თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ ელია წინასწარმეტყველი

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 16 2008, 06:01 PM

უპირველეს ყოვლისა, აღვიშნავ რომ ამ თემას ვხსნი სწორედ "წმინდა წერილის" განყოფილებაში, რათა ბიბლიაზე დაყრდნობით შედგეს საუბარი აღნიშნულ თემაზე.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია ელია წინასწარმეტყველის თემა "საპამპულაო" გაუხდიათ ესოტერიკოსებს, სექტანტებსა თუ კარმული იდეოლოგიის შემწყნარებელ საზოგადოებას.
ჩვენ კი, მართლმადიდებლები, როგორც კი მივადგებით ამ საკითხს უამრავი კითხვა გვებადება და პასუხებს ჭორისა და ოდესღაც გაგონილის დონეზე გავცემთ ხოლმე.
ამას კარგად ხედავენ მებრძოლი ათეისტებიც, კარმისტებიც და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და დაცინვითა თუ ნიშნის მოგებით მიგვითითებენ ჩვენს მწირ ცოდნაზე.
ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ გამეხსნა ეს თემა, რათა საშუალება მოგვცემოდა კარგად შეგვესწავლა ელია წინასწარმეტყველის წიგნიცა და მისი ცოცხლად ზეცად ატაცების საკითხიც.
გთხოვთ იაქქტიუროთ და ვისურვოთ ვიცოდეთ ამ თემაზე უფრო მეტი ვიდრე უკვე ვიცით. smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 16 2008, 06:21 PM

იმდენი ვქენი ცალკე თემა გაიხსნა biggrin.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 16 2008, 06:30 PM

syd

ციტატა
იმდენი ვქენი ცალკე თემა გაიხსნა

კი, და ვფიქრობ აუცილებელიც...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 21 2008, 03:31 AM

რაში გამოიხატება ეს : "

ციტატა
ჩვენ კი, მართლმადიდებლები, როგორც კი მივადგებით ამ საკითხს უამრავი კითხვა გვებადება და პასუხებს ჭორისა და ოდესღაც გაგონილის დონეზე გავცემთ ხოლმე

აბა რა ხდება იქნებ დააზუსტოთ და მივხედოთ მერე მაგ საქმეს smile.gif
პ.ს.
ისე მაინც სულ სხვანაირი შეგრძნებაა, რომ იცი რომ ის და ენუქი დღესაც ხორცით არიან ცოცხლები...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 21 2008, 10:54 AM

ნამდვილად საინტერესო თემაა და მეც ბევრი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით.
სიამოვნებით მოგისმენთ. მეც თუ მოვიძიე რამე შემოგთავაზებთ. smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 22 2008, 12:20 PM

KAIROS

ციტატა
ისე მაინც სულ სხვანაირი შეგრძნებაა, რომ იცი რომ ის და ენუქი დღესაც ხორცით არიან ცოცხლები...



უკაცრვად, ეს წინადადება ვერ გავიგე. ხორცით რომ იქნენ ატაცებული ზეცად ვიცი, მაგრამ ცოცხლებში რა იგულისმხე?

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Oct 22 2008, 04:40 PM

და რა არის კონკეტულად გასარკვევი ამ თემაში? რამე საკითხი მაინც წამოგეჭრათ, რაზეც უნდა ვისაუბროთ

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 22 2008, 08:49 PM

ციტატა
ხორცით რომ იქნენ ატაცებული ზეცად ვიცი, მაგრამ ცოცხლებში რა იგულისმხე?

ხორციელად არ მკვდრები, ანუ ხორციელად სიკვდილარგანცდილები, თეოლოგიურად გამოდის რომ სრულიად განსხვავებულები არიან მხოლოდ ორია ასეთი, ვისაც სხეული ჯერ კიდევ მიწიერი აქვთ, ანუ არაგანსულიერებული, და ასე ვთქვათ ჟამამდე ( ანუ მეორედ მოსვლის პერიოდამდე) მათი სხეულების ბუნებრივი მოთხოვნილებები (ჭამა,სმა და ა.შ.) და ხწნადობა ( დაბერება და ა.შ.) შეჩერებულია...
არის კიდევ ორი ადამიანი რომელტაც სხეული აქვთ, მაგრამ უკვე განსულიერებული, როგორიც ყველას ექნება მეორედ მოსვლის ანუ საყოველთაო განკითხვის შემდეგ ეს თავად უფალია, აღდგომილი სხეულით, რომელიც კედელშიც გადის, და არ შია, არ წყურია, არამედ არის განსულიერებული, და დედა ღვთისა, რომელცი გარდამოცემის მიხედვით, მიძინების შემედეგ იქნა აღტაცებული ზეცად ხორციეეადაც...
ისე ეს თემა რატომ გაიხსნა არ იტყვით? biggrin.gif
კაიროსი!

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 22 2008, 09:45 PM

KAIROS

ციტატა
ისე ეს თემა რატომ გაიხსნა არ იტყვით?

ზოგადად ამ განყოფილების მიზანია წმინდა წერილის უკეთ შესწავლა და ისეთი კითხვების განხილვა, რაც ყველაზე ხშირად ჩნდება ხოლმე.
ელიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ უცნობია ჩვენი მრევლისთვის, ამის მაგალითია ზედა პოსტიც. სხვა თემებშიც ხშირად გაჩენილა კითხვები ელიასთან დაკავშირებით. ხოდა იმისთვის რომ უკეთ შევისწავლოთ ეს წინასწარმეტყველი, მისი ხორციელად ზეცად ატაცების ნიუანსები, გავხსენი ეს თემა.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 22 2008, 09:54 PM

ციტატა
ზეცად ატაცების ნიუანსები,

მაი რა ვიცით ჩვენ biggrin.gif ნიუანსები რომ მესმოდეს რა ხდება იქ ზემოთ, აქ ქვემოთ კი არ ვიქნებოდი biggrin.gif ხო, კაი იყოს, მაგრამ იმათ რა აინტერესებდათ?
ციტატა
ესოტერიკოსებს, სექტანტებსა თუ კარმული იდეოლოგიის შემწყნარებელ საზოგადოებას.

ან სიდმა რა ქნა ასეთი?
ციტატა
იმდენი ვქენი ცალკე თემა გაიხსნა


პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Oct 22 2008, 10:35 PM

ციტატა
რამე საკითხი მაინც წამოგეჭრათ, რაზეც უნდა ვისაუბროთ


ციტატა
მისი ხორციელად ზეცად ატაცების ნიუანსები

ოოოოოოოო, ამაზე მე ვერაფერს ვიტყვი. ყოველშემთხვევაში მიწიერი ცხოვრების პერიოდში მაინც biggrin.gif
ისე და რაა გაუგებარი?
თავისი ფიზიკური, მატერიალური სხეულით იქნა აღტაცებული, როგორც ენუქი. აგრეთვე აღდგომის მერე ასევე ხორციელი სხეულითურთ ამაღლდა უფალიც.

smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 22 2008, 11:30 PM

ციტატა
ასევე ხორციელი სხეულითურთ

ურევ ახლა biggrin.gif ზემოთ ხომ დაგიწერე, რომ უფალი აღდგა უკვე მოკვდინებული, მერე გაცოცხლებული და განსულიერებული სხეულით, ხოლო მათ ენუქს და ელიას აქვთ ის ხორცი, რომელიც არ მომკვდარა და არც განსულიერებულა, ამიტომ სხეული მაცხოვრისა ( და ღვთისმშობლისა) სხვაა და ამათი სხვა...

