მაინტერესებს რა წყაროებშია შემონახული ცნობები ქრისტეს დაბადებისა და მისი ცხოვრების შესახებ? (გარდა რელიგიურისა) ყველასათვის ცნობილია, რომ პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსები დეტალურად აღწერდნენ იმ დროინდელი რომის ცხოვრებას და მოსახლეების ყოფასაც კი. საინტერესოა რატომ არ არსებობს ცნობები ისეთი პოპულარული პიროვნების შესახებ როგორიც ქრისტე იყო? თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ქრისტეს არსებობისა და მოღვაწეობის ისტორიული მტკიცებულება, რომელიც პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსის მიერაა შედგენილი თხოვნა იქნება მოგვაწოდოს.
სახარებები სამას წელზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა და ბევრი შეუსაბამობებია ერთმანეთთან. გარდა ამის ის ერთადერთი წყაროა(არა ისტორიული) სადაც ქრისტეს შესახებაა მოძღვრება და ამიტომ მივიჩნევ საეჭვოდ. საერთოდ როცა მსგავსი მოვლენა ხდება (რაც სახარებებსა და ბიბლიაშია აღწერილი) მედროვეები მას აქტიურად ინიშნავენ და ის საუკუნეების შემდეგ არსებობს როგორც ფაქტის დამადასტურებელი წყარო, რაც სახარებებში მონათხრობ ისტორიებზე არ არსებობს. ამიტომ მაინტერესებს დამატებითი ინფორმაცია მაშინ განვითარებულ მოვლენებზე.
მე უბრალოდ არ მინდა ბრმად მივენდო...არსებობს ვარაუდი, რომ ქრისტეზე ცნობები პირველ საუკუნეში დაწერილ წყაროებში არ გვხვდება და ამ ვარაუდის უარსაყოფად უბრალოდ საჭიროა ვინმემ აჩვენოს ეს წყაროები. მე დიდი ხანია ამის ძიებაში ვარ ჩემი შესაძლებლობებით და ეს ქრისტიანი ისტორიკოსების თავსატეხიცაა. მე ამიტომ ვსვამ აქ კითხვას...პასუხის გაცემას ველი...
რაობაა აქ?
უმოდეროდ რატომ ერთვებით იუზერები მოძღვრის განყოფილების კითხვებზე პოლემიკაში?
ზედმეტ პოსტებს წავშლი და თემას გადავიტან!
achiko (A)
რაღაცა თუ არ იცი ამაში არც სატრაგედიოა არაფერი და არც დასაძრახი , მაგრამ რაც არ იცი და იმას ამტკიცებ უკვე ძალიან ცუდია , უპირველესად შენთვის.
ახლა შენ პოსტებს მივუბრუნდები და დეტალურად განვიხილავ მას :
ისე ჩანს, რომ "ახალ აღთქმას" ხელწამოსაკრავად მიიჩნევენ. ეს ასეა არაერთ მკვლევართა შორის. რას ვიზამთ, გაუჩნდათ ასეთი დამოკიდებულება. მაგრამ მეტი ყურადღება, მეტი ყურადღებაა საჭირო, რომ ხელის ერთი მოსმით არ მოხვეტო უმნიშვნელოვანესი რამ.
"სკეპტიციზმი, რომელიც სახარების გამოცხადებების, როგორც ფიზიკურად აღსრულებული რეალობის ანტიპათიას ეფუძნება მთლიანად გაუმართლებელია. იმისათვის, რომ ეს ისტორიები მთავარ ლეგენდად იქცეს, დროის მნიშვნელოვანი სიგრძეა საჭირო, საჭიროა ძალზედ ხანგრძლივი პერიოდი ახ. აღთქმისეულ ტრადიციათა ევოლუციისა და განვითარებისათვის, ანუ სანამ ისტორიულ ელემენტებს არაისტორიული გამორიცხავს.
