წერილთა შესწავლა - საჭირო წესი მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის
ეს პოსტი აქაც უნდა იყოს
რა არ არის ბიბლია!
- ზოგიერთ არამართლმადიდებელ ქრისტიანი ცდილობს ბიბლიიდან იმაზე მეტი ამოიკითხოს, ვიდრე იქ წერია; მათ სურთ, რომ ბიბლია იდეალურად წყვეტდეს ყველა ცხოვრებისეულ პრობლემას. მეორე უკიდურესობაში არიან არაქრისტიანები, რომლებიც მხარს უბამენ იმას, რომ თითქოს ბიბლია იმაზე ნაკლებია, რასაც ეკლესია ასწავლის; ისინი მუდმივად ეძიებენ ხარვეზს ბიბლიაში და უგულებელყოფენ მის პრინციპებს. მოდით მივიდეთ უფრო გაწონასწორებულ შეხედულებამდე, რასაც ეწოდება "აპოფატიკური განმარტება", ანუ რა არ არის ბიბლია წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული სწავლების მიხედვით. მართლმადიდებლობას აპოფატიკური ღვთისმეტყველების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რომელიც აღწერს, თუ ვინ და როგორი არ არის ღმერთი, რადგან ადამიანები, ჩვენშივე, ჩვენივე უგუნურებით ვზღუდავთ ღვთის არსებას და უბრალო ადამიანურ გაგებებში ვაქცევთ მას. ამავე გაგებით (აპოფატიკური), წმიდა წერილი (ბიბლია) არ არის...
"ძალზე სასარგებლოა მთელი ბიბლიის გონისმიერად წაკითხვა. თუნდაც ერთი ასეთი მცდელობისთვის უფალი წყალობას გვიბოძებს"
/წმ. სერაფიმე საროველი/
"ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმინდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულვებელყოფს მას"
/წმ. ეფრემ ასური/
"განა შეიძლება კაცმა შექმნას იმაზე მეტი, რაც ბიბლიაში წერია?"
/მწერალი მადონა ნატრიაშვილი/
http://www.radikal.ru
томик Библии,спасший жизнь верующего солдата,во время Великой Отечественной войны,пуля пробила гимнастерку на груди и половину книги,застряв посредине страницы,там был напечатан Псалом 90: "Живый в помощи Вышняго,в крове Бога Небеснаго водворится. ..."
"ძველებრაულ ენაში, რომელზეც დაიწერა ბიბლია, არ არსებობდა ხმოვნები, ტექსტი იწერებოდა მხოლოდ თანხმოვნებით და ქარაგმით"
"[წმ. ნეტარმა] ავგუსტინემ დაიწყო წმინდა წერილის შესწავლაც, მაგრამ დიდებულ უბრალოებას იოლად ვერ მისწვდა ცრუსწავლებებით გაამაყებული მისი გონება".
"ლათინურ ენაზე დაწერილი ბიბლია - ვულგატა"
"სახარების კითხვისას თვით უფალი გვესაუბრება ჩვენ, ამიტომ არის საჭირო ყურადღების მოკრება წმინდა წიგნების კითხვისას".
"სახარებას კითხულობდა და გულმოდგინედ აგროვებდა ამ კითხვისას კეთილ ნაყოფს"
"ებრაელები, რომელთაც ბრწყინვალედ იციან ძვირფასეულობის ფასი, იცოდნენ, რას აკეთებდნენ, როცა მეორე ტაძრის დაწვის დროს, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, კანდელაბრები და ლამპრები, თვითონ პირველმღვდელმთავრების დიდი, ძვირფასი ქვებით შემკობილი შესამოსელი რომ გაიმეტეს და მხოლოდ ბიბლია გადაარჩინეს. დიახ, სწორედ ბიბლია იყო ტაძრის ჭეშმარიტი საუნჯე და, დიდება უფალს, რომ ეს წიგნი ცეცხლმა არ შთანთქა".
"წმინდა წერილს აქვს საოცარი მადლი, რომელიც ენითაუწერელ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე"
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"შეუმცდარი წიგნი"
"როცა წმინდა წერილს კითხულობ, მას იმდენად გაიგებ, რა სულიერი ძალები გაქვს".
"როდესაც უფალი გვასწავლის რამეს, ეს არ არის მისი მხოლოდ სწავლება, ეს მან განიცადა, როგორც ადამიანმა და შემდგომ გვასწავლა"
/მამა ბასილ მურმანიშვილი/
"მეცნიერთა კვლევების მიხედვით, ძველ აღთქმაში იესო ქრისტეს შესახებ დაახლოებით 450 წინასწარმეტყველებაა დაფიქსირებული. მათ შორის 100-მდე ფსალმუნში იძებნება."
"ჩვენ სინამდვილეში ახალი აღთქმის დაახლოებით 5300-მა ბერძნულმა ხელნაწერმა მოაღწია. ამას უნდა დაემატოს 10 00 ლათინური ვულგატა (ლათინური თარგმანი) და კიდევ თითქის 9300 სხვა, ადრეული ხელნაწერი.
ამგვარად, დღესდღეობით არსებობს ახალი აღთქმის დაახლოებით 24 ათასი სხვადასხვა სახის ხელნაწერი ეგზემპლარი".
"ღმერთს ჩვენს ლოცვა-ვედრებებში ვესაუბრებით, ღმერთი კი თავისი წმინდა წერილით გვესაუბრება".
/ნეტარი ავგუსტინე/
"ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე".
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ღვთის სიბრძნე იმდენად ამოუწურავია, რომ ერთ წინადადებაში ათასობით აზრია ჩაქსოვილი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სახარება გახლავთ ღვთის სიტყვა, რომელსაც წმინდა მამები "ცხონების ტრაქტატს" უწოდებენ".
"იკითხე სახარება უკიდურესი მოწიწებითა და ყურადღებით, ნურაფერს მიიჩნევ მასში ნაკლებად მნიშვნელოვნად – თითქოს რაიმე არც იყოს სერიოზული დაკვირვების ღირსი. სახარების ყოველი იოტაც კი სიცოცხლეს ასხივებს, ხოლო სიცოცხლის უგულებელყოფა სიკვდილის ტოლფასია."
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"თუ ძველი კანონი, როგორც ბიბლია მოგვითხრობს, დაწერილი იყო ქვის ფირფიტებზე, ე.ი. ადამიანებზე გარედან ახდენდა ზეგავლენას, ახალი აღთქმა (სახარება) დაწერილი უნდა იყოს გულის ფირფიტაზე."
"მამაო ჩვენო" მცირე სახარებად იწოდება"
"სხვა მასწავლებელს ნუ დაუწყებ ძებნას, რამეთუ შენ გაქვს ბოძებული ღვთის სიტყვა, საღმრთო წერილი, რომელზე უმჯობესად ვერავინ ვერაფერს გასწავლის!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"საღმრთო წერილის ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლდა მას შემდეგ, რაც ხორციელი სიკვდილით მოკვდნენ მოკვდავნი, რომელთა მეშვეობითაც მოგვეცი იგი, და შენ, უფალო, იცი, როგორ შემოსე ტყავით ადამის ძენი, როდესაც სცოდეს და მოკვდავნი გახდნენ. ამიტომაცაა, რომ ტყავივით გაშალე მათ ზემოთ შენი წმინდა წერილის სიმყარე, წერილისა, რომლის სიტყვებიც უცვლელად ეთანხმებიან ერთიმეორეს".
/ნეტარი ავგუსტინე/
"უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მათ. 11,30), უღელი მსახურებას აღნიშნავს, ტვირთი კი ტანჯვას".
"მთელი ძალისხმევითა და რწმენით მივსდიოთ უფალს და დავემოწაფოთ სახარებას პირადი ნების უარმყოფელნი".
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"თავად მარიამის უფლისადმი მსახურება, თავის დასთან, მართასთან შედარებით, ყოველთვის უფრო სულიერია...
მარიამს მიწიერი დავიწყებული ჰქონდა და სულიერად ზრუნავდა, მართასაც მთელი გულით სურდა მაცხოვრისადმი თავისი პატივისცემა, ერთგულება გამოეხატა, ოღონდ ამას გამოხატავდა მიწიერი მსახურებით, ხოლო მარიამი სულიერად, იმით, რომ მუდმივად სურდა მაცხოვრის სიტყვა მოესმინა. როდესაც მაცხოვარი საუბრობდა, მას ამქვეყნიური საქმეები ავიწყდებოდა დ მხოლოდ მაცხოვრისკენ, მისი სიტყვებისკენ ჰქონდა გულისყური".
"ერთელ, [ღირსი პაისი ათონელმა] ჯარისკაცობისას თანამსახურს სახარება აჩუქა. მერე კი ღმერთს სთხოვდა, მისთვის სახარება გამოეგზავნა, რათა ღვთის სიტყვის წაკითხვა შესძლებოდა. ქრისტეშობას მისმა ნაწილმა საჩუქრად ორასი ამანათი მიიღო, სახარება კი მხოლოდ იმ ამანათში აღმოჩნდა, რომელიც მას შეხვდა".
"ჰკითხა ეპიფანამ: - რასათვის უწოდა იოანე მახარებელსა ძედ ქუხილისად?
მიუგო წმინდამან: მოციქულთაგან არავინ იქადაგა ესრეთ საკვირველად და ხმა-მაღლად ღვთაებისათვის, ვითარ ამან, ვითარმედ "პირველითგან იყო სიტყვა".
"ამბობს პავლე მოციქული: "რომელსა არა უყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იყავნ შეჩვენებულ, მარანათა". მარანათა ნიშნავს: მალე მოდი უფალო".
"წაიკითხეთ მისი [აბრაამის] ცხოვრება ბიბლიაში. ბოლოს თითქოს აღსრულდა მისი სანუკვარი სურვილი, რომელიც ღმრთისაგან ჰქონდა განცხადებული; მას შვილი შეეძინა 100 წლისას. მისი შვილი, ისააკი საოცრად მორჩილი, მშვიდი, მოსიყვარულე ბავშვი იყო (ესეც ჩანს წმიდა წერილში, ოღონდ ყველამ უნდა ვისწავლოთ ბიბლიის სტრიქონებს შორის აზრის ამოკითხვა. დასასრული არ აქვს იმ სიღრმეს, რომელიც ბიბლიაშია. იპოვნი რაღაც აზრს, ხვალ სხვას იპოვნი, ზეგ - სხვას და ასე დაუსრულებლად)".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"საოცარია თვითონ სიტყვა "ოსანა" - გვაცხოვნე, უფალო, გადაგვარჩინე, უფალო. გადარჩენას ევედრებოდნენ".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
„ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ოთხივე მახარებელი აღწერს. ყველაზე ლაკონურად იოანე მახარებელი, რომელიც დღეს ამოვიკითხეთ. ისტორიულად ასე მოხდა: მანამ, სანამ უფალი იერუსალიმში შედის, ლაზარესთან არის. იმ ლაზარესთან, რომელიც მან აღადგინა. აქ ჩანს მისი ადამიანური ბუნება. ცოტა ხანში იგი საშინელი სისასტიკით უნდა მოიკლას და ადამიანურ ნუგეშეს ეძიებს მეგობრებთან“.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
„მარადმწვანე მცენარეებს უგებენ ნიშნას იმისა, რომ დადგა მარადიული სიცოხლის ჟამი“.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"უფალი ჩვენთან არის ჩვენს გადასარჩენათ და ისე მოვექეცით, ჯერ მანამ, სანამ მოვკლავდით მას, რომ უფალს სული ეხუთება უკვე ჩვენთან ყოფნით. "ვიდრემდის ვიყო თქვენ თანა, ვიდრემდის თავს ვიდებდე თქვენსა" (მთ. 17,17)".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ანგელოზის წინასწარმეტყველება შესრულდა და მართალმა სვიმეონმა ყოველივეს შემოქმედი თავისი დაბერებული ხელებით მიირქვა".
"...თავიდან უფალი წყალს სთხოვს დედაკაცს. როგორც წერია, "მაშვრალი გზისა სლვისაგან". სიცხეა პალესტინაში. მწყურვალი, მშიერი და დაღლილია უფალი, დაჯდა და წყალი უნდა. მას აქვს ღმრთაებრივი და ადამიანური ბუნება და და როგორც ღმერთი, თავის თავს, როგორც ადამიანს, არასოდეს ეხმარება. ასევეა ამჯერადაც. იგი დაიღალა, როგორც ადამიანი და ადამიანურად ცდილობს დაისვენოს, ადამინურად ცდილობს წყურვილი მოიკლას და არა სასწაულებრივად..."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
მადლობა ყველა, რომ ძალიან სასარგებლო!
-----
http://sesxi247.com/ge/onlain-sesxebi/
"წმინდა წერილი ღვთივსულიერია და არის სულიწმინდისმიერი საკვები, სულიერი საზრდო".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"მეთევზურთა ბადეებით" მოინადირეს კაცობრიობა და ღმერთის შემეცნებასა და სიბრძნის ზღვაში ჩაძირეს უღმერთოების მთელი სისაძაგლე".
"სახარება თვით ქრისტეა"
"ეკლესიის მამათა შეხედულებით, ის სახლი ქალაქ კანაში, სადაც ქორწილი იყო, ღვთისმშობლის ნათესავებს ეკუთვნოდა. სიძე იყო მომავალი მოციქული სვიმონ კანანელი, მოშურნედ წოდებული, იგი ძე იყო კლეოპასი, წმინდა იოსების ძისა და, მაშასადამე, ქალწული მარიამის ნათესავი, უფლის ხორციელად ბიძაშვილი".
"...ახლა მესმის, რას ნიშნავს მხოლობითი რიცხვის კავშირი მრავლობითთან და მრავლობითისა მხოლობითთან შემდეგ სიტყვებში: "ნაასე ადამ ბეცალმენუ" - "ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ..."
"ებრაელი რაბინის მოქცევა"
"ნოეს კიდობანიც ურთხმელის ხისა იყო".
"ჰრქუა მას იესუ: "რაი არს ჩემდა და შენდა დედაკაცო? არრა მოწევნულ არს ჟამი ჩემი" (მუხლი 4). დეკანოზ გრიგოლ დიაჩენკოს განმარტებით, ეს პასუხი ერთი შეხედვით, თითქოსდა მკვდარი მოჩანს, მაგრამ ეს განპირობებულია ნაწილობრივ თარგმანით და ნაწილობრივ შეცვლილი საზოგადოებრივი პირობებით.
მიმართა "დედაკაცო!" ძველ დროში გამოიყენებოდა, როგორც ყველაზე საპატიო, მაგალითად, სამეფო კარის მანდილოსანთადმი, და როგორც ყველაზე ნაზი, მაგალითად, საყვარელი ქალისადმი მიმართვისას (შდრ. იოანე 1926, 20,15); ხოლო სიტყვები - "რაი არს ჩემდა და შენდა", წარმოადგენს არამეულ-ქალდეური ფრაზის: "მალი ვე ლაქ" - სიტყვა-სიტყვით თარგმანს, რომელიც ხშირად წინათქმად არის ხოლმე დადგინებული იმისა, რაც შემდგომ უნდა ითქვას, ისე რომ, მასში თავაზიანობის დარღვევა არ იგულისხმება (შდრ. II მეფეთა 16, 10.19, 22, III მეფეთა 18,18, მსაჯულთა 11,12)".
"ბიბლია მუდმივად სუნთქავს".
"ცნობილი ინგლისელი არქეოლოგი ჰუკი, რომელიც 30 წელი მუშაობდა ბიბლიურ მოვლენებთან დაკავშირებულ ადგილებში, წერს: თავის დროზე ბიბლიურ მოვლენებთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრები იმისთვის დავიწყე, რომ ბიბლიის უსაფუძვლობა დამემტკიცებინა, მაგრამ 30 წლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბიბლიაში მოთხრობილი ამბები აბსოლუტური ჭეშმარიტებაა".
"კათოლიკოსმა კალისტრატემ ბიბლიას "ჯურღმული მეცნიერებისა" უწოდა".
"ბიბლია არის საოცრება, რომელსაც ვერასოდეს მისწვდება ადამიანის გონება. რამდენჯერაც წაიკითხავ მას, იმდენჯერ აღმოაჩენ სრულიად ახალ აზრებს".
/ილია II/
"ადამის სამოთხიდან გამოდევნიდან 55 საუკუნე გავიდა მაცხოვრის მოსვლამდე".
"ღირს მამათა შორის გახლდათ მღვდელი უფალი საბაოთისა, წმინდა სვიმეონი (მღვდლის ეფოსწამოსხმული, ოქროს კვერთხით ხელში გამოეცხადა იგი პეტრე ათონელს").
" - როგორ შეიძლება, ქალწულმა მამაკაცის გარეშე შობოს ყრმაო?" - გაიფიქრა და დანა აიღო, რათა სიტყვა "ქალწული" ამოეფხიკა და მის ნაცვლად "დედაკაცი" ჩაეწერა. სწორედ ამ დროს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა".
"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიბლია გვაწვდის 10 ძველაღთქმისეულ და 9 ახალაღთქმისეულ მცნებას, ანუ 9 ნეტარებას, თუმცა სახარებაში ეს 19 მცნება უფრო მოკლედაც არის წარმოდგენილი: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი" (მათ. 22:37-39), ანუ გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. თუმცა ბიბლიური მცნებების ზუსტად აღრიცხვა შეუძლებელია, რადგან მათი არსი არც რაოდენობაში და არც ნათქვამ სიტყვაშია, მცნება სუფევს მორწმუნის გულში.
პრაქტიკულად მთელი ბიბლია, ყოველი მისი გვერდი, მცნებებითაა გაჯერებული, აქ ყველგან საუბარი ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა ეხება. ეს არის ცოცხალი ურთიერთობები, და რადგან თავად ღმერთია ცოცხალი ღმერთი, ბიბლიაში მუდმივად მისი მცნებების ახსნისა და გაგებინების პროცესი მიმდინარეობს".
"ძველი აღთქმის ისრაელს იმისათვის, რომ უფრო მეტად შეეგრძნო უფლის სიახლოვე და გაეთავისებინა, რომ სწორედ უფლის ძალით იმარჯვებდნენ მტერზე, ხანდახან უფალი, განზრახ, მცირერიცხოვანი ჯარით გაამარჯვებინებინებდა მტერზე. რათა მათ არ ჰგონებოდათ, რომ ბრძოლა ძლიერი ლაშქრის, ან დახვეწილი სამხედრო სტრატეგიის გამო მოიგეს."
/დეკ. ზურაბ ცხოვრებაძე/
"როდესაც ამბობენ, წმინდაა ღმერთი, ამაში იმასაც გულისხმობენ, რომ ღმერთს ვინმესთვის ცუდი არ სურს. ჩნდება კითხვა, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა გვესმოდეს წმინდა წერილში მოცემული ზოგიერთი გამონათქვამი, მაგალითად: "და განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი და არა ერჩდა მათ, ვითარცა-იგი უბრძანებდა უფალი"" (გამ. 9:12), აქ, როგორც ვხედავთ, ღმერთის მიერ ფარაონის გულის გაბოროტებაზეა საუბარი.
მართლმადიდებლური ეგზეგეზა ადამიანის პიროვნული სულის ამგვარი მდგომარეობის მიზეზად, ღვთისგან განშორებას მიიჩნევს. ღმერთი, თავის ქმედებებით, ადამიანს ბოროტებისაკენ არ უბიძგებს, მაგრამ ადამიანი თავისი ქმედებების, ანუ ცოდვების შესაბამისად ღვთაებრივი მადლის წყალობით მინიჭებულ დაცვას კარგავს და მისი გულიც ამიტომ ბოროტდება".
"წმინდა ირინეოსის აზრით, მოსემ ქრისტეს ტანჯვის დღე იცოდა და პასექის სახელით სახეობრივად იწინასწარმეტყველა იგი. ამ დღესასწაულის დროს ივნო უფალი იესო ქრისტე ჯვარზე და აღასრულა პასექი".
"შთამბეჭდავია ნიუტონის უკანასკნელი სიტყვები, სიკვდილის წინ თავის ძმისშვილს რომ უთხრა: "მომაწოდე წიგნი, - რომელი?! - წიგნი ერთია - ბიბლია!"
ამ ბოლო დროს, როცა ყველა ქვეყანაში მსოფლიო ფინანსური კრიზისი მძვინვარებს, კრედიტირების პირობები სულ უფრო აქტუალური ხდება. ხოლო https://sesxebi365.com/company/onlinecredit-ის წყალობით კრედიტის გაფორმება უფრო იოლი გახდა ვიდრე ადრე, შემოდით და ისარგებლეთ, მადლობის გადახდა საჭირო არ არის!
"ძველ დროში მთავარანგელოსი მიქაელი განსაკუთრებულად ებრაელი ერის მფარველი იყო. მაგალითად, მოსე წინასწარმეტყველის სიკვდილის შემდეგ უფალმა დაფარა მისი სამარე, რომ ისრაელის ერი კერპთაყვანისმცემლობაში არ ჩავარდნილიყო. მიუხედავად სატანის ათასნაირი ხლართისა, მთავარანგელოზმა მიქაელმა ისე მოაწყო, რომ "არავინ იცის მისი დაკრძალვის ადგილი" (II სჯ. 44,6). ეშმაკს სურდა, ღვთის ხალხის კერპთაყვანისცემაში ჩასაგდებად გამოეცხადებინა წმინდა მოსეს საფლავის ალაგი, მაგრამ მთავარანგელოზმა უფლის სახელით აუკრძალა მას ამის გაკეთება. ამას ახსენებს მოციქული იუდა თავის ეპისტოლეში: "ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ხორცთათვის, ვერ იკადრა საშჯელი ძმობისაი მოწევნად მას ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმა" (იუდა 1,9). მაგრამ როცა ისრაელის ერმა არ გაამართლა თავისი მაღალი დანიშნულება, ეკლესიის სწავლებით, მიქაელი გახდა მფარველი ახალი ისრაელისა - ქრისტიანებისა."
"მოწოდების წინ მას [წმ. წინასწარმეტყველი ესაია] აღმატებულ ტახტზე უხილავს უფალი, რომლის გარშემოც ექვსფრთიანი სერაფიმების გალობა ისმოდა: "წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ! ყოველი ქვეყანა სავსე არს დიდებითა მისითა". უთქვამს ესაიას: "ვაი მე, მე ვარ კაცი ცოდვილი..."
მაშინ ერთმა სერაფიმმა ზეციური სამსხვერპლოდან აღებული ნაკვერჩხალი შეახო მის ბაგეებს, განწმინდა იგი და ამის შემდეგ გაგზავნა ღმერთმა ხალხთან საქადაგებლად".
"მოსეს რჯულის მიხედვით, ქალი, რომელიც მამრობითი სქესის ბავშვს შობდა, 40 დღე უწმინდურად ითვლებოდა, მდედრობითი სქესის ბავშვის დაბადებისას კი - 80 დღე. როგორც ჩანს, ძველი აღთქმის კანონების თანახმად, ამ უკანასკნელ შემთხვევაში დედა უწმიდურად ორჯერ მეტხანს იმიტომ ითვლებოდა, რომ მას სამყაროში ახალი ევა - ურჩობის მასწავლებელი - შემოჰყავდა."
"აბრაამი და სარრა - სულითა და ხორცით შეერთებული ეს წყვილი, უსჯულო ადამიანებს შორის იყვნენ, ვითარცა ეკლებში შროშანი, ნაცარში ნაპერწკალი, ჭაობში ოქრო".
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"როგორც ეფრემ ასური წერს, აბრაამის სახელი ღვთის წინაშე კიდევ უფრო განდიდდა, რადგან მან მხოლოდშობილი ძეც კი გაიღო უფლისთვის. ეს მისი რწმენის მწვერვალი იყო".
"წმინდა ნიკოლოზ სერბი მოგვითხრობს მორავიის ოლქის ერთ სოფელში მომხდარ ამბავს. ღვთისმოშიშ ახალგაზრდას, რომელსაც წმინდა წერილის კითხვა და საქმით აღსრულება უყვარდა, მამამისი უშლიდა ღვთის გზაზე სიარულს და შვილს მთელი სასულიერო ლიტერატურა ცეცხლში შეუყარა. ბიჭს სახარება გადამალული ჰქონდა. ერთხელ მამამ მისი კითხვისას წაასწრო, წიგნი ხელიდან წაგლიჯა და სამზარეულოს ღუმელში შეუძახა. ათი დღე ყოველდღე ანთებდნენ ღუმელს. მეთერთმეტე დღეს დედინაცვალმა ღუმლიდან ნაცარი გამოიღო. ნაცარს წიგნიც გამოჰყვა. წმინდა სახარება უვნებელი დარჩენილიყო, ცეცხლს მხოლოდ შეეტრუსა."
"შენ წერ საკვირველ შემთხვევაზე, რომელიც ომში შეგემთხვა. ვიღაც ბრძოლის წინ ჯარისკაცებს სახარებას ურიგებდა, პატარა, ლამაზად გაფორმებულ წიგნაკებს. აიღე შენც. მაგრამ იმ დღემდე ღვთის რწმენის იმედი არ გქონდა და თქვი, - აქ ტყვია და ფოლადი უფრო გვჭირდება, ვიდრე წიგნები. თუ ფოლადი არ გიშველის, წიგნი - მით უმეტესო. შენ ის მიგაჩნდა ძველ სამოსლად, რომელსაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან უსარგებლოდ თან დაათრევს.
მაგრამ წიგნი მაინც აიღე და ის მარცხენა გულის ჯიბეში ჩაიდე. და მოხდა ღვთის სასწაული. დიახ, ასეა. შენს გარშემო ეცემოდნენ დაჭრილები, ბოლოს შენც წაიქეცი. ფოლადის ტყვია მოგხვდა. ხელი გულზე იტაცე და გეგონა, სისხლი წაგსკდებოდა. როცა მოგვიანებით სამოსი გაიხადე, ნახე, ტყვია, რომელიც პირდაპირ გულისკენ მიფრინავდა, წიგნის მტკიცე ყდაში გაჭედილიყო. კანკალმა აგიტანა. ღვთის ხელი იგრძენ! წმინდა წიგნმა იხსნა შენი სიცოცხლე სიკვდილის მომტანი ტყვიისგან. იმ დღიდან ღვთისა გეშინია და ყურადღებით გამოიძიებ ქრისტეს მოძღვრებას. ამგვარად, მიხვდი, რომ ქრისტეს რწმენა ძველი სამოსი არ არის, რომელიც კაცობრიობას ტყუილად აცვია."
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ბიბლიის კითხვისას კიდევ ერთი სირთულე გაჩნდება ხოლმე: ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენთვის უცნობ ენაზე შეიქმნა: ძველი აღთქმა - ძველებრაულად და ახალი აღთქმა - ძველბერძნულ ენაზე. ჩვენს წინაშეა ორიგინალი, რომელიც წარმოადგენს ფაქტობრივად მთარგმნელის ცოდნის, ოსტატობისა და გამოცდილების ნაყოფს: ესე იგი, ჩვენ ვეცნობით მხოლოდ დედანთან მიახლოებულ ტექსტს."
"იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანები, კრიტიკული მიზნებით - რომ უარეყოთ ბიბლია, იღებდნენ ხელში ბიბლიურ წიგნებს და შემდეგ თვითონ ხდებოდნენ ყველაზე დიდი მორწმუნეები. ასეთი უამრავი შემთხვევაა. აი, რას უშვრება ღვთის სიტყვა ადამიანებს! ვინც ყურადღებით წაიკითხავს წმინდა წერილს, თავის თავზე გამოცდის ღვთის ჭეშმარიტი სიტყვების მოქმედებას, ძალას ამ სიტყვებისას, დარწმუნდება, რომ ეს მართლაც ღვთივგამოცხადებული წმინდა წერილია და ღვთივგამოცხადებული წმინდა სწავლებაა".
"მოსეს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა სახის მსხვერპლი საღი და უბიწო უნდა ყოფილიყო. შემწირველს აღსავლენი მსხვერპლის თავზე ხელი უნდა დაედო - ამ გზით მას ცოდვები მიეტევებოდა".
"როგორც წმინდა კირილე ალექსანდრიელი გვასწავლის, ძველი აღთქმა ესაა ფერმწერის მიერ ერთგვარი მონახაზი და კონტური, ხოლო სრული სილამაზე და ნახატი კი ახალაღთქმისეული სწავლებაა".
"განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ წმინდა წერილის, ბიბლიისა და სახარების კითხვისას. თუ რამეს ვერ გავიგებთ, ნუ მივენდობით საკუთარ თავს და დავიწყებთ მის განმარტებას, რადგან კაცობრიობის მტერი ჩაგვსაფრებია და ეცდება, ღვთის გმობაში ჩაგვაგდოს, როცა სულიწმინდის მადლით დაწერილ სიტყვებს მცდარად განვმარტავთ. ამიტომ ვიკითხოთ წმინდა მამათა განმარტებანი და ამგვარად დავიცვათ თავი ღვთის გმობისგან. გვახსოვდეს, წმინდა წერილში მრავალი სიმბოლოა, რომელთა განმარტება ადამიანურ გონებას სულიწმინდის მადლის გარეშე არ ძალუძს."
"კაცობრიობის გამრავლების მიზნით კაენს ნება დაერთო, დაქორწინებულიყო დაზე. თუმცა, ზოგი განმმარტებლის აზრით, კაენს ცოლი ძმის მკვლელობამდეც ჰყავდა, რასაც იმით ასაბუთებენ, რომ ძმის მკვლელს ცოლად არავინ წაჰყვებოდა."
"ძველ აღთქმაში, კერძოდ კი "სიბრძნე ზირაქისაში", ვკითხულობთ: "ადამიანს თავს ნუ დააწყევლინებ, რადგან იმ ადამიანის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი".
"ბიბლია - ჯურღმული სიბრძნისა"
"აღმოსავლეთის ხალხთაგან ებრაელებმა კაცობრიობას ორი რამ აჩუქეს: ბიბლია და ქრისტე"
/ლიანა წურწუმია/
"თუ მოძღვარი გასწავლის რამეს, ეს სწავლება ბიბლიით უნდა გაამყარო".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"რიცხვი რვა საკრალურია, წარღვნას გადარჩენილი მართალი ნოეს შთამომავალთა კოდია, რადგან წარღვნას რვა სული გადაურჩა".
"ბიბლიიდან სამყარო სრულად მოჩანს, მეცნიერებმა ვერ მოძებნეს ბიბლიის შემცვლელი და ეს მათმა უმრავლესობამაც აღიარა".
/დეკ. იოანე მამულაშვილი/
"კერპთაყვანისცემა არ დაწყებულა აბრაამის დიდი პაპისგან - სერუქისაგან, როგორც ვარაუდობდნენ ზოგიერთნი, რადგან კერპები მას არ გამოუგონია, მან ადრე გამოგონილი მიიღო და თავადაც ამზადებდა. კერპების თაყვანისცემას სათავე ნინუსმა დაუდო, როგორც ამას ახლა ვნახავთ.
როცა მოკვდა მეფე ბილი (ან ბაალი), რომელიც ფლობდა ასურეთს და მასთან ერთად ბაბილონს, იგივე ქალდეას, გამეფდა მისი ძე - ნინუსი. ის წუხდა მამის სიკვდილის გამო და ამიტომ მისი სახე გამოაქანდაკა, ანუ კერპი, რომელიც ძლიერ ჰგავდა მამამისს, როგორც სახით, ასევე სხეულის სიდიდით და მის სახსოვრად შუა ქალაქში დადგა.
სურდა, სიკვდილის შემდეგ ხალხს მისთვის თაყვანი ეცა და გამოსცა კანონი: "თუკი ვინმე დამნაშავე და სასჯელის ღირსი მივა კერპთან და თაყვანს სცემს, მიეტეოს დანაშაული და გათავისუფლდეს სასჯელისაგან". მეფის წყალობის მსურველი ადამიანები მიდიოდნენ თაყვანისსაცემად კერპთან, რადგან ხედავდნენ, რომ ეს საამო იყო მეფისთვის.
სხვა ქვეყნების ხალხებმა ასურელებსა და ქალდეველებს მიჰბაძეს და ასევე დაიწყეს თაყვანისცემა თავიანთი უწინდელი მმართველებისა და სახელგანთქმული მამებისა. მათ მოსაგონრად სვეტებისა და კერპების დადგმას მიჰყვეს ხელი.
დემონებმა დაინახეს, როგორ ეთაყვანებოდნენ ადამიანები უსულო კერპებს და ადამიანის მოდგმის საცდუნებლად მათში შესვლა და ადამიანის ხმის გამოცემა დაიწყეს. ისინი მათთან მისულებს კითხვებზე პასუხობდნენ, თითქოსდა მომავალს წინასწარმეტყველებდნენ.
შეშლილი ადამიანები მათ ცოცხლებად თვლიდნენ, ღმერთებივით ეთაყვანებოდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ. ასე დაიწყო და გაძლიერდა მრავალღმერთიანობა და კერპების თაყვანისცემა კაცობრიობაში".
/"მრევლი" N188, 2016, გვ.15/
"თუ ბიბლიას რამდენჯერმე წაიკითხავთ, ბევრ რამეს დაიმახსოვებთ, გაიგებთ რას ითხოვს უფალი ჩვენგან და ჩვენთვის, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ მოვიქცეთ".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ღმერთმა აბრაამს ცხოველთა დანაწევრება ძველ თაობაში დადგენილი ჩვეულების მიხედვით უბრძანა. ძველად, ნიშნად შერიგებისა, რამდენიმე ცხოველს კვეთდნენ და ნაწილებს ურთიერთ საპირისპიროდ აწყობდნენ, მათ შორის მიმოდიოდნენ და ფიცს დებდნენ - დაე, ჩვენც ამ ცხოველებივით დავნაწევრდეთ, თუ ფიცს დავარღვევთ და სამშვიდობო აღთქმას ვერ შევინარჩუნებთო; ასეთი კაცობრივი დადგინებით დაუშვა აბრაამზე ღმერთმა თავისი წყალობა, რითაც მარადიული მშვიდობა დაამტკიცა".
/"მრევლი" N196, 2017, გვ.19/
"ზოგიერთი წმინდა მამა აბელის მკვლელობას სწორედ ასე განმარტავს - კაენი მიერ ეშმაკისადმი გაღებული მსხვერპლი"
"მკვლელობის შემდეგ კაენს სიკვდილის შიში, უნდობლობა და ეჭვი გაუჩნდა. ეპისკოპოსი სერგი (სოკოლოვი) აღნიშნავს, რომ შიში კაენს ერთი წუთითაც არ შორდებოდა. რა იყო ამის მიზეზი? - "ქურდი სხვებშიც ქურდს ხედავს და ეშინია, არ მოპარონ, მკვლელს ეშინია, რომ მოკლავენ".
"ბიბლიაში გადმოცემულია ბრძნული რჩევები, დარიგებები და მანუგეშებელი სიტყვები"
"ბიბლია - ერთადერთი წიგნია, რომელიც ესოდენ ნათლად მეტყველებს, თუ საიდან მოვედით ადამიანები, საითკენ მივდივართ და რისთვის ვარსებობთ. არ არსებობს არც ერთი სხვა წიგნი, რომელიც ასე ამომწურავად პასუხობს კითხვას, - რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი და რამდენად დიდია მისი მნიშვნელობა".
/მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკი/
"სწავლის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა ასევე კითხვა. ჩემო შვილებო, ყოველი თავისუფალი წუთი გამოიყენეთ კითხვისათვის. ყოველდღე, სულ ცოტა, ნახევარი საათი დაუთმეთ ბიბლიის კითხვას. უნდა ისწავლოთ სწორად კითხვა, სასულიერო ლიტერატურა და ბიბლია სხვანაირად უნდა წაიკითხოთ, ვიდრე გასართობი ლიტერატურა ან მეცნიერული ნაშრომები. უფრო გრძნობით, ვიდრე გონებით, უფრო გულით, ვიდრე ტვინით, უფრო ნელა და დამშვიდებით, ვიდრე აღტყინებით და კრიტიკული თვალით.
ბიბლია იკითხეთ როგორც ერთი მთლიანი და ნუ ჩაეკირკიტებით პირველსავე გაუგებას, გირჩევთ გაუგებარი გამოტოვოთ და განაგრძოთ კითხვა, გარწმუნებთ, თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და ერთგულებას, თუ თქვენს ლოცვებში ღმერთს სთხოვთ გაუგებარი აგიხსნათ, მაშინ დროთა განმავლობაში გაუგებარიც გაგეხსნებათ და გასაგები გახდება.
იკითხეთ ისევ და ისევ თავიდან. დამიჯერეთ, თქვენ სულ უფრო ახალს და ახალს აღმოაჩენთ მასში, იმ ადგილებშიც კი, სადაც ადრე რაიმე საინტერესო ვერ შეამჩნიეთ. ბიბლია - ეს სიცოცხლის წიგნია, მისი სიღრმე და მრავალმხრივობა განუზომელი და მიუწვდომელია, ის არის ყოველი ქრისტიანის ყოველდღიური სახელმძღვანელო".
/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
"ვინ - ძერა არის,
ვინ - ქორია,
ვინ კი - ნიბლია,
ვინ - დადის აზრით, -
სატანურით,
და... ვინ განგების?!
შენ იღაღადე -
თუნდაც,
ერთად,
ასი ბიბლია,
ვინღაა მისი -
ან - მომსმენი,
და...
ან - გამგები?!"
"ბიბლია - ეს არის რეალობიდან აღებული და ჩაწერილი ცოცხალი გამოცდილება. ბიბლიაში ბევრი რამ არის ნაჩვენები, ბევრი ცოდვა, ღვთისგან განდგომა, მაგრამ ყოველივე ამასთან, ვერ მოიძევთ ერთ რამეს - არაგულწრფელობას".
"ბიბლია - ეს არის რეალობიდან აღებული და ჩაწერილი ცოცხალი გამოცდილება. ბიბლიაში ბევრი რამ არის ნაჩვენები, ბევრი ცოდვა, ღვთისგან განდგომა, მაგრამ ყოველივე ამასთან, ვერ მოიძევთ ერთ რამეს - არაგულწრფელობას".
"ბიბლია წავიკითხოთ, მასში ყველაფერი, ყველა დეტალი წერია"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"თან აღთქმას დებს ღმერთი აბრაამთან, მეგობარს უწოდებს მას და ამასთანავე, შვილის მსხვერპლად შეწირვას სთხოვს, ერთადერთი, ნანინანატრი შვილისა, რომლისგანაც კაცობრიობა უნდა გამრავლდეს და მოვიდეს მხსნელი. ეს ფაქტი ითვლება ახალი აღთქმის წინასახედ. ღმერთმაც ხომ თავისი ერთადერთი, მხოლოდშობილი ძე გაწირა კაცობრიობის ხსნისათვის".
"აბელი მწყემსი იყო, რაც სიმშვიდესთან ასოცირდება. თან მთაში იყო გახიზნული, ღმერთთან ახლოს".
/ზაქარია ნათენაძე/
"ქართული სასულიერო მწერლობის თავსაწყისად მარი ბროსეს მსოფლიოს "წიგნთა-წიგნის" - ბიბლიის თარგმანები მიაჩნდა".
"ზეციურ გამოცხადებას ელოდნენ არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებები, არამედ მთელი წარმართული სამყარო. ამაზე მეტყველებს პავლე მოციქულის მიერ ათენის არეოპაგში წარმოთქმული სიტყვა, საიდანაც ჩანს, რომ წარმართული ღმერთები ვეღარ აკმაყოფილებდნენ ადამიანის რელიგიურ მოთხოვნილებებს და ეს იყო მიზეზი, რომ ათენის პანთეონში მრავალი ღმერთის ქანდაკებათა შორის იყო "ბომონი, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაური ღმერთი" (საქ. 17,23).
წარმართული სამყარო გრძნობს, რომ არსებობს ღმერთი, რომელსაც ვერ სწვდება თავისი გონებით და ამ ცოდნას თუ რწმენას გამოხატავს წარმართული ტრადიციისამებრ - პანთეონში დგამს მისთვის უცნობი ღმერთის ქანდაკებას."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"მოგვიანებით აბრაამი ერთადერთ ძეს მსხვერპლად მიართმევს ყოვლის შემოქმედს, მისი სურვილისამებრ. ეს იყო რჩეული ერის უდიდესი მამამთავრის თავისუფალი ნების გამოცდა - იყო თუ არა ღირსი იმ აღთქმისა, რომელსაც უფალი ყოველ გამოცხადებაში უმეორებდა და ამ განსაცდელის გადატანის შემდეგ კვლავ გამოუცხადა: "იკურთხება შენი თესლით ქვეყნის მთელი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა".
"ვინმე ამა სოფლის ბრძენი ბერთან მივიდა და როცა დაინახა, მას ბიბლიის გარდა სხვა არაფერი ებადა, ბერს ბიბლიის საკუთარი კომენტარი აჩუქა. ერთი წლის შემდეგ კვლავ მივიდა ბერთან და ჰკითხა:
- მამაო, ჩემი წიგნი ბიბლიის უკეთ გაგებაში თუ დაგეხმარათ?
- პირიქით, - უპასუხა ბერმა, - ბიბლიაში ჩახედვა მომიწია, რათა შენი წიგნი გამეგოო".
"- ნოეს დროს სხვა ღვთის მადიდებელი ადამიანებიც ცხოვრობდნენ, თუნდაც მამამთავარი მათუსალა. რატომ გამოარჩია უფალმა სწორედ ნოე, რათა კაცობრიობა გადაერჩინა?
- იმ დროს მათუსალა უკვე ღრმად მოხუცებული იყო, იგი წარღვნამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა კიდეც. ნოე, თუკი იმდროინდელ სიცოცხლის ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ, ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც სათავე უნდა დაედო ახალი კაცობრიობისთვის.
ვიცით, რომ ნოეს, ვიდრე უფალი გამოეცხადებოდა, ოჯახი არ ჰყავდა. თავისი თავი ღვთისთვის შეეწირა, 480 წელი ღვთის დიდებაში ცხოვრობდა. როდესაც უფალი გამოეცხადა და აუწყა, რომ მას უნდა გადაერჩინა კაცობრიობა, მხოლოდ ამის შემდეგ შექმნა ოჯახი და გაუჩნდა შვილები."
"- დაახლოებით რამდენი ადამიანი ცხოვრობდა და როგორი ბუნებრივი პირობები იყო წარღვნამდე?
