2022 წლის 24 თებერვალს რაშისტული რუსეთის დიქატატორმა ვლადიმირ პუტინმა ომი გამოუცხადა უკრაინას, რომლის მიზანი იყო უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია ანუ უკრაინის ეროვნული იდენტობის და სახელმწიფოებრიობის მოშლა.
როგორც მრავალი სამხედრო ექსპერტი და პოლიტიკური ანალიტიკოსი პროგნოზირებდა რაშისტული რუსეთის სამხედრო აგრესია გადაიზარდა ფართომასშტაბიან და გლობალურ ომში, რაც კაცობრიობას II მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.
სხვისი ტერიტორიების და მიწა-წყლის ხელში ჩაგდების მიზნით ვლადიმირ პუტინმა უკვე შეიწირა 30,000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, 25,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინაში და დაახლოებით 100,000 საკუთარი ჯარისკაცი.
ფაშისტური გერმანიის შემდეგ ასეთი ბრუტალური ომი არავის წამოუწყია.
მსოფლიო გლობალურ კატასტროფასთან ასე ახლოს დიდი ხანია არ ყოფილა.
სამწუხაროდ რუსეთი დაადგა ბიზანტიის გზას, ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის სახელით ძალადობას, სხვის მიწა-წყალზე იმპერიის მშენებლობას და გაუგონარ სისასტიკეს როგორც სხვისი, ისე საკუთარი მოსახლეობის მიმართ. დიდია ალბათობა რომ ამ ფორმაციის რაშისტული რუსეთია გაიზიარებს ბიზანტიის ბედს და მასშტაბური რღვევით დაასრულებს.
ვიმსჯელოთ.
გიორგი
რუსეთი დაღუპა იმ განცდამ, რომ მესამე რომია, არადა ისტორიიდან ჩანს, რომ ყველა იმპერია დაემხო... წმინდა ბერების ნაწინასწარმეტყველებია, რომ რუსეთის ახლანდელი მთავრობაც დაემხობა...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience