თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ _ რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?

პოსტის ავტორი: bakolavio თარიღი: Dec 15 2013, 07:22 PM

რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?

ბიბლიის თავი : მუხლი

ამონაწერი ბიბლიიდან

მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული.

2 ტიმოთე 4:1-5 მთელი სერიოზულობით გეუბნები ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, და გიმოწმებ მისი გამოცხადებითა და სამეფოთი. იქადაგე სიტყვა გადაუდებლად კარგ დროშიც და ცუდ დროშიც, გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით. დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ და ზღაპრებზე გადავლენ. შენ კი ყველაფერში იფხიზლე, მოითმინე ბოროტება, აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება.

საქმეები 10:42 მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ, რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა.

2 კორინთელები 4:4,5 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.5ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოზე, რომ ის უფალია, ჩვენ კი — თქვენი მონები იესოს გულისთვის.

იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.

2 ტიმოთე 3:12,13 ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება. ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან.

რომაელები 10:13-15 „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა? ან როგორ იქადაგონ, თუ არავინ გაგზავნა? როგორც დაწერილია: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“
მაგრამ ყველა როდი დაემორჩილა ამ სასიხარულო ცნობას, რადგან ესაია ამბობს: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“ ამრიგად, რწმენა მოსმენილისგან მოდის, მოსმენილი კი — ქრისტეს შესახებ სიტყვისგან. მაგრამ გეკითხებით: განა არ მოუსმენიათ? „მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა, მსოფლიოს კიდით კიდემდე — მათი სიტყვები“

ებრაელები 10:23 მტკიცედ და უყოყმანოდ განვაგრძოთ ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადება, რადგან ერთგულია ის, ვინც დაგვპირდა.

ებრაელები 13:15 ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს.

1-იოანე 4:5,6 ისინი ქვეყნიერებისგან არიან, ამიტომაც ლაპარაკობენ ქვეყნიერებისას და ქვეყნიერებაც უსმენს მათ. 6 ჩვენ ღვთისგანა ვართ. ვინც ცოდნას იძენს ღვთის შესახებ, გვისმენს ჩვენ; ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამგვარად ვცნობთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის შთაგონებულ სიტყვებს.

მათე 10:7 იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“

საქმეები 20:20, 21
თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით+ სახალხოდ და კარდაკარ,საფუძვლიანად ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ.

სოფონია 2:2, 3 ვიდრე შესრულებულა ბრძანება, ვიდრე ბზესავით ჩაუვლია დღეს, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას მრისხანება, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას რისხვის დღე, ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს

იოანე 15:18, 19 თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას

1 პეტრე 4:3, 4 თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას. ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ, მაგრამ პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც მზად არის ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად

1 იოანე 5:19
ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია

გამოცხადება 12:17 განრისხდა დრაკონი ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან, ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია.

საქმეები 20:24 მაგრამ ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 15 2013, 07:43 PM

ამათი წაკითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს , მაგრამ შენს ყველა ,,ინოვაციაზე '', ახალ თემას ნუ ხსნი .

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 15 2013, 08:31 PM

ციტატა
რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?, ბიბლიური ფაკტები


ეს რა ენაა?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 15 2013, 09:03 PM

ციტატა
ეს რა ენაა?

სომხურ-რასელისტური

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 15 2013, 10:24 PM

სადღაც ნახა თემები და იქიდან დააკოპირა. მგონი ყველა დასახუირა biggrin.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Dec 15 2013, 10:27 PM

G_saxva
სათაურებიც იქიდან დააკოპირა ალბათ...

რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს? huh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 15 2013, 10:57 PM

afxazi

ციტატა
ეს რა ენაა?

სულიერებაში რომ წაიწევს წინ , მაშინ გაიგებ...

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 16 2013, 11:04 PM

ციტატა(afxazi @ Dec 15 2013, 08:31 PM) *

ეს რა ენაა?

დავით შენ რა კიდევ არ უპასუხე ჩემ პოსტს? ამათ ნუ დასცინი! ჯობია ბოლომდე მიიყვანო ის საქმე რაც დაიწყე _ პასუხი ანდრეი კურაევს_ ამ თემაში blink.gif ჩემს ბოლო პოსტზე პასუხი აღარ ჩანს და თუ ინებებ , ერთი_ორი სიტყვა მაინც გადმომიგდე რომ გული დავიმშვიდო blink.gif

იმიტომ რო ავღელდი კაცო! blink.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 16 2013, 11:16 PM

ციტატა(bakolavio @ Dec 15 2013, 07:22 PM) *

რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?

ბიბლიის თავი : მუხლი

ამონაწერი ბიბლიიდან

მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული.

2 ტიმოთე 4:1-5 მთელი სერიოზულობით გეუბნები ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, და გიმოწმებ მისი გამოცხადებითა და სამეფოთი. იქადაგე სიტყვა გადაუდებლად კარგ დროშიც და ცუდ დროშიც, გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით. დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ და ზღაპრებზე გადავლენ. შენ კი ყველაფერში იფხიზლე, მოითმინე ბოროტება, აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება.

საქმეები 10:42 მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ, რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა.

2 კორინთელები 4:4,5 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.5ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოზე, რომ ის უფალია, ჩვენ კი — თქვენი მონები იესოს გულისთვის.

იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.

2 ტიმოთე 3:12,13 ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება. ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან.

რომაელები 10:13-15 „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა? ან როგორ იქადაგონ, თუ არავინ გაგზავნა? როგორც დაწერილია: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“
მაგრამ ყველა როდი დაემორჩილა ამ სასიხარულო ცნობას, რადგან ესაია ამბობს: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“ ამრიგად, რწმენა მოსმენილისგან მოდის, მოსმენილი კი — ქრისტეს შესახებ სიტყვისგან. მაგრამ გეკითხებით: განა არ მოუსმენიათ? „მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა, მსოფლიოს კიდით კიდემდე — მათი სიტყვები“

ებრაელები 10:23 მტკიცედ და უყოყმანოდ განვაგრძოთ ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადება, რადგან ერთგულია ის, ვინც დაგვპირდა.

ებრაელები 13:15 ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს.

1-იოანე 4:5,6 ისინი ქვეყნიერებისგან არიან, ამიტომაც ლაპარაკობენ ქვეყნიერებისას და ქვეყნიერებაც უსმენს მათ. 6 ჩვენ ღვთისგანა ვართ. ვინც ცოდნას იძენს ღვთის შესახებ, გვისმენს ჩვენ; ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამგვარად ვცნობთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის შთაგონებულ სიტყვებს.

მათე 10:7 იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“

საქმეები 20:20, 21
თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით+ სახალხოდ და კარდაკარ,საფუძვლიანად ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ.

სოფონია 2:2, 3 ვიდრე შესრულებულა ბრძანება, ვიდრე ბზესავით ჩაუვლია დღეს, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას მრისხანება, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას რისხვის დღე, ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს

იოანე 15:18, 19 თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას

1 პეტრე 4:3, 4 თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას. ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ, მაგრამ პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც მზად არის ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად

1 იოანე 5:19
ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია

გამოცხადება 12:17 განრისხდა დრაკონი ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან, ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია.

საქმეები 20:24 მაგრამ ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ



მგონია ამგვარად უფრო სწორად ჟღერს_ რატომ უნდა იქადაგოს და დაამოწმოს ქრისტიანმა.


ბიბლიის მუხლების უბრალოდ დაციტირება კიდევ რას ნიშნავს ვერ ვხვდები blink.gif . დაციტირებას განმარტებაც უნდა მოჰყვეს ხომ ასეა?


