თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ იესოს არამეული ენა

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Sep 12 2013, 01:07 AM

რადგან აშკარაა, რომ იესო არამეულად საუბრობდა, მიკვირს, რომ თავიდანვე, ახალი აღთქმის არამეული ხელნაწერები დიდად არ იყო ეკლესიის მხრიდან მოწონებული და აღიარებული. წმ. ეფრემ ასურის და წმ. აფრაატის გარდა იშვიათად, რომ ვინმეს მხოლოდ არამეული ბიბლიით ეხელმძღვანელა.

არადა რაც მართალია მართალია - ყველაზე ახლოს იმასთან, თუ რას გულისხმობდნენ ნათქვამებში იესო და მისი მოციქულები, არამეულ ბიბლიაში შეგვიძლია ვნახოთ. როგორც არ უნდა იდეალურად ეთარგმნათ ბერძნულად, მაინც ხომ არამეულად იქნება ყველაზე ზუსტი?

ნუ ეხლა პეტრეს რომ პეტრე არ ერქვა ეგ ხომ ფაქტია. იესომ უწოდა მას კეფა, რომელიც ბერძნულად იყო პეტრე და შემდეგ შერჩა მას ეს სახელი. რატომ არ ეძახდნენ კეფა მოციქულს? რატომ ეძახდნენ სულ პეტრე მოციქულს? იესოს არასოდეს დაუძახია მოციქულისთვის პეტრე, არასოდეს. ის ეძახდა მას კეფას.

ან რომ წერია ლუკას 14:26-ში: "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას..."-ო, არამეულში ეგ სიტყვა ნიშნავს - "გვერდზე გადადება"-ს და რატომ არ შეიძლება ჩვენც ასე გავიგოთ? იესო სიძულვილს არასოდეს არ ქადაგებდა ისედაც.

ან ფრაზა მათეს 10:34-ში: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.", აქაც არამეული სიტყვები ასე პირდაპირ არ მიუთითებს ომების და მკვლელობების მოტანაზე. არამედ საუბარია იმაზე, რომ იესოს მოაქვს ადამიანებს შორის უთანხმოება და თავად ადამიანებში(ქრისტიანებში) ცხოვრების გაძნელება. რაც აისახა კიდეც ქრისტიანთა დევნაში შემდეგ საუკუნეებში.

უამრავი ამგვარი რთული ფრაზაა ახალ აღთქმაში, რომელსაც არამეული სიტყვების განმარტება თავისუფლად ხსნის. მიკვირს რომ არამეულით დაინტერესება ყოველთვის ძალიან მიზერული იყო XXI საუკუნის მანძილზე.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 12 2013, 09:34 AM

Otherguy
ჩემი აზრი ამსთან დაკვშირებით ასეთია, თარგმნისას რომ შეცვლილია სიტყვები ეს იმიტომ რომ შინაარსი უკეთ გაგვეგო. ანუ შინაარსი რომ არ დამახინჯებულიყო სიტყვები შეცვალეს smile.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Sep 12 2013, 09:33 PM

ციტატა(G_saxva @ Sep 12 2013, 09:34 AM) *

Otherguy
ჩემი აზრი ამსთან დაკვშირებით ასეთია, თარგმნისას რომ შეცვლილია სიტყვები ეს იმიტომ რომ შინაარსი უკეთ გაგვეგო. ანუ შინაარსი რომ არ დამახინჯებულიყო სიტყვები შეცვალეს smile.gif


შეიძლება მასეცაა, მაგრამ რა მაგალითიც აქვს მოყვანილი, მანდ აზრია შეცვლილი...

არ ვარ ამ საკითხში გარკვეული, კარგი იქნებოდა რომ ესაუბრათ ისეთ ხალხს ვინც იცის რამე ამ საკითხის შესახებ....

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Sep 12 2013, 10:06 PM

ისე მიიღეთ ყოველი სწავლება როგორც ამას ეკლესია ასწავლის, მიღმიერ ხედვას უფალი ნელ-ნელა ღვაწლის შესაბამისად აძლევს ადამიანს.
ყოველი მწვალებლობა რწმენის და ცოდნის ნაკლებობის მქონე ადამიანთა მიერ ბიბლიის არასწორად გამოკვლევის შედეგად წარმოიშვა.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Sep 12 2013, 10:28 PM

nick
MIRDAT
G_saxva

გასაგებია, მაგრამ მაინც მიკვირს, რომ რამოდენიმე ეკლესიის მამის გარდა ორიგინალის კითხვის იდეა არავის გასჩენია.

მაგალითად წმ. იოანე ოქროპირი დანანებით ამბობს ერთგან, რომ ბერძნული სეპტუაგინტა კარგია, მაგრამ ბევრი რამ იკარგება მაინც ებრაულიდან ბერძნულში თარგმანისას.

იესო არამეულად საუბრობდა და არა ბერძნულად, ასე რომ არამარტო აზრი შეიძლება დაიკარგოს თარგმანისას, არამედ პოეტური ფრაზებიც.

"მამაო ჩვენო" ირითმება რეალურად არამეულ ენაზე, ზოგ იგავებში კი ლამაზი პოეტური სიტყვების თამაშია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2013, 10:55 PM

Otherguy
შენ წარმოიდგინე და სადღაც გეთანხმები...biggrin.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Sep 13 2013, 02:45 AM

ციტატა(Otherguy @ Sep 12 2013, 01:07 AM) *


ან რომ წერია ლუკას 14:26-ში: "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას..."-ო, არამეულში ეგ სიტყვა ნიშნავს - "გვერდზე გადადება"-ს და რატომ არ შეიძლება ჩვენც ასე გავიგოთ? იესო სიძულვილს არასოდეს არ ქადაგებდა ისედაც.



აი ეს საკმაოდ კარგი მაგალითია რატომ ჯობია დედანი თარგმანს...

ეგ კი არა, რამდენიმე გამოცემა მაქვს ბიბლიის და სხვადასხვა მუხლები სხვადასხვანაირად წერია ყველგან... (თუ საჭიროა შემიძლია მოვიყვანო 1–2 მაგალითი..)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 13 2013, 09:19 AM

მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი არამეულზე სახარებას, მაგრამ ჯერ-ჯერობით იმით ვკმაყოფილდები რაც მაქ.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 13 2013, 12:06 PM

thumbs.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Sep 13 2013, 08:49 PM

აკაკი
G_saxva
MIRDAT
A.V.M

აი ეს კითხვა მაქვს, ძველ აღთქმაში წერია:

"რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ." - ზოგადად არ შეიძლებოდა კეთროვნების და სხვადასხვა ტიპის "უწმინდურების" ცხოვრება ხალხთან ერთად.

მაშ რატომ არის რომ:

"ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას." (მარკოზი 14:3)

როგორ შეიძლება კეთროვანს ეცხოვრა ვინმესთან ერთდ სახლში? გადამდებია კეთრი...

სინამდვილეში არამეული სიტყვები "გარიბო"(თიხის ჭურჭლების გამკეთებელი) და "გარობო"(კეთროვანი) მსგავსებია და მაშინ ხმოვნების გარეშე თუ იწერებოდა, თავისუფლად შეიძლებოდა არეოდათ.

თანაც თუ მართლა კეთროვანი იყო, რატომ არ განკურნა იესომ? ან რატომ არ სთხოვა კეთროვანმა განკურნება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 13 2013, 09:07 PM

Otherguy
საინტერესო დასაწყისი გაქვს . ვნახო აბა რა გიწერია...

ანუ გინდა თქვა რომ მთაწმინდელს შეეშალა რაღაც-რაღაცები თარგმნისას ხომ?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Sep 13 2013, 09:14 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 13 2013, 09:07 PM) *

Otherguy
საინტერესო დასაწყისი გაქვს . ვნახო აბა რა გიწერია...

ანუ გინდა თქვა რომ მთაწმინდელს შეეშალა რაღაც-რაღაცები თარგმნისას ხომ?


მთაწმინდელი რატომ გელანდებათ სულ? ბერძნულში წერია "სიმონ კეთროვანი" და იქიდან თარგმნა მთაწმინდელმა და ბევრმა სხვამ.

საუბარია არამეულზე. იესო არამეულად საუბრობდა და უფრო ლოგიკურია სიმონი მეთიხე ყოფილიყო ვიდრე კეთროვანი.

თუმცა მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება უბრალო დამთხვევაა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 13 2013, 09:28 PM

Otherguy

ციტატა
მთაწმინდელი რატომ გელანდებათ სულ?

მთაწმინდელის თარგმანით ვხელმძღვანელობ და იმიტომ...

ანუ ბერძნულ ენაზე მთარგმნელებს მოუვიდათ შეცდომა შენი აზრით ხომ?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Sep 13 2013, 09:31 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 13 2013, 09:28 PM) *

Otherguy

მთაწმინდელის თარგმანით ვხელმძღვანელობ და იმიტომ...

ანუ ბერძნულ ენაზე მთარგმნელებს მოუვიდათ შეცდომა შენი აზრით ხომ?


ჰო, ანუ ამ შემთხვევაში მთაწმინდელი არაფერ შუაშია.

პრობლემას იწვევს რამოდენიმე საკითხი:

1) რა უნდოდა კეთროვანს ქალაქში, ოჯახთან ერთად? კეთრი გადამდებია. თან კანონი იყო ღმერთის დაწესებული, რომ კეთროვნები ქალაქიდან უნდა გაეყვანათ.

2) რატომ არ განკურნა ქრისტემ კეთროვანი? ან რატომ არ თხოვეს ოჯახის წევრებმა მისი განკურნება?

არის ერთი ვარიანტი, რომ ქრისტემ მანამდე განკურნა სიმონი და მეტსახელი კეთროვანი მაინც შერჩა. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. ბიბლიაში არ წერია ყოველ შემთხვევაში.


პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 14 2013, 02:12 AM

განაგრძეთ...
(ასე ჯობია) smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Sep 14 2013, 11:22 AM

აკაკი

ესეიგი აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ მართლმადიდებლობა არაა ჭეშმარიტი რელიგია და რომ რასელისტობა არის ჭეშმარიტება.

ამას ელოდი? biggrin.gif აბა რა "შემდგომ?" კაცო. საინტერესო საკითხია ეგ და სრულიად ობიექტური. მართლმადიდებლობა რა შუაშია აქ? სიმონი მექვაბე იყო თუ კეთროვანი ამას არაფერი აკავშირებს ეკლესიასთან და მის დოგმატებთან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 14 2013, 11:26 AM

Otherguy
ეფრემ ასურის განმარტება გვაქვს ამ მუხლის?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 14 2013, 11:40 AM

არა, ვერ გამიგე.
მე, პირიქით, დაინტერესებული ვარ და ამიტომ ვიკითხე, რომ მეტის წაკითხვა მომინდა, სანამ საკუთარ აზრს და მიდგომას დავწერდი (რომელიც, შეიძლება ითქვას, იგივეა). არ ვიცი, რათა ფიქრობ, რომ ჩაცივებული ვარ რამეებზე happy.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Sep 14 2013, 10:07 PM

A.V.M

ეფრემ ასურს აქვს კომენტარი დაწერილი დიატესარონზე და თუ ვნახე უფასოდ სადმე, წავიკითხავ და დავდებ აქაც. უფასოდ არის მარტო მხატვრულ-თეოლოგიური ჰიმნები.

აკაკი

წმ. იოანე ოქროპირი წერს, რომ უკვე განკურნებული იყო იესოსგან სიმონი. მაგრამ მეტსახელი რატომ შერჩა გაუგებარია. ვიღაცას კიბო რომ ჰქონდეს და გადარჩეს, მთელი ცხოვრება "კიბო" უნდა ეძახონ? კაცი ძლივს გადარჩა, მოიშორა დაავადება და მეტსახელად უნდა ეგ დაავადება?

თანაც კეთროვნება უწმინდურებას ნიშნავდა და მაგ მეტსახელს არავინ შეარქმევდა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 14 2013, 11:03 PM

Otherguy
ასური ვიცი .
სხვა მაინტერესებს ვინც ასე მოქმედებდა...
კაბადოკიელ მამებში ვითომ არ გვექნება არამეული სახარების ეგზეგეზები?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 24 2013, 01:23 AM

ისე , სადმე ისწავლება ეს ენა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 24 2013, 09:15 AM

A.V.M
საქართველოში დარწმუნებული ვარ რომ არა და მსოფლიოში იქნება biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 25 2013, 02:43 AM

G_saxva

ციტატა
საქართველოში დარწმუნებული ვარ რომ არა და მსოფლიოში იქნება

დავიჯერო არავინ იცის საქართველოში ეს ენა?
(დაბალ დონეზე მაინც)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 25 2013, 09:25 AM

A.V.M
მეეჭვება ვინმემ იცოდეს. შეიძლება რამოდენიმე სიტყვა იცოდეს მაგრამ ისე რომ ისაუბროს დაბალ დონეზეც მაინც, საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: sandro sandro თარიღი: Mar 12 2014, 01:56 PM

G_saxva
A.V.M

ციტატა
დავიჯერო არავინ იცის საქართველოში ეს ენა?
(დაბალ დონეზე მაინც)


საქართველოში მცხოვრებმა ასირიელებმა იციან არამეული ენა. მე ვარ ამის მოწმე როგორ საუბრობენ ამ ენაზე

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 12 2014, 03:12 PM

sandro sandro
როგორ მიხვდი არამეული რომ იყო?

პოსტის ავტორი: sandro sandro თარიღი: Mar 20 2014, 03:58 PM

G_saxva

ციტატა
როგორ მიხვდი არამეული რომ იყო?


მე კი არ მივხვდი, თვითონ მითხრეს ასურელები ვართ და არამეულ ენაზე ვლაპარაკობთო

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 21 2014, 09:23 AM

ციტატა(sandro sandro @ Mar 20 2014, 03:58 PM) *

G_saxva
მე კი არ მივხვდი, თვითონ მითხრეს ასურელები ვართ და არამეულ ენაზე ვლაპარაკობთო

აა გასაგებია ...

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: May 12 2014, 10:11 PM

აი ეს გადაცემა ვინმეს უბხია? (თუ უნახავს?)
http://www.youtube.com/watch?v=KCcKlsOb6LY

მე ერთმა კაცმა მთხოვა: გადამითარგმნეო. და მართალი თუ არიან ისინი, დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს საქართველოში რომელიც არამეულ ენაზე საუბრობს

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: May 19 2014, 10:54 AM

ციტატა(Otherguy @ Sep 12 2013, 01:07 AM) *

რადგან აშკარაა, რომ იესო არამეულად საუბრობდა, მიკვირს, რომ თავიდანვე, ახალი აღთქმის არამეული ხელნაწერები დიდად არ იყო ეკლესიის მხრიდან მოწონებული და აღიარებული. წმ. ეფრემ ასურის და წმ. აფრაატის გარდა იშვიათად, რომ ვინმეს მხოლოდ არამეული ბიბლიით ეხელმძღვანელა.

არადა რაც მართალია მართალია - ყველაზე ახლოს იმასთან, თუ რას გულისხმობდნენ ნათქვამებში იესო და მისი მოციქულები, არამეულ ბიბლიაში შეგვიძლია ვნახოთ. როგორც არ უნდა იდეალურად ეთარგმნათ ბერძნულად, მაინც ხომ არამეულად იქნება ყველაზე ზუსტი?

ამ შაბათს საეკლესიო-სლავურ ენის კურსებზე ვიყავი rolleyes.gif და მასწავლებელმა მისი აზრი გამოთკვა ამ კითხვის შესახებ. მან თქვა რომ ახალი აღთქმის შემოქმედებიდ პერიოდში ბერძნული ენა იყო ერთად-ერთი ენა რომელშიც იყო შესაძლებელი სასულიერო ცნებებისათვის სასარგებლო სიტყვების მოძებნა. მაგალითათ აი ასეთი რამეს დაწერა უბრალოდ შეუძლებელი იყო არამეულად:

1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.
3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.
5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.

და ამაზე მეტად შეუძლებელი იყო აი ასეთი გამოთქმა:

14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.

უფრო ზუსტად - ასეთი გამოთქმა შესაძლებელი იყო, მაგრამ 100% არასწორად გაგებული იქნებოდა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)