თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ _ სასულიერო სემინარია და აკადემია

პოსტის ავტორი: giorgi 13 თარიღი: Jan 29 2014, 06:00 PM

თუ ვინმეს გაქვთ ცნობები რა არის საჭირო თბილისის სემინარიასთან არსებულ საერთო საცხოვრებელში ჩასაწერად?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 30 2014, 01:42 AM

giorgi 13
გისმენ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 30 2014, 09:19 AM

A.V.M

ციტატა
რა არის საჭირო თბილისის სემინარიასთან არსებულ საერთო საცხოვრებელში ჩასაწერად?

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Jan 30 2014, 06:25 PM

ციტატა
რა არის საჭირო თბილისის სემინარიასთან არსებულ საერთო საცხოვრებელში ჩასაწერად?

პირველ რიგში აღიარებითი ჩვენება რომ შენ ხარ გამძლე :დ

პოსტის ავტორი: giorgi 13 თარიღი: Jan 30 2014, 11:04 PM

ციტატა(†სერგი† @ Jan 30 2014, 06:25 PM) *

პირველ რიგში აღიარებითი ჩვენება რომ შენ ხარ გამძლე :დ

კარგად ვერ ჩავწვდი აზრს mellow.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 30 2014, 11:14 PM

†სერგი†
biggrin.gif

პირველად უნდა გაიგო თუ რა ხდება პანსიონში ( მე ვცხოვრობ) და დარწმუნდე , რომ მართლა გინდა მანდ ყოფნა .
მეორე , დაწერო თხოვნითი სახის წერილი რომ გსურს მანდ იცხოვრო და მიხვიდე შენს დეკანთან .

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 31 2014, 10:31 AM

ციტატა(A.V.M @ Jan 30 2014, 11:14 PM) *

biggrin.gif

პირველად უნდა გაიგო თუ რა ხდება პანსიონში ( მე ვცხოვრობ) და დარწმუნდე , რომ მართლა გინდა მანდ ყოფნა .
მეორე , დაწერო თხოვნითი სახის წერილი რომ გსურს მანდ იცხოვრო და მიხვიდე შენს დეკანთან .

პირველდ ჯობია ანტივირუსული აცრა გაიკეთო ცქვიტინიძეზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: giorgi 13 თარიღი: Jan 31 2014, 01:51 PM

არ მეგონა ასე ცუდი სიტუაცია თუ იყო mellow.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 31 2014, 02:48 PM

giorgi 13
უბრალოდ ხუმრობენ smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 31 2014, 03:42 PM

ციტატა(giorgi 13 @ Jan 31 2014, 01:51 PM) *

არ მეგონა ასე ცუდი სიტუაცია თუ იყო mellow.gif

არა ვიუმრეთ გიორგი უბრალოდ.? რაღაც მხრივ თუ ცუდი სიტუაციაა, მეორე მხრივ კარგიც ბევრია ალბათ. A.V.M უკეთესად გეტყვის.

P.ს. ცქვიტინიძე კარგი ბავშვია. ნუ რაღა ბავშვი 32ისაა მგონი laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2014, 01:11 AM

giorgi 13

ციტატა
არ მეგონა ასე ცუდი სიტუაცია თუ იყო

ვინ გითხრა ცუდიაო ?
მე , მაგის გარეშე ვერ ვძლებ .
დღეს ჩამოვედი სახლში და ერთი სული მაქვს , უკან როდის წამოვალ , სემინარიში .