ის რასაც პავლე მოციქული ტიმოთეს მოუწოდებს , ეს რათქმაუნდა ყველა ქრისტიანის ვალდებულებაა , ოღონდ სხვადასხვაგვარი შესაძლებლობით! ეხლა ტიმოთე ეპისკოპოსი იყო და რათქმაუნდა მას მართებდა რომ ყველა ქრისტიანი და ურწმუნოც კი დაემოძღვრა და ესწავლებინა, მაგრამ თითისტოლა ბავშვი რომ მოვა ბიბლიით ხელში და ჭკუას გასწავლის , ეს ცოტა უხერხულია! ეკლესიაში უფალს ყველა მასწავლებლად და მოძღვრად არ დაუდგენია , მაგრამ ქადაგების უფლება და ვალდებულება ყველას აქვს!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 17 2013, 04:52 AM

ახალი ფაკტები არა გგვაქვს ჩვენ ცოდვილთ ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 17 2013, 09:06 AM

ციტატა
ბიბლიის მუხლების უბრალოდ დაციტირება კიდევ რას ნიშნავს ვერ ვხვდები . დაციტირებას განმარტებაც უნდა მოჰყვეს ხომ ასეა?

რაც თავი მახსოვს იაღოველები სულ ასე აკეთებენ blink.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Dec 17 2013, 07:27 PM

ციტატა
მაგრამ ქადაგების უფლება და ვალდებულება ყველას აქვს!



მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით დამოწმებული ქადაგებით !!! ამიტომაა ესეთი უბედურება რომ ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, რომ დიდი და პატარა "აქადაგდა" ვინც კი ერთხელ მაინც გადაიკითხა სახარება !!!

მხოლოდ სულიწმიდაში (ით) შეიძლება ქადაგება მისივე მადლითა და წყალობით !!!

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 17 2013, 09:29 PM

ციტატა(†სერგი† @ Dec 17 2013, 07:27 PM) *

მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით დამოწმებული ქადაგებით !!! ამიტომაა ესეთი უბედურება რომ ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, რომ დიდი და პატარა "აქადაგდა" ვინც კი ერთხელ მაინც გადაიკითხა სახარება !!!

მხოლოდ სულიწმიდაში (ით) შეიძლება ქადაგება მისივე მადლითა და წყალობით !!!

მათეს სახარების ბოლო თავში თავად უფალი იესო ქრისტე ამგვარად მოუწოდებს მოციქულთ_ ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყოველი ხალხი და ნათელი ეცით სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა

ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა რაც მე გამცნეთ და აჰა მე ყოველდღე თქვენთანა ვარ დღენიადაგ , ვიდრე ქუეყნის აღსასრულამდე ამენ!

საინტერესოა მაგრამ როგორ იქნებოდა უფალი მოწაფეებთან ქვეყნის აღსასრულამდე , როცა იგ მდგარი მოწაფეები ახალი წ.ა 98 წლამდე მიიცვალნენ?

აქ ცხადია რომ უფალს მხედველობაში ყავს ყველა ის მოწაფეები რომლებიც შემდგომში ირწმუნებენ უფალს და ქვეყნის აღსასრულამდე გამოჩნდებოდნენ , ანუ ბოლო ჟამის ქრისტიანებიც , .. რომელთა ვალდებულებაც ასევე ქადაგება იქნებოდა რადგან უფალი აღუთქვავს რომ ყოველდღე მათთან იქნება!

1 საუკუნის ქრისტიანებმა თავიანთ მიზანს მიაღწიეს და როგორც პავლე მოციქულმა ბრძანა ყოველ ქმნილებას უქადაგეს ცისქვეშეთში.

ბოლო ჟამსაც არის ქადაგების საჭიროება? რათქმაუნდა! აბა გავიხსენოთ რამდენიმე ათეული წლის უკან როცა გაქანებული ათეიზმი მძვინვარებდა და ხალხს იმის საშუალება არ ქონდა რომ ,უბრალოდ ბიბლია ენახა! დღეს როგორაა საქმე? დღეს შეიძლება ვიღაცას მომაბეზრებლად ეჩვენება მოწმეების ქადაგება , მაგრამ ეს დიდხანს აღარ გასტანს , უფალმა ბრძანა რომ როცა ყველას ექადაგება სახარება , აი მაშინ მოვა აღსასრული !

