თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ _ ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?

პოსტის ავტორი: bakolavio თარიღი: Dec 15 2013, 07:18 PM

ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?

ბიბლიის თავი : მუხლი

ამონაცერი ბიბლიიდან

მათე 4:8-9 ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება9და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“.

2-კორინთელები 4:4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.

1-იოანე 5:19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია
მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული.

იაკობი 4:4 მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება.

1-იოანე 2:15,16 ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს;16ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა.17გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება.

იოანე 16:11 ბოლოს კი სასამართლოს შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია..
1-კორინთელები 3:18 რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს“

ფილიპელები 2:14,15 ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ,15რათა ღვთის უმწიკვლო და უწყინარი შვილები იყოთ, უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობები ქვეყნიერებაში

ეფესოელები 6:12 რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ.

2-კორინთელები 11:14,15 თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება.

იოანე 14:30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე..

იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.

იოანე 3:11 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას.

მათე 6:9 ამიტომ, ასე ილოცეთ:

„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი.მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე.

ლუკა 21: 12,13 მაგრამ სანამ ეს მოხდება, ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო. ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ

გამოცხადება 12:12 ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 15 2013, 07:43 PM

ამათი წაკითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს , მაგრამ შენს ყველა ,,ინოვაციაზე '', ახალ თემას ნუ ხსნი .

პოსტის ავტორი: bakolavio თარიღი: Dec 15 2013, 08:00 PM

დრო ღმერთის შექმნილია , ის მას ეკუთვნის და არა ჩვენ.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Dec 15 2013, 10:23 PM

ციტატა(A.V.M @ Dec 15 2013, 07:43 PM) *

ამათი წაკითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს.

ციტატა(bakolavio @ Dec 15 2013, 08:00 PM) *

დრო ღმერთის შექმნილია , ის მას ეკუთვნის და არა ჩვენ.

rolleyes.gif

რა გინდა მერე, არ მაქვს დროო... მაქვსო, ხომ არ უთქვამს unsure.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 15 2013, 10:58 PM

ახალი შემაგი გვყავს ფორუმზე ?

bakolavio

ციტატა
დრო ღმერთის შექმნილია , ის მას ეკუთვნის და არა ჩვენ.

რას მაშინებ მერე ? biggrin.gif
შეეცილა ვინმე ?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 16 2013, 10:52 PM

ამ წუთისოფლის ღმერთი რომ სატანაა ამას ხომ ქრისტეც აღიარებს?! blink.gif აბა რანაირად შესთავაზა სატანამ ქვეყნიერების ყველა სამეფო იესოს , თუკი მისი მფლობელი არ იყო? აქ დროის ფაქტორია , წარმართთა ჟამის დასასრულამდე სატანა არის ღმერთი , ხოლო მას შემდეგ ქრისტე იხელმწიფებს , როგორც გამოცხადებაში წერია _ აჰა იხარეთ რადგან მოვიდა ღმერთის სუფევა და მისი ქრისტეს ხელმწიფება. პეტრე მოციქულიც ბრძანებს რომ ზეცად ამაღლების შემდეგ უფალი იესო ქრისტე ელოდება თავის გამეფებას, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყოველნი ანგელოზნი , ხელმწიფებანი და ძალნი.

მანამდე სატანა მეფობს

[quote name='bakolavio' date='Dec 15 2013, 08:00 PM' post='743643']
დრო ღმერთის შექმნილია , ის მას ეკუთვნის და არა ჩვენ.
[

დოგმატი 1) რომელიც ჩამოვაყალიბე _ დრო თანამარადიულია ღმერთისა, იგი არ არის შექმნილი , არამედ თავად ღმერთი შობს დროს მარადიულად , თავისი მყოფობით !

აქ ფორუმელებს ნერვები ეშლებათ რომ ამ დოგმატს ვერაფერი მოუხერხეს! blink.gif

ამ დოგმატის მიხედვით ქრისტე ქმნილება გამოდის , მეგობრებო და ჰე ახლა იღონეთ რამე და სასწრაფოთ დაამხეთ ეს დოგმატი , თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!! blink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 17 2013, 04:54 AM

ციტატა
ამ დოგმატის მიხედვით ქრისტე ქმნილება გამოდის , მეგობრებო და ჰე ახლა იღონეთ რამე და სასწრაფოთ დაამხეთ ეს დოგმატი , თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!!

გვიიიშველე ფიცხეეელ !
ვიღუპებით !

biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 17 2013, 09:04 AM

ციტატა
ამ დოგმატის მიხედვით ქრისტე ქმნილება გამოდის , მეგობრებო და ჰე ახლა იღონეთ რამე და სასწრაფოთ დაამხეთ ეს დოგმატი , თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!!

ყველაზე მეტად ეს ციტატები მომწონს მის ნაწერს რომ ახლავს თან. თვითონაც დარწმუნებულია ვერც ვერაფერს ამტიკცებს ამ თავის ნაწერით მაგრამ სხვას ხო უნდა ჩვენოს რომ არ ცდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Dec 17 2013, 07:16 PM

ციტატა
თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!!

ეას აეხადა ფარდა :დ საინტერესოა შენი აზრით რას ვმალავთ და რატომ ვმალავთ?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 17 2013, 09:37 PM

ჰა ფაქტი სახეზეა , ეს დოგმატი მყარად დგას და არ აპირებს დაცემას!

თუ რამე საპირისპირო გამოჩნდება , შემდეგ მთლად უარესს დავწერ blink.gif

მიყვარს ცრუპენტელა დოგმატებთან ბრძოლა და რა ვქნა! wub.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 18 2013, 09:00 AM

ციტატა
მიყვარს ცრუპენტელა დოგმატებთან ბრძოლა და რა ვქნა!

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
მიყვარს ამ კაცის იუმორი

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Dec 18 2013, 10:06 AM

ციტატა
ჰა ფაქტი სახეზეა , ეს დოგმატი მყარად დგას და არ აპირებს დაცემას!

თუ რამე საპირისპირო გამოჩნდება , შემდეგ მთლად უარესს დავწერ

მიყვარს ცრუპენტელა დოგმატებთან ბრძოლა და რა ვქნა!

შმაგი, შენი აზრით, რაშია შენი უპირატესობა იმ ათასობით წმიდა მამებთან შედარებით ვინც ეს დოგმები ჩამოაყალიბა სახარებისეული სწავლებიდან გამომდინარე?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 18 2013, 12:44 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
დოგმატი 1) რომელიც ჩამოვაყალიბე _ დრო თანამარადიულია ღმერთისა, იგი არ არის შექმნილი

აბა უცებ მოვუღოთ ბოლო შენს გამოხტომას. ადრე არ მახსოვს ამაზე პასუხი გაგეცათ, მაგრამ აბა ეხლა შეეცადე. რა არის დრო? მე მაინტერესებს არა შენი საკუთარი ზმანება, არამედ საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულება ტერმინ "დროის" შესახებ, ანუ ის რასაც ამ სიტყვის ქვეშ მოიაზრებენ. ღმერთის მყოფობას ამ სიტყვით არ გამოხატავენ, რომ ღმერთი დროში არსებობს და ა.შ. მანახე თუნდაც ერთი მეცნიერის, სწავლულის და ა.შ. გამონათქვამი, სადაც ის საუბრობს, რომ დრო (ანუ ის რასაც ამ სიტყვით გამოხატავს) არის მარადიული, რომ მას არც დასაყისი აქვს და არც დასასრული.

თუკი კვლავ საკუთარ ზმანებებს გადმოალაგებ, ეს იქნება ბავშვობა და მეტი არაფერი. აბა გელი.

ეხლა დავუკვირდეთ ამის მეორე გამონათქვამს:

ციტატა
იგი (დრო) არ არის შექმნილი , არამედ თავად ღმერთი შობს დროს მარადიულად , თავისი მყოფობით !

