თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ «ძუელი დღეთა»

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 9 2012, 08:06 PM

და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა... მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა... და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა... მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა. ( წინასწარმეტყველება დანიელისა 7. 9-11)

IPB-ს სურათი

ეს ცნობილი ჩვენება ღმრთისა, რომელიც გადმოცემულია დანიელის წიგნში, საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის აცბუნებდა და აოცებდა ღმრთისმეტყველებს, შთააგონებდა ხელოვანებს, ფერმწერებსა და მწერლებს. მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ჩვენება «ძუელთა დღეთა» განიმარტება, როგორც ჩვენება მამა ღმერთისა. მაგრამ საწინააღმდეგოდაა მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში, ეს არის ჩვენება ძე ღმერთისა, ღმრთის მარადიული სიტყვისა, ქრისტესი ვიდრე მის განკაცებამდე.

ციტატა
«პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი» (იოვანე 1.1)

მართლმაიდებელი ქრისტიანული სარწმუნოება დაფუძნებულია რწმენაზე: «ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა... რომლისაგან ყოველი შეიქმნა». ქრისტე არის თანამარადიული მამისა და სულისა. მაგრამ ხშირად ქრისტიანთა შორის თავს იჩენს აზრი, რომ ძველ აღთქმის მთავარმოქმედი, «მთავარი პირი» არის მამა. ეს მაშინ როცა ძე ღმრთისა შემეცნებულია, როგორც თანამარადიული მამისა, ის, რომლის მოსვლაც ნაწინასწასწარმეტყველებია, მაგრამ თავად რჩება როგორც სრულიად უხილავი. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის ჰიმნებსა და საგალობლებში, ეკლესიის აღმოსავლელ მამათა ნაწერები ცხადჰყოფენ, რომ ქრისტე წინა-განკაცებამდე სწორედაც ფაქტობრივად არის მოვლენათა ცენტრში, და წინა პლანზე ძველი აღთქმის წიგნებში.

«ძველთა დღეთას» ქრისტოლოგიური აღქმა, გაგება და შემეცნება მაშინ ხდება ნათელი, როდესაც გულისხმისყოფით ჩვენს თვალთა წინაშე იქნება გამოჩინება მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესი, როგორც დანახულ იქნა უფლის ერთგული და უსაყვარლესი მოწაფის მიერ, კუნძულ პატმოსზე:

ციტატა
და მივიქეც მუნ ხილვად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა მე. და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ... მსგავსი ძისა კაცისაჲ... და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ და ფერჴნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოჴურვებულნი, და ჴმაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ... და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა. და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერჴთა თანა მისთა, ვითარცა მკუდარი. და დადვა მან მარჯუენე მისი ჩემ ზედა და თქუა: ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. (გამოცხადებაჲ იოვანესი 1. 12, 18)

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

მკვდრეთი აღდგომილი ქრისტე ჩანს და იხილვება ისეთი, როგორიცაა «ძუელი დთეთა», ასევე ისეთი, როგორიც ეჩვენა ის თავის მოწაფეებს მისი ფერისცვალებისას თაბორის მთაზე (მათე 17. 1-9). ქრისტეა «ძუელი დღეთა», რადგან იგი საუკუნო და მარადიულია. «საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ ღმერთი» (ფალმუნი 89. 2). ის არის უწინარეს ყოველი ქმნილებისა და არა აქვს დასასრული. ზოგიერთნი იბნევიან, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, აღდგომილი ქრისტე უტყუარად და ჭეშმარიტად იგივეა ვინც იწოდება «ძუელად დღეთაჲსად» დანიელის წიგნის შემდეგ მუხლებში:

ციტატა
«ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას. “ (დანიელი 7. 13, 14)

საყოველთაოდ ცნობილია, რომ «ძე კაცისად» იწოდება ქრისტე, ამიტომ შეცდომაა ვიფიქროთ, თითქოს «ძუელთა დღეთა» მამაა. ეკლესიის მამათა სწავლება გვიჩვენებს, რომ ძე კაცისა (წოდება) ეხმიანება (ეხება) განკაცებულ სიტყვას, «ვინაიდან ეს არის მისი თავმდაბლობა, რომ ის (ქრისტე) კაცის ძედ სახელ-იდების» (წმ. ათანასე დიდი, ეპისტოლე ანტიოქეს (? Antiochus) მიმართ). ხოლო «ძუელი დღეთა» არის სიტყვა, თავის წინა-განკაცებამდე. ამიტომ «ძუელი დღეთა» და ძე კაცისა არის ერთი და იგივე პიროვნება:

«დანიელმა იხილა სიმბოლური ნიშანი (პირველსახე) და ხატება, თუ რა იქნებოდა მომავალში, რომ, უხილავი ძე და სიტყვა ღმრთისა ჭეშმარიტად კაცად იქცა, შეიერთა რა ჩვენი ბუნება»
(წმ. იოანე დამასკელი, საღმრთო ხატებზე (On Divine Images) 3.26)

«კაცის ძის მსგავსებაში ის წინასწარ ჭვრეტს განკაცებას მხოლოდშობილისას»
(წმ. ამონოსი, პატროლოგია გრეკა 85-ე ტომი, l380A)

“მოდით ყველამ აღვამაღლოთ ჩვენი თვალები ზეცად ღმრთისა მიმართ, მსგავსად მგოდებელი იერემიასი: ერთი, რომელიც გამოჩნდა დედამიწაზე, ეს არის ღმერთი ჩვენი, რომელიც სიხარულით (შდრ, “ნათელი მხიარული”) იქცეოდა კაცთა შორის, რომელსაც არ განუცდია ცვლილება, რომელმაც სხვადასხვაგვარად გამოუჩინა თავი თვისი წინასწარმეტყველთ, რომელსაც ეზეკიელი ახსენებს, როგორც კაცის სახით ცეცხლოვან ეტლზე, და დანიელი, როგორც კაცის ძეს და ძუელსა დღეთას, ერთადერთი უფლის ძველ და ახალ გამოცხადებას: ერთი, რომელი განსცხადნა და განანათლა ყოველი” (წმ. რომანოზ მელოდისტი, II კონდაკი განცხადებისათვის) - (მოცემული თარგმანი არ არის საეკლესიო, ძველი ქართულიდან გადმოტანილი ახალ ქართულზე, ამდენად იგი არ არის ზუსტი, არამედ თარგმნილია შინაარსის გასაგებად) არაერთი საგალობელი თუ პატრისტიკული ჰომილია მაცხოვრის შობის შესახებ, ჩვენში იწვევს იმას, რომ გვაფიქრებს იმ სიღრმეზე, «ძუელთა დღეთას» სრული თავმდაბლობისა, ჩვენთან ყველაზე დაუცველად და უმწეოდ მოსულისა და წარმოჩენილისა, ვითარცა ახალშობილი ყრმისა:

«რა შემიძლია ვთქვა? რადგან საკვირველება მაოცებს მე. «ძუელი დღეთა» რომელიც ზის მაღალ და დიდებულ ტახტზე, მიიწვინა ბაგაში»
(წმ. იოანე ოქროპირი, ჰომილია მაცხოვრის შობაზე)

«ძუელი დღეთა, ჩვილად იქცა "
(წმ. ათანასე, ჰომილია ქრისტეს შობაზე)

«მოდით მიწამდე მოვიდრიკოთ თავი, მოდით ყოველნო ერნო უგალობეთ და განადიდეთ ყრმა ღმერთი, ორმოცი დღისა და საუკუნეთა უწინარესი, პატარა - თავმდაბალი ჩვილი და «ძუელი დღეთა», ჩვილი ძუძუს მწოვარი და შემოქმედი საუკუნეთ»
(წმ. კირილე იერუსალიმელი, ჰომილია ტაძრადმიყვანებისათვის (მირქმისა) უფლისა)

«ძუელი დღეთა, რომელმაც მისცა ძველად სჯული მოსეს სინაზე, დღეს იხილვება ვითარცა ჩვილი»
(ტროპარ-ვედრებათა კრებული, მირქმა (ტაძრადმიყვანება) უფლისა)

«ძველი დღეთა ჩვილი გახდა ჩემთვის... »
(Matins, Kathisma)

«ჰშევ მიუწდომელი ძუელი დღეთა, ვითარცა ახალი ჩვილი, რომელმან გვიჩვენა სათნოებათა ახალი ბილიკები ქვეყანაზე... "

(ღვთისმშობლისა, პარასკევსა ხმა V)

«ძველი დღეთა, ჰოი, ერთი ყოვლადწმიდა, კურთხეულსა საშოსა შენსა შინა გარდამოსრული, ვითარცა ცვარი ღრუბელზე, და კაცთმოყვარე გამოჩინებული ვითარცა ახალი ადამი»
(ღმრთისმშობლისა, წმ. პოლიკარპე სმირნელი, 23 თებერვალი)

«ჰშევ შენ ძუელი დღეთა ვითარცა ყრმა ახალი ჩვენთვის.. «
(ღმრთისმშობლისა, VI ხმა)

«რომელი გარდახვედ სჯულსა ბუნებისასა, ჰოი ქალწულო უბიწოო, ქვეყნად ახალი ყრმის მომყვანებელო, რომელი იგი ორივე არს რჯულის მომცემელი და ძუელი დღეთა...»
(ღმრთისშმობლისა, V კვირა მარხვისა)?

«მხოლოდ სვიმეონმა მიიეღო თავის მოხუცებულ ხელებში ძუელი დღეთა- ჩვილის სახით, და მაშინვე მაკურთხეველმა ღმრთისა თქვა: «აწ განუტევე მონა შენი მეუფეო მშვიდობით...»
(წმ. მეთოდიუს ოლიმპუსი, პატროლოგია გრეკა 18-ე ტომი 3658)

[თარგმანი მოცემულია მხოლოდ შინაარსის გასაგებად]
= = =

ეს არის გამორჩეული მახასიათებელი მართლმადიდებელი გალობათმეტყველებისა და პატრისტიკული თეოლოგიისა: საკვირველია ღმრთის თავმდაბლობა, შესაბამისობა მისი ყოვლადძლიერებისა და ღმრთაებრივი დიდებისა და უსასრულო უბრალოებისა და მისი თავმდალობისა. ეგევე ღმერთი, რომელი საყდართა ზედა დიდებისათა მდჯომარე არს და ურიცხვნი და უთვალავნი ანგელოზნი მსახურებენ, იშვა უწმინდურ (შეუფერებელ) ქვაბულში, როგორც დაუცველი ყრმა! რომელსაც თავად ზეცა ვერ იტევს დედაკაცის მუცელმა დაიტია! რომლის შობასაც დასაწყისი არა აქვს! ღმერთი, რომელმაც შექმნა ყოველივე, მორჩილად დაჰყვა მისსავ ქმნილებას, რომ ჯვარცმულიყო! და კიდევ მეტად გასაკვირი არაფერია, ვიდრე საგალობელები დიდი (წითელი) პარასკევისა: «რომელმან დედამიწა წყალთა ზედა დაჰკიდა, ხეზე დამოეკიდა», «რომელმან გარდაართხა ცანი, მეწამული მოახვიეს საცინლად»

IPB-ს სურათი

ასე, რომ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს გონებაში ფესვს გაიდგამს ეკლესიის მამათა განმარტება და მათი შემეცნება ძველი აღთქმისა, შევძლებთ დავაფასოთ და განვიცადოთ, ღმრთის თავმდაბლობა და სიყვარული კაცობრიობისადმი. თუმცა შეუძლია გაანადგუროს უსამართლობა ჩვენში, მაგრამ ის ირჩევს თავად თავმდაბლობას, რათა ივნოს და მოკვდეს ჩვენთვის! რათა აღდგეს ისევ და აღადგინოს ჩვენი კაცობრივი ბუნება მასთან სასუფევლის სიმაღლეში. რადგან სიკვდილი ვერ მოიცავს სიცოცხლის მომნიჭებელს, ძუელსა დღეთას! «ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. « (გამოცხ. 1. 17,18).