მე დაბეჯითებით არავის ვადებ ხელს რომ აი ისინი არიან ქრისტეს ჭეშმარიტი ძმები, მაგრამ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ნამდვილად ვერ გავიშვერ თითს და ვერ ვიტყვი რომ ამ ეკლესიას მქადაგებელი მრევლი ყავს !

ორი რელიგია რომელიც აქტიურად ქადაგებს არის _ იეჰოვას მოწმეები და იოსებ სმითის , მორმონალური ეკლესია . სხვა დანარჩენებს 5 უგუნური ქალწულის მსგავსად , სულიერად ღრმად სძინავს blink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 17 2013, 10:12 PM

ციტატა

ორი რელიგია რომელიც აქტიურად ქადაგებს არის _ იეჰოვას მოწმეები და იოსებ სმითის , მორმონალური ეკლესია .

მანდედან რომელია რელიგია ?
იეჰოვას მოწმეები თუ მორმონები ?

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Dec 18 2013, 10:05 AM

ციტატა
მაგრამ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ნამდვილად ვერ გავიშვერ თითს და ვერ ვიტყვი რომ ამ ეკლესიას მქადაგებელი მრევლი ყავს !


ერთ-ერთი ქალწულივით ვისაც ძინავს ვამჩნევ მე

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 18 2013, 10:10 PM

ციტატა(A.V.M @ Dec 17 2013, 10:12 PM) *

მანდედან რომელია რელიგია ?
იეჰოვას მოწმეები თუ მორმონები ?

საერთოდ რელიგია იცი რა არის? blink.gif


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 19 2013, 12:04 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა

საერთოდ რელიგია იცი რა არის?

გენაცალე შენა.... kiss1.gif kiss1.gif
ეტიმოლოგიურად გინდა გითხრა , ლაქტანციუსისეულად თუ ავგუსტინესეულად ?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 19 2013, 12:43 AM

ციტატა(A.V.M @ Dec 19 2013, 12:04 AM) *

esre ars cheshmariteba

გენაცალე შენა.... kiss1.gif kiss1.gif
ეტიმოლოგიურად გინდა გითხრა , ლაქტანციუსისეულად თუ ავგუსტინესეულად ?

ნუ ცდილობ შენი ცოდნის წარმოჩინებას, დავითთან შედარებით გლეხი ხარ ღვთისმეტყველებაში blink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 19 2013, 02:47 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
ნუ ცდილობ შენი ცოდნის წარმოჩინებას, დავითთან შედარებით გლეხი ხარ ღვთისმეტყველებაში

connie_08.gif connie_08.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 19 2013, 11:32 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
ნუ ცდილობ შენი ცოდნის წარმოჩინებას, დავითთან შედარებით გლეხი ხარ ღვთისმეტყველებაში


biggrin.gif

ვაღიარებ გურამზე მეტხანს ვისწავლე აკადემიაში და ის სკოლა რომელიც მან უნდა გაიაროს კიდევ არაერთი წელი, გავლილი მაქვს. მაგრამ ის მონდომება რაც მას აქვს და რასაც ვამჩნევ, მე რომ მქონოდა გაცილებით უკეთესი ვიქნებოდი. ანუ ამ მონდომებით სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მე პირადად იმის მოლოდინი მაქვს, რომ გარკვეულ საკითხებზე მისი დახმარება დამჭირდება. ასე რომ ვინმეს არასაკმარის ცოდნაზე ხაზის გასმა არ არის მართებული, ყველაფრის მცოდნე ამქვეყნად არ არსებობს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 19 2013, 06:27 PM

afxazi

ციტატა
ის მონდომება რაც მას აქვს და რასაც ვამჩნევ, მე რომ მქონოდა გაცილებით უკეთესი ვიქნებოდი. ანუ ამ მონდომებით სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მე პირადად იმის მოლოდინი მაქვს, რომ გარკვეულ საკითხებზე მისი დახმარება დამჭირდება.

kiss1.gif girl_angel.gif girl_angel.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)