ჩემი აზრით სანამ თავად წმინდა წერილის შესწავლას დავიწყებდეთ, უნდა შევისწავლოთ მისი დაწერის ისტორიაც. მიმოვიხილოთ პერიოდი როდესაც იწერებოდა წმინდა წერილი. ძალიან საინტერტესოა ამის ცოდნა.
ახალი აღქმის წმინდა წერილის წიგნები, რომელთა საერთო რაოდენობა 27-ია, შეიქმნა I საუკუნეში. წიგნები იწერებოდა 41-42 წლებიდან საუკუნის ბოლომდე. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში 27-ვე წიგნის კანონიკურად ანუ სავალდებულოდ ცნობა მხოლოდ მე-4 საუკუნისთვის გახდა შესაძლებელი. სწორედ პირველ 4 საუკუნეს ეძღვნება ახალი აღთქმის წმინდა წერილის კანონის ჩამოყალიბების პერიოდი, რომელიც თავის მხრივ 4 ქვეპერიოდად განიყოფა. I პერიოდს ეწოდება მოციქულთა ხანა, რომელიც I საუკუნეს მოიცავს, მეორე პერიოდია მოციქულებრივ მამათა პერიოდი. მოიცავს I საუკუნის ბოლო, II საუკუნის შუა წლებამდე. III პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახენახევარს და IV პერიოდი გახლავთ III, IV საუკუნეები.
I პერიოდში, მოციქულთა ხანაში თვითონ მოციუქლები ამოწმებდნენ ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ. მაგ: მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში მათ უწოდებს "საღმრთონი წიგნნი". (ტიმ II 3.15-16) ასე რომ, პავლე მოციქული მათ უწოდებს "ღმრთივსულიერ" წიგნებს (კვლავ ტიმ. II 3.11) ასევე უწოდებს წმინდა წიგნებს (რომალეთა მიმართ 1.2) პეტრე მოციქული მათ უბრალოდ წიგნებად იხსენიებს და იგი ამას გვაუწყებს თავის კათოლიკე ეპისტოლეს II წიგნის I თავში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოციქულთა სიტყვას ქრისტიანული თემები იმჟამად იღებდნენ როგორც თვით ქრისტეს მიერ ნაუწყებ სიტყვას (გალატელთა მიმართ 4.14-15) ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანული თემები ძველ ეპისტოლეებს უმატებდნენ ახალს და დგებოდა მოციქულთა წერილების კრებულები.
მოციქული პავლე მიმართვას ქრისტიანებს, რომ ეპისტოლეები ერთმანეთს შორის გაცვალონ (კოლ. 4.16) ასევე ცნობილია, რომ იოანე მახარებელმა მე-4 სახარება დაწერა საუკუნის ბოლოს ეფესელ ქრისტიანთა თხოვნით.
II პერიოდს რაც შეეხება მოციქულებრივ მამათა თხზულებებში ხშირად გვხვდება ციტირებები ახალის აღთქმის წმინდა წერილის წიგნებიდან , ისე რომ არ არის დასახელებული არც ავტორი და არც წიგნი, რადგანაც თვითონ მოციქულებრივი მამებიც და ის ხალხიც, ვისთვისაც იწერებოდა მათი თხზულებები კარგად იცნობდნენ ახალი აღთქმის ყველა წიგნს. მოციქულებრივ მამებად სახელდებიან კლიმენტი რომაელი, ასევე წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი) მას ჰქონდა ეპისტოლეები სხვადასხვა ეკლესიებისადმი, სადაც ის ციტირებას ახდენს ახალი აღთქმის წიგნებიდან. ასევე ათორმეტ მოციქულთა მოძღვრება -დიდაქე, რომელიც დაახლოებით I საუკუნის ბოლოს, II საუკუნის 20 - იან წლებშია დაწერილი და იგი ითვლებოდა პირველ ქრისტიანტათვის კატეხიზატორულ წიგნად. ასევე ერმის ”მოძღვარი” (მწყემსი) 135,140 წლებში დაიწერა. ასევე პოლიკარპე სმირნელის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ ეპისტოლეში - ფილიპელთა მიმართ, რომელიც დაიწერა ეგნატე ღმერთშემოსილის სიკვდილისთანავე 107,108 წლებში. ასევე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპიუს ჰიერაპოლელი თავის თხზულებაში ”უფლის სიტყვათა განმარტებაში” იშველიებს ახალი აღთქმის წმ. წერილის სიტყვებს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ევსევი კესარიელის უწყებით ეს თხზულება II საუკუნის I ნახევარში არის დაწერილი.
მე - 3 და მე-4 პერიოდებს მოგვიანებით დავწერ.
ასევე დავწერ წმინდა წერილის თავებად და მუხლებად დაყოფის ისტორიასაც.
III პერიოდი
ეს პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახევარს, ანუ 150 წლიდან 200 წლამდე მონაკვეთს. ამ პერიოდის განსაკუთრებულად საინტერესო ძეგლი გახლავთ ”მურატორის კანონი” და ”პეტიშო”. ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა მურატორმა, რომელიც მოღვაწეობდა XIX საუკუნეში მილანის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა წიგნთა კრებული, რომელიც შედგენილი იყო II საუკუნის II ნახევარში. ამ კანონშჳ შედის 4 სახარება, საქმე მოციქულთა, პავლეს 13 ეპისტოლე, იუდას ეპისტოლე, იოანეს I ეპისტოლე, გამოცხადება იოანესი, იოანეს და პეტრეს ეპისტოლეები, იაკობის ეპისტოლე კი საერთოდ არ არის ნახსენები. ეს წიგნები, როგორც ჩანს, II საუკუნის II ნახევარში გამოიყენებოდა დასავლეთის ეკლესიაში.
”პეტიშო” ეს არის სირიული თარგმანი ახალი აღთქმის წიგნებისა. ქართულად ტერმინი პეტიშო ნიშნავს უბრალოს, ხალხურს. ეს კრებულიც II საუკუნის II ნახევარშია შედგენილი მცირე აზიისა და სირიის ეკლსიებისთვის. მურატორის კანონს არ ემატება ეპისტოლე ებრაელთა მიმართ და იაკობის ეპისტოლე, მაგრამ მასაც აკლია II ეპისტოლე პეტრესი, II და III იოანესი, იუდას ეპისტოლე და გამოცხადება. ამ პერიოდის შესასწავლად მიდიდარ ცნობებს ვხვდებით საეკლესიო მწერლებთან - ირინეოს ლიონელთან, ტერტულიანესთან და კლიმენტი ალექსანდრიელთან.
IV პერიოდი მოიცავს III, IV საუკუნეს. ამ პერიდოში მოღვაწეთაგან აღსანიშნავია კლემენტი ალექსანდრიელის მოწაფე - ორიგენე. იგი წმინდა წერილის წიგნებს ორ ნაწილად ყოფს. 1) უდაოდ მოციქულთა მიერ დაწერილებად. ამ წიგნებს განეკუთვნება 4 სახარება, საქმე მოციქულთა, პავლეს თოთხმეტივე ეპისტოლე და ამავე დროს ამატებს, რომ ებრაელტა მიმართ ეპისტოლე სხვისი დაწერილია, ოღონდ აზრი პავლესი არისო. ასევე პეტრეს I სპისტოლეს, იოანეს I ეპისტოლეს და ასევე გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა 2) საყოველტაოდ მიღებული ეპისტოლეები. სხვა დანარჩენი ეპისტოლეები, ოღონდ ისინიც ღმრთივ შთაგონებულნი. არიანო.
IV პერიოდის ცნობილი ისტორიკოსია - ევსევი კესარიელი. მან თავის საეკლესიო ისტორიაში VI წიგნის 25 თავში მოგვცა წმიდა წერილის წიგნთა შემდეგი დაყოფა. I ჯგუფი საყოველტაოდ აღიარებული - 4 სახარება, საქმენი, პავლენი, პეტრეს I ეპისტოლე და წერს "თუ გნებავთ იოანეს გამოცხადებაცთქო". II ჯგუფი - სადავო - იაკობის, იუდას, პეტრეს II და იანეს III ეპისტოლეები. III ჯგუფი - ნატყუარი - პავლე მოციქულის საქმეები, პეტრეს გამოცხადება, თუ გნებავთ იოანეს გამოცხადებაც, ერმის მოძღვარი და ბარნაბას ეპისტოლე. IV კატეგორია - ერეტიკული - სახარებები პეტრესი, თომასი, ანდრიასი.
IV საუკუნის მოღვაწეს წმ. ათანასე დიდსთავის 39-ე პასქალურ ეპისტოლეში 27 ვე წიგნის ჩამონათვალი აქცს კანონიკურ წიგნებად, ასევე ლაოდიკიის კრების (306წ) მე-60 კანონში არის ჩამონათვალი 27 ვე კანონიკური წიგნისა, რომელიც შემდგომ დაამტკიცა VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ.
დათიკო
არაკანონიკურ წიგნებზეც საინტერესო იქნება. მაგალითად, იაკობის სახარება. რამდენად სარწმუნოა? და ზუსტად რას ნიშნავს არაკანონიკური წიგნები? მხოლოდ იმას, რომ მათი ორიგინალები ცნობილი არაა და მხოლოდ ასლები შემორჩა, თუ ცდომილებებს შეიცავს და არ უნდა ვენდოთ?
მარიამი
აქა მშვიდობა,
KAIROS
თქვენთვის ყველასათვის, სამღვდელოებისათვისაც და ერისკაცთათვისაც იყოს ძველი აღთქმის შემდეგი საღმრთო წიგნები: ხუთი მოსესი - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა. ისო ნავეს ძისა - ერთი, მსაჯულთა - ერთი, რუთისა - ერთი, მეფეთა - ოთხი, ნეშტთა - ორი, ეზრასი - ორი, ესთერისა - ერთი, მაკაბელთა - სამი, იობისა - ერთი, ფსალმუნნი - ერთი, სოლომონისა - სამი, იგავნი, ეკლესიასტე, ქებათა-ქება, თორმეტი წინასწარმეტყველისა: ესაიასი - ერთი, იერემიასი - ერთი, ეზეკიელის - ერთი, დანიელის - ერთი. ამათ გარდა შეისწავლეთ თქვენ და ასწავლეთ თქვენს ახალგაზრდებსაც მრავალსწავლული ზირაქის სიბრძნე. ჩვენი წიგნები, ე.ი ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისა, ლუკასი, და იოანესი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანეს - სამი, იაკობისა - ერთი, იუდასი - ერთი, კლიმენტის ეპისტოლე - ორი და ეპისკოპოსთათვის განწესებული კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი, რომლებიც ყველას მსჯელობის საგანი არ უნდა გახდეს მათში შესულ საიდუმლოთა გამო და მოციქულთა საქმენი. ეს კანონები განწესებულია ჩვენს მიერ თქვენთვის, ოი, ეპისკოპოსნო, ხოლო თქვენ თუ ამას დაიცავთ, ცხონდებით და მშვიდობა გექნებათ, ხოლო თუ ეურჩებით, დაიტანჯებით და მუდმივი ბრძოლა გექნებათ ერთმანეთში და ურჩების შესაფერისი სასჯელიც დაგედებათ. ერთმა ღმერთმა, სმარადისომ და ყველას დამბადებელმან მშვიდობისა მიერ გაგაძლიეროთ თქვენ ყველანი სული წმიდით და განგამტკიცოთ ყველა კეთილი საქმის მიმართ სწორად, ბრალის გარეშე, უბიწოდ და ღირსი გაგხადოთ საუკუნო ცხოვრებისა ჩვენთან ერთად მისი საყვარელი ძის, ჩვენი მაცხოვრის იესუ ქრისტეს შუამდგომლობით, რომელთანაც არის დიდება ყოველთა უზენაეს ღმერთთან, მამასთან ერთად ნუგეშინისმცემელი სული წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!
მოციქულთა კრების 85-ე კანონი
ეკლესიაში წაკითხულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონიკური, საყოველთაოდ მიღებული წიგნები.
კანონის მიერ მოხსენიებულ წიგნთა გარდა, ეკლესიაში არ უნდა იკითხებოდეს არაფერი საღმრთო წერილის სახელით. კანონის მიერ მოხსენიებული წიგნებია შემდეგი: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა, ისო ნავეს ძისა, მსაჯულთა, მეფეთა ოთხი წიგნი, ნეშტთა ორი წიგნი, იობის წიგნი, ფსალმუნნი, სოლომონის სამი წიგნი, წინასწარმეტყველთა თორმეტი წიგნი: ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ტობია, ივდითი, ესთერი და ეზდრას ორი წიგნი.
ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმის წიგნი ერთი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულის - სამი, იაკობ მოციქულის - ერთი, იუდა მოციქულის - ერთი, იოანეს გამოცხადება - ერთი წიგნი. ჩვენს ძმასა და თანამწირველს ბონიფანტეს და იმ მხარის სხვა ეპისკოპოსებსაც ეუწყოს ეს წინამდებარე კანონის დასამტკიცებლად, ვინაიდან ეს (წიგნები) მივიღოთ მამათაგან ეკლესიაში საკითხავად.
კართაგენის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი.
გაუ!
რამდენადაც ვიცი არსებობს ე.წ. იუდას სახარებაც, რომელიც ახლახანს აღმოაჩინეს და მიმდინარეობს კვლევა.
საინტერესოა როდის დაწერა ის იუდამ (და თუ დაწერა საერთოდ)?
მან ხომ თავი ქრისტეს აღდგომამდე მოიკლა?!
და საინტერესოა რამდენად შეიძლება მას "სახარება" ვუწოდოთ?! თუ ეს იყო უბრალოდ იუდას ჩანაწერები დღიურის პონტში?!
თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ გამარკვიოთ ამაში.
მადლობა ყველას წინასწარ
LEBU
LEBU
ხოო...
მადლობთ ნინ & დათიკო
უბროლოდ ვინმემ რომ მკითხოს ამის შესახებ რამე პასუხი ხო უნდა გამაჩნდეს?!
როგორც, ექიმს რომ კითხოს ვინმემ ფიზიოთერაპია რა არისო და მან რო პასუხი ვერ გასცეს, ხო დაკარგავს პაციენტის ნდობას?!
ხო, რეებს ვბოდიალობ, აბა კარგათ ჩემო კარგებო
როგორც იქნა მოვიცალე და ავკრიბე:
ახალი აღთქმის წმინდა წერილის თავებად დაყოფის ისტორია
ჩვენთვის ცნობილია, რომ წმინდა წერილის წიგნთა გადამწერები ნებით ან უნებურად ამახინჯებდნენ ტექსტს. ეკლესიის მამათა თხზულებებში წმინდა წერილის წიგნთა ციტირებისას არ ხდებოდა მინიშნება თუ რომელ ავტორს ეკუთვნოდა ციტატა. ეს მათთვის ისედაც ცნობილი იყო. მოგვიანებით, როდესაც საჭირო გახდა წმინდა წერილის წიგნთა ზედმიწევნითი გაწმენდა-გასუფთავება, მრავალი პრობლემა წარმოიშვა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავდაპირველად ტექსტები თავებად, მუხლებად, სიტყვებად დაყოფილი არ ყოფილა. ამგვარი გაყოფა მხოლოდ X საუკუნეში შესრულდა. ძვ. ხელნაწერები კი მოციქულთა მიერ შექმნილ დატოვებული აღარ არსებობდა. წიგნთა რედაქტირება და ტექსტების შეჯერება უკვე III საუკუნიდანვე იწყება. III საუკუნის ალექსანდრიის ეკლესიის დიაკონმა ამონიოსმა სახარების სიმფონიის შედგენის მიზნით მათეს სახარების ტექსტი შეუპირისპირა სხვა სახარებებს. ეს საქმე სრულყო ევსევი კესარიელმა. ევსევი კესარილემა შეადგინა 10 ტაბულა, სადაც შინაარსით ერთნაირი და შეთანხმებული ეპიზოდები განათავსა 4 - ვე სახარებიდან. მან ამონიოსის პერიკოპებიც გამოიყენა. ამონიოსის დაყოფილ თავებს პერიკოპი ეწოდება, რაც ნიშნავს მცირე მონაკვეთს. ევსევი კესარიელმა I ტაბულაში მოათავსა ეს ეპიზოდები, რომლებიც 4-ვე სახარებაში გვხვდება. II, III, IV ტაბულაში განათავსა ის ეპიზოდები, რომლებიც სამ სახარებაში გვხვდება. V დან IX მდე განათავსა რომლებშიც მხოლოდ 2 სახარებაში გვხვდება და X ტაბულაში განათავსა ისინი, რაც მხოლოდ ერთ სახარებაში გვხვდება.
V საუკუნის შუა წლებში ალექსანდრიის ეკლესიის დიაკონმა - ევთალემ სამოციქულოს საკითხავები მუხლებად დაჰყო და ამგვარ დაყოფას საფუძვლად დაუდო სუნთქვითი რეჟიმი. ამბობენ რომ მან 4-ვე სახარება ამგვარად დაჰყო, მაგრამ არ შემორჩენილა. გამოცხადების ტექსტი მომდევნო საუკუნეებში დაჰყო ანდრია კაბადოკიელმა. მუხლები თავდაპირველად გამოიყოფოდა სხვადასხვა ნიშნით. დღეს არსებული სასვენი ნიშნები მოგვიანებით შემოვიდა და საბოლოო სახე XVI საუკუნეში დამკვიდრდა, წიგნის ბეჭდვის გამოგონების შემდგომ, ალდუს მინუციუსის მიერ.
ევთალემ თავის დაყოფას საფუძვლად დაუდო მთელი წლის კვირა დღეები. სულ 54 კვირიაკე და 3 სადღესასწაულო, რის გამოც სამოციქულო 57 ნაწილად გაიყო. მისი გეგმის თანახმად ახალი აღთქმის წიგნები მთელი წლის მანძილზე თავიდან ბოლომდე უნდა წაკითხულიყო, გარდა გამოცხადებისა, მაგრამ ეს გეგმა ყველა ეკლესიამ არ მიიღო. დღესასწაულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა საკითხავების რაოდენობაც. ამჟამად ახალი აღთქმის წმინდა წერილი 368 საკითხავადაა დაყოფილი. აქედან მათე მახარებელზე მოდის 116 წაკითხავი, მარკოზი - 71, ლუკა - 114, იოანე - 67. საქმე მოციქულთა 335 საკითხავადაა დაყოფილი. ამგვარად წმინდა წერილის საკითხავებად დაყოფის ტრადიცია ადრიდანვე იღებს სათავეს დასავლეთის ეკლესიაში. ამგვარად ცხრილები V საუკუნიდან არსებობს. აღმოსავლეთის ეკლესიაში იოანე დამასკელის დროიდან, VIII საუკუნიდან.
თანამედროვე სახარების თავებად დაყოფის ისტორია XIII საუკუნიდან იწყება. კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა სტეფანე ლანგტონმა წმინდა წერილი თავებად დაჰყო, რითაც ისარგებლა ესპანელმა კარდინალმა ჰუგომ, მუხლებად კი პარიზელმა გამომცემელმა რობერტ სტეფანმა დაჰყო.
დროთა განმავლობაში წმინდა წერილის ტექსტის შინაარსის ცვლილებები გამოწვეული იყო შეცდომების, ასოების აღრევის, სიტყვათა და წინადადებათა გადასმის, გამოტოვების, გამეორების გამო. ზოგჯერ ტექსტს შეგნებულადაც ასწორებდნენ. ცვლიდნენ გაუგებარ ისტორიულ, გეოგრაფიულ, დოგმატური ხასიათის ტერმინებს და ამარტივებდნენ ტექტს. ტექსტი რომ შეურყვნელად დაეცვათ საჭირო იყო მისი კრიტიკული ანალიზი. ამიტომ დაიქყო მისი გაწმენდა გვიანდელი შენამატი ფენებისგან. ახალი აღთქმის ტექსტის ქრიტიკული განხილვა ჯერ კიდევ III საუკუნეში დაიწყო იროგენემ.
III საუკუნის ბოლოს და IV საუკუნის დასაწყისში ახალი აღთქმის ტექსტის გასასწორებლად და აღსადგენად დიდი სამუშაოები ჩაატარეს ეგვიპტელმა ეპისკოპოსმა ისვიქიმ და ანტიოქიელმა ხუცესმა ლუკიანემ (მარტვილი). მაგრამ ყველა ეკლესიამ არ მიღო ეს შესწორებები. რომის პაპმა გელასიმ (+495) ეს შესწორებები მცდარად ცნო. ახალი აღთქმის ტექსტის ბეჭდური გამოცემების დაწყებისას (მე-16 ს) უკვე აღარ არსებობდა იდენტური ტექსტები. ახალი აღთქმის ტექსტის პირველი ბეჭდვა დაიწყო ტოლედოს მთავარეპისკოპოსმა კარდინალმა ქსიმენეზემ კომპლუტენში (ესპანეთი). ამ გამოცემას კომპლუტენის პოლიგლოტა ეწოდება, რადგან იგი შეიცავს ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს ძველებრაულ, ძველბერძნულ ენებზე ლათინური თარგმანით. ახალი აღთქმის ტექსტს IV-VIII საუკუნეების ხელნაწერები დაუდეს საფუძვლად. მათ ტექსტი ვულგატას მიხედვით გამართეს. მალე ერაზმ როტერდამელმა გამოსცა ე.წ. ბაზელური ხელნაწერები, თუმცა კომპლუტენას ხელნაწერებს იგი ჩამორჩებოდა რაოდენობითაც და სიძველითაც.
