულიად სხვა საქმეების გამო, სამშობლოს დაცვა, პირადი მაღალი ზნეობა, ეკლესიის გაძლიერება და ა.შ.
4) ხევსურული წესი უფრო წარმართული ფესვებისაა ვიდრე ხალხურის... როგორც ის რაც ზემოთ დაწერე მეფეებზე ყველგან ხდებოდა და არამარტო საქართველოში, მაგ საზომით კაციშვილს არა აქვს უფლება თქვას ვართო შემწყანრებლები, არადა საქართველო მართლა არის უცნაურად გამონაკლისი და ისტორიულად შემწყანრებელი ქვეყანა, თბილისში სომხურ-მართლმადიდებლურ-კათოლიკურ ეკლესიები, მეჩეთი, რომელშიც სუნიტებიც და შიიტებიც ლოცულობენ და მათ იქ ფარდა ყოფთ და ორი ფეხის ნაბიჯზეა სინაგოგაც, არის ქართული სულის ყველაზე დადებითი მხარის გამომხატველი, ასე რომ ვერც ასე ცალმხრივად მივუდგებით საკითხს...

მოკლედ აშკარაა რომ დღეს ზოგიერთი სასულიერო პირი თავისი გაუნათლებლობით და აგრესიით რელიგიურ შეუწყანრებლობას არგებს ნიღაბს ჭეშმარიტების დაცვისა, აშკარაა რომ დღეს ჩვენს ერში უკვე იგრძნობა ქსენოფობიაც ( ჩინელების მიმართ, როცა მილიონობით ქართველო თავადაა ემიგრანტი ) და რელიგიური შეუწყნარებლობაც, ეს ორივე ჩვენი საზოგადოების სუსტ მხარეებზე მიანიშნებს და გვავალდებულებს ყველას მართლმადიდებლობა ისეთად წარმოვაჩინოთ, როგორიც არის; უნდა გვეყოს გამბედაობა ჩვენს სისუსტეს სისუსტე დავარქვათ და ძალა და მონდომება რომ ამ სისუსტეს გონივრულად მივუდგეთ და ჩვენს ირგვლივ მაინც შეძლებისდაგვარად მაინც შევავიწროვოთ...

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 14 2008, 09:48 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 13 2008, 04:09 PM) *

[.
რა თქმა უნდა მართლმადიდბლებშიც არიან გამონაკლისები, რომლებიოც ატვიროტკას არ არტყავენsmile.gif)))))))

ხო biggrin.gif

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jun 14 2008, 11:11 AM

ციტატა(sergi_glaxa @ Jun 12 2008, 04:10 PM) *

ქალაქ თელავში ერთ ერთ ადამიანს, პედაგოგს, რომელიც ობოლს ზრდის, იმის გამო, რომ პროტესტანტულ ეკლესიაში დაიწყო სიარული, ერთმა მეზობელმა იმის გამო რომ ის გახდა პროტესტანტი, "ატვიორტკა" შეეცადა ჩაერტყა თავში, ქალმა აიცილა და მოხვდა მხარში და მიიღო ჭრილობა...აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი და არამარტო ის ვაი სასულიერო პირებისგან არიან წაქეზებულები..
ისინი ჩირქს სცხებენ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის ჭეშმარიტ მორწმუნეებს...

მეზობელია, რაღაც ყოფითი დავა ექნებოდა მასთან

ციტატა(Satevari @ Jun 14 2008, 08:27 AM) *

გენაცვალეთ ყველას, მართლა ძალიან მიყვარხართ smile.gif

ერთს გეტყვით...

დავით აღმაშენებელი ხო არის წმინდანად შერაცხული?

თბილისი რომ აიღო ყველა ურჯულო ცოლ-შვილიანად გასვა სარზე... ჯარი ეხვეწებოდა, ცოლ-შვილს მაინც დავანებოთ თავიო ,და ეგენიც მაგათი ჯიშIს არიან გასვით სარზე ყველაო , ბრძანა მეფემ...


რომელ წყაროს ეყრდნობი ამას რომ აცხადებ? თბილისის აღების შემდეგ დავით აღმაშენებელი ისლამურ ტაძრებში შედიოდა და ეკამათებოდა მოლებს, საინტერესოა თუკი ყველა მუსლიმი გაწყვიტეს მერე იქ კვლავ ჩასახლდნენ მუსულმანები? და თუკი ყველანი გაწყვიტეს მათი სალოცავები დატოვეს?

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jun 14 2008, 02:10 PM

ციტატა
წლების მერე ზვიად გამსახურდიასაც წმინდანად შერაცხავს მადლიერი შთამომავლობა და ალბათ ზვიად შემწყნარებელს უწოდებს

უიმე დედა ohmy.gif რა ღვაწლისთვის?

კაიროს
ციტატა
მაგ საზომით კაციშვილს არა აქვს უფლება თქვას ვართო შემწყანრებლები, არადა საქართველო მართლა არის უცნაურად გამონაკლისი და ისტორიულად შემწყანრებელი ქვეყანა, თბილისში სომხურ-მართლმადიდებლურ-კათოლიკურ ეკლესიები, მეჩეთი, რომელშიც სუნიტებიც და შიიტებიც ლოცულობენ და მათ იქ ფარდა ყოფთ და ორი ფეხის ნაბიჯზეა სინაგოგაც, არის ქართული სულის ყველაზე დადებითი მხარის გამომხატველი, ასე რომ ვერც ასე ცალმხრივად მივუდგებით საკითხს...

და რა მაინტერესებს:შემწყნარებლობა,
თვითონ ტერმინის განმარტების შიგნით, არ უნდა დაიყოს? ვთქვათ მოყვასისადმი შემწყნარებლობა, რელიგიური შემწყნარებლობა და ა.შ.

ამ თემაში რა ტიპის შემწყნარებლობა განირჩევა? unsure.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 14 2008, 02:11 PM

ციტატა
შემწყნარებლობა

აქ რელიგიური...
ანუ სხვისი არ დევნა მისი განსხვავებული რელიგიური რწმენის გამო...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 14 2008, 03:59 PM

syd

ციტატა
წლების მერე ზვიად გამსახურდიასაც წმინდანად შერაცხავს მადლიერი შთამომავლობა და ალბათ ზვიად შემწყნარებელს უწოდებს biggrin.gif


რა იცი, ზვიადის სიკვდილის ამბავი ჯერ არ გახმაურებულა, ანუ ზუსტად როგორ გარდაიცვალა, თუ ის მოწამეობრივად მოკვდა, მაშინ არ აქვს იმას მნიშვნელობა როგორ ცხოვრობდა ის.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 14 2008, 04:04 PM

staywhite

ციტატა
არ აქვს იმას მნიშვნელობა როგორ ცხოვრობდა ის.

როგორ გგონია, ისეთი გასაქანი რომ ჰქონოდა მას, როგორიც ჰიტლერს ჰქონდა, ჰიტლერზე ნაკლებს იზავდა? პირველი რასისტი ეგ იყო...
ციტატა
თუ ის მოწამეობრივად მოკვდა

რა მნიშვნელობა აქვს როგორ მოკვდა, მთავარია როგორ იცხოვრა!

P.S. მგონი სხვა თემაში გადავიჭერი smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jun 14 2008, 04:11 PM

მარიამი
თემა იმას ემსახურება რომ როგორმე შეძლოს გლახამ ჩვენს და არამარტო ჩვენს თვალში მართლმადიდებელი სასულიერო პირების დაკნინება ვიღაც გიჟი ფანატის ქმედების გამო...
ჩემო სერგი არ გამოგივა ეგ საქმე tongue.gif ჯერ ერთი შეიძლება ტყუილი იყოს და მეორეც რომც არ იყოს ტყუილი ვიღაც რომელიც შეიძლება სულაც არა არის ეკლესიაში ნამყოფი მოინდომებს "ბასილობას"(მკლავიშვილზეა საუბარი) არანაირად არ სცხებს ჩირქს სამღვდელო პირებს და ჩვენს რელიგიას!, აპატიოს უფალმა მას ეს ქმედება თუა სწორი,თუ დაუახლოვდენა ეკლესიას იქ აუცილებლად ისწავლის სიყვარულს და მიმტევებლობას "სხვათა" მიმართ.

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 14 2008, 04:22 PM

sergi_glaxa

ციტატა
ვინ არის მოწყვეტილი და როგორია და როგორი იყო ქრისტეს დაფუძნებული ეკლესია აბა ახლა კითხე 500 მილიონ პროტესტანტს...


ანუ შენ არ გწამს რასაც მართლმადიდებლობა გვასწავლის?

ციტატა
მე მთხოვეს რომ არ დავასახელო კონკრეტული პიროვნებები..ამიტომ თავს შევიკავებ და არც დავასახელებ

სახელს და გვარს ნუ იტყვი. ის თქვი თავდამსხმელს მღვდელმა დააბარა ესე მოიქეციო, დიაკვანმა თუ მედავითნემ?