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 9 2015, 07:45 PM

ციტატა
 სასულიერო სემინარია და აკადემია

აქ მოსახვედრად რა არის საჭირო? რა ტიპის დაწესებულებაა სკოლის, სასწავლებლის თუ რისი? ბოლოს რო დაამთავრებ ვინ გახდები რის დიპლომს გამოგატანენ მაქედან?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 9 2015, 08:04 PM

აუ ახლა ვნახე სრული ზოგადი განათლება უნდა, მე კიდე სრული არ მაქვს ჩაწყობა ან რამე არ მოსულა? 1 გამონაკლისს ვერ დაუშვებენ? ქრისტიანულ ფსიქოლოგიაზე მინდა ძალიანნნ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 10 2015, 09:11 AM

ციტატა(sanfol @ Feb 9 2015, 08:04 PM) *

აუ ახლა ვნახე სრული ზოგადი განათლება უნდა, მე კიდე სრული არ მაქვს ჩაწყობა ან რამე არ მოსულა? 1 გამონაკლისს ვერ დაუშვებენ? ქრისტიანულ ფსიქოლოგიაზე მინდა ძალიანნნ

არა ჩაწყობით ვერ მოხვდები. სრული განათლება გინდა, როგორც ინსტიტუტი ეგეთი სასწავლებელია. გურამი სწავლობს და კითხე რაც გინდა მან უკეთ იცის smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 10 2015, 01:12 PM

G_saxva
ეჰ მე კიდე 9 კლასის ატესტატი მაქვს მხოლოდ sad.gif

A.V.M
გურამ შენ რაზე სწავლობ? ანუ რა უნდა გამოხვიდე მერე მაგას რომ დაამთავრებ? ქრისტიანული ფსიქოლოგია რო ისწავლო მერე ფსიქოლოგად დაიწყებ მუშაობას? და გამიგია კიდევ პატრიარქის მოწოდება მღვდლებს, რომ ყველას უნდა ქონდეს დამთავრებული სემინარიაო, ესეიგი მე რომ მღვდლობა ან ბერობა მოვისურვო ვერ გავხდები?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 10 2015, 03:17 PM

sanfol

ციტატა
ეჰ მე კიდე 9 კლასის ატესტატი მაქვს მხოლოდ

სკოლაში სწავლობ ისევ?
ციტატა
გურამ შენ რაზე სწავლობ? ანუ რა უნდა გამოხვიდე მერე მაგას რომ დაამთავრებ? ქრისტიანული ფსიქოლოგია რო ისწავლო მერე ფსიქოლოგად დაიწყებ მუშაობას? და გამიგია კიდევ პატრიარქის მოწოდება მღვდლებს, რომ ყველას უნდა ქონდეს დამთავრებული სემინარიაო, ესეიგი მე რომ მღვდლობა ან ბერობა მოვისურვო ვერ გავხდები?

გურამი მღვდელი გამოვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
თუ აკადემიასაც დაამთავრებ თეოლოგი იქნები (მგონი)
კი ფსიქოლოად შეძლებ ალბათ რომ იმუშაო smile.gif
რაც შეეხება მღვდლებს კი უნდა ჰქონდეს დამთავრებული სემინიარია. ბერისტვის აუცლებელი არ არის.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 10 2015, 11:38 PM

G_saxva

ციტატა
სკოლაში სწავლობ ისევ?

არა 9 კლასი რო დავამთავრე გამოვედი სკოლიდან და პროფესიულ სასწავლებელში შევედი.
ციტატა
გურამი მღვდელი გამოვა
თუ აკადემიასაც დაამთავრებ თეოლოგი იქნები (მგონი)
კი ფსიქოლოად შეძლებ ალბათ რომ იმუშაო
რაც შეეხება მღვდლებს კი უნდა ჰქონდეს დამთავრებული სემინიარია. ბერისტვის აუცლებელი არ არის.

მაგის გარეშე ვერ გახდებოდა მღვდელი? ფსიქოლოგია მეც მაინტერესებს და ქრისტიანული ხო საერთოდ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 11 2015, 09:58 AM

sanfol

ციტატა
მაგის გარეშე ვერ გახდებოდა მღვდელი? ფსიქოლოგია მეც მაინტერესებს და ქრისტიანული ხო საერთოდ

კი შეიძლება მაგრამ ასე დაწვრილებით არ ვიცი.
ციტატა
არა 9 კლასი რო დავამთავრე გამოვედი სკოლიდან და პროფესიულ სასწავლებელში შევედი.

