თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ _ შეკითხვა

პოსტის ავტორი: Antares თარიღი: Nov 18 2011, 07:54 PM

სადღაც წავიკითხე პატერიკი მგონი რომ ერთი ქალი ბავშვს გააჩენს და ერთ მამაოს მიუყვანს დასალოცად თუ რაგაცა და ის ეუბნება ბავშვის სულიერებაზეო ჩანასახიდანვე უნდა გეზრუნაო... პლიიიიზ მომეცით რაიმე ლინკი ან რომელი პატერიკია ან სად შეიდზლება წავიკითხო ის რომ როცა ბავშვი დედის მუცელშია სულიერი ზრუნვა მის მის ჩამოყალიბებაზე უკვე მუცლიდანვე მუშაობს... წმიდა მამათა დარიგება სწავლება ამის შესახებ...


მადლობთ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 18 2011, 08:06 PM

ამ საკითხზე ბერი პორფირი საუბრობს და საკმაოდ კარგადაც:
,,მშობლის ზრუნვა შვილზე იწყება მაშინ,როდესაც ის ჯერ კიდევ დედის წიაღშია.დიახ!ეს ასეა!
როგორ შეიძლება აღზარდო დედის წიაღში მყოფი ჩანასახი?ჩვენ თვითონ არაფერი შეგვიძლია,მაგრამ ღმერთს,რომელმაც ეს ახალი სიცოცხლე დაბადა,ყოველივე ხელეწიფება.
ამიტომ უნდა მივმართოთ ღმერთს და მხურვალედ ვევედროთ ლოცვებით,რომ იზრუნოს ჩასახული ბავსვის სულისა და სხეულის სრულყოფილებაზე.ღმერთი სულიწმინდის მადლით იზრუნებს დედაზეც და შვილზეც."
რაც შეეხება მუცლაადმყოფის სულის შესახებ,ამაზე პირველი რაც გამახსენდა დავით მეფსალმუნეს სიტყვებია:,,ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან."

პოსტის ავტორი: nino*-* თარიღი: Nov 21 2011, 12:18 PM

გამარჯობათ.მაინტერესებს თუ ადამიანს უნდა რომ თქვას აღსარება და ეზიაროს როგორ უნდა მოიქცეს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 21 2011, 12:48 PM

nino*-*

ალბათ, პირველ რიგში ტაძარში უნდა მივიდეს და მღვდელს გაუმხილოს თავისი სურვილი. smile.gif
უფრო უკეთესი იქნება, თუ მანამდე რამოდენიმე წირვას დაესწრება და ქადაგებასაც მოუსმენს, ქადაგებაში ჩანს ესა თუ ის მოძღვარი რამდენად მკაცრი ან ლმობიერია, თავისი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად თუ შეარჩევს მღვდელს და მასთან მივა, უფრო გაუმარტივდება შემდგომი ურთიერთობა.

პოსტის ავტორი: qetiusha თარიღი: Apr 2 2012, 05:32 PM

ნათლიობისთვის ვემზადები და მაშინებს ის რომ ვერ ვხვდები რა შედომა შეიძლება დავუშვა.. კონსტანტინე ჰქვია... მინდა რომ მის სულიერ აღზრდაში სწორი სვლებბი გავაკეთო.. არ ჩამოვარცინო ეკლესიურ ცხოვრებას და როცა აზრიანი ბიჭი იქნება მოტხოვნილება ჰქონდეს ეკლესიაში სიარულისა და ლოცვის. ჯერ სულ რაღაც 5 თვისაა რა საახის ქმედებები შეიძლება მისი ცხოვრების ამ ეტაპზე მის სულიერ აღზრდაში smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: mama archili თარიღი: Apr 2 2012, 08:50 PM

შეგეწიოთ უფალი!
კარგია რომ ასე აზროვნებთ. სამწუხაროდ ხშირია როდესაც ნათლიები სხვაგვარად აზროვნებენ.
მართალია თქვენი ნათლული თვეებისაა მაგრამ თქვენ შეგიძლიათ (უფრო სწორად აუცილებელია) რომ ლოცვებში მოიხსენიოთ. ტაძარში კი ღვთოისმსახურებებს დაასწროთ.
აგრეთვე აუცილებელია ზიარება.