შემდგომში რამდენადმე თავისთავადი და კრიტიკული მიმართულების იყო რობერთ სტეფანის და თეოდორე ბეზას გამოცემები. სტეფანის გამოცემა შემდგომი გამოცემების საფუძველი გახდა. იგი 15 უძველეს ხელნაწერს ეყრდნობოდა, რომელიც მისმა შვილმა გამოიკვლია, ხოლო ბეზამ ძველ ხელნაწერებთან ერთად ასურული პეშიტოთი და არაბული თარგმანებით ისარგებლა. ამით მან ფაქტობრივად სრულყო და დააზუსტა სტეფანის გამოცემა.
XVI საუკუნეში ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტი კომერციული გამოცემების საგნად იქცა, რამაც მრავალი არეულობა გამოიწვია. XVII საუკუნეში ძმებმა ელზევირებმა გამოსცეს კრიტიკულად შესწორებული ტექსტი, რომელიც ძირითადად ბეზას გამოცემას ემყარებოდა და დიდხანს იყო საყოველთაოდ მიღებული. XVII საუკუნის ბოლოდან ამ ტექსტმაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება. მრავალი ტექსტი და ხელნაწერი იქნა შეჯერებული, რის საფუძველზეც გამოვიდა ბენგელის 1734 წლის, გრინბახის 1774 წლის, ლახმანის 1831 და ტიშელდორფის 1841 წლის გამოცემები. აღნიშნული გამოცემების წყაროები ბერძნულია. წყაროთაგან აღსანიშნავია II საუკუნის II ნახევრის ტექსტის ნაწყვეტები. ასევე სინას კოდექსი (IV საუკუნე). იგი მოიცავს ძველი აღთქმის დიდ ნაწილს და სრულად ახალ აღთქმას. ვატიკანის კოდექსი IV ს. სრულად ძველი აღთქმა, ახალი აღთქმიდან აკლია 4 ეპისტოლე და გამოცხადება, ალექსანდრიის კოდექსი V ს. სრულად ძველი და ახალი აღთქმა. ასევე პეშიტო II საუკუნე. კომპტური თარგმანი IV საუკუნის დასაწყისი, ლათინური თარგმანი IV საუკუნის მეორე ნახევარი, ქართული IV, V საუკუნეები. სომხური V ს. სლავური IX ს.
მოყვასი
დათიკო მადლობ პასუხებზე
ოშკის ბიბლიაზე დიდი მადლობა; მეც ვიფიქრე ალბათ მას გულისხმობსთქო, მაგრამ მაინტერესებდა შენი პასუხი, რას გულისხმობდი დაწერილში რომ დავრწმუნებულიყავი.
რაც შეეხება უესტკოტს და ჰორტს, საკითხავია იმ ავტორების ვინაობა რომელელი ციტირებები აქ დაგვიდე - თანაც ინგლისურად რომელსაც ყველა არ ფლობს ისე კარგად რომ ყველაფერი სათანადოდ გაიგოს.
მეორე, უესტკოტის და ჰორტის მეცნიერული ნაშრომი, მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ნაშრომია რომელიც არაერთ ბიბლიის თარგმანს უდევს საფუძვლად, და ეს ბიბლიები საყოველთაოდ ცნობილი თარგმანებია და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ. მიზეზები ალბათ, თავადაც იცი თუ რატომა. იმით რომ საფუძვლად უდევთ სანდო, მეცნიერულად დასაბუთებული ტექსტები საიდანაც თარგმნეს.
როგორც ჩანს, (გუუგალში მონახული ინფორმაციების გარდა,) ცოტა მეტია საჭირო იცოდეს კაცმა ამ ნაშრომზე რომ მიუკერძოებელი თვალსაზრისი გაავრცელოს იმ ადამიანებში რომლებსაც ზედმიწევნით აქვთ გამოკვლეული აქ გახსნილ თემაში არსებული საკითხები. და თუ გუუგალიდან არაა (არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში საიდანაა) არ ნიშნავს რომ ის რა ციტატებიც მოიყვანე სარწმუნოა და ჩვენს ნდობას იმსახურებს.
მესამე. თუნდაც მართალი იყოს ის რომ მას (რელიგიურ თუ სასულიერო) საკითხებში თავისი მოსაზრებები გააჩნდა ეს არ ნიშნავს რომ ამის გამო მისი მეცნიერულად დასაბუთებული ნაშრომი ბერძნული ტექსტების შეჯერებული გამოცემა ვუარყოთ ან არ ვენდოთ. [მაგალითისთვის: ოპერაცია იმ ექიმს არ უნდა გავაკეთებინოთ ვინც სიტყვაზე (არ იქნებოდა მართლმადიდებელი, ან ათეისტი იქნებოდა, ან თუნდაც ბოლო ბოლო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის) იქნებოდა? მაპატიე უხეში შედარებებისათვის.]
მე არ შევეცდები ამ თემის გაოფებას და არ მოვიყვან უესტკოტისა და ჰორტის შესახებ ობიექტურ მასალებს ამ ეტაპზე.
უბრალოდ ძალიან დაგვავალებ, თუ კონკრეტულ მასალებს მოგვაწვდი მარტო მე მაინც ( PM-ში, რომ თემა არ გაოფდეს) იმაზე რაც დაგვიწერე და განსაკუთრებით კი აი ამაზე: "ვესკოტს და ჰორტს აქვთ შეცვლილი ბერძნული ტექსტი 5337 ადგილას".
იმედია (შეცვლილი ბერძნული ტექსტი 5337 ადგილის შესახებ) უზრუნველგვყობ შეცვლილი ბერძნული ტექსტის მამხილებელი კონკრეტული ფაქტებით და არა საეჭვო პირების პირადი მოსაზრებებით გაკეთებულ განაცხადებით.
უესტკოტის ბერძნული ტექსტი ბუნებრივია არ იქნება ერთი რომელიმე ხელნაწერის ზუსტი ასლი, თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო რომ ის როგორც სხვა შეჯერებული ტექსტების გამოცემები აერთიანებს უამრავ ხელნაწერებს და ერთად შეჯამებულ მთლიან ტექსტს წარმოგვიდგენს.
ზოგიაერთი ასეთი შეჯერებული ტექსტების შესახებ, თავადაც გიწერია ზემოთ.
დაველოდები შენს დანარჩენ, მაგრამ, საუძვლიანად დასაბუთებულ სარწმუნო წყაროებსა და მასალებს მხოლოდ.
მადლობ
მოყვასი
ბავსშვებო სემინარიაში სწავლობთ? რაღაც გუგუშვილის სუნუ მცემს )))))))))))))
expert:)
თემას დავუბრუნდები და თემის გარშემო დავსვავ შეკითხვას:
დათიკო, ეს თემა არის: "ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია"-ს შესახებ. ხომ არ არის სადმე "ძველი აღთქმის წმინდა წერილის კანონის ისტორიის" შესახებ გახსნილი თემა?
მადლობ.
მოყვასი
როგორც პავლე მოციქული წერს(თუ არ ვცდები) ქრისტეს იმდენი საქმეები დაუგროვდა მისი მოყოლა წიგნებს ვერ დაიტევდაო, ანუ არაა სრულად მოთხრობილი ბიბლიაში ქრისტეზე? ისეთი ისტორიები როგორიცაა ედესის მთავრის თხოვნა და მერე დღევანდელი ანჩისხატის ანუ იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის შექმნა სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ თუ არა? დიდი მადლობა პასუხისთვის წინასწარ
sanfol
A.V.M
გასაგებია მადლობა
"შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ არ მიეცა ეკლესიას მთელი ღვთაებრივი გამოცხადება წერილის სახით? რატომ არ ჩაიწერა ყველაფერი წმინდა წერილში, რატომ არ იქნა ყველაფერი დაფიქსირებული?
როდესაც ამ კითხვას პასუხობენ, ხშირად იხსენებენ ტრადიციას, რომელიც ადრეულ ეკლესიაში მოქმედებდა და რომლის მიხედვითაც, ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან მოყოლებული, სწავლებისა და საიდუმლოს აღსრულებასთან დაკავშირებული დეტალების გამხელა მხოლოდ ეკლესიის წევრისათვის შეიძლებოდა. აქედან გაჩნდა ამ ცოდნის გადაცემისა და მიმღეობის ვერბალური ტრადიცია, შემდგომში, როდესაც ქრისტიანობა ფართოდ გავრცელდა და სახელმწიფო რელიგიის სახე შეიძინა, ინფორმაციის დაფარვის საჭიროებაც გაქრა და ამის შემდეგ დაიწყო მასალის წერილობითი სახით დაფიქსირება".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience