თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ _ ფორუმის ახალი სტრუქტურა

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 15 2009, 06:42 PM

ჩვენი ფორუმელის (აბე) იდეის შესაბამისად გადავწყვიტეთ ფორუმის განყოფილებების განლაგებას მოწესრიგებული სახე მივცეთ, ამაში კი თქვენი დახმარება გვჭირდება. იმედი მაქვს იაქტიურებთ.

სენატმა მიახლოებითი მონახაზი შეიმუშავა, რასაც გთავაზობთ.


#ფორუმის შესახებ
> კითხვები, თხოვნები და შენიშვნები
> სენატის გადაწყვეტილებები
> მომლოცველობა

#კითხვა მოძღვარს
> დაუსვით კითხვა მოძღვარს
> კითხვები პასუხებითურთ

#ფორუმელთა აქტივობა
> ფორუმის საქველმოქმედო ფონდი
> ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება
> საეკლესიო ბიბლიოთეკა

#საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო
> წმიდა წერილი
> ღვთისმეტყველება
-------------> ღვთისმსახურება, აპოლოგეტიკა
> საეკლესიო სამართალი
-------------> ეკლესია და სახელმწიფო
> ჩვენი პატრიარქი
> ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები
> მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება
> ზოგადი საუბრები და სიახლენი

#თემატური ფორუმი
> უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი
> მეცნიერება და განათლება
-------------> ენა და ლიტერატურა
-------------> საქართველოს ისტორია
-------------> ეკლესიის ისტორია
-------------> ფსიქოლოგია და მედიცინა
> ხელოვნება და კულტურა
-------------> საეკლესიო გალობა
-------------> საეკლესიო ხელოვნება
-------------> ფოლკლორი
> გალერეა
> მილოცვა
> არქივი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 16 2009, 12:20 AM

ციტატა
> მომლოცველობა

მგონი ეს ფორუმელთა (ან ფორუმის) აქტივობაში უნდა იყოს.
დანარჩენი კარგია და მისაღებია,
თუმცა იქნებ ის შენიშვნებიც იქნას გათვალისწინებული, რაც "ფორუმის განვითარებაში" დაიწერა
ფორუმის წესებთან დაკავშირებით , გთხოვთ გადახედოთ იმ პოსტებს.
ციტატა
> ზოგადი საუბრები და სიახლენი

აქ უნდა დაემატოს სიტყვა "რელიგიური"...

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Dec 16 2009, 09:46 AM

ციტატა(afxazi @ Dec 15 2009, 06:42 PM) *


> კითხვები პასუხებითურთ




ეს მე მგონი ჯობია ასე დავწეროთ

პასუხგაცემული კითხვები

რა ვიცი "თურთ"ცოტა ისეა რა,თუმცა შეიძლება ვცდები და კარგია.


დანარცენი ძალიან კარგია.
აბო გმადლობთ
smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 16 2009, 09:48 AM

b-a-r-b-a-r-e

ციტატა
პასუხგაცემული კითხვები

შეიძლება, გავითვალისწინებთ smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 16 2009, 09:51 AM

ციტატა(b-a-r-b-a-r-e @ Dec 16 2009, 09:46 AM) *

აბ გმადლობთ
smile.gif


არაფრის, ბარბარ

biggrin.gif

მე ვიყავი ის ოხერი ეს იდეა რომ შემოგთავაზეთ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 16 2009, 09:58 AM

აბე

ციტატა
მე ვიყავი ის ოხერი ეს იდეა რომ შემოგთავაზეთ...

ხოდა შენი შეფასება მაინტერესებს ყველაზე მეტად. აბა რას იტყვი?

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 16 2009, 10:01 AM

ციტატა(b-a-r-b-a-r-e @ Dec 16 2009, 09:53 AM) *

biggrin.gif
2kiss.gif


დიდი გოგო გაიზარდე biggrin.gif

afxazi
ციტატა
#თემატური ფორუმი


ჩემი აზრით ჯობია ხაზი გაესვას, რომ ეს არის არარელიგიური თემებისთვის განკუთვნილი ნაწილი, რაც სასარგებლო იქნება იმათთვის, ვინც ყველა სფეროში ცდილობს რელიგიას დაუკავშიროს ყველაფერი...


არარელიგიური თემატიკა,
არარელიგიური განყოფილებები;
არარელიგიური ფორუმი;

ან რამე ესეთი

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 16 2009, 10:14 AM

და ერთი პატარა დეტალი

ციტატა
> მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება


ეს ავიდეს ცოტა მაღლა და ჩაჯდეს წმიდა წერილის ქვეშ...

რადგანაც ბიბლია და ასევე წმინდა მამათა გამონათქვამები და ცხოვრება არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი...

ერთმა მოძღვარმა მითხრა, მართლმადიდებლობას გააჩნია 5 მთავარი ავტორიტეტიო: ბიბლია, წმინდა მამათა სწავლება, რჯულის კანონი, წმინდა გადმოცემა და მეხუთე რა იყო არ მახსოვს...

ასე რომ არ უნდა გაიმიჯნოს ბიბლია და მამათა სწავლება....