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Oct 22 2008, 11:42 PM

KAIROS
ხო, მაგრამ ხორციელი სხეულით იყო ყველა შემთხვევაში

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 23 2008, 09:35 AM

ციტატა

ხო, მაგრამ ხორციელი სხეულით იყო ყველა შემთხვევაში

შენ თუ გინდა კაი იყოს მასე a075.gif მარა, არსობრივი სხვაობა რომაა ხო იცი ; აი ელიას და ენუქის ის ხორცი აქვს, რაც ჩვენ გვასხია, და უფალს ის რაც უნდა შევიმოსოთ smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Oct 23 2008, 12:39 PM

ციტატა(KAIROS @ Oct 23 2008, 09:35 AM) *

შენ თუ გინდა კაი იყოს მასე a075.gif მარა, არსობრივი სხვაობა რომაა ხო იცი ; აი ელიას და ენუქის ის ხორცი აქვს, რაც ჩვენ გვასხია, და უფალს ის რაც უნდა შევიმოსოთ smile.gif

ააა, მივხვდი ეხლა smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 23 2008, 07:55 PM

KAIROS
ა, ხო ხედავ. რო კითხო ყველამ ყველაფერი იცის, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მერე ირკვევა რომ არც არაფერი არ ვიცით biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Oct 23 2008, 08:12 PM

ციტატა
ისე ეს თემა რატომ გაიხსნა არ იტყვით?

ჩემთვის biggrin.gif

მე მაინტერესებს, რადგან ერთმა (არ დავასახელებ) მითხრა რომ იოანე ნათლისმცემელი ელია წინასწარმეტყველის რეინკარნაციააო user.gif
გამიკვირდა, მე ხომ ვიცი რომ ფიზიკური სხეულით ატაცებულ იქნა და რეინკარნაცია ვერ მოხდება (თუ დავუშვებთ რომ რეინკარნაცია არსებობს).. მაგრამ მერე არგუმენტად მოყვანილ იქნა სახარებიდან ადგილი, რომ მიიღეთ იოანე როგორც ელიაო...

სადამდეც შემეძლო კი გავძელი და ეხლა რაც არ ვიცი არ ვიცი laugh.gif

მერე წავიდა საუბარი ეზოთერიკაზე და სხეულის სხვადასხვაგვარობაზე....

გ ა მ ა რ კ ვ ი ე თ! laugh.gif რა ხდება ბოლოს და ბოლოს... dry.gif თქვენ რა არგუმენტები გაქვთ... იმისი ვიცი, ეხლა ჩვენების აზრი მაინტერესებს

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 23 2008, 08:40 PM

ციტატა
იოანე ნათლისმცემელი ელია წინასწარმეტყველის რეინკარნაციააო

biggrin.gif ალაჰუ აკბარ ( კანუდოსა) , ახლა ის რომ მიიღეთ იოანე, როგორც ელია, სასაცილოა არგუმენტად, ვინც ეგ თქვა, საუბარში მაინც არ გამოუყენებია, გიგზავნით ამ კაცს, და როგორც მე ისე მიიღეთო? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის კაცი მისი რეინკარნაციაა? smile.gif
ანუ იდეაში, არც არაფერი ხდება, სხვაა იოანე, სხვაა ელია, უბრალოდ ზოგი მათი ქმედება და ცხოვრების წესი ერთმანეთს გავდა, ასევე უფალისაც, და ჯერ ხალხმა შეადრა უფალია ელიას (უფლის კითხვაზე" ვინ ვგონივარ მე?-ზოგს ელიას გონიხარ"-ო უთხრეს მოწაფეებმა...), ასე რომ ელიას მოლოდინი დიდი იყო, იცოდნენ, რომ ელია "ჟამი" როცა მოვა, მაშინ გამოცხადდება, და ეგონათ, რახან მესია ნახეს, იქნებ ელიაც მოვიდაო..
ნუ ახლა იმაზე აქ არ გავცდები, რომ რეინკარნაცია სრულიად არაქრისტიანული რამაა, ამაზე სხვაგან გვქონდა საუბარი "სულთა გადასახლება" და "სხვა რელიგიები" და იქ ვისაუბროთ...

ციტატა
ა, ხო ხედავ. რო კითხო ყველამ ყველაფერი იცის, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მერე ირკვევა რომ არც არაფერი არ ვიცით

biggrin.gif მაგარი ხარ დავით biggrin.gif
(ეჰ, რა ხინკლაობას აგვაცდინა რუსებმა sad.gif , მომავალს ორმაგად biggrin.gif )

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Oct 23 2008, 09:57 PM

ციტატა
ნუ ახლა იმაზე აქ არ გავცდები, რომ რეინკარნაცია სრულიად არაქრისტიანული რამაა, ამაზე სხვაგან გვქონდა საუბარი "სულთა გადასახლება" და "სხვა რელიგიები" და იქ ვისაუბროთ...

მადლობა კაიროს.. 2kiss.gif და იქნებ ლინკიც დამიგდოთ მაგ თემის smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 24 2008, 12:13 AM

KAIROS

ციტატა
ეჰ, რა ხინკლაობას აგვაცდინა რუსებმა , მომავალს ორმაგად

აუცილებლად a075.gif
სხვათა შორის, უკაცრავად ოფისთვის, მარა მალე უწმინდესი გესტუმრება რომში. პაპთან შეხვედრა ექნება smile.gif
მგონი სადღაც ნოემბერში აპირებს ჩამობრძანებას.

ციტატა
ელიას მოლოდინი დიდი იყო, იცოდნენ, რომ ელია "ჟამი" როცა მოვა, მაშინ გამოცხადდება, და ეგონათ, რახან მესია ნახეს, იქნებ ელიაც მოვიდაო..

ისე, ეგ საკითხი მართლა საინტერესოა. აკი ვიცოდით ძველი აღთქმიდან რომ ელია მოვიდოდა ქრისტეს წინამორბედად?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 24 2008, 02:46 AM

ციტატა
მარა მალე უწმინდესი გესტუმრება რომში. პაპთან შეხვედრა ექნება
მგონი სადღაც ნოემბერში აპირებს ჩამობრძანებას

ვიცით smile.gif
ციტატა
აკი ვიცოდით ძველი აღთქმიდან რომ ელია მოვიდოდა ქრისტეს წინამორბედად?

კი იცოდნენ, უკანასკნელთა ჟამთათვის, მაგრამ გაურკვეველი სწორედ ეს იყო როდის იქნებოდა ეს ჟამი...

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 24 2008, 10:10 PM

KAIROS

ციტატა
კი იცოდნენ, უკანასკნელთა ჟამთათვის, მაგრამ გაურკვეველი სწორედ ეს იყო როდის იქნებოდა ეს ჟამი...

შეგიძლია გაიხსენო მაგ ადგილის თავი და მუხლი?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 25 2008, 03:00 AM

ციტატა
შეგიძლია გაიხსენო მაგ ადგილის თავი და მუხლი?


შენ ოღონდ ისურვე და biggrin.gif

მათეს სახარება

თავი მეთექვსმეტე

13. ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?

14. მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.

15. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?

16. სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.


პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 25 2008, 01:02 PM

KAIROS

ციტატა
მათეს სახარება

თავი მეთექვსმეტე

არა, ეგ კი არა, ეგ მეც ვიცი.
ის ვერ მიპოვნია, სადაც ელიას მოსვლაზეა საუბარი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 26 2008, 03:50 AM

ციტატა
ელიას მოსვლაზეა

ააა ხო biggrin.gif არც ეგაა პრობლემა, ეს უფლის საუბარია ფერისცვალების შემდეგ:
11. და ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ელიას მართებს პირველად მოსვლა?

12. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ელია მოვა პირველად და აღადგენს ყოველივეს; და როგორ წერია ძე კაცისაზე, რომ ფრიად ივნება და შეურაცხყოფილი იქნება?

13. არამედ გეუბნებით თქვენ, რომ ელიაც მოვიდა, და გაუკეთეს მას, რაც უნდოდათ, როგორც წერია მასზე.

აქ უფალმა იოანე ნათლისმცემელი იგულისხმა, ეს იმიტომ დავწერე, ვინმეს კიდევ ინკარნაცია არ ეგონოს smile.gif

აი ეს არის წინასწარმეტყველი მალაქია 3 : 24

... Вот Я посылаю к вам Эйлийу-пророка перед наступлением дня Господня, великого и страшного.

ეს იყო ხომ? smile.gif

იხარე;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 26 2008, 04:54 AM

ქეთინო

კინაღამ დამავიწყდა biggrin.gif

აი...


ციტატა
იქნებ ლინკიც დამიგდოთ მაგ თემის

აგერაა რეინკარნაცია, მგონი იქ ერთი უკვე "რეიკარნირებულიცაა" biggrin.gif

http://church.ge/index.php?showtopic=923&st=300&gopid=419784&#entry419784

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 26 2008, 12:22 PM

KAIROS

ციტატა
ააა ხო არც ეგაა პრობლემა, ეს უფლის საუბარია ფერისცვალების შემდეგ:
11. და ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ელიას მართებს პირველად მოსვლა?

12. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ელია მოვა პირველად და აღადგენს ყოველივეს; და როგორ წერია ძე კაცისაზე, რომ ფრიად ივნება და შეურაცხყოფილი იქნება?

13. არამედ გეუბნებით თქვენ, რომ ელიაც მოვიდა, და გაუკეთეს მას, რაც უნდოდათ, როგორც წერია მასზე.

აქ უფალმა იოანე ნათლისმცემელი იგულისხმა, ეს იმიტომ დავწერე, ვინმეს კიდევ ინკარნაცია არ ეგონოს

აი ეს არის წინასწარმეტყველი მალაქია 3 : 24

... Вот Я посылаю к вам Эйлийу-пророка перед наступлением дня Господня, великого и страшного.

ეს იყო ხომ?

იხარე;

კაიროსი!

ხო, ესააა მადლობა.
ძველი აღქმის ციტატა მაინტერესებდა. smile.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Oct 26 2008, 07:34 PM

ვნახე...

ციტატა
ასევე ადგილს მათესა სახარებიდან, სადაც მაცხოვარი იოანე ნათლისმცემელზე ეუბნება გარშემომყოფთ: „თუ გსურს შეწყნარება, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს“ - ზოგიერთი განმარტავს, თითოს ეს არის ელია თეზბიტელის სულის რეინკარნაცია იოანე ნათლისმცემლის სხეულში. ანალოგიურად იმოწმებენ ლუკას სახარებას, სადაც იოანე ნათლისმცემელზე ნათქვამია: „ის ივლის მის (უფლის) წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკა 1, 17). წმინდა იოანე ოქროპირი ამ ადგილებს შემდეგნაირად განმარტავს, რომ იოანე ნათლისმცემელი ელიად იწოდება არა პირდაპირი აზრით, არამედ სიმბოლურად, რადგან ელიასა და იოანეს შორის დიდი მსგავსებაა მათი მსახურებისა და მისიის მიხედვით: იოანე ნათლისმცემელი მქადაგებელი და წინამორბედია ქრისტეს პირველი მოსვლისა, ხოლო ელია თეზბიტელი მქადაგებელი და წინამორბედი იქნება (ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად) ქრისტეს მეორედ მოსვლისა. ამიტომ მაცხოვარი არ ამბობს პირდაპირ - იგი ელიააო, არამედ: „თუ გსურთ შეწყნარება, იგია ელიაო“. თუ გსურთ გულისხმისყოფით და ლმობიერი გულით შეწყნარება იოანეს ქადაგებისა, შეიწყნარეთო მისი სიტყვა როგორც ელიასი, რადგან მოსულია ელიას ძალით და სულით.


მაგრამ, საინტერესოა:
1) ელია იყო იოანემდე, ამისდამიუხედავად იოანე ქრისტეს 1 მოსვლის წინამორბედია და ელია - - II მოსვლისsmile.gif
2) ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ძველ წინასწარმეტყველებშიც იყო საუბარი? არდა სახარებაში წერია, რომ ქრისტე დაპირდა მეორედაც მოვალო, ანუ არ გახსენებიათ წინასწარმეტყველები? huh.gif

პ.ს. ბოდიში, შეიძლება მარტივი კითხვაა, მაგრამ რაც არ ვიცი უნდა ვიკითხო unsure.gif


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 1 2008, 06:51 AM

ციტატა
ელია იყო იოანემდე, ამისდამიუხედავად იოანე ქრისტეს 1 მოსვლის წინამორბედია და ელია - - II მოსვლის

კი და აი რატომ, ზემოთ რომ მალაქია წინასწარმეტყველი მოვუყვანე დათიკოს, იქ აშკარად წერია, რომ მესიის დიდებული მოსვლის წინ მოვა ელია:
ციტატა
... Вот Я посылаю к вам Эйлийу-пророка перед наступлением дня Господня, великого и страшного.

შესაბამისად სჩანს , რომ მეორედ მოსვლაზეც იყო საუბარი, ოღონდ ძალიან მინიშნებით, რადგან ჯერ პირველად მოსვლა უნდა გაეგოთ და ის რაღა გასაკვირია
ციტატა
ქრისტე დაპირდა მეორედაც მოვალო, ანუ არ გახსენებიათ წინასწარმეტყველები
, როცა მეორედ მოსვლის კი არა პირველად მოსვლის წინასწარმეტყველებები დაავიწყდათ, როცა ყველაფერი : ბეთლემში ქალწულისაგან შობა, ყრმათა ამოწყვეტა, ეგვიპტეში ლტოლვა, ნაზარეველად წოდება, ჯვარცმის დეტალებიც კი, ხელ-ფეხთა განხვრეტა, ნაღვლის მიწოდება, სამოსელის გაყოფა, კვართზე წილისყრა... მოკლედ უამრავი რამ იყო ნაწინასწარმეტყველები და მაინც ჯვარს აცვეს...
როცა არ გინდა დაინახო, მაშინ ვერავინ დაგანახებს, თუნდაც განკაცებული ღმერთი წინ გედგეს...


პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 15 2009, 04:27 AM

ციტატა(KAIROS @ Oct 21 2008, 03:31 AM) *

რაში გამოიხატება ეს : "
აბა რა ხდება იქნებ დააზუსტოთ და მივხედოთ მერე მაგ საქმეს smile.gif
პ.ს.
ისე მაინც სულ სხვანაირი შეგრძნებაა, რომ იცი რომ ის და ენუქი დღესაც ხორცით არიან ცოცხლები...


კაიროს

როგორც ჩანს შენ გჯერა რომ ელია და ენუქიც ხორცით არიან ცოცხლები, ანუ ზეცად ხორცში ცოცხლობენ. ასე გავიგე შენი კომენტარებიდან..

დათიკო კი დასაწყისში აღნიშნა: " თემას ვხსნი სწორედ "წმინდა წერილის" განყოფილებაში, რათა ბიბლიაზე დაყრდნობით შედგეს საუბარი აღნიშნულ თემაზე. "

სასურველი იქნებოდა წმინდა წერილიდან გეცადა დაგესაბუთებინა შენი შეხედულებები...

