თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ გულის სალბუნი

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Dec 21 2006, 11:23 AM


,,ყმა ვიყავ და დავბერდიმცა და არა მიხილავს მართალი კაცი დაგდებულ და არცა თესლი მისი მთხოველ პურისა!''



პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 21 2006, 11:30 AM

"ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და ყოველივე შეგეძინოს თქვენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2006, 11:20 AM

როცა ფსალმუნი მთავრდება სიტყვებით "დიდება" უნდა წავიკითხოთ ეს ლოცვა:

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ) უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ) დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი, სულიერი დანი და ძმანი ჩვენნი (სახელებით მოიხსენიეთ თქვენი ჯგუფის წევრები და ახლობლები) და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსე იგინი ყოველითა კეთილითა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 29 2006, 06:14 PM

ფსალმუნის სიტყვების გაგონებაზე ბოროტი შიშისაგან თრთის, და მიუხედავად იმისა, გესმის თუ არა ფსალმუნის სიტყები, მაინც უნდა წაიკითხო

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Dec 29 2006, 06:27 PM

"მიუტევე უფალს ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ"

"მაუწყე უფალი გზაი რომელსაცა ვიდოდე"

პოსტის ავტორი: guri777 თარიღი: Dec 30 2006, 12:48 AM

მე ძალიან მომწონს უწმინდესის ლოცვა."ო ღმერთო ერთო სამება წმინდაო ერთ არსო და განუყოფელო,დიდებაი და მადლობაი შენდა,ღვთის კურთხეულო მამულო ჩვენო საქართველო უდაბნოსა შინა ყვავილო დაუჭყნობელო,ტაძარო სამებისაო კლიტეო დავითისაო,მახვილო მესიისაო,ადიდე ღმერთი და იხარე მარად"

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Dec 30 2006, 10:40 PM

მე ძალიან მიყვარს ფსალმუნები. ეს მართლაც საოცაროი რამაა. მისი კითხვისას შენზე გადმომდის რაღაც უხილავი ძალა, რომელიც გამშვიდებს, გაწყნარებს და უფლისადმი რწმენაში განმტკიცებს. ფსალმუნში ეს სიტყვები ძალიან მომწონს:
"რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე? სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო.
ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი მოშიშთა მისთა."

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Dec 31 2006, 11:37 AM

"...წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე წუთისოფელს."
სახარება იოანესი 16:33

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)