თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ უნაყოფო ლეღვის ხე

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 29 2007, 12:32 AM

მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი:

"ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა;
შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას.
და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11)

მართალი გითხრათ, დიდხანს არ მიძებნია განმარტება, ახლო-მახლო მოვიძიე და კარგად მაინც ვერ გავიგე.
როგორც ვხვდები, უნაყოფო ლეღვის ხეს შედარებულია ის ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით კეთილი ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ სახარებაში წერია, რომ არ იყო ნაყოფის გამოღების დრო. რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე?
აქვე მეორე ეპიზოდი გამახსენდა ასევე უნაყოფო ხეზე, რომლის მოჭრაც უნდოდა ბატონს და მსახურის თხოვნით გადადო ნაყოფის მოლოდინში. ანუ, აქ თითქოს უფალი საწინააღმდეგოდ იქცევა.

იქნებ გამარკვიოთ, ვინმემ თუ იცის განმარტება.

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Nov 29 2007, 01:16 AM

ციტატა
რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე?

ვერ გავიგე უფალი წამოვიდა ბეთანიიდან მოშიებული??
რაღაც შეცდმოით წერია ალბათunsure.gif

ისე მეც დამაინტერესა თუ ადამიანია შედერებული ლეღვის ხესთან, მაშინ ნაყოფის არ დაგემოვნება ადამიანს როგორ უნდა დავუკავშიროთ??

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Nov 29 2007, 01:27 AM

ციტატა(მარიამი @ Nov 29 2007, 12:32 AM) *

მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი:

"ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა;
შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას.
და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11)

მართალი გითხრათ, დიდხანს არ მიძებნია განმარტება, ახლო-მახლო მოვიძიე და კარგად მაინც ვერ გავიგე.
როგორც ვხვდები, უნაყოფო ლეღვის ხეს შედარებულია ის ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით კეთილი ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ სახარებაში წერია, რომ არ იყო ნაყოფის გამოღების დრო. რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე?
აქვე მეორე ეპიზოდი გამახსენდა ასევე უნაყოფო ხეზე, რომლის მოჭრაც უნდოდა ბატონს და მსახურის თხოვნით გადადო ნაყოფის მოლოდინში. ანუ, აქ თითქოს უფალი საწინააღმდეგოდ იქცევა.

იქნებ გამარკვიოთ, ვინმემ თუ იცის განმარტება.

ლეღვის ხე ,სჯულს განასახიერებდა.სხვაგანაც წერია რომ ნათანაილი ლეღვის ხის ქვეს იპოვა! სამწუხაროდ სჯულმა ნაყოფი ვერ გამოიღო(ძველ სჯულზეა საუბარი,განა სჯულს რაიმე ნაკლი ჰქონდა,ადამიანების უსიყვარულობის,ურწმუნოების გამო ითქვა ეს).

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 29 2007, 01:48 AM

მამა ირაკლი
დიდი მადლობა. რა მოკლედ და კარგად ახსენით smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 29 2007, 01:59 AM

ციტატა

ლეღვის ხე ,სჯულს განასახიერებდა.სხვაგანაც წერია რომ ნათანაილი ლეღვის ხის ქვეს იპოვა! სამწუხაროდ სჯულმა ნაყოფი ვერ გამოიღო(ძველ სჯულზეა საუბარი,განა სჯულს რაიმე ნაკლი ჰქონდა,ადამიანების უსიყვარულობის,ურწმუნოების გამო ითქვა ეს).


wooooooow

მართლა არასდროს მომისმენია ასეთი მოკლე განმარტება wub.gif

არადა ტრაქტატები მაქვს ნაკითხი laugh.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 29 2007, 03:00 AM

ციტატა(მარიამი @ Nov 28 2007, 11:32 PM) *

მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი:

"ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა;
შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას.
და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11)





მანდ იმან დაგაინტერესა თU მწიფობის დრო არ იყო რაღა ნაყოფს ეძებდაო? smile.gif



პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 29 2007, 10:54 AM

ციტატა(Genesis @ Nov 29 2007, 03:00 AM) *

მანდ იმან დაგაინტერესა თU მწიფობის დრო არ იყო რაღა ნაყოფს ეძებდაო? smile.gif

ჩემი მთავარი გაუგებრობა იქიდან წამოვიდა, რომ მეგონა უნაყოფო ლეღვის ხეში კონკრეტული ადამიანები იგულისხმებოდა. თუ ძველ სჯულს ვიგულისხმებთ, ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება.

პოსტის ავტორი: ბოლქვაძე თარიღი: Nov 29 2007, 11:18 AM

ციტატა
ლეღვის ხე ,სჯულს განასახიერებდა.სხვაგანაც წერია რომ ნათანაილი ლეღვის ხის ქვეს იპოვა! სამწუხაროდ სჯულმა ნაყოფი ვერ გამოიღო(ძველ სჯულზეა საუბარი,განა სჯულს რაიმე ნაკლი ჰქონდა,ადამიანების უსიყვარულობის,ურწმუნოების გამო ითქვა ეს).


აჰა ახლა გასაგებია smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 29 2007, 01:40 PM

სჯულსაც ვადაზე ადრე მოთხოვეს ნაყოფი ?

ან კონკრეტულად იმ ხემ რა დააშავა ?

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Nov 29 2007, 02:14 PM

მე პირადად ასე გავიგე, რომ ლეღვის ხის მაგალითი იყო წინასწარმეტყველება, მინიშნება თუ რა ბედი ეწეოდა რჯულს...

იმ პერიოდში როცა ლეღვის ხის ამბავი მოხდა, რჯულიც არ იყო აღსრულებული, რადგან მაცხოვარი ჯერ არ იკო ვნებული, მაცხოვარმა როცა დაწყევლა ხე, მაშინვე ხომ არ გამხმარა, მერე გახმა, განთიადის შემდეგ... ანუ როცა კაცობრიობის ხსნა მოხდა, შემდეგ გაუქმდა ის რჯული...

თუ რამე შემეშალა შემისწორეთ smile.gif

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Nov 29 2007, 08:46 PM

ციტატა(.nino @ Nov 29 2007, 02:14 PM) *

მე პირადად ასე გავიგე, რომ ლეღვის ხის მაგალითი იყო წინასწარმეტყველება, მინიშნება თუ რა ბედი ეწეოდა რჯულს...

იმ პერიოდში როცა ლეღვის ხის ამბავი მოხდა, რჯულიც არ იყო აღსრულებული, რადგან მაცხოვარი ჯერ არ იკო ვნებული, მაცხოვარმა როცა დაწყევლა ხე, მაშინვე ხომ არ გამხმარა, მერე გახმა, განთიადის შემდეგ... ანუ როცა კაცობრიობის ხსნა მოხდა, შემდეგ გაუქმდა ის რჯული...

თუ რამე შემეშალა შემისწორეთ smile.gif

მართალი ხარ ეს შენ დაასრულე ეგზეგეტიკა,რაც მე არ დავწერე! smile.gif

პოსტის ავტორი: seminaristi თარიღი: Apr 8 2008, 03:15 PM

ციტატა(მარიამი @ Nov 29 2007, 12:32 AM) *

მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი:

"ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა;
შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას.
და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11)

მართალი გითხრათ, დიდხანს არ მიძებნია განმარტება, ახლო-მახლო მოვიძიე და კარგად მაინც ვერ გავიგე.
როგორც ვხვდები, უნაყოფო ლეღვის ხეს შედარებულია ის ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით კეთილი ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ სახარებაში წერია, რომ არ იყო ნაყოფის გამოღების დრო. რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე?
აქვე მეორე ეპიზოდი გამახსენდა ასევე უნაყოფო ხეზე, რომლის მოჭრაც უნდოდა ბატონს და მსახურის თხოვნით გადადო ნაყოფის მოლოდინში. ანუ, აქ თითქოს უფალი საწინააღმდეგოდ იქცევა.

იქნებ გამარკვიოთ, ვინმემ თუ იცის განმარტება.


3. ПРОКЛЯТИЕ БЕСПЛОДНОЙ СМОКОВНИЦЫ

(Матфея 21:18-19; Марка 11:12-14)

Два Евангелиста свв. Матфей и Марк рассказывают, что после торжественного входа в Иерусалим, Господь провел со своими учениками ночь в Вифании, а утром на другой день, идя опять в Иерусалим, по дороге увидев смоковницу, пожелал вкусить от нее плодов, но ничего не нашел на ней, хотя она и одета была листьями, и сказал: “Да не будет же впредь от тебя плода во век”. “И абие изсше смоковница”, чему чрезвычайно поразились ученики. Евангелисты говорят, что Господь “взалкал” и потому искал плодов. Это не должно удивлять, ибо Господь Иисус Христос, по Своей человеческой природе, был подвержен всем немощам человеческого естества, и во всем был подобен нам, кроме греха. Ведь Он был не только Бог, но БОГОЧЕЛОВЕК. Характерно, что для удовлетворения Своих человеческих потребностей Он никогда не пользовался Своим Божественным всемогуществом и силою, а прибегал в таких случаях к обычным человеческим средствам, отвергнув раз навсегда первое диавольское искушение о претворении камней в хлебы. Св. Марк замечает при этом, что на смоковнице не было плодов, потому что еще было не время. За что же тогда смоковница подверглась проклятию? За то, что она видом своим обманывала, вводила в заблуждение. На смоковнице листья являются обычно после плодов, а эта смоковница своим зеленеющим видом обещала плоды проходящим по дороге путникам, в то время как в действительности на ней ничего, кроме одних листьев, не было. По учению Церкви смоковница эта была символом представителей и руководителей иудейской ветхозаветной церкви — первосвященников, книжников и фарисеев, которые имели только внешний вид исполнителей Закона Божия, а действительных плодов веры не приносили. Господь обрек их на иссушение в наказание за их лицемерие, и предрек, как мы увидим дальше, что “отъимется от них Царствие Божие и дастся языку творящему плоды его” (Матф. 21:43).

იხილეთ http://rus-sky.com/history/library/averkiy/averkiy4.htm#_Toc17032147.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2021, 08:09 PM

"იესომ ცეცხლით არ დაწვა იუდეველები, რომელთაც არ მიიღეს იგი, არ აქცია ისინი მარილის სვეტებად, - უბრალოდ დააჭკნო ლეღვის ხე, ამით შეაგონა ისინი და უჩვენა, როგორი მომავალი მოელით, თუკი არ შეინანებენ"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2021, 09:52 PM

"უფალმა დაწყევლა ლეღვის ხე, რათა ეს მოყვასისთვის ქცეულიყო მაგალითად, ხოლო მტრებისთვის - გაფრთხილებად. მან გაახმო ლეღვის ხე, რათა ეჩვენებინა, რომ უკვე აღარ იყო საჭირო ლეღვის ის ფურცლები, რითაც იმოსებოდა ადამი, რადგან იგი ამაღლებულ იქნა ძველ დიდებაში, რომლის დროსაც მას არ სჭირდებოდა, არც ფოთლებით შემოსვა და არც სხვა ტანსაცმელი".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2024, 09:34 PM

"თუმცა არსებობს ქრისტეს სასწაული, რომელსაც არავითარი კონკრეტული სიკეთე არ მოუტანია ერთი კონკრეტული პიროვნებისათვის. მას საიდუმლო მნიშვნელობა ჰქონდა და წინასწარ მოასწავებდა მთელი კაცობრიობისათვის მინიჭებულ სიკეთეს - ცხონებას. ეს სასწაული იყო გახმობა უნაყოფო ლეღვის ხისა, რომელსაც მხოლოდ ფოთლები ესხა. ამ ხეს ძველი აღთქმაც ახსენებს სამოთხის ხეებს შორის, როდესაც ჩვენი წინაპრების დაცემის ამბავს გაადმოგვცემს. ლეღვის ხის ფოთლები ადამ და ევამ გამოიყენეს სიშიშვლის დასაფარად, რომელსაც ვერც კი ამჩნევდნენ, სანამ ცოდვას ჩაიდენდნენ, მაგრამ როგორც კი სცოდეს, მაშინვე შენიშნეს. შესაძლოა, სამოთხის ბაღში მდგომი ლეღვის ხის ნაყოფი იყო სწორედ აკრძალული ხილი. უფალმა ლეღვის ხეზე ვერ ჰპოვა ნაყოფი და არც იყო ამ ხისგან ნაყოფის გამოღების დრო. მაგრამ მაცხოვარმა ნება მისცა თავის ხორციელ ბუნებას უდროო სურვილისა: ამით შეიძლება აიხსნას წინაპართა არასწორი სურვილი, რომელიც უფალმა, ისევე როგორც კაცთა ყველა სისუსტე, იტვირთა და განაქარვა. რაკი ნაყოფი ვერ ჰპოვა, უფალმა უარყო ფოთლებიც, უარყო თვით ამ ხის არსებობა: უკვე მზადდებოდა სხვა ხე - ძელი ჯვარისა - კაცთა გამოსახსნელად, ხე, რომელიც კაცთა წარწყმედის იარაღად იქცა, უფლის ბრძანებით გახმა. საიდუმლო სასწაული მოხდა მხოლოდ უფლის მოწაფეების, მისი საიდუმლო მოძღვრების მიმდევართა თანდასწრებით. ეს სასწაული იყო ცოტა ხნით ადრე ღმერთკაცის ვნებასა და ჯვარცმამდე, რომელმაც ხსნა მოუტანა კაცობრიობას"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience