თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ ფოტოგრაფებს !

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 19 2008, 02:11 PM

ერთმა კარგმა მეპურმარილე კაცმა მთხოვა ვინმე კარგი ფოტოგრაფი ხომ არ იციო, კვირას, 23 ნოემბერს აქვს ქორწილი და უნდა ჯვრისწერა და ხელისმოწერა აღბეჭდოს

1. ფოტოგრაფი უნდა იყოს თავისი ფოტოაპარატით, აუცილებლად ციფრული აპარატით, არა მოყვარულის, ნორმალური ობიექტივით და პიქსელებით

2. როგორც ამ მურაბა კაცმა ამიხსნა, ფოტოგრაფი დაკავებული იქნება 2-3 საათით და მერე სუფრაზე თუ წავა კარგადაც მოილხენს biggrin.gif

3. ფოტოებს ალბათ დისკზე ჩაწერს და დამკვეთი თვითონ დაბეჭდავს

4. რასაკვირველია ეს მურაბა კაცი გადამხდელია და მოველაპარაკოთbiggrin.gif

მოკლედ თუ ვინმეს გაქვთ ინფო ფოტოგრაფებზე/ფოტომოყვარულებზე მომწერეთ PM-ში სასურველი ერთჯერადი ანაზღაურებით და გადაგამისამართებთ იმ მურაბა კაცთან

P.S. დაპატიჯებული რომ არ ვიყო და ეს მურაბა კაციც წინააღმდეგი რომ არ იყოს და კარგი ფოტოაპარატიც რომ მქონდეს მეც სიამოვნებით ვიქნებოდი ფოტოგრაფი კვირას
ჰო, duty station: Tbilisi, Georgia

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 19 2008, 02:20 PM

ჰო, PM-ები რა საჭიროა, დაწერეთ აქვე biggrin.gif
საჭირო ინფორმაციაა ნამდვილად, რა იცი რაში გამოადგეს ადამიანს biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 19 2008, 02:22 PM

ერთ ფოტოგრაფს კი ვიცნობ, მაგრამ ის ისეთი მეღვინეა თვითონ რომ კამერას აბრალებდა ფოკუსი არ სწორდებაო და თურმე გახლეწილი მთვრალი იყო და თვითონ ჰქონდა "ცენტროვკა" დაკარგული... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 19 2008, 02:23 PM

ციტატა
ჰო, PM-ები რა საჭიროა, დაწერეთ აქვე
საჭირო ინფორმაციაა ნამდვილად, რა იცი რაში გამოადგეს ადამიანს


ჰო, თან ბევრი ფოტომოყვარულია ამ ფორუმზე და მგონი არაა ცუდი წინადადება

გიორგი
ციტატა
ერთ ფოტოგრაფს კი ვიცნობ, მაგრამ ის ისეთი მეღვინეა თვითონ რომ კამერას აბრალებდა ფოკუსი არ სწორდებაო და თურმე გახლეწილი მთვრალი იყო და თვითონ ჰქონდა "ცენტროვკა" დაკარგული...


მე ვფიქრობ უპირატესობა ჩვენს ფორუმელებს უნდა მივანიჭოთ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 19 2008, 02:30 PM

2-3 საათით წავალ, გააჩნია რამდენს იხდის smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 19 2008, 02:33 PM

ქავთარაძე

ციტატა
2-3 საათით წავალ, გააჩნია რამდენს იხდის


აი შენისთანა ფოტოგრაფი მართლაც რომ არ აწყენდა

საქმე იმაშია რომ თვითონ ფასები არ იცის შენ რამდენადაც გიღირს შენი დრო (იმიტომ, რომ ქორწილში მანდამაინც შემოქმედებითი წვა არ დაგჭირდება, მთავარია ცხვირი გავს-გავს, ტუჩები გავს-გავს smile.gif ) ის თანხა მომწერე თუ გინდა PM-სჰი და შევათანხმებ

აპარატიც კარგი გაქვს

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 19 2008, 02:40 PM

ქავთარაძე
ვახ, ვახ, აი შენისთანა ფოტოგრაფი თუ მეყოლა, იქნება მეც ვიფიქრო ჯვრისწერაზე! 2kiss.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 19 2008, 02:41 PM

k@the

ციტატა
ვახ, ვახ, აი შენისთანას ფოტოგრაფი თუ მეყოლა, იქნება მეც ვიფიქრო ჯვრისწერაზე!


შენ აწი ფოტოგრაფი თუ გიშველის laugh.gif

ქავთარაძე
გადაწყვიტე რამე, თუ ანგარიშობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 19 2008, 02:42 PM

ციტატა(Giorgi- @ Nov 19 2008, 11:41 AM) *

k@the
შენ აწი ფოტოგრაფი თუ გიშველის laugh.gif

ჰო, ეგღა დარჩა გასარკვევი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 19 2008, 02:55 PM

biggrin.gif გიოს ისეთი ძვირი ვუთხარი რო აღარ მპასუხობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Nov 19 2008, 02:57 PM

http://www.boke.ge/forum/?act=home აქ იპოვი
ისე ჩვენი ფორუმელიცაა ამ საიტზე მაგრამ წამოსვლის რა გითხრა biggrin.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Nov 19 2008, 03:04 PM

ხო ბოკეზე გაავრცელე ეგ წინადადება და რავი ბევრი მსურველი იქნება ალბათ biggrin.gif
მაგრამ თანხა უეჭველი დაწერე

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 19 2008, 05:11 PM

ქავთარაძე

ციტატა
გიოს ისეთი ძვირი ვუთხარი რო აღარ მპასუხობს


არა,მ შუქი არ იყო და გათიშული იყო კომპიუტერები. ვეტყვი შენს წინადადებას

სიძვირის რა გითხრა, ჩემი გადასახდელი ხო არაა biggrin.gif იმან იფიქროს biggrin.gif

თან არც მგონია ძვირი. 15 ლარი რა ფულია tongue.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)