რა პროფეია აითვისე?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 11 2015, 07:20 PM

G_saxva

ციტატა
რა პროფეია აითვისე?

კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია, მართალია საერთოდ სხვა განხრაა, მაგრამ მე ბევრი რამე მაინტერესებს

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 12 2015, 11:05 AM

G_saxva

ციტატა
გურამი მღვდელი გამოვა

აჰაა დაასკვნა

sanfol
თუ უბრალოდ გაინტერესებს და დიპლომი არ გჭირდება შეგიძლია თავისუფალ მსმენელად ჩაეწერო... მოძღვრის კურთხევით.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 12 2015, 11:12 AM

qetevano
მშვენიერი აზრია, თავისუფალი მსმენელი რა პონტია? ჩვეულებრივ სტუდენტების უფლება მექნება და როცა მინდა ვივლი? უბრალოდ გამოცდებს არ ჩავაბარებ და დიპლომს არ მომცემენ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 12 2015, 01:17 PM

qetevano

ციტატა
აჰაა დაასკვნა

აჰამ დასკვნაა biggrin.gif არ შემოვიდა რომ წაეკითხა.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 18 2015, 03:34 PM

qetevano
G_saxva
დიპლომი როგორ არ მინდა, მაგრამ თუ სხვა გზა არაა გამეცით კითხვაზე პასუხი რა როგორაა თავისუფალი მსმენელისთვის

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 18 2015, 05:02 PM

sanfol

ციტატა
დიპლომი როგორ არ მინდა, მაგრამ თუ სხვა გზა არაა გამეცით კითხვაზე პასუხი რა როგორაა თავისუფალი მსმენელისთვის

არ ვიცი, არ მაქვს სემინარიასტან შეხება უბრალოდ ზოგადად ვიცი როგორ უნდა ჩააბარო და ა.შ
თავისუფალ მსმენელზე შეგიძლია მიმართო გურამს ან ქეთევანს რომელთაც უშვალო კავშირი აქვთ ან ქონიათ ამ სასწავლებელთან.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 18 2015, 05:06 PM

G_saxva
ველოდები არ მიყვარს ხოლმე კითხვების გამეორება, მაგრამ თუ არ ვიაქტიურე როგორც ჩანს არავინ მომხედავს, ესეც თეოლოგიური საკითხი ხო არაა არა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 19 2015, 10:40 AM

sanfol

ციტატა
ველოდები არ მიყვარს ხოლმე კითხვების გამეორება, მაგრამ თუ არ ვიაქტიურე როგორც ჩანს არავინ მომხედავს, ესეც თეოლოგიური საკითხი ხო არაა არა?

თუ არ შემოვიდნენ და არა წაიკითხეს პასუხსაც არ გაგცემენ.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 19 2015, 11:10 AM

G_saxva

ციტატა
თუ არ შემოვიდნენ და არა წაიკითხეს პასუხსაც არ გაგცემენ.

შენ რა ქენი ჩამოყალიბდი ერთად ლოცვის მნიშვნელობაზე?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 19 2015, 12:46 PM

მოკლედ მეგობრებო ექსტერნით შეიძლება იმ 3 დარჩენილი კლასის გადალახვა, მაგრამ ახლა ძალიან გამიჭირდება ამდენი საგნის გახსენება უცბად და ამაში მაინც არ შეგიძლიათ დახმარება? ფიზიკები და ქიმიები რათ მინდა სასულიერო სემინარიაში მოსახვედრად რა უაზრობაა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 19 2015, 01:20 PM

sanfol

ციტატა
შენ რა ქენი ჩამოყალიბდი ერთად ლოცვის მნიშვნელობაზე?

