ხო აღდგომა რომ არ ყოფილიყო ქრისტიანობაც არ გავრცელდებოდა.
ალექსანდრე
ეგ არის , თავიდან ცოტა გამიჭIრდა უცებ, მაგრამ მერე მივხვდი იყოს ეს თემა მიანც ვინმემ რომ ვერ გაიგოს ფიქრებმარომ არ გაიტაცოს გამოადგება
მაინტერესებს , ჩვენტვის რას უნდა ნისჰნავდეს კრისტეს აღდგომა?
temurleng73
ხსნას, აღდგომას და კიდევ ბევრი დიდი რამ
,,ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო? მკვდრეთით აღდგომა თუ არა არის, ქრისტეც არ ამღდგარა. ხოლო ქრისტე თუ არ ამღდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც’’ (1კორინთელთა 15: 12-14).
აღდგომასთან დაკავშირებით, ბიბლია იძლევა ზუსტ და საიმედო ცნობას. მისი დაჯერება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. რწმენაც ხომ უხილავის დაჯერებაა. ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლების არსიც ამაში (რწმენაში) მდგომარეობს. აღდგომის დღესასწაულზე ე.წ. ქრისტიანი ადამიანები, შემოიფარგლებიან გაურკვევლი რიტუალებით, ხოლო აღდგომის მნიშვნელობას, არანაირი ყურადღება არ ექცევა. ადამიანები ფიქრობენ, რომ ტრადიციული რიტუალები მისაღები და საკმარისია ღვთისათვის, თუმცა ბიბლია გვაფრთხილებს: ,,და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ’’ (1კორინთელთა 15: 19)
პავლეს ესმოდა საკითხი. ძალიან მიყვარს პავლეს წერის სტილი - თავმდაბალია, გულწრფელი, მოსიყვარულე, აი ისეთი რომ მივარდები და მაგრად ჩაიკრავ გულში. ძალიან მიყვარს პავლეს ეპისტოლენი. ამხელა კაცი თავს შენზე მაღლად რომ არ აყენებს ესაა დიდებული.
რაც შეეხება აღდგომას: ცხადია, თუ იესო ქრისტე არ აღმსგარა მკვდრეთით მაშინ 2000 წელი სულ ტყუილად გვიწამია ქრისტიანობა. მაგრამ მთავარია რომ აღსდგა და ყველა ეჭვი გაქრა.
დიდება!
"ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ [წმ. პავლე მოციქულის გალატელთა მიმართ] ეპისტოლის დაწერის დროს ნერონის მიერ მეფობა გაუქმებული კოლხეთი გალატიის პროვინციას იყო მიერთებული. შესაბამისად, ეპისტოლეს ადრესატებს შორის ჩვენი ადრეული წინაპრებიც უნდა ყოფილიყვნენ"
"გალატელებმა გულით იწამეს ქრისტე და სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება ქრისტესმიერი ცხონების შესახებ. პავლე მოციქულის მიმართ კი, რომელმაც ჭეშმარიტი სარწმუნოებით განანათლა, ისეთ მადლიერებას გრძნობდნენ, რომ მზად იყვნენ საკუთარი თვალები დაეთხარათ და მისთვის მიეცათ. მაგრამ დაშორდათ თუ არა პავლე, ვიღაც კაცები მიადგნენ - იმათაც სახარება მოჰქონდათ, ოღონდ ჭეშმარიტი კი არა, სიცრუით შერყვნილი, და გალატელთა ხელახლა განსწავლას შეუდგნენ. იმათა ბევრი არ უფიქრიათ: სახარების სახელით მოხიბლულთ ცრუმახარებლები შეიფარეს და ტყუილის მახეში გაებნენ. ამ ხალხის ნათქვამი გალატელებს საამო ხარებად ეჩვენებოდათ, სინამდვილეში კი ეს იყო სულის წარწყმედელი, ბოროტი სწავლება. ასეთი მომხიბლავია ტყუილი, როდესაც იგი წმინდა, ტკბილი სახელებით ინიღებება! როგორც კი ეს პავლე მოციქულმა შეიტყო, მაშინვე გონს მოიყვანა გალატელნი და უცვალებელ, ყველა დროისათვის გამოსადეგ კანონად დაგვიდგინა: "დაღაცათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელ-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ".
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience