პოსტის ავტორი: miranda2121 თარიღი: Feb 12 2023, 06:57 PM
ეკლესიურიად ცხოვრება ახლახანს დავიწყე, აქამდე არ მქონია არანაირი გამოცდილევა სულიერ ცხოვრებაში. მოძღვარი საუბრობს რაღათქმაუნდა ეკლესიის ერთობაზე, მაგრამ ვერ დავუახლობდი ვერავის, სურვილი მაქვს, მაგრამ ძალიან არაკომუნიკაბელური ვარ. ეკლესიური მეგობრები არ მყავს. კიდევ რა რჩევებს მომცემდით ახლადმოქცეულს?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2023, 09:42 PM
ციტატა(miranda2121 @ Feb 12 2023, 06:57 PM)
ეკლესიურიად ცხოვრება ახლახანს დავიწყე, აქამდე არ მქონია არანაირი გამოცდილევა სულიერ ცხოვრებაში. მოძღვარი საუბრობს რაღათქმაუნდა ეკლესიის ერთობაზე, მაგრამ ვერ დავუახლობდი ვერავის, სურვილი მაქვს, მაგრამ ძალიან არაკომუნიკაბელური ვარ. ეკლესიური მეგობრები არ მყავს. კიდევ რა რჩევებს მომცემდით ახლადმოქცეულს?
მირანდა, სასიხარულოა, რომ ეკლესიური ცხოვრება დაგიწყიათ
ღმერთი შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ
რაც შეეხება მეგობრობას, ეგ თანდათან მოვა. ხშირად რომ ივლით წირვა-ლოცვებზე, ურთიერთობებსაც დაამყარებთ მრევლთან და ბედნიერიც იქნებით
ხოლო რჩევებს რაც შეეხება, მხოლოდ იმას გირჩევთ რომ მოძღვრის ყველა კურთხევა შეასრულოთ, რამდენად რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამით ბედნიერებას იპოვით
ხოლო თუ იურჩებთ და ისე არ მოიქცევით, როგორც მოძღვარი გაკურთხებთ, აუცილებლად ინანებთ, ამას ჩემი გამოცდილებით გეუბნებით
ღმერთი თქვენთან!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2023, 11:32 AM
ციტატა(miranda2121 @ Feb 13 2023, 11:03 PM)
დიდი მადლობა
არაფერს
პოსტის ავტორი: Mirandaa21 თარიღი: Apr 3 2023, 04:22 PM
გამარჯობა, ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული მაქვს და მაინტერესებს ღვთისმშობლის დაუჯდომლის წაკითხვა სახლში თუ შემიძლია? თუ მღვდელმა უნდა წაიკითხოს აუცილებლად?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 04:33 PM
Mirandaa21
დაუჯდომელი შეგიძლიათ სახლშიც წაიკითხოთ და ტაძარშიც. კითხვისას არ უნდა დაჯდეთ, დაუჯდომელი ამიტომ ჰქვია
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 08:21 PM
ციტატა(Mirandaa21 @ Apr 3 2023, 06:28 PM)
მადლობა
თქვენს სამსახურში მიგულეთ
პოსტის ავტორი: Mirandaa21 თარიღი: Apr 9 2023, 10:46 PM
გამარჯობა, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. პირველშეწირულის ლიტურგიის წინ ზიარებისწინა ლოცვები თუ უნდა წავიკითხო?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2023, 11:16 AM
ციტატა(Mirandaa21 @ Apr 9 2023, 10:46 PM)
გამარჯობა, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. პირველშეწირულის ლიტურგიის წინ ზიარებისწინა ლოცვები თუ უნდა წავიკითხო?
ზიარების წინა ლოცვები ზიარებამდე, წინა საღამოს უნდა წაიკითხოთ. თუ ვერ მოახერხებთ, მაშინ ლიტურგიის დაწყებამდე დილით.
პოსტის ავტორი: Mirandaa21 თარიღი: Apr 18 2023, 02:07 AM
მოგესალმებით პირველ რიგში გილოცავთ ქრისტე აღსდგა! მაინტერესებდა ბრწყინვალე შვიდეულში ფსალმუნების და დაუჯდომლების კითხვა სრულიად აკრძალული და დაუშვებელია?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2023, 12:40 PM
ციტატა(Mirandaa21 @ Apr 18 2023, 02:07 AM)
მოგესალმებით������ პირველ რიგში გილოცავთ������ ქრისტე აღსდგა! მაინტერესებდა ბრწყინვალე შვიდეულში ფსალმუნების და დაუჯდომლების კითხვა სრულიად აკრძალული და დაუშვებელია?
ჭეშმარიტად აღსდგა!!! მეც გილოცავთ
ჩემი ტაძრის წინამძღვარმა ქადაგებისას გვითხრა, რომ თუ ვინმეს გინდათ ილოცოთ, ილოცეთო. ასე რომ დასაშვებია
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2023, 11:11 PM
ციტატა(Mirandaa21 @ Apr 18 2023, 11:09 PM)
Madloba didi
იხარეთ
პოსტის ავტორი: Mirandaa21 თარიღი: May 5 2023, 03:30 PM
გამარჯობა. ძალიან ვღელავ და ვნერვიულობ. ხატი დამივარდა შემთხვევით და ძაღლის ფისებზე დავარდა რა შემიძლია გავაკეთო?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2023, 09:37 PM
ციტატა(Mirandaa21 @ May 5 2023, 03:30 PM)
გამარჯობა. ძალიან ვღელავ და ვნერვიულობ. ხატი დამივარდა შემთხვევით და ძაღლის ფისებზე დავარდა
რა შემიძლია გავაკეთო?
ხატი გულდასმით გაწმინდეთ და თუ ნაკურთხი არაა, აკურთხებინეთ.