მისია სუფევა და ძალი, უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 9 2012, 10:05 PM

კარგი თემაა, საინტერესო იყო.

ძველ აღთქმაში არის ბევრი ადგილი მოყვანილი (განსაკუთრებით წინასწარმეტყველებებში), სადაც აღწერილია უფლის დიდებული სახე, მისი საყდარი და მის წინაშე ანგელოზთა მსახურება და მოქმედებები.
ეს ყოველივე საოცრად მხატვრული და დიდებული ენითაა გადმოცემული.

თუ შემხვდა ისინი წმ. წერილში, დავწერ აუცილებლად.

წინასწარმეტყველ ეზეკიელს განსაკუთრებით ვრცლად უწერია უფლის ხილვა.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 10 2012, 06:47 PM

სამი კაცის სტუმრობა აბრაამთან

IPB-ს სურათი

ძველი აღთქმის წიგნების მართლმადიდებლური აღქმა და შემეცნება ქვემოცემული სამი არსებითი მნიშვნელობის მოწმობაზეა დაფუძნებული:

1) მთლიანი წერილი არის ღმრთივსულიერი და ფრიად სასარგებლო და სავალდებულოა სწავლებისათვის
2) ძველი აღთქმა ნათლად საუბრობს ქრისტეზე
3) ღმრთის ყველა გამოვლინება ძველი აღთქმის წიგნებში არის იგივე ღმრთის ძის გამოვლინება

IPB-ს სურათი

ქვემოცემულ მუხლებში ჩვენთვის გამდმოცემულია ღმრთის ყველაზე ადრინდელი გამოცხადება ძველი აღთქმის წიგნებიდან: გამოცხადება სამი კაცისა აბრაამთან, რომელიც ხდება მამრეს მუხასთან. იყო დრო, ეს სამი კაცის იგივდებოდა და განიმარტებოდა არა როგორც სიტყვა (ღმრთის დაუსაბამო სიტყვა, ე.ი ქრისტე თავის წინა-განკაცებამდე) არამედ, როგორც სახე ყოვლად წმ. სამებისა, ეს აზრი საყოველთაოდ ცნობილი გახდა ანდრია რუბლიოვის წმ. სამების მართლაც ღმრთივშვენიერი და უცნობილესი ხატის მიერ, რომელიც ეფუძნება და ეხმიანება უძველეს ხატებს რომელსაც "აბრაამის სტუმართმოყვარეობა" ეწოდება (ფრესკები IV-VI საუკუნეებისა). გამოცხადება სამი კაცისა (განიმარტება როგორც ანგელოზები) აღწერილია შესაქმის 18-ე თავში:

ციტატა
ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე. და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას.
და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა. მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე. და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა.
და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ. და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად. და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა. და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.
და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა. და თქუა: შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას. და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა. ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა. ხოლო აბრაჰამ და სარრა მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა. და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ.

ხოლო განიცინნა სარრა მეტყუელმან: თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს.
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს: რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ? ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე.
ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ.

ხოლო აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა და აბრაჰამ თანა-ვიდოდა მათ თანა, წარმგზავნელი მათი. ხოლო უფალმან თქუა: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე.
ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მის-და-მი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი. რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი, რამეთუ ძეთა მისთა ქმნად სიმართლისა და მშჯავრისა, რათა მოაწივნეს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველი, რაოდენი თქუნა მისსა მიმართ.
და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად. გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა. და მოაქციეს კაცთა მიერ და მოვიდეს სოდომად. და აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა.

და მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა: ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? უკუეთუ იყუნენ ერგასისნი მართალნი, წარწყმედ-ა მათ? არა ჰრიდო-ა ყოველსა მას ადგილსა ერგასისთა მართალთა ძლით, უკუეთუ იყვნენ მას შინა? არა სადა ჰყო შორის სიტყჳსა მისებრ მოკუდინებაჲ მართლისა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? ნუ სადა რომელი სჯი ყოველსა ქუეყანასა, ნუ ჰყოფ სასჯელსა. და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს. და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ. უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო. და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს. და თქუა: ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცდაათთათჳს. და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა და თქუა: უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს. და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.
და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა.

საინტერესო ისაა, რომ აბრაამს საუბარში მიმართავს მხოლოდ ერთი - უფალი. ცხადია, მიმართვა "უფალო" არ გულისხმობს უბრალოდ პატივისცემას და მოწიწებას, როგორც მაგალითად დღეს "ბატონო", მართლაც ასე, რომ ყოფილიყო აბრაამს უნდა ეთქვა "ბატონებო", არამედ ეს აღსარებაა (აღიარება), რომ ერთი მათგანი მართლაც უფრო დიდია, უმეტესია (ე.ი აბრაამის საუბარიც მიმართულია ერთი პიროვნებისადმი). ამის გარდა, ვკითხულობთ, რომ ორი კაცი მათგან გამოეყოფა ანუ გაემგზავრებიან სოდომში და ამ დროს ნათქვამია, რომ "აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა".

რაც ახლა ჩვენს წინაშეა, არ იგულისხმება წმ. სამების გამოცხადებად, არამედ იგულიხმება გამოცხადება ღმრთის სიტყვისა, რომელსაც თან ორი ანგელოზი ახლია. უეჭველად და უდავოდ, რათ თქმა უნდა მართლმადიდებლური ეგზეგეზის (განმარტება) მიხედვით, ყველა გამოვლინა ღმთაებისა ძველ აღთქმაში არის ძე და არა წმ. სამება თავისი სისავსით.

IPB-ს სურათი

ასევე ეკლესიის ისტორიკოსი ევსები კესარიელი აღწერს ამ მოვლენას, როგორც ჩვენებას "უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისას" ორ თანმხლებ ანგელოზთან ერთად. იგი კონკრეტულად მიუთითებს და ამბობს, რომ შუა ფიგურა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და გამორჩეულია თავისი ღირსებით.

IPB-ს სურათი

წმ. სამების სიმბოლო მხოლოდ ტრაპეზთან იხილვება

ასე ჩანს, რომ პირველად იხილვება სახე წმ. სამებისა წმ. კირილე ალექანდრიელის თხრობაში, რომლის განცხილვითაც მხოლობითი ფორმა "უფალო" მიუთითებს წმ. სამების ერთობაზე (ერთ ბუნებაზე). მაგრამ ძველი პატრისტიკული კომენტარები სამ კაცში ხედავს ღმრთის სიტყვას ორ ანგელოზთან ერთად.

ამავდორულად რუბლიოვის ხატი საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით კანონიკურია, მასზე იხილვება სიმბოლური სახე წმ. სამებისა; სხვა ხატი წმ. სამებისა, რომელიც მამას გამოსახავს, როგორც "ძუელი დღეთა" და ქრისტეს, როგორც ძე კაცისას - სულიწმიდასთან ერთად, რომელიც მტრედის სახითაა ნაჩვენები, ვითარცა ნათლისღებისას იორდანეში - არის შეცდომა (იხილეთ ზემო სტადია "ძუელი დღეთას" შესახებ). მამა ღმერთი არც ერთხელ არ გამოჩენილა ძველ აღთქმაში:

ციტატა
არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ. (იოვანე 6. 46)

ციტატა
ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა. (უივაბე 1.18)

IPB-ს სურათი

ასეთი ხედვა შეუსაბამოა ძველი აღთქმის ადრეულ პატრისტიკულ შემეცნებაში

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 12 2012, 06:06 PM

ქრისტე და მოსე

ალბათ ღმრთის გამოცხადებათაგან ყველაზე ცნობილია გამოცხადება ღმრთისა, ცეცხლმოდებული (შეუწველი) მაყვლოვანი ბუჩქი, რომელიც იხილა მოსემ (გამოსლვათა 3. 1-6)

ციტატა
"მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა მღდელისა მის მადიამელთასა და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმერთისასა ქორებად.
ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების.
თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვა ესე დიდი რაჲ არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების? ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს? ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა! წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანა წმიდა არს. და თქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა. "

IPB-ს სურათი

"მანამ, სანამ რაიმეს ვიტყოდეთ ამ ყველაფერზედ, აუცილებლად უნდა ვთქვათ რაღაც "უფლის ანგელოზის" შესახებ, რომელიც ეჩვენა მოსეს "ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო"

დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი

პატრისტიკულ მემკვიდრეობას უპყრია სწავლება, რომელის მიხედვითაც "უფლის ანგელოზი" ძველ აღთქმაში არის ღმრთის სიტყვის ერთერთი სახელი სხვა მრავალთა სახელთაგან. ნამდვილად და ჭეშმარიტად ერთიერთ ადრეული ქრისტოლოგიურ სახელწოდებათაგან. წმ. წერილში ძალიან ხშირად "უფლის ანგელოზი" არ ნიშნავს, ერთს რომელიღაც ანგელოზს ზეციურ ძალთაგან განსხეულებულს, არამედ ამ ტერმინით გამოითქმის ქრისტე წინა-განკაცებამდე. ანგელოზი ნიშნავს მაუწყებელს (იგივე მაცნე), და ძველი აღთქმა "ანგელოზად" მაინც და მაინც, აუცილებლად ზეციურ მხედარს არ გულისხმობს ხოლმე - არამედ, შეიძლება ასევე ადამიანიც იგულისხმოს. უპირატესად სიტყვა არის ღმრთის მაუწყებელი (მაცნე), მიმთხრობელი, გამაცხადებელი. ამდენად, წმ. იუსტინე მარტვილი ხშირად რამდენჯერმე იხსენიებს ქრისტეს, როგორც ანგელოზს. ძირითად წყაროდ წმ. იუსტინესთვის და მასთან ერთად ეკლესიის სხვა მამებისათვის, ალბათ ისაიას წინასწარმეტყველების 9. 6-ე მუხლის "სამეოცდაათთა" (სეპტუაგინტას) თარგმნანი იყო:

ციტატა
რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძჱ მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ მისი ზედა მჴართა მისთა, და ჰრქჳან სახელი მისი დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი თანა-მზრახვალი, ღმერთი ძლიერი და ჴელმწიფ!, მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ მერმეთა მათ საუკუნეთაჲ, რამეთუ მოვაწიო მშჳდობაჲ მთავართა ზედა, მშჳდობაჲ და სიცოცხლჱ მისა.

და ამას გარდა იუსტინე, მიუხედავად "უფლის ანგელოზის" ან "დიდი ზრახვის ანგელოზის" ტერმინთა უხვი გამოყენებისა, არასოდეს ცდილობს განმარტოს, რომ ანგელოზი არის სიტყვა ღმრთისა, რადგან ანგელოზად, რომ მართლაც ქრისტე მოიხსენიება ნათელი და აშკარა იყო მათთვის, რომელნიც ახლოს და კარგად იცნობდნენ ისაიას (9. 6) წინასწარმეტყველებას. რამდენადაც ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ისაიას 9. 6 მესიას უკავშირდება, და სახელწოდება "დიდი ზრახვის ანგელოზიც" აღნიშნავს ასევე ქრისტეს, მოსდევს ის, რომ ქრისტე მართლაც ის უფლის ანგელოზია, რომელიც ეჩვენა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს (მაგ. დაბ. 15. 22; დაბ. 28. 35; გამ. 3, ისო ნავ. 5. 6).

იუსტინე ამოწმებს, რომ განსხვავებით სხვა ანგელოზთა გამოცხადებათაგან ძველ აღთქმაში, ეს ანგელოზი თვით ღმეთია. ეს კარგადაა ახსნილი ქვემოთ:

"ამით იუსტინე ამახვილებს ყურადღებას, რომ ძველი აღთქმაში უფლის ანგელოზთა გამოცხადებათაგან, ეს ანგელოზი არის სრული ღმერთი. როდესაც ხილვებში კონკრეტულად ეს ანგელოზი ჩანს ხოლმე, ისინი რომელნიც ხედავდნენ მას აცხადებენ, რომ მათ იხილეს ღმერთი და განკვირვებულნი არიან, რომ ცოცხალნი დარჩნენ. მრავალ ადგილას ეს ანგელოზი საუბრობს პირველ პირში, როგორც უფალი და ღმერთი, იღებს თაყვანისცემას და იწირავს მსხვერპლს და სადაც ის დგას, მიწა ფრიად აღმატებული და წმიდა ხდება; კიდევ სხვა ადგილებში ღმრთის საუბარი მესამე პირშია და ქმედითად დაქვემდებარებულია, როგორც ანგელოზი, ღმრთისაგან უწყების გადმოსაცემად გამოგზავნილი. ხოლო მაშინ, როდესაც ეს ადგილები გაერთიანებული და შერწყმულია სვებთან (მაგ. დაბ. Gen 1. 26; 19. 24; ფს. 45. 6–7; და 110. 1), რომელთა სახიდანაც საუბარისას პირთა სიმრავლე ჩანს ღმრთაებაში, იუსტინეს არგუმენტი მართლაც უდავო და დაურღვეველი ხდება. ამგვარად საკვანძო ადგილას, სადაც თავის თხრობაში იუსტინე, ძველი აღთქმის ღმრთისგნაცხადებათა შესახებ "ანგელოზის" სახელწოდებას ოთხჯერ მოიხსენიებს, შეუდრეკელად ადანაშაულებს გამზვიადებელთ, როცა ამბობს ქრისტეზე: "ის არის მოიხსენიებული ღმერთად, ის არის ღმერთი და მარად ღმერთი იქნება" (დიალოგი 58)
[LVIII]
[ სამების შესახებ, XVIII]
[ებრ. 1. 5. ასევე ფსალმუნი 2. 7]

ამდენად "უფლის ანგელოზი", რომელიც ესაუბრება და ეჩვენება აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყელა წინასწარმეტყველს ძველი აღთქმის მთელს სივრცეში არის მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღმრთისა. და ასევე "ანგელოზი უფლისა", რომელიც ეჩვენა მოსეს სინას მთაზე არის თვით ღმერთი: "მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი". "და ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა"(გამ. 33. 11). "და არღარა აღდგა წინასწარმეტყველი შორის ისრაჱლსა მსგავსად მოსესა, რომელ-იგი უფალსა შეესწავა პირისპირ" (რჯლ. 34.10). თუმცა თვით ქრისტე აცხადებს, "არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ" (ინ. 6. 46). "ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა." (ინ. 1.18). ნუთუ ქრისტეს სიტყვები წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რაც "გამოსლვათა" და "სჯულის" წიგნებში სწერია? ნუ იყოფინ! არავითარ შემთხვევაში, რამეთუ როდესაც მოსე მართლაც ხედავს ღმერთს, ხედავს არა მამას არამედ ძეს. ამაზე მიანიშნებს ახალი აღთქმაც, როცა ქრისტე ამბობს: "ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ" (ინ. 8. 58).

ზოგიერთი კომენტატორი აქ ხედავს ქარაგმას და კავშირს, ღმრთის სიტყვებთან, როდესაც მოსე ჰკითხავს ღმერთს მის სახელს და უფალი პასუხობს (სამოცდაათთა თარგმანში - სეპტუაგინტა), "მე ვარ ერთი-იგი რომელი არს"; (ებრაულში) "მე ვარ, რომელი ვარ". "ესრე არქუ: რომელ არს მომავლინა მე თქუენდა."
[დიალოგი 127]

დაუმთავრებელია.... გაგრძელება იქნება

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2012, 08:36 PM

აკაკი ჯიგარი ხარ...
საინტერესოა ზალიან...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 13 2012, 08:08 PM

სინა, ქორები და თაბორი

მართლაც, რომ ღმრთის სიტყვა განეცხადა მოსეს კიდევ უფრო ნათელი გახდება მაშინ, როცა განვიხილავთ ღმრთაებრივი დიდების სხვა გამოცხადებას სხვა მთაზე, ამჯერად ახალი აღთქმიდან. წმ. მათეს თავში (სახარებაში), კერძოდ 17. 1-9 მუხლებში აღმოვიკითხავთ თხრობას ფერისცვალებაზედ უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა თაბორის მთაზე (იხ. აგრეთვე მარკოზი 9. 2-8, ლუკა 9. 28-36);

ციტატა
შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: "უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა." და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ." და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: "აღდეგით და ნუ გეშინინ!" და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ.

IPB-ს სურათი

რატომ გამოცხადდნენ მოსე და ელია ქრისტესთან ერთად თაბორის მთაზე? - რათა გაცხადებულიყო, რომ ქრისტე ღმერთია, რომელიც მოსეს სინას მთაზე ეჩვენა და ელიას კი ქორების მთაზე. მოდით უფრო ახლოდან ვიხილოთ ძველი აღთქმის ეს ორი გამოცხადება (ქვემოთ):

სინას მთაზე

"ჰრქუა მოსე უფალსა: "მიჩუენე დიდებაჲ თავისა შენისაჲ". და ჰრქუა უფალმან მოსეს: "მე წარვიდე წინაშე შენსა დიდებითა ჩემითა და უწოდი სახელითა უფლისაჲთა წინაშე შენსა; შევიწყალო, რომელი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი შევიწყნარო. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რომელმანცა იხილა პირი ჩემი და ცხონდა." და ჰრქუა უფალმან: "აჰა ესერა, ადგილი შენ წინაშე და სდგე შენ კლდესა ზედა. რაჟამს წარვიდეს დიდებაჲ ჩემი, დაგდვა შენ ჴურელსა კლდისასა და დაგფარო ჴელითა ჩემითა შენ ზედა, ვიდრემდე წარვიდე. და აღვიღო ჴელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგით ჩემსა, ხოლო პირი ჩემი არა იხილო."

[გამ. 33. 18-23]

ქორების მთაზე

"შევიდა მუნ ქუაბსა მას და დაადგრა მუნ და, აჰა, სიტყუაჲ უფლისაჲ იყო მისა და ჰრქუა: "რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?" და ჰრქუა ელია: "შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისაჲ, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამჴუნეს და წინასწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტოჲ დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად." და ჰრქუა: "გამოხჳდე შენ ხვალე და დასდგე მთასა მაგას წინაშე უფლისა. და, აჰა, უფალი წარვიდოდის, და ქარი დიდი ძლიერი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შემუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა - და არა ქარსა მას უფალი; და შემდგომად ქარისა მის ძრვა და არა ძრვასა მას უფალი; და შემდგომად ძრვისა მის ცეცხლი და არა ცეცხლსა მას უფალი; და შემდგომად ცეცხლისა მის ჴმაჲ წულილისა ნიავისაჲ და მას შინა უფალი." და იყო, ვითარცა ესმა ელიას, დაიფარა პირი თჳსი ხალენითა მით და გამოვიდა და დადგა ქუაბსა მას თანა და, აჰა, იყო ჴმაჲ მისა და ჰრქუა: რასა ხარ შენ აქა, ელია?"

IPB-ს სურათი

[III მეფ. 19: 9-13]

ციტატა
ეკლესიაში ეს ორი ტექსტი იკითხება ფერისცვალების დღესასწაულის მწუხრზე, ამით ეკლესია მრევლს გადმოსცემს განმარტებას ფერისცვალებისა, სწორედ ძველი აღთქმის ამ ორ გამოცხადებასთან შედარებით. გამოსლვათა 24-ე თავში ღმრთის დიდება გარდამოდის მთაზე და მოსე შედის ღრუბელში. წმ. მათეს 17-ე თავში "ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა" მოციქულებს (ე.ი ღრუბელმა მოიცვა მოციქულები, ისინი მასში გაეხვივნენ). გამოსლვათა 24-ე თავში ღმერთი წარვალს მოსეს წინაშე და მოსე პირქვე დაემხობა მიწაზედ და თაყვანსცემს მას. III მეფეთას 19-ე თავში წმ. ელია ცხდადად განიცდის ღმრთის თანადასწრებას (თანამყოფობას) ასეთი ქმედებით "დაიფარა პირი თჳსი ხალენითა მით და გამოვიდა და დადგა ქუაბსა მას თანა", ამავდროულადაც მათეს 17-ე თავში მოციქულნი ეზრახებიან ღმრთის დიდებას მსგავსსავე სახით.

ღმრთაებრივი დიდების ეს სამი გამოცხადება მთებზე, გამოცხადებაა ღმრთის სიტყვისა. ფერისცვალებისას სიტყვა, რომელიც ეჩვენა მოსეს სინაზე და ელიას ქორებზე ახლა ხორციელ იქმნა, და თაბორზე თვით განუცხადა მოციქულებს თავისი ღმრთაებრივი დიდება.

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 13 2012, 08:14 PM

სად იყავით კაცო აქამდე biggrin.gif

ციტატა
«მოდით მიწამდე მოვიდრიკოთ თავი, მოდით ყოველნო ერნო უგალობეთ და განადიდეთ ყრმა ღმერთი, ორმოცი დღისა და საუკუნეთა უწინარესი, პატარა - თავმდაბალი ჩვილი და «ძუელი დღეთა», ჩვილი ძუძუს მწოვარი და შემოქმედი საუკუნეთ»

ეს სიტყვები "ძეს" ეხება თუ "მამას"?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 13 2012, 08:29 PM

აბდალა

მართლმადიდებელი ეკლესიის (ამასთან იგულისხმება რათქმაუნდა ძველი პატრისტიკული საგანძურიც) განმარტებით ეს ეხება ღმრთის სიტყვას - ძე ღმერთს, რადგან მან ინება ხოფილიყო "პატარა - თავმდაბალი ჩვილი, ყრმა და ამავდროულად "დღეთა უძველესი", საუკუნეთა შემოქმედი

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 13 2012, 08:35 PM

აკაკი

გმადლობ madlioba.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 13 2012, 08:46 PM

აბდალა

ციტატა
ეს სიტყვები "ძეს" ეხება თუ "მამას"?

დამოდარასbiggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 13 2012, 08:52 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
დამოდარას

biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 13 2012, 11:02 PM

აღსრულება სჯულისა და წინასწარმეტყველთა

“და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის”

[იოვანე 1:14]

წმ. ლუკას სახარებაში (4. 16-21) ვკითხულობთ, რომ ქრისტემ ქადაგება დაიწყო ნაზარეთის სინაგოგაში შესვლით, იქიდან სადაც თვითონ გაიზარდა. დადგა იგი და მოსცეს გრაგნილი ისაია წინასწარმეტყველისა, მან განყო (გაშალა) წერილი და წაიკითხა შემდეგი მუხლები

"სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული."

და შეყო წიგნი დაჯდა და თქვა: "დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა".

მგვარად, ქრისტემ ქადაგება დაიწყო განცხადებით, რომ ყოველი რაც იყო ნაწინასწარმეტყველები წერილში აღსრულდა მასში. მთელი მისი ამქვეყნიური მოღვაწეობა, ახალი აღთქმის წერილთა მთელს სივრცეზე, გვახსენებს, რომ ძველი აღთქმა აღსრულებას იესუ ქრისტეში ჰპოვებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს მხოლოდ , რომ ქრისტე ასრულებს იმ წინასწარმეტყველებებს რაც წიგნებში წერია, არამედ იმას, რომ ქრისტე თვითონ არის აღსრულება ყველა "თეოფანიისა", ყველა საღმრთო საქმისა, ღმრთაების ყველა გამოცხადებისა. ესევე ღმერთი, რომელიც ეჩვენა აბრაამს მამრესთან, რომელიც ეჩვენა მოსეს სინაზე და ელიას ქორებზე, რომელიც ეჩვენა და ესაუბრა წინასწარმეტყველებს და პატრიარქებს, არის ძე და სიტყვა ღმრთისა, რომელიც კაცად იქმნა და იცხოვრა ჩვენს შორის, რომელიც შევიდა ადამიანური ცხოვრების და სიკვდილის სისრულეში, რათა ჩვენ შეგვძლებოდა შესვლა მისი აღდგომის სავსებაში , ჭეშმარიტების, ღმრთაებისა და საუკუნო ცხოვრებისა სავსებაში.

ეკლესიის მამები გვმოძღვრავენ, რომ ყველაფერი რაც ძველ აღთქმაშია ქრისტეს შესახებაა. შესაქმიდან მალაქიამდე ძველი აღთქმა სავსეა სიტყვათა გამოცხადებებით, ქრისტეს წინასახეებით, ნიშნებითა და სიმბოლოებით, უბიწო შობა, ჯვარი, ნათლისღება და ევქარისტია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უამრავ წინასწარმეტყველებაზე, რომელნიც ქრისტეს შესახებაა. ეკლესიის მამათათვის აშკარაა, რომ მთელი ძველი აღთქმა ყველაფერია ქრისტეს შესახებ, და მან ყველა გაგებით, ჭეშმარიტად "აღასრულა სჯული და წინასწარმეტყველნი". ქრისტეანობისათვის ძველი აღთქმა, როგორც წმ. პავლე მოციქული გვმოძღვრავს, არის მზარდული (აღმზრდელი) რომელმაც მიგვგვარა ჩუენ ქრისტეს (გალ. 3. 24). მის ჭეშმარიტ მნიშვნელბას და ზეითგან შთამოგონებულობას მაშინ მივემთხვევით, როცა ვკითხულობთ, ვეცნობით და განვიხილავთ მას ქრისტოლოგიურ ნათელში. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ პატრისტიკული აღქმა და შემეცნება ძველი აღთქმისა, რათა წიგნთა კითხვით, ჰიმნოგრაფთა და ეკლესიის მამათა თვალებთან ერთად, ვხედავდეთ ქრისტეს ყველაფერში. როგორც მამა ეფრემ ლაში ამბობს:

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 18 2012, 07:05 PM

ერთი რაგაც ვერ გავიგე, თუ ძველი დღეთა ძე ღმერთია, რატომ წერია ძე კაცისას მსგავსი მივიდა ძველ დღეთასთან და მიყვანებულ იქნაო მასთან.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Apr 18 2012, 10:32 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 13 2012, 08:46 PM) *

აბდალა

დამოდარასbiggrin.gif biggrin.gif

აჰა აქაც შეტენეს ეს სიტყვა laugh.gif მერე იტყვიან სად ვახსენებთ აბაო?
დამოდრა ვინ ოხერიაო იკითხავს ვინმე მერე მოაყოლებენ დამოდრა ეს ის კაცია კომბლებსა თლის ჭერში აწყობს და ვინც შენ შეგჭამს თავში ჩაგცხობსო laugh.gif
მე არ მეშIნია დამოდრასიო
და წავიდა ჰეეეე laugh.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Apr 18 2012, 10:46 PM

ციტატა(ხახაბოელი @ Apr 18 2012, 08:05 PM) *

ერთი რაგაც ვერ გავიგე, თუ ძველი დღეთა ძე ღმერთია, რატომ წერია ძე კაცისას მსგავსი მივიდა ძველ დღეთასთან და მიყვანებულ იქნაო მასთან.

კონტექსტია კარგად გასაცნობი და გამოსაკვლევი.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 18 2012, 10:46 PM

ციტატა
საყოველთაოდ ცნობილია, რომ «ძე კაცისად» იწოდება ქრისტე, ამიტომ შეცდომაა ვიფიქროთ, თითქოს «ძუელთა დღეთა» მამაა. ეკლესიის მამათა სწავლება გვიჩვენებს, რომ ძე კაცისა (წოდება) ეხება განკაცებულ სიტყვას, «ვინაიდან ეს არის მისი თავმდაბლობა, რომ ის (ქრისტე) კაცის ძედ სახელ-იდების» (წმ. ათანასე დიდი, ეპისტოლე ანტიოქეს (? Antiochus) მიმართ). ხოლო «ძუელი დღეთა» არის სიტყვა (იგივე ძე კაცისა), თავის წინა-განკაცებამდე. ამიტომ «ძუელი დღეთა» და ძე კაცისა არის ერთი და იგივე პიროვნება:

“მოდით ყველამ აღვამაღლოთ ჩვენი თვალები ზეცად ღმრთისა მიმართ, მსგავსად მგოდებელი იერემიასი: ერთი, რომელიც გამოჩნდა დედამიწაზე, ეს არის ღმერთი ჩვენი, რომელიც სიხარულით (შდრ, “ნათელი მხიარული”) იქცეოდა კაცთა შორის, რომელსაც არ განუცდია ცვლილება, რომელმაც სხვადასხვაგვარად გამოუჩინა თავი თვისი წინასწარმეტყველთ, რომელსაც ეზეკიელი ახსენებს, როგორც კაცის სახით ცეცხლოვან ეტლზე, და დანიელი, როგორც კაცის ძეს და ძუელსა დღეთას, ერთადერთი უფლის ძველ და ახალ გამოცხადებას: ერთი, რომელი განსცხადნა და განანათლა ყოველი” (წმ. რომანოზ მელოდისტი, II კონდაკი განცხადებისათვის) - (მოცემული თარგმანი არ არის საეკლესიო, ძველი ქართულიდან გადმოტანილი ახალ ქართულზე, ამდენად იგი არ არის ზუსტი, არამედ თარგმნილია შინაარსის გასაგებად) არაერთი საგალობელი თუ პატრისტიკული ჰომილია მაცხოვრის შობის შესახებ, ჩვენში იწვევს იმას, რომ გვაფიქრებს იმ სიღრმეზე, «ძუელთა დღეთას» სრული თავმდაბლობისა, ჩვენთან ყველაზე დაუცველად და უმწეოდ მოსულისა და წარმოჩენილისა, ვითარცა ახალშობილი ყრმისა:

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Apr 21 2012, 12:36 AM

ეკლესიის მამების ნაწილს ახასიათებდა კონტექსტიდან ამოგლეჯა სიტყვების, ამიტომაცაა აქ ძე ღმერთად გაგებული.

აკაკი

დანიელის 7:9-ში წერია: "დაჯდა ძველი დღეთა..."

ხოლო 9:13-ში:

"აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე."

მაქსიმუმ აქ იგულისხმოთ რომ "კაცის ძე" ან კაცი იესო ქრისტეა ან ანტიქრისტე.

მაგრამ გრძელდება: "მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა."

ანუ საუბარია იესო ქრისტეზე, მესიაზე...

ხოლო "ძველი დღე" ნიშნავს ღმერთს...

"ძველი დღე" და იესო ქრისტე ერთი და იგივე არაა...

პ.ს. შეუძლებელია ერთი და იგივე პიროვნებაზე იყოს საუბარი. მაშინ გამოვა, რომ ღმერთი თავის თავთან მივიდა და თავის თავს თავისი თავი წარუდგინა.

ციტატა(აკაკი @ Jan 9 2012, 08:06 PM) *

მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ჩვენება «ძუელთა დღეთა» განიმარტება, როგორც ჩვენება მამა ღმერთისა. მაგრამ საწინააღმდეგოდაა მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში, ეს არის ჩვენება ძე ღმერთისა, ღმრთის მარადიული სიტყვისა, ქრისტესი ვიდრე მის განკაცებამდე.

მე ამას ნახევრად ნესტორიანულ გაგებას ვეძახი. აშკარად ორი სხვადასხვა პიროვნებაა ქრისტე და "ძუელი დღე" კონტექსტში...

მერე ყველაფერი "უზუსტობა" რაც ზოგიერთს ჰქონდა თეოდორე მოფსუესტელს და ნესტორს დაბრალდათ...

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 21 2012, 11:58 AM

ვინც იცის იქნებ გამარკვიოს, მართლმადიდებლური სწავლებით დანიელის ეს ხილვა განკაცების მომენტს გულისხმობს?ანუ დანიელმა ნახა ძე ღმერთის განკაცება?თუ ასეა, ყველაფერი გასაგებია.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 21 2012, 12:25 PM

აი მეც როგორ გავიგე, ანუ განმარტებია ისეთია, რომ იხილა ძის მომავალი განკაცება, ანუ როგორ გამოცხადდებოდა მომავალში ღმერთი

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 21 2012, 12:36 PM

ესეიგი დანიელმა ნახა ძე ღმერთის ღვთაებრივი ბუნება ადამიანისათვის აღსაქმელი სახით (ძველი დღეთა) და ძე კაცისას მიყვანება ძველ დღეთასთან არის განკაცების მომენტი?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Apr 23 2012, 08:42 AM

ციტატა(ხახაბოელი @ Apr 21 2012, 12:36 PM) *

ესეიგი დანიელმა ნახა ძე ღმერთის ღვთაებრივი ბუნება ადამიანისათვის აღსაქმელი სახით (ძველი დღეთა) და ძე კაცისას მიყვანება ძველ დღეთასთან არის განკაცების მომენტი?

მაგრამ ძე კაცისა ცალკე პიროვნებაა ტექსტში და ძუელი დღე ცალკე.

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 23 2012, 12:50 PM

Otherguy მამები, როგორ განმარტავენ არ ვიცი, რადგან არ წამიკითხავს, ამის შესახებ არაფერი, მხოლოდ აქ ვნახე, ამ თემაში. თუმცა მე როგორც გავიგე და მოვიაზრე ისე დავწერე. ძველ დღეთასთან ძე კაცისას მისვლა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ერთ პიროვნებასთან მეორის მისვლაა, მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღვთაებრივ ბუნებასთან ადამიანის ბუნების შეერთების მომენტია ნაჩვენები, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ეს გამოცხადებაა და არა ზუსტი ასახვა იმისა რაც მოხდა სინამდვილეში. ანუ თუ ღმერთი დანიელს აჩვენებდა გამოცხადებით განკაცებას სავსებით შესაძლებელია ეჩვენებინა ღმერთი და ზრდასრული კაცის ერთმანეთთან მისვლა, რაც სიმბოლური სახე შეიძლება იყოს განკაცებისა. რეალურად, როგორც მოხდა განკაცება, მის აღქმას დანიელი, ვერ შეძლებდა და ვერც გადმოსცემდა სიტყვით. ისევე, როგორც ძველი დღეთა არ არის სინამდვილეში ისეთი, როგორც დანიელმა იხილა.გამოცხადება პირდაპირ ვერ გაიგება, მასში ყოველთვის არის ჩადებული, რაღაც საიდუმლო, მაგალითად იოანეს გამოცხადება, როგორი გასაგებია ხო? რაც არის ნაჩვენები ზუსტად ისე არ მოხდება, ხო ესეა?ყველაფერი რაღაცას გულისხმობს და სიმბოლურია.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 23 2012, 01:00 PM

გარდა ამისა ჩვენ ვიცით, რომ "არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ )... (ინ. 6,46)

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 23 2012, 01:18 PM

ხო მართალია ეგ სიტყვებიც ამას მოწმობს,რომ მამა ღმერთი არავის უხილავს, არც არავის გამოცხადებია როდისმე.როცა ძველ აღთქმაში ვინმე ესაუბრებოდა ღმერთს, ეს ყოველთვის ძე ღმერთი იყო, მამის თანამარადიული სიტყვა.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Apr 23 2012, 09:13 PM

ხახაბოელი

ანუ ამბობ, რომ განკაცება გადმოცემულია სიმბოლურად ორი პიროვნების ერთმანეთთან დაახლოებით?

ძალიან დიდი სიმბოლიზმია საჭირო მაგის მასე გასაგებად და თან ნესტორიანიზმშიც ვდგავთ ფეხს.

მე პირადად ეგეთი ალეგორიული მიდგომა არ მიყვარს რადგან ვთვლი, რომ რყვნის კონტექსტსა და მასში გადმოცემულ აზრს.

პირდაპირ უნდა გავიგოთ სიუჟეტი, ალეგორიულად კი კონკრეტული ფრაზა. სიუჟეტი 2 პიროვნებაზეა მანდ...

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 23 2012, 09:23 PM

QUOTE(Otherguy @ Apr 23 2012, 08:42 AM) *

მაგრამ ძე კაცისა ცალკე პიროვნებაა ტექსტში და ძუელი დღე ცალკე.

გეთანხმებიიი rolleyes.gif . აუ რაზე საუბრობენ გადავირევი laugh.gif . ასეიგი ქრისტე წარდგა ქრისტეს წინაშე, ოღონდ კაცი ქრისტე წარსდგა, ანუ ეს არის წინასწარი ხილვა დანიელისა????? blink.gif არადა პავლე მოციქული ებრაელთა წერილში კარგად განმარტავს თუ ვინ ვის წინაშე წარდგება laugh.gif . ებრაელთა 2: 9 ში საინტერესო რამეს წერს პავლე_ რადგან სიკვდილის განცდის გამო დიდებით და პატივით დაჯილდოებულია იესო რომელიც ოდნავ იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე ! აქ პავლე ციტირებს ფსალმუნებიდან სადაც ადამიანზეა საუბარი რომ_ ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზებზე და შენს ხელთა ნამოქმედარზე გააბატონე_ ეს აღსრულდა ქრისტეზე! ანუ მოხდა რა? იესო მკვდრეთით აღდგა სულიერად და სულიერმა ანუ განდიდებულმა იესომ მიიღო ჯილდო. აბა სხვანაირად ვინ მიიღო ჯილოდო? კაცმა იესომ? laugh.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 23 2012, 09:29 PM

მე არ ვამბობ, რომ უეჭველად ეგრეა მეთქი, მამები ზუსტად როგორ განმარტავენ არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით როგორც გავიგე ასეა. ორი პიროვნება კი არ ერწყმის ერთურთს, არამედ ორი ბუნება ღმერთი და კაცი.ყველა გამოცხადება, რომელიც წინასწარმეტყველებს მომავალს ალეგორიულია, მაგის უარყოფა დიდი სისულელეა ჩემი აზრით.მაშ იოანეს გამოცხადებიდან რას ველოდოთ?გიგანტურ მხეცებს, საშინელ მფრინავ არსებებს?ქრისტე ხან კრავია, ხან ზეციური მხედართმთავარი, ხან ცეცხლი გამოდის იმის პირიდან და მახვილი ორლესული.პირდაპირ რაც უნდა გავიგოთ არის ის, რომ მამა არავის უხილავს მისი ძის გარდა, აქ უფრო შეიძლება იყოს ალეგორია, თუ დანიელის გამოცხადებაში, სადაც განკაცების საიდუმლოს ეხება, რომელსაც თვით ანგელოზებიც კი ვერ მოიაზრებენ?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 23 2012, 09:39 PM

QUOTE(ხახაბოელი @ Apr 23 2012, 09:29 PM) *

მე არ ვამბობ, რომ უეჭველად ეგრეა მეთქი, მამები ზუსტად როგორ განმარტავენ არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით როგორც გავიგე ასეა. ორი პიროვნება კი არ ერწყმის ერთურთს, არამედ ორი ბუნება ღმერთი და კაცი.ყველა გამოცხადება, რომელიც წინასწარმეტყველებს მომავალს ალეგორიულია, მაგის უარყოფა დიდი სისულელეა ჩემი აზრით.მაშ იოანეს გამოცხადებიდან რას ველოდოთ?გიგანტურ მხეცებს, საშინელ მფრინავ არსებებს?ქრისტე ხან კრავია, ხან ზეციური მხედართმთავარი, ხან ცეცხლი გამოდის იმის პირიდან და მახვილი ორლესული.პირდაპირ რაც უნდა გავიგოთ არის ის, რომ მამა არავის უხილავს მისი ძის გარდა, აქ უფრო შეიძლება იყოს ალეგორია, თუ დანიელის გამოცხადებაში, სადაც განკაცების საიდუმლოს ეხება, რომელსაც თვით ანგელოზებიც კი ვერ მოიაზრებენ?

ერთი წუთი _ შენ მითხარი ბუნება რა არის და რა განსხვავებაა ღვთიურ ბუნებასა და ადამიანურ ბუნებას შორის? სრული კატეგორიულობით ვაცხადებ რომ _ ბუნება _ ეს სიტყვა შეთითხნილია და არავითარი ადამიანური ბუნება არ არსებობს! ა ბატონო აგერ ამიხსენი სრული ლოგიკით და თუ მართალი ხარ თავს დავხრი blink.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 23 2012, 10:14 PM

ალეგორიულად იცი რა არ გაიგება? რაც ძალიან აშკარად თქვა ქრისტემ: "და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას".მათე 16:18 "და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამინ."მათე 28:20 თუ დედამიწაზე ერთი დღით მაინც აღარ იყო ქრისტეს ეკლესია, მაშ ტყუილი ყოფილა იესოს სიტყვები, თუ ყოველდღე უნდა ყოფილიყო მის ეკლესიასთან ქრისტე, მაშ როგორ გაიმარჯვა ბოროტმა მის ეკლესიაზე? თუ ქრისტე თავია ეკლესიის, თუ ეკლესია ქრისტეს სხეულია, როგორც მოციქულები ამბობენ, მაშ შეირყვნა იგი დროში? ქრისტეს სხეული დაეცა და დაინგრა? სახარებაში ბევრგან წერია,ისეთი რამ რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ქრისტეს ეკლესია მისი დაარსებიდან ქვეყნის აღსასრულამდე ურყევად იდგებოდა ფეხზე, ამის დანახვა ვისაც უნდა ნახავს სახარებაში.ვინ არის იმ უწყვეტი ხელდასხმის გამგრძელებელი, თუ არა ჩვენ ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია? რომელთაც პირველი ეპისკოპოსებიდან დღემდე, ვიცით ეპისკოპოსთა მონაცვლეობა, თუ ვინ იყვნენ მოციქულთაგან დღემდე, რაც შეეხება ეკლესიის გაყოფას, ვისაც სიბრძნე აქვს მიხვდეს, ვინ დარჩა მოციქულთა გზის გამგრძელებლად.თუ ვინმე იტყვის, რომ არცერთიო მათ გადახედონ სახარებას და ნახონ, რომ აფსურდია დედამიწაზე ქრისტეს ეკლესია არ მდგარიყო შეურყეველ სვეტად.ამიტომაც წმინდა მამების განმარტებები მე ეჭვგარეშე ჭეშმარიტებად მიმაჩნია.ქრისტიანობის ისტორიას, რომ გაეცნობა ადამიანი, შეიძლება დაიბნეს და თქვას, ამდენი კრება იყო და ამდენი აზრთა სხვაობა, იქნებ დაიკარგა სწორი სწავლებაო, ზოგი ქრისტეს ღმერთად არ თვლიდა, ზოგი ხატებს არ აღიარებდა და ა.შ. მეც შემიჩნდა ესეთი აზრი, მაგრამ სახარებაში ბევრგან ვნახე, რომ ქრისტეს ეკლესია არ დაეცემოდა ამიტომაც გამარჯვებული აზრი სწორად მივიჩნიე, რადგან სულიწმინდა არ დაუშვებდა ბოროტების გამარჯვებას, ვინც დღემდე მოაღწია მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებულმა და დროში არ გაქრა, მათი სწავლება კი უფრო ღრმა გამოკვლევას საჭიროებდა,(კათოლიკობა, მონოფიზიტობა) ყველა გამოვიკვლიე გავიაზრე და მართლმადიდებლობა მივიჩნიე ზუსტად.

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 23 2012, 10:28 PM

esre ars cheshmariteba რაც უნდა გითხრა მაინც არ დამიჯერებ და აზრი აქვს? კაი მაინც გეტყვი. მეკითხები რა განსხვავებაა ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებას შორისო. ღვთაებრივი ბუნება არის გარეშემოუწერელი, უნივთო, შეუდგენელი, დაუტევნელი, ყველგან მყოფი, დროისა და სივრცის მიღმიერი, ყოვლის შემძლე, მიუწვდომელი და ა.შ. ადამიანური ბუნება კი არის შედგენილი, რომელიც შედგება ასოებისაგან, ორგანოებისაგან და სულისაგან, ანუ ადამიანი არი ხრწნადი სხეულისა(ადამის ცოდვის დაცემის შედეგად) და უხრწნელი სულის ერთობა. ანუ ქრისტე, რომ განკაცდა მან მიიღო ადამიანური ბუნება, ხრწნადი სხეული და ადამიანური სული, ანუ ღმერთი შეუერთდა არა პიროვნებას, ვინმეს არამედ თავად მიიღო ადამიანური ბუნება, ანუ იესო ჩასახვის თანავე უკვე მეყსეულად იყო სრული ღმერთი და სრული კაცი, ანუ იესოს, როგორც კაცს ღვთაებრივი ბუნების გარეშე, არ უარსებია.ქრისტე დღესაც არის სრული ღმერთი და სრული კაცი, შეურწყმელი და განუყოფელი.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 24 2012, 09:32 PM

QUOTE(ხახაბოელი @ Apr 23 2012, 10:28 PM) *

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 24 2012, 09:37 PM

esre ars cheshmariteba ჩემი პოსტი მოგინიშნია, ალბათ რაიმე უნდა დაგეწერა პასუხად, მაგრამ არაფერი წერია.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 24 2012, 09:42 PM

QUOTE(ხახაბოელი @ Apr 23 2012, 10:28 PM) *

esre ars cheshmariteba რაც უნდა გითხრა მაინც არ დამიჯერებ და აზრი აქვს? კაი მაინც გეტყვი. მეკითხები რა განსხვავებაა ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებას შორისო. ღვთაებრივი ბუნება არის გარეშემოუწერელი, უნივთო, შეუდგენელი, დაუტევნელი, ყველგან მყოფი, დროისა და სივრცის მიღმიერი, ყოვლის შემძლე, მიუწვდომელი და ა.შ. ადამიანური ბუნება კი არის შედგენილი, რომელიც შედგება ასოებისაგან, ორგანოებისაგან და სულისაგან, ანუ ადამიანი არი ხრწნადი სხეულისა(ადამის ცოდვის დაცემის შედეგად) და უხრწნელი სულის ერთობა. ანუ ქრისტე, რომ განკაცდა მან მიიღო ადამიანური ბუნება, ხრწნადი სხეული და ადამიანური სული, ანუ ღმერთი შეუერთდა არა პიროვნებას, ვინმეს არამედ თავად მიიღო ადამიანური ბუნება, ანუ იესო ჩასახვის თანავე უკვე მეყსეულად იყო სრული ღმერთი და სრული კაცი, ანუ იესოს, როგორც კაცს ღვთაებრივი ბუნების გარეშე, არ უარსებია.ქრისტე დღესაც არის სრული ღმერთი და სრული კაცი, შეურწყმელი და განუყოფელი.

ადამიანური ბუნება მიიღო? თუ ხორცი შეისხა? blink.gif მარტო ხორცს სულის გარეშე შეუძლია აზროვნება? თუ მე სული მაქვს მაშინ ის სრულყოფილი უნდა იყოს და არა ცოდვილი და თუ ცოდვილია მაშინ სწორედ სულით ვლინდება ჩემში პიროვნულობა ხომ ასე ასწავლის მართლმადიდებლობა? ხოდა იესოს დაბადებისას ხომ უნდა ქონოდა ის სული რაც ჩვეულებრივ ადამიანს გააჩნია? Dა თუ ასეთი სული არ ქონდა მაშინ მან ხორცი შეისხა და შესაბამისად ის უნდა ყოფილიყო ყოვლისმცოდნე ხომ ასეა? ესეიგი გამოვიდა რომ იესოს ადამიანური ნება არ ქონია _ ნებააა! ის იყო სრული ღმერთი და არა კაცი ასე გამოდის! blink.gif და თუ არა მაშინ მოვექეცით ჩიხში _ რატომ? იმიტომ რომ საქმე გვაქვს აღრევასთან ანუ იესოში იყო ღვთაებრივი იესო რომელიც ზეცაშია და აგრეთვე სული იესო რომელიც მან მიიღო დაბადებისას როგორც კაცმა, ისევე როგორც მე მაქვს უკვდავი სული ხომ? ერთი ამაში გამარკვიე და მეტი არაფერი მინდა blink.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 24 2012, 10:02 PM

esre ars cheshmariteba მარტო ხორცი არ შეუსხია სულის გარეშე, მარტო ხორცი, რომ შეესხა არ იქნებოდა სრული კაცი.ღმერთი ჩასახვის თანავე შეუერთდა ადამიანურ ბუნებას, სულს და სხეულს.ანუ იესო როგორც ღმერთი და როგორც კაცი ერთ პიროვნებად იქცა, ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება შეურწყმელად და განუყოფლად მიიღო.იმიტომაც არის ქრისტე შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის, რომ ის თავისი ღვთაებრივი ბუნებით ღვთის თანაარსია, ხოლო ადამიანური ბუნებით ჩვენი თანაარსი, ის არის ხიდი ღმერთსა და ქმნილებას შორის. ესეიგი განკაცებით ქრისტე არის ორ ბუნებოვანი ერთ ჰიპოსტასში.რომ გითხრა როგორ და რანაირად, ან აზრით მიწვდე, ეს შეუძლებელია, ანგელოზთაც არ ძალუძთ განკაცების საიდუმლოს წვდომა.

ვერ ვხვდები რომ ამბობ თუ სული მაქვსო ის უცოდველი უნდა იყოსო, ამას რის საფუძველზე ამბობ? ლოგიკით? არა სული უცოდველი არ არის, ადამიანის სულიც და სხეულიც დაზიანდა და ცოდვისაკენ მიიდრიკა, ადამის დაცემის შემდეგ.იესოს ჰქონდა ადამიანურიც და ღვთაებრივი ნებაც, მაგრამ ადამიანურ ნებას, ყოველთვის ღვთაებრივს უმორჩილებდა, ამავე დროს ყოვლის მცოდნეც იყო, როგორც აღნიშნე.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 24 2012, 10:04 PM

QUOTE(ხახაბოელი @ Apr 24 2012, 09:56 PM) *

esre ars cheshmariteba მარტო ხორცი არ შეუსხია სულის გარეშე, მარტო ხორცი, რომ შეესხა არ იქნებოდა სრული კაცი.ღმერთი ჩასახვის თანავე შეუერთდა ადამიანურ ბუნებას, სულს და სხეულს.ანუ იესო როგორც ღმერთი და როგორც კაცი ერთ პიროვნებად იქცა, ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება შეურწყმელად და განუყოფლად მიიღო.იმიტომაც არის ქრისტე შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის, რომ ის თავისი ღვთაებრივი ბუნებით ღვთის თანაარსია, ხოლო ადამიანური ბუნებით ჩვენი თანაარსი, ის არის ხიდი ღმერთსა და ქმნილებას შორის. ესეიგი განკაცებით ქრისტე არის ორ ბუნებოვანი ერთ ჰიპოსტასში.რომ გითხრა როგორ და რანაირად, ან აზრით მიწვდე, ეს შეუძლებელია, ანგელოზთაც არ ძალუძთ განკაცების საიდუმლოს წვდომა.

ხოდა ის სული სად წავიდა როცა იესო მოკვდა ის სული სად წავიდა რაც კაცს გააჩნია/? blink.gif
'?ესეიგი მივიღეთ ორი იესო! blink.gif იოანეს 10 :17 იესო ბრძანებს მე ვდებ ჩემს სულს რათა კვლავ მივიღო იგი! რას დებს იესო და რა უნდა მიიღოს? აბა დაუკვირდი კარგად blink.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 24 2012, 10:33 PM

esre ars cheshmariteba ზუსტად ამაშია საქმე, რომ მან თქვა ადამიანურ სულზე, მე ვდებო, ანუ მე ვწირავ ჩემს სულს, რომ კვლავ მივიღოვო.ანუ ის მოკვდა როგორც ადამიანი და სულმაც დატოვა სხეული და იცი სად წავიდა იესოს სული? ჯოჯოხეთში და იქ მკვდრებს ახარა გამოხსნა.აი ნახე პეტრე რას ამბობს."რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი–უსამართლოთა გამო, რათა მოვეყვანეთ ღმერთთან;მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლიტაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც".(პირველი პეტრე, 3:18, 19)ნახე ქრისტე ჩადის ჯოჯოხეთში და ძველი აღთქმის მართლებს ახარებს რომ გამოიხსნა ისინი, მკვდრეტით აღდგომისას კი მართლები ავიდნენ ზეცად. იმ სამოთხეში სადაც ქრისტემ ავაზაკი შეიყვანა. იქ სადაც იყო ღარიბი ლაზარე, საპყრობილე კი ის ადგილია სადაც მდიდარმა აახილა თვალი.

შენ სვავ კიტხვას სად წავიდა ის ღვთაებრივი სულიო, ის ღვთაებრივი სული ყველგან იყო და არის და მუდამ ყველგან იქნება, ის ზეცადაც არის და ჯოჯოხეთშიც, თავისში ყველაფერს იტევს და ყველგან სრულად არის.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 24 2012, 10:59 PM

QUOTE(ხახაბოელი @ Apr 24 2012, 10:33 PM) *

esre ars cheshmariteba ზუსტად ამაშია საქმე, რომ მან თქვა ადამიანურ სულზე, მე ვდებო, ანუ მე ვწირავ ჩემს სულს, რომ კვლავ მივიღოვო.ანუ ის მოკვდა როგორც ადამიანი და სულმაც დატოვა სხეული და იცი სად წავიდა იესოს სული? ჯოჯოხეთში და იქ მკვდრებს ახარა გამოხსნა.აი ნახე პეტრე რას ამბობს."რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი–უსამართლოთა გამო, რათა მოვეყვანეთ ღმერთთან;მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლიტაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც".(პირველი პეტრე, 3:18, 19)ნახე ქრისტე ჩადის ჯოჯოხეთში და ძველი აღთქმის მართლებს ახარებს რომ გამოიხსნა ისინი, მკვდრეტით აღდგომისას კი მართლები ავიდნენ ზეცად. იმ სამოთხეში სადაც ქრისტემ ავაზაკი შეიყვანა. იქ სადაც იყო ღარიბი ლაზარე, საპყრობილე კი ის ადგილია სადაც მდიდარმა აახილა თვალი.

შენ სვავ კიტხვას სად წავიდა ის ღვთაებრივი სულიო, ის ღვთაებრივი სული ყველგან იყო და არის და მუდამ ყველგან იქნება, ის ზეცადაც არის და ჯოჯოხეთშიც, თავისში ყველაფერს იტევს და ყველგან სრულად არის.

არა როცა აღდგა იესო მერე მერე წავიდა და უქადაგა ჯოჯოხეთში მყოფ სულებს blink.gif . აბა კარგად განიხილე 1 პეტრეს ეპისტოლე. მანამდე სანამ გაცოცხლდებოდა იესოს არაფერი გაუკეთებია რადგან ის მკვდარი იყო ანუ არ არსებობდა! თუ წმინდა წერილს არ იცნობ მაშინ შეცდომაში შეიძლება შეხვიდე blink.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 25 2012, 07:44 AM

ვფიქრობ შენ არ იცნობ სწორად წმინდა წერილს, მოკვდა ხორცითო და გაცოცხლდა სულითო რომ წერია ვერ ხვდები რაც იგულისხმება? ხორცით მკვდარი იყო და სულით კი ცოცხალი, ან მკვდრებს როგორ უქადაგა თუ ადამიანებს სული არ აქვთ? გახრწნილ ძვლებს უქადაგა?თუ დანახვა გინდა დაინახავ თუ თვალებს დახუჭავ ვერაფერს დაინახავ.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 25 2012, 07:20 PM

QUOTE(ხახაბოელი @ Apr 25 2012, 07:44 AM) *

ვფიქრობ შენ არ იცნობ სწორად წმინდა წერილს, მოკვდა ხორცითო და გაცოცხლდა სულითო რომ წერია ვერ ხვდები რაც იგულისხმება? ხორცით მკვდარი იყო და სულით კი ცოცხალი, ან მკვდრებს როგორ უქადაგა თუ ადამიანებს სული არ აქვთ? გახრწნილ ძვლებს უქადაგა?თუ დანახვა გინდა დაინახავ თუ თვალებს დახუჭავ ვერაფერს დაინახავ.

არა სულით ცოცხალი კი არა სულად გაცოცხლდა ანუ სულიერი სხეულით აღდგა იესო! blink.gif ბერძნულში ხორცი და სული ერთმანეთთან დაპირისპირებულია და მიცემიტ ბრუნვაშია ანუ დატივუსშია! blink.gif აქედან ჩანს რომ იესო გაცოცხლდა როგორც სულიერი ქმნილება და მერე ამ სულიერი სხეულით წავიდა და იქადაგა. თუ ასე არ არის მაშინ იესო არ გაცოცხლებულა. იცი რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? რატომ ამბობს პავლე _ თუკი ეფესოში ვებრძოდი ავ მხეცებს რა სარგებელი მაქვს თუ მკვდრები არ აღდგებიან? 1 კორინთელთა 15 :32. თუ პავლეს სწამს რომ უკვდავი სული აქვს მაშინ უცნაურია მისთვის ასეთი სითყვები!!! blink.gif სარგებელი როგორ არ ექნება თუ მისი უკვდავი სული დაჯილდოვდება უფლისგან სიცოცხლის გვირგვინით! blink.gif მაგრამ არაა_-_ ბიბლია მკვდრეთით აღდგომას ასწავლის და არა სულის უკვდავებას blink.gif .

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 25 2012, 08:14 PM

esre ars cheshmariteba მე ბერძნული არ ვიცი და შესაბამისად არც ბერძნული ბიბლია მაქვს. რაც შეეხება სულიერ სხეულს ისედაც სულიერი სხეულით იყო სანამ ცოცხალი იყო და სიკვდილის მერეც სულიერი სხეულით აღდგა.შენ რას გულისხმობ სულიერ სხეულში არ ვიცი.მე მაინტერესებს შენ როგორ გესმის ჯოჯოხეთში ვინ იყვნენ, რა სახით და ვის უქადაგა იესომ? სულის სასუფეველში ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯილდოს, რადგან მხოლოდ აღდგომის შემდეგ მოხდება ადამიანის სრულ პატივში დაბრუნება, რადგან ადამიანი სრული არ არის სულის გარეშე.თან ისიც არის, რომ თუ მკვდართა აღდგომა არ არის, მაშ ყველაფერი ამაო ყოფილა, არც ქრისტე აღმდგარა და ქრისტიანთა შრომაც ამაო გამოდის, ესეიგი კვლავ სამოთხის მიღმა რჩება ადამიანი, ამას გულისხმობს პავლეც, თუ სწავლება აღდგომაზე არასწორია და აღდგომა ტყუილია, მაშ სწავლება ქრისტეზეც არასწორია და ქრისტეც ტყუილია.თუ სული არ არის რატომ ითხოვს მდიდარი რომ ლაზარე აღდგეს, მივიდეს მის ძმებთან და უთხრას თუ რა ელით მათ თუ არ შეინანებენ, ვის ელაპარაკა იესო ფერისცვალებისას? მოსე და ელია საიდან მივიდნენ იქ?თუ პავლეს არ სჯერა სულის არსებობის მაშ რატომ ეჩქარება სიკვდილი და ქრისტესთან მისვლა? "რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.'(ფილიპ.1:21,22,23,24) ".ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით.მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს."(2 კორ.5:4,5,8,9,10) "ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს".გალატ6:8)"და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა"(.1კორ.2:11)''თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის'.1თეს.5.23 ნახე ეს ადგილები და კარგად ჩაუკვირდი, თქვენი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც. ძალიან გთხოვ პასუხი გამცე ვის ახარა ქრისტემ, სად და როგორ მდგომარეობაში იყვნენ ისინი, სულები, თუ გახრწნილი გვამები?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 25 2012, 08:49 PM

ვფიქრობ რომ თემისაგან გადახვევა მოხდა....

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 25 2012, 08:52 PM

მართალია გადახვევა მოხდა,საუბარმა მიგვიყვანა აქამდე.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 26 2012, 12:03 AM

QUOTE(ხახაბოელი @ Apr 25 2012, 08:14 PM) *

esre ars cheshmariteba მე ბერძნული არ ვიცი და შესაბამისად არც ბერძნული ბიბლია მაქვს. რაც შეეხება სულიერ სხეულს ისედაც სულიერი სხეულით იყო სანამ ცოცხალი იყო და სიკვდილის მერეც სულიერი სხეულით აღდგა.შენ რას გულისხმობ სულიერ სხეულში არ ვიცი.მე მაინტერესებს შენ როგორ გესმის ჯოჯოხეთში ვინ იყვნენ, რა სახით და ვის უქადაგა იესომ? სულის სასუფეველში ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯილდოს, რადგან მხოლოდ აღდგომის შემდეგ მოხდება ადამიანის სრულ პატივში დაბრუნება, რადგან ადამიანი სრული არ არის სულის გარეშე.თან ისიც არის, რომ თუ მკვდართა აღდგომა არ არის, მაშ ყველაფერი ამაო ყოფილა, არც ქრისტე აღმდგარა და ქრისტიანთა შრომაც ამაო გამოდის, ესეიგი კვლავ სამოთხის მიღმა რჩება ადამიანი, ამას გულისხმობს პავლეც, თუ სწავლება აღდგომაზე არასწორია და აღდგომა ტყუილია, მაშ სწავლება ქრისტეზეც არასწორია და ქრისტეც ტყუილია.თუ სული არ არის რატომ ითხოვს მდიდარი რომ ლაზარე აღდგეს, მივიდეს მის ძმებთან და უთხრას თუ რა ელით მათ თუ არ შეინანებენ, ვის ელაპარაკა იესო ფერისცვალებისას? მოსე და ელია საიდან მივიდნენ იქ?თუ პავლეს არ სჯერა სულის არსებობის მაშ რატომ ეჩქარება სიკვდილი და ქრისტესთან მისვლა? "რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.'(ფილიპ.1:21,22,23,24) ".ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით.მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს."(2 კორ.5:4,5,8,9,10) "ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს".გალატ6:8)"და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა"(.1კორ.2:11)''თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის'.1თეს.5.23 ნახე ეს ადგილები და კარგად ჩაუკვირდი, თქვენი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც. ძალიან გთხოვ პასუხი გამცე ვის ახარა ქრისტემ, სად და როგორ მდგომარეობაში იყვნენ ისინი, სულები, თუ გახრწნილი გვამები?

მთელი გულით შეგაქებ და გეტყვი რომ კარგად გცოდნია ბიბლია, მაგრამ აქვე დავძენ რომ არის ისეთი ადგილები ბიბლიაში რომელთა გაგებაც ძნელია და შეიძლება არასწორად გავიგოთ მოDი თანმიმდევრულად განვმარტავ ყოველივეს 1)დედამიწაზე იესო ქრისტე მოვიდა ადამიანად და არა ხორცშესხმულ ღმერთად , 1 იოანეს 1:14 ნათქვამია რომ სიტყვა ანუ იესო იქცა ხორცად , მან გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს გადაქცევას ანუ სხვაგვარ ფორმაში გადასვლას სწორედ ამიტომ მოიხსენიებს ბიბლია იესოს ძე კაცისად რა იმას ნიშნავს რომ ის იყო სრულყოფილი კაცი , ისეთივე როგორიც ადამი, ამას პავლე შესანიშნავად განმარტავს 1 კორინთელთა 15 თავში და სწორედ იესოს მოიხსენიებს უკანასკნელ ადამად. რატომ უნდა ყოფილიყო ადამის თანასწორი იესო დედამიწაზე ყოფნისას? იმიტომ რომ ღვთის კანონი გვამცნებს რომ თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხოლო სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ. შესცოდა ადამმა და ამისათვის ღმერთმა მოავლინა იესო რომელიც იყო ადამის მსგავსი და სწორედ მან შეძლო ჩვენი გამოსყიდვა! როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში 1 კორინთელთა 15 :22 . 2) ვინ იყვნენ ჯოჯოხეთში? 1 პეტრეს 3:19 გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს საპყრობილეს და არა ჯოჯოხეთს , ვინ იყვნენ საპყრობილეში? ბოროტი ანგელოზები რომელთაც ხორცი შეისხეს და ქალებთან იქონიეს სქესობრივი კავშირი საიდანაც იშვნენ ბუმბერაზები. იმ ურჩ ანგელოზებთან მივიდა იესო და უქადაგა ანუ აქ გამოყენებული ბერძნულ სიტყვაში განაჩენის განცხადება იგულისხმება. თუ შენ ნახავ 2 პეტრეს 2:4 ადვილად მიხვდები რომ ესენი ურჩი ანგელოზები იყვნენ ვისაც იესომ განაჩენი განუცხადა აგრეთვე იუდას 6 მუხლშიც ნათქვამია რომ ეს ურჩი ანგელოზები იყვნენ რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი ღირსება. 2პეტრეს 2:5 აღნიშნულია რომ ღმერთმა არ დაინდო ის ადამიანები რომელთაც ნოეს არ უსმინეს, და გაანადგურა. რმერთი არ ცვლის განაჩენს ასე რომ ის ადამიანები განადგურდნენ . დაბადებაში უფალი ბრძანებს რომ მიწის პირისაგან უნდა აღვგავო ადამიანი რომელიც შევQმენი. კიდობანი განასახიერებDა ნათლობას და ისენი ვინც მოინათლნენ ანუ ნოე და მისი ოჟახი გადარჩნენ ხოლო ვინც კიდობნის მიღმა დარჩა ანუ ნათლობის გარეშე ისინი განადგურდნენ! უფალი იესო თავის მეორედ მოსვლას ნოეს დღეებს ადარებს და სწორედ ამ ურჯულო ხალხს მოიხსენიებს , რომელნიც ჩამდნენ სვამდნენ და არაფერი ანაღვლებდათ და თავს განადგურება დაიტეხეს, ამიტომ შეუძლებელია რომ იესოს მათთვის ექადაგა რომელნიც განსაჯა!!!! blink.gif . მდიდარი და ლაზარე ეს არის განსახიერება ფარისევლების და სადუკეველების რომელთაც მდიდარი წარმოადგენს ხოლო ლაზარე განასახიერებს უბრალო ხალხს და შესაბამისად მათი სიკვდილიც სიმბოლურია ანუ ეს ორი კატეგორია კვდება იესოს ქადაგების შემდეგ და მერე უკვე ვიცით რომ უფალი უარყოფს ფარისევლებს და სადუკეველებს ანუ ისრაელი ერის ძირითად წარმომადგენლებს და აირჩევს უბრალო ხალხს , შესაბამისად სიმბოლურია უფსკრულიც რომელიც აშორებს ამ ორ ადგილს და ეს უფსკრული ღვთის უცვალებელ განაჩენს განასახიერებს. რაც შეეხება მოსეს და ელიას ეს იყო ხილვა ანუ რეალურად ეს პიროვნებები იქ არ იყვნენ არამედ ისინი განასახიერებენ იესოს თანამეფეებს 144000 პიროვნებას . სულიერ სხეულს არ გააჩნია სხეული ან შესახედაობა ადამიანისა. პავლე ბრძანებს Dა თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს აწ უკვე აღარ ვიცნობთ ანუ სულიერი სხეული სხვაგვარია მას ადამიანური შესახედაობა არ აქვს. საუბარიც იმას განასახიერებს რომ 144000 პიროვნება იესოსთან უშუალო კავშირში იქნება და ერთობლივად იმეფებენ. პავლე ტიმოთეს ეუბნება _ ტუ ვითმენთ ერთადაც ვიმეფებთ. მსგავს ხილვას ხედავს იოანე კუნძულ პატმოსზე ანუ იქ მოქმედი პირები იქ რეალურად არ არიან ეს არის ხილვა რაც მომავალში უნდა აღსრულდეს. ასევე მოსესა და ქრისტეს და ელიას შორის დიალოგი არ გამართულა რაც იმას მოწმობს რომ იქ პიროვნებები არ იყვნენ. საქმეების მეორე თავში პეტრე აღნიშნავს რომ დავითი არ ამაღლებულა ზეცად არადა ამ დროს ის უკვე ზეცაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა. ფილიპელტა 1:22 23 24 ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა პავლემ ახსნა 1 კორინთელთა 15თავში რომ ითესება ხორციელი სხეული და აღ დგება სულიერი სხეული. ამიტომ ის უნდა მოკვდეს და აღდგეს სულიერ ქმნილებად, ის აღნიშნავს რომ ქრისტეს უნდა ემსგავსონ სიკვდილში და ზეციერის ხატებაც უნდა ატარონ. 1კორინთელთა 15 :58 ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ცათა სასუფევლის დამკვიდრება. ასე რომ პავლე აუცილებლად უნდა მოკვდეს ხორციელად და ეს მისთვის მოგება იქნება რადგან შემდეგ მას უფალი აღადგენს სულიერი სხეულით რომელსაც ძალუძს ზეცის დამკვიდრება. ანალოგიურია ისიც რომ ყველა უნდა წარდგეს ქრისტეს მსჯავრის წინაშე_ ასე სწორად თარგმნის საპატრიარქოს თარგმანი ამ მუხლს რასაც ფრიად მივესალმები!! 1 თესალონიკელთა 5: 23 სანამ უფალი დაბრუნდება ქრისტიანებმა უნდა დაიცვან ერთობის სული ანუ სულიერი ერთობა ამაზე საუბრობს პავლე ეფესელთა 4 ტავში. ასევე უნდა დაიცვან სამშვინველი რაც ნიშნავს გონებას , რომელიც შეურყვნელად უნდა დაიცვას ქრისტიანმა და ასევე სხეულიც უნდა დაიცვას უბიწოდ! ღმერთმა დაგლოცოს ამენ ამენ! იმედია სულ მცირედიდ მაინც აგიხსენი

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Apr 26 2012, 07:53 AM

esre ars cheshmariteba ბევრი რამე რაც შენთან ნაწერში ვნახე ეთანხმება მართლმადიდებლობას, მაგალითად სრული კაცი, რომ გახდა და არა უბრალოდ ხორცი შეისხა.თუნდაც ნოეს კიდობანზე რაც თქვი.დაცემული ანგელოზების შეერთება არ ეთანხმება, რადგან ღვთის შვილებში ხორცშესხმული ანგელოზები არ იგულისხმება არამედ შეთის მოდგმა, რომელიც კაენის შვილებს შეუერთდა და ურჯულოება განმრავლდა.ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებს მართალია სასუფეველს, არამედ სული და მკვდრეთით აღმდგარი უხრწნელი სხეული.ლაზარეს და მდიდრის იგავიც ძალიან არადამაჯერებლად ახსენი, არც ფერისცვალება იყო მოჩვენებითი, როგორც შენ ამბობ.1 პეტრე 4:6მალე აგებენ პასუხს მის წინაშე, ვინც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს. მკვდრებსაც ხომ იმიტომ ეხარათ, რომ ხორცით განკითხულიყვნენ, როგორც კაცნი, და სულით ეცოცხლათ, როგორც ღმერთს.აი ნახე აქედან ჩანს, რომ ადამიანებს ახარა ქრისტემ. მოკლედ, რომ ვთქვათ ძალიან ბევრ რამეში იყოფა ჩვენი აზრები, თემასაც ავცდით და, რომ გავაგრძელოთ არ ვიცი თუ შევძლებთ დასრულებას, რაც გინდა მომიყვანო ბიბლიიდან ლოგიკურ ახსნას გეტყვი, თუ მე არ მეცოდინება ვიპოვი და გეტყვი, მე რაც უნდა მიტხრა, შენც მეტყვი პასუხს და ეს არ დასრულდება.ამიტომ მე დავასრულებ საუბარს, რადგან ვფიქრობ უსაგნოა. ერთს გეტყვი ოღონდ თუ გადმოცემას უარყოფ, ბიბლიას სწორად ვერ გაიგებ ვერასოდეს, თუ გადმოცემას საეჭვოდ თვლი, მაშ ბიბლიაც საეჭვოა, რადგან ბიბლიაც გადმოცემით ვიცით 20 ზე მეტ სახარებას შორის გამოარჩიეს მართლმადიდებელმა მამებმა ეს 4. ეს წერილებიც ეპისტოლეებიც გამოცხადება, ყველაფერი ბევრ წერილებს შორის გამოარჩიეს, რადგან იმ დროს ბევრი ხელნაწერი არსებობდა და უამრავი ნაყალბევი იყო.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 27 2012, 04:31 PM

QUOTE(ხახაბოელი @ Apr 26 2012, 07:53 AM) *

მართალი ხარ აზრი არ აქვს აქ მაინც ვერ გაგაგებინებ და ვერც შენ. გიორგი ლელუაშვილს შევხვდი და საინტერესოდ ვისაუბრეთ. ასე რომ ყოველთვის პირდაპირ რეალობაში ჯობია საუბარი. მე ვსიო ვტოვებ ფორუმს. მადლობა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)