თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ _ სულიწმინდის ნიჭები

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: May 24 2015, 02:33 AM

ბიბლიაში ბევრგან ვხვდებით სულიწმინდის მრავალმხრივ გამოვლინებებს და მის ნიჭებს , რამდენად ვეთანხმებით მოძღვრებს იმ აზრში რომ ნიჭები აღსრულდა ან გაუქმდა, რომ ნიჭები ახალი ახთქმის ეკლესიაში აღარ გამოიყენება მაშინ როდესაც ბიბლია და მათ შორის ახალი ახთქმა გვასწავლის რომ სული მოეფინება ყველა ადამიანზე, და რომ ზოგნი აწინასწარმეტყველდებიან, ზოგნი სიზმრებს ნახავენ, განკურნებაც და ენებზე ლოცვაც ერთერთი გამოვლინებაა ნიჭების. შესაძლებელია თუ არა ამ ნიჭების გამოყენება დღეს?
საქმეები 2:17-18
‘იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე მოვაფენ იმ დღეებში ჩემი სულისაგან და აწინასწარმეტყველდებიან.[b]

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: May 24 2015, 03:13 AM

ისინი დღესაც არის და მე ვიყენებ ამ ნიჭებს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: May 24 2015, 03:20 PM

რობინი

ციტატა
ისინი დღესაც არის და მე ვიყენებ ამ ნიჭებს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის

მაგალითად რა ნიჭებს იყენებ?

სიყვარული სულიწმინდის ნიჭად შეიძლება ჩაითვალოს?

პოსტის ავტორი: q.w.e თარიღი: May 24 2015, 04:51 PM

რა იგულისხმება ჩვენებებში?რაიმე მოვლენა რომელიც ღმერთის არსებობას გაგახსენებს?ან რომელიწ რწმენას გაგიღვიძებს?მე მქონია მსგავსი მაგალითები,სიზმარიც მახსოვს და ამ ყველაფერმა რწმენა გამიღვიძა

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: May 24 2015, 11:31 PM

ციტატა(q.w.e @ May 24 2015, 04:51 PM) *

რა იგულისხმება ჩვენებებში?რაიმე მოვლენა რომელიც ღმერთის არსებობას გაგახსენებს?ან რომელიწ რწმენას გაგიღვიძებს?მე მქონია მსგავსი მაგალითები,სიზმარიც მახსოვს და ამ ყველაფერმა რწმენა გამიღვიძა


მე ვიყენებ სულიწმინდის ნიჭებს , უფალი ამბობს რომ ბოლოჟამსო ჩემს მორწმუნეებზე მოვაგენ წმინდა სულსო ესეიგი ყველაზეო რაც ნიშნავს რომ ცოცხალი ღმერთი მოქმედია. ენებით ლოცვა და სულიწმინდით ლოცვადა მეტყველება ეს დღესაც ცოცხალია და მე ვიცნობ მათ. ამ ნიჭებს

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: May 25 2015, 02:00 AM

ერთ კარგ სტატიას დავწერ http://www.faith.ge/?p=264 ალბად დაგაკმაყოფილებთ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 25 2015, 09:45 AM

რობინი
თემა რომ გახსენი მისი არსი რა არის?

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: May 25 2015, 02:07 PM

ციტატა
თემა რომ გახსენი მისი არსი რა არის?


biggrin.gif რაც მაშინ მითხარი თემა არ გახსნაო არ გამიხსნია,მის მერე biggrin.gif რაღაც არ მოგწონს ახალი თემის გახსნა, თU იმიტო რომ სისულელე თემაა... smile.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 25 2015, 04:00 PM

ციტატა(Zukazuka314 @ May 25 2015, 02:07 PM) *

biggrin.gif რაც მაშინ მითხარი თემა არ გახსნაო არ გამიხსნია,მის მერე biggrin.gif რაღაც არ მოგწონს ახალი თემის გახსნა, თU იმიტო რომ სისულელე თემაა... smile.gif biggrin.gif

თემა გაიხსნა და აზრს ვკითუხლობ. ვერ გავიგე რამეზე უნდა ვისაუბროთ დავგვოთ ვიმსჯელოთ ვიკამათოთ თუ ერთმანეთს ხოტბა ვასხათ? თემას რომ ხსნი რაღაც აზრი უნდა ქონდეს აქ ეგ ვერ დავინახე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 30 2015, 11:26 AM

მგონია რომ არ იცით,რაზეც კამათობთ .
მაგ: ნათლობის რიტუალში რომაა ,,ბეჭედი მონიჭებულ არ სულისა მიერ წმიდისა...''
რა ბეჭედი იგულისხმება ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: May 30 2015, 11:59 AM

A.V.M

ციტატა
რა ბეჭედი იგულისხმება ?


პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 10:56 AM

ციტატა(A.V.M @ May 30 2015, 11:26 AM) *

მგონია რომ არ იცით,რაზეც კამათობთ .
მაგ: ნათლობის რიტუალში რომაა ,,ბეჭედი მონიჭებულ არ სულისა მიერ წმიდისა...''
რა ბეჭედი იგულისხმება ?



ზუსტადაც ამ დროს ადამიანი იღებს სულიწმინდას... მაგრამ როდესაც ადამიანი იზრდება გარკვეულ შეცდომებს უშვებს და არის სიტუაცია როდესაც სულიწმინდა განეშორება ადამიანს... მადლის მოსახვეჭად საჭიროა ახლიდა ზეციდან შობა ანუ ზიარება... მე ვამოწმებ რომ მართლმადიდებლობაში დღესაც მოქმედებს სულიწმინდის ნიჭები... განკურნება, წინასწარმეტყველება, სულიწმინდით ლოცვა , ენებით მეტყველება და სიზმრებიც კი. თუმცა ზოგიერთი მართლმადიდებლურ გადმოცემებში წერია რომ ეს აღსრულდა ანუ ენები გაუქმნდა, ისინი არ გაუქმებულან.

ციტატა(G_saxva @ May 25 2015, 04:00 PM) *

თემა გაიხსნა და აზრს ვკითუხლობ. ვერ გავიგე რამეზე უნდა ვისაუბროთ დავგვოთ ვიმსჯელოთ ვიკამათოთ თუ ერთმანეთს ხოტბა ვასხათ? თემას რომ ხსნი რაღაც აზრი უნდა ქონდეს აქ ეგ ვერ დავინახე.


რაზე უნდა ვიმსჯელოთ და სულიწმინდის ნიჭებზე... ბიბლიას არ კითხულობ ? მოციქულთა საქმეებს? თუკი ვამბობთ რომ ჩვენი ეკლესია სამოციქულოა ესეიგი უნდა ვაღიაროთ მოციქულთა საქმეებიც მათ შორის მათი დანატოვრებიც. საქმეები- სულიწნინდით მათი ქადაგებები და წერილები. თუმცა ზოგი მართლმადიდებელი ამბობს რომ გაუქმნდა ან აღარაა საჭირო. პირიქით. არ გაუქმებულა ..

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 10 2015, 11:18 PM

sanfol
ისტორიულა ბიზანტიური ტრადიციაა,იმპერატორის ბეჭედი ზოგადად. საკმაოდ ვრცელი და საინტერესო თემაა.
გარდა ამისა მეორე მნიშვნელობაცაა რა თქმა უნდა, სულიწმინდის მადლის მიღების შესახებ...

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 10 2015, 11:21 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 10 2015, 11:18 PM) *

sanfol
ისტორიულა ბიზანტიური ტრადიციაა,იმპერატორის ბეჭედი ზოგადად. საკმაოდ ვრცელი და საინტერესო თემაა.
გარდა ამისა მეორე მნიშვნელობაცაა რა თქმა უნდა, სულიწმინდის მადლის მიღების შესახებ...



სწორე ხარ... ასევე მართლმადიდებლური ეკლესია სულიწმინდის ნიჭებს დღესაც იყენებს: კურნებას , სულიწმინდით ლოცვა, წინასწარმეტყველება და ა.შ. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 10 2015, 11:25 PM

რობინი
სულიწმინდის ნიჭს არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია,არამედ ყველა პიროვნება იყენებს,რომელიც რაიმე ნიჭის მატარებელია. არ აქვს მნიშვნელობა-ცეკვის,სიმღერის,ორატორობის და.ა.შ. თუნდაც ათეისტი იყოს. რადგან დადებითი თვისება აქვს ადამიანს,ეს იმას ნიშნავს რომ სულიწმინდისგანაა,თუნდაც უბილწესი და უბოროტესი პიროვნება იყოს თავად.

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 10 2015, 11:33 PM

არ გეთანხმები მაგრამ ნუ არ შეგეკამათები მეზარება :-D

პოსტის ავტორი: Heaven soldier თარიღი: Sep 11 2015, 12:00 PM

ციტატა(რობინი @ Sep 10 2015, 11:33 PM) *

არ გეთანხმები მაგრამ ნუ არ შეგეკამათები მეზარება :-D

რატომ არ ეთანხმები ? სულიწმიდას განა როგორ იხსენიებენ ? "ცხოველსმყოფელით სულით შენით" რას ნიშნავს ცხოველსმყოფელობა, სულიწმიდის პირველი და უმთავრესი თვისება ეს ცხოველსმყოფელობაა და იქაც სამოთხეში სულიწმიდით იკვებებოდნენ ადამი და ევა, საქმე ისაა რომ სულიწმიდა მარტო წინასწარმეტყველურ ნიჭებს კიარ გვაძლევს ან რაიმე ღვთაებრივ ძალებს, არამედ ყველაფერს რაც ჩვენ გვაცოცხლებს, ყველაფერს, ყველა კეთილი ნიჭი სულიწმიდის მიერ გვაქ, აი ნახე >>იაკობის(1:17)ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი. ასე რომ სულიწმიდა ყველაფერს კარგს გვაძლევს თუმცა თუ ჩვენ მის მოცემულს ბოროტად ვიყენებთ ეს უკვე ჩვენი ბრალია,

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2015, 01:37 PM

ციტატა(რობინი @ May 24 2015, 04:13 AM) *

მე ვიყენებ ამ ნიჭებს


"ღმერთს არ უნდა ვთხოვოთ არც ხელთუქმნელი ნათელი, არც ნიჭები , არაფერი სხვა, მხოლოდ სინანული, სინანული და ისევ სინანული"
/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 11 2015, 01:45 PM

ციტატა(Heaven soldier @ Sep 11 2015, 12:00 PM) *

რატომ არ ეთანხმები ? სულიწმიდას განა როგორ იხსენიებენ ? "ცხოველსმყოფელით სულით შენით" რას ნიშნავს ცხოველსმყოფელობა, სულიწმიდის პირველი და უმთავრესი თვისება ეს ცხოველსმყოფელობაა და იქაც სამოთხეში სულიწმიდით იკვებებოდნენ ადამი და ევა, საქმე ისაა რომ სულიწმიდა მარტო წინასწარმეტყველურ ნიჭებს კიარ გვაძლევს ან რაიმე ღვთაებრივ ძალებს, არამედ ყველაფერს რაც ჩვენ გვაცოცხლებს, ყველაფერს, ყველა კეთილი ნიჭი სულიწმიდის მიერ გვაქ, აი ნახე >>იაკობის(1:17)ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი. ასე რომ სულიწმიდა ყველაფერს კარგს გვაძლევს თუმცა თუ ჩვენ მის მოცემულს ბოროტად ვიყენებთ ეს უკვე ჩვენი ბრალია,



არა მე უბრალოდ ალბათ ვერ ჩავაკვირდი მის პასუხს. ანუ მე რას ვგულისხმობ რომ სყლიწმინდას ყველა ადამიანი იღებს ჩვილიც კი ოღონდ მის ნიჭების მიღებას ვგულიხმობ მე. ყველას ყოველთვის არ ეძლევა სულიწმინდა ანუ მაგალითად თუ ადამიანმა მოინანია ყველაფერი აღსარებაში, მერე იმარხულა ილოცა და ეზიარა სისხლ და ხორც ქრისტესას ამ დროს მასზედ გადმოდის სულიწმინდა. მაგრამ თუ ის წამოვა სახლში და მეორე დღეს ქალებში წავა ან შეიბილწება მას სულიწმინდა განეშორება სანამ ისევ არ განიწმინდება და არ მოინანიებს. ის რომ ადამიანი მრუშობს და არც ცხოვრობს ეკლესიაში მასზე სულიწმინდა არ გადმოდის. მადლს ეკლესიაში შეიგრძნობს მაგრამ სულიწმინდის ნიჭებს ვერ მიიღება რადგან მასში მყოფი სულიწმინდის ტაძარი მოშლილია და საჭიროა აღდგენა. არ მეთანხმები მეგობარო ? შენ შემოგევლე მე არ გეკამათებით არავის ეს ჩემი აზრია ძვირფასებო და კარგებო

ციტატა(marine @ Sep 11 2015, 01:37 PM) *

"ღმერთს არ უნდა ვთხოვოთ არც ხელთუქმნელი ნათელი, არც ნიჭები , არაფერი სხვა, მხოლოდ სინანული, სინანული და ისევ სინანული"
/ღირსი პაისი ათონელი/



მე არ ვგულისხმობ "დაჩის ნიჭებს" ან ცეკვის ნიჭს ან მუსიკის ან ქსოვის,მე ვსაუბრობ "სულიწმინდის ნიჭებზე" ეს სხვადასხვაა ჩემო ტკბილო და მურაბა ადამიანო smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2015, 03:30 PM

რობინი

დაჩი, მეც სულიწმინდის ნიჭებს ვგულისხმობ, რომელთა მოპოვებაც ასე მარტივი არაა, ამისთვის უდიდესი სიწმინდით ცხოვრებაა საჭირო. წმინდა მამები ხანგრძლივი ასკეტური ღვაწლის შედეგად აღწევდნენ ამას.

შენ ახალი დაწყებული გაქვს ეკლესიური ცხოვრება, სამი წელი ძალიან ცოტაა. თანაც გადახრილი ხარ პროტესტანიზმისკენ ამიტომ, ვეჭვობ რომ სულიწმინდის ნიჭებით იყო ავსებული, ეს უფრო ხიბლი მგონია და მიაქციე ამას ყურადღება, რომ ბოროტმა არ იმძლავროს შენზე... უმთავრესი თავმდაბლობაა და ამის მოპოვებისთვის იბრძოლე... ხიბლი ერთი თუ მოგერია, მერე ძნელია მისი თავიდან მოშორება, ამიტომ დასაწყისშივე ებრძოლე, გაიხსენე შენი მძიმე ცოდვები და ამით დაიმდაბლე თავი... mpua.gif

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 11 2015, 09:03 PM

მარინე, და მერე მეც იგივე არ ვთქვი???? ანუ თუ არ მოინანიებს არ იმარხულებს და არ ილოცებს ვერ ეზიარება თქო სისხლს და ხორც რა დროსაც სულწმინდა გადმოდის? რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2015, 09:17 PM

ციტატა(რობინი @ Sep 11 2015, 10:03 PM) *

მარინე, და მერე მეც იგივე არ ვთქვი????


rolleyes.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 12 2015, 07:11 AM

ქალბატონო მარინე, მეც თქვენნაირიაზრის ვარ. რათქმაუნდა თუ არ მოინანიე... ყველაფერი სინანულით იწყება ... მონანიებაში თავდაბლობაც იგულისხმება რომ საკუთარ ცოდვულობას ხას უსმევ და ითხოვ პატიებას... მერე მარხვაა უკვე სხეულის ალაგმვაც და ლოცვა ... შემდეგ ეკლესიაში მისვლა და სისხლს და ხორცის ზიარება ქრისტესი და ამ დროს გადმოდის სულიწმინდა... ყველას ეძლევაო სულიწმინდაო და ესე არაა იმიტომ რომ ვინც ფორმალურად აბარებს აღსარებას და მარხულობს ცუდად მერე ატყუებს მოძღვარს და ისე ეზიარება . მასზე კი გადმოვა სულიწმინდა მაგრამმალევე განეშორებ . .. ფესვებს ვერ გაიდგავს იმიტომ რომ ის ადამიანი შუნაგანად არ იღებს ქრისტეს და რელიგიურად ცხოვრება არ ნიშნავს ქრისტიანობას ხომ ასეა მარინე მეგობარო? smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 12 2015, 12:44 PM

A.V.M
ვერ მივხვდი ბიზანტიის იმპერატორის ბეჭედი სულიწმინდის ბეჭედთან რა კავშირშია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2015, 02:36 PM

ციტატა(რობინი @ Sep 12 2015, 08:11 AM) *

რელიგიურად ცხოვრება არ ნიშნავს ქრისტიანობას ხომ ასეა მარინე მეგობარო? smile.gif


შეკითხვა ვერ გავიგე... თუ ზოგადად განვიხილავთ ჭეშმარიტ რელიგიურობას, ის მოიცავს ქრისტიანული წესით ცხოვრებას...

ადამიანი თუკი თავს თვლის მართლმადიდებლად მაგრამ არ იღებს მონაწილეობას საიდუმლოებებში, ეს მცირედმორწმუნეობაა...

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 12 2015, 03:55 PM

ქალბატონო მარინე შეიძლება ადამიანი იყოს რელიგიური მაფრამ არ იყოს ქრისტიანი. ანუ ფორმალურად დადიოდეს ეკლესიაში ანთებდეს სანთლებს , ლოცვანსაც დაზუთხული კითხულობდეს. მოწინავე მრევლის წევრი იყოს მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებდეს ფორმალურად. მაგრამ მის გულში არ იყოს ქრისტე :-( მე ამას ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 12 2015, 04:16 PM

რობინი
მე მივხვდი რასაც ამბობდი, მასეა + ასეთი გამოთქმაც არსებობს რელიგია გარედან ცვლის ადამიანს და ღმერთი შიგნიდანო

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 12 2015, 04:31 PM

სანდრო სწორე ხარ. შენ ეკლესიაში ბიბლიას არ ასწავლიან? რომელ ეკლესიაში მსახურობ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 13 2015, 08:44 PM

რობინი
100ატასი მოწამის

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 13 2015, 08:50 PM

ციტატა(sanfol @ Sep 13 2015, 08:44 PM) *

რობინი
100ატასი მოწამის



სასიამოვნო...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)