აჰა, თურმე ღმერთი შობს დროს და შესაბამისად, რადგან ღმერთი მარადიულია, დროც მარადიული ყოფილა. ლოგიკა იცოცხლე, ისეთია ქვას გახეთქავს, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. შენ დროის მიმართ გამოიყენე ტერმინი "შობა" და თქვი, რომ რადგან ღმერთი "შობს" დროს, ღმერთთან ერთად ისიც მარადიულია.

იგივე ტერმინი "შობა" არაერთხელ გამოყენებულია "ქრისტეს" მიმართ, როდესაც საუბარია მის პიროვნულ მიმართებაზე მამასთან. ანუ შენი ლოგიკა ჭეშმარიტებას ღაღადებს (არა იმ დასკვნაში, ცხადია, რაც დროს ეხება). თუკი ღმერთი შობს დროს და ამის გამო დრო მარადიულია, რადგან ღმერთია მარადიულია, შესაბამისად, რადგან სახარება გვესაუბრება მამის მიერ ძის შობაზე, რადგან მამა მარადიულია, ძეც მარადიული ყოფილა და არა ქმნილება. რაო დიდო რასელის მწოაფევ ასე არ გამოდის განა? ცხადია მეტყვი არაო, ქრისტეზე ასე ვერ ვიფიქრებთო და რა გამოდის, რაც გინდათ და "აწყობს" იეჰოვას მოწმეთა იდეოლოგიას, ის ჭეშმარიტებაა და რაც არ "აწყობს" სიცრუე.

მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ზემოთ შეკითხვა დაგისვი და ველი იმის პასუხს.

ციტატა
ამ წუთისოფლის ღმერთი რომ სატანაა ამას ხომ ქრისტეც აღიარებს?! აბა რანაირად შესთავაზა სატანამ ქვეყნიერების ყველა სამეფო იესოს , თუკი მისი მფლობელი არ იყო?

რაც შეეხება ამას. არ გეწყინოს, მაგრამ მეორე კლასელის, ანდა პირველის, რა ვიცი, მსჯელობაა.

რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა. ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების ეპიზოდი ცხადად მეტყველებს, რომ ეშმაკს არავისზე და არაფერზე არ აქვს ძალაუფლება. ღორის კოლტში შესვლის ნებართვაც კი უფლისგან მიიღეს. ასე რომ მას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, ხოლო თუკი ნათქვამია, რომ წუთისოფლის მბრძანებელი ისაა, აქ საუბარია იმაზე, რომ განგებულებითად ღმერთისგან ეს დაშვებულია, რომ ის დაძრწოდეს, ვიდრე მეორედ მსოვლამდე, ამ წუთისოფელში.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 18 2013, 10:02 PM

ციტატა(afxazi @ Dec 18 2013, 12:44 PM) *

esre ars cheshmariteba
აბა უცებ მოვუღოთ ბოლო შენს გამოხტომას. ადრე არ მახსოვს ამაზე პასუხი გაგეცათ, მაგრამ აბა ეხლა შეეცადე. რა არის დრო? მე მაინტერესებს არა შენი საკუთარი ზმანება, არამედ საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულება ტერმინ "დროის" შესახებ, ანუ ის რასაც ამ სიტყვის ქვეშ მოიაზრებენ. ღმერთის მყოფობას ამ სიტყვით არ გამოხატავენ, რომ ღმერთი დროში არსებობს და ა.შ. მანახე თუნდაც ერთი მეცნიერის, სწავლულის და ა.შ. გამონათქვამი, სადაც ის საუბრობს, რომ დრო (ანუ ის რასაც ამ სიტყვით გამოხატავს) არის მარადიული, რომ მას არც დასაყისი აქვს და არც დასასრული.

თუკი კვლავ საკუთარ ზმანებებს გადმოალაგებ, ეს იქნება ბავშვობა და მეტი არაფერი. აბა გელი.