და ჩამოსაყალიბელი რა იყო? თავად ქრისტე ამბობს თუნდაც 2 კაცი შეიკრიბოს ჩემი სახელით მეც მასთან ვარო. ერთად ლოცვის დროს ქრისტე ჩვენთანაა, ასე და ამგვარად საკიხი ჩემთვის რულიად ამოწურილია. თუ რაიმე გაინტერესებს იმ განყოფილებაში დაწერე აქ რომ არ გაოფდეს და გიპასუხებ.
ციტატა
მოკლედ მეგობრებო ექსტერნით შეიძლება იმ 3 დარჩენილი კლასის გადალახვა, მაგრამ ახლა ძალიან გამიჭირდება ამდენი საგნის გახსენება უცბად და ამაში მაინც არ შეგიძლიათ დახმარება? ფიზიკები და ქიმიები რათ მინდა სასულიერო სემინარიაში მოსახვედრად რა უაზრობაა

არ ვიცი მეგობარო მე რასი დაგეხმარო უბრალოდ ჩემი აზრით შენ სულერ მოძღვარს უნდა დაელპარაკო და ის უკეთ განგიმარტავს ყოველივეს. მითუმეტეს ნებისმიერი შენს ქმედებას შენი მოძღვის კურთხევა და უშუალო მონაწილეობა დასჭირდება/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 19 2015, 01:49 PM

G_saxva

ციტატა
და ჩამოსაყალიბელი რა იყო? თავად ქრისტე ამბობს თუნდაც 2 კაცი შეიკრიბოს ჩემი სახელით მეც მასთან ვარო. ერთად ლოცვის დროს ქრისტე ჩვენთანაა, ასე და ამგვარად საკიხი ჩემთვის რულიად ამოწურილია. თუ რაიმე გაინტერესებს იმ განყოფილებაში დაწერე აქ რომ არ გაოფდეს და გიპასუხებ.

მაგაზე შევთანხმდით მგონი, რომ როცა ერთად ვლოცულობთ სიყვარულს ვუზიარებთ ვერთიანდებით და ა.შ. მაგრამ როცა სხვადასხვა ადგილებში ვართ მაგ დროს? და თან გითხარი კიდევაც სხვა მრწამსის ხალხსაც აქვთ იგივე ლოცვები თქო და გამოდის სხვებთან ლოცულობ და ეს არ შეიძლება თქო და შენ პასუხი უნდა დაგებრუნებინა ბოლოს http://church.ge/index.php?s=&showtopic=1600&view=findpost&p=752734 და თუ არ ვლოცულობთ სხვადასხვა ადგილებში ერთად გამოდის აზრიც არ ქონია განსაზღვრულ ლოცვებს 6-ზე 9-ზე -12-ზე და ა.შ.
ციტატა
არ ვიცი მეგობარო მე რასი დაგეხმარო უბრალოდ ჩემი აზრით შენ სულერ მოძღვარს უნდა დაელპარაკო და ის უკეთ განგიმარტავს ყოველივეს. მითუმეტეს ნებისმიერი შენს ქმედებას შენი მოძღვის კურთხევა და უშუალო მონაწილეობა დასჭირდება/

აქ განსამარტი არაფერია მე მეგონა შეიძლებოდა რაიმე გამოსავლის პოვნა თუნდაც ჩაწყობის, ატესტატი რო მქონდეს მაინც იქ მისაღებს მე თვითონ ჩავაბარებდი ღმერთის დახმარებით, მაგრამ ახლა ტყუილად მომიწევს მთელი X, XI და XII კლასის მასალის დაზეპირება. არ ვიცი პატრიარქს არ შეუძლია გასცეს ბრძანება 1 გამონაკლისი დაუშვან?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 19 2015, 02:56 PM

sanfol

ციტატა
აქ განსამარტი არაფერია მე მეგონა შეიძლებოდა რაიმე გამოსავლის პოვნა თუნდაც ჩაწყობის, ატესტატი რო მქონდეს მაინც იქ მისაღებს მე თვითონ ჩავაბარებდი ღმერთის დახმარებით, მაგრამ ახლა ტყუილად მომიწევს მთელი X, XI და XII კლასის მასალის დაზეპირება. არ ვიცი პატრიარქს არ შეუძლია გასცეს ბრძანება 1 გამონაკლისი დაუშვან?

