თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ უძველესი ბიბლიის კოდექსების ანალიზი

პოსტის ავტორი: IOANE_ თარიღი: Oct 9 2014, 05:09 PM

განვიხილოთ მაგალითი. იოანეს 3:13-ში ვკითხულობთ იესოს სიტყვებს: „ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა“. ზოგმა მთარგმნელმა ჩაამატა სიტყვები: „რომელიც ზეცაშია“. ამ დამატებული სიტყვების თანახმად, იესო ერთდროულად ზეცაშიც იყო და დედამიწაზეც, რაც სამების მოძღვრებას უჭერს მხარს. ეს დამატებული ფრაზა გვხვდება V—X საუკუნეების რამდენიმე ხელნაწერში.
"მაგრამ ეს ფრაზა არ გვხვდება უფრო ადრინდელ ვატიკანისა და სინურ ხელნაწერებში"

ვხვდებით ამგვარ ფრაზას საიტზე http://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge/2009727 სტატიაში "რატომ არის ფასეული ვატიკანის კოდექსი".

წარმოგიდგენთ სინური კოდექსის ელექტრონულ ვერსიას სადაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ რომ კრიტიკულ ტექსტებში გამოცემული იოანეს სახარების 3:13 მუხლის ზუსტად ისეა თარგმნილი როგორც სინურ უძველეს ხელნაწერშია წარმოდგენილი:

იხ. http://www.codexsinaiticus.org/en/manuscript.aspx?book=36&chapter=3&lid=en&side=r&verse=13&zoomSlider=0

"α πιϲτευϲεται · και
ουδειϲ αναβεβηκε
ειϲ τον ουρανον . ει
μη ο εκ του ουρανου
καταβαϲ ο υϲ του
ανθρωπου ˙ "


13 And no one has ascended into heaven but he that came down from heaven, the Son of man, who is in heaven.

არ ვიცი რამდენად გასავრცობია ეს თემა, მაგრამ ვფიქრობ ამგვარი უზუსტობა ამ სექტის მიზნებს საჩინოს ხდის

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 9 2014, 10:24 PM

IOANE_
ახალი თემა შეგეძLო არ გაგეხსნა .
ზოგადად , დადე ხოლმე ამგვარი თემები ხშირად ...

პოსტის ავტორი: IOANE_ თარიღი: Oct 29 2014, 07:01 PM

მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)