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jun 14 2008, 04:23 PM

KAIROS
კი ეთანხმები გლახას მაგრამ მაგალითები რომელიც შენ მოგყავს უფრო შუასაუკუნეების ეპოქას ეკუთვნის და რაღაც თანამედროვე შემთხვევების შესახებ მწირ მაგალითებს ვნახულობ,და ასეთი კითხვა რა შემთხვევაში მიგაჩნია ადამიანი მართლმადიდებლად?
მე მაგალითად ნამდვილად ვერ დავუძახებ ასეთ აგრესიულ და სხვათამწამებელს მართლმადიდებელს ასე რომ მღვდლებს ნუ შევეხებით (იქააცაა გამონაკლისები) მაგრამ მაინც,არა ჩვენი დასაგმობი მათი სიტყვაზე "უვიცობა" ეს ერთი და მეორე,ნამდვილი მართმადიდებელი ნამდვილად გამოირჩევა შემწყნარებლობით,ასე რომ არამართლმადიდებლების საქციელის გამო ჩირქს ნუ მოვსცხებთ იმათ ვინც კარგად იციან რა არის მართლმადიდებლობა!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 14 2008, 09:20 PM

დაივიწყეთ ზვიადი და ნუ აოფებთ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 14 2008, 10:05 PM

ციტატა
მაგალითები რომელიც შენ მოგყავს

მართას სიცოცხლე biggrin.gif
სად მოვიყვანე შენს გახარებას მე მაგალითები? ohmy.gif მე სხვის მოყვანილ
მაგალითებს ვუპასუხე, რა იყო მარტო ჩემს პოსტებს კითხულობ მარტო?
და თუ მართლა ასეა ეს რატომ არ წაიკითხე?
ციტატა
2) უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო შუასაუკუნეები და 21-ე ს.ის მიდგომით ვერ გავზომავთ ( რაც იყო დაშვებული მაშინ, დაგმობილია დღეს და პირიქით)

მოკლედ ნამდვილად გაუგებარია მე რატომ დამეტაკე? biggrin.gif

ციტატა
რაც ზემოთ დაწერე მეფეებზე ყველგან ხდებოდა და არამარტო საქართველოში, მაგ საზომით კაციშვილს არა აქვს უფლება თქვას ვართო შემწყანრებლები, არადა საქართველო მართლა არის უცნაურად გამონაკლისი და ისტორიულად შემწყანრებელი ქვეყანა, თბილისში სომხურ-მართლმადიდებლურ-კათოლიკურ ეკლესიები, მეჩეთი, რომელშიც სუნიტებიც და შიიტებიც ლოცულობენ და მათ იქ ფარდა ყოფთ და ორი ფეხის ნაბიჯზეა სინაგოგაც, არის ქართული სულის ყველაზე დადებითი მხარის გამომხატველი, ასე რომ ვერც ასე ცალმხრივად მივუდგებით საკითხს...

მოკლედ აშკარაა რომ დღეს ზოგიერთი სასულიერო პირი თავისი გაუნათლებლობით და აგრესიით რელიგიურ შეუწყანრებლობას არგებს ნიღაბს ჭეშმარიტების დაცვისა, აშკარაა რომ დღეს ჩვენს ერში უკვე იგრძნობა ქსენოფობიაც ( ჩინელების მიმართ, როცა მილიონობით ქართველო თავადაა ემიგრანტი ) და რელიგიური შეუწყნარებლობაც, ეს ორივე ჩვენი საზოგადოების სუსტ მხარეებზე მიანიშნებს და გვავალდებულებს ყველას მართლმადიდებლობა ისეთად წარმოვაჩინოთ, როგორიც არის; უნდა გვეყოს გამბედაობა ჩვენს სისუსტეს სისუსტე დავარქვათ და ძალა და მონდომება რომ ამ სისუსტეს გონივრულად მივუდგეთ და ჩვენს ირგვლივ მაინც შეძლებისდაგვარად მაინც შევავიწროვოთ...

მოკლედ, კარგად წაიკიტხეთ პოსტი და კონტექსტი smile.gif
ნენა, რა უნდოდა ohmy.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 14 2008, 10:29 PM

რატომ ტვინი არ გაასხმევინა. ყველა პროტესტანტი უნდა ჩაიწიხლოს და აღიგავოს მიწისაგან პირისა

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 14 2008, 10:30 PM

spinoza
რაო? blink.gif და იქნებ მიზეზი გვითხრა რატომ უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა? მხოლოდ იმიტომ რომ შენნაირად არ ფიქრობს?

პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 14 2008, 10:32 PM

ციტატა(syd @ Jun 14 2008, 10:30 PM) *

spinoza
რაო? blink.gif და იქნებ მიზეზი გვითხრა რატომ უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა? მხოლოდ იმიტომ რომ შენნაირად არ ფიქრობს?


