თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ წუთისოფელმა მოიძულა უფალი?

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Sep 4 2007, 08:15 PM

***

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Sep 4 2007, 08:42 PM

ციტატა
რა იგულისხმება წუთისოფელში ერი თუ უბრალოდ ცხოვრება?


ჩემი აზრით წუთისოფელში იგულისხმება ამქვეყნიური ცხოვრება.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 4 2007, 10:15 PM

დავით ივერიელი
მე მგონი ამ შემთხვევაში ორივე იგულისხმება
წუთისოფლის განმსაზღვრელი ხომ ადამიანის ცხოვრებაა ,უადამიანოდ წუთისოფელი არ არსებობს(სადღაც წამიკითხია)

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Sep 4 2007, 10:17 PM

თათარაშვილი
abo
იცით მე უფრო მგოია რომ ერი იგულისხმება.. ადამინტა ერთობლიობა, რომლეთგან თითოეულს ტავისუფალი ნება აქვს.... და ზოგადად ადამიანები არ ვქმნიტ ცხოვრების წესს...

მაგრამ მე მაინც მაოცებს უფლის ეს სიტყვები...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 4 2007, 10:30 PM

ხო აქ დიდი ჯერჯერობით ამოუხსნელი საიდუმლოებაა,ძნელია ჩაწვდე ამ სიღრმეს!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 4 2007, 11:47 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 5 2007, 12:09 AM

დავით ივერიელი

ციტატა
სახარებაში ალბათ შეგხვედრიათ უფლის სიტყვები : ”წუთისოფელმა მომიძულა მე”.... ნუთუ წუთისოფელი უფლისგან დამოუკიდებელია? რა იგულისხმება წუთისოფელში ერი თუ უბრალოდ ცხოვრება?

ძალიან საინტერესოა, რადგან წუთისოფელს სხვადასხვა განმარტება აქვს სახარებაში. ერთგან სადაც უფალი წუთოსოფლის მოძულებაზე საუბრობს, მეორეგან ამბობს ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყველა მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ აქვნდეს საუკუნო ცხოვრება.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 5 2007, 12:21 AM

მე ასე გავიგე მაგ მონაკვეთი, რომ უფალმა შეიყვარა წუთისოფელი, მაგრამ წუთისოფელმა არ შეიყვარა უფალი
ჩემებური ახსნა კი მაქვს მაგისი მაგრამ ვერ ვბედავ ვთქვა

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 5 2007, 12:28 AM

აბო 2kiss.gif smile.gif


პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Sep 5 2007, 02:34 AM

ციტატა
მე ასე გავიგე მაგ მონაკვეთი, რომ უფალმა შეიყვარა წუთისოფელი, მაგრამ წუთისოფელმა არ შეიყვარა უფალი
ჩემებური ახსნა კი მაქვს მაგისი მაგრამ ვერ ვბედავ ვთქვა

დაგვიწერე აბო თავად რას ფიქრობ ამ საკითხზე, ისე კი საოცრად საინტერესოა რა იგულსხმა უფალმა ამ სიტყვებში.
მე თავად მგონია რომ ამ სიტყვებში იგულისხმა ერი, ხალხი, რომალთაც დაივიწყეს უფალი და აღარ ცხოვრობდნენ უფლისმიერი სიყვარულით.
შეიძლება ვცდები, ამიტომ ყველას აზრი საინტერესო იქნება ჩემთვის.smile.gif

გაიხარეთ.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 5 2007, 02:59 AM

QUOTE
ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყველა მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ აქვნდეს საუკუნო ცხოვრება.


ამ დროს კი....

QUOTE
: ”წუთისოფელმა მომიძულა მე”


ჩემი აზრით აქ ადამიანის უმადურობის უმაღლესი ფორმაა გადმოცემული რაც დღესაც იოტისოდენად არ შეცვლილა. უბედურება ისაა რომ ადამიანი არც ცდილობს ამის შეცვლას. და ეს იცოდა უფალმა რომ ასე მოხდებოდა.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 5 2007, 11:18 AM

დავით ივერიელი
იოანეს სახარების პირველ თავში ასეთი სიტყვებია: "იყო წუთისოფელში (უფალი) და წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა, და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებტან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი." (1. 10,11)

ვფიქრობ შენი შეკითხვის პასუხი ამ სიტყვებში უნდა ვეძებოთ, კერძოდ უფალი წუთისოფელმა (აქ არ იგულისხმება მთელი სამყარო) მოიძულა იმ გაგებით რომ ჯვარს აცვეს იგი.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Sep 5 2007, 01:01 PM

ციტატა
სახარებაში ალბათ შეგხვედრიათ უფლის სიტყვები : ”წუთისოფელმა მომიძულა მე”.... ნუთუ წუთისოფელი უფლისგან დამოუკიდებელია? რა იგულისხმება წუთისოფელში ერი თუ უბრალოდ ცხოვრება?

მეც ვეთანხმები აფხაზს ვფიქრობ წუთისოფელში მთელი სამყარო იგულისხმება.
ისე კი წუთისოფელი (სამყარო) ვერ იტევს ღვთიურ სიბრძნეს და როგორც ძველ ახთქმაში დევნიდნენ წინასწარმეტყველებს და წმინდანებს ასევე ახალ აღთქმაშიც დევნიდნენ წმინდანებს და ეკლესიას და ამქვეყნიური სიბრძნით ცდილობენ საღვთო სიბრძნის ჩანაცვლებას.გინდაც დღეს

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Sep 5 2007, 02:00 PM

afxazi
გაიხარე... ეგ სულ გადამავიწყდა... იოანეს დასაწყისი smile.gif

solomony

ციტატა
ისე კი წუთისოფელი (სამყარო)

წუთისოფელი რომელსაც ადამიანი ქმნის ყოველ დღე საკუთარი ქცევით... ადამიანთა ერთობლიობა smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 5 2007, 03:08 PM

ძალიან მარტივად რომ გითხრა - ბორკილს ყოველთვის ძულს თავისუფლება smile.gif

მაგრამ - სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი wink.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 5 2007, 05:06 PM

ციტატა
ძალიან მარტივად რომ გითხრა - ბორკილს ყოველთვის ძულს თავისუფლება

ოოოო... ohmy.gif
ხოხ.... wink.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 5 2007, 05:38 PM

ციტატა
ოოოო...
ხოხ....


? blink.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Sep 5 2007, 06:16 PM

ხალხო ერთი რამე მინდა მოგიყვეთ თუ ვინმე სტქიაროსნები ხართ დაიმახსოვრეთ ეს. აქ მე ხშირად ხვედავ საერო პირები განმარტავენ სახარებას რაც საშიშია. უნდა მონაწლეობდეს მოძღვარი. პროტოპრესვიტერი მამა გიორგიმ იქდაგა ესეთი რამე. ანტონ დიდი ეკითხება თავის მოწაფეებს მითხარით როგორ გესმით სახარების აზრიო და ერთმა ბრძენმა მოწაფემ ასეთი პასუხი უთხრა, მამაო მე როგორ უნდა გავიგო თუ ჩემზედ გამოცდილმა არ ამიხსნაო.მამა გიორგი იძახის ეს იყო სწორი პასუხი. ჩევნ უნდა გვახსოვდეს რო ეს უფლის სიტყვაა და ჩვენით ამას ვერასოდეს განვმარტავთ. წეხან წავიკითხე კინაღამ გული გამისკდა, შეიძლება ამას ნიშნავდესო.არ ასე არ შეიძლება თქვენი არ უნდა გამოთქვათ თქვენი აზრი როცა სახარება განიმარტება, უნდა ახსნას სასულიერო პირმა. თქვენ რო ხსნით სახარებას შეიძლება ინფრომაცია არა სწორედ გამოთქვათ და დიდი შეცდომა დაუშვათ. შეიძლება თქვენი აზრით სული წმიდა დაგმოთ განმარტების დროს ნუ განმართტავთ აქ სახარებას მარტო თქვენ, გთხოვთ დიდი სიყვარულით მოიწვიეთ აქ მამაო და თხოვეთ სწორედ განგვიმარტოს სახარება. ბოდიშით გთოხვთ შეურაწყოფილათ ნუ მიიღებთ ძმებო და დებო, მართლა საშიშია ასეთი რამის ახსნა მოძღვრის გარეშე

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 5 2007, 06:23 PM

alilo

ციტატა
პროსტო

ამ სიტყვით ნამდვილად დააგვირგვინე შენი გამოსვლა.

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Sep 5 2007, 06:25 PM

biggrin.gif არა რაც მართალია მართალია ჩემი უყურადღებობისთვის ბოდიშს ვიხდი

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 5 2007, 06:31 PM

alilo

ციტატა
არა რაც მართალია მართალია ჩემი უყურადღებობისთვის ბოდიშს ვიხდი

smile.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Sep 5 2007, 06:32 PM

აფხაზი

smile.gif

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Sep 6 2007, 03:30 AM

abo

ციტატა
წუთისოფლის განმსაზღვრელი ხომ ადამიანის ცხოვრებაა ,უადამიანოდ წუთისოფელი არ არსებობს(სადღაც წამიკითხია)


"ვაი, რა ცარიელია ეს ქვეყანა უადამიანოდ!" - ეს ხომ არ გაგახსენდა?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 6 2007, 10:25 AM

იოანეს სახარების პირველი თავის 10 და 11 მუხლების გრიგოლ დიაჩენკოსეული კომენტარები:

10. "სოფელსა შინა იყო და, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფემან იგი ვერ იცნა"

ვერ შეიცნო თავისი ცოდვისმიერი დაბნელების გამო. სიტყვაში "სოფელი" უნდა ვიგულისხმოთ მთელი მაშინდელი კაცობრიობა - იუდეველები და წარმართები, რადგანაც იუდეველები სხვა ხალხების დარად, გარდა დადებითი (საღმრთო) გამოცხადებისა, კიდევ ბუნებითი გონების ნათელითაც სარგებლობდნენ. მაგრამ მაინც, უპირატესად, სიტყვა მსოფლიოს ქვეშ აქ წარმართული მსოფლიო იგულისხმება, რადგან საკუთრივ იუდეველთა შესახებ შემდგომაა საუბარი.

11. თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს"

"თვისთა თანა" საპირისპიროა სიტყვისა "სოფელი", და აღნიშნავს იუდეველ ხალხს. ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ ძველი აღთქმის მრავალ ადგილას ღვთის ერი სწორედ ასე იწოდება (გამ. 19,5; II სჯული 7,6. 14,2. 26,18. ფს. 134,4). გამოთქმით, "თვისთა თანა მოვიდა" მახარებელი მიუთითებს ღმრთაების სიტყვის გარეგან, ისტორიულ, პიროვნულ მოსვლაზე ამქვეყნად, თავის ერში, რომელიც მომზადებული იყო მის მისაღებად ღმერთის საგანგებო წინამძღვრობით. მაგრამ, როგორც სოფელმა - წარმართუმა სამყარომ ვერ შეიცნო, ასევე თავისიანებმაც არ მიიღეს, არ შეიწყნარეს იგი. სიტყვებით "თვისთა იგი არა შეიწყნარეს" მახარებელს, ალბათ, იმ აზრის გამოხატვა უნდოდა, რომ სიტყვა_ღმერთი არ მიიღო და უარყო არა რამდენიმე პიროვნებამ, არამედ - მთელმა ერმა. ამქვეყნად თავის ერში მოსული სიტყვა_ღმერთი ჯერ-იყო შეწყნარებულ ყოფილიყო ამ ერის მიერ. და ჯერ-იყო დამკვიდრებულიყო თვისთა თანა, თავის ხალხში, მაგრამ ამ ხალხმა არ მიიღო, არ შეიწყნარა იგი.

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Jan 3 2008, 02:00 AM

სახარებას არ განვმარტავ.
წუთისოფელი შEიძლება ერთგვარ შირმად წარმოვიდგინოთ,ჩვენსა და უფალს შორის(ეს ობიექტური სინამდვილეა და არ მგონია სახარებაში ამაზე იყოს საუბარი.
ხოლო ციტატაში ნახსენები წუთისოფელი ალბათ ის სუბიექტური სინამდვილეა რომელსაც ადამიანები ქმნიან და რომელმაც არ მიიღო უფალი.
ეს ჩემი ლოგიკური დასკვნაა, ზემოთხსენებული ფაქტებისგან არ განსხვავდება.
არამგონია სწორი იყოს ჩვენი აზრის დაფარვა ამ თემის შესახებ,იმის გამო რომ არასრულყოფილები ვართ.აქ დოგმასთან არ გვაქვს საქმე.

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 3 2008, 02:03 AM

ციტატა
ხოლო ციტატაში ნახსენები წუთისოფელი ალბათ ის სუბიექტური სინამდვილეა



უf შენ გაიხარე..... კაი თქვი ეგა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: DEMIURG თარიღი: Jan 17 2008, 12:10 AM

"წუთისოფელმა მომიძულა მე"

სულის შემძვრელი სიტყვებია...

სიტყვები, რომელიც გულის სიღრმეში უდიდეს სიცარიელს ტოვებს...

ჩვენ შევიძულეთ უფალი - შევიძულეთ სიყავრული...

პირველი რაც თავში მოდის არის ჩვენი ცოდვები, რომლითაც ჩვენ მას ათასჯერ "ვაცვავთ" ჯვარზე. ჩვენი მონანიებული მაგრამ ათასჯერ განმეორებული ცოდვებით..

სარკე ირეკლავს გამხმარ სხეულს...

გესმის ცინიკური სისინი, რომელიც დაბადებიდან არ გასვენებს...

მომენტალური სინანულისგან დასველებული თვალები შრება...

საღამოს კვლავ სარკე და კვლავ ანარეკლი საკუთარი სხეულის, რომელმაც მოიძულა და ჯვარს აცვა იგი...

თითქოს თვალი გეხილება და ხედავ შენს თავს მდგარს ბრბოში, რომელიც ბოლო ხმაზე გაჰკივის გულის გამგმირავ სიტყვებს. ეს სიტყვები ჰაერივით ბუნებრივად ამოდის შენი სხეულიდან. თუმცა არ გესმის რას ამბობ რადგან ისეთი საშინელი შინარსისაა რომ თრთოლვას იწყებ როგორც კი მისი აზრის ჩაწვდომას განიზრახავ.

სიტვების შინაარსი ნათელი ხდება...

ჯვარს აცვი, ჯავრს აცვი! ჰყვირი შენ.

ამის შემდეგ ყველაფრი კვალავინდებურად კვდება შენში...

გონს ნაცნობ ხმას მოჰყავხარ, რომელიც ტრიუმფალურად ჩაგძახის: "განა შენ არ მოიძულე? განა შენ არ აცვი ჯვარს? განა შენ არ გაჰყვიროდი ჯვარს აცვი, ჯვარს აცვიო?"

ცოტა სიმბოლურად დავწერე. იმედია აზრს მიმიხვდებით smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 17 2008, 12:50 AM

ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ, ეგე sad.gif

DEMIURG

ვაფასებ განცდის რეალურობას 2kiss.gif

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jan 17 2008, 01:04 AM

თავი ქმილებათა ადამიანია!
ქვეყანა არფერია,(არაფრად არ ღირს) ადამიანის გარდა!
ის ჩვენთვის მოვიდა ,ჩვენ კი ყველამ დღესაც მოვიძულეთ!
ყოველთვის როცა კი ვცოდავთ ასეა! sad.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jan 19 2008, 02:33 AM

ციტატა(მამა ირაკლი @ Jan 17 2008, 12:04 AM) *

თავი ქმილებათა ადამიანია!
ქვეყანა არფერია,(არაფრად არ ღირს) ადამიანის გარდა!
ის ჩვენთვის მოვიდა ,ჩვენ კი ყველამ დღესაც მოვიძულეთ!
ყოველთვის როცა კი ვცოდავთ ასეა! sad.gif

smile.gif მართალს ბრძანებთ მამა ირაკლი,როცა ამბობთ,რომ ყოველი ქმნილების თავი ადამიანია,რადგან ასე ინება სამოთხიდანვე ყოველივეს შემოქმედმა.ჭეშმარიტად ჩვენთვის მოვიდა და ჩვენი ცოდვებისათვის ევნო მაცხოვარი ,ხოლო ჩვენ კი ხშირად ვღალატობთ ჩვენი შეცოდებებით(მეც ხშირად მიცვია ჯვარს ჩემი ცოდვებით უფალი).ღმერთო, მოგვეცი ძალა ,რომ გამოვსწორდეთ...

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 25 2008, 11:00 PM

ციტატა
წუთისოფელმა მოიძულა უფალი?

მე ასე ვიტყოდი წუთისოფელის დიდმა ნაწილმა დაივიწყა უფალი ზოგმა შეიძულა კიდეც უფრო დავიწყებულიაქვთ sad.gif((

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 25 2008, 11:37 PM

ციტატა
მე ასე ვიტყოდი წუთისოფელის დიდმა ნაწილმა დაივიწყა უფალი ზოგმა შეიძულა კიდეც უფრო დავიწყებულიაქვთ ((


წუთისოფელი ჯვარცმის დღეს მაგონებს.

თითოეული დღე თითქოს ადამიანებში აცოცხლებს ჯვარცმის მისტერიის პერსონაჟებს... სად იყავი დღეს? კაიფა მღვდელმთავარში, მგმობელ ავაზაკში, გაქცეულ მოციქულებში თუ მარიამსა და იოანეში? ან იქნებ იუდაში?

პოსტის ავტორი: JoKeR თარიღი: Jan 22 2009, 07:37 PM

ციტატა(დავით ივერიელი @ Sep 4 2007, 08:15 PM) *

სახარებაში ალბათ შეგხვედრიათ უფლის სიტყვები : ”წუთისოფელმა მომიძულა მე”.... ნუთუ წუთისოფელი უფლისგან დამოუკიდებელია? რა იგულისხმება წუთისოფელში ერი თუ უბრალოდ ცხოვრება? blink.gif

წუთისოფელში იგულისხმება ამქვეყნიური ცხოვრება. ანუ სოფელმა მოიძულა უფალი არ სცნო ის ღმერთად

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 15 2009, 02:08 PM

ციტატა(JoKeR @ Jan 22 2009, 07:37 PM) *

წუთისოფელში იგულისხმება ამქვეყნიური ცხოვრება. ანუ სოფელმა მოიძულა უფალი არ სცნო ის ღმერთად


საინტერესო აზრია. მემგონი ასე განმარტავს ეკლესიაც. წუთისოფელმა უარყო უფალი იესო ქრისტე როგორც კაცობრიობის მხსნელი და ღვთის მიერ წარმოგზავნიული მესია და ამგვარად ძის უარმყოფელი მამის უარმყოფელიც გახდა. როგორც მოციქულ იოანემ თქვა, "ვინც ძეს უარყოფს, მას არც მამა ჰყავს; ვინც ძეს აღიარებს, მას მამაც ჰყავს".


პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 15 2009, 02:23 PM

ციტატა(მოყვასი @ Feb 15 2009, 02:08 PM) *

საინტერესო აზრია. მემგონი ასე განმარტავს ეკლესიაც. წუთისოფელმა უარყო უფალი იესო ქრისტე როგორც კაცობრიობის მხსნელი და ღვთის მიერ წარმოგზავნიული მესია და ამგვარად ძის უარმყოფელი მამის უარმყოფელიც გახდა. როგორც მოციქულ იოანემ თქვა, "ვინც ძეს უარყოფს, მას არც მამა ჰყავს; ვინც ძეს აღიარებს, მას მამაც ჰყავს".


მართალი ხარ smile.gif

ერთი ეგაა, რომ იეღოველებმა და მორმონებმა ვერ შეიგნეს ეგ

პოსტის ავტორი: syd barrett თარიღი: Jun 2 2009, 10:19 PM

[ჩასწორებულია მოდერატორის მიერ - ამ განყოფილებაში დაშვებულია წმინდა წერილის მხოლოდ მართლმადიდებლური განმარტება]

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)