თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ საიდან წარმოიშვა ნოდის ქვეყნის ხალხი

პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: Oct 26 2011, 10:00 PM

ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეოთხე

1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.
2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.
3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.
4აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.
5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.
6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?
7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.
8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.
10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.
13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.
18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი.
19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
20. შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
21. მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22. შვა ცილამაც - თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა.
23. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა ჭირად.
24. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ.
25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.
26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება.

მეოთხე თავამდე აღწერილია სამყაროს და ადამის და ევის შექმნის და პირველყოფილი ცოდვის ამბავი, ხოლო ამ თავში კი კაენის და აბელის ამბავი, მაგრამ მე რა მინდოდა გამეგო: საიდან წარმოიშვა ეს ნოდის ქვეყნის ხალხი, ისინი ხომ აშკარად არ იყვნენ ადამის და ევას შთამომავლები, მაშ საიდან გაჩნდნენ? ისინიც ცოდვილები იყვნენ თუ არა? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „იგი ყოველ შემხვდურს“, აშკარად გამოდის რომ ადამი და ევა მარტონი არ ყოფილან?

შემდეგი შეკითხვა. ადამის და ევას შთამომავალი იყო ნოე რომლის დროს მოხდა წარღვნა, საინტერესოა კაენის შთამომავლობა სადღა გაქრა? მე იქნება რამე გამოვტოვე მაგრამ 4-6 თავებში მათზე მგონი არაფერი წერია, რა ბედია ეწია მათ?

და კიდევ:
1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,
2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.
3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.

ვინ იგულისხმებიან „ღვთისშვილებში“? ადამის და ევას შთამომავლები? „ადამიანთა ასულები“ ვიღა არიან? კაენის და ნოდის ქვეყნის ხალხის შთამომავლები? ეს ბუმბერაზები ვიღა არიან? თუ არ ვცდები ისინი ბიბლიაში არც აქამდე არიან ნახსენები და არც ამის მერე, რატომ ზის ეს მუხლი აქ? რას ნიშნავს „ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი“? ადამ და ევაზე ძველები არიან? ბოლოსდაბოლოს ადამიანის (და ადამიანისმგვარი არსებების-„ბუმბერაზები იყვნენ“ ანუ ზომით მაინც განსხვავდებოდნენ ადამის და ევას (და პლიუს ნოდის ქვეყნის ხალხის) შთამომავლებისგან) რამდენი შტო იყო დედამიწაზე? ან მორწმუნე ხალხი რატომ უყურებს ხოლმე ამრეზით ადამიანისმაგვარი არსებების ნაშთების არსებობას? ხომ შეიძლება ნოდის ხალხი (იმ ბუმბერაზებზე რომ არაფერი ვთქვათ) ფიზიკურად ადამის და ევას შთამომავლებისგან ცოტათი განსხვავებულები ყოფილიყვნენ?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Oct 26 2011, 10:30 PM

"კაენის მოდგმა დახასიათებულია როგორც ღვთის პირისაგან მოშორება, დევნილობა და მიუსაფრობა, შიში და ძრწოლა რასაც მისი ადგილსამყოფელის სახელიც გამოხატავს: ნოდ- `ხეტიალი~ `ძრწოლა~ -სულიერი და სივრცული გაგებით, რომლის დაძლევას ცდილობენ
გალავნიანი ქალაქების აგებით.

ადამს და ევას მარტო კაენი, აბელი და სეითი არ ჰყავდათ, წმ. წერილი ყოველთვის გამორჩეულ ადამიანებზე საუბრობს.

ღვთისშვილები სეითის მოდგმის ხალხია, ადამიანთა ასულები კაენის მოდგმის ქალები.

"- ბუმბერაზები
იყვნენ მაშინ ქვეყნად - რას უკავშირდება ბუმბერაზობა, ამაში იგულისხმება ის რომ
ადამიანებმა იწყეს ძალადობა, ანუ ძალის გამოყენება, შეგნებულად თრგუნავდნენ
სიმართლეს და თავხედ მოდგმას წარმოადგენდნენ. ამიტომაც შეირყვნა მთელი ქვეყანა.

ასეთ იყო ნებროთი – ქამის ერთ-ერთი
შთამომავალი ჩვეულებრივი ადამიანი

- კაენის მოდგმაზე საუბარი წყდება იმიტომ, რომ უკვე გადმოცემულია მათი განვითარება, დაცემა და უკვე აღარარის საჭირო თხრობა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 26 2011, 11:13 PM

ისე რამოდენიმმე ხნის წინ ერთ მეცნიერს ვესაუბრე(ვეკამათე)რომელსაც საკმაოდ საინტერესო აზრები გააჩნია.
მოკლედ ის კაცი ფიქრობს,რომ სამოთხე საქართველოში გახლდათ.რაც შეეხება ნოდის ქვეყანას,იგი ამ სიტყვას უკავშირებს ,,ჩრდილოეთს-ნორზ"და ამბობს,რომ ღმერთი(როცა კაენის გადახვეწა ბრძანა)ცაში რომ ყოფილიყო ვერსად დაემალებოდა კაენიო.იგი იყო მცხეთაში არმაზის მთის სამხრე

თით და კაენი ჩრდილოეთით წამოვიდა და ამიტომ ვეღარ დაინახაო და.ა.შ.
მოკლედ საინტერესო პიროვნებვას ვიცნობ რა...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 26 2011, 11:13 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 26 2011, 11:09 PM) *

მოკლედ ის კაცი ფიქრობს,რომ სამოთხე საქართველოში გახლდათ.


ჰო. და იესო ქართველი იყო და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი - გურული.
არ ვხუმრობ, გამიგია როგორ ამტკიცებენ ამას სერიოზულად.


Quo vadis, Domine unsure.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 26 2011, 11:15 PM

ციტატა
Quo vadis, Domine

deux ex maxines

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 26 2011, 11:19 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 26 2011, 11:15 PM) *

deux ex maxines


deus ex machina yes4.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 26 2011, 11:25 PM

tempora mutantur et nos mutantur in illis.

ციტატა
deus ex machina
მე ასე ვიცოდიmaxines

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 26 2011, 11:30 PM

გენიალური ენაა ლათინი.
ძალიან მიყვარს.
დასანანია, რომ, ასკლეპიადების და ლინგვისტების ამარაღა დარჩა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 26 2011, 11:34 PM

ციტატა
დასანანია, რომ, ასკლეპიადების და ლინგვისტების ამარაღა დარჩა.

ეგრეა.ეს სიტყვები არ გიყვარს?omo hominy lupus.პატრიარქი იყენებს ხოლმე ხშირად.
უი...ვაოფებთ ხო იცი შენე...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 26 2011, 11:39 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 26 2011, 11:34 PM) *

homo hominy lupus est.



კაი სიტყვებია.

ციტატა
უი...ვაოფებთ ხო იცი შენე...

მაგაზე მადარდე ეხლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 27 2011, 12:14 PM

arcivi9
ეჰა, საინტერესო რამ მოგხვდა თვალს. მე არ ვიცი, ამიტომ მოვჩხრიკავ ^^

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Oct 27 2011, 01:13 PM

arcivi9

ციტატა
მეოთხე თავამდე აღწერილია სამყაროს და ადამის და ევის შექმნის და პირველყოფილი ცოდვის ამბავი, ხოლო ამ თავში კი კაენის და აბელის ამბავი, მაგრამ მე რა მინდოდა გამეგო: საიდან წარმოიშვა ეს ნოდის ქვეყნის ხალხი, ისინი ხომ აშკარად არ იყვნენ ადამის და ევას შთამომავლები, მაშ საიდან გაჩნდნენ? ისინიც ცოდვილები იყვნენ თუ არა? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „იგი ყოველ შემხვდურს“, აშკარად გამოდის რომ ადამი და ევა მარტონი არ ყოფილან?

ადამის სხვა შთამომავლები იგულისხმებიან ყოველ შემხვდურში.
ციტატა
შემდეგი შეკითხვა. ადამის და ევას შთამომავალი იყო ნოე რომლის დროს მოხდა წარღვნა, საინტერესოა კაენის შთამომავლობა სადღა გაქრა? მე იქნება რამე გამოვტოვე მაგრამ 4-6 თავებში მათზე მგონი არაფერი წერია, რა ბედია ეწია მათ?

კაენის შთამომავლობა ნოეს დროს მოიხსენება ბიბლიაში სიტყვით "ადამიანთა შვილები", რომლებიც წარღვნის დროს განადგურდნენ.
ციტატა
ვინ იგულისხმებიან „ღვთისშვილებში“? ადამის და ევას შთამომავლები? „ადამიანთა ასულები“ ვიღა არიან? კაენის და ნოდის ქვეყნის ხალხის შთამომავლები? ეს ბუმბერაზები ვიღა არიან? თუ არ ვცდები ისინი ბიბლიაში არც აქამდე არიან ნახსენები და არც ამის მერე, რატომ ზის ეს მუხლი აქ? რას ნიშნავს „ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი“? ადამ და ევაზე ძველები არიან? ბოლოსდაბოლოს ადამიანის (და ადამიანისმგვარი არსებების-„ბუმბერაზები იყვნენ“ ანუ ზომით მაინც განსხვავდებოდნენ ადამის და ევას (და პლიუს ნოდის ქვეყნის ხალხის) შთამომავლებისგან) რამდენი შტო იყო დედამიწაზე? ან მორწმუნე ხალხი რატომ უყურებს ხოლმე ამრეზით ადამიანისმაგვარი არსებების ნაშთების არსებობას? ხომ შეიძლება ნოდის ხალხი (იმ ბუმბერაზებზე რომ არაფერი ვთქვათ) ფიზიკურად ადამის და ევას შთამომავლებისგან ცოტათი განსხვავებულები ყოფილიყვნენ?

ღვთის შვილები არიან სეთის შთამომავლობა, ხოლო ადამიანთა შვილები არიან კაენის შთამომავლობა.

პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: Oct 27 2011, 05:40 PM

zaz

ციტატა
ადამის სხვა შთამომავლები იგულისხმებიან ყოველ შემხვდურში.

მათზე რატომ არ წერია არაფერი ძველ აღთქმაში? ისინი ხომ უკვე უნდა ყოფილიყვნენ დაბადებულები აბელის მოკვლამდე (ან უკიდურეს შემთხვევაში ამ დროს, მაგრამ აშკარად არა ამაზე გვიან)

ციტატა
ღვთის შვილები არიან სეთის შთამომავლობა, ხოლო ადამიანთა შვილები არიან კაენის შთამომავლობა

ანუ, მანდ საუბარია "კარგ" და "ცუდ" ხალხზე? ეს კარგი და ბუმბერაზები ვიღა იყვნენ?

A.V.M
ციტატა
ისე რამოდენიმმე ხნის წინ ერთ მეცნიერს ვესაუბრე(ვეკამათე)რომელსაც საკმაოდ საინტერესო აზრები გააჩნია.
მოკლედ ის კაცი ფიქრობს,რომ სამოთხე საქართველოში გახლდათ.რაც შეეხება ნოდის ქვეყანას,იგი ამ სიტყვას უკავშირებს ,,ჩრდილოეთს-ნორზ"და ამბობს,რომ ღმერთი(როცა კაენის გადახვეწა ბრძანა)ცაში რომ ყოფილიყო ვერსად დაემალებოდა კაენიო.იგი იყო მცხეთაში არმაზის მთის სამხრე

თით და კაენი ჩრდილოეთით წამოვიდა და ამიტომ ვეღარ დაინახაო და.ა.შ.
მოკლედ საინტერესო პიროვნებვას ვიცნობ რა...

რითი ასაბუთებს ამ აზრებს?

ქევანა
ციტატა
ეჰა, საინტერესო რამ მოგხვდა თვალს. მე არ ვიცი, ამიტომ მოვჩხრიკავ

რას მოჩხრიკავ? სადმე შეიძლება იყოს ამაზე პასუხი?

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Oct 27 2011, 08:17 PM

arcivi9
ბიბლია დუმს გარკვეულ საკითხებზე და არ ახსენებს ადამის სხვა შთამომავლებს. ძველ აღთქმაში ხომ არ არის ნახსენები ადამის ქალიშვილები, კაენმა კი ცოლი შეირთო. კაენს ძრწოლა დაემართა და ყველა ადამიანის ეშინოდა ძმის მოკვლის შემდეგ.
ღვთის შვილებად და და ადამიანთა შვილებად ბიბლია იმიტომ ყოფს ამ ადამიანებს, რომ კაენის შთამომავლობა თავისი ცხოვრებით ღმერთს განუდგა. ეს იყო ვნებებს აყოლილი ადამიანები. ბუმბერაზები იყვნენ ნოეს თანამედროვე ადამიანები. ძალიან ძლიერები იყვნენ და სახელგანთქმულები, თუმცა ღვთის მცნებებს არ იცავდნენ.

პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: Oct 30 2011, 08:30 PM

ციტატა(zaz @ Oct 27 2011, 08:17 PM) *

arcivi9
ბუმბერაზები იყვნენ ნოეს თანამედროვე ადამიანები. ძალიან ძლიერები იყვნენ და სახელგანთქმულები, თუმცა ღვთის მცნებებს არ იცავდნენ.

ადამიანები, ანუ ადამის შთამომავლები რომ იყვნენ ეს საიდან ვიცით?

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Oct 30 2011, 09:18 PM

arcivi9

ციტატა
ადამიანები, ანუ ადამის შთამომავლები რომ იყვნენ ეს საიდან ვიცით?

დაბ. 6,4: ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.
ეს ლოპუხინის განმარტებაა: «В то время были на земле исполины…» Предпотопное человечество именуется «исполинами», в подлинном nephilim — «нефилим». Хотя, действительно, в Писании этот термин иногда и служит обозначением великанов или гигантов (Чис 13:33–34), но основное значение этого корня «разрушать, ниспровергать», а в форме ниф — «заставить падать, соблазнять, развращать». Поэтому в этих первобытных «нефилим» можно видеть людей, не только отличавшихся необыкновенной физической силой и ростом, но и лиц, сознательно попиравших правду и угнетавших слабых. Существовали подобные личности среди каинитов и раньше, вероятно, с эпохи Тувалкаина, изобретшего оружие, и Ламеха, воспевшего ему победный гимн; со времени же смешения сифитов с каинитянами эти «нефилимы» особенно размножились вследствие всеобщего развращения и падения всех нравственных устоев.

«это были сильные, издревле славные люди…» Здесь идет речь уже о плодах смешанных браков, которые в отличие от «нефилим» в еврейском тексте названы «гибборим» (сильные). Последнее имя по библейскому словоупотреблению означает выдающуюся личность (2 Цар 17:10; Дан 11:3), отборного воина, человека, превосходящего других своей силой (3 Цар 11:28). Отсюда очевидно, что потомки смешанных родов (сифитов с каинитами) превосходили своих прототипов, как по физическим, так и безнравственным свойствам. Называя этих «гибборим» издревле «славными людьми», бытописатель, вероятно, имел здесь в виду тот факт, что они, под именем «героев древности» получили мировую известность в универсальных традициях человечества (Вар 3:26–28).


პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: Nov 7 2011, 10:27 PM

ციტატა(zaz @ Oct 30 2011, 09:18 PM) *

arcivi9

დაბ. 6,4: ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.
ეს ლოპუხინის განმარტებაა: «В то время были на земле исполины…» Предпотопное человечество именуется «исполинами», в подлинном nephilim — «нефилим». Хотя, действительно, в Писании этот термин иногда и служит обозначением великанов или гигантов (Чис 13:33–34), но основное значение этого корня «разрушать, ниспровергать», а в форме ниф — «заставить падать, соблазнять, развращать». Поэтому в этих первобытных «нефилим» можно видеть людей, не только отличавшихся необыкновенной физической силой и ростом, но и лиц, сознательно попиравших правду и угнетавших слабых. Существовали подобные личности среди каинитов и раньше, вероятно, с эпохи Тувалкаина, изобретшего оружие, и Ламеха, воспевшего ему победный гимн; со времени же смешения сифитов с каинитянами эти «нефилимы» особенно размножились вследствие всеобщего развращения и падения всех нравственных устоев.

«это были сильные, издревле славные люди…» Здесь идет речь уже о плодах смешанных браков, которые в отличие от «нефилим» в еврейском тексте названы «гибборим» (сильные). Последнее имя по библейскому словоупотреблению означает выдающуюся личность (2 Цар 17:10; Дан 11:3), отборного воина, человека, превосходящего других своей силой (3 Цар 11:28). Отсюда очевидно, что потомки смешанных родов (сифитов с каинитами) превосходили своих прототипов, как по физическим, так и безнравственным свойствам. Называя этих «гибборим» издревле «славными людьми», бытописатель, вероятно, имел здесь в виду тот факт, что они, под именем «героев древности» получили мировую известность в универсальных традициях человечества (Вар 3:26–28).

შეიძლება ასეც იყოს rolleyes.gif

მაგრამ ბუმბერაზები სხვაგანაც არის ნახსენები ბიბლიაში:
"ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო"
რიცხვნი
თავი მეცამეტე
32-ე სტრიქონი

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 8 2011, 11:20 AM

arcivi9
მანდ ბუმბერაზები მაღალ ხალხს გულისხმობს. თან გაითვალისწინე, რომ ეს იყო შეშინებული ხალხის ნათქვამი. მათ შეეშინდათ და მთელ ერს გული გაუტეხეს.

პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: Nov 9 2011, 12:10 AM

zaz

ციტატა
მანდ ბუმბერაზები მაღალ ხალხს გულისხმობს

მე მგონია რომ აქაც:
ციტატა
ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.

და მის კი
ციტატა
«В то время были на земле исполины…» Предпотопное человечество именуется «исполинами», в подлинном nephilim — «нефилим». Хотя, действительно, в Писании этот термин иногда и служит обозначением великанов или гигантов (Чис 13:33–34), но основное значение этого корня «разрушать, ниспровергать», а в форме ниф — «заставить падать, соблазнять, развращать». Поэтому в этих первобытных «нефилим» можно видеть людей, не только отличавшихся необыкновенной физической силой и ростом, но и лиц, сознательно попиравших правду и угнетавших слабых. Существовали подобные личности среди каинитов и раньше, вероятно, с эпохи Тувалкаина, изобретшего оружие, и Ламеха, воспевшего ему победный гимн; со времени же смешения сифитов с каинитянами эти «нефилимы» особенно размножились вследствие всеобщего развращения и падения всех нравственных устоев.

არც ისე ძალიან მჯერა, ბიბლიის დამწერს "ბუმბერაზის" მნიშვნელობა ალბათ კარგად ესმოდა

ციტატა
თან გაითვალისწინე, რომ ეს იყო შეშინებული ხალხის ნათქვამი

საგანგებოდ გაგზავნილი მზვერავების?

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 9 2011, 02:21 PM

arcivi9
ბიბლიის პირდაპირი განმარტება არ შეიძლება. აუცილებლად ბიბლიის განმმარტებლებს უნდა დაეყრდნო.

ციტატა
საგანგებოდ გაგზავნილი მზვერავების?

მზვერავებს შეეშინდათ და ხალხს გული გაუტეხეს, რისთვისაც ღმერთმა ებრაელი ერი 40 წელი უდაბნოში ხეტიალით დასაჯა.

პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: Nov 27 2011, 12:49 AM

zaz

ციტატა
ბიბლიის პირდაპირი განმარტება არ შეიძლება. აუცილებლად ბიბლიის განმმარტებლებს უნდა დაეყრდნო

კაი ხანია ამის გაგება მინდა და ბარემ აქ მითხარი: სად წერია (თუ სადმე წერია ამის შესახებ) ბიბლიაში რა უნდა გავიგოთ პირდაპირ და რა არაპირდაპირ?

ციტატა
მზვერავებს შეეშინდათ და ხალხს გული გაუტეხეს, რისთვისაც ღმერთმა ებრაელი ერი 40 წელი უდაბნოში ხეტიალით დასაჯა

40 წლის განმავლობაში ებრაელების ხეტიალის შესახებ მე თემაგავხსენი http://forum.ge/?showtopic=34320069&hl= და მანდ აშკარად ჩანს რომ მიზეზი სხვა იყო (თუმცა ალბათ ისიც რაც შენ დაწერე)

პოსტის ავტორი: mevar თარიღი: Nov 27 2011, 04:46 PM

მე პირადად გირჩევ გაეცნო ნაგ ჰამადის ბიბლიოთეკას. როგორც ცნობილია, 1945წ.შემთხვევით იქნა აღმოჩენილი უძველესი აპოკრიფები (ტექსტები თარიღდება I-IIIსს. კოდექსები კი უფრო მოგვიანებით-IVს. მიეკუთვნება). ხელნაწერები ერტხანს ბრიტანეთის მუზეუმში იმყოფებოდა და შემდეგ ბრიტანეთმა გადასცა კაიროს მუზეუმს. ხელნაწერები მიეკუთვნება უშუალოდ ქრისტეს მოწაფეებს და მოწაფის მოწაფეებს. გნოსტიკური ქრისტიანობის დევნის და განადგურების ჟამს, როგორც ჩანს ეს ხელნაწერები ღრმად ჩამარხეს უდაბნოს ქვიშაში, სადაც 2 000. ინახებოდა. ეს ხელნაწერები იქცა მეცნიერეული შესწავლის და ისნტერესის ობიექტად ყველა განვითარებულ ქვეყანაში (ჩვენ არ შევდივართbiggrin.gif) ორიგინალი ტექსტებია ძვ. ბერძნულ ენაზე და თარგმანები კოპტურზე. როგორც კვლევამ დაადგინა, ეს ტექსტები ინახებოდა წმ პახომეს მიერ დაარსებულ პირველ ქრისტიანულ მონასტერში, რომელიც რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს ნაგ ჰამადის უდაბნოდან. ცნობილი გახდა, რომ აპოკრიფების ჩამარხვის თარიღი ემთხვევა ალექსანდრიელი მიტროპოლიტის ათანასეს მიერ გამოცემულ ბძანებას არაკანონიკური ტექსტების განადგურების შესახებ.
ეს ტექსტები თუ არ ვცდები 80-იანი წლების ბოლოს ითარგმნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორების მიერ და იმ ხანებში ცხადია, გარდა სამეცნიერო თვალსაზრისისა სხვა არც არანაირი დამოკიდებულება არ არსებობდა რელიგიური ინტერესთა ცენზურის მხრივ. ამიტომ თარგმანი არის ზედმიწევნით ზუსტი, დაუმახინჯებელი და სარწმუნო. ძალიან ბევრ ინფორმაციას აიღებს დაინტერესებული მკითხველი. ბევრ რამეს მოეფინება ნათელი.
http://apokrif.fullweb.ru/nag_hammadi/

http://apokrif.fullweb.ru/apocryph1/

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 27 2011, 05:08 PM

arcivi9
ყველაზე უხიფათო გზაა წმიდა მამების მიერ ბიბლიის განმარტება წაიკითხო. პირდაპირი განმარტებით გზა დაგებნევა. იმიტომ, რომ ბიბლია სული წმიდის შთაგონებით არის დაწერილი და სული წმიდის მადლით განიმარტება.

პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: Nov 28 2011, 05:09 PM

mevar
მაგ ტექსტებში ადამიანის წარმოშობის სხვა ვერსიაა გადმოცემული?

zaz

ციტატა
ყველაზე უხიფათო გზაა წმიდა მამების მიერ ბიბლიის განმარტება წაიკითხო.

ნეტში რამე თუ არის ქართულად?



პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 28 2011, 05:16 PM

arcivi9
აქ ნახე განმარტებებიც არის:
http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm

ეს მთელი ბიბლიის ლოპუხინის განმარტებაა რუსულ ენაზე, რომელიც წმიდა მამების ნაშრომებზე დაყრდნობით არის შესრულებული:
http://www.bible.in.ua/underl/Lop/

პოსტის ავტორი: mevar თარიღი: Nov 29 2011, 12:52 PM

arcivi9
თუ დაინტერესებული ხარ წაიკითხე ეს ტექსტები, რომლებსაც არ შეხებია ცენზურა.იქ ნახავ, რომ ადამიანის მოდგმას რასაც ვეძახით ჩვენ- ადამიანის გარეგნობის და აზროვნების და მეტყველების მქონეებს, ყველა არ არის ერთი წყაროდან.
სახრების კანონიკურ ტექსტშიც არის ამაზე მინიშნება-"ხე რომელიც დარგულია არა მამის მიერ..."
მოკლედ თუ გაინტერესებს ნუ გეზარება წაკითხვა. ყველაფერი არ ითქმევა, როგორც არ იჭმევაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Dec 1 2011, 01:43 PM

arcivi9

ციტატა
მეოთხე თავამდე აღწერილია სამყაროს და ადამის და ევის შექმნის და პირველყოფილი ცოდვის ამბავი, ხოლო ამ თავში კი კაენის და აბელის ამბავი, მაგრამ მე რა მინდოდა გამეგო: საიდან წარმოიშვა ეს ნოდის ქვეყნის ხალხი, ისინი ხომ აშკარად არ იყვნენ ადამის და ევას შთამომავლები, მაშ საიდან გაჩნდნენ? ისინიც ცოდვილები იყვნენ თუ არა? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „იგი ყოველ შემხვდურს“, აშკარად გამოდის რომ ადამი და ევა მარტონი არ ყოფილან?


წმ. წერილში არ არის ნათქვამი, რომ "ნოდის ქვეყანა" ადამიანებით იყო დასახლებული. ნეტ. თეოდორიტეს განმარტებით "ნოდი" რყევას, ცახცახს ნიშნავს. ანუ ეს იყო არამყარი, ჩვენი ენით რომ ვთქვათ, ტექტონურად არამდგრადი ადგილი, სადაც ხშირი იყო მიწისძვრები. წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "როდესაც კაენმა ისმინა უფლის განაჩენი, "გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა" (დაბ. 4:16). რას ნიშნავს: "გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა"? ეს, ნიშნავს, რომ ის მოაკლდა უფლის მფარველობას იმ საძაგლობისთვის, რაც ჩაიდინა. "დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა". წმიდა წერილი გვამცნებს იმ ადგილის შესახებაც, სადაც კაენი დასახლდა და აჩვენებს, რომ მანაც სამოთხის შორიახლო დაიმკვიდრა, იმისთვის, რათა მარადის ხსომებოდა ის, თუ რა შეემთხვა მის მამას მცნების გარდახდომის გამო და ძმის მკვლელობისთვის თვითონაც როგორ დაისაჯა. ასეთი სასჯელი დაიმსახურა მან კიდევ იმიტომ, რომ გონს არც იმის შემდეგ მოეგო, რაც შეიტყო მამის სასჯელი, რომელიც სამოთხიდან განიდევნა.

და თვით ადგილი, სადაც ის დასახლდა, გამუდმებით მოაგონებდა არა მარტო მას, არამედ ყველა მის შემდგომ მცხოვრებ ადამიანს, ძრწოლასა და ცახცახს, რადგან "ნოიდი" (ნოდი) არის ებრაული სიტყვა, რომელიც მომდინარეობს ზმნისგან "ნუდ" რაც რყევას ნიშნავს. ხოლო მისგან ნაწარმოები არსებითი სახელი "ნოდი" განდევნას ნიშნავს.

ამრიგად, უფალმა ის ასეთ ადგილას იმიტომ დაასახლა, რომ თვით ადგილის სახელწოდებითაც კი მარადის მხილებულიყო და ჩადენილი დანაშაულიც ხსომებოდა" (Беседы на книгу Бытия, беседа 20).

ციტატა
ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „იგი ყოველ შემხვდურს“, აშკარად გამოდის რომ ადამი და ევა მარტონი არ ყოფილან?


მოკლედ რომ ვთქვათ აქ იგულისხმებიან როგორც ადამიანები, ასევე ცხოველები. კაენს ისეთი ნიშანი დაადო ღმერთმა, რომ მისი ცნობა შეეძლო ყველას ვინც შეხვდებოდა.

ციტატა
შემდეგი შეკითხვა. ადამის და ევას შთამომავალი იყო ნოე რომლის დროს მოხდა წარღვნა, საინტერესოა კაენის შთამომავლობა სადღა გაქრა? მე იქნება რამე გამოვტოვე მაგრამ 4-6 თავებში მათზე მგონი არაფერი წერია, რა ბედია ეწია მათ?


წმიდა წერილიდან ვიცით, რომ წარღვნის შემდეგ არავინ გადარჩა ნოეს ოჯახის გარდა, რომელიც კიდობანში იყო.

ციტატა
და კიდევ:1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. 3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. 4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. ვინ იგულისხმებიან „ღვთისშვილებში“? ადამის და ევას შთამომავლები? „ადამიანთა ასულები“ ვიღა არიან? კაენის და ნოდის ქვეყნის ხალხის შთამომავლები? ეს ბუმბერაზები ვიღა არიან? თუ არ ვცდები ისინი ბიბლიაში არც აქამდე არიან ნახსენები და არც ამის მერე, რატომ ზის ეს მუხლი აქ? რას ნიშნავს „ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი“? ადამ და ევაზე ძველები არიან? ბოლოსდაბოლოს ადამიანის (და ადამიანისმგვარი არსებების-„ბუმბერაზები იყვნენ“ ანუ ზომით მაინც განსხვავდებოდნენ ადამის და ევას (და პლიუს ნოდის ქვეყნის ხალხის) შთამომავლებისგან) რამდენი შტო იყო დედამიწაზე? ან მორწმუნე ხალხი რატომ უყურებს ხოლმე ამრეზით ადამიანისმაგვარი არსებების ნაშთების არსებობას? ხომ შეიძლება ნოდის ხალხი (იმ ბუმბერაზებზე რომ არაფერი ვთქვათ) ფიზიკურად ადამის და ევას შთამომავლებისგან ცოტათი განსხვავებულები ყოფილიყვნენ?


ეს ძალზედ საინტერსო და არცთუ იოლად გადასაწყვეტი საკითხია. კლასიკური, ეკლესიური პასუხი ამ შეკითხვაზე ასეთია:

ნეტ. თეოდორიტე:

Эზოგიერთი უგუნური და უკიდურესად გამოთაყვანებული ადამიანები ვარაუდობდნენ, რომ ესენი იყვნენ ანგელოზები, რადან ალბათ ფიქრობდნენ, რომ ამით გამართლებას მოუძებნიდნენ თავიანთ თავშეუკავებლობას, თუკი იმავე ცოდვაში დაადანაშაულებდნენ ანგელოზებს. მაგრამ უნდა მოუსმინონ მათ იმას თუ რას ამბობს ყოვლისშემოქმედი ღმერთი: "არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ" (დაბ. 6:3), - და გულისხმაყონ აქედან, რომ ანგელოზუს ძალთა ბუნებას არ გააჩნია არც ხორცი, არც დროით შემოსაზღვრული ცხოვრება, რადგან ისინი შექმნილნი არიან უკვდავებად. იგივე აზრია შემდგომ სიტყვებშიც: " ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა. და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა. და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი" (დაბ. 6:5-8). და ნოესაც უთხრა: "ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა" (დაბ. 6:13). ეს ყოველივე აჩვენებს, რომ ღვთის შვილები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შეიყვარეს უსჯულო ცხოვრება.

ანგელოზები რომ შერევნულიყვნენ კაცთა შვილებთან, მაშინ ადამიანები უსამართლობას შეეყრებოდნენ ანგელოზთაგან იმაში, რომ მათ ძალით გახრწნეს კაცთა შვილები, ასევე უსამართლობა იქნებოდა ეს ღმრთის მხრიდან, რაკიღა სასჯელი დაატყდებოდათ ანგელოზთა ვნების გამო. მაგრამ ამგვარის თქმას, ვფიქრობ, თვით სიცრუის მამაც კი ვერ გაბედავს. რადგან საღმრთო წერილი მრავალგზის უთითებს, რომ შესცოდეს ადამიანებმა და ღმრთის მსჯავრიც ადამიანებს დაატყდათ თავს.

მრავალთა უცოდინრობა კი გამოწვეულია წმიდა წერილის ზერელე კითხვით. იმის შემდეგ, რაც წმიდა მწერალმა თქვა, რომ ადამმა შვა შეთი, ხოლო შეთმა - ენოსი, დაამატა: "ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა" (დაბ. 4:26). აკილამ ეს ადგილი ასე გადათარგმნა: "მაშინ დაიწყეს უფლის სახელის ხმობა". ეს კი გვაძლევს უფლებას გულისხმავყოთ, რომ თავისი ღვთისმოსაობისთვის ენოსმა პირველმა მიიღო ღვთაებრივი სახელწოდება და ნათესავები მას ღმერთსაც კი უწოდებდნენ, რაც მის შთამომავლობაზეც გავრცელდა და იწოდებოდნენ ღვთისშვილებად, როგორც ჩვენ, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სახელის მიხედვით ვიწოდებით, ქრისტეანებად. თუ ვინმე არ მიიღებს ამ განმარტებას, რადგან ასე გადათარგმნა აკილამ, მაშინ მან ისმინოს წინასწარმეტყველ დავითის პირით თქმული ღვთის სიტყვა: "მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ" (ფსალმ. 81:6) და კიდევ: "ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს" (ფსალმ. 81:1); ასე კი უწოდებს თავადთ, როგორც ეს ჩანს შემდეგი სიტყვებიდან: "ვიდრემდის შჯიდეთ სიცრუესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა? უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, და მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ" (ფსალმ. 81:2-3). და კიდევ: "ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა..." (ფსალმ. 49:1); ცხადია, რომ ღმერთმა ასე უწოდა მათ, ვინც ამგვარი სახელწოდების ღირსი მადლით შეიქნა. ასევე სჯულმდებელი ამბობს: "ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი" (გამ. 22:28).

ასევე, შეთის შთამომავალნიც, როგორც ღვთისმოსავნი, იწოდებოდნენ ღვთისშვილებად, რადგან შეთის მოდგმა გამოყოფილი იყო და არ შეერეოდა მოდგმას კაენისას იმ წყევლის გამო, ღმერთმა რომ დაადო მას აბელის მოკვლისთვის. მაგრამ დიდი დროის შემდეგ (რადგან წარღვნა ღმერთმა კაცობრიობას მოუვლინა ორი ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ), "დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა" (დაბ. 6:2). სავარაუდოდ, ისინი ცთუნდნენ კაენის მოდგმაში გამოგონილი მუსიკალური ინსტრუმენტების მეშვეობით, რადგან კაენის შთამომავალმა იობალმა (იუბალმა) გამოაჩინა პირველად "საფსალმონი და ებანი" (დაბ. 4:21).

ასე შეერივნენ შეთის შთამომავალნი კაენისას და გახრწნეს თავიანთი კეთილშობილება, ამიტომაც დაექვემდებარნენ იმას, რასაც ისრაელიტელნი, რომლებიც შეერივნენ მადიანელთა ქალიშვილებს, ეზიარნენ მათ უკეთურებას და დაისაჯნენ ღმრთისგან. ამ უკანასკნელებზე ღვთაებრივი დავითი ბრძანებს: "და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი; და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ" (ფსალმ. 105:35-36).

ასევე ისინიც, ვინც შეთის მოდგმისა იყო, როგორც ღვთისმოსაობის დამცველი, ოდითგანვე ღვთისშვილად იწოდებოდნენ, მაგრამ რაკიღა უსჯულო დედაკაცთა სილამაზით მოიხიბლნენ, შეურიეს დაშორიშორებული თაობები და ნაყოფად მოიმკეს სიკვდილი და წარწყმედა.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სიტყვა მათ უბრალოდ ცოდვაში კი არ ადანაშაულებს, არამედ უსჯულოებაში, რომელსაც მთელის მონდომებით მიეძალნენ. ეს გამოიხატება სიტყვებით: "... განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა" (დაბ. 6:5). რადგან, ის, ვინც უდებების გამო ძლეულია ვნებათა მიერ და ცოდვაში ვარდება, შემდეგ კი ინანიებს თავის ცოდვას და გოდებს, შეწყალებულ იქნება ღმრთისგან, მაგრამ ის, ვინც სრულიად მიცემია გარყვნილებასა და ვნებებს და საკუთარი გონება ვნებათა მონა გაუხდია ისე, რომ თვითონ იგონებს გარყვნილების ახალ და ახალ სახეობებს, და აკეთებს ამას არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, არის კი ღირსი წყალობისა?" (იქვე. კითხვა 48).

ნეტ. თეოდორიტე:

"ბუმბერაზებში" ზოგიერთი გულისხმობს ხანგრძლივად მცხოვრებთ, ზოგიერთი კი ღმრთისმოძულე და ღმრთისმოწინააღმდეგე ადამიანთ. თუმცა ასე მოაზროვნენი არ ვარაუდობენ, რომ ბუმბერაზები აღემატებოდნენ სხვა ადამიანებს თავიანთი სხეულებრივი სიდიდით. მაგრამ, როდესაც მესმის თუ რას ამბობს წმიდა წერილი ყანაკის შვილებზე (რიცხვ. 13:34) და ოგზე, რომელიც იყო რეფაიმთა მოდგმისგან და რომლის რკინის საწოლის სიგრძე იყო ათი წყრთა, სიგანე კი ოთხი წყრთა (იხ. მეორე რჯლ. 3:11); როდესაც მესმის, როგორ ამბობს თვითმხილველი: "კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში" (რიცხვ. 13:34) - და ღმერთიც ადასტურებს ამ სიტყვებს და ამბობს: "მე აღვიღე ამორრეველი პირისაგან მათისა, რომლისა იყო, ვითარცა სიმაღლე ნაძჳსაჲ, სიმაღლე მისი. და ძლიერ იყო ვითარცა მუხა" (ამოსი 2:9); როდესაც მესმის გოლიათზე, რომლის სიმაღლე იყო "ექუს წყრთა და მტკაველი" (1 მეფ. 17:4), ვფიქრობ, - ბუმბერაზები ერთგვარი დიდი სიმაღლის მქონე ადამიანები იყვნენ.

ღმერთმა ყოველივე ბრძნულად მოაწყო, რადგან მიგვანიშნა, რომ განა უძლურების გამო მისცა ადამიანებს ჩვეულებრივი ზომა სხეულისა (მისთვის ხომ უადვილესი იყო უზარმაზარი სხეულების მქონე კაცთა შექმნაც), არამედ იმთავითვე აღმოფხვრა ქედმაღლობა და ამპარტავნება, როდესაც ადამიანებს დიდი სიმაღლე არ უბოძა; რადგან, თუკი ამ მცირე ზომის სხეულებში ასე ამპარტავნებენ და ჩაგრავენ ერთურთს, და ქედმაღლობენ არა ერთმანეთის, არამედ თვით ღვთის წინაშეც, რას არ იზამდნენ ისინი დიდი ძალა და დიდი სხეულები რომ ჰქონოდათ?" (იქვე. კითხვა: 49).

წმ. კირილე ალექსანდრიელი:

წერილი ამბობს: "როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:1-4).

იმის შემდეგ, რაც კაცთა მოდგმა ძლიერ გამრავლდა, "ღვთისშვილები", ნათქვამია, ხორციელი ვნებით აღიძრნენ კაცთა ასულების მიმართ და "მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა". ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიის ზოგიერთ ხელნაწერში ასე წერია: "დაინახეს ანგელოზებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები" (ასეთ წაკითხვას უჭერს მხარს ბერძნული ბიბლიის ზოგიერთი კოდექსი თუმცა, კოდექსთა უმრავლესობაში "ღვთის შვილები" წერია. იხ. http://tvorenia.russportal.ru/index.php?id...lum.v.k_02_0412 ).

შემდეგ, ზოგიერთი უარყოფს ანგელოზთა მიდრეკილებას ხორციელი სიამოვნებისკენ, მაგრამ ამ ბილწ ვნებაში ადანაშაულებს დაცემულ ანგელოზებს, რომლებმაც "არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა" (იუდ. 1:6). მე კი ვეთანხმები იმათ აზრს, რომ მართალია, დემონებს ახასიათებს ყოველგვარი სულიერი ვნება, მაგრამ უგუნურება იქნებოდა და საღ აზრთან სრულიად შეუსაბამო ამგვარი საქმე მათთვის მიგვეწერა. ჩვენი მიზანია დაწერილში დავინახოთ ჭეშმარიტება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოველგვარი უბედურება დემონთა ხროვას როდი უნდა მივაწეროთ... ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვათავისუფლებთ მათ ამ ვნებისგან, რადგან ისინი ბილწნი და ყოველგვარი სისაძაგლისკენ მიდრეკილნი არიან, მაგრამ, რამდენად სწორია, რომ სწორედ ისინი შეერეოდნენ დედაკაცებს, ხოლო დედაკაცები უშობდნენ მათ ბუმბერაზებს, უზარმაზარ ურჩხულთ, თუმცა მაინც გონიერ ადამიანთ? სრულიად უხორცო სულთაგან, რამდენად შესაძლებელია დედაკაცმა შვას შთამომავლობა?

მეზღაპრეობს ზოგიერთი და თავისი მჭევრმეტყველებითა და ფილოსოფოსობით ფარავს იმას, რაც შეუძლებელია: რადგან ადამიანთაგან წარმოქმნილ ბოროტებას ისინი დემონურად მიიჩნევენ და მათ აბრალებენ დედაკაცთა დაორსულებას. ჩვენ კი მათ შეხედულებას მივიჩნევთ სისულელედ და სრულ უმეცრებად, რადგან რაც არ გამოუთქვამს და არ უსწავლებია წმიდა წერილს, ჭეშმარიტებად ვერ მივიღებთ. წერილში წერია: "დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა". ამ ადგილის სწორად გაგებაში განგვამტკიცებს სხვა მთარგმნელთა განმარტება. მაგალითად, აკილა ამბობს: "დაინახეს ღმერთთა შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები". სიმახოსი კი "ღმერთთა შვილების" ნაცვლად თარგმნის: "შვილებმა მბრძანებელთა".

ხოლო "მბრძანებელთა", ანუ "ღმერთთა" შვილებს ისინი უწოდებდნენ შეთისა და ენოსის შთამომავალთ, მათთვის დამახასიათებელი სიწმიდისა და ღმრთისადმი სიყვარულის გამო; და კიდევ იმიტომ, რომ ისინი ძალმოსილნი იყვნენ დაემარცხებინათ ნებისმიერი წინააღმდგომი, რაშიაც სამართლიანად შეეწეოდა მათ თვით ღმერთი და მით, აშკარად და ცხადად აჩვენებდა ამ მოდგმის სიწმიდესა და უბიწობას. ეს მოდგმა არ ერეოდა კაენისა და ლამექის მოდგმას, რომელიც მამის კვალობაზე, მკვლელიც კი გახდა; რადგან თვითონ აღიარა: "მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა" (დაბ. 4:23)". მანამ, სანამ შეთის შთამომავალი წმიდა მოდგმა იყო თავისთვის და არ შეერეოდა უარესს, მისი სილამაზე და ღვთისმოსაობა ბრწყინავდა ღმრთის წინაშე წრფელი სიწმიდით და ქმნიდა მათ საკვირველად.

მაგრამ, როდესაც ისინი შთავარდნენ ხორციელ ვნებებში და გატაცებულ იქმნენ დედაკაცთა სილამაზით, მიიდრიკნენ უსჯულოებისკენ და "მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა", ანუ დედაკაცები კაენის მოდგმისგან. მართალია, "ღმერთებად", "ღმრთის შვილებად" და "მბრძანებლებად" იწოდებოდნენ, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ მიიდრიკნენ კაენიტების ზნე-ჩვევისკენ და მიეძალნენ სამარცხვინო ვნებას. ამიტომაც, იმდროინდელ წმიდა კაცთა თავშეუკავებლობის გამო, რომლებიც მიეცნენ მრუშ გულითქმებსა და სიძვას, ისე დაამახინჯა ღმერთმა მათი მოდგმის სხეულებრივი წყობა და სილამაზე, რომ მათი ცოლები შობდნენ ურჩხულებსა და ბუმბერაზებს, ანუ ველური და გაუგონარი ძალის ადამიანებს, გამორჩეულთ სიმახინჯითა და სიმაღლით.
უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი ძალის მქონე ადამიანთ ღვთივსულიერი წერილი ჩვეულებისამებრ უწოდებს ბუმბერაზთ. მაგალითად, წინასწარმეტყველის პირით სპარსელებსა და მიდიელებზე ნათქვამია: "მოვუხმე კიდეც ჩემს ბუმბერაზთ (ძვ. ქართ. "გმირნი") ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ" (ესია 13:3).

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ადრინდელ მამებს და საეკლესიო მწერლებს სხვაგვარაი შეხედულება გააჩნდათ ამ საკითხზე. მაგალითად, ტერტულიანე, ორიგენე, ნეტ. იერონიმე და სხვები ფიქრობდნენ, რომ "ღვთისშვილები" იყვენენ ანგელოზები. თუ ეს ვერსია სწორია, მაშინ "ბუმბერაზები" ("გიგანტები") გამოდის ჰიბრიდული რასა.

ეკლესიის გვიანდელი მამები (თეოდ. ოქროპირი, კირ. ალექს.) ამგვარ შესაძლებლობას არ უშვებდნენ ანგელოზთა უხორცო და უსქესო ბუნების გამო. თუმცა პირვანდელი ვერსიის მომხრეებს (ცხადია აქ უკვე დღევანდელობას ვგულისხმობ) სხვადასხვა არგუმენტები გააჩნიათ ამ პრობლემის გადასაჭრელად. თუმცა ეს უკვე საუბრის სხვა თემაა.

იმედია, თქვენს კითხვებს პასუხი გავეცით.

პატივისცემით: "ძველმართლმადიდებელი".


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 4 2011, 11:07 PM

ლოპუხინთან წერია მხოლოდ ზოგიერთების განმარტებები, რომ ნოდის მიწაში უნდა იგულისხმებოდეს არა რომელიმე კონკრეტული ადგილი, არამედ ზოგადი სახელი, სიმბოლო კაენის ცოდვის აღსანიშნავად.. ანუ გამოდის რომ კაენის მანდ დასახლების მერე დაერქვა ეგ სახელი.. ჰმ, საინტერესოა rolleyes.gif

აჰა, ლინკი:
http://www.lopbible.narod.ru/gen/_gen021.htm

პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: Dec 5 2011, 12:31 AM

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
წმ. წერილში არ არის ნათქვამი, რომ "ნოდის ქვეყანა" ადამიანებით იყო დასახლებული. ნეტ. თეოდორიტეს განმარტებით "ნოდი" რყევას, ცახცახს ნიშნავს. ანუ ეს იყო არამყარი, ჩვენი ენით რომ ვთქვათ, ტექტონურად არამდგრადი ადგილი, სადაც ხშირი იყო მიწისძვრები. წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "როდესაც კაენმა ისმინა უფლის განაჩენი, "გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა" (დაბ. 4:16). რას ნიშნავს: "გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა"? ეს, ნიშნავს, რომ ის მოაკლდა უფლის მფარველობას იმ საძაგლობისთვის, რაც ჩაიდინა. "დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა". წმიდა წერილი გვამცნებს იმ ადგილის შესახებაც, სადაც კაენი დასახლდა და აჩვენებს, რომ მანაც სამოთხის შორიახლო დაიმკვიდრა, იმისთვის, რათა მარადის ხსომებოდა ის, თუ რა შეემთხვა მის მამას მცნების გარდახდომის გამო და ძმის მკვლელობისთვის თვითონაც როგორ დაისაჯა. ასეთი სასჯელი დაიმსახურა მან კიდევ იმიტომ, რომ გონს არც იმის შემდეგ მოეგო, რაც შეიტყო მამის სასჯელი, რომელიც სამოთხიდან განიდევნა.

და თვით ადგილი, სადაც ის დასახლდა, გამუდმებით მოაგონებდა არა მარტო მას, არამედ ყველა მის შემდგომ მცხოვრებ ადამიანს, ძრწოლასა და ცახცახს, რადგან "ნოიდი" (ნოდი) არის ებრაული სიტყვა, რომელიც მომდინარეობს ზმნისგან "ნუდ" რაც რყევას ნიშნავს. ხოლო მისგან ნაწარმოები არსებითი სახელი "ნოდი" განდევნას ნიშნავს.

არა მგონია ეს ასე იყოს რადგან:
ციტატა
11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.
13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.

რადგან სადღა მოძებნა კაენმა „თავისი დედაკაცი“?
ციტატა
მოკლედ რომ ვთქვათ აქ იგულისხმებიან როგორც ადამიანები, ასევე ცხოველები

ჰოდა ეს ადამიანები საიდანღა გაჩნდნენ? rolleyes.gif

zaz
mevar
როცა მოვიცლი გავეცნობი მათ

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Dec 8 2011, 01:05 AM

arcivi9

ციტატა
სადღა მოძებნა კაენმა „თავისი დედაკაცი“?


ე. ი. თქვენ გსურთ იკითხოთ: ვისზე დაქორწინდა კაენი? ამაზე წმ. მამები გვპასუხობენ:

ნეტ. თეოდორიტე: "ცხადია, საკუთარ დაზე; და იმ დროს ეს არ ითვლებოდა ცოდვად, რადგან არანაირი სჯული ამას არ კრძალავდა. მეტიც, შეუძლებელი იყო სხვაგვარად კაცთა მოდგმის გამრავლება. ღმერთს კი ენება, რათა ერთი კაცისა და ერთი ქალისგან წარმომდგარიყო კაცთა მოდგმა, რათა, უპირველეს ყოვლისა სცოდნოდათ მათ თავიანთი ბუნების ერთობა, და კიდევ, როგორც წარმომდგარნი ერთი ძირისგან, ეცხოვრათ თანხმობით და ბედნიერად. რადგან, თუკი ამგვარი საღმრთო განგების შემდეგაც კლავენ ადამიანები თავიანთ თანამოძმეებს რომლებთანაც გააჩნიათ ბუნებითი იგივეობა, რას არ გააკეთებდნენ, განსხვავებული რომ ყოფილიყო მათი წარმომავლობა. ამიტომაც შექმნა ღმერთმა მიწისგან ერთი კაცი და მისი გვერდიდან კი ერთი დედაკაცი და მხოლოდ ამის შემდეგ, და მათ მიერ აღავსო დედამიწა. სწორედ ამ მიზნით დაუშვა მან თავიდანვე დისა და ძმის ქორწინებით შეერთება; ხოლო კაცთა მოდგმის გამრავლების შემდეგ, ასეთი ქორწინება აკრძალა. ამიტომაც, ნოესთან და მის შვილებთან ერთად, კიდობანში, მათი ცოლებიც იხსნა, რათა ნოეს შვილთაშვილებს, კაცთა მოდგმის გასამრავლებლად ბიძაშვილებზე ქორწინება შესძლებოდათ" (წმ. წერილის ძნელად გასაგებ ადგილთა განმარტება. კითხვა 44).

წმ. იოანე ოქროპირი: "და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს" (დაბ. 4:17). სამოთხიდან განდევნილი და უკვე მოკვდავი ადამიანები, ბუნებრივია, ცდილობდნენ გამრავლებას. მაგრამ, შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: როგორ უნდა გამრავლებულიყვნენ კაცნი, თუკი წმიდა წერილი არსად ახსენებს ევას გარდა სხვა დედაკაცს? ნუ გიკვირთ, საყვარელნო, საღმრთო წერილს არ სჩვევია დედაკაცთა ზუსტი აღრიცხვა, არამედ, თავს არიდებს რა ზედმეტობას, მოკლედ მხოლოდ კაცებს ახსენებს და ისიც, ყველას არა. თანაც ძალზედ მოკლედ და კონკრეტულად, მაგალითად, რომ მავანმა გააჩინა ძენი და ასულნი და მოკვდა. ამ შემთხვევაშიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ევამ, კაენისა და აბელის შემდეგ გოგოც გააჩინა, რომელზეც დაქორწინდა სწორედ კაენი. რადგან ეს დასაბამში იყო, ხოლო რადგან კაცთა მოდგმა უნდა გამრავლებულიყო, ღმერთმა დაუშვა ძმისა და დის ქორწინება. ამიტომაც, წერილი, რომელიც გვთავაზობს თვითონ აღვავსოთ ის, რაც არ თქმულა, მხოლოდ ამბობს: "და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს" (დაბ. 4:17).

იხილე, როგორ ბრძენდებიან კაცნი დროთა განმავლობაში. იმის შემდეგ, რაც მოკვდავნი გახდნენ, გაუჩნდათ სურვილი შთამომავლობაში შენარჩუნებულიყო მათდამი მარადიული ხსოვნა, რაც მათ მიერ შერქმეულ სახელწოდებებში მოიაზრებოდა. თუმცა, უფრო სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ ეს სახელები უფრო ჩადენილი ცოდვებისა და დაკარგული დიდების ხსოვნაა, რომელიც ერთ დროს ადამსა და ევას ჰქონდათ, რომელთაც არაფერი აკლდათ სამოთხეში და უფლობდნენ ყველას. "ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ" (დაბ. 4:18). ხედავ, როგორი სიმოკლით წარმოადგინა მოსემ კაენის შთამომავლობა, და ახსენა მხოლოდ კაცნი, დედაკაცთაგან კი არავინ ახსენა. კაენზეც ასე თქვა: "და იცნა კაინ ცოლი თჳსი", თუმცა არ გვიჩვენა საიდან მოიყვანა მან იგი, ზუსტად ასევე ამბობს აქაც: "და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა - ადა და სახელი მეორისა - სელა" და ამბობს: "და შვა ადა იობელ. ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა"(დაბ. 4:20). (Беседы на книгу Бытия, беседа 20)


ციტატა
ჰოდა ეს ადამიანები საიდანღა გაჩნდნენ?


ვფიქრობ ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია. თუმცა, მცირედი რეზიუმეს სახით ვიტყვი: წმიდა მამათა განმარტებით ადამსა და ევას აბელისა და კაენის გარდა სხვა შვილებიც ჰყავდათ. მათზე წმიდა წერილი იმიტომ არ საუბრობს, რომ წერილს ჩვევია გადმოგვცეს ძირითადი მოვლენა, ის ძირითადი ხაზი, რომლითაც აღესრულა კაცობრიობის გამოხსნა ცოდვის წყევისგან. ამიტომაც, წმ. წერილი აჩვენებს მოვლენათა იმ ჯაჭვს, რომელიც მაცხოვართან, მის ჯვარზე ვნებასთან და კაცობრიობის გამოხსნასთან არის დაკავშირებული.

ამიტომაც, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამისა და ევას შთამომავლობის გარდა (ან საერთოდ, ადამისა და ევას გარდა) სხვა ადამიანებიც არსებობდნენ. ამგვარი დაშვება აბსურდულია, რადგან ადამი და ევა პირველი და ერთადერთი ქმნილებებია, რომლებიც ღმერთმა თავის "ხატისაებრ და მსგავსებისაებრ" შექმნა. და ყველა ადამიანი, ვინც კი შემდგომად ქვეყნიერებას მოევლინა, სწორედ მათგან გაჩნდა.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 2 2013, 03:56 PM

ციტატა
ჰო. და იესო ქართველი იყო და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი - გურული.
არ ვხუმრობ, გამიგია როგორ ამტკიცებენ ამას სერიოზულად.


ბოჯე მოი რა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2013, 12:42 AM

qetevano
არ იცოდი აქამომდის?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 3 2013, 09:07 AM

qetevano
ეჰ კიდე რამდენი რამ არ იცი sad.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 3 2013, 09:43 AM

A.V.M
G_saxva
ხოოო მე "სულ ცოტა" სხვანაირად მასწავლეს ეს ყველაფერი smile.gif)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 3 2013, 10:04 AM

ციტატა(qetevano @ Oct 3 2013, 09:43 AM) *

A.V.M
G_saxva
ხოოო მე "სულ ცოტა" სხვანაირად მასწავლეს ეს ყველაფერი smile.gif)

შენ ისიც არ იცი ნოეს კიდობანი საქართველოში რომ არის დამარხული.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2013, 11:09 PM

G_saxva

ციტატა
ენ ისიც არ იცი ნოეს კიდობანი საქართველოში რომ არის დამარხული.

იესო რომ მეგრულად საუბრობდა , ეგ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 3 2013, 11:12 PM

კარგით ახლა გეყოთ. smile.gif ისე სულ სომხებს დავცინიტ ყველაფერს თავისთვის იბრალებენო და ჩვენც მათსავით ვიქცევით რა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 3 2013, 11:21 PM

ციტატა(qetevano @ Oct 3 2013, 11:12 PM) *

კარგით ახლა გეყოთ. smile.gif ისე სულ სომხებს დავცინიტ ყველაფერს თავისთვის იბრალებენო და ჩვენც მათსავით ვიქცევით რა

არა სომხები ბევრს იბრალებენ მაგრამ ქართველები ყველაფრის საწყისი ვართ biggrin.gif
აუ ამას წინათ გავიგე თურმე ვიღაცას მიქაელ მთავარანგელოზის ფრთის ბუმბული ქონია :|

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 3 2013, 11:23 PM

G_saxva
მე რომ მაქვს თავში ჩარჭმული ერთ სურათში ეგ ბუმბული ხო არა? smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 4 2013, 09:06 AM

ციტატა(qetevano @ Oct 3 2013, 11:23 PM) *

G_saxva
მე რომ მაქვს თავში ჩარჭმული ერთ სურათში ეგ ბუმბული ხო არა? smile.gif

ეე ქეთევან ისეთებს ამბობენ შენ თავში გარჭობილი ბუმბულები მონაგონია biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 14 2014, 10:35 PM

შანკარა

სულ არ მეზარება წაშლა.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 17 2014, 09:05 PM

არეულობააა??

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2014, 11:34 PM

abo
არა...
უბრალოდ , ერთ ,,თეოსოფს'' უნდოდა , რომ ქრისტიანობის სიმცდარე გამოევლინა საჯაროდ ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Feb 23 2015, 03:04 PM

აკაკი

ციტატა
ღვთისშვილები სეითის მოდგმის ხალხია, ადამიანთა ასულები კაენის მოდგმის ქალები.

იობი 1-6
6. ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/iobi/iobi-1.htm#sthash.6ZbsOcVi.dpuf

რაღაც სეთის მოდგმას არ გვანან "ღვთისშვილები".

arcivi9
ციტატა
ბუმბერაზები ვიღა იყვნენ?

ამათი შთამომავალნი.
6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.

7. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.

- See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/iuda.htm#sthash.oSPZAQHj.dpuf

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)