ეხლა დავუკვირდეთ ამის მეორე გამონათქვამს:
აჰა, თურმე ღმერთი შობს დროს და შესაბამისად, რადგან ღმერთი მარადიულია, დროც მარადიული ყოფილა. ლოგიკა იცოცხლე, ისეთია ქვას გახეთქავს, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. შენ დროის მიმართ გამოიყენე ტერმინი "შობა" და თქვი, რომ რადგან ღმერთი "შობს" დროს, ღმერთთან ერთად ისიც მარადიულია.

იგივე ტერმინი "შობა" არაერთხელ გამოყენებულია "ქრისტეს" მიმართ, როდესაც საუბარია მის პიროვნულ მიმართებაზე მამასთან. ანუ შენი ლოგიკა ჭეშმარიტებას ღაღადებს (არა იმ დასკვნაში, ცხადია, რაც დროს ეხება). თუკი ღმერთი შობს დროს და ამის გამო დრო მარადიულია, რადგან ღმერთია მარადიულია, შესაბამისად, რადგან სახარება გვესაუბრება მამის მიერ ძის შობაზე, რადგან მამა მარადიულია, ძეც მარადიული ყოფილა და არა ქმნილება. რაო დიდო რასელის მწოაფევ ასე არ გამოდის განა? ცხადია მეტყვი არაო, ქრისტეზე ასე ვერ ვიფიქრებთო და რა გამოდის, რაც გინდათ და "აწყობს" იეჰოვას მოწმეთა იდეოლოგიას, ის ჭეშმარიტებაა და რაც არ "აწყობს" სიცრუე.

მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ზემოთ შეკითხვა დაგისვი და ველი იმის პასუხს.
რაც შეეხება ამას. არ გეწყინოს, მაგრამ მეორე კლასელის, ანდა პირველის, რა ვიცი, მსჯელობაა.

რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა. ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების ეპიზოდი ცხადად მეტყველებს, რომ ეშმაკს არავისზე და არაფერზე არ აქვს ძალაუფლება. ღორის კოლტში შესვლის ნებართვაც კი უფლისგან მიიღეს. ასე რომ მას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, ხოლო თუკი ნათქვამია, რომ წუთისოფლის მბრძანებელი ისაა, აქ საუბარია იმაზე, რომ განგებულებითად ღმერთისგან ეს დაშვებულია, რომ ის დაძრწოდეს, ვიდრე მეორედ მსოვლამდე, ამ წუთისოფელში.

მოდი ბოლოდან დავიწყებ, თუ ჩემ ნაწერს კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ რომ არ დამიწერია _ სატანას ძალაუფლება ქრისტეზეც აქვს! ქრისტე ღმერთია და ღმერთზე ძალაუფლება რანაირად ექნება სატანას ეს ხომ სიგიჟეა... მაგრამ იმ მომენტში იცდება კაცი ქრისტე იესო, რომელიც ან შეცდებოდა და ვადაზე ადრე მიიტაცებდა ქვეყანაზე მეფობას, ან ერთგულებას შეინარჩუნებდა მამისადმი და მოთმინებით დაელოდებოდა თავის გამეფებას ., ქრისტე რომ მხოლოდ კაცი იყო დედამიწაზე ყოფნისას , ამაზე აღარ დავწვრილმანდები რადგან დამაწყდა უკვე ნერვები ამის ახსნით blink.gif .

მე არ მითქვია _ ღმერთი დროში არსებობს _თქო dntknw.gif . მე ვთქვი_ დრო მარადიულად იშვება ღმერთისგან მეთქი! თუ დრო შექმნილია , მაშინ ღმერთიც შექმნილია .,,, უფრო გასაგებად რომ ვთქვა _ დრო იგივე ღმერთია! რატომ? იმიტომ რომ სადაც გონია , იქვეა დროც! არის ღმერთი გონი? რათქმაუნდა! რომ არ იყოს დრო , მაშინ მე ვერ ვიფიქრებდი , ვერ გამოვხატავდი ჩემს აზრს , ვერ ვილოცებდი და ა.შ. მაგრამ მე რომ ვფიქრობ და ახლა ამ პოსტს ვწერ , იმის წყალობით ვწერ რომ ღმერთი მარადიულიად შობს დროს ჩემთვის და შენთვის და ყველა ქმნილებისთვის . ღმერთი დაბადებს თქვენში , სურვილსაც და მოქმედებასაც , თავისივე კეთილნებელობით . ფილ 2:13.