იმიტომ, რომ მიეცეს ცხონების გზა და თავის სისხლში მოინათლოს.
სიკვდილი პროტესტანტებს!!! ჯოჯოხეთის ცეცხლი და კუპრი!!! cool.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 14 2008, 10:34 PM

spinoza
და მერე შენნაირები მოდიან და მეუბნებიან რატომ არ ხარ მართლმადიდებელიო...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 14 2008, 10:36 PM

syd

ციტატა
spinoza
და მერე შენნაირები მოდიან და მეუბნებიან რატომ არ ხარ მართლმადიდებელიო...


რა გჭირს, ზოგმა უშნო ხუმრობა იცის biggrin.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 10:37 PM

syd
და ბასილის ხალხი ურტყამდა ნებისმიერს, ვინც არამართლმადიდებელი იყო??

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 14 2008, 10:39 PM

ციტატა
და ბასილის ხალხი ურტყამდა ნებისმიერს, ვინც არამართლმადიდებელი იყო??

მერე ვინ თქვა, რომ ის ხალხია მართლმადიდებელი? biggrin.gif ის იყო გლდანის ეპარქიის biggrin.gif ფანატკა ქალების და კუნთმაგარი და ჭკუასუსტი მამრების დიდი ხროვა biggrin.gif

ციტატა
რატომ ტვინი არ გაასხმევინა. ყველა პროტესტანტი უნდა ჩაიწიხლოს და აღიგავოს მიწისაგან პირისა

შპინოზაი ან ცოტა ნიტო... ან მაგრად ერთობა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 10:42 PM

KAIROS
ყოველ შემთხვევაში თავად ხომ ფიქრობდნენ რომ იყვნენ და რისი მიხედვით არჩევდნენ "მსხვერპლს" არ იცით?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 10:43 PM

ციტატა(syd @ Jun 14 2008, 04:04 PM) *

რა მნიშვნელობა აქვს როგორ მოკვდა, მთავარია როგორ იცხოვრა!

ვინ? გამსახურდიამ?

გამსახურდია არანაირად წმინდანად არ შეირაცხება - ის იყო მწვალებელი

ციტატა(spinoza @ Jun 14 2008, 10:32 PM) *

იმიტომ, რომ მიეცეს ცხონების გზა და თავის სისხლში მოინათლოს.
სიკვდილი პროტესტანტებს!!! ჯოჯოხეთის ცეცხლი და კუპრი!!! cool.gif

ავე იდიოტობის ქადაგებას ფორუმზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 10:44 PM

კანუდოსელი
და ვის აწვალებდა ეგეც თქვით ბარემ!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 10:46 PM

ციტატა(მარიამი @ Jun 12 2008, 04:35 PM) *

რამდენიმე კითხვა მაქვს:
1. მართლმადიდებლობა ასწავლის ვინმეს (ვინც არ უნდა იყოს) სახრახნისი (და არა ატვიორტკა) ჩაარტყითო?

მარიამ მაგიტომ ქვია თემას ვაი მართლმადიდებელი.....



ციტატა(Rozoma @ Jun 14 2008, 10:44 PM) *

კანუდოსელი
და ვის აწვალებდა ეგეც თქვით ბარემ!

განწვალება - ნიშნავს იგივეს რაც ერესი, ანუ მწვალებელი იგივეა რაც ერეტიკოსი

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 14 2008, 10:47 PM

საინტერესოა რატომ გაიკვირვა სერგი-გლახას მიერ მოყვანილ ფაქტის გამო ზოგიერთმა? რა არ არიან ჩვენთან რელიგიური შოვინიზმით დამუხტული ერისა თუ ბერის წარმომადგენელები?

ეს არის ჩვენი ქართული მართლმადიდებლობა, საიდანაც სულიერი განდევნილია და მხოლოდ ნაციონალისტურ-მესიანისტული იდეებით ხდება სააზრდოობა. ჩვენ დიდი საიმაყით ვაცხადებთ, რომ რელიგიას ჩვენთან დიდი რეიტინგი აქვს. მაგრამ ამ "რელიგიას" ქაოსის მეტი არაფერი მოაქვს, ვზივართ ამ სულიერი ფეკალში და გვიხარია ჩვენი "სულიერება".

ეხლა გაიკვირვებს ზოგიერთი spinoza ამ პოსტი გამო

ციტატა
რატომ ტვინი არ გაასხმევინა. ყველა პროტესტანტი უნდა ჩაიწიხლოს და აღიგავოს მიწისაგან პირისა


მაგრამ რელობაში გულში უმეტესობას მალამოდ მოედება ეგ ამბავი, აქ კი დიდი ქრისტიანივით სრულიად საპირისპიროს დაწერეს.

სპინოზას ახალი არაფერი უთქვას, ის ახმოვანებს ჩვენი ერის პოზიციას.

ეხლა მოვლენ და დამიწყებენ იმის მტკიცებას, რომ აგრესიულად ვქადაგებ ამბიონიდან

ფუი....

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 10:49 PM

მოვიდა ჩემნაირი biggrin.gif

მაგრამ მგონი მჯობნის biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 14 2008, 10:49 PM

კანუდოსელი

ციტატა
მაგრამ მგონი მჯობნის biggrin.gif


კი, უფრო პირდაპირია და გასაგებად ამბობს smile.gif

პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 14 2008, 10:50 PM

ჩვენი ორდენის წევრები ყვეას მისცემენ გზას ცხონებისას, თვით დიდ სერგისაც, პროტესტანტთა დამცველს.
არა კაც ჰკლაო! ანუ არაკაცი მოჰკალიო. ყველა პროტესტანტი კი არაკაცია და უნდა მოიკლას, რო ცხონდეს? smile.gif


პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 10:50 PM

კანუდოსელი

ციტატა
განწვალება - ნიშნავს იგივეს რაც ერესი, ანუ მწვალებელი იგივეა რაც ერეტიკოსი

ამით უნდა მივხვდე პასუხს? blink.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 14 2008, 10:51 PM

spinoza
გვეაკიფება ეს კაცი მგონი, მარა ცუდად კაიფობს ძალიან sad.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 10:52 PM

ციტატა(spinoza @ Jun 14 2008, 10:50 PM) *

ჩვენი ორდენის წევრები ყვეას მისცემენ გზას ცხონებისას, თვით დიდ სერგისაც, პროტესტანტთა დამცველს.
არა კაც ჰკლაო! ანუ არაკაცი მოჰკალიო. ყველა პროტესტანტი კი არაკაცია და უნდა მოიკლას, რო ცხონდეს? smile.gif

უკაცრავად მაგრამ თქვენ ნორმალური ხართ?

ციტატა(Rozoma @ Jun 14 2008, 10:50 PM) *

ამით უნდა მივხვდე პასუხს? blink.gif

ამით უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი კითხვა უადგილოა

პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 14 2008, 10:52 PM

ციტატა(death @ Jun 14 2008, 10:47 PM) *

საინტერესოა რატომ გაიკვირვა სერგი-გლახას მიერ მოყვანილ ფაქტის გამო ზოგიერთმა? რა არ არიან ჩვენთან რელიგიური შოვინიზმით დამუხტული ერისა თუ ბერის წარმომადგენელები?

ეს არის ჩვენი ქართული მართლმადიდებლობა, საიდანაც სულიერი განდევნილია და მხოლოდ ნაციონალისტურ-მესიანისტული იდეებით ხდება სააზრდოობა. ჩვენ დიდი საიმაყით ვაცხადებთ, რომ რელიგიას ჩვენთან დიდი რეიტინგი აქვს. მაგრამ ამ "რელიგიას" ქაოსის მეტი არაფერი მოაქვს, ვზივართ ამ სულიერი ფეკალში და გვიხარია ჩვენი "სულიერება".

ეხლა გაიკვირვებს ზოგიერთი spinoza ამ პოსტი გამო
მაგრამ რელობაში გულში უმეტესობას მალამოდ მოედება ეგ ამბავი, აქ კი დიდი ქრისტიანივით სრულიად საპირისპიროს დაწერეს.

სპინოზას ახალი არაფერი უთქვას, ის ახმოვანებს ჩვენი ერის პოზიციას.

ეხლა მოვლენ და დამიწყებენ იმის მტკიცებას, რომ აგრესიულად ვქადაგებ ამბიონიდან

ფუი....



ბევრი, ბევრი ჩვენთაგანი გალოკავდა სიამოვნებით სისხლიანი სახრახნისის წვეტს, რომელზეც ვაიდა ვითომ უცოდველი პროტესტანტის სისხლი იყო ცხებული.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 14 2008, 10:54 PM

ციტატა
ბევრი, ბევრი ჩვენთაგანი გალოკავდა სიამოვნებით სისხლიანი სახრახნისის წვეტს, რომელზეც ვაიდა ვითომ უცოდველი პროტესტანტის სისხლი იყო ცხებული

ეს მანიაკიც ყოფილა არა თუ, ვაი მართლმადიდებელი!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 10:54 PM

სად არიან სერგიზე იერიშის მიმტანი ფორუმელები?
ეს არანორმალური რასაც წერს მისაღებია?

პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 14 2008, 10:54 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 14 2008, 10:52 PM) *

უკაცრავად მაგრამ თქვენ ნორმალური ხართ?
ამით უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი კითხვა უადგილოა


კი ნორმალური ვარ. ფსიქიკურად გაწონასწორებული.
ეგ ხო იცი, რომ ყველა პროტესტანტი და არამართლმადიდებელი ჯოჯოხეთში დაინთქმევა და დაიფერფლება, ხოდა მივცეთ გზა ცხონებისა და ვაწამოთ ამ მიწაზე და აღვასრულოთ როგორც მართლმადიდებელი smile.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 10:54 PM

კარგით ახლა, ნუ გახადეთ ქართველი ერი მთლად გადასაგდები, ყველგანაა ცუდიც და კარგიც, ხომ ვარ მართალი? ჩვენთან რომ სკინხედები იყვნენ აი მერე რას იტყოდით ნეტა smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 10:56 PM

ციტატა(spinoza @ Jun 14 2008, 10:54 PM) *

კი ნორმალური ვარ. ფსიქიკურად გაწონასწორებული.
ეგ ხო იცი, რომ ყველა პროტესტანტი და არამართლმადიდებელი ჯოჯოხეთში დაინთქმევა და დაიფერფლება, ხოდა მივცეთ გზა ცხონებისა და ვაწამოთ ამ მიწაზე და აღვასრულოთ როგორც მართლმადიდებელი smile.gif


მდაა....ავადა ხართ ბატონო ჩემო, ავად და თან ძალიან სერიოზულად...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 14 2008, 10:57 PM

კანუდოსელი

ციტატა
მდაა....ავადა ხართ ბატონო ჩემო, ავად და თან ძალიან სერიოზულად...


მე კი უფრო სხვა რამეს ვფიქრობ, ანუ N-განზომილებას biggrin.gif


პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 10:57 PM

კანუდოსელი
კი მაგრამ რატომაა კითხვა უადგილო, მაინტერესებს ვინ აწამა ზვიად გამსახურდიამ,ასე დაბეჯითებით რომ ამტკიცებთ მწვალებელი იყოო, მაინტერესებს რითი დაიმსახურა ასეთი შეფასება

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 14 2008, 10:57 PM

პ.ს. ტრივოგააა! როტა ვსტააატ!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 11:00 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 14 2008, 10:57 PM) *

კანუდოსელი
კი მაგრამ რატომაა კითხვა უადგილო, მაინტერესებს ვინ აწამა ზვიად გამსახურდიამ,ასე დაბეჯითებით რომ ამტკიცებთ მწვალებელი იყოო, მაინტერესებს რითი დაიმსახურა ასეთი შეფასება

მწვალებლობა ნიშნავს ერეტიკოსობას და არა იმას, რომ მან ვინმე აწამა biggrin.gif

მე არ მითქვამს რომ მან ვინმე აწამა, უბრალოდ ძველი ქართული სიტყვა: მწვალებელი ახალ ქართულში სხვაგვარად აღიქმება, არადა მისი რელიგიური დატვირთვა წვალების თანამედროვე გაგებასთან კავშირში არაა...

ის იყო ერეტიკოსი და არა ვინმეს მწვალებელი - ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით

პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 14 2008, 11:02 PM

მალე გამოჩნდებიან. ერქმევათ "ქართლოსები" ყველა არამართლმადიდებელს სიკვდილით და წამებით დავღლით. სიკვდილს ინატრებენ. biggrin.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 11:02 PM

ბარემ ბოლომდე გამარკვიეთ, რატომ იყო ერეტიკოსი?

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 14 2008, 11:02 PM

ციტატა(spinoza @ Jun 14 2008, 10:52 PM) *

ბევრი, ბევრი ჩვენთაგანი გალოკავდა სიამოვნებით სისხლიანი სახრახნისის წვეტს, რომელზეც ვაიდა ვითომ უცოდველი პროტესტანტის სისხლი იყო ცხებული.


არ ვიცი ეხლა კაიფობ თუ მართლა ვერ ხარ სრულ ჭკუაზე მაგრამ ფაქტია, მსგავს პოსტებს მხოლოდ ის ადამიანები წერებ ვისი განათლობის დონეც მეხუთე კლასის დონეს არ სცილდება. ამიტომ შენ სხვას ვერც ვერაფერ დაწერ. ფანტაზიებში შენნაირ ფანტაზიორებთან ჩამოყალიბებული გაქვს, რაღაც "ორდენი" (საერთოდ თუ მართლიაეს ორდენის ამბავი) და რაღაცას ბჟუტურობ biggrin.gif

ერთი რჩევას მოგცემ, მიდი კანიბალ კორპსი ჩართე და ჯავრს გადააყოლებ, ოღონდ ძაან არ შეყვე თორე ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნა იცის biggrin.gif

ისე და რომელ კლასში ხარ?

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 11:02 PM

spinoza
biggrin.gif

ხუმრობს ადამიანი, რა გჭირთ smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 14 2008, 11:04 PM

spinoza
გაიტანეთ ეს სურათი!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 11:06 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 14 2008, 11:02 PM) *

ბარემ ბოლომდე გამარკვიეთ, რატომ იყო ერეტიკოსი?

შტაინერის სწავლების მიმდევარი იყო და ამას არც მალავდა...შტაინერის სწავლება კი დაგმობილია ერთერთ ადგილობრივ კრებაზე, როგორც ერესი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 14 2008, 11:07 PM

კანუდოსელი
მომენატრე! ჩამოხვედი?

პ.ს. მაპატიეთ ოფი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 11:09 PM

ციტატა(ნათია @ Jun 14 2008, 11:07 PM) *

კანუდოსელი
მომენატრე! ჩამოხვედი?

პ.ს. მაპატიეთ ოფი

არა, ჯერ მედიტაცია მაქვს თემაზე: დოიჩლანდ Uბერ ალლესbiggrin.gif

ხვალ მედიტაციას გავაგრძელებ ნანასთან smile.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 11:10 PM

მაინც და მაინც ვერ ვერკვევი შტაინერის სწავლებაში და რას გულისხმობდა ? მოკლედ თუ შეიძლება

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 11:11 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 14 2008, 11:10 PM) *

მაინც და მაინც ვერ ვერკვევი შტაინერის სწავლებაში და რას გულისხმობდა ? მოკლედ თუ შეიძლება


ბუდა, ქრისტე, მუჰამედი - სამივე ინკარნაციაა და ინიციაციაა ერთი ჭეშმარიტი სულისა

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 14 2008, 11:12 PM

კანუდოსელი

ციტატა
ხვალ მედიტაციას გავაგრძელებ ნანასთან

ხვალ ნახავ ნანას?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 11:13 PM

ციტატა(ნათია @ Jun 14 2008, 11:12 PM) *

კანუდოსელი

ხვალ ნახავ ნანას?

კი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 14 2008, 11:13 PM

კანუდოსელი

ციტატა
კი

მოკითხვა! kiss1.gif


პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 11:14 PM

კანუდოსელი
ერთი გაუნათლებელი ბიჭი ვარ, ვერ ვერკვევი ამ უცხოურ სიტყვებში, უფრო მარტივი განმარტება არ აქვს? sad.gif

პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 14 2008, 11:15 PM

მე გახლავართ, 34 წლის, ვარ ფილოსოფოსი, სწავლის პერიოდში მივხვდი, რომ ყველაფერი ამაო იყო. მე მინდა ვუჩვენო გზა არამართლმადიდებლებს ცის სკენ და დავეხმარო ამაში. სრულად ჯანსაღი ვარ. კანიბალ კორპსს არა მაგრამ ნაიტვიშისს ღაღადისსზე მოხდება ის რაც იხსნის მათ სულებს

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 11:16 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 14 2008, 11:14 PM) *

კანუდოსელი
ერთი გაუნათლებელი ბიჭი ვარ, ვერ ვერკვევი ამ უცხოურ სიტყვებში, უფრო მარტივი განმარტება არ აქვს? sad.gif

ბუდა ქრისტე და მუჰამედი ერთი და იგივეაო

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 11:17 PM

აა გავიგე smile.gif და ნამდვილად აღიარებდა? წყარო?

პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 14 2008, 11:19 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 14 2008, 10:56 PM) *

მდაა....ავადა ხართ ბატონო ჩემო, ავად და თან ძალიან სერიოზულად...



შენ იქნები წმინდა მამა ხო?ზვიადი იყო მწვალებელი. ზვიადი ერის მამა იყო და ლიდერი.პატრიოტი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 11:20 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 14 2008, 11:17 PM) *

აა გავიგე smile.gif და ნამდვილად აღიარებდა? წყარო?

ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება

ციტატა(spinoza @ Jun 14 2008, 11:19 PM) *

შენ იქნები წმინდა მამა ხო?ზვიადი იყო მწვალებელი. ზვიადი ერის მამა იყო და ლიდერი.პატრიოტი

შენი ჭირიმე, მოდი გაიარე რაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 11:23 PM

კანუდოსელი
blink.gif ვერ მივხვდი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 11:24 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 14 2008, 11:23 PM) *

კანუდოსელი
blink.gif ვერ მივხვდი

წიგნია ასეთი...გამსახურდიას ნაშრომი სახელწოდებით: ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება - აი იქ წერია რაც მე ვთქვი

პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 14 2008, 11:26 PM

მკვლევარ კაცზე მწვალებელიაო.

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 11:27 PM

გასაგებია. და ეგ პირდაპირ მიანიშნებს იმას რომ მართლმადიდებელი არ იყო? თუ იყო მაგრამ რაღაც სხვანაირად ესმოდა?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 11:27 PM

ციტატა(spinoza @ Jun 14 2008, 11:26 PM) *

მკვლევარ კაცზე მწვალებელიაო.

ნუ რა პარალელია biggrin.gif

პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 14 2008, 11:29 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 14 2008, 11:27 PM) *

ნუ რა პარალელია biggrin.gif


შენ ვინ მოგცა უფლება ერის მამას, რომ განიკითხავ?
არ გეშინია?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 11:31 PM

ციტატა(spinoza @ Jun 14 2008, 11:29 PM) *

არ გეშინია?

არა biggrin.gif

პ.ს.
ერის მამა კი არა გიჟი იყო და არანორმალური

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 14 2008, 11:32 PM

ციტატა(spinoza @ Jun 14 2008, 11:15 PM) *

მე გახლავართ, 34 წლის, ვარ ფილოსოფოსი, სწავლის პერიოდში მივხვდი, რომ ყველაფერი ამაო იყო. მე მინდა ვუჩვენო გზა არამართლმადიდებლებს ცის სკენ და დავეხმარო ამაში. სრულად ჯანსაღი ვარ. კანიბალ კორპსს არა მაგრამ ნაიტვიშისს ღაღადისსზე მოხდება ის რაც იხსნის მათ სულებს

დაეშვი მიწაზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 14 2008, 11:33 PM

ციტატა(spinoza @ Jun 14 2008, 11:29 PM) *

შენ ვინ მოგცა უფლება ერის მამას, რომ განიკითხავ?


ერის არა მაგრამ მანანა არჩავაძის ვაჟების მამა ნაღდად არის biggrin.gif


ციტატა
არ გეშინია?


ვისი მანანასი?

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 11:33 PM

კანუდოსელი
გასაგებია. და ეგ პირდაპირ მიანიშნებს იმას რომ მართლმადიდებელი არ იყო? თუ იყო მაგრამ რაღაც სხვანაირად ესმოდა?

პოსტის ავტორი: spinoza თარიღი: Jun 14 2008, 11:34 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 14 2008, 11:31 PM) *

არა biggrin.gif

პ.ს.
ერის მამა კი არა გიჟი იყო და არანორმალური



მანანასი არ გეშინია, რო დაგაპარჭყნოს ეგ სახე?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 14 2008, 11:34 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 14 2008, 11:33 PM) *

კანუდოსელი
გასაგებია. და ეგ პირდაპირ მიანიშნებს იმას რომ მართლმადიდებელი არ იყო? თუ იყო მაგრამ რაღაც სხვანაირად ესმოდა?

მართლმადიდებლობა თუ გესმის შენებურად - უკვე არამართლმადიდებელი ხარ

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 11:35 PM

კანუდოსელი
და გინდა დამარწმუნო, რომ ყველა მართლმადიდებელს ერთნაირად ესმის ყველაფერი რაც მართლმადიდებლობაშია?

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 14 2008, 11:40 PM

ციტატა(spinoza @ Jun 14 2008, 11:34 PM) *

მანანასი არ გეშინია, რო დაგაპარჭყნოს ეგ სახე?


იმედი მაქვს, რომ ერის მამის ცოლი მაგას არ იკადრებს biggrin.gif

პ.ს. მოდერატორების საყურადღებოდ:

რა იყო სად გაიპარეთ? რა ელის ამ ბატონს რომლიც წინ და უკან აყენებს შეურაცყოფას სხვა აღმსარებლობის ადამიანებს? სად არის ფორუმის დიდი სჯულის კანონი? biggrin.gif რაც გსიამოვნებ იმას ატარებთ არა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 11:44 PM

death

ციტატა
შეურაწყობას


გინდოდა გეთქვა შეურაცხყოფას ხომ? smile.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 14 2008, 11:45 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 14 2008, 11:44 PM) *

death
გინდოდა გეთქვა შეურაცხყოფას ხომ? smile.gif


ჩქარა ვწერ და მეპარება შეცდომები წერაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 14 2008, 11:50 PM

death
ეგ არაფერი smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jun 14 2008, 11:51 PM

თემა იხურება!

spinozaს გაფრთხილება!

შენი აზრის გამოთქმის უფლება გაქვს, მაგრამ შეურაცხყოფის უფლება ნამდვილად არა!

death

ციტატა
რა იყო სად გაიპარეთ?

იქნებ როგორმე გაიგოთ რომ მოდერატორებიც ადამიანები არიან და შეიძლება მოხდეს ისეთი უიშვიათესი მომენტი როდესაც ისინი უბრალოდ კომპიუტერთან არ ზიან!!! არსად არ გაპარულან მოდერატორები და კორექტულად წერეთ!!!

თუ რაიმე შემაშფოთებელი ხდება და მოდერატორი გასულია, გამოიყენეთ "შეატყობინე მოდერატორს" ფუნქცია...

თემა იხურება!


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)