ამ ეტაპზე თუ მოცემულ საკითხებს გაითვალისწინებთ ძალიან კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: iberika თარიღი: Aug 15 2012, 07:26 PM

Antares ყველაზე დიდი მაგალითი ქრისტეს ცხოვრებაში არის, როდესაც ჩვენი ორსული დედუფალი მიდის ელიზაბედთან სტუმრად, აგრეთვე ორსულთან და მუცელში მყოფი იოანე ნათლისმცემელი თავს დახრის მუცელში მყოფი უფლის წინაშე, ამის ხატი არის იერუსალიმში, პირადად მე მაქვს და ვეთაყვანები მადლობა ღმერთს.
ნამდვილად დედა ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს, რომ ჩანასახიდან გაზარდოს ბავშვი ქრისტიანულად, წაუკითხოს წმინდა წერილი, სამოციწულოები, დაასწროს წირვას და აზიაროს, თან აუცილებელია თვითონაც ორსულობაში ამაღლებულ ხასიათზე იყოს(ხომ იცით ყველაფერს გრძნობს ბავშვი მუცელში და ყველაფერი ესმის) აი ეს იქნება ნამდვილი საძირკველი და ასეთ საძირკველზე აშენდება ქრისტეს ჭეშმარიტი ტაძარი, ანუ ადამიანი, რომლის გამო ყოვლადწმინდა სამებამ ყველაფერი შექმნა. მე ესე რომ მოვიქცევი ნამდვილად ვიცი და პირველივე დღიდან ჩემს შვილს უფალზე დაველაპარაკები და შევაყვარებ, მერე კი თავად უნდა გაიკვლიოს გზა. ..." და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი " ამინ

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 15 2012, 07:32 PM

ციტატა
სადღაც წავიკითხე პატერიკი მგონი რომ ერთი ქალი ბავშვს გააჩენს და ერთ მამაოს მიუყვანს დასალოცად თუ რაგაცა და ის ეუბნება ბავშვის სულიერებაზეო ჩანასახიდანვე უნდა გეზრუნაო...

მე კიდე ვიცი არისტოტელეს რომ მიუყვანენ თვეების ბავშვს აღსაზრდელად და რომ ეტყვის: დაგაგვიანდათ ამის აღზრდაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ღმერთმანი, რა ლეგენდებია happy.gif

არა, განა არ ვეთანხმები, უბრალოდ ხან ვის მიაწერენ, ხან ვის biggrin.gif

პოსტის ავტორი: nlelashvili თარიღი: Dec 7 2012, 05:09 PM

გამარჯობათ, კითხვა მაქვს, ერთი შეხედვით შეიძლება მარტივიც იყოს, მაგრამ მე, როგორც ნაკლებად მორწმუნემ და ნაკლებად გათვიცნობიერებულმა ზოგადად რელიგიაში, ვერ მოვძებნე ლოგიკური პასუხი. ამიტომ გწერთ თქვენ. წინასწარ მადლობა.

მაინტერესებს უფრო კონკრეტულად რას ნიშნავს ის, რომ ღმერთი ყოვლისმცოდნეა. და ეს ფაქტი ეწინააღმდეგება თუ არა იმას რომ ცხოვრება ჩვენთვის, ადამიანებისთვის გამოცდაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, თუ ღმერთმა იცის ის თუ როდის რა არჩევანს გავაკეთებ, (სიკეთესა და ბოროტებას შორის) იცის ჩემი მომავალი, და ალბათ ისიც, თუ რა მელის გარდაცვალების შემდეგ. მაშინ რა აზრი აქვს ყველაფერს??

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 7 2012, 07:39 PM

nlelashvili
ღმერთმა ყველაფერი იცის, მაგრამ ადამიანმა ეს არ იცის. ამიტომ ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს. ღმერთმა იცის ადამიანი რა არჩევანს გააკეთებს, მაგრამ ადამიანი თვითონ ირჩევს და იმის მიხედვით გადარჩება ან დაიღუპება თუ რა არჩევანი გააკეთა. ადამიანს თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული.
ის ფაქტი, რომ ღმერთმა იცის მისი ბედი ადამიანს თავისუფალ არჩევანში არ ზღუდავს. ამიტომ ყველაფერს აზრი აქვს, როცა საქმე ადამიანის არჩევანს ეხება.

პოსტის ავტორი: puskuu თარიღი: Dec 7 2012, 09:15 PM

nlelashvili
ღმერთმა შენ მოგცა თავისუფალი ნება და შენს მომავალს შენვე ირჩევ. შენვე წყვეტ არჩევანს კელსა და ბოროტს შორის.
უფლის ყოვლადმცოდნეობა შეიძლება მდგომარეობდეს იმაში, რომ უფალს ვერ მოატყუებ.

პოსტის ავტორი: nlelashvili თარიღი: Dec 7 2012, 09:39 PM

ციტატა(puskuu @ Dec 7 2012, 09:15 PM) *

nlelashvili
ღმერთმა შენ მოგცა თავისუფალი ნება და შენს მომავალს შენვე ირჩევ. შენვე წყვეტ არჩევანს კელსა და ბოროტს შორის.
უფლის ყოვლადმცოდნეობა შეიძლება მდგომარეობდეს იმაში, რომ უფალს ვერ მოატყუებ.

ანუ ჩემი მომავალი გადაწყვეტილების შესახებ (როცა ცოდვის ჩადენის პირას ვდგავარ) უფალმა არ იცის? ამას ნიშნავს "თავისუფალი ნება?"

ალბათ ხვდებით ჩემი კითხვის არსს. zaz-მა თქვა, რომ "ის ფაქტი, რომ ღმერთმა იცის მისი ბედი ადამიანს თავისუფალ არჩევანში არ ზღუდავს." კარგად არ მესმის ეს. თუ იცის ჩვენი ბედი, ჩვენი არჩევანი, მაშინ ჩვენთვის რაღატომ ქვია ამ ცხოვებას "გამოცდა". თუ ამ "გამოცდის" შედეგები ცნობილია უკვე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 8 2012, 02:51 AM

nlelashvili
ძალიან მარტივად გეტყვი და თუ გინდა შემდეგ განვავრცოთ.

ღმერთი არის ყველაფრის წინასწარმცოდნე , მაგრამ არა ყველაფრის წინასწარგანმსაზღვრელი.


ესეც დავწეროთ ყოველი შემთხვევისთვის-
(არსებობს საღვთო ნება , საღვთო დაშვება და საღვთო განგება.)

პოსტის ავტორი: nlelashvili თარიღი: Dec 8 2012, 01:53 PM

ძალიან დიდი ბოდიში ასეთი ჩაციებისთვის, მაგრამ იქნებ უკეთ ამიხსნათ განსხვავება წინასწარმცოდნესა და წინასწარგანმსაზღვრელს შორის. . (არა მხოლოდ მე, ჩემს გარემოცვაშიც ბევრს აინტერესებს პასუხი იგივე კითხვაზე,)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 8 2012, 02:14 PM

nlelashvili
ბოდიში რა შუაშია . აქ ვსაუბრობთ და აზრებს ვცვლით.

კი ბატონო . აქაც მარტივად დავიწყებ .

მაგალითად-შენ ხომ იცი რომ მზე ამოდის ყოველდღე.

მაგრამ განსაზღვრავ როდის ამოვიდეს და როდის არა?

პოსტის ავტორი: nlelashvili თარიღი: Dec 8 2012, 04:51 PM

თუ სწორად გავიგე, იმის თქმა გინდა რომ ღმერთმა იცის, ჩვენ ჩავიდენთ კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ ცოდვას თუ არა. მაგრამ ის არ განსაზღვრავს ჩვენს მოქმედებას. ამით არაფერი იცვლება. მე არც მითქვამს ის, რომ ის განგვისაზღვრავს ცხოვრებას. გეთანხმები, ყველაფერს ჩვენ ვწყვეტთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის მომავალი ცნობილია, მაინც აზრი ეკარგება ყველაფერს. ვთქვათ მე გადავწყვიტე, რომ ჩამედინა მომაკვდინებელი ცოდვა, და არც ვინანიებ ამას. ღმერთისთვის ეს ხომ თავიდანვე იყო ცნობილი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 8 2012, 06:18 PM

ციტატა
მაინც აზრი ეკარგება ყველაფერს. ვთქვათ მე გადავწყვიტე, რომ ჩამედინა მომაკვდინებელი ცოდვა, და არც ვინანიებ ამას. ღმერთისთვის ეს ხომ თავიდანვე იყო ცნობილი.

არანაირად.
გავიხსენოთ ნინევიის ეპიზოდი . როდესაც ღმერთის მხრიდან ,,გამოტანილი იყო '' უკვე განაჩენი , რომ ნინევია უნდა დაქცეულიყო რა ქნეს ხომ იცი მოსახლეობამ?
რადა ცხოველკებიანად დაიწყეს მარხვა , აღარ ჩადიოდნენ უკეთურებას , ლოცულობდნენ და.ა.შ. და ნინევიაც გადარჩა.

პოსტის ავტორი: nlelashvili თარიღი: Dec 8 2012, 10:21 PM

და ღმერთმა იცოდა თუ არა რომ ამ განაჩენის შეცვლა მოუწევდა?? (აი აქ არის ზუსტად ჩემს კითხვაზე პასუხი)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 9 2012, 01:21 AM

nlelashvili

ციტატა
და ღმერთმა იცოდა თუ არა რომ ამ განაჩენის შეცვლა მოუწევდა??

განაჩენის შეცვლა შემთხვევით არ ჩამისვამს ბრჭყალებში.
იმიტომ რომ როდესაც ღმერთზე ვსაუბრობთ , ცოტა სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას.

როდესაც ვამბობთ რომ ღმერთია ყველაფრის წინასწარ და სრულად მცოდნე , ნიშნავს იმას რომ იგი მართლაც ასეთია .
მან იცოდა რომ იუდა გასცემდა მას . მან იცოდა რომ ჯვარს აცმევდნენ მას , მან იცოდა რომ პეტრე უარყოფდა მას და.ა.შ. მაგრამ იცოდა ისიც რომ ამას იუდა საკუთარი სურვილით გააკეთებდა და არა ვინმეს არჩევით . ასჯე რომ დაბადებულიყო იგი , ასივეჯერ ამას აირჩევდა.
მან იცოდა რომ ებრაელები აუცილებლად აცმევდნენ ჯვარს , რადგან ასე უნდოდათ.
მან იცოდა რომ პეტრე აუცილებლად გასცემდა რადგან თავად პეტრეს უნდოდა ასე იმ მომენტში და ,,ვერ ჩააბარა'' საკუთარი , მხოლოდ საკუთარი საქციელის გამო გამოცდას.

პოსტის ავტორი: nlelashvili თარიღი: Dec 9 2012, 03:09 PM

გასაგებია. სწორედ მანდ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები ჩვენ. თუმცა კითხვაზე პასუხი მივიღე. მე მაგ ცოდნიდან გამომდინარე მეპარება ეჭვი სამყაროს არსებობის აზრში. მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 10 2012, 03:30 AM

იქნებ გაგვაცნო თუ არ შეწუხდები შენი აზრი ამ ყოველივეზე .
რას ფიქრობ , როგორაა შენი აზრით რეალურად და.ა.შ

პოსტის ავტორი: nlelashvili თარიღი: Dec 11 2012, 12:04 AM

უფრო კითხვა შეიძლება ეწოდოს ვიდრე აზრი. ერთგვარი "შეუსაბამობა".

წინა პოსტებშიც ავხსენი ჩემი შეხედულება.

გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, ქვეცნობიერად მეგონა, რომ ღმერთისთვის არ იყო ცნობილი ის თუ რას ავირჩევდით ჩვენ. ამბობდნენ რომ ღმერთში სიხარულს იწვევს როდესაც ადამიანი მოექცევა მართალ სარწმუნოებაზე. როგორღა გამოიწვევდა სიხარულს თუ ისედაც იცოდა ამ ფაქტის შესახებ.

როცა ადამმა აკრძალული ხილი შეჭამა, და ღმერთი მივიდა სამოთხეში, როგორც მახსოვს ნათქვამი იყო რომ ღმერთმა რამდენჯერმე კითხა მას, თუ რატომ იმალებოდა, ამბობდნენ რომ ღმერთს სურდაო რომ ადამი გამოტეხილიყო თავის ცოდვაში. თუ ღმერთმა ისედაც იცოდა, რომ ადამი არ გამოტყდებოდა . . . .. .. . . . . ალბათ ხვდებით ეს მაგალითები რისთვის მოვიყვანე.

ერთის მხრივ არის მოსაზრება, რომ ის ყოვლისმცოდნეა. ამ სიტყვას მე ვიგებ მთელი სისრულით, რომ მან იცის აბსოლუტურად ყველაფერი, რისი ცოდნაც შესაძლებელია. მისთვის ფარული არაფერია.

და თუ ეს სიმართლეა. თუ მან იცის ჩვენ, ჩვენივე გონებით როდის რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, როდის მოგვიწევს სიკვდილი, და სად მოვხვდებით სიკვდილის შემდეგ, მაშინ რაღატომ შექმნა სამყარო. ხომ ხვდებით, სამყარო მე წარმომედგინა ადგილად, სადაც ყოველწამიერად იცვლება ყველაფერი ყველასთვის. სადაც შეიძლება ერთმა ნაბიჯმა განსაზღვროს ჩვენი მომავალი სიკვდილის შემდეგ, და აღმოჩნდა რომ ყოველი ჩემი მომავალი ნაბიჯი ცნობილია ღმერთისთვის. ისიც იცის მან ჯოჯოხეთში ვიქნები თუ სამოთხეში, და მაშინ, რაღატომ გამაჩინა??

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 11 2012, 03:26 AM

nlelashvili
შენ რა კითხვებიც გაწუხებს მშვენივრად ვხვდებით , უბრალოდ შენი აზრი გვითხარი მეთქი რას ფიქრობ ამ ყოველივეზე .
(ღმერთის წინასწარმცოდნეობაზე , სამყაროს გაჩენის აზრზზე , და.ა.შ)

მგონი გასაგებად დავსვი ხომ?

პოსტის ავტორი: nan__ka თარიღი: Nov 17 2013, 02:07 AM

გამარჯობა,მაინტერესებს მართალია თუ არა რომ ნათლიები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლები?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Nov 17 2013, 11:53 AM

nan__ka
არა

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Nov 17 2013, 11:53 AM

nan__ka
არა

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Nov 17 2013, 11:53 AM

nan__ka
არა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 18 2013, 12:51 AM

nan__ka

ციტატა
გამარჯობა,მაინტერესებს მართალია თუ არა რომ ნათლიები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლები?

ტყუილია .
ნათლიამ ნათლული ღმერთამდე უნდა მიიყვანოს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს , ღმერთამდე ქალი მიგიყვანს თუ კაცი .

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)