აქვე იდეა:

ცოტა რომ შემოკლდეს ეს სახელი, პირდაპირ ასე დავარქვათ - "წმიდა მამათა სწავლება"
შეიძლება ქვეგანყოფილებები გაკეთდეს: წმინდა მამათა ცხოვრება და წმინდა მამათა გამონათქვამები
და ასე გამოიკვეთება, რომ მათი ცხოვრებაც და გამონათქვამებიც ჩვენთვის სწავლებაა და მაგალითი...
ციტატა

#საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო
> წმიდა წერილი
> წმიდა მამათა სწავლება
-----------------> წმიდა მამათა გამონათქვამები
-----------------> წმინდანთა ცხოვრება

> ღვთისმეტყველება
-------------> ღვთისმსახურება, აპოლოგეტიკა
> საეკლესიო სამართალი
-------------> ეკლესია და სახელმწიფო
> ჩვენი პატრიარქი
> ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები
> ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Dec 16 2009, 10:19 AM

ჩემი აზრით არარელიგიური განყოფილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფორუმისთვის.
მოგეხსენებათ ჩათაობის ხასიათზე უფრო ხშირად ვართ ხოლმე ვიდრე რაიმე სერიოზულის წასაკითხად(თუმცა მაგასაც ვკითხულობთ,გააჩნია ვინ წერს biggrin.gif )
ხოდა ოფებმა რომ მოიკლოს უნდა მოგვცეთ უსაქმურებს ამის უფლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 16 2009, 10:24 AM

ციტატა
#ფორუმის შესახებ
> კითხვები, თხოვნები და შენიშვნები
> სენატის გადაწყვეტილებები
> მომლოცველობა


> მომლოცველობა

ვეთანხმები კაიროსს, რომ აქტივობაშია გადასატანი

და მის ნაცვლად გაკეთდეს განყოფილება >ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ, რომელშიც ჩაიყრება ასეთი თემები:

ფორუმის აფიშა,
რა სარგებლობა მოაქვს ფორუმს,
მნიშვნელოვანი ინიციატივები და ფორუმი,
ტექნიკური დახმარება,
და ა.შ.

ამჟამინდელ შემოთავაზებულ სტრუქტურაში კი ამ თემების ადგილი არ არის გამოყოფილი და საჭიროა მათი არსებობაც

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 16 2009, 10:47 AM

და კიდევ ერთი იდეა, რომელიც მინდოდა განმეხორციელებინა ერთ-ერთ ფორუმზე, რომლის ადმინიც ვიყავი ადრე...

ფორუმი დაიწყოს ON განყოფილებით და დამთავრდეს OFF განყოფილებით.

ON შეიძლება დავარქვათ ჩემს მიერ შემოთავაზებულ განყოფილებას >ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ

ხოლო ეს სიტყვები "ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ" იყოს ამ განყოფილების subtitle
IPB-ს სურათი



რაც შეეხება განყოფილებას OFF, ბარბარეს იდეის თანახმად

ციტატა
ჩემი აზრით არარელიგიური განყოფილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფორუმისთვის.
მოგეხსენებათ ჩათაობის ხასიათზე უფრო ხშირად ვართ ხოლმე ვიდრე რაიმე სერიოზულის წასაკითხად(თუმცა მაგასაც ვკითხულობთ,გააჩნია ვინ წერს biggrin.gif )
ხოდა ოფებმა რომ მოიკლოს უნდა მოგვცეთ უსაქმურებს ამის უფლება biggrin.gif


ასე, რომ გამოვუყოთ გაოფებისთვის განყოფილება:

IPB-ს სურათი

ამგვარად ფორუმს ექნება ლოგიკური დასაწყისი და დასასრული...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 16 2009, 01:55 PM

ციტატა(KAIROS @ Dec 15 2009, 09:20 PM) *

მგონი ეს ფორუმელთა (ან ფორუმის) აქტივობაში უნდა იყოს.
დანარჩენი კარგია და მისაღებია,
თუმცა იქნებ ის შენიშვნებიც იქნას გათვალისწინებული, რაც "ფორუმის განვითარებაში" დაიწერა
ფორუმის წესებთან დაკავშირებით , გთხოვთ გადახედოთ იმ პოსტებს.

აქ უნდა დაემატოს სიტყვა "რელიგიური"...

ამ აზრს ვეთენხმები.


ციტატა(აბე @ Dec 16 2009, 07:01 AM) *

afxazi
ჩემი აზრით ჯობია ხაზი გაესვას, რომ ეს არის არარელიგიური თემებისთვის განკუთვნილი ნაწილი, რაც სასარგებლო იქნება იმათთვის, ვინც ყველა სფეროში ცდილობს რელიგიას დაუკავშიროს ყველაფერი...
არარელიგიური თემატიკა,
არარელიგიური განყოფილებები;
არარელიგიური ფორუმი;

ან რამე ესეთი

ამას არა


ციტატა(აბე @ Dec 16 2009, 07:24 AM) *

და მის ნაცვლად გაკეთდეს განყოფილება >ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ, რომელშიც ჩაიყრება ასეთი თემები:

ფორუმის აფიშა,
რა სარგებლობა მოაქვს ფორუმს,
მნიშვნელოვანი ინიციატივები და ფორუმი,
ტექნიკური დახმარება,
და ა.შ.

ამჟამინდელ შემოთავაზებულ სტრუქტურაში კი ამ თემების ადგილი არ არის გამოყოფილი და საჭიროა მათი არსებობაც

ესეც გასათვალისწინებელია.


სასაუბროს განყოფილების, გინდათ OFF დაარქვით გინდათ რა , გახსნის წინააღმდეგი ვარ, 1 თემაა 'გავუზიაროთ აზრები' და საკმარისია მგონი გაოFFების შემოტევების მქონეებისთვის განსატვირთად.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Dec 16 2009, 07:25 PM

ძალიან კარგი განლაგებაა.
სმომეწონა. smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 16 2009, 07:27 PM

k@the

ციტატა
სასაუბროს განყოფილების, გინდათ OFF დაარქვით გინდათ რა , გახსნის წინააღმდეგი ვარ, 1 თემაა 'გავუზიაროთ აზრები' და საკმარისია მგონი გაოFFების შემოტევების მქონეებისთვის განსატვირთად.

--------------------

+ იგივე განმეორდება რაც იყო smile.gif

და არარელიგიურ განყოფილებებშიც მეტი დაპოსტავს smile.gif

თუმცა სასაუბროში მეტი სიყვარული იყო, ახლა კი განკითხვებია... ვინც იქ პოსტავდა, ისინი ახლა შემოდიან, სურათს დადებენ, გაუზიაროთში შევლენ და წავლენ smile.gif სერიოზულ თემებში შეხედვაც არ უნდათ...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 17 2009, 12:09 AM

ციტატა(k@the @ Dec 16 2009, 01:55 PM) *

სასაუბროს განყოფილების, გინდათ OFF დაარქვით გინდათ რა , გახსნის წინააღმდეგი ვარ, 1 თემაა 'გავუზიაროთ აზრები' და საკმარისია მგონი გაოFFების შემოტევების მქონეებისთვის განსატვირთად.
ციტატა(ნანინა @ Dec 16 2009, 07:27 PM) *

k@the
+ იგივე განმეორდება რაც იყო smile.gif

და არარელიგიურ განყოფილებებშიც მეტი დაპოსტავს smile.gif


ამასთან დაკავშირბით ჩემი პოსტი გვერდითა თემიდან

ციტატა
ვამბობთ, რომ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. ამიტომ ოფისათვის ცალკე გაკეთებული განყოფილების გაკეთება ეფექტური იქნება რადგანაც შემცირდება ოფები სხვა განყოფილებებში და ნათლად გამოიკვეთება, რომ ჩვენ აზროვნება, საკითხების განხილვა და ზოგადად მაძიებლობა არ გვინდა. ეს ისედაც ჩანს დღეს, მაგრამ მოხდება ამისი ილუსტრირება, რაც მისი ხაზგასმის შემთხვევაში დამაფიქრებელი, შემაგონებელი შეიძლება იყოს ბევრი ჩვენთაგანისთვის. როგორ უნდა მოხდეს ხაზგასმა? ჩემი იდეაა ფორუმის ლოგოს ქვეშ დიდი წითელი ასოებით ეწეროს:

სასუფეველი იიძულების, ამიტომ დაპოსტე ნაკლები OFF-ში და აიძულე თავი მაძიებლობისაკენ!


ამგვარი მეთოდის წყალობით წარმოჩინდება, რომ OFF განყოფილება არის ერთგვარად "სამარცხვინო" და ამ წარწერის მეშვეობით იგი მეტნაკლებად სირცხვილის დერეფანის როლს შეასრულებს. შედეგის ეფექტიანობის ასამაღლებლად, იგივე წარწერა პატარა ასოებით გაუკეთდეს OFF განყოფილებასაც მისი აღწერის მაგიერ.

ასევე უნდა გაკეთდეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე ინსტრუქციები. მისი გამოსაჩენ ადგილას განთავსება კი შეიძლება მაგალითად ამ მეთოდით: შედით ქვემოთ მითითებულ ლინკზე და თითოეული თემის თავზე გააჩერეთ მაუსის კურსორი. ნახავთ რომ პატარა ოთხკუთხედში ჩანს გარკვეული ტექსტი. ამგვარი რაღაცის გაკეთება შეიძლება განყოფილებების სათაურებზე (და არა თემის სათაურებზე, როგორც ამ საიტზეა გაკეთებული)

ასევე ზოგადი ინსტრუქციები, რომლებიც ყველა განყოფილებისათვის საერთო იქნება უნდა განთავსდეს ფორუმის თავფურცელზე ზემოთა ნაწილში, ჩამოყალიბებული ლაკონურად.

http://www.conference.ge/Caataret-kvleva-onlain-f86.html


მენეჯმენტია ჩემი სპეციალობა, რომელსაც ვეუფლები და ვიცი, რომ ნამდვილად შედეგი ექნება OFF-ის ამგვარად გაკეთებას.
ა) ადრე რომ იყო განყოფილება სასაუბრო, რომმლის გამო დანარჩენი ფორუმი მოკვდა, ეგ იმიტომ, რომ არ მომხდარა იმისი ილუსტრირება, რომ OFF-ში დაწერა გარკვეულწილად სამარცხვინოა... და ასევე არ შესრულებულა ქვემოთ დაწერილი ბ) გ) და დ) პუნქტები
ბ) და ასევე შესაძლებელია ტექნიკურად გაკეთდეს ისე, რომ განყოფილება OFF-ში დაპოსტვის დღიური ლიმიტი არსებობდეს, მაგალითად 5 პოსტი. იუზერებს აღარანაირი უფლება არ ექნებათ, რომ სხვაგან გააოფონ, რადგანაც მთელი განყოფილება ექნებათ ამისათვის, ხოლო ლიმიტის გამო იძულებული იქნებიან სხვაგანაც დაპოსტონ, რადგანაც ფორუმზე შემოსული ადამიანი ადვილად ვერ ტოვებს მას, განსაკუთრებით კი "სტაჟიანი" იუზერები. მათ უყვართ ფორუმზე დიდ ხანს ყოფნა და ამიტომ იმ 5 პოსტის დაწერის შემდეგ გადავლენ სერიოზულ განყოფილებებში. თუ ასე არ მოიქცევიან:
გ) წესებში შევიდეს პუნქტი - იუზერი, რომელსაც მაგ. 25 %-ზე მეტი ექნება განყოფილებაში OFF, დაედოს სამუდამო IP ბანი.
დ) გაკეთდეს თითოეული განყოფილებისთვის და განთავსდეს ყველაზე თვალსაჩინო ადგილებში ინსტრუქციები. მენეჯმენტში მასწავლიან, რომ არ არსებობს დისციპლინის დამყარება ინსტრუქციების გარეშე, მხოლოდ მარეგულირებელი წესებითა და რეგულირების საშუალებებით (ამ შემთხვევაში მოდერირებით), არამედ ამისათვის აუცილებელია ინსტრუქციებიც

ნამდვილად ვიცი, რომ ფორუმზე არსებული სიტუაცია ერთი ხელის მოსმით ვერ გამოსწორდება და ამის ილუზია არცერთ თქვენგანს არა აქვს. აფხაზი გამუდმებით აღნიშნავს ეტაპობრივ ქმედებებს. სწორედ ასე უნდა იყოს. ჯერ ასეთი კომპლექსური მიდგომით (1,1. ფორუმის ზოგადი სტრუქტურის შეცვლა, 1,2 OFF განყოფილების გახსნა; 2. ლოგოს ქვეშ წითელი წარწერით OFF-ის უსარგებლობისა და გარკვეულწილად სამარცხვინოობის ილუსტრირება; 3. OFF-ში დაპოსტვის დღიური ლიმიტის დაწესება; 4. იუზერზე ბანის დადება მაგ. 25 %-ზე მეტი OFF-სათვის; 5. განყოფილებების ინსტრუქციების გაკეთება და ყველაზე თვალსაჩინო ადგილებში განთავსება) შევამციროთ ოფფები, გარკვეულ შედეგს რომ მივაღწევთ, მერე საერთოდ გავაუქმოთ ეგ OFF.
იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებ ოფფების მთლიანად აღკვეცას ერთდროულად და თავდაპირველად იგი უნდა მართო და ნელ-ნელა შეამცირო. მერე ლიმიტსაც შეამცირებ და საბოლოოდ საერთოდ გააუქმებ მაგ განყოფილებას. სწორედ ოფფების მართვისთვის არის საჭირო განყოფილება OFF-ის გაკეთება. სხვანაირად ვერ მართავ, ფიზიკურად ვერ განახორციელებ თუნდაც გ) და დ) პუნქტებს, რაც ყველაზე მთავარია ჩემი აზრით. და ვერც სხვა ასპექტებში მართავ ოფფებს მის გარეშე.


რას იტყვი afxaz? სხვები რას იტყვიან?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Dec 17 2009, 12:48 AM

კანონისტი სადაა? "ოდნოს" შეეჩვია მგონი. laugh.gif
აბო

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 17 2009, 01:19 AM

ციტატა
სასუფეველი იიძულების, ამიტომ დაპოსტე ნაკლები OFF-ში და აიძულე თავი მაძიებლობისაკენ!

ამის დაწერა უაზრობად მიმაჩნია ბესო არ გეწყონოს smile.gif
ციტატა
ამგვარი მეთოდის წყალობით წარმოჩინდება, რომ OFF განყოფილება არის ერთგვარად "სამარცხვინო" და ამ წარწერის მეშვეობით იგი მეტნაკლებად სირცხვილის დერეფანის როლს შეასრულებს. შედეგის ეფექტიანობის ასამაღლებლად, იგივე წარწერა პატარა ასოებით გაუკეთდეს OFF განყოფილებასაც მისი აღწერის მაგიერ.

არავის დანამუსება არ გამოვა დამიჯერეთ a075.gif
ნუ ერთადერთი მართლა შეიძლება აიკრძალოს დღეში 5 პოსტზე მეტი ან რა ვიიც (ტექნიკურად არ ვიცი როგორ მოხერხდება), ან არა და გალერეაშI იყოს მეტი თავისუფლება, მაინც შედარებით განსატვირთი განყოფილებაა და ბარემ ხალხი ერთმანეთსაც მოიკითხავს ფოტოების დადებასთან ერთად smile.gif რას იტყვით აბა? ვგულისხმობ ამ განყოფილებაში წესების გამკაცრების მაგივრად შემსუბუქებას, ანუ ფოტოს გარეშე პოსტი რომ არ ჩაითვალოს ოფად ან რამე მსგავსი smile.gif
იმიტომ, რომ წესების გამკაცრებასთან ერთად, მათი დაცვაც მოგვიწევს და მთლად რომ "შებოჭილები" არ ვიყოთ.. ისე გავუზიაროთ მაინც იქნება?

კიდევ ერთი წინადადება მაქვს, ფორუმს კი გააჩნია ზოგადი წესები, მაგრამ რადგან დიდ რეფორმებს აპირებთ, ალბათ ამ წესებსაც შესაწორებთ და ხომ არ ჯობია, კონკრეტულ განყოფილებებს, ზოგს რომ უწერია წესები და ზოგს არა, გადაეხედოს? მათმა მოდერატორებმა იზრუნონ ამაზე, განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე smile.gif
გარდა ამისა თუ გამკაცრდება წესები, შესაბამისად უნდა მოხდეს რეაგირებაც, დროულად, სენატის თავმჯდომარე ყველგან ყოველთვის ვერ იქნება, ნუ მიწყენთ და რამდენიმე მოდერატორი საერთოდ იშვიათადაა ფორუმზე (ან ღია ფორუმზე ვერ ვხედავთ, არ ვიცი smile.gif ). ამიტომ, ხომ არ იქნება უკეთესი, რომ სენატორებს მიეცეთ მეტ განყოფილებებში მოდერირების უფლებები? ან ყველა, ან თუ თემატურად დაიყოფა ფორუმი, ზოგად ნაწილს ერთი სენატორი გადაგებდეს, თემატურს მეორე, რელიგიურს მესამე და ა.შ? მოდერის არ ყოფნის დროს რომ არ დადგეს მაინც და მაინც აფხაზის ან ადმინის ყოფნის აუცილებლობა smile.gif რა ვიცი აბა... smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 17 2009, 09:24 AM

კატორღა არ გამოვა.
სულიერი მზაობა ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი აქვს.
უბრალოდ, ზოგიერთმა სხვისკენ ხელების შველის მაგიერ, თავის მაიმუნობას და ინტრიგონობას, დაცინვას, ტაკიმასხარობას და ხალხის "აგდებას" მიხედოს.

სიმართლა გითხრათ, ესეც არაა არაფერი, ესეც ჩაივლის, ყველაფერზე ძლიერი და ურღვევია ქრისტეს ეკლესია და არც არასდროს არ დაუშავდება არაფერი.
აი, ჩვენ რა გვეშველება არ ვიცი, ყველას თავკიდე ლოდი რომ გვგონია თავი და ამაზობაში სულიან ხორციანად ვყარვართ.

ბოდიში ამ გამოთქმისთვის.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 17 2009, 10:32 AM

მე მომწონს, მგონია რომ ასახავს ფორუმის აქცენტებს.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 17 2009, 11:42 AM

აბე

ციტატა
ასე, რომ გამოვუყოთ გაოფებისთვის განყოფილება

ყველაფერი კარგია, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები, ადრე იყო განყოფილება "სასაუბრო", ჩატარდა გამოკითხვა (ცალკე თემა იყო ამაზე და ვიმსჯელეთ კიდევაც) გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევდა რომ უნდა გაუქმებულიყო, ასე რომ მხოლოდ "გავუზიაროთ აზრებიც..." საკმარისია ოფისთვის

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 17 2009, 01:15 PM

ციტატა(ნანინა @ Dec 17 2009, 01:19 AM) *

ამის დაწერა უაზრობად მიმაჩნია ბესო არ გეწყონოს smile.gif


საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაში კლინიკებში აბორტის გასაკეთებელი განყოფილება ცალკეა გამოყოფილი და არ არის ჩვეულეებრივი განყოფილებების გვერდით განთავსებული, რის გამოც ყველა ხედავს ვინ შედის იქ მკვლელობის ჩასადენად. ფეხმძიმე ქალბატონების დიდი ნაწილი, იციან რა რომ მათ მიერ აბორტის გაკეთება ილუსტრირდება და ყველა დაინახავს, რომ იგი მკვლელობას ჩაიდენს, ხშირად იცვლიან გადაწყვეტილებას და არ ჩადიან ამ მომაკვდინებელ ცოდვას. და უპირველეს ყოვლისა ცუდი საქციელის ილუსტრირება ხდება არა სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის (ფეხმძიმე ქალბატონებისთვის). ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია.
მე რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ გაოფფება ცოდვაა... შეიძლება იყოს, შეიძლება - არა, ამაზე არ მიფიქრია ჯერ... მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ოფფი არასასურველი რომ არის ამაში ყველანი ვთანხმდებით... ანალოგიური მეთოდის გამოყენება, ვფიქრობ ეფექტური იქნება.

რომ ამბობთ ადრე იყო სასაუბრო და ამას ეფექტი არ ქონდაო, იმიტომ არ ქონდა, რომ არ მომხდარა მისი, როგორც სირცხვილის დერეფნის ტიპის განყოფილებად ჩამოყალიბება. ყველა კი გაიძახოდა, რომ ოფფი არ ვარგოდა, მაგრამ ეს ყველაფერი რჩებოდა მათ პირად დამოკიდებულებად ოფფის მიერ და იმ გამაოფებლების მიერ აღიქმებოდა, როგორც ამ აამიანების სუბიექტური აზრი. ახლა კი პირიქით იქნება - ეს იქნება სირცხვილის დერეფნის ტიპის განყოფილება არა ზოგიერთის სუბიექტური მოსაზრებით (როგორც ახლაა), არამედ ფორუმის მიერ აღიარებული და ილუსტრირებული. თუ ეს ყველაფერი სიტყვების რახა-რუხი გგონიათ, ეგ სხვა საკითხია. მე გესაუბრებით მრავალ ქვეყანაში აპრობირებულ მეთოდებზე, ახრჩევანი კი თქვენზეა.

P.S. არა კაცო, რატომ მეწყინება. ვმსჯელობთ, განვიხილავთ და ზოგის მოსაზრება მოგვეწონება, ზოგისა კი არა. ეს ჩვეულებრივი ამბავია და საწყენი არაფერია a075.gif


ციტატა
არავის დანამუსება არ გამოვა დამიჯერეთ a075.gif

დანამუსება ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, ეს იქნება ფორუმის აქცენტების ასახვა, რასაც შედეგი ექნება აუცილებლად. თუ მკაფიოდ არ იქნა ასახული ფორუმის აქცენტები, ინსტრუქციები და ა.შ. მაშინ ადამიანი იქცევა წესების არ-დარღვევის პრინციპით, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი მას სამოქმედო ორიენტირი გააჩნია.


ციტატა
ნუ ერთადერთი მართლა შეიძლება აიკრძალოს დღეში 5 პოსტზე მეტი ან რა ვიიც (ტექნიკურად არ ვიცი როგორ მოხერხდება), ან არა და გალერეაშI იყოს მეტი თავისუფლება, მაინც შედარებით განსატვირთი განყოფილებაა და ბარემ ხალხი ერთმანეთსაც მოიკითხავს ფოტოების დადებასთან ერთად smile.gif რას იტყვით აბა? ვგულისხმობ ამ განყოფილებაში წესების გამკაცრების მაგივრად შემსუბუქებას, ანუ ფოტოს გარეშე პოსტი რომ არ ჩაითვალოს ოფად ან რამე მსგავსი smile.gif
იმიტომ, რომ წესების გამკაცრებასთან ერთად, მათი დაცვაც მოგვიწევს და მთლად რომ "შებოჭილები" არ ვიყოთ.. ისე გავუზიაროთ მაინც იქნება?


ეს მომწონს.
+1

ციტატა
კიდევ ერთი წინადადება მაქვს, ფორუმს კი გააჩნია ზოგადი წესები, მაგრამ რადგან დიდ რეფორმებს აპირებთ, ალბათ ამ წესებსაც შესაწორებთ და ხომ არ ჯობია, კონკრეტულ განყოფილებებს, ზოგს რომ უწერია წესები და ზოგს არა, გადაეხედოს? მათმა მოდერატორებმა იზრუნონ ამაზე, განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე smile.gif

+1

ციტატა
გარდა ამისა თუ გამკაცრდება წესები, შესაბამისად უნდა მოხდეს რეაგირებაც, დროულად, სენატის თავმჯდომარე ყველგან ყოველთვის ვერ იქნება, ნუ მიწყენთ და რამდენიმე მოდერატორი საერთოდ იშვიათადაა ფორუმზე (ან ღია ფორუმზე ვერ ვხედავთ, არ ვიცი smile.gif ). ამიტომ, ხომ არ იქნება უკეთესი, რომ სენატორებს მიეცეთ მეტ განყოფილებებში მოდერირების უფლებები? ან ყველა, ან თუ თემატურად დაიყოფა ფორუმი, ზოგად ნაწილს ერთი სენატორი გადაგებდეს, თემატურს მეორე, რელიგიურს მესამე და ა.შ? მოდერის არ ყოფნის დროს რომ არ დადგეს მაინც და მაინც აფხაზის ან ადმინის ყოფნის აუცილებლობა smile.gif რა ვიცი აბა... smile.gif


აქაც +1

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 17 2009, 05:14 PM

ციტატა(აბე @ Dec 17 2009, 10:15 AM) *

საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაში კლინიკებში აბორტის გასაკეთებელი განყოფილება ცალკეა გამოყოფილი და არ არის ჩვეულეებრივი განყოფილებების გვერდით განთავსებული, რის გამოც ყველა ხედავს ვინ შედის იქ მკვლელობის ჩასადენად. ფეხმძიმე ქალბატონების დიდი ნაწილი, იციან რა რომ მათ მიერ აბორტის გაკეთება ილუსტრირდება და ყველა დაინახავს, რომ იგი მკვლელობას ჩაიდენს, ხშირად იცვლიან გადაწყვეტილებას და არ ჩადიან ამ მომაკვდინებელ ცოდვას. და უპირველეს ყოვლისა ცუდი საქციელის ილუსტრირება ხდება არა სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის (ფეხმძიმე ქალბატონებისთვის). ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია.
მე რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ გაოფფება ცოდვაა... შეიძლება იყოს, შეიძლება - არა, ამაზე არ მიფიქრია ჯერ... მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ოფფი არასასურველი რომ არის ამაში ყველანი ვთანხმდებით... ანალოგიური მეთოდის გამოყენება, ვფიქრობ ეფექტური იქნება.

რომ ამბობთ ადრე იყო სასაუბრო და ამას ეფექტი არ ქონდაო, იმიტომ არ ქონდა, რომ არ მომხდარა მისი, როგორც სირცხვილის დერეფნის ტიპის განყოფილებად ჩამოყალიბება. ყველა კი გაიძახოდა, რომ ოფფი არ ვარგოდა, მაგრამ ეს ყველაფერი რჩებოდა მათ პირად დამოკიდებულებად ოფფის მიერ და იმ გამაოფებლების მიერ აღიქმებოდა, როგორც ამ აამიანების სუბიექტური აზრი. ახლა კი პირიქით იქნება - ეს იქნება სირცხვილის დერეფნის ტიპის განყოფილება არა ზოგიერთის სუბიექტური მოსაზრებით (როგორც ახლაა), არამედ ფორუმის მიერ აღიარებული და ილუსტრირებული. თუ ეს ყველაფერი სიტყვების რახა-რუხი გგონიათ, ეგ სხვა საკითხია. მე გესაუბრებით მრავალ ქვეყანაში აპრობირებულ მეთოდებზე, ახრჩევანი კი თქვენზეა.

P.S. არა კაცო, რატომ მეწყინება. ვმსჯელობთ, განვიხილავთ და ზოგის მოსაზრება მოგვეწონება, ზოგისა კი არა. ეს ჩვეულებრივი ამბავია და საწყენი არაფერია a075.gif


ვირტუალურ ფორუმზე ოფფტოპიკების განყოფილებაში პოსტვა და რეალურ ცხოვრებაში აბორტის ცოდვის შედარება არის არასერიოზული და არალოგიკური. აბორტი, არის უსაშინლესი ცოდვა, ცალკე შენობები რომაა საზღვარგარეთ, იმ შენობებთან ათასი სექტანტია, თუ ადამიანის უფლებების დამცველი, თუ სხვა ჩასაფრებული დიდი პლაკატებით, რომელზეც გამოსახულია როგორ ხდება აბორტი და ა.შ. და თუ წამოვიდა ქალბატონი დიალოგზე, მერე სთავაზობენ მას გამოსავალს მდგომარეობიდან და პერსპექტივებს, ბავშვთან ერთად ნორმალური არსებობისა. კარგი იქნებოდა ისე ეგ ჩვენთანაც.
მაგრამ, ოFF ტოპიკების განყოფილებას რის პლაკატებს გააკრავთ ეგ მითხარით, ხალხს რომ იქ პოსტვა შერცხვეს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 17 2009, 05:39 PM

ნანინა

ციტატა
გარდა ამისა თუ გამკაცრდება წესები, შესაბამისად უნდა მოხდეს რეაგირებაც, დროულად, სენატის თავმჯდომარე ყველგან ყოველთვის ვერ იქნება, ნუ მიწყენთ და რამდენიმე მოდერატორი საერთოდ იშვიათადაა ფორუმზე (ან ღია ფორუმზე ვერ ვხედავთ, არ ვიცი smile.gif ). ამიტომ, ხომ არ იქნება უკეთესი, რომ სენატორებს მიეცეთ მეტ განყოფილებებში მოდერირების უფლებები? ან ყველა, ან თუ თემატურად დაიყოფა ფორუმი, ზოგად ნაწილს ერთი სენატორი გადაგებდეს, თემატურს მეორე, რელიგიურს მესამე და ა.შ? მოდერის არ ყოფნის დროს რომ არ დადგეს მაინც და მაინც აფხაზის ან ადმინის ყოფნის აუცილებლობა smile.gif რა ვიცი აბა... smile.gif

სოფ სენატორები ისედაც არიან მოდერები და აბარიათ უკვე თავიანთი განყოფილებები smile.gif


რავიცი მე ყველაზე წყნარი განყოფილება მაქვს და არც ისე რთულია biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 17 2009, 06:04 PM

k@the

ციტატა
სასაუბროს განყოფილების, გინდათ OFF დაარქვით გინდათ რა , გახსნის წინააღმდეგი ვარ, 1 თემაა 'გავუზიაროთ აზრები' და საკმარისია მგონი გაოFFების შემოტევების მქონეებისთვის განსატვირთად.



+1 ქეთევანს ვეთანხმები.


როგორც კი გაიხსნება არარელიგიური თემები, იმ წამსვე ტიტანიკის ბედს გაიზიარებს რელიგიური. ამის გამოცდილება გავქს სამწლიანი პრაქტიკით. საკმარისია გავუზიაროთ აზრები, სადაც მოიკიტხეთ, იმსჯელეთ, იხუმრეთ და აშ არარელიგიურად biggrin.gif


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 17 2009, 07:53 PM

მომწონს და თან კოტეს აზრს ვეთანხმები უფრო.

კაიროსის შესწორებაც მომეწონა.

ზოგადად, სხვა ისეთი შენიშვნა არაფერი მაქვს

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 17 2009, 07:53 PM

ა ნ უ კ ა

ციტატა
სოფ სენატორები ისედაც არიან მოდერები და აბარიათ უკვე თავიანთი განყოფილებები

კი ეგ ვიცი, მაშინ ძველი არააქტიური მოდერები უნდა გაააქტიურდნენ smile.gif

ციტატა
რავიცი მე ყველაზე წყნარი განყოფილება მაქვს და არც ისე რთულია

შენ წყნარ განყოფილებაზეც დავწერე ისე biggrin.gif

ისე რომ გავიგე კომოდერს პოსტის წაშლა არ შეუძლიაო, გამიკვირდა.. ბევრი კომოდერია და მარტო თემის დახურვა? რა ვიცი აბა...

მოკლედ რამდენს ვლაპარაკობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 17 2009, 08:16 PM

ნანინა

ციტატა
ისე რომ გავიგე კომოდერს პოსტის წაშლა არ შეუძლიაო, გამიკვირდა.

ეგ ადმინზეა დამოკიდებული რომელ ფუნქციებს ჩაურთავს, შეიძლება გამორჩა a075.gif

მე თითქმის ყველა ფუნქცია ჩამირთო, არ დაენანა laugh.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 17 2009, 10:25 PM

ა ნ უ კ ა

ციტატა
ეგ ადმინზეა დამოკიდებული რომელ ფუნქციებს ჩაურთავს, შეიძლება გამორჩა

უი მე მაპატიეთ, ანუ შენ მიშლი გალერეაში ოფებს? ohmy.gif შენ გაქვს ჩემი ჯიბრი ხო? ohmy.gif


პ.ს. ვხუმრობ, არ ინერვიულოთ biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 17 2009, 11:24 PM

ციტატა(k@the @ Dec 17 2009, 05:14 PM) *
მაგრამ, ოFF ტოპიკების განყოფილებას რის პლაკატებს გააკრავთ ეგ მითხარით, ხალხს რომ იქ პოსტვა შერცხვეს? biggrin.gif


ერთ-ერთი ეგეთი პლაკატია ის წითელი წარწერა, მე რომ ვთქვი.
ასევე სხვა მრავალი პლაკატის მოფიქრებაც შესაძლებელია.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 18 2009, 12:09 AM

არ გაიხსნება საოფო განყოფილება.

ახლა დაიხურა და ძალიანაც საჭიოდ და დროულად.
და რაც იდო სასწორზე ვიცოდით და რაც გადაიწონა და დაიკარგა ვიცით.

უკვე მარაზმია.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 18 2009, 06:08 PM

ციტატა(kato_Bato @ Dec 18 2009, 12:09 AM) *

უკვე მარაზმია.


ჩემი აზრით მარაზმი ისაა, რომ მივიჩნევთ ამჟამინდელი სიტუაცია ჯობია საოფო განყოფილების გარდა დანარჩენი განყოფილებების "მკვდარ" მდგომარეობას. ასეთი ხელოვნურად შექმნილი "სიცოცხლე" რათ გვინდა იმის დასანახებლად, თითქოს იუზერები ღვთისმეტყველების საეკლესიო სამართლის და ა.შ. შესამეცნებლად ვიღწვით?! ეხლა მეტყვით არავისაც არაფერს არ ვანახებთო, მაგრამ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ასე გამოგვდის (ასე ჩანს)...

ჩემი აზრით ჯობია იყოს ფორუმი "მკვდარი" და დე გამოჩნდეს რაც არის ჩვენი რეალური ინტერესები. ხოლო როდესაც ჩვენში მოგვარდება პრობლემა, მერე "გაცოცხლდება" ფორუმიც.

ესაა ჩემი მოსაზრება.

P.S. როგორც ვხედავ საოფო განყოფილების გახსნის შედეგები ფრიად საშინელი ყოფილა, რაზეც მეტყველებს შენი და კიდევ სხვების პოსტები. ეს კი იმაზე მეტყველებს რომ ფრიად საშინელია პრობლემა ჩვენში, სამწუხაროდ... sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 18 2009, 07:14 PM

აბე
არაფერს არ ვფარავ, მე პირადად.
იმისთვის რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს, უაზრობაზე სალაპარაკო განყოფილებას გახსნი?

ლექციაზე რომ დაბრძანდებით, იმის გამო რომ მთქნარება არ დაიწყოთ,, მასწავლებელი ანეგდოტებს გიყვებათ?

ვისაც არ უნდა იმის გამო შემოვიდეს, როს გამოც ეს ფორუმი არსებობს, წესით, რა ვუყოთ?

არ დავუჭერ არაასდროს მხარს მაგ ამბავს.
ისედაც ბევრი თემაა რელიგიისთვის თავის არიდება ვისაც უნდა, რომ იქ პოსტოს.

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Dec 18 2009, 09:00 PM

ციტატა(აბე @ Dec 18 2009, 06:08 PM) *

ჩემი აზრით მარაზმი ისაა, რომ მივიჩნევთ ამჟამინდელი სიტუაცია ჯობია საოფო განყოფილების გარდა დანარჩენი განყოფილებების "მკვდარ" მდგომარეობას. ასეთი ხელოვნურად შექმნილი "სიცოცხლე" რათ გვინდა იმის დასანახებლად, თითქოს იუზერები ღვთისმეტყველების საეკლესიო სამართლის და ა.შ. შესამეცნებლად ვიღწვით?! ეხლა მეტყვით არავისაც არაფერს არ ვანახებთო, მაგრამ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ასე გამოგვდის (ასე ჩანს)...

ჩემი აზრით ჯობია იყოს ფორუმი "მკვდარი" და დე გამოჩნდეს რაც არის ჩვენი რეალური ინტერესები. ხოლო როდესაც ჩვენში მოგვარდება პრობლემა, მერე "გაცოცხლდება" ფორუმიც.

ესაა ჩემი მოსაზრება.

P.S. როგორც ვხედავ საოფო განყოფილების გახსნის შედეგები ფრიად საშინელი ყოფილა, რაზეც მეტყველებს შენი და კიდევ სხვების პოსტები. ეს კი იმაზე მეტყველებს რომ ფრიად საშინელია პრობლემა ჩვენში, სამწუხაროდ... sad.gif sad.gif

ბოლომდე ვიზიარებ თქვენს განწყობას smile.gif
აბსოლუტურად გეთანხმებით,
პირადად მე ქართულის მასწავლებელი მყავდა,ლილი მასწავლებელი,რომელიც არასოდეს არ ხსნიდა გაკვეთილს ოფიციალურად,არამედ ის ჩვენი მეგობარი იყო,ანეგდოტებსაც ვყვებოდით გაკვეთილებზე და რაც არ უნდა გასაკვირი იყო
ოროსნებიც კი სწავლობდნენ მის გაკვეთილებს და ესწრებოდნენ.სრული დასწრება ქონდა და ამ ხუმრობაში და სიყვარულში ისე გვასწავლა ქართული ენა,არცერთი საგანი არ ვიცოდით ისე მაგრად,როგორც ქართული.
მახსოვს,გაკვეთილზე ლილი მასწავლებელმა ღვთისმშობლის წინაშე თქვა ლოცვა,ჩვენ სულგანაბული ვისმენდით,დაუვიწყარი ადამინია ის ჩემთვის,ყოველთვის ვიხსენიებ ლოცვებში,მან გვასწავლა სიყვარული და ქართული ენა.
მოვბაძოთ მას აქაც და უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი,როგორც პატრიარქი ამბობს,ყველაზე საშიშია კატეგორიული აზროვნება და ნუ ვიქნებით კატეგორიულები.როდესაც საკითხი არის სერიოზული,ეს კატეგორიული ტონი,ცოტა უკან მაინც გადავწიოთ,თორემ შედეგები სჩანს და კიდევ გამოჩნდება,თუ ასე გაწყობდათ,ეს სულ სხვა საქმეა,მაგრამ როგორც მე ვიცი ფორუმისთვის მიდის აქ მსჯელობა და ყველანი თანასწორნი ვართ,და თვითოეულის აზრს უნდა გაეწიოს ანგარიში.

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Dec 18 2009, 10:39 PM

ციტატა(kato_Bato @ Dec 18 2009, 07:14 PM) *

აბე
არაფერს არ ვფარავ, მე პირადად.
იმისთვის რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს, უაზრობაზე სალაპარაკო განყოფილებას გახსნი?

ლექციაზე რომ დაბრძანდებით, იმის გამო რომ მთქნარება არ დაიწყოთ,, მასწავლებელი ანეგდოტებს გიყვებათ?

ვისაც არ უნდა იმის გამო შემოვიდეს, როს გამოც ეს ფორუმი არსებობს, წესით, რა ვუყოთ?

არ დავუჭერ არაასდროს მხარს მაგ ამბავს.
ისედაც ბევრი თემაა რელიგიისთვის თავის არიდება ვისაც უნდა, რომ იქ პოსტოს.

ამ აზრს სრულიად ვეთანხმები, გასართობი ფორუმების მეტი რა არის, რა საჭიროა ეს ფორუმიც მათ შორის იყოს

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 18 2009, 11:20 PM

აბე

ციტატა
ხელოვნურად შექმნილი "სიცოცხლე"

ხელოვნურად შექმნილი სიცოცხლე მაშინ იქნება, თუ საოფო გაყოფილებას გავხსნით.
ამის გამოცდილება უკვე აქვს ფორუმს, არაფერი აინტერესებს იუზერთა მაქსიმუმს,
გარდა საოფო თემებისა, დღეები ერთმანეთთან გართობა-ხალისობაში გადიოდა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience