თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ _ მნიშვნელოვანი ინიციატივები და ფორუმი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 11 2009, 01:38 AM

ერთერთ წინა თემაში "ფორუმის განვითარებისათვის" ვსაუბრობდით, იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავიდეთ ფორუმის გარეთ სხვადასხვა აქციებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ფორუმი "ჩორჩ.გე" იღებდეს მონაწილეობას სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივებში, რომლებიც აერთიანებენ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს, მსგავსი ინიციატივა იყო ხელმოწერების შეგროვება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ძალიან კარგი ინიციატივა წამოვიდა საზღვარგარეთმყოფი ქართული სათვისტომოებიდან და კარგი იქნება თუკი ჩვენც შევუერთდებით!

ამით დავიწყოთ და შემდეგ თუკი რაიმე კარგი ინიციატივა იქნება, აქ დავდოთ, განვიხილოთ და შემდეგ ან ერთიანად (თუ შესაძლებელი იქნება, ამით ჩორჩ.გე-ც ისახელებს) ან ცალცალკე შევუერთდეთ ან პირიქით, არჩევანის საქმეა.

ვდებ ამ ინიციატივის ტექსტს, რომელიც ელ. ფოსტით გავრცელდა:

თქვენი ხელმოწერით შეიძლება ქართული ისტორიული ძეგლი გადარჩენა

გთხოვთ, სულ ორიოდე წუთი დაუთმოთ პეტიციაზე ხელმოწერას, რომელიც განკუთვნილია ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის გადასარჩენად.

ეს არის ”ოშკის” ეკლესია http://en.wikipedia.org/wiki/File:Oshki4.jpg . რომელიც აგებულია მეათე საუკუნეში და ამჟამად მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე.

სულ საჭიროა 5000 ათასი ხელმოწერა. ქართულ სათვისტომოებს ვთხოვ გაავრცელოთ. ხელი მოაწერეთ: http://www.thepetitionsite.com/1/Tao-Klarjeti

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 11 2009, 02:03 AM

KAIROS

ციტატა
სულ საჭიროა 5000 ათასი ხელმოწერა. ქართულ სათვისტომოებს ვთხოვ გაავრცელოთ. ხელი მოაწერეთ: http://www.thepetitionsite.com/1/Tao-Klarjeti

ხელმოწერა გავაკეთე რა თქმა უნდა,
გადავუგზავნი სხვებსაც აუცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 13 2009, 04:20 AM

ციტატა
მივიღოთ მონაწილეობა

ნახვის მიხედვით 25 ნახვაა, და ე.ი. 25-ზე მეტს კაცს ხმა არ მიუცია...
იაქტიურეთ!

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Oct 13 2009, 10:06 AM

მოვაწერე ხელი smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 13 2009, 05:41 PM

მთელს პალიტრას გავუგზავნე, ჩემმა სამსახურმა უკვე მოაწერა ხელი smile.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 13 2009, 08:28 PM

ისე ვერ ვხვდები ამ პეტიციას რა დატვირთვა აქვს, ეჭვი მაქვს თურქული მხარე არ გაღიზიანდეს ამ აქტიურობით.

მე რამდენადაც ვიცი ოშკი ქართული ეკლესიისთვის გადაცემა პოლიტიკურად გადაწყვეტილი საქმეა და მუშაობა ამ რანგშიც უნდა გაგრძელდეს. აქ თურქებმა ის უნდა დაინახონ რომ ეკლესია არის ქართული და არა სომხური და წირვაც შესაბამისად ქართულად უნდა აღევლინოს, თურქებს სულ მცირე სომხური კვალი აღიზიანებთ თურქეთის ტერიტორიაზე და შესაბამისად რაც ჩვენსა და სომხებს შორის სადავოა და ოშკიც მათ შორის, აპ პრობლემის დადებითად გადაჭრას გაადვილებს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 13 2009, 11:32 PM

ციტატა
ისე ვერ ვხვდები ამ პეტიციას რა დატვირთვა აქვს, ეჭვი მაქვს თურქული მხარე არ გაღიზიანდეს ამ აქტიურობით

ის აზრი აქვს ჩემო კარგო, რომ სანამ თურქების "არ გაღიზიანებაზე" ვდარდობთ, ხელს და თვალს შუა გვენგრევა და გვეცლება ხელიდან ტაო.კლარჯეთი...
ის აზრი აქვს, რომ ქართველებმა უნდა ვზრუნოთ ჩვენს კულტურულ სიმდიდირეზე თურქეთშიც და სხვაგანაც,. ჩვენმა კულტურამ და სულიერებამ უნდა გაგვაერთიანოს...
ნუ, შენი ნებაა smile.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 13 2009, 11:40 PM

ციტატა(KAIROS @ Oct 13 2009, 11:32 PM) *

ის აზრი აქვს ჩემო კარგო, რომ სანამ თურქების "არ გაღიზიანებაზე" ვდარდობთ, ხელს და თვალს შუა გვენგრევა და გვეცლება ხელიდან ტაო.კლარჯეთი...
ის აზრი აქვს, რომ ქართველებმა უნდა ვზრუნოთ ჩვენს კულტურულ სიმდიდირეზე თურქეთშიც და სხვაგანაც,. ჩვენმა კულტურამ და სულიერებამ უნდა გაგვაერთიანოს...
ნუ, შენი ნებაა smile.gif

კი მაგრამ შედეგი? მეც ვიცი და შენც რომ მაგაზე რეაგირება არ იქნება, სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
თურქეთის გაღიზიანბამ კი ბევრი რამ შეიძლება დააზარალოს მაგ საქმეში მით უმეტეს რომ ბერკეტები არ გაქ მის წინააღმდეგ.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Oct 14 2009, 02:43 AM

მე ბრიტანეთის სათვისტომოს ხელმძღვანელს გადავუგზავნე და ის აქაურ ქართველებს შეატყობინებს

მე ხელი მოვაწერე smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 14 2009, 03:29 AM

საბლე,
შენ შეგიძლია არ მოაწერო smile.gif
მე მიმაჩნია, რომ უნდა შევუერთდეთ ემიგრაციის ამ მოძრაობას, რადგან ვერ ვეგუებით, როგორ ინგრევა ჩვენი კულტურა "პოლიტიკურ გადაწყვეტილებებამდე", რაც დაინგრა მსგავს მოლოდინებში ისიც არ გვეყოფა?
თან წერილში საუბარია, მიგვიხედეთ ჩვენ კულტურასო...
მოკლედ არჩევანის საქმეა.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 14 2009, 03:32 AM

KAIROS

გასაგებია შენი პოზიცია, ჩვენს კულტურას უნდა მიხედვა მაგაში ორი აზრი არ არის smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Oct 17 2009, 11:13 AM

მოვაწერე ხელი და გავავრცელებ კიდეც smile.gif

თუმცა ეჭვი მეპარება, რომ მაგას რაიმე შედეგი და რეაგირება მოყვეს....

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Oct 17 2009, 03:40 PM

მეც მოვაწერე ხელი smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 29 2009, 05:20 AM

საკმაოდ კარგი ინიციატივა იქნა წამოყენებული ამუზას მიერ, რომელსაც შევთავაზე, რომ ეს ინიციატივა უფრო რეგულარული სახე მივცეთ, ანუ გაშენდეს მცირე ხეივანი ჩორჩ.გე-ს სახელზე, სადაც შეკრების ადგილიც იქნება, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, კარგი წამოწყებაა და თქვენს აქტიურობას იმსახურებს smile.gif
აი ლინკი:
http://church.ge/index.php?showtopic=7187&hl=

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Nov 29 2009, 10:47 AM

ციტატა(KAIROS @ Nov 29 2009, 05:20 AM) *

საკმაოდ კარგი ინიციატივა იქნა წამოყენებული ამუზას მიერ, რომელსაც შევთავაზე, რომ ეს ინიციატივა უფრო რეგულარული სახე მივცეთ, ანუ გაშენდეს მცირე ხეივანი ჩორჩ.გე-ს სახელზე, სადაც შეკრების ადგილიც იქნება, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, კარგი წამოწყებაა და თქვენს აქტიურობას იმსახურებს smile.gif
აი ლინკი:
http://church.ge/index.php?showtopic=7187&hl=

ძალიან მომწონს ეს ინიციატივა. არავითარ შემთხვევაში არ გამოგაკლდებით ხეივნის გაშენების საქმეში! smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 8 2010, 04:53 AM

ციტატა
მართლმადიდებლური ფორუმი "church.ge" გმობს ამ დღეებში ქრისტიანობის სახელით ძალადობის ყველა გამოვლინებას და ასევე იმ მკრეხელობებს რაც მორწმუნე საზოგადოების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, ვაცხადებთ, რომ მართლმადიდებლობის სახელით განხორციელებული ყველა ძალადობრივი აქტი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ არის მართლმადიდებლობა და წარმოადგენს მავანთა მიერ, ნებით ან უნებლიეთ განხორციელებულ მცდელობას ჩვენი სარწმუნოებისა და დედა ეკლესიოს სახელისა და ავტორიტეტის დამცირებისათვის.
გამოვთქვამთ იმედს, რომ ორივე დაპირისპრებული მხარე გაითვალისწინებს საერთო შეშფოთებას, რაც მოყვა, როგორც მკრეხელური ლიტერატურის მიერ დაპირისპირების პროვოცირებას ასევე ყოვლადმიუღებელი ძალადობას, და მსგავსი ინციდენტები
აღარ განმეორდება.

ფორუმელები

_____________________________________________________________________________

ჩემო კარგებო, ეს ასე უცებ დავწერე, თქვენ შეგიძლიათ ჩაასწოროთ, სტილისტურად ან გრამატიკულად გამართოთ, მოაწყოთ გამოკითხვა (რომელიც ჩემი აზრით ზედმეტიც კია ასეთ ნათელ საკითხზე), მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენ აქტიური წევრები ამ ფორუმისა, ვერ და არ შეურიგდებით ვერც იმ განზრახ პროვოკაციებს რაც სწორედ დაძაბულების გამოწვევის მიზნით ხორციელდება ზოგიერთი ვაილიბერალის მიერ და უმეტესად ვერ შევურიგდებით ქრისტიანობის და მართლმადიდებლოს სახელით განხორციელებულ (კადრებია და დოკუმენტები), სტუდენტთა, მოქალაქეთა, ჟურნალისტთა ცემას და გინებას.

ვაყენებ წინადადებას მივიღოთ ეს მიმართვა, თორემ სირცხვილია დუმილი ჩვენი მხრიდან .
ამავდროულად პირადად მოვუწოდებ ფორუმის ლიბერალებს, არაა საჭირო ოცდაცხარამეტი თემა მმკ-ზე და დიდი ასოებით თითების ქნევა. ხედავთ, რა მოხდაო, ვიცით და ვწუხვართ რაც მოხდა, მაგრამ ფორუმის ადმინისტრაცია და მისი წევრები თავად გადაწყვიტავენ როგორ იმოქმედონ და თქვენი ეს უკვე გამაღიზიანებელი ერთიდაიგივე პოსტები ან სადმე ერთად უნდა გაერთიანდეს ან ზედმეტები წაიშალოს, ამავდროულად მეორე მხარის ფორუმელებსაც ვთხოვ, ამოვიდნენ რეალობიდან, რომ ძალადობა დასაგმობია, მითუმეტეს როცა იგი მართლმადიდებლობის სახელით ხორციელდება, ვიაზროვნოთ სამეუფო გზით!

ვიმოქმედოთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: May 8 2010, 11:43 AM

KAIROS
მხარს გიჭერ.