კი მიდი პატრიაქთან და უთხარი არამგონია უარი გითხრას biggrin.gif იმ თემას გიპასუხებ იმავ გაყოფილებაში.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 19 2015, 04:39 PM

G_saxva

ციტატა
კი მიდი პატრიაქთან და უთხარი არამგონია უარი გითხრას იმ თემას გიპასუხებ იმავ გაყოფილებაში.

მადლობა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 19 2015, 11:11 PM

sanfol

ციტატა

ველოდები არ მიყვარს ხოლმე კითხვების გამეორება, მაგრამ თუ არ ვიაქტიურე როგორც ჩანს არავინ მომხედავს, ესეც თეოლოგიური საკითხი ხო არაა არა?

რა გაინტერესებს კონკრეტულად ამ თემაში ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 20 2015, 11:18 AM

A.V.M
სტუდენტი ვერ გავხდები ატესტატის გვერდის ავლით? და არასტუდენტს(თავისუფალ მსმენელს) რა უფლებები აქვს სხვებისავით ივლის უბრალოდ ბოლოს დიპლომს არ მისცემენ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 22 2015, 12:55 AM

sanfol
თავისუფალი მსმენელი ესწრება ლექციებს . ტუდენტი კი ვერ გახდები , სასკოლო ატესტატის გარეშე .

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 22 2015, 01:42 PM

A.V.M

ციტატა
თავისუფალი მსმენელი ესწრება ლექციებს . ტუდენტი კი ვერ გახდები , სასკოლო ატესტატის გარეშე .

ოკ მადლობა და საერთო საცხოვრებელში არაა დარჩენის პონტი?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 23 2015, 09:27 AM

sanfol

ციტატა
ოკ მადლობა და საერთო საცხოვრებელში არაა დარჩენის პონტი?

საერთო საცხოვრებელში რა გინდა? ohmy.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 23 2015, 12:13 PM

G_saxva

ციტატა
საერთო საცხოვრებელში რა გინდა?

ცოტა ხანი მაინც მინდა მოვშორდე აქაურობას

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 23 2015, 12:29 PM

sanfol

ციტატა
ცოტა ხანი მაინც მინდა მოვშორდე აქაურობას

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მერე შე კაი კაცო სემიანირა რა მოსაშორებელი ადგილია. მსგავსი რამ არ გამიგია. მონასტერში წასვლაზე არ გიფიქრია ამ საერთო საცხოვრებელში რო გინდა?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 23 2015, 12:37 PM

G_saxva

ციტატა
მერე შე კაი კაცო სემიანირა რა მოსაშორებელი ადგილია. მსგავსი რამ არ გამიგია. მონასტერში წასვლაზე არ გიფიქრია ამ საერთო საცხოვრებელში რო გინდა?

კი მიფიქრია არც ეგაა ცუდი იდეა

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Sep 11 2015, 09:07 PM

გამარჯობათ☺️
მაინტერესებს რა არია საჭირო სემინარიაში სწავლისთვის,კიწერია აქ, მაგრამ უფრო დეტალურად მაინტერესებს.რა გამოცდებიუნდა ჩააბაროს მსურველმა,როგორც ვიცი შიდა გამოცდებია და ამ გამოცდებისთვის როგორ ემზადებიან??ისტორია ლიტერატურა და რაღაცები ხო ??ზუსტად არ ვიცი??