- წარღვნამდე ადამიანები დაახლოებით 1000 წელი ცოცხლობდნენ. თუ ვიგულისხმებთ, რომ ყოველ ხუთ წელიწადში მაინც ერთი შვილი უჩნდებოდათ, შვილიერების უნარი კი 200-300 წელი ჰქონდათ, თითოეულ ოჯახს 50-60 შვილი მაინც უნდა ჰყოლოდა. ამდენად, ძველი აღთქმის წარღვნამდელი კაცობრიობა, სულ მცირე, მილიარდი მაინც უნდა ყოფილიყო, თანაც სიკვდილიანობა იმხანად ნაკლები იყო.
არა მარტო ადამიანები, წარღვნამდელ პერიოდში ცხოველებიც დიდხანს ცოცხლობდნენ, რასაც ხელს უწყობდა იმ დროს არსებული ბუნებრივი პირობები. ძველი აღთქმის პერიოდში წყლები იყო ხმელს ქვეშე და ხმელს ზევით. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მთელ დედამიწას წყლის ორთქლის ხუფი ფარავდა და თითქმის ერთნაირი ტემპერატურა იყო, არ არსებობდა სხვადასხვა ზონა, სიცივისა და სითბოს მონაცვლეობა; არ არსებობდა არც მთები; არ იყო რადიაცია, არ იყო სიცივე. ამდენად, ძველი აღთქმის პერიოდში, ცოდვით დაცემის შემდეგაც, ცხოვრების იდეალური პირობები იყო.
წარღვნისა და კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ უფალი ეუბნება ნოეს - ცისარტყელას დავდებ იმის ნიშნად, რომ წარღვნა აღარ მოხდებაო. ამ დრომდე ცისარტყელა არ არსებობდა. ცისარტყელა ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც წვიმისა და მზის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება. გამოდის, წარღვნამდე ან მზე არ ჩანდა, ან ზეციდან წვიმა არ მოდიოდა. რომ არ ეწვიმა, დედამიწა აბსოლუტურ უდაბნოდ იქცეოდა, მაგრამ პირიქით იყო - მთლიანად ღრუბელი ფარავდა, იდეალური ტენიანობა იყო და მზე არ ჩანდა.
პირველი სიახლე, რაც ადამიანებმა კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ იხილეს, მზე იყო. თუკი უძველეს რელიგიებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პირველი ღვთაებები მათში მზესთან ან მთვარესთანაა დაკავშირებული - ნოეს შთამომავალთა ნაწილმა რაც განსხვავებული იხილა, ის ჩათვალა ღმერთად. მიიჩნიეს, რომ მზემ, მთვარემ გადაარჩინა ისინი. მზე, მთვარე, ვარსკვლავები ადამიანებისთვის ხილულად წარღვნის შემდეგ იქნენ გამოჩინებული."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"- ჯვარცმის დროს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა მაცხოვრის გვერდით. რამ განაპირობა ასეთ მცირე დროში ადამიანთა სახეცვლილება?
- უპირველესად ეს განაპირობა იმან, რომ ადამიანებმა უკვე თვალნათლივ იხილეს, რაც მაცხოვარმა იწინასწარმეტყველა - ჯვარს ვეცმები და მესამე დღეს აღვდგებიო. უფლის აღდგომამ უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანთა სულიერ გარდასახვაზე. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, მართალია, უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მაცხოვრსი ჯვარცმაში, მაგრამ ასევე უამრავი უფლის ჯვარცმაში არ მონაწილეობდა, სწორედ ამ ადამიანთა უმეტესობამ მიიღო მოციქულის პირველივე ქადაგებისთანავე ღვთის სიტყვა და შეიქმნენ ქრისტეს ეკლესიის წევრები, თორემ იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც მაცხოვრის ჯვარცმაში მონაწილეობდნენ, შემდეგ ისევე დევნიდნენ ქრისტეს მოციქულებს, როგორც თავად განკაცებულ უფალს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"- რომელი ტერიტორიიდან იწყება ახალი, წარღვნისშემდგომი კაცობრიობის გამრავლება?
- კერძოდ სად დასახლდა ნოე კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ, ბიბლია არაფერს გვაუწყებს, მაგრამ ცხადია, იქვე, არარატის მთის მახლობლად დასახლდებოდნენ. ნოემ სამსხვერპლოც იქვე აუგო უფალს. ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო, შორს წასულიყვნენ. თანაც ცხოვრებისთვის იქაც მშვენიერი პირობები ჰქონდათ - ახალმა კაცობრიობამ გამრავლება დაიწყო იმ ტერიტორიაზე, სადაც კიდობანი გაჩერდა, გამრავლების შემდეგ კი, როგორც ბიბლია მოგვითხრობს, კვლავ სამხრეთისკენ დაიძრნენ, სადაც ედემის ბაღი ეგულებოდათ, რომლის შესახებაც ნოესგან უწყოდნენ, მაგრამ ბაღი იქ აღარ დახვდათ - წმინდა მამათა სწავლებით, ედემი ზეცად იქნა ატაცებული... გამრავლებული კაცობრიობის ნაწილი სამხრეთ ტერიტორიებზე დასახლდა.
ნოეს სამი შვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. სემი და იაფეტი მამის პატივისმცემელნი იყვნენ, ქამი კი მამას სათანადო პატივს არ სცემდა.
კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ ნოემ მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. ამის ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ მან დარგო ვენახი, მოიწია ყურძენი და დააყენა ღვინო. როდესაც ნოემ ღვინო დალია, დათვრა და კარავში დაეძინა. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ნოესთვის ღვინის დალევა ახალი რამ იყო; მას შემდეგ, რაც უფალმა ექვს დღეში შექმნა ყველაფერი, ახალი აღარაფერი შეუქმნია, ამიტომ ვენახი და ღვინო წარღვნამდეც არსებობდა, მაგრამ, როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, იმ დროს ატმოსფერო იმდენად მდიდარი იყო ჟანგბადით და ამის წყალობით ადამიანი იმდენად ძლიერი იყო, რომ ღვინის მათრობელა თვისება ვერაფერს ვნებდა.
ნოემაც ზუსტად იმდენი მიიღო, რამდენსაც წარღვნამდე სვამდა, მაგრამ დათვრა. ეს მოხდა ახალი გარემო პირობების გამო. ცხადია, ეს მოხდებოდა წარღვნიდან სამი-ოთხი წლის შემდეგ - ვაზის დარგვას, ვენახის გაზრდასა და ნაყოფის გამოღებას ხომ დრო დასჭირდებოდა.
ძილის დროს ნოეს ტანისამოსი გადაეწია და გაშიშვლდა. მამის სიშიშვლე ქამმა დაინახა, გაიქცა და დაცინვით უამბო ძმებს ეს ამბავი. სემი და იაფეტი მივიდნენ მამასთან, ზურგით შევიდნენ მამის კარავში და ისე დააფარეს სამოსი, მისი სიშიშვლე არ დაუნახავთ.
როდესაც ნოემ გაიღვიძა და ყოველივე შეიტყო, დაწყევლა ქამი უმსგავსო საქციელისთვის და აკურთხა სემი და იაფეტი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ნოემ ქამი დაწყევლა; მან ის თქვა, რაც ელოდა მის შთამომავლობას: ქამის შთამომავლობა მორჩილი და მონა იქნებოდა სემისა და იაფეტის შთამომავლობისა. მაგრამ ნოეს სიტყვის გამო კი არ ელოდათ სემისა და იაფეტის შთამომავალთა მონად ყოფნა, არამედ ნოეს სიტყვა ითქვა სწორედ იმის გამო, რომ ქამის შთამომავლობას ასეთი ხვედრი ელოდა თავისი მამამთავრისა და შემდგომში საკუთარი ცხოვრების გამო.
ღვთის შთაგონებით სემის მიმართ თქვა: "კურთხეულ იყოს უფალი სემისა". ამ სიტყვებით წინასწარმეტყველურად გვაუწყა, რომ სწორედ სემის შთამომავლობაში დაიბადებოდა კაცობრიობის მხსნელი.
იაფეტის მიმართ კი წარმოთქვა: გაუმრავლოს საზღვარნი იაფეტს - ყველაზე მეტად იაფეტის შთამომავლობა გამრავლდებოდა ქვეყანაზე. იაფეტის შთამომავალნი მართლაც ყველაზე მეტად გამრავლდნენ და მსოფლიოში წამყვანი ადგილი უჭირავთ (ქართველებიც მისი შთამომავლები ვართ).
აღსრულდა სემის მიმართ წარმოთქმული წინასწარმეტყველებაც. სწორედ სემის შთამომავლობაში - ებრაელთა ერში იშვა კაცობრიობის მხსნელი - მაცხოვარი.
ქამის შთამომავლები შემდგომში არაბეთში, ინდოეთსა და აფრიკაში დამკვიდრდნენ."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
" ღმერთმა ხორცის ჭამის ნებაც სწორედ წარღვნის შემდეგ მისცა ადამიანებს...
- ნოე პირველი კაცი იყო, რომელსაც ღმერთმა ხორცის ჭამის ნება დართო. ცნობილი არ არის, იხმევდა თუ არა ხორცს წარღვნამდელი კაცობრიობა. ისინი ძალიან დიდ ცოდვებში იყვნენ და იმდენად დაშორდნენ უფალს თავიანთი ცხოვრებით, ადვილი შესაძლებელია, ხორცსაც ჭამდნენ. ღვთის მადიდებელ ადამიანებს კი ხორცის ჭამის ნება წარღვნის შემდგომ მიეცათ, მაგრამ ღმერთმა აკრძალა ხორცის სისხლთან ერთად - უმად ჭამა, რაც დღემდე იკრძალება.
ღვთის მიერ ხორცის ჭამის ნება ადამიანებს მიეცათ იმის გამო, რომ წარღვნის შემდგომ მცენარეებმა დაკარგეს სინოყივრე, ხოლო ჩვენი ხორციელი ძალა იმდენად შესუსტდა, რომ მის გასაძლიერებლად უფრო მტკიცე საკვები გახდა საჭირო."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"კიდევ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას, როდესაც მღვდელმთავარი კაიაფა დაფიცების წესს იყენებს და მაცხოვარს ეკითხება - შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა? - შენ ხარ მესიაო? - "შენ თქვი", - მიუგებს უფალი, ფაქტობრივად უმაღლესი მღვდელმთავრის წინაშე აღიარებს ყველაფერს.
არსებობს გადმოცემა, რომ ამ დროს ისინი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. გადმოცემის თანახმად, ახალგაზრდობისას კაიაფა ღმერთს ევედრებოდა, მღვდელმთავარი გამხდარიყო, რათა სინედრიონში მოხვედრილიყო და უფალს დახმარებოდა. მას სიზმარში ახალგაზრდა, ცისფერთვალება ყმაწვილი გამოეცხადა და ჰკითხა, - ეს ღვთის სადიდებლად, მესიის შესაცნობად და ერის სამსახურისთვის გინდაო? - დიახ, უთხრა კაიაფამ...
ამ მომენტში უცქერდა მაცხოვარს, ის თვალები და ის სახე შეიცნო, რომელიც სიზმარში იხილა. უნდა მიხვდეს და აღიაროს, რომ მის წინაშე მხსნელი დგას, მაგრამ როდესაც გააცნობიერა, რომ ყველაფერს კარგავს, შესამოსელს შემოიხევს, - მეტი დაცინვა რაღა გინდათ, მან ჰგმო. რაღაში გვჭირდება მოწმენი, ღმერთს გმობს, ამაზე მეტი მზაკვრობა რაღა გინდათო..."
/დეკ. პეტრე გიორგაძე/
"- როგორც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ მკვდარ ზღვაში ვერც ერთი სულდგმული ვერ ცოცხლობს, მისი პროდუქცია მაკურნებელი თვისებებით გამოირჩევა...
- მკვდარი ზღვის პროდუქციის მაკურნებელ თვისებებს განაპირობებს ის ნივთიერებები, რომლებსაც მკვდარი ზღვა შეიცავს. ეს ნივთიერებებიც უფალმა შექმნა. ამას შეიძლება შემდეგი მნიშვნელობაც მივცეთ - მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფი ადამიანები დაისაჯნენ, მიწა არ დასჯილა.
უფალმა ეს სასჯელი ადამიანთა ცოდვების გამო ქმნა, მაგრამ ღვთის მრავალმოწყალება ყველაფერში ჩანს და ამ შემთხვევითაც უფალი მიანიშნებს, რომ ამ სასჯელით ადამიანებს სარგებელიც მიეცათ, უპირვლესად იმით, რომ მათი ცოდვა არ იქნა გავრცელებული იმ პერიოდში. თანამედროვე ადამიანებსაც შეახსენებს უფალი - ცოდვის გამო დაისჯებიან, მაგრამ ღვთის წყალობაც არასოდეს აყოვნებს".
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"- მამა ლევან, ვინ იყო "საქმე მოციქულთას" ადრესატი? სად დაიწერა იგი?
- ირინეოს ლიონელის ვერსიით, იგი რომში დაიწერა, თუმცა სხვა ვერსიებიც არსებობს. რაც შეეხება ამ წიგნის ადრესატს, თეოფილეს, ცნობილია, რომ იგი ბერძენი არისტოკრატი და მთავარი იყო, რომელმაც დიდი ინტერესი გამოავლინა ქრისტიანობისადმი და ორი უდიდესი წიგნის - ლუკას სახარებისა და მოციქულთა საქმენის ადრესატად იქცა.
რაც შეეხება შექმნის კონკრეტულ დროს, რამდენადაც თავად ავტორის მიერ არ თარიღდება, მისი ზუსტად დადგენა შეუძლებელია, თუმცა ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა. ტექსტიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი ქრისტიანთა პირველ დევნამდე, 63-64 წლებში შეიქმნა."
/დეკ. ლევან მათეშვილი/
"ბიბლიას თუ გადავხედავთ, ცივილიზაციები ჩამოყალიბებული იყო იქ, სადაც განვითარებული იყო მიწათმოქმედება, ანუ ცივილიზაციები ერთ ადგილზე დამკვიდრებულმა შრომამ წარმოქმნა და არა მომთაბარე ცხოვრებამ. მაგრამ ღვთისთვის სათნო მომთაბარეობა უფრო იყო, რადგან ამგვარი ცხოვრების წესის დროს ადამიანი უფრო ნაკლებად ფიქრობს მიწიერებაზე და მეტად ფიქრობს ღმერთზე. კლასიკური კერპთმსახურება სწორედ ცივილიზაციებში, ერთ ადგილზე დამკვიდრებულ ადამიანებში წარმოიშვა."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ბიბლიას თუ გადავხედავთ, ცივილიზაციები ჩამოყალიბებული იყო იქ, სადაც განვითარებული იყო მიწათმოქმედება, ანუ ცივილიზაციები ერთ ადგილზე დამკვიდრებულმა შრომამ წარმოქმნა და არა მომთაბარე ცხოვრებამ. მაგრამ ღვთისთვის სათნო მომთაბარეობა უფრო იყო, რადგან ამგვარი ცხოვრების წესის დროს ადამიანი უფრო ნაკლებად ფიქრობს მიწიერებაზე და მეტად ფიქრობს ღმერთზე. კლასიკური კერპთმსახურება სწორედ ცივილიზაციებში, ერთ ადგილზე დამკვიდრებულ ადამიანებში წარმოიშვა."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მონობაში ჩავარდნის შემდეგ, ბოლო 150 წლის განმავლობაში ებრაელთა დევნა დაიწყო. ისრაელიანებს ყველაზე მძიმე სამუშაოს ავალებდნენ, რომ მათი რიცხვი შემცირებულიყო. მიუხედავად ამისა, ისინი კიდევ უფრო მრავლდებოდნენ. მაშინ ფარაონმა ბრძანა, ებრაელთა ახალშობილი ვაჟები დაეხოცათ ან წყალში ჩაეყარათ. ამ საშინელმა უბედურებამ ებრაელებს ჭეშმარიტი ღმერთი გაახსენა და მხურვალედ დაიწყეს ვედრება, შეეწყალებინა ისრაელიანთა ერი. მხოლოდ ღვთის იმედი დარჩათ და მისგან მოელოდნენ მხსნელს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მოხუცი იოსები იყო მეტად მტკიცე, მართალი და გულახდილი ბუნებით, ჩამომავალი იყო დავითისა და სოლომონისა, მეტად უბრალო, ყურადღებიანი და მშრომელი. სალომეასთან ქორწინებიდან მას ჰყავდა 2 ქალიშვილი და 4 ვაჟი. მარიამთან დაწინდვამდე იგი ცხოვრობდა ქვრირობაში"
"რატომ წაიყვანა მაცხოვარმა გეთსიმანიის ბაღში მხოლოდ ის სამი მოციქული, რომელნიც თაბორის მთაზე იახლა თან? იმიტომ, რომ მათ უკვე იცოდნენ ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ. ახლა მისი უძლურება უნდა ენახათ. სხვა მოციქულები, თუკი მოძღვრის ღვთაებრიობის მისაღებად არ იყვნენ მზად, მით უმეტეს - მისი უძლურებისა.
თუკი მოძღვარში საკვირველი სიდიადის დანახვამ ღვთაებრიობამდე ვერ აამაღლა ისინი, მასში უძლურების დანახვა მისადმი რწმენის დაკარგვის საშიშროებას ქმნიდა.
რა აუცილებელი იყო მათი წაყვანა? ვინმეს უნდა განეცხადებინა ქრისტეს ლოცვის ამბავი, რადგან ამის შემდეგ მაცხოვარი შეიპყრეს და ვეღარ შევიტყობდით ამ ყოველივეს."
"ძველი აღთქმა დაფარული ახალი აღთქმაა, ხოლო ახალი - განცხადებული ძველი"
"ბიბლია იწერებოდა დაახლოებით 1400 წლის მანძილზე სხვადასხვა ავტორისაგან: ნასწავლთა და უსწავლელთა, მეფეთა და მიწათმოქმედთა, სახელმწიფო მოხელეთა, მწყემსთა და მეთევზეთა მიერ. იგი შედგება ისტორიის, წინასწარმეტყველებების, ეპისტოლეების, კანონებისა და რელიგიურ-ზნეობრივი დარიგებებისაგან. მაგრამ თავიდან ბოლომდე ამ შეუდარებელ წიგნს გასდევს ერთი და იგივე ღვთივგანბრძნობილი სულიერი სწავლება, ერთი და იგივე აზრი და დანიშნულება."
/ილია მეორე/
"როდესაც ხელში ვიღებთ ბიბლიას, დიდი საიდუმლოს წინაშე ვდგებით. ამ საიდუმლოს უდიდესი მოწიწებით უნდა ვეხებოდეთ"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ღმერთი ადამიანებს სხვადასხვა მიზეზით დაუტევებს. ზოგჯერ ეს იმიტომ ხდება, რომ უფლის იდუმალი სათნოებანი გამოვლინდეს.
მაგალითად, ისეთი სათნოება, როგორიც ჰქონდა დიდ მოღვაწეს, იობს, რომელსაც ღმერთი ესაუბრა და უთხრა: "მე შენ დასაწყისშივე გიცნობდი, მე, რომელიც ხედავს იდუმალს და სწვდება კაცთა გონების სიღრმეებს, მაგრამ რადგანაც ადამიანებისთვის შენი სიქველენი დაფარული იყო და ბოროტგანმზრახველნი კი ჰგონებდნენ, რომ თაყვანს შენი სიმდიდრისა და კეთილდღეობის გამო მცემდი, ამიტომ მოგივლინე მძიმე განსაცდელი და ყოველივე ის, რაც გებადა, წაგართვი, რათა მათთვის შენი ჩემდამი სიყვარული, ერთგულება და მადლიერება მეჩვენებინა".
"როგორც ცრემლები მოძრაობენ გულიდან და გულისაკენ, ასევე ბიბლია ღმერთისაგან გამოდის და ესმის მას, ვინც ღვთისაა"
/მაიკლ ფარადეი/
"სასიკვდილო სარეცელს მიჭაჯვულმა ვალტერ სკოტმა სიძეს ლოკხარდს მიმართა:
- შვილო, წიგნი მომიტანე.
მწერალს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ამიტომ შეცბუნებულმა სიძემ ჰკითხა:
- რომელი წიგნი, სერ?
მომაკვდავმა მიუგო:
- ამქვეყნად მხოლოდ ერთი წიგნი არსებობს, შვილო, მომიტანე ის წიგნი.
ლოკხარდი მიხვდა, თუ რას ამბობდა ვოლტერ სკოტი და მომაკვდავს ბიბლია მიუტანა."
"ძველად ეგვიპტეში და ძველ აღმოსავლეთში გავრცელებული იყო სიბრმავე. სახარების დღევანდელ საკითხავში მოთხრობილია ბრმათა განკურნების შესახებ. გავაკეთოთ მცირე ისტორიული ექსკურსი.
სიბრმავის გავრცელება არა მზის, ქვიშის და ქარის ბრალი იყო, არამედ - ცრურწმენის, რამეთუ წარმართნი ამ მხარეში თაყვანს სცემდნენ ბელზებულს. სიტყვა "ბელზებული" ნიშნავს ბუზების ბატონს. "ზებულ" ებრაელებმა არაწმინდა სულების ბატონად მოიხსენიეს, ანუ სატანას ეძახდნენ ასე.