მადლობ
მოყვასი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 15 2009, 04:57 AM

ციტატა
როგორც ჩანს შენ გჯერა

მე კი არა მართლმადიდებლობას
შენი სექტანტური აზროვნების ადგილი ყველგან არაა.
არის სპეციალური თემა და ნება იბოძე და იქ ვიკამათოთ!
მოყვასის კითხვებს მე პირადად პასუხს, მხოლოდ "წმ. წერილის საკამათო ადგილებში" გავცემ, რადგან ყველა შენი შეკითხვის უკან იმალება ხაფანგი, სადაც ან ჩვენს რწმენას შეებრძოლები ან ჩვენს ბიბლიას, არაა ეგ წინასწარი დასკვნები უკვე გამოცდილებაა, ამიტომ სანამ შეკითხვებს არ დაწერ შესაბამის ადგილას, ჩემგან პასუხს არ მიიღებ

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 15 2009, 05:36 AM

KAIROS

გაურბიხარ შეკითხვებს კაიროს? smile.gif

არაა პრობლემა. შენს გარდა უამრავი მართლმადიდებელი ძმაა აქ და ისინი არ დაგვტოვებენ უპასუხოდ ..
ნახვამდის კაიროს, გაიხარე.

მოყვასი

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 15 2009, 05:46 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 15 2009, 05:57 AM) *

მე კი არა მართლმადიდებლობას
შენი სექტანტური აზროვნების ადგილი ყველგან არაა.
არის სპეციალური თემა და ნება იბოძე და იქ ვიკამათოთ!
მოყვასის კითხვებს მე პირადად პასუხს, მხოლოდ "წმ. წერილის საკამათო ადგილებში" გავცემ, რადგან ყველა შენი შეკითხვის უკან იმალება ხაფანგი, სადაც ან ჩვენს რწმენას შეებრძოლები ან ჩვენს ბიბლიას, არაა ეგ წინასწარი დასკვნები უკვე გამოცდილებაა, ამიტომ სანამ შეკითხვებს არ დაწერ შესაბამის ადგილას, ჩემგან პასუხს არ მიიღებ


რა არის კაიროს... თემა არის ელია წინასწარმეტყველზე, ჰოდა უნდა დაამტკიცოთ რატომ გგონიათ რომ ელია ხორციელად ცაშია... თემა ამაზეა და რას ელი ვერ გავიგე?

საპირისპირო აზრი ესეგი არ შეიძლება... თემა რომ გაიხსნება ესე იქნება: ეს ხომ ესეა მართლმადიდებლებო:

1. "კი!"

2. "აბა რა, ამინ."

3. "საინტერესო თემაა, ჩემი პასუხია-კი"

არაა სწორი დამოკიდებულება... აქ მიდის საუბარი ელია წინასწარმეტყველთან დაკავშირებულ "დილემაზე", ჰოდა ვისაუბროთ...

გაუგებარია შენი დამოკიდებულება...

unsure.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 15 2009, 11:03 PM

არაფერი გაუგებარი არ არის, პროსექტანტი ან ყოველშემთხვევაში არამართლმადიდებელი მოყვასი თავის სექტანტურ აზროვნებაზე პასუხს მიიღებს მხოლოდ შესაბამის თემაში.

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 16 2009, 12:02 AM

აი მე არ ვარ არანაირი პროსექტანტი, "ათემ" დამიფაროს biggrin.gif

ჰოდა აი გეკითხებით: ელია ნამდვილად ავიდა "ცაში"?

სიტყვა "ცა"-ს ბიბლიაში აქვს რამოდენიმე მნიშვნელობა.

თემაზეა საუბარი კაიროს და თუ შეიძლება ნუ იტყვი რომ მხოლოდ უაზრო დასტურების მოსმენა გსურს...

მოდი გავარჩიოთ, პირველი "ცა" არის - ღმერთის სამფლობელო... ანუ სასუფეველი, მაგრამ:


ფსალმუნების 8:4-ში წერია

როცა შევხედავ შენს ცას(שמיך) (shameh) - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე.

აქ საუბარია არა სასუფეველზე ან რამე ეგეთზე, არამედ მატერიალურ ცაზე!!!

ეხლა ვნახოთ რა ხდება:

4 მეფეთა 2:11

11. როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად(השמים) (shameh) ავიდა ელია ქარბორბალათი.

აჰაა... ესეგი აუცილებელი არაა ელია რომ ასულიყო "სასუფეველში"... ჰოდა ვნახოთ, მაშინ რამე მაინც არ ქნა ელიამ?

დავიჯერო ადამიანი რომელიც "სასუფეველშია", წერილებს წერს?

12. წერილი მიუვიდა ელია წინასწარმეტყველისგან, უთვლიდა, ასე ამბობსო უფალი, მამაშენის დავითის ღმერთი: იმის გამო, რომ შენ არ დაადექი მამაშენის იოშაფატის გზას და იუდას მეფის, ასას გზას,

ჰო, ასეა, ელია გადავიდა იუდეაში და დაახლოებით 7 წლის მერე მიწერა წერილი მეფეს...

კი, მაგრამ მეტყვით, სად ხდება კიდევ ასეთი რამეო:

14. სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.

15. მივედი თელ-აბიბში გადასახლებულებთან, (ეზეკიელი 3:14,15)

აი ეს მოდის ჰარმონიაში იესოს ფრაზასთან:

"არავინ ასულა ზეცად, გარდა ძე-კაცისა."

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 16 2009, 03:07 AM

ელია, რომ უნდა მოსულიყო კარგად ჩანს (მათე 17,10-11; 11,14; 16, 14; იოამე 1,21)

ხოლო ის ვინც მოვიდა ქრისტეს დროს, რომ იყო არა ელია, არმედ იოანე ნათლისმცემელი რომელი დადიოდა ელიას სულით, კარგად ჩანს (მათე 17 10-13; ლუკა 1,17)


ციტატა
ეხლა ვნახოთ რა ხდება:

ეხლა ვნახოთ რა ხდება:

4 მეფეთა 2:11

11. როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად(השמים) (shameh) ავიდა ელია ქარბორბალათი.

აჰაა... ესეგი აუცილებელი არაა ელია რომ ასულიყო "სასუფეველში"... ჰოდა ვნახოთ, მაშინ რამე მაინც არ ქნა ელიამ?

დავიჯერო ადამიანი რომელიც "სასუფეველშია", წერილებს წერს?

12. წერილი მიუვიდა ელია წინასწარმეტყველისგან, უთვლიდა, ასე ამბობსო უფალი, მამაშენის დავითის ღმერთი: იმის გამო, რომ შენ არ დაადექი მამაშენის იოშაფატის გზას და იუდას მეფის, ასას გზას,


ეგ 12 სტროფი წერია არა 4 მეფეთაში, არამედ 2 ნეშტთაში. ადგილები მაინც დაწერე შე კაცო სწორად, რა სულ უნდა ურევდე

ელიას ცოცხლად ამაღლება ეს წმინდა გადმოცემიდან ვიცით ებრაელებისგან. მაგალითად თალმუდში და მიდრაშში გარკვევით წერია, რომ ელია არ მომკვდარა ადამის სიკვდილით.

ციტატა
აი ეს მოდის ჰარმონიაში იესოს ფრაზასთან:

"არავინ ასულა ზეცად, გარდა ძე-კაცისა."


ელიას ზეცად ასვლა მოხდა აბრამის წიაღი და არა სამოთხეში, რადგან სამოთხის "კარები" გაიღო ჯვარცმის შემდეგ.

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 16 2009, 03:46 AM

ციტატა(death @ Feb 16 2009, 04:07 AM) *


ელიას ზეცად ასვლა მოხდა აბრამის წიაღი და არა სამოთხეში, რადგან სამოთხის "კარები" გაიღო ჯვარცმის შემდეგ.


აბრაამის წიაღი? და ეგ არსებობს? biggrin.gif

კაი კაი, გავედი მე ამ თემიდან, ზემეტ პასუხებზე მოვა ინკვიზიცია biggrin.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 16 2009, 04:00 AM

ციტატა(Lashab @ Feb 16 2009, 03:46 AM) *

აბრაამის წიაღი? და ეგ არსებობს? biggrin.gif




საწყისისთვის

ლუკა 16,22 biggrin.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 16 2009, 04:07 AM

ციტატა(death @ Feb 16 2009, 05:00 AM) *

საწყისისთვის

ლუკა 16,22 biggrin.gif


მთლად მასე არაა საქმე, ჯერ უნდა დაადასტურო ჯოჯოხეთის არსებობა, და მერე შიგ რამე ადგილის biggrin.gif მაგ მუხლებში კი იესო იგავს ამბობს smile.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 16 2009, 04:18 AM

ციტატა(Lashab @ Feb 16 2009, 04:07 AM) *

მთლად მასე არაა საქმე, ჯერ უნდა დაადასტურო ჯოჯოხეთის არსებობა, და მერე შიგ რამე ადგილის biggrin.gif მაგ მუხლებში კი იესო იგავს ამბობს smile.gif

rolleyes.gif



ეგ იგავი იმისთვის მოგიყვანე, რომ დამენახვებინა მსგავსი ადგილის არსებობა. biggrin.gif

ჯოჯოხეთის არსებობის დადასტურებაც გინდა ბიბლიიდან? biggrin.gif მდაა.

თუ მარტო ამ ადგილის?

ამ ადგილის არსებობა ამ იგავით დასტურდება, რადგან ამ იგავში მოთხრობილია რეალური ამბავი რეალური პიროვნებებით სხვა იგავებისგან განსხვავებით მაგრამ განვრცობაც შეიძლება. უბრალოდ ეხლა მეზარება აქ 4-ზე მეტია და მაგის თავი ნამდვილად არ მაქვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 16 2009, 04:25 AM

ციტატა(death @ Feb 16 2009, 05:18 AM) *

ეგ იგავი იმისთვის მოგიყვანე, რომ დამენახვებინა მსგავსი ადგილის არსებობა.

ჯოჯოხეთის არსებობის დადასტურებაც გინდა ბიბლიიდან? biggrin.gif მდაა.

თუ მარტო ამ ადგილის?

ამ ადგილის არსებობა ამ იგავით ისედაც დასტურდება მაგრამ განვრცობაც შეიძლება. უბრალოდ ეხლა მეზარება აქ 4-ზე მეტია და მაგის თავი ნამდვილად არ მაქვს biggrin.gif


მე ნებისმიერ დროს შემიძლია ვთქვა რომ იგავი რადგან იყო იესომ "აბრაამის წიაღი" გადატანითი მნიშვნელობით თქვა და არ გულისხმობდა მართლა არსებულ ადგილს smile.gif

ჯოჯოხეთის არსებობა სხვაგან დამიმტკიცე თუ შეძლებ smile.gif ბიბლიიდან რასაკვირველია smile.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 16 2009, 04:38 AM

ციტატა(Lashab @ Feb 16 2009, 04:25 AM) *

მე ნებისმიერ დროს შემიძლია ვთქვა რომ იგავი რადგან იყო იესომ "აბრაამის წიაღი" გადატანითი მნიშვნელობით თქვა და არ გულისხმობდა მართლა არსებულ ადგილს smile.gif

ჯოჯოხეთის არსებობა სხვაგან დამიმტკიცე თუ შეძლებ smile.gif ბიბლიიდან რასაკვირველია smile.gif


არანაირი გადატანითი მნიშვნელობით არ უთქვია აბრამის წიაღი smile.gif ეხლა ბიბლიაში ასე თუ ისე ჩახედული რომ იყო მიხვდებოდი. აქ პირდაპირ და გარკვევით წერია აბრამის წიაღი. ეს იგავი იმითაა განხვავებული სხვა იგავებისგან, რომ აქ რეალური პიროვნებაა დასახელებული ხოლო რეალური პიროვნება არარეალურ ადგილებში არ ცხოვრობს smile.gif

ჯოჯოხეთის არსებობას თუ დამტკიცება უნდა ბიბლიიდან ეს პირველად გავიგე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 16 2009, 04:44 AM

ციტატა(death @ Feb 16 2009, 05:38 AM) *

არანაირი გადატანითი მნიშვნელობით არ უთქვია აბრამის წიაღი smile.gif ეხლა ბიბლიაში ასე თუ ისე ჩახედული რომ იყო მიხვდებოდი. აქ პირდაპირ და გარკვევით წერია აბრამის წიაღი. ეს იგავი იმითაა განხვავებული სხვა იგავებისგან, რომ აქ რეალური პიროვნებაა დასახელებული ხოლო რეალური პიროვნება არარეალურ ადგილებში არ ცხოვრობს smile.gif

ჯოჯოხეთის არსებობას თუ დამტკიცება უნდა ბიბლიიდან ეს პირველად გავიგე biggrin.gif


ასეა ასე, ბიბლიაში ჯოჯოხეთის არსებობა საეჭვოა smile.gif ხოლო იგავს რაც შეეხება, რაც არ უნდა ეგულისხმა- ჯოჯოხეთი არ არსებობს და მერე მოარგე აბრაამის წიაღი აზრს biggrin.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 16 2009, 04:45 AM

ციტატა(death @ Feb 16 2009, 01:38 AM) *

არანაირი გადატანითი მნიშვნელობით არ უთქვია აბრამის წიაღი smile.gif ეხლა ბიბლიაში ასე თუ ისე ჩახედული რომ იყო მიხვდებოდი. აქ პირდაპირ და გარკვევით წერია აბრამის წიაღი. ეს იგავი იმითაა განხვავებული სხვა იგავებისგან, რომ აქ რეალური პიროვნებაა დასახელებული ხოლო რეალური პიროვნება არარეალურ ადგილებში არ ცხოვრობს smile.gif

ჯოჯოხეთის არსებობას თუ დამტკიცება უნდა ბიბლიიდან ეს პირველად გავიგე biggrin.gif

მასეა smile.gif


პ.ს.როგორ ხარ, death, ხომ მშვიდობაა შენთან ? smile.gif არ ჩანდი...


პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 16 2009, 04:47 AM

ციტატა(staywhite @ Feb 16 2009, 04:45 AM) *

მასეა smile.gif
პ.ს.როგორ ხარ, death, ხომ მშვიდობაა შენთან ? smile.gif არ ჩანდი...



მადლობა, არამიშავს smile.gif

ცოტა დროის პრობლემა მქონდა და არ შემოვდიოდი

შენ როგორ ხარ? smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 16 2009, 04:49 AM

death
მე ფრონტზე ვარ smile.gif დღეს დავბრუნდი სერბიიდან და ახლა ვირტუალურ ფრონტზე გადმოვინაცვლე, იქ კი ლეგალიზაცია მოვხსენი 3 თვით smile.gif სხვა ვმუშაობ ბაზებზე "create or replace procedure..." და ასე smile.gif მიგრენა პლიუს და ათასი შნიაგა პა ხოდუ. სასიხარულო კი ისაა, რომ ზაზა ჩამოდის ზეგ მაქს-პლანკში wub.gif

პ.ს. ბოდიშით ოFF, ვინოვატ !

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 16 2009, 04:52 AM

ციტატა(staywhite @ Feb 16 2009, 04:49 AM) *

death
მე ფრონტზე ვარ smile.gif დღეს დავბრუნდი სერბიიდან და ახლა ვირტუალურ ფრონტზე გადმოვინაცვლე, იქ კი ლეგალიზაცია მოვხსენი 3 თვით smile.gif სხვა ვმუშაობ ბაზებზე "create or replace procedure..." და ასე smile.gif მიგრენა პლიუს და ათასი შნიაგა პა ხოდუ.

პ.ს. ბოდიშით ოFF, ვინოვატ !



მოიცა კაცო სად ფრონტზე ხარ? smile.gif ხომ მშვიდობაა?

lashab

ციტატა
ასეა ასე, ბიბლიაში ჯოჯოხეთის არსებობა საეჭვოა ხოლო იგავს რაც შეეხება, რაც არ უნდა ეგულისხმა- ჯოჯოხეთი არ არსებობს და მერე მოარგე აბრაამის წიაღი აზრს


მდაა biggrin.gif

ადრე მეგონა რამე გესმოდა მაგრამ ეხლა მივხვდი, რომ შენი ბიბლიური ცოდნა მარტო საიტებიდან სხვისი აზრების კოპირებით შემოიფარგლება

იქნებ საიტის მიმსამართი დადო პირდაპირ და იმას გავცეთ პასუხი. ეს ისე რომ არ გაწვალდე

პ.ს. ეს ჰენტაის ვარსკვლავი რომ აგიტვირთია რას ნიშნავს იაპონიაში ხარ? smile.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 16 2009, 04:58 AM

ციტატა(death @ Feb 16 2009, 05:52 AM) *

მოიცა კაცო სად ფრონტზე ხარ? smile.gif ხომ მშვიდობაა?

lashab
მდაა biggrin.gif

ადრე მეგონა რამე გესმოდა მაგრამ ეხლა მივხვდი, რომ შენი ბიბლიური ცოდნა მარტო საიტებიდან სხვისი აზრების კოპირებით შემოიფარგლება

იქნებ საიტის მიმსამართი დადო პირდაპირ და იმას გავცეთ პასუხი. ეს ისე რომ არ გაწვალდე

პ.ს. ეს ჰენტაის ვარსკვლავი რომ აგიტვირთია რას ნიშნავს იაპონიაში ხარ? smile.gif


ჩემი ბიბლიური ცოდნა ღრმა არ არის, მაგრამ იმენად ღრმა არის რომ ჯოჯოხეთის არარსებობა დავამტკიცო... შენ ჯოჯოხეთზე რას დამიმტკიცებ... არაა ეგრე რა რომ გგონიათ smile.gif

აქ ბევრის ცოდნა შემოიფარგლება საიტებით, სახელებს არ ჩამოვთვლი... კაიროსზეც ვიტყოდი ამას სხვათაშორის, თუმცა ნელ-ნელა გაიგო ბევრი რამე ჩემთან დისკუსიაში smile.gif ჰო ზუსტადაც კაიროსი smile.gif

საიტებს მე ხშირად არ ვხმარობ, როცა რამე ისეთია რაც არ ვიცი, კი ბატონო smile.gif

ჰენტაის თუ რაღაცაა, მოკლედ ეგ არის "სიკვდილის რვეულიდან", გეცოდინება ფილმიც და ანიმეც ალბათ smile.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 16 2009, 05:06 AM

ციტატა(Lashab @ Feb 16 2009, 04:58 AM) *

ჩემი ბიბლიური ცოდნა ღრმა არ არის, მაგრამ იმენად ღრმა არის რომ ჯოჯოხეთის არარსებობა დავამტკიცო... შენ ჯოჯოხეთზე რას დამიმტკიცებ... არაა ეგრე რა რომ გგონიათ smile.gif


კაი ერთი smile.gif

ციტატა
აქ ბევრის ცოდნა შემოიფარგლება საიტებით, სახელებს არ ჩამოვთვლი... კაიროსზეც ვიტყოდი ამას სხვათაშორის, თუმცა ნელ-ნელა გაიგო ბევრი რამე ჩემთან დისკუსიაში smile.gif ჰო ზუსტადაც კაიროსი smile.gif


შენგან? biggrin.gif

ციტატა
საიტებს მე ხშირად არ ვხმარობ, როცა რამე ისეთია რაც არ ვიცი, კი ბატონო smile.gif


ეხლა სპოტ biggrin.gif ზუსტად იგივე ბევრჯერ მაქვს მოსმენილი ბევრისგან ასე რომ მოეშვი თავისთვის რეიტინგის აწევს.

ციტატა
ჰენტაის თუ რაღაცაა, მოკლედ ეგ არის "სიკვდილის რვეულიდან", გეცოდინება ფილმიც და ანიმეც ალბათ smile.gif

rolleyes.gif


არა კაია? smile.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 16 2009, 05:09 AM

ციტატა(death @ Feb 16 2009, 06:06 AM) *

კაი ერთი smile.gif
შენგან? biggrin.gif
ეხლა სპოტ biggrin.gif ზუსტად იგივე ბევრჯერ მაქვს მოსმენილი ბევრისგან ასე რომ მოეშვი თავისთვის რეიტინგის აწევს.
არა კაია? smile.gif


smile.gif რეიტინგს არ ვიწევ, არის თემები რაზეც ვერ ვისაუბრებ ბიბლიიდან, არ მქონდა დრო რომ სრულად გამერჩია...

საჭირო თემებს დეტალურად მივხედე...

კარგია კი, ასე ქვია: "death note" smile.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 17 2009, 12:56 AM

მოკლედ აქ დაისვა ერთი მეტად "ღმა" ქრისტინული მოსაზრება ბიბლიაში ჯოჯოხეთის არ არსებობის შესახებ biggrin.gif მოკლედ ამ კითხვაზე ეხლა დისერტაციას არ დავწერ, ვაპირებდი ვრცლად დაწერას მაგრამ მერე მივხვდი რომ სრული უაზრობა იქნებოდა (თან დროც მიაქვს ამ ყველაფერს biggrin.gif) ამიტომ მოკლედ დავწერ:

ადამიანის ბოლო ხვედრია ან ცხონება (სამოთხე) ან ტანჯვა (ჯოჯოხეთი) (დანიელ 12:2,3; მათე 25:46;). ჯოჯოხეთი გამზადებულია აგრეთვე დემონებისა და სატანისთვის (მათე 25:41; გამ. 20.10).

ეხლა რა ხდება

ადამიანის ფანტაზია რომ უსაზღვროა ეს ყველასათვის ცნობილია მარამ დგება მომენტი, როდესაც ფანტაზიები უკვე მოსაბეზრებელია, ამიტომ ადამიანი იწყებს იდეის ძებნას. ამ იდეას კი კონფორმისტულ საზოგადოებაში არსებული ელემენტები განსაზღვრავენ და არა ჭეშმარიტება, რადგან ჭეშმარიტებას ფანტაზიებთან და თვით დაკმყოფილებასთან არაფერი საერთო აქვს. მოკლედ შემდეგ დგება ამ იდეის ლეგიტიმაციის პოროცესი, რაც ხშირ შემთხვევებში გონებრივი თვითდაკმაყოფილებით მთავრდება, რადგან ადამიანი ეძებს არ იმას რაც არის, არამედ იმას რაც უნდა რომ იყოს, რადგან მას უკვე შექმნილი აქვს საზოგადოებაში არსებული აზრის ზეგავლენით თავისი იდეა. ამ მოვლენას აქვს ერთი სახელი - გონებრივი ონანიზმი biggrin.gif

ამ სენით შეპყობილებს სანამ "ზოგად საკაცობრიო" მოღვაწეობას დაიწყებდნენ თერაპიისთვის მინდა ერთი წიგნი ვურჩიო biggrin.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 17 2009, 06:08 AM

სურათზე რა ტერმინიცაა უკვე გადავიდა ხმარებიდან, ონანი არ ეწეოდა მაგ "საქმეს" biggrin.gif ასე რომ გარკვეული ადამიანები სხვა ტერმინს ხმარობენ smile.gif

მოკლედ გიპასუხებ, სიტყვა kolasin რომელიც მათე 25:46-შია ნახმარია და "სატანჯველად" ითარგმნა, ნიშნავს- "განკვეთას, მოჭრას"...


smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Feb 17 2009, 01:11 PM

გთხოვთ თემას დაუბრუნდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 17 2009, 03:25 PM

ციტატა(Lashab @ Feb 17 2009, 06:08 AM) *

მოკლედ გიპასუხებ, სიტყვა kolasin რომელიც მათე 25:46-შია ნახმარია და "სატანჯველად" ითარგმნა, ნიშნავს- "განკვეთას, მოჭრას"...
smile.gif



რა მოკლედ მიპასუხებ თუ კაცი ხარ biggrin.gif

სიტყვა κόλασιν ითარგმნება არა როგორ მოჭრა (გეგონება ყანაზე იყოს ლაპარაკი) არამედ სწორედაც, რომ ტანჯვა. ან რას ნიშნავს საერთოდ საუკუნო მოჭრა? (aionios kolasin) biggrin.gif

ეს სიტყვა ნახმარია აგრეთვე:

შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან(κόλασιν) აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი (1 იოანე 4:18)

ეხლა არ მითხრა აქ წერია, რომ შიშ მოცელვასთან აქვს საქმეო biggrin.gif თუმცა რა აზრი მთელი ცხოვრება რომ იცელები რა ტანჯვა არ არის? biggrin.gif მაგრამ საქმეც იმაში რომ ყველა ლექსიკონი ამ ადგილს თარგმნის როგორც დასჯა. აგრეთვე აბსოლიტურად ყველა ბიბლია ამადგილს თარგმნის როგორც დასჯა:

International Standard Version

New American Standard Bible

GOD'S WORD® Translation

King James Bible

American King James Version

American Standard Version

Bible in Basic English

Douay-Rheims Bible

Darby Bible Translation

English Revised Version

Webster's Bible Translation

Weymouth New Testament

World English Bible

Young's Literal Translation

La Biblia de las Américas

რუსული სინოდალური ტექსტი

მთაწმინდელის ბიბლია

და ა.შ.

მაგრამ რა ხდება ეხლა. ყველა ბიბლია ცდება და ყველა ბერძნულის მცოდნე ცდება მხოლოდ ლაშაბი არის მართალი biggrin.gif მდაა


ხოლო ჯოჯოხეთში, რომ ტანჯვაა ეს სხვა უამრავი ადგილებიდანაც ჩანს: იოანე 3:16, 3,36, მათე 13:41-50; გამ. 20,10, გამ. 20:11-15 და.შ.

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 17 2009, 03:46 PM

ციტატა(death @ Feb 17 2009, 03:25 PM) *



სიტყვა κόλασιν ითარგმნება არა როგორ მოჭრა (გეგონება ყანაზე იყოს ლაპარაკი) არამედ სწორედაც, რომ ტანჯვა. ან რას ნიშნავს საერთოდ საუკუნო მოჭრა? (aionios kolasin) biggrin.gif



გამარჯობა death
მინდა ჩემი მოსაზრება გამოვხატო ბერძნულ სიტყვა "კოლასინ"-თან დაკავშირებით.

მათ. 25:46, საქართველოს სსაპატრიარქოს გამოცემაში ვკითხულობთ: «წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში [ბერძნულად „კოლასინ“, რაც ნიშნავს „მოკვეთას“], ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში»

ახალი აღთქმის თარგმანში, „ემფატიკ დიაგლოტში“ „სატანჯველის“ ნაცვლად წერია „მოკვეთა“. სქოლიოში კი ნათქვამია:

«სიტყვა „კოლასინ“ ნაწარმოებია სიტყვიდან „კოლაზო“, რაც ნიშნავს
1) მოკვეთას, მოჭრას, მაგალითად მცენარის ტოტების;
2) შეზღუდვას, შეკავებას . . .
3) დასჯას. სიცოცხლიდან ან საზოგადოებიდან ადამიანის მოკვეთა, ან თუნდაც ამ მხრივ მისი შეზღუდვა, დასჯის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, სიტყვა „კოლასინ“ გამოყენებულია მეტაფორის სახით მესამე მნიშვნელობით. მაგრამ პირველი მნიშვნელობა უფრო მისაღებია, რადგან უკეთ ერწყმის წინადადების მეორე ნაწილს და დაპირისპირებას ძალასა და სილამაზეს მატებს. მართლები წავლენ სიცოცხლეში, ბოროტები კი ვერა — ისინი, ასე ვთქვათ, სიცოცხლიდან მოიკვეთებიან ანუ დაიხოცებიან. იხილეთ 2 თეს. 1:9».


ახლა ვნახოთ რა წერია 2 თესალონიკელტა 1:9-ში.
ბიბლიის საზოგადოების გამოცემაში 2 თესალონიკელტა 1:9 ასე იკითხება:

«ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას [საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში კი: „საუკუნო სიკვდილს“, ] უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისგან».

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 17 2009, 04:16 PM

ციტატა(მოყვასი @ Feb 17 2009, 03:46 PM) *

გამარჯობა death
მინდა ჩემი მოსაზრება გამოვხატო ბერძნულ სიტყვა "კოლასინ"-თან დაკავშირებით.

მათ. 25:46, საქართველოს სსაპატრიარქოს გამოცემაში ვკითხულობთ: «წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში [ბერძნულად „კოლასინ“, რაც ნიშნავს „მოკვეთას“], ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში»

ახალი აღთქმის თარგმანში, „ემფატიკ დიაგლოტში“ „სატანჯველის“ ნაცვლად წერია „მოკვეთა“. სქოლიოში კი ნათქვამია:

«სიტყვა „კოლასინ“ ნაწარმოებია სიტყვიდან „კოლაზო“, რაც ნიშნავს
1) მოკვეთას, მოჭრას, მაგალითად მცენარის ტოტების;
2) შეზღუდვას, შეკავებას . . .
3) დასჯას. სიცოცხლიდან ან საზოგადოებიდან ადამიანის მოკვეთა, ან თუნდაც ამ მხრივ მისი შეზღუდვა, დასჯის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, სიტყვა „კოლასინ“ გამოყენებულია მეტაფორის სახით მესამე მნიშვნელობით. მაგრამ პირველი მნიშვნელობა უფრო მისაღებია, რადგან უკეთ ერწყმის წინადადების მეორე ნაწილს და დაპირისპირებას ძალასა და სილამაზეს მატებს.





გამარჯობა

„ემფატიკ დიაგლოტში“ რა წერია არ ვიცი. თითქმის აბსოლიტურად ყველა ბიბლია და ყველა ბერძნული მცოდნე ამ ადგილში მოისაზრებს დასჯას და არა მოკვეთას, შესაბამისად ყველა ამ სიტყვას ხსნის როგორ დასჯას და წამებას:
From kolazo; penal infliction -- punishment, torment.

რა შეეხება მაგ თარგმანს ეს თარგმანი იეღოველების ერთერთ საყვარელი თარგმანია თვით რასელიც თავის მისონერულ საქმინობას თვიდან ამ თარგმნის საშვლაებით ეწეოდა, ალბათ ამიტომაცაა შენთვის ფასეული ეს თარგმანი მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანებიასთვის ეგ, ბოდიში და ნაგავია.

შენ ან იეღოველი ხარ ან ამ სექტის გავლენიშ ქვეშ მოქცეული, რადგან შენი ეს და სხვა პოსტები (აღარ ჩამოვთვლი მათ) მოწმობენ ამას. ეხლა შენ ცდილობ წარმოგვიდგე ისე თითქოს არცერთი მიმდინარეობის თუ რელიგიის ზეგავლენის ქვეშ იყო, ალბათ იმიტომ რომ გინდა გვაჩვენო, რომ ამ მიუკერძოვებლობით ობიექტური ხარ. შეიძლება მართლა ეგრე გგონია კიდეც, მაგრამ შენი პოსტები ამაზე მოწმობნ. ასე რომ იმედია მოიკრებ გონებას და მოეშვები უარყოფას. თუმცა ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შენთვის გეუბნები.

მოკლედ ჟარგონულოდ რომ ვთქვათ ამის შემდეგ ამ გამოცემამ ბოლი უნდა გამოუშვას. მსგავსი დონის თარგმნები პირადად ჩემთვის არანაირი არგუმენტია.

ეხლა მეორე. ახალ აღთქმაში არის სხვა ადგილები, სადაც გარკვევით წერია, რომ ჯოჯოხეთში არის ტანჯვა, ხოლო მარტო ერთ ადგილზე გაჩერება და სხვის უგულვებელყოფა ბიბლიური ცოდნის ნაკლებობის ბრალია. საერთოდ ბიბლიური მსჯელობა წარმოუდგნელია მთლინად ბიბლიის გააზრების გარეშე, ხოლო ამიტომ ეს ყელაფერი საბაბს მაძლევს ვივარაუდო, რომ ხსენებული თარგმნის ავტორი ელემენტარული ეგზეგეტური განათლების ნაკლებობასაც განიცდიდა.

ამიტომაც ეს ადგილი ყველაზე კარგად სიტყვა დასკჯას შეესაბამება, რადგან არ არსებობს საუკუნო მოცელვა და როგორც ბიბლიის სხვა მუხლებიდან ვიცით, რომელიც შერწყმულია ამ ადგილთან საერთო აზრით აქ ლპარაკია დასჯაზე.

ციტატა

მართლები წავლენ სიცოცხლეში, ბოროტები კი ვერა — ისინი, ასე ვთქვათ, სიცოცხლიდან მოიკვეთებიან ანუ დაიხოცებიან. იხილეთ 2 თეს. 1:9».

ახლა ვნახოთ რა წერია 2 თესალონიკელტა 1:9-ში.
ბიბლიის საზოგადოების გამოცემაში 2 თესალონიკელტა 1:9 ასე იკითხება:

«ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას [საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში კი: „საუკუნო სიკვდილს“, ] უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისგან».


1) 2 თეს. 1:9 სხვა სიტყვაა ნახმარი
2) ეგ მსჯელობა უარზობაა, რადგან მანდ არსად არ წერია მოკვეთა და არსად არ წერია, რომ დაიხოცებიან. მანდ გასაგებად წერია, რომ ლაპარაკია საუკუნო ტანჯვაზე. ადამიანს სიკვდილის შემდეგ ელოდება საუკუნო სატანჯველი, სიკვდილი, დაღუპვა, წარწყმება, რომელიც გინდა, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. რატომ არის ეს საუკუნო დაღუპვა? იმიტომ რომ იქიდან გამოსვლის საშველი აღარ არის.

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 17 2009, 05:44 PM

ციტატა(death @ Feb 17 2009, 04:16 PM) *

გამარჯობა

„ემფატიკ დიაგლოტში“ რა წერია არ ვიცი.


ის რაც ემფატიკ დიაგლოტში წერია უკვე იცი, ხომ დავწერე. თავადაც შეგიძლია შეამოწმო ინტერნეტში.

ემფატიკ დიაგლოტის ბოლო ნაწილი გამოქვეყნდა 1864 წელს ბენჯამინ უილსონის მიერ.
სიტყვა "დიაგლოტი" ნიშნავს სიტყვასიტყვითს.

ახალი აღთქმის "ემფატიკ დიაგლოტში" მოცემულია ბერძნული ტექსტი გრისბახისა, ხოლო მეორე სვეტში კი ბენჯამინ უილსონის ინგლისური თარგმანი.

ემფატიკ დიაგლოტის შესახებ უამრავი მეცნიერული ნაშრომია გამოქვეყნებული და შეგიძლია თავად გაეცნო მას.

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 17 2009, 06:03 PM

ციტატა(მოყვასი @ Feb 17 2009, 05:44 PM) *

ის რაც ემფატიკ დიაგლოტში წერია უკვე იცი, ხომ დავწერე. თავადაც შეგიძლია შეამოწმო ინტერნეტში.

ემფატიკ დიაგლოტის ბოლო ნაწილი გამოქვეყნდა 1864 წელს ბენჯამინ უილსონის მიერ.
სიტყვა "დიაგლოტი" ნიშნავს სიტყვასიტყვითს.

ახალი აღთქმის "ემფატიკ დიაგლოტში" მოცემულია ბერძნული ტექსტი გრისბახისა, ხოლო მეორე სვეტში კი ბენჯამინ უილსონის ინგლისური თარგმანი.

ემფატიკ დიაგლოტის შესახებ უამრავი მეცნიერული ნაშრომია გამოქვეყნებული და შეგიძლია თავად გაეცნო მას.


გასაგებად დაგიწერე თუ რატომ არის სისულელე ის რაც ხსნებულ თარგმანში წერია ასე რომ მაგ თარგმნის გაცნობის ვერნაირ აზრს ვერ ვხედავ

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Feb 17 2009, 06:13 PM

ციტატა(Lashab @ Feb 16 2009, 04:25 AM) *

მე ნებისმიერ დროს შემიძლია ვთქვა რომ იგავი რადგან იყო იესომ "აბრაამის წიაღი" გადატანითი მნიშვნელობით თქვა და არ გულისხმობდა მართლა არსებულ ადგილს smile.gif

ჯოჯოხეთის არსებობა სხვაგან დამიმტკიცე თუ შეძლებ smile.gif ბიბლიიდან რასაკვირველია smile.gif

არიქა ხალხო biggrin.gif ჯოჯოხეთი არ არსებობს თურმე.
ე.ი. ვცხონდით ყველა და ეგაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 17 2009, 07:55 PM

ციტატა(orthodox-georgia @ Feb 17 2009, 07:13 PM) *

არიქა ხალხო biggrin.gif ჯოჯოხეთი არ არსებობს თურმე.
ე.ი. ვცხონდით ყველა და ეგაა biggrin.gif


არც სამოთხე არ არსებობს a075.gif

rolleyes.gif

პ.ს. მოყვასმა გასცა დიაგლოტის მიხედვით პასუხი "სიკვდილის" შეკითხვას smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Feb 17 2009, 11:28 PM

ციტატა(Lashab @ Feb 17 2009, 07:55 PM) *

არც სამოთხე არ არსებობს a075.gif


აჰა, რა საინტერესოა.
აბა ე.ი. არც ღმერთი არსებობს ხო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 18 2009, 12:11 AM

შეეშვით ახლა აქ კამათს, სანამ აპოლოგეტიკა არ გაიხსნება, მანამ აქ კამათი წყლის ნაყვა იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Feb 18 2009, 12:26 AM

ეხლა კი ოოო biggrin.gif
საბოლოოდ გაფრთხილებთ, დაუბრუნდით თემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ინკვიზიციის ცეცხლის მხურვალებას იგრძნობთ biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)