ეხლა ვნახოთ ის თუ რატომ გამოვიყენე , ტერმინი შობა ! ბატონო დავით სამწუხაროდ კარგად ვერ გაიაზრე ჩემი დოგმატი და ნაჩქარევად სცადე ჩემი ჩიხში შეყვანა, მაგრამ ამაოდ!

ჩემ დოგმატში უდიდესი გათვლაა , რაზეც წინასწარ ვიზრუნე blink.gif . მე არ მითქვამს რომ ღმერთი უბრალოდ შობს დროს და ამიტომაა იგი დრო მარადიული , არა . მე ვთქვი რაგდან ღმერთი მარადიულად შობს დროს , თავისი მყოფობით! დიახ მყოფობით ! ანუ დრო დამოკიდებულია ღმერთზე , მაგრამ ღმერთი არ არის დამოკიდებული დროზე ! სამწუხაროდ ეს ვერ გაიაზრე, რაზეც ვწუხვარ user.gif

რაც შეეხება ქრისტეს , რატომ იყენებს ტერმინ შობას ბიბლია მხოლოდ ქრისტეზე? იმიტომ რომ , მხოლოდ ქრისტე შვა მამამ ღვთაებრივი ბუნების მქონედ , ღვთაებრივი ბუნებით აფსოლუტურ ღმერთად! ამიტომაა ქრისტე მხოლოი შობილი _ მონოგენესი , ერთადერთი მემკვიდრე , ანუ ერთადერთი პირი ვინც იგივე ბუნებას იზიარებს , რასაც მამა !

pastor russell

iesos bolo Jamis eklesia! blink.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 18 2013, 10:13 PM

ეჰ მეთქი დავითი მაინც დაამხობს თქო ჩემს დოგმატს connie_08.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 18 2013, 11:21 PM

esre ars cheshmariteba

ყველაფერთან ერთად არც წინადადების წაკითხვა, სასვენი ნიშნები, სიტყვის მართლწერა... არ გცოდნია.

ციტატა
მოდი ბოლოდან დავიწყებ, თუ ჩემ ნაწერს კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ რომ არ დამიწერია _ სატანას ძალაუფლება ქრისტეზეც აქვს!

შენ დაწერე, რომ სატანა ამა სოფლის ღმერთია და მე სწორედ ის დავწერე რომ, მასზე ანუ ამ სოფელზე თუ არა განგებულებითად, არავითარი უფლება არ გააჩნია.

მართლა მეღიმება ჩემს თავზე, რომ ამაზე ვხარჯავ დროს, მაგრამ არა უშავს, კარგად წარმოჩნდეს ეს შტერიზმი.

ჩემი წინადადება ამგვარი იყო:

ციტატა
რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა.

ბავშვიც კი მიხვდება რომ სიტყვა "მასზე" მიემართება სიტყვა "სოფელს" (რადგან უკანასკნელად სწორედ ისაა გამოყენებული წინადადების პირველ ნაწილში) და არა ქრისტეს. თუმცა ეს სხვა რამეა, მაგრამ მაინც, პრეტენზიების მქონეს ასეთი ელემენტარული ლაფსუსები არ შეგშვენის.

მეორეც, ზემოთ თქვი, რომ ეშმაკი ამა სოფლის ღმერთია. ამაზე აღარაფერი გითქვამს. ეს არის აბსურდი და მეტი არაფერი. არანაირი ძალაუფლება ამ სოფელზე მას არ გააჩნია და აღნიშნული სახარებისეული მონაკვეთიდან ეს ნათლად ჩანს.

ციტატა
ქრისტე ღმერთია და ღმერთზე ძალაუფლება რანაირად ექნება სატანას ეს ხომ სიგიჟეა

ჭეშმარიტებას ღაღადებს რასელის მოწაფე biggrin.gif

ციტატა
მე არ მითქვია _ ღმერთი დროში არსებობს _თქო dntknw.gif . მე ვთქვი_ დრო მარადიულად იშვება ღმერთისგან მეთქი! თუ დრო შექმნილია , მაშინ ღმერთიც შექმნილია .,,, უფრო გასაგებად რომ ვთქვა _ დრო იგივე ღმერთია! რატომ? იმიტომ რომ სადაც გონია , იქვეა დროც! არის ღმერთი გონი? რათქმაუნდა! რომ არ იყოს დრო , მაშინ მე ვერ ვიფიქრებდი , ვერ გამოვხატავდი ჩემს აზრს , ვერ ვილოცებდი და ა.შ. მაგრამ მე რომ ვფიქრობ და ახლა ამ პოსტს ვწერ , იმის წყალობით ვწერ რომ ღმერთი მარადიულიად შობს დროს ჩემთვის და შენთვის და ყველა ქმნილებისთვის . ღმერთი დაბადებს თქვენში , სურვილსაც და მოქმედებასაც , თავისივე კეთილნებელობით . ფილ 2:13.

აქ მე ვერ ვხედავ ჩემს შეკითხვაზე პასუხს. რა არის დრო? შექმნილია თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ კონკრეტული განსაზღვრება მინდა დროისა. ანუ როცა ამ სიტყვას იყენებ, მინდა მისი შინაარსი განმარტო. კვლავ ვიმეორებ, რომ არ მინდა ზმანებები, მინდა საზოგადოდ დამკვიდრებული შინაარსი ამ სიტყვისა.

ციტატა
მე ვთქვი რაგდან ღმერთი მარადიულად შობს დროს , თავისი მყოფობით! დიახ მყოფობით !

დრო პიროვნული მონაცემია შენეული მჭევრმეტყველებით?

ციტატა
იმიტომ რომ , მხოლოდ ქრისტე შვა მამამ ღვთაებრივი ბუნების მქონედ , ღვთაებრივი ბუნებით აფსოლუტურ ღმერთად!

ჯერ ერთი აბსოლუტურად და არა აფსოლუტურად. მეორეც ამაზე ბევრმა გითხრა, რომ იმ ფონზე, როცა ქრისტეს ქმნილობას ქადაგებ, ამ გამონათქვამებით შენვე უპირისპირდები შენს თავს.

მოკლედ არ გეწყინოს, მარა ასე თუ ისე ნორმალური წარმოდგენ მქონდა რასელისტთა გარკვეულ კატეგორიაზე, სულ მიკარგავ შთაბეჭდილებას. ეს უკვე ბავშვის დონეც აღარა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 18 2013, 11:58 PM

afxazi
რაში ხარჯავ დროს , ერთხელ სადმე ჩავუსხდეთ რა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 19 2013, 12:57 AM

ციტატა(afxazi @ Dec 18 2013, 11:21 PM) *

esre ars cheshmariteba

ყველაფერთან ერთად არც წინადადების წაკითხვა, სასვენი ნიშნები, სიტყვის მართლწერა... არ გცოდნია.
შენ დაწერე, რომ სატანა ამა სოფლის ღმერთია და მე სწორედ ის დავწერე რომ, მასზე ანუ ამ სოფელზე თუ არა განგებულებითად, არავითარი უფლება არ გააჩნია.

მართლა მეღიმება ჩემს თავზე, რომ ამაზე ვხარჯავ დროს, მაგრამ არა უშავს, კარგად წარმოჩნდეს ეს შტერიზმი.

ჩემი წინადადება ამგვარი იყო:
ბავშვიც კი მიხვდება რომ სიტყვა "მასზე" მიემართება სიტყვა "სოფელს" (რადგან უკანასკნელად სწორედ ისაა გამოყენებული წინადადების პირველ ნაწილში) და არა ქრისტეს. თუმცა ეს სხვა რამეა, მაგრამ მაინც, პრეტენზიების მქონეს ასეთი ელემენტარული ლაფსუსები არ შეგშვენის.

მეორეც, ზემოთ თქვი, რომ ეშმაკი ამა სოფლის ღმერთია. ამაზე აღარაფერი გითქვამს. ეს არის აბსურდი და მეტი არაფერი. არანაირი ძალაუფლება ამ სოფელზე მას არ გააჩნია და აღნიშნული სახარებისეული მონაკვეთიდან ეს ნათლად ჩანს.
ჭეშმარიტებას ღაღადებს რასელის მოწაფე biggrin.gif
აქ მე ვერ ვხედავ ჩემს შეკითხვაზე პასუხს. რა არის დრო? შექმნილია თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ კონკრეტული განსაზღვრება მინდა დროისა. ანუ როცა ამ სიტყვას იყენებ, მინდა მისი შინაარსი განმარტო. კვლავ ვიმეორებ, რომ არ მინდა ზმანებები, მინდა საზოგადოდ დამკვიდრებული შინაარსი ამ სიტყვისა.
დრო პიროვნული მონაცემია შენეული მჭევრმეტყველებით?
ჯერ ერთი აბსოლუტურად და არა აფსოლუტურად. მეორეც ამაზე ბევრმა გითხრა, რომ იმ ფონზე, როცა ქრისტეს ქმნილობას ქადაგებ, ამ გამონათქვამებით შენვე უპირისპირდები შენს თავს.

მოკლედ არ გეწყინოს, მარა ასე თუ ისე ნორმალური წარმოდგენ მქონდა რასელისტთა გარკვეულ კატეგორიაზე, სულ მიკარგავ შთაბეჭდილებას. ეს უკვე ბავშვის დონეც აღარა.

მე არანაირი განათლება არ მაქ მიღებული , მაგრამ ამ უვიცობითაც კი ვიმარჯვებ შენზე ბატონო დავით! blink.gif .

მაცადე მეც გავიზრდები თეოლოგიური განათლებით და მერე თამამად მოვარგებ ჩემს თეზისებს , ამ განათლებას! ჯერ უვიცი ვარ ტერმინოლოგიაში მომიტევე dagnebdit.gif

ეხლა მართლა ვაღიარებ კაცურად რომ დავმარცხდი! ხისთავიანი არ ვარ blink.gif

შენგან ბევრი რაღაც ვისწავლე სხვათაშორის wub.gif

მე კი უვიცი ვარ , მაგრამ რავიცი იქნებ ოდესმე ღმერთმა მოიღოს ჩემზეც წყალობა unsure.gif

ე ჰ წავედი გავუყევი პასტორი რასელის გზას მეც user.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 19 2013, 02:39 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
მაგრამ ამ უვიცობითაც კი ვიმარჯვებ შენზე ბატონო დავით! .

ციტატა

ეხლა მართლა ვაღიარებ კაცურად რომ დავმარცხდი!

ციტატა
ხისთავიანი არ ვარ

,, ნურც გაფრინდები , ნურც მოფრინდები , დელიავრააანუნიიი...''

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 19 2013, 09:09 AM

ციტატა
მაცადე მეც გავიზრდები თეოლოგიური განათლებით და მერე თამამად მოვარგებ ჩემს თეზისებს

ჩემი აზრით ესაა მთავარი პრობლემა, ცდილობ რამენაირად მოარგო შენს აზრებს ბიბლია smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 19 2013, 11:22 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
შენგან ბევრი რაღაც ვისწავლე სხვათაშორის

