თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ ტვერის ოლქში, საკუთარ სახლში მღვდელმსახური

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 4 2006, 11:06 PM

ტვერის ოლქში, საკუთარ სახლში მღვდელმსახური, მისი მეუღლე და სამი შვილი დაიწვა


ტვერის ოლქის სოფელ პრიამუხინაში, საკუთარ სახლში ტვერის ეპარქიის მართლმადიდებელი მღვდელმსახური ანდრეი ნიკოლაევი, მისი სამი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ქსენია დაიწვნენ, - იტყობინება РИА Новости ინტერნეტ გვერდ “მართლმადიდებლობა და მსოფლიოზე” დაყრდნობით.

ტვერისა და კაშინსკის მთვარეპისკოპოს ვიქტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ტვერის ეპარქიის ყველა ტაძარში წაიკითხეს, ნათქვამია, რომ მამა ანდრეი თავის ოჯახთან ერთად 1-2 დეკემბრის ღამეს დაიწვა.

როგორც საიტზეა აღნიშნული, სახლს ბენზინი მიასხეს და გადაწვეს.

რამდენიმე თვის უკან მღვდელმსახური დახმარებასა და დაცვას ითხოვდა, – როგორც მედია იტყობინება, - ადგილობრივი მცხოვრებლები თვრებოდნენ, მამა ანდრეი კი მათ საშუალებას არ აძლევდა გაეძარცვათ ეკლესია და მოპარული ნივთების სანაცვლოდ არაყი შეეძინათ. მღვდლის თანასოფლელებისა და ტვერის ეპარქიის მღვდელმსახურების აზრით, ეს შემთხვევითი სიკვდილი არ იყო – მამა ანდრეისა და მის მრევლს ემუქრებოდნენ, მისი სახლი კი ერთხელ უკვე გადაწვეს.

როგორც ტვერის შინაგან საქმეთა სამმართველოდან იუწყებიან, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. ორშაბათიდან საზოგადოებასთან კავშირისათვის ცხელი ხაზის გახსნა იგეგმება.


პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 4 2006, 11:09 PM

შემზარავი ფაქტია sad.gif მაგრამ როგორც ამ ინფორმაციიდან ჩანს, მოძღვარს და მის ოჯახს ეს მოწამეობად ჩაეთვლებათ, რადგან მიზეზი მათი დაღუპვისა ქრისტიანობის ქადაგება იყო...

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Dec 4 2006, 11:15 PM

აუ რა საშინელებაააsad.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 5 2006, 12:17 AM

ციტატა
შემზარავი ფაქტია მაგრამ როგორც ამ ინფორმაციიდან ჩანს, მოძღვარს და მის ოჯახს ეს მოწამეობად ჩაეთვლებათ, რადგან მიზეზი მათი დაღუპვისა ქრისტიანობის ქადაგება იყო...


ეგაა და ძალიან მიხარია smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2006, 02:08 PM

ამ ამბავმა მეც შემძრა.. sad.gif

ალბათ, უფალმა გამოირჩია თავის ღვაწლის გამო, რაკი მოწამეობრივად აღესრულა მამა ანდრეი..

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Dec 5 2006, 02:47 PM

ციტატა

მოძღვარს და მის ოჯახს ეს მოწამეობად ჩაეთვლებათ, რადგან მიზეზი მათი დაღუპვისა ქრისტიანობის ქადაგება იყო...

ჰო... მეც მოვისმინე ეს ინფორმაცია გუშსინ და მაგრად იმოქმედა... გავოგნდი... რას აკეთებს ეს ხალხი...საერთოდ აღარ აზროვნებენ რაა....

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Dec 6 2006, 11:59 PM

მართლაც, შემზარავი ამბავია. მამაოსა და მისი ოჯახის სურათს რომ ნახავთ, გული აგეწვებათ. მინდა, ეს სტატია წაიკითხოთ
http://www.st-tatiana.ru
Запах горелой древесины
диакон Александр Волков

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2006, 03:49 PM

http://www.pravmir.ru/article_1524.html

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 7 2006, 04:03 PM

ეჰ sad.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 7 2006, 09:18 PM

რა საშინელებაა გამხეცებული და გონებადაკარგული ადამიანი... sad.gif როგორ უნდა იცხოვროს ამ ყველაფრის მერე ამის ჩამდენმა

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 7 2006, 09:53 PM

ეხლა ეს ადამიანმა ჩაიდინა თუ ნადირმა ფუი რა ამ ხალხს ხო აღარ გააჩნიათ არანაირი ღვთის მოშიშობა . ცუდად გავხდი. აუ რა ნადირები არან რა

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Dec 11 2006, 12:01 AM

ახლა წავიკითხე, რომ არის ასეთი ვერსია, იგი სატანისტებმა დაწვეს. იმ სოფელში ყოფილან და მამაო მათ უწევდა წინააღმდეგობას. ჯერ ვერცერთი მღვდელი ვერ დაითანხმეს, რომ იმ სოფლში იმსახუროს.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 16 2007, 10:52 AM

ციტატა
ჯერ ვერცერთი მღვდელი ვერ დაითანხმეს, რომ იმ სოფლში იმსახუროს.



გასაგებია რატომაც ვერ დაიტანხმეს. წავიკითხე, რომ სახლიდან, რომ არ გაქცეულიყვნენ კარები აუჭედეს და ისე დაწვესო... არ ვიცი რა ვთქვა, რა დაუნდობელია ადამიანი.....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)