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 12 2015, 07:17 AM

ნეტავ აუცილებელია ბიბლია წაკითხული გქონდეს რომ სემინარიაში მიგიღონ? რა კარგია რომ ასეთი მსურველებია სემინარიაში ჩაბარების ... საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ბევრი თეოლოფი უბდა, მოძღვარი, ეპისკოპოსი, მისიონერი ..... რომ იქადაგონ ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტიანობა... smile.gif წარმატებებს გისურვებ iohanan
მეგობრულად გირჩევდი ბიბლია იკითხე... a075.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Sep 12 2015, 12:13 PM

ჟEრ არ მაქვს Gადაწყვეტილი უბრალოდ რაგაცეები მაინტერესებს Dა სხვა გზას Vერ ცხედავ რომ Vისწავლო,თAნ მაინტერესბს როგოი რეჟIმია სწავლის...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 12 2015, 12:34 PM

iohanan
ისტორია და ქართულია როგორც ვიცი

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Sep 12 2015, 04:02 PM

Uნარებიც ბარდება???და Aმ გამოცდებისტვის პროგრამს როგორ Aმზადებენ ბავშVები??იცით რა Aრის მე რაც Mანტერესებს მანდ მხოლოდ BიჭEბი დაიშVევიბიან ,ღVთIსმეტყველებას ვგულისხმობ ,ხო ასეა??და სხვა გზა არ Aრის????

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 12 2015, 04:13 PM

ციტატა(iohanan @ Sep 12 2015, 04:02 PM) *

Uნარებიც ბარდება???და Aმ გამოცდებისტვის პროგრამს როგორ Aმზადებენ ბავშVები??იცით რა Aრის მე რაც Mანტერესებს მანდ მხოლოდ BიჭEბი დაიშVევიბიან ,ღVთIსმეტყველებას ვგულისხმობ ,ხო ასეა??და სხვა გზა არ Aრის????

სასულიეროში მგონი გოგოების განყოფილებაცაა... აბა მედავითნე როგორ ხდებიან გოგოები?

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Sep 12 2015, 09:51 PM

Vინც იცის თU შEუძLია დაპოსტის მაგალითAდ პირველ კურსსზე რA წიგნებით გადიან ჩEმით რომ ვიკითXო სახლშI....

სად Aრიან ჩVენი პროფესორები???შვებულებაშI???

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2015, 10:30 PM

ციტატა(რობინი @ Sep 12 2015, 08:17 AM) *

მეგობრულად გირჩევდი ბიბლია იკითხე... a075.gif

დაჩი, ბიბლიის კითხვას ხშირად ახსენებ... შენ როცა კითხულობ, პარალელურად კითხულობ წმინდა მამათა განმარტებებს? ძალიან სახიფათოა დაჟინებით, საკუთარი გაგებით კითხვა... ეშმაკმა ბიბლია ზეპირად იცის, მაგრამ ყველაზე დიდი ღვთისმგმობია...

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 13 2015, 09:14 PM

ციტატა(marine @ Sep 12 2015, 10:30 PM) *

დაჩი, ბიბლიის კითხვას ხშირად ახსენებ... შენ როცა კითხულობ, პარალელურად კითხულობ წმინდა მამათა განმარტებებს? ძალიან სახიფათოა დაჟინებით, საკუთარი გაგებით კითხვა... ეშმაკმა ბიბლია ზეპირად იცის, მაგრამ ყველაზე დიდი ღვთისმგმობია...

იცი როგორ გავხდი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული წევრი და მაზიარებელი? ბიბლია მაჩუქა ჩემ დამ. დაბადების დღეზე და ვთქვი რომ ამ ბიბლიას წავიკითხავ თავიდან ბოლომდე და რომ მოვრჩები კითხვას შევადარებ რომელი რელიგიური კონფესიაც უფრო ზუსტად შეესაბამება ბიბლიას იქ შევალ და ვიმსახურებ თქო... სანამ კითხვას დავიწყებდი განვმარტოვდი მთის ძირას მზიანი ამინდი იყო და ღმერთს ვუთხარი რომ მომმადლე სულიწმინდა რომელიც დამეხმარება სწორედ გაგებაში თქო. და რომ ჩავედი სახლში და დავიწყე სულ 0-დან კითხვა გადმოვიდა ჩემზე სულიწმინდა და დაიწყო ჭეშმარიტების განცხადებები... და ასე გრძელდებოდა ყოველ ბუბლიის კითხვისას ვილოცებდი და სულიწმინდა მიცხადებდა... და დავამთავრე თუარა ბიბლიის კითხვა მივედი ეკლესიაში მართლმადიდებლურში და ვუთხარი რომ დავამთავრე ბიბლიის კითხვა და უფრო ძლიერი მართლმადიდებელი გავხდი. არცერთ წირვას არ ვაკლდებოდი. ქადაგებებს. და მე იმიტომ ვურჩევ ბიბლიას რომ ღმერთის სიტყვაა... წმინდანების კითხვა არ დამჭირვებია... ღმერთმა სულიწმინდა დაგვიტოვა რომელიც დაგვეხმარება ჭეშმარიტებაში და მე სულიწმინდით დავინახე რამხელა საუნჯეა მართლმადიდებლობა. წმინდანების გამო კიარ ვარ მართლმადიდებელი არამედ ბიბლიურად ყველაფერი ზუსტად ასახავს ჩვენი ეკლესია...

ხალხნო ასე გეშინიათ ბიბლიის??? ამ დაზუთხულმა ლოცვებმა მგონი საუბარი დაგავიწყდათ? იესო ცოცხალია გესმის??? იცი რას ნიშნავს ღმერთი რომ ცოცხალია??? ნუ გეშინია ბიბლიის... აიღე და წაიკითხე smile.gif ;-)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2015, 09:34 PM

ციტატა(რობინი @ Sep 13 2015, 10:14 PM) *

თუ ასე განმტკიცდი მართლმადიდებლობაში, დაჩი, ისევ რაღაც საკითხებში პროტესტანიზმისკენ რატომ იხრები?

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 13 2015, 09:44 PM

ქალბატონო მარინე, მე უზომოდ მიხარია ამდენი წმინდანი რომ გვყავს სამოციქულო ეკლესიას , წმინდების წინაშე მეც ვლოცულობ... ვგრძნობ მათ თანადგომას... მეც მაქ ნუსხური ლოცვანი და სულიწმინდით მეც ვლოცულობ ამ ნუსხურ ლოცვანით... უბრალოდ წარმოიდგინე იესო მოვიდა შენ წინ და ელოდება როდის გაესაუბრები აინტერესებს რა გიჭირს რა გილხინს და შენ ამოიღე ლოცვანი და დაიწყე კითხვა. განა უცნაური არ იქნება? შე კაი ადამიანო თავად იესომ უამრავი რჩევა დაგვიტოვა ბიბლიაში და წმინდანების ძებნას მე პირადად მირჩევნია ვილოცო მერე გადავშალობიბლია და იქ ვიპოვი პასუხს. იესოზე კარგად ვინ დაგარიგებს? წმინდანებიც სულიწმინდით ხელმძღვანელობდნენ და რა გიკვირს? იესომ გვითხრა რომ სთხოვეთ მამას სულიწმინდაო და ყველაზე მოეფინება ნიჭებიო... რამეს ახალს კიარ ვამბობ მე. მე ცოდვილი ვარ მაგრამ მე მაქვს რწმენა და ვიბრძვი სასუფევლისთვის სულიწმინდით. ძალით რომელიც მე არ გამაჩნია ამიტომ ზეციერი მასაზრდოებს. ცოცხალია ღმერთი... და მას რეალური ურთიერთობა სჭირდება და არა დაზეპირებული სიმბოლური. a075.gif

მადლობა ღმერს აღარ მაქ შეხება სიმცდარესთან. ეს უფლისა და ბიბლიის დამსახურებაა სულიწმინდათი... დიდება წმინდა სამებას... მამა ღმერთს, ძე ღმერთს და სული წმინდას . ამინ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2015, 10:51 PM

ციტატა(რობინი @ Sep 13 2015, 10:44 PM) *

დაგვიტოვა ბიბლიაში და წმინდანების ძებნას მე პირადად მირჩევნია ვილოცო მერე გადავშალობიბლია და იქ ვიპოვი პასუხს.

წმინდანები სულიწმინის მადლით განმარტავდნენ ბიბლიას, ამიტომ ჯობია მათ დაუჯერო, ვიდრე საკუთარი თავით ნაპოვნი პასუხით დაკმაყოფილდე, რომელიც შეიძლება მცდარი იყოს... ყველამ ვიცით რა შედეგებამადე არიან მისულნი იეღოველები, ათასი ჯური სექტანტები, შენი პროტესტანტები და ა. შ. მათ ხომ დამახინჯებულად ესმით ბიბლია... ამიტომ გელაპარაკები სიფრთხილეზე...

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 14 2015, 08:23 AM

ციტატა(marine @ Sep 13 2015, 10:51 PM) *

წმინდანები სულიწმინის მადლით განმარტავდნენ ბიბლიას, ამიტომ ჯობია მათ დაუჯერო, ვიდრე საკუთარი თავით ნაპოვნი პასუხით დაკმაყოფილდე, რომელიც შეიძლება მცდარი იყოს... ყველამ ვიცით რა შედეგებამადე არიან მისულნი იეღოველები, ათასი ჯური სექტანტები, შენი პროტესტანტები და ა. შ. მათ ხომ დამახინჯებულად ესმით ბიბლია... ამიტომ გელაპარაკები სიფრთხილეზე...

გასაგებია მარინე მაგრამ აქ დიდი განსხვავებაა... ეგრეთ წოდებული "იეჰოვას მოწმეები" ბიჰლიას დამხმარე წიგნებით განმარტავენ... არადა იესომ თქვა წმინდა წერილები ღვთივსულიერიაო და სულიწმინდითაა შთაგონებული და მისითვე იმარტებაო და რასელისტები სულიწმინდას უარყოფენ და ვერც გაიგებენ ჭეშმარიტებას, რაც შეეხება პროტესტანტებს მე ესე ვთვლი რომ მართლა რომ ისინი სულიწმინდით განმარტავდნენ ბიბლიას მაშინ ასეთი გახლეჩვა და დაყოფა მათში არ იქნებოდა, ისინი მედიტაციას იყენებენ ეს ცუდი გზაა... თუმცა ლუთერმა სანამ კათოლიკე ბერი იყო სულიწმინდით განმარტა ბიბლია მარა მერე აურია და განეშორა მადლი. მე კიდევ ერთხელ გეუნები: მე ღმერთისთვის არ მითხოვია საკუთარი თავით განმარტება არამედ მე ვთხოვე რომ სულიწმინდა მოავლინე ჩემზე თქო რათა სულიწმინდამ განმიცხადოს ჭეშმარიტება თქო. და ასეც მოხდა

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 14 2015, 08:40 AM

19 ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანი არ ყოფილან, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ. მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი. 20 თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი. 21 იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდეთ, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი და ისიც, რომ ჭეშმარიტებისგან არავითარი სიცრუე არ არის. 22 ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი. 23 ყოველივე, ვინც ძეს უარყოფს, არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაც ჰყავს. 24 ამრიგად, რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან. და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში. 25 ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა.
26 ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ. 27 ხოლო ცხებულება, რომელიც თქვენ მიიღეთ მისგან, თქვენშივეა და არავისგან სწავლა არ დაგჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს. და ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი, რასაც იგი გასწავლით. მასში დარჩით.

1 იოანეს 2:19 ბიბლია გვასწავლის რომ მართლმადიდებლობიდან გავიდნენო გავიდნენო. ასეა კათოლიკეებში. მე მაგალითად კათოლიკეებ ერესად მოვიხსენიებ აღარ ვამბობ მათ იდეოლოგიაზე. და წაიკითხე რა წერია ბოლოში ????? სულიწმინდა დაგეხმარებათო განმარტებაში და არა სხვებიო... მარინე დაუკვირდით ბოლო თავს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 14 2015, 10:21 PM

ამ თემასთან დაკავშირებით,თქვენი საუბარი რა შუაშია ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)