ცრურწმენა ძველ აღმოსავლეთში ასეთი იყო, რომ ბელზებულს აკერპებდნენ. ბუზი თვალზე უნდა სხდომოდა ბავშვს, დიდს... მოგეხსენებათ, რომ მწერებს დაავადებები გადააქვს, ისინი კი აღმერთებდნენ მას და ფიქრობდნენ, რომ არ შეიძლებოდა მათი მოშორება, რაც იწვევდა ინფექციას, დაავადებას და თვალთა სნეულებებს ადამიანში.
თუკი იმ დროს და შემდეგაც ამბობდნენ, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში ათასში ერთი შეიძლება შეგხვედროდათ და შეგხვდეთ სიბრმავით ან თვალის სნეულებით დაავადებული, ეგვიპტესა და პალესტინაში ოც ადამიანში ერთი ბრმა იყო და შემდეგ ას ადამიანში ერთი ან ორი შეგხვდებოდა. ასე გავრცელებული იყო სიბრმავე მათი წარმართობიდან გამომდინარე"
/მამა გიორგი სამსონიძე
"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.24/
"ბიბლია" - ჩემი სიცოცხლის ლამაზი ნაწილი და ცხოვრების ნათელი მიზანი; წიგნი, რომელიც უპასუხოდ არ დაგიტოვებს არც ერთ კითხვას; წიგნი, რომელიც დაგამშვიდებს და იმედით აგავსებს; წიგნი, რომელიც სიყვარულს გასწავლის"
/მზია ხუჭუა/
"კანტი ამბობდა: "თავისი შინაარსით ბიბლია თავად ადასტურებს მის ღვთაებრივ წარმოშობას. ბიბლია ყველაზე ძვირფასი რამაა, რის გარეშეც, მე უბადრუკ მდგომარეობაში ვიქნებოდი. ჩემ მიერ წაკითხულ არც ერთ წიგნს არ მოუტანია ისეთი სიმშვიდე, როგორ უფლის სიტყვას - ბიბლიას"
"მწიგნობრობის ისტორია ბიბლიაზე ცნობილ და განუმეორებელ წიგნს არ იცნობს"
"- მამაო, როდიდან დაიწყო მსხვერპლშეწირვა და შესაწირის რა ძირითადი სახეები, ფორმები იყო ძველ აღთქმაში?
- პირველ რიგში, უნდა ითქვას, თუ რატომ გახდა საჭირო მსხვერპლის შეწირვა და როდის დაიწყო ეს მსახურება. პირველი მსხვერპლშეწირვა მოხდა კაენისა და აბელის მიერ, ანუ ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ. ადამიანს დაცემამდე მსხვერპლის შეწირვა არ სჭირდებოდა. ადამი ჭვრეტდა უფალს, უფალი მოდიოდა მასთან და ეს იყო მეტად უშუალო ურთიერთობა. ერთადერთი მსხვერპლი, რომელიც უნდა შეეწირა ადამს, ეს იყო მცნების დაცვა - არ მიეღო კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფი. ეს იყო, გარკვეულწილად, თავისუფალი ნებით საკუთარი თავის შეზღუდვა უფალთან ერთობისათვის, რადგანაც ადამისთვის უფალთან ყოფნა, ურთიერთობა იყო უფრო ძვირფასი, ვიდრე რაღაც სხვა, მაგალითად, ხის ნაყოფი. მაგრამ ადამი მაინც ჩავარდა ცოდვაში და მისმა ბუნებამ შეიძინა ახალი თვისებები, რასაც ჩვენ პირველქმნილი ცოდვის შედეგებს, დაცემულ ბუნებას ვუწოდებთ.
დაცემის შემდეგ მოხდა იმ სულიერი ძალების გაუკუღმართება, რომლითაც ღმერთმა ადამიანები დააჯილდოვა. ამიტომაც უფალთან ურთიერთობისათვის ადამიანს განსაკუთრებული ქმედება სჭირდებოდა. საჭირო იყო რაღაც ახალი ფორმა. სწორედ ეს კულმინაციური მომენტი უფალთან ურთიერთობისა გამოიხატა მსხვერპლშეწირვით. ადამიანი თავის შრომის ნაყოფს, მის საუკეთესო ნაწილს, პირველ ნაყოფს, სწირავს უფალს და ამით გამოხატავს მზადყოფნას დაუთმოს უფალს ის, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
...აბელმა და კაენმა უფალს ძღვენი მიართვეს, მაგრამ ისინი არსობრივად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. აბელი სწირავს საუკეთესოს, პირველშობილ და ნასუქ ცხვარს, იმას, რაც რჩეული იყო მის ფარაში. უფლისათვის სათნოა ეს ძღვენი. მაგრამ არსებობს მეორე სახე მსხვერპლის შეწირვისა, მსხვერპლი, რომელიც არ არის სათნო უფლისათვის - მსხვერპლი კაენისა. ეს იყო მოვალეობის მოხდის მიზნით გაღებული, მხოლოდ გარეგნული ქმედება, რათა გამოჩენილიყო, რომ მან რაღაც გააკეთა. კაენი არ ფიქრობს იმაზე, არის თუ არა ეს ღვთისათვის სათნო. ამიტომაც უფალი ასეთ მსხვერპლს არ იწირავს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ დროიდან არსებობს მსხვერპლშეწირვის ორი სახე: ღვთისათვის სათნო, მისაღები - აბელის მსხვერპლი და მეორე - მსხვერპლი კაენისა, რომელსაც უფალი არ იწირავს.
- შეწირვა მერეც გაგრძელდა?
- დიახ. ღმერთს მსხვერპლს სწირავს ნოეც. წარღვნის დამთავრების შემდეგ "ყოვლად ნაყოფებად" სწირავს ის მსხვერპლს. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის უკვე იყო სხვადასხვა სახის მსხვერპლი. ძველ აღთქმაში არის მსხვერპლი სინანულისა, შენდობისა, ცოდვათა მიტევებისა, სამადლობელი, სავედრებელი ან სადიდებელი. შესაბამისად, ისინი ადამიანთა სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.
შეწირვა სხვადასხვა სახით ხდებოდა. შეიძლებოდა შეეწირათ ზვარაკი ან კრავი, ვაცი ან მტრედის ხუნდები. ასევე შესაწირად ითვლებოდა ხმიადები - უცომო პური, ადამიანის შრომის ნაყოფი."
/მეუფე იოანე (გამრეკელი)/
"ძველი აღთქმის ყველა წიგნი დაწერილია ებრაულად, რადგანაც ამ ენით ლაპარაკობდნენ დამწერნიც და ისინიც, რომელთათვისაც იყო განკუთვნილი წიგნები. ახალი აღთქმის წიგნები, გარდა მათეს სახარებისა, დაწერილია ბერძნულად."
როგორ იწერებოდა ბიბლია?
"ბიბლია აერთიანებს სხვადასხვა დროსა და ეპოქაში სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილ წიგნებს, ამ წიგნებში ასახულია კაცობრიობის ისტორია და მისი დამოკიდებულება ღმერთთან ამ ისტორიის ყოველ ეტაპზე. ბიბლიას სხვაგვარად წმინდა წერილსაც უწოდებენ, ან უბრალოდ წერილს.
ნებისმიერი სხვა წიგნისაგან ბიბლია იმით განსხვავდება, რომ მასში შემავალი წიგნების ავტორები იყვნენ წმინდა და გამორჩეული ადამიანები და ისინი წერდნენ ღვთის შთაგონებით; ანუ როგორც თავად ამ სიტყვის შინაარსი მიგვანიშნებს - ღმერთისგან ჩაგონებით. გამოდის, რომ წმინდა წერილის ავტორები წერენ და მოგვითხრობენ იმას, რისი თქმაც სურს ჩვენთვის უფალს."
"ქრისტიანული ეკლესია აღრიცხავს ძველი აღთქმის 51 წიგნს, აქედან 39 კანონიკურად ითვლება, დანარჩენი 12 კი არაკანონიკურად."
"სიტყვა ბიბლია წიგნებს ნიშნავს; რომ ის მრავალი სხვადასხვა დროს შექმნილი წიგნისაგან შედგება. ბიბლია უფალმა იმისთვის მისცა ადამიანებს, რომ კაცმა მისი მეშვეობით შეიცნოს ჭეშმარიტი ღმერთი; შეიტყოს, რა გზა და საშუალებები არსებობს მასთან დასაახლოებლად; და ყოველივე ამით მოიპოვოს მარადიული ცხოვრება და დაიმკვიდროს სასუფეველი. მოდით, გავიღრმაოთ ცოდნა ბიბლიის შესახებ და უფრო საფუძვლიანად გავერკვეთ მის შედგენილობაში."
"ბიბლია ხომ მარტო ლიტერატურა არ არის - მსოფლმხედველობაა, ფილოსოფია, ცხოვრების, აზროვნების, ფიქრების მიმართულება და საზომი და, ბოლოს და ბოლოს, უდიდესი ნუგეშის და შთაგონების დაუსრულებელი წყარო!"
/ლელა ჩხარტიშვილი/
"ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება
- ჭიაფერი წითელი ფერის საღებავის სახელია, რომელსაც ლოკოკინას ნიჟარიდან ამზადებდნენ. მისი გამოყენებით შეღებილი ნაჭერი გარეცხვის შემდეგაც არ კარგავდა სიწითლეს. მოცემულ შემთხვევაში ეს ჭიაფერი იუდეველთა უმძიმესი ცოდვებით სისხლისფრად შესვრილ სულს განასახიერებს, რისი აღხოცვაც მხოლოდ უზენაესისთვისაა შესაძლებელი. ამავდროულად, ეს მუხლი საღვთო კაცთმოყვარეობის უზომო სიდიადეს წარმოაჩენს"
"ბიბლია არ პირფერობს და არც ამცირებს პიროვნებას, არამედ წარმოგვიდგენს მას ისეთს, როგორადაც ხედავს ადამიანს მისი შემოქმედი ღმერთი, ყოვლის მხილველი".
/ილია მეორე/
"ძველ ეთიოპიაში დიდი რაოდენობით ბუზი ბინადრობდა. ამიტომაც მას ფრთებით დაჩრდილულ ქვეყანას უწოდებდნენ. იგი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო. ესაიას [წინასწარმეტყველი] პერიოდისთვის ეთიოპიელებმა ზედა ეგვიპტე დაიპყრეს და იქ საკუთარი მმართველობა დაამყარეს".
"ეგვიპტელები ებრაელთა ქვეყანას ქანაანის ქვეყანას უწოდებდნენ"
"იუდეველთა შორის შიშველი სიარული უდიდეს სირცხვილად მიიჩნეოდა, რადგან რჯულის თანახმად, ერთმანეთის სიშიშვლე რომ არ ეხილათ, მამა-შვილსაც კი ეკრძალებოდა აბანოში ერთად შესვლა".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ღვთის რისხვა 300-ჯერ არის ნახსენები საღვთო წერილში"
"3. მწარედ ატირდა -
იოსებ ფლავიუსის თქმით, ხიზკიაჰუს, გარდა სიკვდილის მოახლოებისა, სხვა სატკივარიც ჰქონდა: იგი იმ დროისთვის უშვილო იყო. შესაბამისად, გარდაცვალება, დავითის ხაზით მეფობის გაუქმებას ნიშნავდა, რასაც მეფე დიდი გულისტკივილით განიცდიდა. მართალია, კონკრეტული თხოვნა წინამდებარე მუხლებში არ გადმოცემულა, მაგრამ იგი სტრიქონებს შორის იკითხება. ეზეკია ლოცვისას კედლისკენ ტრიალდება, რადგან, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიმართულებით მდებარეობდა იერუსალიმის ტაძარი. ამ ლოცვის შემდეგ მან კიდევ თხუთმეტ წელიწადს უნდა იცოცხლოს (მუხ.5). როდესაც ის მოკვდა, მის მემკვიდრეს, მენაშეს, მხოლოდ თორმეტი წელი შეუსრულდა. ამგვარად, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ აღწერილი მოვლენების დროს ხიზკიაჰუს ჯერ კიდევ არ ჰყავდა მემკვიდრე".
"მღვდელმთავრობა, მოსეს რჯულის მიხედვით, მემკვიდრეობითი იყო, რომელიც განისაზღვრებოდა პირმშოობის უფლებით"
"ეგვიპტის მეფე პტოლემეოსი II-მ წმინდა წერილის წიგნების ძველებრაულიდან ბერძნულ ენაზე სათარგმნად მოიწვია 72 სწავლული ებრაელი, რომელთა შორის იყო სვიმეონ ღვთისმიმრქმელიც. წმინდა წერილის წიგნებს ორ-ორი კაცი თარგმნიდა. როდესაც თარგმანს მორჩნენ და ნათარგმნი ერთმანეთს შეადარეს, მათ შორის არავითარი სხვაობა არ აღმოჩნდა. ეს მოხდა სულიწმინდის მადლით. სამოცდაათთაგანის მიერ ნათარგმნი ბიბლია - სეპტუაგინტა დღემდე ერთადერთ კანონიკურ ბიბლიადაა მიჩნეული. თუკი რაიმე საკამათო, სადავო საკითხი იქნება სხვა ნათარგმნ ბიბლიასა და სეპტუაგინტას შორის, უპირატესობა ყოველთვის სამოცდაათაგანის თარგმანს უნდა მივანიჭოთ, რადგან იგი სულიწმინდის მიერაა ნათარგმნი.
თავად ისრაელიანებმა შემდგომში ახ. წ. III-IV საუკუნეებში "ჩაასწორეს" ბიბლია - ამოიღეს ის ადგილები, რომლებიც უშუალოდ მოწმობდა მაცხოვრის განკაცებას, ამტკიცებდა, რომ იესო იყო ქრისტე, მაცხოვარი, მხსნელი. სანაცვლოდ კი ისეთი მაგალითები შეიტანეს, რომლებიც, მათი გაგებით, ამტკიცებდა, რომ იესო არ იყო ქრისტე, მესია, მაცხოვარი. ამიტომ ებრაული ბიბლია, რომლითაც ებრაელები დღემდე ხელმძღვანელობენ, დიდად განსხვავდება სეპტუაგინტასგან, რადგან შეგნებულად მოხდა მასში ცვლილებების შეტანა. როგორც ვიცით, მწიგნობრებს ასეთი რამ სჩვეოდათ, თავიანთი სწავლების მიხედვით ასწორებდნენ წმინდა წერილის წიგნებს. ამის გამო მაცხოვარი ხშირად ამხელდა იუდეველებს - კაცთა სწავლებას მიჰყვებით და არა მოსეს რჯულსო. ეს უკვე დაწყებული იყო მაცხოვრის ამქვეყნად ყოფნის დროსაც და შემდეგ საუკუნეებში უფრო გავრცელდა".
"ძველ აღთქმაში სიტყვა "ბიბლია" არსადაა ნახსენები. იგი გაჩნდა III საუკუნიდან. ბიბლიის დაყოფა თავებად XII საუკუნეში ინგლისელმა კარდინალმა სტეფანე ლანგტონმა დაამკვიდრა, ხოლო მუხლებად - XVI საუკუნის მბეჭდავმა რობერტ ესტიენმა. ბიბლიაში სულ 78 წიგნია, აქედან 51 ძვ. აღთქმაშია, 27 - ახალ აღთქმაში".
"ეგზეტიკოსი - (ბერძ.) პიროვნება, რომელიც ბიბლიას განმარტავს. ნამდვილი ეგზეტიკური სკოლების ჩამოყალიბება დაიწყო III-IV საუკუნიდან".
"ეკლესიასტე - (ბერძ.) მქადაგებელი, მომხმობელი. ძველი აღთქმის წიგნი, რომელც დაწერა სოლომონ ბრძენმა, როცა შეინანა, რომ ცოლად შეირთო კერპთაყვანისმცემელი ქალები და მათ ბომონებიც აუშენა. ამ წიგნში იგი ამბობს, რომ ყოველივე ამქვეყნიური სიკეთე არის ამაო და დაუდგრომელი, მხოლოდ შიში უფლისა და ღმრთის მცნებათა აღსრულება შეადგენს თვით უმთარეს და უმაღლეს ბედნიერებას და სიკეთეს, რომელიც დაამშვიდებს და მოასვენებს კაცის სულს. სოლომონმა დაწერა კიდევ საღმრთო წერილის ორი წიგნი: 1. იგავნი სოლომონისანი, ეს წიგნი შეიცავს ბრძნულ დარიგებას ღმრთის შიშზე, ბოროტებისა და ბიწიერების უარყოფაზე, კაცთა ყოფა-ქცევაზე; 2. ქებათა-ქება".
"ხელოვნება სულიწმიდაა. სულიწმიდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. "ბიბლიიდან" მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანამდე. ბიბლიიდან მოდის შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძეც. - ჩვენი სინდისი და პატიოსნება".
/გურამ დოჩანაშვილი/
"ახალს ვერც ერთი მწერალი ვერ გამოიგონებს. არ არსებობს თემა, რომელიც ბიბლიაში არ არის"
/გურამ დოჩანაშვილი/
"როგორც ცრემლები მოძრაობენ გულიდან და გულისკენ, ასევე ბიბლია ღმერთისგან გამოდის და ესმის მას, ვინც ღვთისაა"
/მაიკლ ფარადეი/
"მორწმუნეთათვის ბიბლია საღმრთო წიგნია, ხოლო ურწმუნოთათვის? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ათეისტები ბიბლიას მხოლოდ იმ მიზნით კითხულობდნენ, რომ ღმერთის არარსებობა დაემტკიცებინათ, სახარებას კი იმისათვის, რომ ქრისტეს არსებობა უარეყოთ"
"ჩვენი უფალი ჯვარს რომ არ ცმულიყო, მრავალი წარმართი არ გამოიხსნებოდა. ამიტომ იუდეველები ირწმუნებენ, მაგრამ ირწმუნებენ სამყაროს აღსასრულს. მათთვის არ იყო დრო, ერწმუნათ ჯვარი; მათ რომ ერწმუნათ, უფალი ჯვარცმული არ იქნებოდა. ჯერ არ იყო დრო, მათ რომ ერწმუნათ. მათ ურწმუნოებაში არის ჩვენი რწმენა, ხოლო მათ დამარცხებაში - ჩვენი ამაღლება. ეს დრო არ ყოფილა მათი, რათა ჩვენი გამხდარიყო"
/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/
"რაც წმიდა წერილშია ნათქვამი, ნათქვამია არა იმიტომ, რომ ჩვენ (მხოლოდ) ვიცოდეთ იგი, არამედ იმიტომ, რომ აღვასრულოთ"
/ამბა ისიხი/
"იოქებედი ("დიდების იეჰოვა", ანუ "იეჰოვას დიდება") - მოსეს, აარონისა და მირიამის დედა. ის იყო ლევის ასული, რომელიც მას გაუჩნდა ეგვიპტეში, და იყო და კეჰათისა, თავისი ქმრის - ყამრამის მამისა (გამ. 6.20; რიცხ. 26.59). შესაბამისად, ის გამოდის თავისი ქმრის მამიდა. ასეთი ქორწინება, რომელიც მოგვიანებით აკრძალეს მოსეს რჯულით (ლევ. 28. 12,13), დაშვებული იყო ამ დადგენილებამდე და თავად მოსე არ მალავს ამ ნათესაობას (გამ. 6.20). იოქებედის დედობრივი ზრუნვა შვილების მიმართ განსაკუთრებით თვასაჩინოა მოსეს დაბადებისა და აღზრდის გარემოებებიდან (1 ეზრ. 11.23)".
"დავითისა და ისრაელის წინამძღვრების მიერ იმდენად ბევრი ძვირფასი ლითონი იყო მომზადებული, რომ სოლომონის მიერ შეკრებილმა ოსტატებმა ვერ შეძლეს მისი მთლიანად გამოყენება"
"ბიბლია წიგნთა შორის ყველაზე ჰარმონიული წიგნია, რადგან მას რეალურად ერთი ავტორი ჰყავს და ეს ავტორია თვით ღმერთი, ვისი ნებითაც, ვისი შეგონებითაც შეიქმნა და დაიწერა იგი წმ. კაცთა ხელით"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ცნობილი ინგლისელი არქეოლოგი ჰუკი, რომელიც 30 წელი მუშაობდა ბიბლიურ ადგილებში, წერს: თავის დროზე ბიბლიურ მოვლენებთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრები იმისთვის დავიწყე, რომ ბიბლიის უსაფუძვლობა დამემტკიცებინა, მაგრამ 30 წლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბიბლიაში მოთხრობილი ამბები აბსოლუტური ჭეშმარიტებააო".
"აღთქმის კიდობანში ინახებოდა ქვის ფილები, რომელზეც ათი მცნება ეწერა, ასევე აარონის კვერთხი და ზეციური საკვვები მანანა. ეს კიდობანი სოლომონ მეფემ ტაძრის მშენებლობისას საძირკველში მოაქცია"
"თანამედროვე ადამიანი საჭიროებს წმინდა წიგნის - ბიბლიის სიბრძნით სულიერ დაპურებას, ინტელექტუალურ, გონებრივ განვითარებასა და იმ მადლს, რომელიც ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მოიხვეჭება"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ვინც ღმერთი დაკარგა, ის კვლავ მოიპოვებს მას ბიბლიაში, ხოლო ვინც არასოდეს იცნობდა ღმერთს, ამ წიგნიდან ღვთის სიტყვის სუნთქვასა და სურნელს შეიგრძნობს"
/აკაკი მინდიაშვილი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)