თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ გმობა 'სონღულაშვილის სახარებაში'? (მათე 1 -25)

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 13 2007, 09:41 PM

გიორგი მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი:

და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ. (მათე 1 -25)

პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელის) გამოთარგმნილი - ზ.ა ნაწილი:

და არ იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე თავისი, პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო. (მათე 1 -25)

ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილის მიერ ნათარგმნი სახარება:

არ გაჰკარებია მას, ვიდრე არა შვა თავისი ძე და დაარქვა მას იესო (მათე 1 -25)

============================================================

რა უნდა აქ სიტყვა 'არას'?! ქალწულის უბიწოების დაკნინების მეთოდია?! თითქოს პირველსა და მეორე ციტატას შორის განსხვავება არ არის, მაგრამ თუ დააკვირდებით ამოიცნობთ!

მოვუსმინოთ იოანე ოქროპირის ეგზეგეზას:


კუალად ამათ სიტყვათათვის ბრძოლად აღმიდგებიან ურჩულონი ჰურიანი და მათისა მის სიბოროტისა მიმსგავსებულნი მწვალებელნი ვინმე, უცხონი შვილთაგან ეკლესიისათა და ცუდად მეტყველებენ და ამას ზრახვენ, თუ შემდგომად საკვირველისა ამის შობისა კვალად მოასწავებსო სახარება შობასა ქალწულისასა რჩულითა მით ქორწინებისათა და ამას სიტყვასა შემწედ თვისისა უგუნურებისა მოიღებენ, ვითარმედ: “არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თვისი პირმშო”.

ხოლო ჩვენდა ფრიადი შრომა არად სახმარ იყო ამისთვის, რამეთუ ესე ოდენ იყო საძიებელ, რომელ მახარებელმანცა გამოაჩინა, ვითარმედ უთესლოდ შვა და ქალწულადვე ეგო და შემდგომი ამისი. ჩხად არს ყოვლისავე კაცისა გულისხმისსაყოფელად, ვითარმედ შეუძლებელ იყო ქალწული იგი, ესევითარისა მის უცხოსა მიდგომილებისა და საკვირველისა შობისა ღირსქმნული, შემდგომად შობისა მის წესსა მას ქორწინებისასა მონებად, ანუ იოსებისა კადრებად შეხებად მისა, არამედ რათა განჩინებულადცა პირი დაუყოთ პირთა მათ უღობავთა და გულთა მწვირის სახეთა, ესრეთ ვიტყვით: ნუ იყოფინ ესე, ურჩულონო, ნუ იყოფინ! უბიწოდ ეგო მარადის და შეუხებელად საუნჯე იგი ქალწულებისა; არა განეღო ყოვლადვე ტაძარი იგი ღმრთისა, რომლისათვის ჰრქვა უფალმან ეზეკიელს: “ბჭე ესე დახშულ იყოს და არა განეღოს და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაელისა შევიდეს მიერ და იყოს დახშულ”.

ხოლო მრქვან თუ, ვითარმედ: რასათვის თქვა მახარებელმან, თუ: “არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თვისი პირმშო”? ვჰრქვათ ჩვენ ჰინდოთა მათ გონებითა და სულითა: უწყით-მეა რასა ეგე იკითხავთ? ჰე, უგუნურ ხართ და უსწავლელ, უგულისხმო და ბრმა, არამედ ჩვენგან ისწავეთ სიტყვა ესე, თუ: ვიდრემდე და ვიდრემდის – მუნ ჟამადმდე, სადა-იგი იყოს სიტყვა მეტყველისა, მოასწავებს; ხოლო წაღმართ მისა არას გამოაჩინებს, არცა აღსასრულსა რას მის საქმისასა დაამტკიცებს, უკეთუ სხვა არარა შესძინოს. Dა მრავალ მაქვს ამის სიტყვისა სახე წმიდათა წერილთაგან რომელთაგან მცირედი ვთქვა გულისხმისსაყოფელად სახეთა მათ სიტყვათასა. ჰრქვა უფალმან მოციქულთა შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა: “აჰა ესერა, მე თქვენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა”. რა არს ესე? ნუუკვე შემდგომად სოფლისა აღსრულებისა განეშოროს უფალი მათგან? და ვითარ ეგების ესე მოგონებადცა? და კვალად იტყვის დავით წინაწარმეტყველი: “ჰრქვა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქვეშე ფერხთა შენთა”. ეწამების მას მოციქული პავლე და იტყვის: “რამეთუ ჯერ არს მისა სუფევა, ვიდრემდე დაისხნეს მტერნი მისნი ქვეშე ფერხთა მისთა”. რასა იტყვით ამისთვის? Nუუკვე სთქვათა, ვითარმედ ჯდეს იგი მარჯვენით მამისა და სუფევდეს, ვიდრემდე დაემორჩილნენ მტერნი მისნი და მერმე აღდგეს მარჯვენით ჯდომისაგან, ანუ არღარა სუფევდესა? რომელმანცა ეშმაკმან მოიგონა ესე, ანუ იკადრამცა თქმად, ჰოი თქვენ, ეშმაკთა უურცხვინესნო?

. . .
და სხვა ესევითარი მრავალი არს გამოჩინებად, ვითარმედ სიტყვა ესე: ვიდრემდე, ანუ ვიდრემდის – სადამდის სიტყვა იგი იყოს, მოასწავებს, ხოლო აღსასრულსა მის საქმისასა და ამისა შემდგომად არღარა ყოფასა არა გამოაჩინებს. ეგრეთვე აქა, არათუ ამისთვის თქვა: “არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თვისი პირმშო”, რათამცა მოიგონე, თუ მისა შემდგომად იცნა, არამედ “ვიდრემდე შვა ძე თვისი” ამისთვის თქვა, რათა უცხო იგი და საკვირველი საქმე დაამტკიცოს უთესლოდ და უხრწნელად შობისა, ხოლო შემდგომი ამისი დაიდუმა, რამეთუ საკვირველი ესე იყო და ძნიად დასარწმუნებელი: უთესლოდ და უხრწნელად შობა. აწ რომელი ესე ძნელ იყო საცნობელად და უცხო მოგონებად, გვასწავა მახარებელმან, ხოლო რომელი იგი ადვილ იყო და ცხად, ჩვენ დაგვიტევა გულისხმისსაყოფელად, რამეთუ რამცა იყო ამისა უმეტეს ცხად და გულისხმისსაყოფელად ადვილ, ვითარმედ შეუძლებელ იყო გამოუთქმელისა მის შობისა შემდგომად წესსა მას ქორწინებისასა შესლვა წმიდისა მის ქალწულისა, რომელი იგი შობამდე ქალწულ იყო და შობასა ქალწულ და შემდგომად შობისა ქალწულადვე ეგო და კურთხევა იგი შვილიერებისა დაიმკვიდრა.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 13 2007, 10:05 PM

სახარების ამ მუხლის განმარტება ნეტარი თეოფილაქტეს მიხედვით:

„და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა“ - ე. ი. არასოდეს არ აღრეულა მასთან, რადგან აქ სიტყვა „ვიდრემდე“ (εως) იმას კი არ ნიშნავს, რომ თითქოს იოსებმა შობამდე არ იცოდა მარიამი და მერე შეეხო მას, არამედ იმას, რომ იგი არასოდეს შეხებია ქალწულს. ასეთია ენა საღმრთო წერილისა. ასე მაგალითად, ყორანის შესახებ ვკითხულობთ, რომ იგი არ დაბრუნებულა კიდობანში „ვიდრე (εως) განჴმობამდე წყლისა ქუეყანისაგან“ (დაბ. 8,7), მაგრამ ყორანი ხომ არც ამის შემდეგ დაბრუნდა. ან კიდევ: „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათე 28,20) და აღსასრულის შემდეგ კი აღარ იქნება? მოხმობილი მაგალითებიდან გამომდინარე აქ ნათქვამი სიტყვები „ვიდრემდე შვა“ იმ აზრით გაიგე, რომ იოსები მარიამს არც შობამდე და არც შობის შვმდეგ აღარ შეეხებოდა, როცა უკვე კარგად იცოდა მისი სასწაულებრივი მშობიარობის შესახებ.
„ძე იგი მისი პირმშოჲ“ - პირმშოდ იმიტომ კი არ იხსენიებს, რომ თითქოს მარიამმა სხვა შვილიც გააჩინა, არამედ იმიტომ, რომ ქრისტე პირველად იშვა და ერთადერთი იყო. ამდენად ქრისტე არის „პირმშო“ - როგორც პირველად დაბადებული და „მხოლოდშობილი“ - რაკი და და ძმა არ ჰყოლია.

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Apr 14 2007, 01:12 PM


ჩემო მნათე სენ მემგონი ვერ ხვდები რას ნიშნავს შეცნობა, ან ცოდნა ამ მომენტში....და ეს სულაც არ არის მალხაზ სონღულაშვილის ბრალი....

Mt 1:25 And knew her not till she had brought forth her firstborn son: and he called his name JESUS. (მეფე იაკობის თარგმანი)

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 14 2007, 01:29 PM

ციტატა
ჩემო მნათე სენ მემგონი ვერ ხვდები რას ნიშნავს შეცნობა, ან ცოდნა ამ მომენტში....და ეს სულაც არ არის მალხაზ სონღულაშვილის ბრალი....


ვერაფერი გავიგე, მეტი ქართულით wink.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Apr 14 2007, 02:01 PM

მნათე
ამიტომ ისწავლე სხვა ენაც wink.gif

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Sep 17 2007, 05:21 PM

ოოო,უნდა გადავამოწმო....

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 17 2007, 11:54 PM

რუსულში:
"и не знал Ее. Как наконец Она родила Сына Своего первенца, и он нарек Ему имя: Иисус."
ეს "არა" მართლაც ზედმეტია. აქ უბრალოდ გრამატიკულ ცდომილებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე დოგმატურთან.
ინგლისურში ეს "არა" არის.
Mt 1:25 And knew her not till she had brought forth her firstborn son: and he called his name JESUS.
კალკირებულად როცა თარგმნი მაშინ ხდება ხოლმე ასეთი შეცდომები.

ფილოლოგები არ გვყავს ფორუმზე?

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Sep 18 2007, 12:09 AM

მეც მაინტერესებს იქნებ გადამოწმდეს smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 18 2007, 12:13 AM

მე ბოდიშს უხდი ბაბტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსს სონღულაშვილს, მაგრამ გიორგი მთაწმინდელის და პროტოპრესვიტერის გიორგი გამრეკელის ნათარგმნებს და თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებებს უფრო სარწმუნოდ მივიჩნევ.
პატივისცემით აბო!

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Sep 18 2007, 12:15 AM

ციტატა
აქ უბრალოდ გრამატიკულ ცდომილებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე დოგმატურთან.


მართალია, გმობის მსგავსი არაფერია აქ.
მაგ.:
1. ვერ გაიგებ რას ვწერ, ვიდრე წაიკითხავ.
2. ვერ გაიგებ რას ვწერ, ვიდრე არ წაიკითხავ.
ორივე ერთი აზრის შემცველია, ერთნაირად აღიქმება, თუმცა მეორე წინადადებაში "არ" ზედმეტია.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 18 2007, 12:18 AM

რაფრა მოუვიდა ეს სონღულასა

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 18 2007, 12:18 PM

ციტატა
ფილოლოგები არ გვყავს ფორუმზე?


ხო საინტერესოა, მეც რომ ზარები ვარისხე laugh.gif

რა ვუყოთ, ქალწულთან მათი დამოკიდებულება არც თუ საპატიოა...

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Sep 18 2007, 07:32 PM

მნათე

ციტატა
რა ვუყოთ, ქალწულთან მათი დამოკიდებულება არც თუ საპატიოა...

ოოოო fiqri.gif ეს არ ვიცოდი.
მნათე, თუ არ გეზარება, იქნებ დამაკვალიანო, სად ვნახავ მათ დამოკიდებულებას ამ საკითხზე?
იმ კონკრეტულ მაგალითში კი გმობა ვერ აღვიქვი.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 18 2007, 11:20 PM

ციტატა(დათიკო @ Sep 17 2007, 09:54 PM) *

რუსულში:
"и не знал Ее. Как наконец Она родила Сына Своего первенца, и он нарек Ему имя: Иисус."
ეს "არა" მართლაც ზედმეტია. აქ უბრალოდ გრამატიკულ ცდომილებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე დოგმატურთან.
ინგლისურში ეს "არა" არის.
Mt 1:25 And knew her not till she had brought forth her firstborn son: and he called his name JESUS.
კალკირებულად როცა თარგმნი მაშინ ხდება ხოლმე ასეთი შეცდომები.

ფილოლოგები არ გვყავს ფორუმზე?


ინგლისურში ეგ არა არ არის smile.gif ეგ არა ეკუთვნის პირველ 'იცოდას', ანუ
ციტატა
პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელის) გამოთარგმნილი - ზ.ა ნაწილი:

და არ იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე თავისი, პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო. (მათე 1 -25)


ია ტაკ დუმაიუ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 18 2007, 11:26 PM

k@the

ციტატა
Mt 1:25 And knew her not till she had brought forth her firstborn son: and he called his name JESUS.

მართალი ხარ.
ეხლაღა დავაკვირდი დაკვირვებით.
თუმცა მაინც ამ აზრს ვიზიარებ:
ციტატა
1. ვერ გაიგებ რას ვწერ, ვიდრე წაიკითხავ.
2. ვერ გაიგებ რას ვწერ, ვიდრე არ წაიკითხავ.
ორივე ერთი აზრის შემცველია, ერთნაირად აღიქმება, თუმცა მეორე წინადადებაში "არ" ზედმეტია.


პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 18 2007, 11:59 PM

აქ თეოფილაქტე ბულგარელი ნათლად მიგვითითებს , რომ ასეთია ენა საღვთო წერილისაო და მაგალითებიც მოყავს შესაბამისი. რისი გაცნობის შემდეგ უკვე გასაგები ხდება აზრი.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 19 2007, 03:11 PM

მნათე
მნათე რა უცნაური კაცი ხარ, რა შუაშია აქ გმობა, საიდან დაასკვენი.

ამაზე შენს გარდა ჯერ არავის გაუმახვილებია ყურადღება, იმიტომ რომ აქ არავითარი ღვთის გმობა არაა.

პირდაპირი მნიშვნელობით მაგ "არას" გარეშეც ღვთის გმობაა, რადგან ვიდრე სიტყვა რარაც გარკვეულ დრომდე პერიოდს აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ღვთისმშობელი მარადის ქალწულია, აქ უბრალოდ ქრისტეს უბიწოდ ჩასახვაზეა მინიშნება,

ერთი მსგავსი ფრაზაცაა სახარებაში. უფლის ამაღლების წინ მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს: "აჰა მე თქვენთანა ვარ და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა", მაგრამ უფალი სოფლის აღსასრულის შემდეგაც ჩვენთან იქნება.

რაც შეეხება სიტყვა "არას" ეს უბრალოდ მთარგმნელის მცდელობაა უფრო გასაგებად გამოხატოს აზრი.

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 21 2007, 07:56 PM

ცოტა სირცხვილი ხომ არ არის ამ "არა"-ს კრიტიკა???

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 21 2007, 07:58 PM

ციტატა
ცოტა სირცხვილი ხომ არ არის ამ "არა"-ს კრიტიკა???


ვეჭვობ ღია კარი ვამტვრიე biggrin.gif

სირცხვილი არა - უფრო დაუკვირვებლობა smile.gif

გმადლობთ მითითებისთვის,

სიყვარულით

მნათე...

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 21 2007, 09:07 PM

მნათე
შენის ნებართვით ამ თემას დავხურავ smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)