ეს ფაქტორი, როგორც წესი, უგულვებელყოფილია "ახალი აღთქმის" მკვლევართა შორის, როგორც ცნობილი მეცნიერ-მკვლევარები შენიშნავენ. ასეთია, მაგალითად, პროფესორი შერვინ-უაიტი. იგი თეოლოგი არ გახლავთ, რომაული და ბერძნული ეპოქების გამოჩენილი ისტორიკოსი და მკვლევარია, უხეშად რომ ვთქვათ, ამავდროულად "ახალი აღთქმისაც".
პროფესორ შერვინ-უაიტის მხედვით, რომის ისტორიის წყაროები ჩვეულებრივ არაობიექტურია და ჩაწერილი მოვლენებიდან მრავალია ამოღებული, სულ მცირე ერთი ან ორი თაობის, ან თუნდაც საუკუნეების განმავლობაში. თუმცა, იგი ამბობს, რომ ისტორიკოსები სრული სანდოობით აღადგენენ იმას, რაც მოხდა (ხდებოდა). იგი მკაცრად კიცხავს და საყვედურობს "ახალი აღთქმის" კრიტიკოსებს იმის გამო, რომ არ აცნობიერებენ თუ რა ფასდაუდებელი წყაროები აქვთ მათ სახარებებში".
დანარჩენი შემდეგ. დროდადრო, იმედია, ჩავერთვები მეც საუბარში.
ასეო...ისეო... სახარებაში უზუსტობებიაო და შეცდომებიო...
ვერ ვხედავთ ხალხნო ამ უზუსტობებსა და შეცდომებს 21 საუკუნეა და ეგებ თქვენ დაგვანახოთ?
არაფერი. უბრალოდ, ეს XIX და XX საუკუნის დასაწყისის ათესტური "გამონათებები" იყო, მორიგი "არგუმენტი", რომელსაც შესაბამისმა მკვლევარებმა უპასუხეს კიდეც, როგორც იმავე საუკუნეებში, ისე მის შემდეგაც - დღემდე.
დავიწყოთ იოსებ ფლავიუსით (ეს იყო პირველი საუკუნის ებრაელი ისტორიკოსი). ის, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ისტორიული მოწმეა. კარლ მარქსი ამბობდა: „სარწმუნო ისტორია უნდა იწერებოდეს მხოლოდ ისეთი საბუთების საფუძველზე, როგორიც არის იოსებ ფლავიუსის თხზულებანი“.
გარდა ამისა, ფლავიუსს თავისი სიცოცხლის განმავლობაში შეეძლო ყოფილიყო იმ მოვლენათა ცენტრში, რომლებიც აღწერილია სახარებაში. და ბოლოს, ფლავიუსი არ იყო ქრისტეს მიმდევარი და, ამის გამო, არ გვაქვს საფუძველი ველოდოთ მისგან რაიმე გადაჭარბებას, რომელიც ხელსაყრელი იქნება ქრისტიანებისათვის.
როგორც ათეისტები ამტკიცებენ, ნუთუ მართლაც არაფერს ამბობს ფლავიუსი მაცხოვრის აღდგომის შესახებ? ერთხელ კიდევ ჩავიხედოთ იოსებ ფლავიუსის თხზულბებში. იქ შავით თეთრზე წერია: „ამ დროს გამოჩნდა იესო ქრისტე, დიდი სიბრძნის მქონე ადამიანი, თუკი შეიძლება ვუწოდოთ ამდენ საოცრებათა ჩამდენს ადამიანი. იმ პირთა დასმენის გამოისობით, რომლებიც პირველობენ ჩვენში, პილატემ იგი ჯვარს აცვა. შედრკნენ ისინიც, ვინც პირველებმა შეიყვარეს იგი. მესამე დღეს კი ხელახლა გამოეცხადა მათ“. როგორ ეწყობა ეს ყოველივე იმ მტკიცებებს, რომ ფლავიუსი სიტყვასაც კი არ ახსენებს ქრისტეს შესახებო?
გავაკეთოთ მცირე გადახვევა.
ასი წლის წინათ ფლავიუსის ამ ცნობაში ეჭვი შეიტანეს და იგი მიიჩნიეს შემდგომში ქრისტიანთა მიერ ჩამატებულ ცნობად. მაგრამ მალევე იქნა აღმოჩენილი იოსებ ფლავიუსის თხზულებათა კიდევ სამი ვარიანტი, და ფლავიუსი სამივე ამ ვარიანტში იმეორებს ცნობას იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.
...ლაბირინიოსი იესო ქრისტეს აღდგომას შეესწრო თავის ჩინოვნიკებთან ერთად. მათ ცხადად დაინახეს ქვის ჩამოვარდნა, რომელიც ფარავდა სამარეს. დაინახეს არაჩვეულებრივი სინათლით მბრწყინავი ფიგურა, რომელიც მაღლდებოდა იმ ადგილზე. ლაბირინიოსი თავის თანამგზავრებთან და დარაჯებთან ერთად გაექანა ამის შესახებ ხელისუფლებისათვის შესატყობინებლად.
...ბერძენი ჰერმიდეოსი, რომელსაც იუდეის მმართველის ბიოგრაფის ოფიციალური თანამდებობა ეკავა, წერდა ასევე პილატეს ბიოგრაფიასაც. მისი ცნობები განსაკუთრებულად საყურადღებოა ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ისინი შეიცავენ უაღრესად საყურადღებო და საიმედო ცნობებს პალესტინისა და რომის შესახებ და საფუძვლად დაედვნენ იუდეის ისტორიას, და მეორე, ჰერმიდეოსი მკვეთრად გამოირჩევა თავისი გადმოცემის მანერით. როგორც აკადემიკოსი ს.ჟებელევი ამბობს: „იგი ფოტოაპარატის სიზუსტით გადმოგვცემს ყველაფერს“.
ჰერმიდეოსის მონათხრობი კიდევ იმით არის ძვირფასი, რომ ისიც იმყოფებოდა მაცხოვრის აღდგომისას საფლავის სიახლოვეს, მიაცილებდა რა პილატეს ერთ-ერთ თანაშემწეს. ამასთან, ჰერმიდეოსი დასაწყისში ქრისტეს წინააღმდეგ იყო განწყობილი, და როგორც თავად ამბობდა, ცდილობდა დაერწმუნებინა პილატეს ცოლი, რათა მას ხელი არ შეეშალა ქმრისთვის ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ჯვარცმამდე იგი ქრისტეს მატყუარად თვლიდა, ამიტომ თავისი ინიციატივით გაემართა შაბათ ღამეს სამარისაკენ, რათა დარწმუნებულიყო, რომ იესო ქრისტე არ აღდგებოდა და მისი სხეული სამუდამოდ დარჩებოდა მიწაში. მაგრამ სულ სხვაგვარად წარიმართა ყოველივე.
„მივუახლოვდი სამარეს, და ვიმყოფებოდი რა მისგან ას ორმოცდაათ ნაბიჯზე, - წერს ჰერმიდეოსი, - სისხამი განთიადის მკრთალ შუქზე ჩვენ დავინახეთ სამარესთან მყოფი დაცვა: ორი ადამიანი იჯდა, დანარჩენები მიწაზე იწვნენ. იყო საოცარი სიჩუმე. ჩვენ მივდიოდით ძალზედ ნელა, და გადაგვასწრო დაცვამ, რომელიც მიდიოდა სამარისაკენ იმათ შესაცვლელად, რომლებიც იქ საღამოს შემდეგ იმყოფებოდნენ. შემდეგ უეცრად ძალზედ განათდა. ჩვენ ვერ შევძელით გაგება, თუ საიდან იყო ეს სიწითლე, მაგრამ მალე დავინახეთ, რომ იგი მოდიოდა ზემოდან - მბრწყინავი ღრუბლიდან, რომელიც დაეშვა საფლავისაკენ და გამოჩნდა ადამიანი, ბრწყინვალე შუქით შემოსილი. შემდეგ გაისმა გრუხუნი, მაგრამ არა ზეცაში, არამედ მიწაზე. ამ ხმაზე დარაჯები ფეხზე წამოიჭრნენ და შემდეგ დაეცნენ. ამ დროს, საფლავისაკენ მიმავალ ბილიკზე, ჩვენგან მარჯვნივ მოდიოდა ქალი. მან უეცრად დაიყვირა: „განიხვნა! განიხვნა!“ და ამ დროს ჩვენ დავინახეთ, რომ მართლაც ძალზედ დიდი ქვა, რომელიც ხერგავდა გამოქვაბულის შესასვლელს, როგორღაც თავისით აიწია და გახსნა სამარეში შესასვლელი. ჩვენ ძალზედ შევშინდით. მცირეოდენი დროის შემდეგ სინათლე საფლავზე გაქრა და ჩვეულებრივმა სიჩუმემ დაისადგურა. როდესაც ჩვენ მივუახლოვდით საფლავს, ცხადი გახდა, რომ იქ უკვე აღარ იყო დამარხული ადამიანის სხეული“.
ჰერმიდეოსის მონათხრობი კიდევ ერთი მხრივაც არის საინტერესო: ის წერს, რომ ქრისტეს ჯვარცმამდე რამდენიმე ხნით ადრე, იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა, ერთი მხრით კეისრის (ტიბერიუსის) დიდი გამოსახულებით, ხოლო მეორე მხარეს პილატეს პატარა გამოსახულებით. იესო ქრისტეს გასამართლების დღეს, როდესაც პილატეს მეუღლე ცდილობდა დაერწმუნებინა ქმარი, არ გამოეტანა ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენი (იმიტომ რომ იგი მთელი ღამე იტანჯებოდა ძილში მის გამო), ქალმა იკითხა: „რითი გამოისყიდი დანაშაულს, თუ შენს მიერ სიკვდილმისჯილი მართლად ღვთის ძეა და არა დამნაშავე?“ პილატემ უპასუხა: „თუ იგი მართლაც ღვთის ძეა, იგი აღდგება, და მაშინ, პირველი, რასაც მე გავაკეთებ, იქნება ის, რომ მე ავკრძალავ ჩემი გამოსხულების აღბეჭდვას მონეტაზე, სანამ მე ცოცხალი ვარ“.
მონეტაზე გამოსახვა რომში უდიდეს პატივად ითვლებოდა. პილატემ თავისი პირობა შეასრულა და მართლაც აკრძალა თავისი გამოსახულების აღბეჭდვა მონეტაზე. ჰერმიდეოსის ეს ცნობა დასტურდება რომის ნუმიზმატიკიდანაც.
...სირიელი ეიშუ, განთქმული თავისი სამედიცინო ხელოვნებით, პილატეს პირადი მკურნალი იყო. სახელოვან მკურნალს პილატემ დაავალა ღამე გაეთია ქრისტეს საფლავზე, შაბათ საღამოდან კვირა დილამდე, თავის განუყრელ ხუთ თანაშემწესთან ერთად. იგი ასევე მაცხოვრის დაკრძალვის მოწმეც გახლდათ. შაბათს მან ორჯერ მოიხილა საფლავი, ხოლო საღამოთი კი კვლავ საფლავზე დაბრუნდა ღამის გასათევად. მან იცოდა წინასწარმეტყველება ქრისტეს აღდგომის შესახებ, ამიტომ ღამით ისინი მორიგეობით ფხიზლობდნენ.
„ჩვენ ყველანი - მკურნალები, დარაჯები, - წერს ეიშუ - ვიყავით ჯანმრთელად, ფხიზლად, თავს ვგრძნობდით ჩვეულებრივად კარგად. ჩვენ არ გვქონდა არავითარი წინათგრძნობა. ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ შესაძლებელი იყო გარდაცვლილი გაცოცხლებულიყო. მაგრამ იგი ჭეშმარიტად აღდგა! და ყველაფერი ეს ჩვენ ვიხილეთ საკუთარი თვალით.“
შემდეგომ ამისა აღწერილია, თუ რა იხილა ეიშუმ.
ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მცოდნე, აკადემიკოსი ვ.პ.ბუზესკული (1958-1931 წ.) ამბობდა:
„იესო ქრისტეს აღდგომა დადასტურებულია ეჭვმიუტანელი არქეოლოგიური და ისტორიული მონაპოვრებით, და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ივანე მრისხანისა და პეტრე დიდის ისტორიული არსებობა... იესო ქრისტეს აღდგომის უარყოფა ნიშნავს პილატეს, იულიუს კეისრის, ნერონის, ავგუსტუსის, ეფრაინეს, მარკუს ავერლიუსის და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი მრავალი სხვა პიროვნების არსებობის უარყოფას“.
ეპიფანე აფრიკელი, ევსევი ეგვიპტელი, სარდიონ პანიდორელი, იპოლიტე მაკედონელი, ამონ ალექსანდრიელი, საბელინ ბერძენი, ისააკ იერუსალიმელი, კონსტატინე ტირელი და მრავალი სხვა ავტორი ადასტურებენ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას.
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა იმდროინდელ ებრაელ ავტორთა გადმოცემები. მათი უმრავლესობა, ჩვეულებისამებრ, საერთოდ დუმს აღდგომის ფაქტთან დაკავშირებით. იმ დროის ებრაელ მწერალთა შორის, რომლებიც პირდაპირ მოგვითხრობენ აღდგომის შესახებ, შეიძლება ჩამოვთვალოთ ურის გალილეველი, ჰანონ მესოპოტამელი, შერბრუმი მამა, ფერნან სარეპტელი, მანანია ექიმი, ნავეინ ანტიოქელი და მაფერკანტო. განსაკუთრებით საყურადღებოა მაფერკანტოს ცნობები. იგი იყო სინედრიონის ერთ-ერთი წევრი, მნე. სწორედ მისი ხელიდან მიიღო იუდა ისკარიოტელმა ქრისტეს გაცემისათვის ოცდაათი ვერცხლი. მაგრამ როდესაც მაცხოვრის აღდგომის შემდეგ იუდეველთა შორის განგაში ატყდა, მაფერკანტი იყო პირველი სინედრიონის წევრთაგან, რომელიც მივიდა მაცხოვრის საფლავის გამოსაძიებლად. იგი დარწმუნდა, რომ აღდგომა მართლაც მოხდა. იგი მივიდა იქ ოდნავ ადრე, დარაჯებისათვის ფულის გადასახდელად, და დაინახა, რომ საფლავი საიმედოდ იყო დაცული. გადაუხადა ფული დარაჯებს და უკან გამობრუნდა, მაგრამ ოდნავ რომ მოშორდა საფლავს, გაისმა ქუხილი, რომლის შემდეგაც სამარის უზარმაზარი ქვა უხილავი ძალის მეშვეობით გადაგდებულ იქნა. უკან მობრუნებულმა მაფერკანტმა შორიდანვე შეამჩნია, თუ როგორ ნელ-ნელა გაქრა სამარის თავზე დავანებული სინათლე. ყოველივე ეს, მაფერკანტს აღწერილი აქვს თავის თხზულებაში „პალესტინის მმართველთა შესახებ“, რომელიც მიეკუთვნება პალესტინის ისტორიისათვის განსაკუთრებით სანდო და საიმედო წყაროთა რიცხვს.
ჩემი დაწერილი არ გეგონოთ. აკადემიკოს ივანე ბელეცკის ნაშრომიდანაა.
აქაც შეგვიძლია ბატონო ჩემო გავაგრძელოთ საუბარი...
“ქრისტეს ვნებების შინაარსი საიდუმლოა, რომელსაც შეუძლებელია ადამიანის გონება მისწვდეს“.
საჭირო თემაა ხშირად მიხდება კამათი ურწმუნოებთან და რომ არ დამჯაბნონ ვცდილობ ფაქტები მეც მოვიძიო ხოლმე გარდა სახარებისა, რომელსაც ასევე ტყუილს უწოდებს ზოგი ან დამახინჯებულად მოსულს 21 საუკუნეში
marine
G_saxva
მადლობთ რჩევებისთვის ვეცდები განვერიდო ხოლმე
იოსებ ფლავიუსი იმდენად სანდო ისტორიკოსია , რომ ლამისაა ბიბლია გადავდო და მის დაწერილს ვერწმუნო მხოლოდ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)