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: May 8 2010, 09:00 PM

KAIROS

ციტატა
სულ საჭიროა 5000 ათასი ხელმოწერა. ქართულ სათვისტომოებს ვთხოვ გაავრცელოთ. ხელი მოაწერეთ: http://www.thepetitionsite.com/1/Tao-Klarjeti

+1. უკვე მოვაწერე smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: May 13 2010, 06:28 PM

ციტატა(KAIROS @ May 8 2010, 05:53 AM) *

_____________________________________________________________________________

ჩემო კარგებო, ეს ასე უცებ დავწერე, თქვენ შეგიძლიათ ჩაასწოროთ, სტილისტურად ან გრამატიკულად გამართოთ, მოაწყოთ გამოკითხვა (რომელიც ჩემი აზრით ზედმეტიც კია ასეთ ნათელ საკითხზე), მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენ აქტიური წევრები ამ ფორუმისა, ვერ და არ შეურიგდებით ვერც იმ განზრახ პროვოკაციებს რაც სწორედ დაძაბულების გამოწვევის მიზნით ხორციელდება ზოგიერთი ვაილიბერალის მიერ და უმეტესად ვერ შევურიგდებით ქრისტიანობის და მართლმადიდებლოს სახელით განხორციელებულ (კადრებია და დოკუმენტები), სტუდენტთა, მოქალაქეთა, ჟურნალისტთა ცემას და გინებას.

ვაყენებ წინადადებას მივიღოთ ეს მიმართვა, თორემ სირცხვილია დუმილი ჩვენი მხრიდან .
ამავდროულად პირადად მოვუწოდებ ფორუმის ლიბერალებს, არაა საჭირო ოცდაცხარამეტი თემა მმკ-ზე და დიდი ასოებით თითების ქნევა. ხედავთ, რა მოხდაო, ვიცით და ვწუხვართ რაც მოხდა, მაგრამ ფორუმის ადმინისტრაცია და მისი წევრები თავად გადაწყვიტავენ როგორ იმოქმედონ და თქვენი ეს უკვე გამაღიზიანებელი ერთიდაიგივე პოსტები ან სადმე ერთად უნდა გაერთიანდეს ან ზედმეტები წაიშალოს, ამავდროულად მეორე მხარის ფორუმელებსაც ვთხოვ, ამოვიდნენ რეალობიდან, რომ ძალადობა დასაგმობია, მითუმეტეს როცა იგი მართლმადიდებლობის სახელით ხორციელდება, ვიაზროვნოთ სამეუფო გზით!

ვიმოქმედოთ;

კაიროსი!

ვუერთდები!

და ეს მიმართვა როგორ უნდა გავაჟღეროთ?

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: May 13 2010, 09:36 PM

KAIROS

ზემოთ დავწერე რომ ვუერთდები შენს ინიციატივას. კერძოდ მე ვეთანხმები, რომ ძალადობა დასაგმობია. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თუ პრესაში გაშუქდება ფორუმის ეს მიმართვა, საზოგადოება აუცილებლად დაინტერესდება ჩვენს დამოკიდებულებაში მმკ-სა და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის მიმართ. გასაგებია, რომ უარყოფითი პოზიცია გაგვაჩნია, მაგრამ რა ვუყოთ უწმინდესის მიერ მამა დავით ისაკაძი დაჯილდოვებას? იქნებ ჩვენ ვერ ვხვდებით რამეს...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 14 2010, 07:34 PM

აბე,
ეგ ჯერ მოდერატორებმა და ადმინმა უნდა განიხილოთ, შეასწოროთ, გააშალიშინოთ, ტერმინოლოგია დახვეწოთ და ა.შ. მერე გადაწყვიტოთ გსურთ თუ არა რომ ფორუმმა ხმა ამოიღოს ამ საკითხზე.
შემდეგ თანხმობის შემთხვევაში, დაიწყება ფორუმელების ხელმოწერები და ფორუმის სახელით გადაეგზავნება საინფორმაციო სააგენტოებს, რომლებიც თავის მხრივ დაუგზავნიან საინფორმაციო საშუალებებს.
გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 15 2010, 09:10 PM

ციტატა(KAIROS @ May 14 2010, 07:34 PM) *

აბე,
ეგ ჯერ მოდერატორებმა და ადმინმა უნდა განიხილოთ, შეასწოროთ, გააშალიშინოთ, ტერმინოლოგია დახვეწოთ და ა.შ. მერე გადაწყვიტოთ გსურთ თუ არა რომ ფორუმმა ხმა ამოიღოს ამ საკითხზე.
შემდეგ თანხმობის შემთხვევაში, დაიწყება ფორუმელების ხელმოწერები და ფორუმის სახელით გადაეგზავნება საინფორმაციო სააგენტოებს, რომლებიც თავის მხრივ დაუგზავნიან საინფორმაციო საშუალებებს.
გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს.

მე წინააღმდეგი ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2010, 03:52 PM

სამწუხაროა, რომ კანტიკუნტად გაისმა მომხრეთა ან მოწინააღდეგეთა ხმა(თანაბარი პატივისცემა ორივეს პოზიციას),ვისურვებდი ფორუმი უფრო აქტიური იყოს.

ახლა სხვა შემოთავაზება, მართალია კაიროსი ფაქტიურად აღარ არის ფორუმზე ( ზაფხულში მაინც, მერე ვნახოთ), მაგრამ ერთი რამ მინდა შემოგთავაზოთ, თავად ახლადჩამოსულს თბილისში და მის გარშემო წმიდა და ღირსშესანიშნავი ადგილები მიზიდავს, ჰოდა მაინტერესებს ხომ არ გინდათ მცირე ჯგუფებივით შეიკრიბოთ და მცირე გასვლები მოაწყოთ თბილისში და ახლომახლო მიანც ? მე ჩემი საყვარელი ხალხი მყავს სანახავი მთაწმიდაზე, ილია, ვაჟა, აკაკი, ექვთიმე, გალაქტიონი და თუ გნებავთ ამ დღეებში წავიდეთ... თუ არადა დარგეთ ტრადიციად, იქაურობის მოლოცვაც და მცირე მიმოხილვითი საუბრებიც.
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 26 2010, 03:54 PM

KAIROS

ციტატა
მცირე ჯგუფებივით შეიკრიბოთ და მცირე გასვლები მოაწყოთ თბილისში და ახლომახლო მიანც

მაგარი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 26 2010, 07:13 PM

KAIROS
დასტურ, ამ იდეას მხარს ვუჭერ yes.gif smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 27 2010, 02:49 PM

გასაგებია ამხელა მოდერატორ და კო-მოდერატორ და დიდი გავლენიანი ქალბატონები რომ ხართ ძვირფასებო, გააქტიურეთ ფორუმი, დანიშნეთ კულტურული კვირიაკე (ან რომელიმე დღე, სხვებსაც რომ ეცალოს) ყოველთვე (1 ან 2 ან 3 ან 4-ე კვირადღე), და დავიწყოთ (ან დაიწყეთ, როცა მე არ ვიქნები), მოვლა როგორც ცნობილი ისტორიული და კულტურული ადგილების:
მთაწმიდა,
საგურამო,
წინანდალი...
ასევე უცნობი ადგილების:
მაგალითად:
ვაშლოვანის 8-ში ერთოთახიანში ცხოვრობდა კგბ-სგან შევიწროვებული წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თაყაიშვილი.
ხოლო კასპის რაიონში სოფელ სასირეთში დაიბადა უძლიერესი პიროვნება და სტრატეგი, გენერალი მაზნიაშვილი
და სხვანი და სხვანი...
დააწესეთ კულტურის კვირადღე.
მე ისე კი ავალ ამ დღეებში მთაწმიდაზე...

პოსტის ავტორი: უ ჩ ა თარიღი: May 27 2010, 04:44 PM

მართლა კარგი აზრიაა. a075.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 29 2010, 01:22 PM

ძალიან კარგი, ვინ გადაწყვიტავს ამ საკითხს? ანუ ქმედებაში სჭირდება მოყვანა, აი ივნისის მე-4 კვირას დანიშნეთ მაგალითად...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 29 2010, 06:14 PM

KAIROS
ივნისის მე4 კვირა ანუ სადღაც 24-25 ივნისი?

თემას გავხსნით და მსურველებს შევკრიბავთ smile.gif

მე პირადად რამდენიმე ვარიანტი მაქვს მოფიქრებული
1) თბილისის ტაძრების მოლოცვა
2) მცხეთა და სვეტიცხოველი, პლუს ჯვარი
3) საგურამო, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

ვითამ რითია ცუდი? ახლოსაა სამივე ვარიანტი smile.gif შესაბამისად, ბევრი თანხა არ დაიხარჯება, დროც დიდი ხნით არ უნდა და მსუბუქ საკვებს წავიღებთ, ან სადმე ახლოს ვისადილებთ, ეგეც კვება და მორჩა, რაღა დარჩა სურვილის გარდა? laugh.gif

ერთია საჭოჭმანო: შეძლებისდაგვარად, ყველას რომ ეცალოს ის დღე უნდა შევარჩიოთ და გავიდეთ yes.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 29 2010, 06:27 PM

ქევანა

ციტატა
მცხეთა და სვეტიცხოველი, პლუს ჯვარი

აქ რითი მიდიხარ? თბილისით დავიწყოთ

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 29 2010, 06:32 PM

მხევალი ნინო
მცხეთაში ჩვეულებრივი რეისების მარშუტკაც გადის :უსერ: მგონი ლარნახევარი, ან ორი ლარი ღირს, ეხლა 15- 20 კაცი, ასე ვატყობ, არ წამოვა და 8-9 კაცი ერთ მარშუტკას კი გაავსებს smile.gif
თუ არადა, ვიქირაოთ მარშუტკა smile.gif

დავიწყოთ თბილისით, მოვიაროთ ის ეკლესიები სადაც არასდროს ვყოფილვართ smile.gif ფეხიც რომ არ შეგვიდგამს, მერე მთაწმინდაზეც ავიდეთ, როგორც კაიროსმა შემოგვთავაზა smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 29 2010, 06:57 PM

ანუ კულტკვირადღის განსაკუთრებულება მის კულტურულ დანიშნულებაშია, ანუ პილიგრიმული მიზნებით ანუ მოსალოცად წასვლა სხვაა და ეს სხვა, ვფიქრობდი რათქმაუნდა შერწყმასაც, მაგრამ უმთავრესი მაინც კულტურულ-საგანმანთლებლო მისიაა, აბა თქვენ იცით, იქნებ მეც შემოგიერთდეთ a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 29 2010, 07:05 PM

KAIROS
შენიშვნა მისაღებია, 2kiss.gif მაშინ დავტკბეთ თბილისის ძველი ტაძრებით, მათი ფრესკებით, ან უნახავი, ახლად აშენებული ტაძრებით და მისი ფრესკებით smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 29 2010, 07:14 PM

KAIROS

ციტატა
იქნებ მეც შემოგიერთდეთ

huh.gif unsure.gif blink.gif

მე მგონი შენი ინიციატივა იყო, მთაწმინდა მომენატრაო და ამბავი... ჩვენ აქ ვართ კაიროს და ცუდად არ გაიგო, მაგრამ არაფერი მოგვნატრებია... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 29 2010, 09:30 PM

ასე შორეული მომავლისთვის რატომ გეგმავთ, უფრო ადრე არ შეიძლება? unsure.gif

თუმცა მე რას ვამბობ, უახლოესი 3 კვირა დღე უკვე დაგეგმილი მაქვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 1 2010, 02:18 AM

ციტატა
არაფერი მოგვნატრებია

ვითომ?
ჯერ ერთი მთაწმიდა სულ უნდა გენატრებოდეს კაცს, კვირაში ერთხელ რაღაც რომ არ ჩარჩულო ილიას ან ვაჟას, ან რაიმე რომ არ ჩაუთქვა ზემოდან თბილისს, როგორ დაისვენებ....
და მეორეც, მარტო მთაწმიდა ხომ არაა, იცით რამდენი საინტერესო ადგილია თბილისში? რამდენი საინტერესო ადამიანებია? ჰოდა აღმოაჩინეთ ეს ადგილ-ადამიანები და ვიაროთ smile.gif
მე უბრალოდ დასავლეთში ვარ და ამიტომ გადავდე შორეულში და შეიძლებთში smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 1 2010, 02:24 AM

KAIROS

ციტატა
ჯერ ერთი მთაწმიდა სულ უნდა გენატრებოდეს კაცს,

ცაქრეს შენი პოეტური სული biggrin.gif

გვენატრება და ვიაროთ ტქო, მაგრამ ბოლოს მარტო გაგვიშვი და smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 9 2010, 07:54 PM

ე.ი. ისევ დავუბრუნდი დედაქალაქს და შესაბამისად ფორუმსაც, ცოტა მეტი დრო მაქვს ხოლმე smile.gif
რა ხდება ფორუმზე და რა ხდება ჩვენს იდეების შესახებ

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 9 2010, 09:42 PM

ციტატა(KAIROS @ Jun 9 2010, 07:54 PM) *

ე.ი. ისევ დავუბრუნდი დედაქალაქს და შესაბამისად ფორუმსაც, ცოტა მეტი დრო მაქვს ხოლმე smile.gif
რა ხდება ფორუმზე და რა ხდება ჩვენს იდეების შესახებ

გახსენე და აგერ არ ყოფილხარ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 10 2010, 09:45 AM

http://church.ge/index.php?showtopic=7939

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 10 2010, 05:04 PM

ციტატა

გახსენე და აგერ არ ყოფილხარ?

სადა და რადა biggrin.gif

პოსტის ავტორი: xatia-1512 თარიღი: Oct 14 2010, 08:47 PM

მოვაწერე ხელი და იმედი მაქვს ეს ისტორიული ძეგლი გადარჩება

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 16 2010, 05:04 PM

იმედია smile.gif

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Oct 16 2010, 09:04 PM

ციტატა(KAIROS @ Oct 11 2009, 01:38 AM) *

ერთერთ წინა თემაში "ფორუმის განვითარებისათვის" ვსაუბრობდით, იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავიდეთ ფორუმის გარეთ სხვადასხვა აქციებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ფორუმი "ჩორჩ.გე" იღებდეს მონაწილეობას სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივებში, რომლებიც აერთიანებენ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს, მსგავსი ინიციატივა იყო ხელმოწერების შეგროვება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ძალიან კარგი ინიციატივა წამოვიდა საზღვარგარეთმყოფი ქართული სათვისტომოებიდან და კარგი იქნება თუკი ჩვენც შევუერთდებით!

ამით დავიწყოთ და შემდეგ თუკი რაიმე კარგი ინიციატივა იქნება, აქ დავდოთ, განვიხილოთ და შემდეგ ან ერთიანად (თუ შესაძლებელი იქნება, ამით ჩორჩ.გე-ც ისახელებს) ან ცალცალკე შევუერთდეთ ან პირიქით, არჩევანის საქმეა.

ვდებ ამ ინიციატივის ტექსტს, რომელიც ელ. ფოსტით გავრცელდა:

თქვენი ხელმოწერით შეიძლება ქართული ისტორიული ძეგლი გადარჩენა
გთხოვთ, სულ ორიოდე წუთი დაუთმოთ პეტიციაზე ხელმოწერას, რომელიც განკუთვნილია ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის გადასარჩენად.

ეს არის ”ოშკის” ეკლესია http://en.wikipedia.org/wiki/File:Oshki4.jpg . რომელიც აგებულია მეათე საუკუნეში და ამჟამად მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე.

სულ საჭიროა 5000 ათასი ხელმოწერა. ქართულ სათვისტომოებს ვთხოვ გაავრცელოთ. ხელი მოაწერეთ: http://www.thepetitionsite.com/1/Tao-Klarjeti

.... ოშკი, ხახული
როდის მოუვათ მათ გაზაფხული?..

ფოსტის კოდმა გამჭედა, გავიგებ მაგასაც და მოვაწერ ხელს

პოსტის ავტორი: gandgomili თარიღი: Dec 31 2010, 03:23 AM

!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)