სხვათაშორის (თუკი მწვავე სიტყვები ვიხმარე ზემოთ ბოიშს ვიხდი) გულწრფელობის მომენტს ვამჩნევ შენში და ამას ვაფასებ, უფრო სწორად უბრალოების. არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მარა როგორც წერ, იმათ არ გავხარ მრავალნი რომ შემოსულან აქ და მეცხრე ციდან რომ იყურებოდნენ. არის რაღაც საკითხები, რომელიც კარგად უნდა დახვეწო თუ გინდა, რომ ის რასაც ამბობ დამაჯერებელი იყო. მე არ მაქვს პრეტენზია რომ რამე გასწავლო, ბევრი რამ მეც არ ვიცი (გაგიკვირდება და რაღაც-რაღაც მომენტებში დამეხმარა კიდეც შენთან საუბრები), მაგრამ რაც ვიცი იქიდან გამომდინარე ვხვდები, რომ დამაჯერებლობა გაკლია და ეს საკითხებში სიღრმისეულად ვერ გარკვევის ბრალია.

კარგი ბიჭი ხარ და წარმატებებს გისურვებ.

ხო კიდე ამ სიტყვას "დავმარცხდიო", ყოველშემთხვევაში ჩემთან ნუ გამოიყენებ. მე ვსაუბრობ არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ იმის დასაცავად რაც წმინდად მიმაჩნია.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 19 2013, 11:55 PM

[quote name='afxazi' date='Dec 19 2013, 11:22 AM' post='743853']

[/quote

დავით მადლობ რომ შეამჩნიე ჩემი გულწრფელობა.! სიმართლეს ვიტყვი, ცოტა ხისტ სიტყვებს იმიტომ ვხმარობ და იმიტომ ვცდილობ შენს გამოწვევას, რომ უფრო მეტი გავიგო და რწმენა შევიძინო, რეალურად თავმდაბლობა მიყვარს ცხოვრებაში. რაც ფორუმზე შემოვედი , კიდევ უფრო კარგად გავერკვიე მართლმადიდებლობაში და სხვებივით არ ვაბრალებ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმას, რასაც ის სინამდვილეში არ ასწავლის!

ამ ბოლო დროს ხელი მოვკიდე კიდეც სერიოზულდ მართლმადიდებლობის შესწავლას რათა კიდევ უფრო ძირეულად გავეცნო ამ რელიგიას. ისე გამოსყიდვის საკითხში არ ვეთანხმები მართლმადიდებლობას . მაგრამ შენ რაც დაწერე ფორუმზე ამ საკითხის შესახებ , ნამდვილად პირველად გავიგე, თუ სინამდვილეში როგორ გამოგვიხსნა ქრისტემ!

მადლობას გიხდი კიდევ ერთხელ madlioba.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 19 2013, 11:57 PM

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Dec 20 2013, 02:21 AM

esre ars cheshmariteba

დროს რაღაც ძაან აბსტრაქტულად უყურებ და არაა მასე. სინამდვილეში განსაკუთრებული არაფერია. მეცნიერული თვალსაზრისით დრო არის პარამეტრი, როგორც სიგრძე, სიგანე, სიმაღლე.... დრო არაა მარადიული და მაგას რელიგია კი არა მეცნიერებაც ამტკიცებს. დრო ჩვენი სამყაროს შექმნასთან ერთად შეიქმნა, ჩვენი სამყაროს სისტემის ნაწილია, მეტი არაფერი, ღმერთთან და მარადიულობასთან დროს ისეთივე კავშირი აქვს, როგორიც სივრცეს...

P.S. არც სივრცეა უსასრულო... მითუმეტეს მარადიული...

P.P.S. და საერთოდ, ჩვენ რაღაც 4 განზომილებიან სისტემაში ვართ გამომწყდეული. სივრცე 3 განზომილება + მეთხე განზომილება – დრო... ღმერთზე ჩვენი სისტემის კანონები არ მოქმედებს ცხადზე ცხადია...

P.P.P.S. ვიცი, გაუგებრად დავწერე :|

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 20 2013, 09:00 AM

MIRDAT
სავსებით გასაგებია და მისაღებია, მე ვეთანხმები სრულიად შენს დაწერილს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)