ერთის მხრივ იყო კურთხევა ახალი თემა გახსენითო, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმ. წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში, ვგულისხმობ სად რა წერია და ა.შ. რათქმაუნდა სექტანტური ცოდნა, და ციტატებზე ხტუნაობა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აქ ისიცაა დასანახი, მათ შესწავლილი აქვთ წმიდა წერილი... ჩვენს წმიდა მამებსაც ასევე გაშინაგანებული ქონდათ წმ. წერილი, ამიტომ ძალიან მისასლამებელია ის თუ ვინმე კანონს მიყვება და კითხულობს წმ. წერილს, ვიცი ხალხი, ვინც ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან...
ეს ძალიან კარგი წესია, მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, მაგრამ წესად მაქვს, რომ ხშირად გადავშალო წმ. წერილი და შემთხვევითი ადგილი რაც შემხვდება ის წავიკითხო, და შემდეგ მასზე ვიფიქრო, მამების განმარტებაც მოვიძიო საჭიროების მიხედვით, ჩვენშიც იქნება ბევრი, ვისაც ყოველდღიურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ უწევს შეხება წმ. წერილთან, კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ...
წმ.წერილის მადლი გეწეოდეთ;
კაიროსი!
15. ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი. 16. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. 17. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი.
ამის საფუძველზე გადაეცა მრავალი ანათემას...
როგორ დამოკიდებულებასი უნდა ვიყოთ მათთან, ვინც კრებულსაც არ უსმენს?
KAIROS
რომ არ განეკვეთათ რა დრეში იქნებოდა ახლა ეკლესია ?
ეკლესია მგონი მარტივად ამბობს, - ,,მე ასე ვფიქრობ, შენ თუ ჩემნაირად ფიქრობ იყავი ჩემთან თუ არა და მე არ მინდა ჩემთან იყო, ცალკე იყავი და ჩემი სახელიტ ნურაფერს გააკეთებ"...
რა არის ამაში გასაკვირი ?
განკვეთა განკვეთაა და სხვა არეფრი, ჯოჯოხეთი ბილეთი კი არ არის კაცო...
აჰა ყველა თავის ჭკუაზე რომ არჩევს და იღებს გადაცკვეტილებას პროტესტანტული სექტების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა, და ყველა ტავისთვის უბერავს...
და შედეგი ?
გენიალოგიაში ნახსენები რომ არიან ქალები ,ისინი ხომ ზოგზე მაქვს ლაპარაკი არა წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდნენ და შეინანეს და მაგიტომ ჩაიწერნენ თუ...?
ლოგიკურია შესაძლოა პასუხი,მაგრამ მმაინც მაინტერესებს თუ ვინმემ იცის?
KAIROS
სანამ თემა გაუწმენდია... კიტხვები რომ მაქ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ეკლესიისგან და მისი აზრისგან შორს ვარ...
იარლიყების ობიექტურად მიწებება კიდე გენიოსებს შეუძლიათ... შენ ვინ ხრ?
KAIROS
ყველაზე მეტად ეს მეტკბილება სახარებიდან:
(ლუკა I, 39-49, 56)
და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ:
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა; ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა; დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი; შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
....,,ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი, გრწმენინ ღვთისა და გრწმენინ ჩემდა მომართ, სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან....''
ეს ადგილი მიყვარს და მთლიანად მომდევნო თავები
გამარჯობათ ბ. KAIROS მაინტერესებს თუ რომელ საიტიდან დავაკოპირო.
წმინდა წერილის თავები?
KAIROS
თუ ასე გახარებთ ყოველთვის ასე მოგმართავთ ბ.KAIROS
მე, ჯერ არ მივსულვარ, სახარების ადგილას.ჯერ ძველ აღთქმას ვკითხულობ.
mak
თითო თავს სახარებიდან, სამოციქულოდან ვახერხებ თითქმის ყოველ დღე.. უბრალოდ ხან ისეთ სიღრმეებს ვხედავ, მიკვირს ეს ადრეც წავიკითხე და ასე არ დამინახავს, ხან ზერელედ ვკითხულობ და არ მესმის
ეს ეპიზოდი
"ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი.
და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ?
ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს.
ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი.
ჰრქუა მას იესუ: მარიამ!
მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა. "
ხო არც მოწოდება, სწავლება, არც ნეტარება.. ერთი უბრალო ეპიზოდი..
მაგრამ ჩემთვის ეს - ნუგეშიის, სიხარულიის, აღდგომის განცდის, უფლის სიყვარულის.......... მწვერავალთა მწვერვალია.
"მშვიდობა თქვენდა"...
როდესაც სახარების ამ ნაწილს ვუსმენ არ ვკითხულობ, საოცარი განცდა მაქვს...ძალიან მიყვარს:
"და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 20. და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21. რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. 22. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. 23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. 24. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. 26. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 27. მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. 28. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე."
და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები.
ლუკა 22; 31-32
ოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები.
იოანე 21; 15-17
mak
21. მერმე ჰრქუა მათ იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად. 22. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად? 23. და ეტყოდა მათ იესუ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ. 24. [b]გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა. 25. ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ. 26. მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა. 27. ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ. 28. მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ. 29. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის. 30. ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.[/b]
სხვათაშორის არ მახსოვდა ეს ორი საინტერესო და ძალიან სავსე ციტატა, თითქოსდა ახლა აღმოვაჩინე, იშვიათია როცა უფალი საკუთარ თავზე საუბრობს ასე გახსნილად, სათნოების წყარო მხოლოდ უფალია და მხოლოდ იგი იქმს მას მარადის, და სხვანი მას იქმნიან მის მიერ, რადგან სათნო მარადიული მხოლოდ ღმერთია!
21. არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. 22. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? 23. მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. 24. ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა. 25. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. 26. და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. 27. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.
28. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, 29. რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეველნი.
მოკლედ მთელ ფორუმზე ან ჩვენ სამნი ვკითხულობთ სახარებას ან დანარჩენები არ გვიმხელენ თავიანთ გამოცდილებას, ფიქრებს და აზრს
28. და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. 29. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. 30. და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. 31. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. 32. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. 33. და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა. 34. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. 35. და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ. 36. და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.
დღეს ფერისცვალება შემხვდა , მესიამოვნა, ეს ადგილი ისე მსიამოვნებს, როგორც ამ ეპიზოდში პეტრე რომ ამბობს "კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი", აშკარად რაღაც წმინდა, რაღაც თბილი, მადლი იგრძნო პეტრემ. საკუთარი თავისათვის კარავიც არ უნდოდა, თითქოსდა იმას ამბობდა, ოღონდ აქ თქვენთან დავრჩე და ასე ვიქნებიო ღია ცის ქვეშ... როგორი გულღია და გულწრფელი იყო პეტრე...
.
KAIROS
რაღაც ურევს აქ, ვერაფრით ვერ ვპოსტავ
KAIROS
როცა რაღაც მინდა ავარჩიო, რათქმაუნდა შემთხვევით ვარჩევ, მაგრამ მაინც ვცდილობ მცირე მონაკვეთი ავიღო:
მათეს სახარებიდან:
"46. და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. 47. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. 48. ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? 49. და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! 50. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი. "
ამით უფალი დედა ღვთისას რაიმეთი კი არ ამცირებს, არამედ ნებისმიერ ჩვენთაგანს გვაძლიერებს, როგორია არა, გავხდეთ "არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ " განკაცებული უფლისა...
ასეა ან ძმა და და უფლისა, ან მეგობარი მისი, ან მასთან ან მისი მტრობა...
ან მისი ცნობა და მისი მიყოლა, ან... ეს საშინელი განაჩენი
დღევანდელი ეს იყოს...
სახარებაჲ მარკოზის თავი
9
33. და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა. 34. ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს? 35. და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ. 36. და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა მათ: 37. [b]რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი.
რა ვართ არა ადამიანები? ფაქტობრივად ყველა დიდი კონფლიქტი და ყველა პატარაც ამის გამო ხდება, მე! ეგოიზმი, მე ვარ პირველი, მე ... მე... მე... ადამმა დანაშაული, ევას გადააბრალა, ევამ გველს... სინანულისას "მე" გვავიწყდება, ადგილების გადანაწილებისას, პირველი ჩვენ გვინდა... ქვეყნები, ცივილიზაციები, იქამდის ეკლესიებიც ერთმანეთს ადგილებს ართმევენ და ემტერებიან, პირველი, მეორე, მესამე ( გინდ რომი, გინდ ადგილი...) და უფალი კი "მსახურ" ყოფას გვასწავებს, ისევ ყრმის, ბავშვის სიმბოლო, როგორც ადრე სიწმიდისა, ახლა შეწყნარების... მკლავთა მიიქუა" რომ ეწერა, ამასაც ახლა მივაქციე ყურადღება, რამხელა სითბოა ...
აბა ვინაა "ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ"? იყოს პირველი
ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს: მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს. და როცა მოვა სარქალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ. ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს. მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია. მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე. სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ. ამინ.
პეტრე I, 5:1-12
კარგი ადგილია მნათე
ეგ სიტყვები ჯვარზე აწერიათ უკანა მხარეს მღვდლებს "სახე ეყავ მორწმუნეთა"...
და წინა მხარესაც რომ ეწეროს არ იქნებოდა ურიგო
აი ეს დღევანდელი:
მარკოზი 12 თავი
28. და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ? 29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; 30. და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ. 31. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს. 32. ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე; 33. და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა. 34. და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა.
რა გონიერად მიუგო არა. ამ მცნებებზე თემა "ათ მცნებაში" ვსაუბრობდი და ახლა აქაც კარგად გამოჩნდა, სიყვარული "უფროს არს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა" და ამან დაახლოვა სასუფეველს... როგორი გამაძლიერებელია სიტყვებია, არა შორს ხარ სასუფევლისაგან ღმრთისა, რადგან სიყვარული ღვთისა და მოყვასისა ყველაზე მაღლა დააყენა...
სახარება იოვანეს თავი 16
25. ამას იგავით გეტყოდე თქუენ. ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ. 26. მას დღესა შინა ითხოოთ სახელითა ჩემითა, და არა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მე ვჰკითხო მამასა ჩემსა თქუენთჳს. 27. რამეთუ თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ და გრწმენა რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ.[ 28. გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა. 29. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: აჰა აწ განცხადებულად იტყჳ და იგავსა არცა ერთსა რას იტყჳ. 30. და აწ უწყით ჩუენ, რამეთუ ყოველივე იცი და არა გიჴმს, რაჲთა გკითხოს ვინმე. ამის გამო გურწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოხუედ. 31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აწ სამე გრწამს? 32. აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რამეთუ განიბნინეთ კაცად-კაცადი თჳსად ადგილად და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მე მარტოჲ, არმედ მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს. 33. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა.
ეს ადგილი მიყვარს რამხელა ნუგეშია, მოთმინება და სიყვარული როგორი სივარულით ამზადებს მოციქულებს, ანუგეშებს, დარიგებებს აძლევს
პირადად მე ეს ბოლო სიტყვები ძალიან მეხმარებიან და მამშვიდებენ)
11. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი? 12. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. 13. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.
სახარება მათეს თავი 9
5. მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. 6. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას. 7. უკეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ. 8. ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე. 9. ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა. 10. უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა. 11. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. 12. რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. 13. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს. 14. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ. 15. არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ. 16. არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით, რაჲთა, რაჲ-იგი სთხოოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ. 17. ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.
სახარება იოვანეს თავი 15
სულ მნათე, მაია და მე
სხვები?
KAIROS
მე ვკითხულობ და ვსწავლობ, რა გასწავლო რაც არ ვიცი?
მონაკვეთების დადება, განმარტების გარეშე, არ მიმაჩნია საღ საქციელად
უი, რატო კატო?
განმარტებები აქაც მიდევს სახლში და კომპიუტერშიცაა ნაირ-ნაირ ენაზე, მე ვთქვი რომ კითხულობთ, და რაღაც მოგეწონათ ის რაღაც დაგვიწერეთთქო, თორემ აბა რასაც ჩვენ ვწერთ იმას რა განმარტება ქვია?
იოანე თავი 4
46. მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს. 47. ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ. 48. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს. 49. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად სიკუდილადმდე ძისა ჩემისა. 50. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა. 51. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. 52. ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუეს მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან. 53. მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა. 54. ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეად.
საინტერესო ადგილია ძალიან, ჯერ ერთი ისევ კანას გალილეაში მოხდა, ეს დეტალი მართლა არ მახსოვდა, მერე
მახსოვს ეს ადგილი, რომ წავიკითხე პირველად ამ კაცის მოთმინებამ და მორჩილებამ გამაკვირვა, ჯერ რათქმაუნდა რწმენაა, ჯერ მიდის უფალთან, უფალი თავიდან მკაცრად მიუდგება, მაგრამ როდესაც შეხედავს, რომ ეს ადამიანი ისევ მოთმინებით თხოვს მას უშველოს მის შვილს, მკაცრი მხილების შემდეგ მეორე "გამოცდას " უწყობს, წადი, განკურნებულიაო... არაფერი არ მომხდარა, არც შეხებია, არც რაიმე განსაკუთრებული ლოცვა წაუკითხავს, არც ცეცხლი ჩამოსულა, არც მიწა ძრულა, არაფერი... უბრალოდ "წადი"... როგორია? ამ კაცში ნამდვილი რწმენა რომ არ ყოფილიყო, მართლა "სასწაულის" ხედვა რომ ნდომებოდა, გულაცრუებული დარჩებოდა, რომ მაცხოვარი არ გაყვა და ა.შ. მაგრამ არა, იგი მიტრიალდა "წარვიდა", ხანდახან იმის გაკეთებაც უნდა შეგვეძლოს, რაც არ გვინდა, მორჩილებაა საჭირო, ის კაცი რწმენით წავიდა სახლში, და აღსრულდა კიდეც სასწაული, და უპირველესად მის სულში მოხდა "ცოცხალ" ყოფა, ანუ გაცოცხლება, რამაც მისი ყოველი სახლეულის რწმენა მოყვა, თორემ წინ ვახსენეთ 9 კეთროვანი, რომელთაც განკურნების შემდეგ უფალი საერთოდ დაავიწყდათ, აქ ნამდვილი რწმენაა და შედეგიც შესაბამისია-მოქცევა!
მოთმინება და მორჩილება, ამათ დეფიციტს მკაცრად განვიცდით, თქვენი მონა-მორჩილი კი სასტიკად
კაიროსი!
KAIROS
რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი. ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი. და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა? ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება. მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული? ხოლო აწ ასო მრავალია, სხეული კი - ერთი. ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან. ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ.
რომ. 12; 13-23
უმაგრესი ადგილია, არ ვამუქებ არც ერთს
მინდოდა მეთქვა თქვენთან ვარ ტქო, ამიტომ დავპოსტე, არ გეგონოთ არ ვკიტხულობდე, მე ვერ ვიკადრებ განმარტებას, რა ვიცი, რომ განვმარტო, ამიტომ, გელოდებით და გისმენთ.
მხევალი ნინო
და უბრალოდ შეუძლიათ თქვან რომ ეს ადგილი მომწონს, ან ძალიან ახლოს მოდისო, რად უნდა ამათ ახლა განმარტებების მოგონება?
კატია, კარგი იყო და დაწერე ხოლმე, ეს გვეხმარება რომ წმ. წერილს ხშირად მივმართოთ და უფრო ახლოს ვიგრძნოთ
ესეც დღევანდელი, ვწერ იმას რაც შემთხვევით შემხვდა და იმას რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ, რაიმე განმარტებელების ძებნის გარეშე...
წინ მნათემ არაფერს არ გავამუქებო... ახლა ისეთ ნაწყვეტს მოვიყვან, რომ ყველას გავამუქებ და არაფერს დავუწერ ქვემოთ, რადგან ყველაფერი ისე ცხადია, ისე ნათელი, რომ მხოლოდ სიჩუმე და დაფიქრებაღა რჩება ლოცვასთან შეერთებული და დოზით შიშიც რაოდენ შორს ვართ ამ სიტყვებიდან... ეს სიტყვები ლოგინთან და საწერ მაგიდასთან უნდა გავაკრათ, ის კითხვა, რაც ყველაზე მეტად მაშინებს და მავალდებულებს, ალბათ არა მარტო მე: "თუკი მემეგობრებით, მაშინ თუ ასრულებთო ჩემს სიტყვებს???"-ო დ აი ის ყველაზე დიდი ცნება რაცაა, მე მაგას ფორუმის ლოზუნგად ვაქცევდი და სადმე დიდი ასოებით დავწერდი ამ ფორუმის ცენტრალურ გვედზე (ცხოვრების მიზანი უკვე არის)----"გიყვარდეთ ერთმანეთი"...
12. ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
13. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარუღი, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის.
14. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ?
15. უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან.
16. თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიღეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
10. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა, 11. შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა. 12. რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. 13. ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. 14. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ. 15. და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ. 16. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; 17. და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ; 18. ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს 19. და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ, 20. რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად
ეფესელთა მიმართ 6 თავი.
24. ხოლო ნავი უკვე გაშორებული იყო ხმელეთს მრავალ უტევანზე და ირყეოდა ტალღებისაგან, რადგან იყო საპირისპირო ქარი.
25. და ღამის მეოთზე სახმილავზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით.
26. ხოლო როდესაც მოწაფეებმა დაინახეს იგი ზღვაზე მავალი, შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენებაა, და შიშისაგან შეჰყვირეს.
27. მაშინვე დაელაპარაკა მათ იესო და უთხრა: გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ.
28. მიუგო მას პეტრემ და უთხრა: უფალო, თუ შენ ხარ, მიბრძანე მე, მოვიდე შენთან წყალზე სვლით.
29. ხოლო მან უთხრა: მოდი. და გადავიდა ნავიდან პეტრე და წყალზე სვლით წავიდა იესოსკენ;
30. მაგრამ როდესაც იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, და დაიწყო ჩაძირვა, შეჰყვირა და თქვა: უფალო, მიხსენი მე.
31. და მყისვე გაუწოდა იესომ ხელი, მოჰკიდა მას და უთხრა: მცირედმორწმუნევ, რად დაეჭვდი?
32. და როდესაც ავიდნენ ისინი ნავში, დაცხრა ქარი.
დიდი ხანია აქ არ დამიწერია...
დღეს იოანეს სახარება გადავშალე და აი რა ამოვიდა:
სახარებაჲ იოვანეს
თავი 8
"52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე. 53. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა? 54. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი. 55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ. 56. აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა. 57. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა? 58. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. 59. აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას. ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ. "
აუ, რა კარგი ადგილია სემინარისტობის დროს დიდი ჯახი მქონდა სექტანტებთან, რასელისტებთან განსაკუთრებით (აკადემისტობაში ვერიდებოდი შედეგების ნაკლებობის გამო ), და ასეთ ძლიერ ადგილებს დიდი ვერაფერს უპირისპირებდნენ...
იუდეველთა მცოდნეები საშინელ ბრალდებას უყენებენ მაცხოვარს, ეშმაკეული ხარო, ხანდახან სამწუხარო გაოცებას იწვევს ადამიანის უგუნურება, იმიტომ რომ რაიმე ვერ ახსნა, განაჩენი უკვე წინასწარ გამოტანილი აქვს, თან ისე რაც აწყობს, და უფლის პასუხიც მყისიერია, რომ ისინი არ იცნობენ უფალს, ანუ არც იმას იცნობენ ვისი ცნობის პრეტენზიებიც აქვთ, და არც აბრაამს მიჰყვებიან, რასაც ასე იბრალებდნენ, როგორია არა? იხილა და განიხარა! ამ დროს აბრაამი თავის წიაღშია, ჯერჯერობით ისევ ჯოჯოხეთში ( რომელიც უცილობლად უქმდება გამოხსნის აღსრულების შემდგომ) და მაინც იქაც კი განიხარა, იქიდანაც "იხილა"... არის რაღაცეები, რომელსაც ვერ ჩაწვდები, მაგრამ მაინც შინაგანად გახარებს და გათბობს... და ბოლოს უფლის ღვთაებრიობის უძლიერესი დადასტურებები, სიტყვით "მე ვარ" ანუ იგივე "ო ონ" ბერძნულად და "იჰვჰ" ებრაულად, რაც მან საკუთარ თავზე თქვა და რაც მხოლოდ ღმერთზე ითქმის! და ამის გამოც ჩაქოლვა დაუპირეს და ეგრევე მეორე დადასტურება, ამჟამად საქმით: მათ შორის განვლო და თითიც კი ვერ დააკარეს..
ერთადერთ ფრაზას დავწერ გალატელთა ეპისტოლედან, ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელობაზე
"და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო."
გალ.1.24
ყველაფერი ისეთი ცხადი და მრავლისმთქმელია
KAIROS
შენ ახლა მთელს ამ სიკეთეს ჩემს შურს ნუ შესწირავ გენაცვალე, გულში გაიმეორე ხოლმე!!!
პ.ს ახლა შენი ნაჩუქარი მაისური მაცვია, ვაფრენ წითელზე
[ციტატა მოაყოლე ხოლმე, თორე ოფტოპიკები გამოგდის (დათიკო) ]
ერთო კონკრეტული სიტუაციის მიმართ გამიჩნდა კითხვები და გამახსენდა რომ სახარების ეს მონაკვეთი პასუხობდა მას.
აქაც დავაკოპირებ
2. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა: 3. ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად. 4. და იყო თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი. 5. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. 6. და ვითარცა მზე აღმოჰჴდა დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. 7. და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო. 8. და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული. 9. და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! 10. და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე? 11. ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფევლისა ღმრთისაჲ, ხოლო გარეშეთა მათ – ყოველივე იგავით სიტყუად. 12. რაჲთა ხედვით ხედვიდენ, და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაჲ მათი. 13. და ჰრქუა მათ: არა იცით იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი გულისჴმა-ჰყვნეთ? 14. რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს. 15. ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუაჲ; და რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის მათ სიტყუაჲ იგი გულთაგან მათთა. 16. და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ, მეყსეულად სიხარულით მიიღიან; 17. და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და რაჟამს მოიწიის ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდიან. 18. და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან, 19. და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ შეუჴდის და შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. 20. და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული და სამოცეული და ასეული.
ეს ის ადგილია წმიდა წერილიდან ნებისმიერმა ჩვენგანმა რომ უნდა ამოწეროს დიდი ასოებით და მისი სახლის ყველა კუთხეში უნდა გააკრას, რაც მთავარია გულზე უნდა დაიწეროს, მოციქულთა თავის მიერ სიყვარულის ჰიმნი!
1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. 4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. 5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. [b]
საოცრად ღრმაა წმინდა იოანე ღვთისმეტყველი.
KAIROS
გაიხარე კაიროს,
მადლობა ამ დროული ციტატისათვის.
გამეხარდა შემოხედვა. სულ მიხარია ამ თემაში.
’’კალენდარული საკითხის’’ ბოლო პოსტების წაკითხვის შემდეგ მათეს სახარების მეექვსე თავის ეს მუხლები აქტუალურია ალბათ
16. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. 17. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, 18. რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ.
და 22 თავის ეს მუხლი
მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.
’’იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი’’ და ’’მიეცით კეისრისაჲ კეისარსა ” და აღვნიშნოთ კალენდარული ახალი წელი, და ’’მიეცით...... ღმრთისაჲ ღმერთსა.’’ და ვიმარხულოთ და აღვასრულოთ უფლის დანაბარები ’’ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.’’ (ინ. 15.17)
ცოტა განვიტვირთოთ სიტუაცია...
ე.ი. და უკვე 4 გვერდი გაივსო და ჯერ ძველი აღთქმიდან არცერთი ციტატა არ მოგვიყვანია, წმ. წერილია ისიც
ჰოდა, მე დავიწყებ ისევ შიგდაშიგ ამოკრებას, უპირველესად მახსოვს როცა აკადემიაში გადავედი სემინარიიდან, ჩემი ერთერთი კურსელი, რომელიც აკადემიაში ფილოლოგიურიდან შემოვიდა, და რომელიც ძალიან კარგ ლექსებს წერდა და შემდეგ უკვე დაუჯდომლების წერა დაიწყო, მეუბნებოდა: რა ლამაზი შედარებებია ფსალმუნებში, რა მაღალი პოეზიააო....
ჰოდა ჩემს მეგობარს დავეთანხმები და აი ფსალმუნთ პოეზია:
" მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. "
ულამაზესია და უღრმესია..
ნახეთ რა შედარებებია:
ფსალმუნი 54
"და ვსთქუ, ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო. 7. ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა. 8. მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავქარისა"
ლუკას სახარება
თავი მეექვსე
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
22. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
24. მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში.
25. ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით;
26. ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები.
27. ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ;
28. აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის.
29. ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც.
30. ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ.
31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.
32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ.
33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან.
34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც.
35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.
36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.
37. ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ;
38. გაეცით და მოგეცემათ: კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და თავდადგმული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
39. უთხრა მათ იგავიც: განა შეიძლება ბრმა წინ უძღოდეს ბრმას? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივიან?
40. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი; არამედ ყველა, თვითონ სრულქმნილიც, იქნება როგორც მისი მოძღვარი.
41. რას ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?
42. ან როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მოდი ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და შენს თვალში კი დირესაც ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.
ყველაზე ხშირად ლუკას სახარების ამ თავს ვკითხოლობ..ძალიან ბევრი რამეა ერთად მოქცეული..ხანდახან მინდა ყოველდილით წავიკითხო ეს სიტყვები,რომ მთელი დღე მახსოვდეს...
ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. (მთ. 11.11)
რა არის მაინც წმიდა მამათა განმარტება, სულ მრჩებოდა ამ ადგილას უკმარისობა, ოქროპირის წაკითხვის შემდეგ კი... რა ადვილი ყოფილა, ხოლო უმცირესი ცალკე გამოვყოთ და მის ქვეშ ასაკით უმცროსი და იუდეველთა შორის ნაკლებად გამოჩენილი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ვიგულისხმოთ და გაქრა ყოველგვარი გაურკვევლობა.
არა რა, წმიდა წერილის სულის წმიდა მამების გარეშე გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია.
წმიდა წერილი ხომ სულიწმიდის კარნახითაა დაწერილი და მისი განმარტება მხოლოდ სულიწმიდის მიერ განბრძნობილებს ძალუძთ.
S a l l y შენ მათეს 5 თავი წაიკითხე:
39. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.
40. და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.
44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
Lashab
ზემოთ ჩემს მიერ მოყვანილ ეპიზოდშიც იკითხება იგივე და ვერ მივხვდი მარტო ეგ რატომ მიმითითე
ლაშაბ;
ხომ შეხედე რომ შენი ანტიმართლმადიდებლური ნაწერები წაშალეს, ახლა ისევ იმეორებ, მერე დაგსჯიან და რატომ აოფებ ამ თემას? აქ კამათის ადგილი არ არის და მორჩა, შენი პირადი იდეების საფრქვევად, ხომ გავხსენი თემა და იქ
სალლი, შეეშვი სექტანტიზმს ანუ აბსოლუტურ პაციფიზმს აწვება ლაშა და ეკლესიას ადანაშაულებს, ომს რატომ ამართლებს ხოლმეო
მოდერ გთხოვ ისევ გაასუფთავო აქაურობა
მადლობა:
კაიროსი!
Lashab
ლაშა, მინდა შეგახსენო, რომ ჩვენი ფორუმის წესებით ამ განყოფილებაში არ შეიძლება მართლმადიდებლური განმრტების გარეშე წმინდა წერილის შესახებ პოსტვა. ანუ პირადი აზრები, ან ისეთი სახის ეგრეგეზა, რომელიც არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შეწყნარებული, აქ არ დაიშვება.
იმედი მაქვს გაითვალისწინებ
მოკლედ აქ მხოლოდ წერილი...
ეს ადგილი მიყვარს უძალიანესად ...
II თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე წმ. პავლე მოციქულისა:
თავი 3.
6. გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან. 7. რამეთუ თქუენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩუენდა; რამეთუ არარაჲ უჯეროჲ ვყავთ თქუენ შორის; 8. და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ, 9. არათუ რამეთუ არა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ რაჲთა თავნი თჳსნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რაჲთა მბაძვიდეთ ჩუენ. 10. და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ. 11. რამეთუ მესმის ვიეთთჳსმე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარას იქმან, არამედ მიმოიწულილვენ. 12. ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვჰლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა მყუდროებით შურებოდინ და თჳსსა პურსა ჭამდენ. 13. ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად. 14. და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაჲთა შეიკდიმოს. 15. და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა. 16. ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მშჳდობაჲ მარადის ყოვლითავე სახითა; უფალი თქუენ ყოველთა თანა!
17. კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:
18. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
ახ. ქართულად:
6. ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ.
7. რადგანაც თქვენ თვითონ იცით, თუ როგორ უნდა მოგვბაძთთ, ვინაიდან უწესოდ როდი ვიქცეოდით თქვენს შორის.
8. არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს.
9. იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი.
10. ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს.
11. მაგრამ გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს.
12. ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.
13. თქვენ კი, ძმანო, ნუ მოგბეზრდებათ სიკეთის ქმნა.
14. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს.
15. მაგრამ მტრად კი ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.
16. თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
17. მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია: მე ასე ვწერ.
18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
კაიროს მაგას რაც დაწერე ეგზეგეზაც მოაყოლე
აი ჩემი საყვარელი ნაწილი:
1 იოანე 4 თავი:
7. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს.
8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.
11. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.
12. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.
16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში.
18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.
19. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.
20. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?
21. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.
და პლუს დავამატებ იმ ფრაზას რაც 1 წლის მოვისმინე და ჩამრჩა:
პირდაპირი სახით ღმერთის სიყვარული ანგარებაა, ადამიანების სიყვარული ღმერთის სიყვარულია
უფალო ვისა მივიდეთ..სიტყვანი ცხოვრებისანი გქონან შენ.
ევქარისტიული თავი დადეთ რა, ზუსტად აღარ მახსოვს - იოანეს სახარებაშია, რამდენჯერმე იმეორებს დაბეჯითებით რომ პური არის მისი ნამდვილი ხორცი...
ესეც ჩემი საყვარელი ნაწილი
6. ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ. 7. ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. 8. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს.
აი ეს პასაჟები მომწონს:
მათეს 7 თავი
17. ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს.
18. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.
19. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
20. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ.
22. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
23. და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.
და მათეს 23 თავი:
13. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.
14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.
15. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად.
16. ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა.
17. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს?
18. და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხევვლს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა.
19. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს?
20. რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა.
21. და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც.
22. და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც.
23. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.
24. ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ.
25. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით.
26. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც.
27. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
28. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.
პავლე მოციქულისა წიგნი ფილიპელთა მიმართ
თავი 1
18. აწ უკუე რაჲ? ყოვლითავე სახითა, გინა თუ მიზეზით გინა თუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, და ამისთჳს მიხარის და მიხაროდისცა. 19. რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა, 20. მოსალოდებელითა მით და სასოებითა ჩემითა, რამეთუ არარაჲ მრცხუენის მე, არამედ ყოვლითა კადნიერებითა, ვითარცა მარადის და აწცა იდიდოს ქრისტე ჴორცთა ზედა ჩემთა, გინა თუ ცხორებით გინა თუ სიკუდილით. 21. რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ.
ნაწყვეტი მინდა შემოგთავაზოთ პეტრესაგან
I პეტრე 4 : 12-19
12. საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ. 13. არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ. 14. უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით. 15. ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა. 16. ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა. 17. რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ? 18. და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს? 19. ამიერითგან რომელთაცა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა ვითარცა სარწმუნოთა დამბადებელსა, შეჰვედრნედ სულნი თჳსნი კეთილის საქმითა.
12. საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ.
13. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ.
14. თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება.
15. მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.
16. ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.
17. რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ?
18 თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს?
19. ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული.
იშვიათად მინახავს ასეთი ტევადი 11 მუხლი...
თან ასე შორი და ასე ახლობელი, დევიზიც და მიზანიც...
ლუკა 6 : 27-37
27. არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა. 28. და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ. 29. რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ. 30. ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც; და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი. 31. და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. 32. და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ. 33. და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ. 34. და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი. 35. ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა. 36. იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს. 37. ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ. 38. მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.
7. ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ;
28. აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის.
29. ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც.
30. ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ.
31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.
32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ.
33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან.
34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც.
35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.
36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.
37. ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ;
38. გაეცით და მოგეცემათ: კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და თავდადგმული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
I ტიმოთეს მიმართ
თავი VI
რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; ჩანს, რამეთუ არცა განღებად რას ჴელ-გუეწიფების. 8. ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ჴორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ. 9. ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად. 10. რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.
11. ხოლო შენ, ჵ კაცო ღმრთისაო, ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა
7. რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ.
8. თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.
9. ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.
10. რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.
11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას
ლუკას სახარება 6 თავი.
24.ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი. 25. ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით. 26. ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
24 ამიტომ ღმერთმა ისინი უწმინდურებას გადასცა თავიანთი გულისთქმებისამებრ, რათა თავიანთი სხეულები შეურაცხეყოთ მათ, 25 ვინც ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეზე გაცვალა, პატივს მიაგებდა და წმინდა მსახურებას უსრულებდა ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად, რომელიც კურთხეულია მარადიულად. ამინ - რომაელთა მიმართ თავი 1
ლუკა. 9 : 57 -62
57. და იყო სლვასა მას მათსა გზასა ზედა ჰრქუა ვინმე მას: მიგდევდე შენ ვიდრეცა მიხუალ. 58. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. 59. ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე. და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. 60. ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ. 61. ჰრქუა მას სხუამან: მეცა მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაჲ სახლეულთა ჩემთაგან. 62. ჰრქა მას იესუ: არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა, და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა.
57. მოხდა ისე, რომ გზაში ვიღაცამ უთხრა: სადაც უნდა მიდიოდე, თან გეახლები, უფალო.
58. და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.
59. ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევით. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.
60. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს.
61. ერთმა სხვამაც უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო.
62. მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.
საუზმის შემდეგ იესომ სიმონ-პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ მან მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. უთხრა მას: „აძოვე ჩემი ბატკნები“. მეორედაც ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ?“ მან მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. უთხრა მას: „დამწყემსე ჩემი ბატკნები“. მესამედაც ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ?“ პეტრე დამწუხრდა, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო, და უთხრა მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ“. იესომ უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: როცა ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და სადაც გინდოდა, იქ მიდიოდი, მაგრამ როცა დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა“. ეს იმის მისანიშნებლად თქვა, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს. შემდეგ უთხრა მას: „მომყევი“. - იოანე სახარება, თავი 21.
Lashab
ძალიან ბევრჯერ ვახსენე უკვე ამ განყოფილებაში წესები, რომელიც ითვალისწინებს წმინდა წერილის მართლმადიდებლურ ეგზეგეზას.
ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდევ ერთხელ გაიხსენებ ჩემს სიტყვებს და მეტად აღარ დამჭირდება ამის შეხსენება.
"სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამის წინაშე,
ვის მიერაც იწოდება, ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც, -
რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში,
და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,
რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა, და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით." - ეფესელთა მიმართ თავი 3.
1 კორინთელთა მიმართ 13 თავი:
1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.
2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.
3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.
4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.
9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ.
10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი.
11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.
12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები.
13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.
"როცა მოვიდნენ, დაინახა სამუელმა ელიაბი და თქვა: აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული.
უთხრა უფალმა სამუელს: ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს". - მეფეთა წიგნი პირველი, თავი 16.
38. და იყო ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე. და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39. და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე. 41. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.
ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს? - ბიბლია, საპატრიარქოს გამოცემა.
იოანე 6 : 47 - 51
47. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 48. მე ვარ პური ცხორებისაჲ. 49. მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოწყდეს. 50. ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა; უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს. 51. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა.
47. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე.
48. მე ვარ პური სიცოცხლისა.
49. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ.
50. ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს.
51. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის.
6. უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.
13. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ.
44. ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
16. იესომ უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა.
16. თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.
26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. - იოანეს სახარებიდან, თავები13, 15.
3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. - მათეს სახარება, თავი 5.
მოყვასი
ვაპროტესტებ შენს საქციელს აქ!
უკვე მერამდენედ მოგყავს წმ. წერილის ამოკრებილი ადგილები, სადაც ამუქებ იმ ადგილებს რაც იეღოველების რწმენას აწყობს, გიმეორებ ეს არაა სექტანტებთან საკამათო ადგილი, არც დოგმატიკის განმსაზღვრელი ციტატების გასარჩევი, არამედ ისეთი მუხლები, და ისეთი ადგილები, როგორც თავად მოგყავდა აქამდის
KAIROS
შეგიძლია ახალი ქართულით სინოდალური თარგმანი მიმითითო სადაც სრულადაა ბიბლია თარგმნილი?
დავიტანჯე ამ ძველი ქართულის კითხვით... ისეთი ლამაზი ფრაზებია ხოლმე და ეს ძველი ქართული აფუჭებს რა... ცუდად ნუ გამიგებ... უკარგავს ესთეტიკას...
გთხოვ მომაწოდო აღიარებული, სინდოალური, მართლმადიდებლური, სრული თარგმანი ბიბლიისა...
პატივისცემით,
ლაშა
კაიროს
რა წერია მოყვასის პოსტში სექტანტური?
მოყვასო
რისი თქმა გინდა შენს პოსტში გამუქებული ადგილებით?
პ.ს. რაკი ამ თემას არ ეხება, გთხოვთ pm ით გამომიგზავნეთ პასუხები.
"ასევე ამჟამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული.
ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნება მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის. თორემ საქმეც აღარ არის საქმე." (რომაელთა 11:5,6)
"თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან სწერია:"ჩემია შურისგება და მე მივაგებ,-ამბობს უფალი."
ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე.
არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით."(რომაელთა 12:18-21)
ბავშვობთ ახლა სამივე
უმორჩილესად გთხოვთ ნუ აფუჭებთ ყველა თემას, დაიცადეთ ცოტა ხანი და გაგიხსნიან იმ განყოფილებას სექტანტებს და დაისვენებთ თქვენც და ჩვენც!
პ.ს. ლეონ, პასუხს აქ დაგიწერ, ის ამოგლეჯილი, გამოქებულ-დახრილი მუხლები ზეპირად ვიცით ყველამ როგორ ხანჯალივით იქნევიან თქვენი ძმები , იეღოველები და შენგან განსხვავებით . რადგან ლამაზი შემაგონებელი ადგილი მოიყვანე, ზემოთ მხოლოდ მართლმადიდებლებისათვის გამაღიზიანებულად მიმუქებული ადგილებია ამოგლეჯილად და შეგნებულად გაკეთებული და ეს არაა ლამაზი, და იცით ახლა ეს სამივემ ლაშაბ, შენთვის თუ იეღოველების ნათარგმნი უფრო ესთეტიკურია და მთაწმიდელის ან გამრეკელის ნაკლებად, გემოვნებაზე არ დაობენ
დათიკო, მიასუფთავე რა ეს თემა , აქაც შემომივარდნენ
28. მოვიდა ერთი მწიგნობართაგანი, რომელმაც გაიგონა მათი კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ, და ჰკითხა იესოს: რომელია უპირველესი მცნება?
29. ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია!
30. და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება. - მარკოზის სახარება, თავი 12.
ხალხო, მოდით ჩხუბსა და კამათს არ ჯობია, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი რწმენა, ავუხსნათ ერთმანეთს რატომ გვწამს რისიც გვწამს. მოვუსმინოთ ერთმანეთს იქნება ახალი ვისწავლოთ რამე?
ამ თემაში მე მინდა დავწერო ციტატები წმინდა წერილიდან და დავალაგო ისინი საკითხების მიხედვით, თუ მომცემთ ამის საშუალებას.
დავიწყებ მორჩილებით
მათე 5:19 ში იესო ამბობს:"...ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის (მცნებებს), მას დიდი დაერქმევა ცის სასუფეველში.
მათე 7:24,25 ში იესო ამბობს:"...ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებს გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.""
ლუკა 11:28 ში იესო ამბობს:"...ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას."
იოანე 15:10 ში იესო ამბობს:"...თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში."
იობი 35:11 - "...თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან (უფლის შეგონებებს), დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს - ნეტარებაში."
მეორე რჯული 30:16 - "...და გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებები, მისი წესები და სამართალნი, და იცოცხლებ და გმრავლდები, და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ."
1 იოანე 2:5 - "...ხოლო ვინც იცავს მის(იესო ქრისტეს) სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ."
რომაელთა 2:13 - "...რადგან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან."
დღეს ეს იყოს . შემდეგ პოსტში სხვა საკითხზე მოვიყვან ციტატებს.(თუ რა თქმა უნდა მომცემთ საშუალებას).
გაიხარეთ,
სიყვარულით
ლოენ.
პ.ს. კაიროს შენი "იხარეა", ჩემი - "გაიხარე"(საავტორო უფლებებით)
ლოცვები, რომელსაც ღმერთი პასუხობს.
ფსალმუნები 101:18,19 - "...მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათს ლოცვას.
დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის, და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს."
ფსალმუნები 144:18,19 - "...ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.
მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათ ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ."
ესაია 65:23,24 - "...არ დაიქნცებიან ამაოდ და არ შობენ შფოთისათვის, რადგან უფლის კურთხეული თესლია ისისნი და მათი შთამომავლობა მათთან ერთად.
და იქნება, სანამ მომიხმობენ, პასუხს გავცემ, ჯერ ლაპარაკში იქნებიან, რომ მე გავიგონებ."
იერემაია 33:3 - "...მომიხმე მე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდს და მიუწვდომელს, რომლებიც არ იცოდი შენ..."
იონა 2:3 - "...ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. შავეთის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება."
იოანე 16:23,24 ში იესო ამბობს:"...იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ.
აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს."
1 იოანე 5:14,15 - "...და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.
ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ."
მადლობა უფალს, რომ აღარ ვჩხუბობთ.
სიყვარულით,
ლოენ.
ლუკა 11 თავი
9. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ. 10. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს. 11. ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას? 12. გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას? 13. უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.
9. ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ,
10. რადგან ყველა მთხთვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.
11. რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას?
12. ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას?
13. ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?
ღმერთი კარგია და ყველაფერი კარგი ღმერთისგან არის:
ფსალმუნები 15:2 - "...მე ვუთხარი უფალს:"შენ ხარ ჩემი უფალი! ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს."
ფსალმუნები 24:8 - "...კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე."
ფსალმუნები 30:20 - "...რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, უფალო, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენზე მონდობილებს რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე."
ფსალმუნები 144:9 - "...კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე."
გოდება 3:25 - "...კეთილია უფალი მისი მოიმედისთვის, მისი მაძიებელი სულისთვის."
ნაუმი 1:7 - "...კეთილია უფალი - ციხე-სიმაგრე გასაჭირში, და სცნობს მათ, ვინც მას ესავენ(ვინც მასზეა დაიმედებული)."
2 პეტრე 1:3 - "...ისე, როგორც მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში..."
რომაელთა 8:28 - "...ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევა სასიკეთოდ."
სიყვარულით,
ლოენ.
7. და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი, მტუერისა მიმღებელმან ქუეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოვლად. - დაბადება, თავი 2.
1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ.
2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ [b]გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს. - სახარება იოანესი, თავი 17.
30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში.
31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. - სახარება იოანესი, თავი 20.
პირველი იოანესი
თავი მეხუთე
20. ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავის მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ გაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე
[იოან. 3:16]
23. რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
ლუკა 11.
Iona
KAIROS:
ალბათ, ახლა რასაც დავწერ ზოგიერთები ცუდად გამოიყენებენ, მაგრამ მაინც მინდა დავწერო, რადგან მართებულად მიმაჩნია.
ვაკოპირებ განყოფილების ერთერთი თემიდან :
წესები
გთხოვთ გადახედოთ.
4. განყოფილების ენა არის ახალი ქართული.
4.1. ყოველი პოსტი უნდა იქნეს დაწერილი ქართული მხედრული ანბანით.
4.2. არაქართულენოვანი განმარტების განთავსების შემთხვევაში სასურველია პარალელურად დაიდოს ქართული თარგმანიც, თუნდაც პოსტის ავტორის მიერ შესრულებული. იგივე წესი მოქმედებს ძველქართულენოვანი განმარტების განთავსების დროს.
მოყვასს, ანუ ძველქართულად ვერ უნდა დავწეროთ ხომ?
გამარჯობათ,
ისე რა იყო ერთი წესიერი თარგმანი ვერ უნდა გაკეთდეს ახალი ქართულით? რა გახდა ვერ გავიგე... და თუ გაკეთებულია დააციტირეთ ის...
პატივისცემით,
Otherguy
KAIROS
რავი გადავხედე პოსტებს და რატომღაც ჩემთვისაც ეს ძველი ქართული ცოტა ისე ჟღერს ჩვენ დღეს ახალი ქართულით ვმეტყველებთ და ამიტომ
კაი აღარ გავაოფოთ, აგრესიაც მგონი მოგეჩვენა ჩემს პოსტში,
პატივისცემით,
Otherguy
მოყვასი
ძველ- ქართული არც ისეთი რთულია მგონი რომ ვერ გაიგოს კაცმა.
ბოლოს და ბოლოს შუშანიკის წამებას 7 კლასში ასწავლიან მგონი და რავი,... ასე თუ ისე ეს ძველ ქარეთული ასეთი რთული ნამდვიად არ არის ,
პირიქით მუღამი თუ დაუჭირე ძაან ლამაზი და მარილიანი ენაა.
პ.ს
საერთოდაც მოსული პონტია ძელ ენაზე ლოცვა - თვითონ ქრისტეს დროსაც იმ ენაზე არ ლოცულობდნენ რომელზედაც საუბრობდნენ.
გავაგრძელებ ციტატებს ბიბლიიდან საკითხების მიხედვით.
"უფალი - მის მოიმედეთა თავშესაფარი"
მეორე რჯული 33:27
"...თავშესაფარია პირვანდელი ღმერთი
და ქვემოდანაა საუკუნო მკლავები.
და განდევნა მტერი შენი პირისაგან,
და თქვა:'გაანადგურე!' "
2 მეფეთა 22:31
"...წრფელია ღვთის გზა,
წმიდაა უფლის სიტყვა,
მის მოიმედეთა ფარია იგი..."
ფსალმუნები 31:7
"...შენ ხარ ჩემი მფარველი, გაჭირვებისაგან
მიცავ,
ხსნის სიხარული შემომარტყი გარს."
ფსალმუნები 36:28
"...რადგან უფალს სამართალი უყვარს,
და არ მიატოვებს თავის წმიდებს,
სამარადისოდ დაცულნი იქნებიან,
ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება."
ფსალმუნები 54:23
"...მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის
შეგეხიდება,
იგი არასოდებს არ დაუშვებს წმიდის
წაბორძიკებას."
ფსალმუნები 90:14-16
"14. უფალი ამბობს:"რაკი მოისურვა,
გადავარჩენ მას,
დავიფარავ მას, რადგან იცნო სახელი ჩემი.
15. მომიხმობს მე და ვუპასუხებ,
მასთან ვარ გასაჭირში;
გამოვიხსნი და ვასახელებ.
16. დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ
და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას."
ფსალმუნები 144:20
"იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს
და ყველა ბოროტს მოსპობს."
იგავები 2:7-8
"7. შეუნახავს მოსაზრებულობას პატიოსანთ,
ის ფარია უბიწოთ მავალთათვის,
8. რათა დაიცვას სამართლის გზები
და წმიდათა ბილიკებს გაუფრთხილდეს."
2 თესალონიკელთა 3:3
"...მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ
თქვენ და დაგიცავთ ბოროტისაგან."
სიყვარულით,
ლოენ.
49. ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს! 50. ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს! 51. ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად.
ლუკა (12; 49-51)
43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
46. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?
47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?
48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა. - მათეს სახარება, თავი 5.
ლუკა 9 : 23 - 26
რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და მომდევდინ მე. 24. რამეთუ რომელსა უნდეს განრინებად სულისა თჳსისა, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. 25. რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თჳსი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს? 26. რომელსა სირცხჳლ უჩნდეს ჩემდა მომართ??მას ძემანცა კაცისამან არცხჳნოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და მამისაჲთა და წმიდათა ანგელოზთაჲთა.
ერთ ერთი პავლე მოციქულის მიმართება ასეთი სიტყვებით თავდება: "რჯულის შემსრულებელ არს სიყვარული" - თუ ვინმემ იცის დადეთ გთხოვთ))
კანონისტმა დაწერა ეგ მუხლი
მაგარია, გამოდის რომ სამჯერ ხდება გამეორება
იოანესთან ერთხელ
ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სასარგებლო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. [1კორ. 6; 12]
რწმენის შესახებ
ებრაელთა 11:1
"...ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში,
რასაც ვესავთ(რასაც ვიმედოვნებთ), დადასტურება იმისა,
რასაც ვერ ვხედავთ."
I პეტრე 1:21
"...რომელთაც მისით იწამეთ ღმერთი, ვინც მკვდრეთით
აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა გქონდეთ
რწმენა და ღვთის იმედი."
I პეტრე 1:8-9
"8. ვინც არ გინახავთ(ქრისტე) და გიყვართ,
თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ, ხარობთ
გამოუთქმელი სიყვარულით,
9. თქვენი რწმენით აღწევთ სულების ხსნას."
I ტიმოთე 4:9-10
"9. ეს სიტყვა სარწმუნოა და ღირსია სრული მიღებისა.
10. ვინაიდან იმისათვის ვშრომობთ კიდეც და
ვიღწვით, რომ მინდობილნი ვართ ცოცხალ ღმერთს,
რომელიც მაცხოვარია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი
მორწმუნეთა."
ფსალმუნები 32:22
"...იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა,
რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს."
რომალთა 5:1
"...და რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა
გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ..."
იოანე 14:12 -ში იესო ამბობს:
"...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ,
თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს,
რადგან მე მამასთან მივდივარ."
მათე 17:20 -ში იესო ამბობს:
"...ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა
რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო,
იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი."
ესაია 40:31
"...ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ;
ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები,
გაიქცევიან და არ დაიქანცებიან,
ივლიან და არ დაიღლებიან."
მათე 6:23.''უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს,ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს.უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს,ბნელი იგი რაოდენ-მე?''
წმ.იოანე ოქროპირი,წმ.თეოფილაქტე ბულგარელი და სხვა წმინდა მამები სიტყვა''თუალში''მოიაზრებენ გონებას და მოგვიწოდებენ დავიცვათ ჩვენი გონება ბოროტი აზრებისაგან(ანუ განვაგდოთ ისინი ჩვენს აზროვნებაში მოსვლისთანავე),დავიცვათ გონება სუფთად,რაც საწინდარი იქნება ჩვენი სულიერი სისუფთავისა.
23. ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში.
....
29. მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით.
30. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.
31. და თქვა უფალმა: ვის შევადარო ამ მოდგმის კაცნი? ან ვის ვამსგავსო ისინი?
32. ვამსგავსებ მათ მოედანზე მსხდომ ბალღებს, ერთმანეთს რომ უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.
33. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
34. მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო;
35. და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.
პირველი იოანესი
თავი პირველი
8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.
10. თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.
თავი მეორე
1. შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი.
2. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.
3. იმით გავიგებთ, რომ შევიცნეთ იგი, თუ დავიმარხავთ მის მცნებებს.
რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა ხართა? რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა. მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა. აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა. რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ. მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს. რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე.
შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას. ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშია გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად. ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. ნაყოფსა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი.
რამეთუ არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი. რამეთუ თითოეული ხჱ თჳსისაგან ნაყოფისა საცნაურ არნ; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრიბიან ლეღჳ, არცა მაყუალთაგან მოისთულიან ყურძენი. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის ბოროტი; რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ პირნი მისი.
17. და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა. 18. ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა. 19. აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს. 20. ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა. 21. მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე. 22. და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს. 23. და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის. 24. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა.
მოკლედ წმ. წერილის თემას ვაგრძელებ და სექტანტებს ვთხოვ ( და მოვთხოვთ კიდეც) თავი შეიკავონ!
დიდ ოთხშაბათს ეკლესია იხსენებს მაცხოვრის მიერ ბეთანიაში გატარებულ დღეს (მთ. 26,6-17). აქ სიმონ კეთროვნის სახლში, მაშინ როცა მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთა საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იესო ქრისტეს შეპყრობისა და მოკვდინებისა, ცოდვილი დედაკაცი თავზე ნელსაცხებელს სცხებს მაცხოვარს, რითაც ერთგვარად განამზადებს მას დაფლვისათვის.
იესოსთვის ნელსაცხებლის ცხება ბეთანიაში
(მკ. 14, 3-9; ინ. 12, 3-8.)
6. ხოლო როდესაც იესო იყო ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში,
7. მივიდა მასთან დედაკაცი, რომელსაც ჰქონდა ალაბასტრი (ალაბასტრი - ჭურჭელი ნელსაცხებლისათვის) ძვირფასი ნელსაცხებლით, და თავზე დაასხა მას, ინახით მჯდომს.
8. და როცა დაინახეს მოწაფეებმა, განრისხდნენ და თქვეს: რისთვის იყო ეს ხარჯი?
9. რადგან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა ძვირად და მიცემა გლახაკებისთვის.
10. ხოლო იესომ გულისხმაყო და უთხრა მათ: რატომ აწუხებთ ამ დედაკაცს? მან კეთილი საქმე გააკეთა ჩემთვის.
11. რადგან გლახაკები ყოველთვის თქვენთან არიან, ხოლო მე არა ვარ ყოველთვის თქვენთან.
12. რადგან ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა მან ჩემს სხეულს, ჩემს დასამარხად გააკეთა.
13. ამინ გეუბნებით თქვენ: სადაც იქადაგება ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ითქმება, რაც გააკეთა მან თავის მოსახსენებლად.
ამ დღეს მორწმუნეთა განსწავლისათვის წმ. იოანე ოქროპირის მე-80 სიტყვაც იკითხება მათეს სახარების 26-ე თავის მე-6 მუხლის შესახებ. წმიდა მამა გვმოძღვრავს განსაკუთრებით მოვერიდოთ სიძვისა და ვერცხლისმოყვარეობის დამღუპველ ცოდვებს. მისი სწავლებით, ვნების თვისება არ არის მინავლდეს შემდგომად ხორციელი დაკმაყოფილებისა, არამედ პირიქით, შემდგომად წადილის აღსრულებისა იგი უფრო მეტად მოიცავს ცოდვილი ადამიანის სულს.
სვინაქსარში გადმოცემულია აზრი, მარად გვახსოვდეს ცოდვილი დედაკაცის კეთილგონიერი საქციელი, როგორც ამას მათეს სახარების 26-ე თავის მე- 13 მუხლი გვამცნებს: - „ამენ გეტყ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარება ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის რომელიცა-ესე ყო მაგან სახსენებელად მაგისა“.
ამ დღეს ასეთ კონდაკს სთავაზობს მორწმუნეებს დედა ეკლესია:
„ვსცოდე უმეტეს მეძვისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები, და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევება ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუნთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან“.
მინდა ვიკითხო, დავიწყე კიდეც, მაგრამ კურთხევა ხომ უნდა? ჰოდა, ავიღებ კურთხევას და მერე... იცით როგორ ვკითხულობ? ჯერ პირველ თავს ოთხივე მოციქულთან, მერე მეორეს... და ასე.
ორთოდოქსი.გე-ზე. იქ უფრო მოსახერხებელია ეს.
კარგია ხო?
თითქმის არ მაქვს წაკითხული არაფერი ბიბლიიდან. სი-უვიცი-ს შეგრძნება მაქვს.
პ.ს. ახლა გამახსენდა სიხარულით, რომ მადლობა უფალს, ფსალმუნები მაქვს წაკითხული.
ოFFტოპიკები წაშლილია.
პავლე ფილიპელებს თავი 3:
17. მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში.
18. რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები,
19. რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.
20. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს,
21. რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.
17. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა. 18. რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათჳს მრავალ-გზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთჳს ქრისტეს ჯუარისათა, 19. რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს, რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაჲ - სირცხჳლსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ. 20. ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა, 21. რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი
და ბოლოს სახარება:
მათეს სახარება
თავი მეთორმეტე
30. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
.....
33. ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე.
34. იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე.
35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.
36. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
37. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და მაშინვე სიტყვებით განიკითხები.
taa
მათეს სახარებიდან. თავი XV
. ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და
გარეთ გამოვა.
. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.
. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაციკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა რომ მე პირადად წმ. წერილს (ფსალმუნს და სხვ.) ადაპტირებულ (თანამედროვე ქართულით) ვარიანტში ვერც ვკითხულობ და ვერც აღვიქვამ შინაარსს...
3. რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, 4. ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან. (II ტიმ. 4)
შესანიშნავი სიტყვებია და შესანიშნავი წინასწარმეტყველება ანუ პავლე ამბობს, რომ მოვა დრო და ჭეშმარიტ სწავლებას აღარ გაზიარებენ, არა მოვა დრო და ჭეშმარიტ სწავლებას გაზიარებენ, არამედ აღარ გაიზიარებენ ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეხლა ბოლო დროა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს (პავლეს სიტყვებიდან) რომ დადგა დრო, როდესაც ისეთ მოძღვრებს კრიფავენ, რომლებიც მათ აწყობთ და აღარ ჭეშმარიტების მქადაგებლებს. ესენი კი ზღაპრებში აბრუნებენ მათ
დიდი ხანია არ დამიწერია აქ
არ დაივიწყოთ წმ. წერილი... ნახეთ რა კარგი რამ ვიპოვე დღეს, უბრალოდ იმისათვის რომ არ შეგეშინდეთ
ლუკას სახარება
თავი 12
1. ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.
2. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
3. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება.
4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ;
5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.
6. განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე.
7. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.
12
1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. 4. ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. 5. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. 6. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. 7. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ.
ხშირად იკითხეთ ეს სიტყვები.
ჩვენთან არს ღმერთი!
კაიროსი!
პავლეს ბოლო ქადაგება მის მშობლიურ ენაზე, მისი მშობლიური ხალხის მიმართ, საქმე 22 თავი
მოციქულთა საქმენი
თავი ოცდამეორე
1. კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენს წინაშე.
2. როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, უფრო დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. მან კი განაგრძო:
3. მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი.
4. სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებსაც.
5. რაშიაც მღვდელმთავარიც დამემოწმება და ყველა უხუცესიც, რომლებმაც წერილები გამატანეს დამასკოში მყოფი ძმებისთვის, და წავედი, რომ იქაურებიც შებორკილნი ჩამომეყვანა იერუსალიმს, რათა გვეწამებინა ისინი.
6. მოხდა ისე, რომ, როცა გზად მიმავალი ვუახლოვდებოდი დამასკოს, ანაზდეულად დიდმა ნათელმა მომიცვა ზეცით.
7. მიწაზე დავემხე და ჩამესმა ხმა, რომელმაც მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?
8. მივუგე: ვინა ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზორეველი, რომელსაც შენ დევნი.
9. ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ.
10. მე ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? უფალმა კი მითხრა: ადექი და შედი დამასკოში, სადაც გეუწყება ყველაფერი, რისი ქმნაც ნაბრძანები გაქვს.
11. რაკი იმ ნათლის დიდებისაგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემმა მხლებლებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში.
12. ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით და ყველა დამასკოელი იუდეველისგან პატივდებული,
13. მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიდგა და მითხრა: საულ, ძმაო, აგეხილოს თვალი; და იმწამსვე დავინახე იგი.
14. ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო სიტყვა.
15. რადგანაც შენ იქნები მისი მოწმე ყოველი კაცის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე.
16. მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.
17. ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი.
18. ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ.
19. მე ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეთ,
20. ხოლო როდესაც იღვრებოდა შენი მოწამის - სტეფანეს სისხლი, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი მის მოკვლას და მისი მკვლელების სამოსს ვდარაჯობდი.
21. მითხრა: წადი, რადგანაც შორს, წარმართებთან წარგგზავნი შენ.
წიგნი მათესი
თავი 15
კაცთა სწავლება და ღვთის მცნება
(მკ. 7, 1-23)
1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმიდან ფარისევლები და მწიგნობრები და უთხრეს:
2. რატომ არღვევენ შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას? რადგან არ იბანენ ხელებს, როცა პურს ჭამენ.
3. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: თქვენ რატომღა არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი გადმოცემით?
4. რადგან ღმერთმა თქვა: პატივი ეცი მამას და დედას; და ვინც ბოროტს იტყვის მამაზე ან დედაზე, სიკვდილით აღესრულოს. (გამ. 20,12; 21,16.)
5. ხოლო თქვენ ამბობთ: ვინც ეტყვის მამას ან დედას, ძღვენია, (ძღვენი - იგულისხმება შესაწირავი, რომელსაც ებრაელები ტაძარს სწირავდნენ და ამით თავიდან იცილებდნენ მშობლებზე მზრუნველობას) რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა,
6. და პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას, - ამით აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით.
7. თვალთმაქცნო, კარგად იწინასწარმეტყველა თქვენზე ესაიამ, რომელიც ამბობდა:
8. მიახლოვდება მე ეს ერი თავისი პირით და ბაგით პატივს მცემს მე, ხოლო გული მათი შორს არის განშორებული ჩემგან.
9. ამაოდ მემსახურებიან მე, რადგან ასწავლიან კაცთა მოძღვრებას და მცნებას. (ეს. 29,13.)
10. და მოუწოდა ხალხს და უთხრა მათ: ისმინეთ და გაიგეთ:
11. პირიდან შემავალი არ შეაგინებს კაცს, არამედ პირიდან გამომავალი შეაგინებს კაცს.
12. მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: იცი, რომ ფარისევლები, როცა ისმენდნენ ამ სიტყვას, დაბრკოლდნენ?
13. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დანერგა ჩემმა ზეციერმა მამამ, აღმოიფხვრება.
14. აცალეთ მათ; ბრმები არიან ბრმათა წინამძღვრები; ხოლო თუ ბრმა ბრმას წინ უძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება.
15. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ჩვენ ეს იგავი.
16. ხოლო იესომ უთხრა: თქვენც ისევ უგულისხმონი ხართ?
17. არ იცით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელში ჩადის და გასავალში გადის?
18. ხოლო პირიდან გამომავალი გულიდან გამოდის, და ის შეაგინებს კაცს.
19. რადგან გულიდან გამოდის ბოროტი გულისზრახვა, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, პარვა, ცილისწამება, გმობა.
20. ესენი არიან, რომლებიც შეაგინებენ კაცს, ხოლო დაუბანელი ხელით ჭამა არ შეაგინებს კაცს
*************
სახარებაჲ მათეს თავისაჲ
15
1. მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: 2. რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. 3. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა? 4. რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს გინა დედისა, სიკუდილით მოკუედინ. 5. ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან თქუას მამასა თჳსსა გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო, 6. და არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, ესევითართა დაუმტკიცებელ ჰყავთ მცნებაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა. 7. ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა: 8. მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან; 9. ამაოდ მმსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა. 10. და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ: 11. არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. 12. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაჰბრკოლდეს? 13. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას. 14. უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან. 15. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავე ესე. 16. ხოლო იესუ ჰრქუა მას: თქუენცა უგულისჴმოვე ხართა? 17. და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? 18. ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. 19. რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი. 20. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა.
KAIROS
წმიდა წერლს რომ ვკითხულობ კიტხის დაწყებამდე ჯერ ვკითხულობ ,,ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვის წინ".
მაგრამ როდესაც ინტერნეტში ვკითხულობ წმინდა წერილს მე ამას აღარ ვკითხულობ. მაინტერესებს რამდენად დასაშვებია ეს? თუ ვინმემ იცის მომწეროს
თუ ასე აკეთებ ყოველთვის კარგია, არაფერია ცუდი, აგერ ბატონო ორივე ლოცვა წმ. წერილის წინ და შემდეგ საკითხავი და იკითხე აქაც:
ლოცვა იოანე ოქროპირისა წმიდათა წერილთა ხელად მიღებისათვის
უფალო იესუ ქრისტე, განმიხვენ მე თვალნი გულისა ჩემისანი,
სმენად სიტყუათა შენთა და გულის-ხმის-ყოფად მისა და ყოფად ნებისა შენისა,
რამეთუ მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა. ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, ა
რამედ განახვენ თვალნი ჩემნი, რათა ვხედვიდე საკვირველებასა სულისა შენისსა.
მაუწყენ მე, უფალო დაფარულნი საიდუმლოჲსა სიბრძნისა შენისანი, რამეთუ შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩემი,
ღმერთო ჩემო, რაჲთა განმინათლო გონებაჲ ჩემი და საცნობელნი წმიდისა მეცნიერებისა შენისანი, არა ოდენ აღმოკითხვად წერილისა,
არამედ ყოფადცა მისა, რაჲთა არა დასასჯელად თავისა თჳსისა წმიდათა ცხორებასა და სიტყუათა აღმოვიკითხვიდე,
არამედ განახლებად და განსანათლებლად სიწმიდით და საცხოვრებელად სულისა და სამკვიდრებელად საუკუნოსა სუფევისა.
რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი მდებარეთა ბნელსა შინა და შენ მიერ არს ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული,
და შენდა შვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა წერილის შემდგომ საკითხავი ლოცვა
ჰოი უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუჱნო, მეუფეო სახიერო და კაცთ-მოყვარეო,
ნუ განმეშორები ჩუჱნგან, ნუცა დამიტევებ და ნუცა დაგვაგდებ ჩუჱნ, არამედ ჩუჱნთანა ჯერ იჩინე მარადის ყოფად
და შენ სუფევდე ჩუჱნ ზედა. აღხოცენ ხელით-წერილნი ცოდვათა ჩუჱნთანი. გვიხსენ მძლავრებისაგან ეშმაკისა,
მყვენ ჩუჱნ მუშაკ წმიდათა მცნებათა შენთა, წარმიძეღვ ქმნად ყოვლად წმიდისა ნებისა შენისა და ღირს გვყვენ ყოველნი
მარჯვენით შენსა დგომად დღესა მას სასჯელისასა და ღრუბლითა აღტაცებად, რაჲთა მივემთხვივნეთ კეთილთა
მათ მოუგონებელთა და გამოუთქუმელთა ზეცისა სასუფეველისასა. რამეთუ შენ ხარ, რომელსა გნებავს ყოველთა
კაცთა ცხორებაჲ და შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ და შენდა შვენის ყოველი პატივი, მადლობაჲ და
თაყვანისცემაჲ თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ,
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იხარე და იკითხე;
კაიროსი!
გაიხარე KAIROS
მაგრამ მე მაინტერესებდა ამ ლოცვას როცა არ ვკითხულობ ეგ რამდენად არის ცოდვა?
"ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება. სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამის წინაშე". - ეფესელთა 3:13,14.
სახარებაში რომ წერია: მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხველნი,ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლნი,მაგის ზუსტი ციტირება შეუძლია ვინმეს?მგონი სახარებაშია
იმისთვის არაა წმიდა წერილი, რომ მხოლოდ წიგნებში გვეწეროს,
არამედ რათა გულებში აღვიბეჭდოთ.
ქრისტეს შობაზე
იგავი ლაზარეზე
ზაქე მეზვერეზე
იგავი უძღებ შვილზე
ავზნიანი ყრმის განკურნება
ჯვარცმაზე
ბზობის დღესასწაულზე
მენელსაცხებლე დედებზე
გადარინელთა სოფელთან ეშმაკეულის განკურნება
სასწაულებრივი თევზჭერა
მეზვერესა და ფარისეველზე
ბრმის განკურნება იერიქონთან
სამარიტელ დედაკაცზე
„ხოლო პეტრე მისდევდა მას (უფალს) შორით“
„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“
ხუთიათასის სასწაულებრივი დაპურება
მოწყალე სამარიტელზე
იგავი ცბიერ მნეზე
ათი ქალწულის შესახებ
„უღლისა“ და „ტვირთის“ მნიშვნელობის შესახებ
„გამოიფრდიდით ჟამთა“
„ვისაც აქვს, მას მიეცემა...“
„არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა
საინტერესო შეკითხვებზე
ამ კიტხვებზე პასუხი გამეც
რატომ წერია სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია?
რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე?
როგორც ცნობილია, „საქმე მოციქულთაში“ ვინმე ანანია გაყიდის კუთვნილ მიწას, თანხის ნაწილს ეკლესიაში მიიტანს, ხოლო დანარჩენს თავისთვის გადამალავს, რისთვისაც წმიდა პეტრე მოციქული მას სასტიკ განაჩენს გამოუტანს. მაინტერესებს, რატომ არ მისცა წმიდა პეტრემ ანანიას სინანულის საშუალება?
როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები იმის შესახებ, რომ კაცს მტრებად ექცევა მისი სახლეული?
(მოძღვრება უფლისა თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთა მიმართ)
I. 1. გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.
2. სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი (11 სჯ. 6,5; ზირ. 7,30; მათე 22,37). მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი (ლევ. 19,18; მათე 22,39). ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას (ტობ. 4,15; მათე 7,12; ლუკა 6,31).
3. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ (მათე 5,44; ლკ. 6,28)1. რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც (მათე 5,46 - 47; ლკ. 6,32 - 33)? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი (მათე 5,44; ლკ. 6,27).
4. განეშორე ხორციელ და სხეულებრივ სურვილებს (შერ. 1 პეტრე 2,11)2. თუკი ვინმე მარჯვენა ყბაში გაგარტყამს, მიუშვირე მას მეორე (მათე 5,41) და იქნები სრული. თუ ვინმე ერთ მილიონს3 გაგარბენინებს, მასთან ერთად განვლე ორი (მათე 5,41). თუკი ვინმე მოსასხამს აგართმევს, უბოძე მას პერანგიც (მათე 5,40; ლკ. 6,29). თუ ვინმე შენგან რამეს წაიღებს, აღარ მოთხოვო, რადგან ვერ ძალგიძს (შდრ. ლკ. 6,30)4 .
5. ყველას ვინც კი გთხოვს, მიუბოძე და აღარ მოთხოვო (მათე 5,42). მამას სურს, ყველას მიანიჭოს თავისი მადლი. ნეტარია ის, ვინც გასცემს თანახმად მცნებისა, რადგანაც არ განისჯება იგი. ვაი მას, ვინც თვით მიიღებს; თუ მოვალეა, რომ მიიღოს, არ განისჯება; თუკი არ არის მოვალე, განისჯება იმის გამო, რატომ მიიღო და რა მიზნით. საპყრობილეში მიყვანილს გამოჰკითხავენ მის საქმეებს და მანამდე არ გაუშვებენ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატსაც5 არ აზღვევინებენ (მათე 5,26; ლკ. 12,53).
6. ამის შესახებაც თქმულა: „გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავე ხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“. (ზირ. 12,1).
II. 1. მოძღვრების მეორე მცნება:
2. არა კლა, (გამოსვლ. 20,15; 11 სჯ. 5,18), არა იმრუშო (გამოსვლ. 20,3; 11 სჯ. 5,17). გრძნეულებას, სიძვას, პარვას (გამსლ. 20,14; 11 სჯ. 5,19). გრძნეულებას, მეწამლეობას (11 სჯ. 18,10). არ მოკლა ჩვილი ნაადრევი შობით, არცთუ ნაშობი მოაკვდინო; ნურაფერი გწადია შენი მოყვასისა (გამოსლ. 20,17; სჯ. 5,21).
3. ნუ მისცემ ამაო ფიცს (მათე 5,33), ცრუდ ნურავის დაემოწმები (გამოსლ. 20,16; 11 სჯ. 5,20), ნუ ბოროტმეტყველებ (მათე 15,4), ნუღარ გახსოვს ცუდი (იგავ. 12,28).
4. ნუ იქნები ორგული და ორენოვანი (ზირ. 5,9; 5,14; 6,1), რადგანაც ორენოვნება მახეა სიკვდილისა (ტობ. 14,10; ფს. 17,6; იგავ 14,27; 21,6).
5. ნუ იქნება შენი სიტყვა ცრუ და ლიტონი, არამედ - საქმით აღსავსე.
6. ნუ იქნები ნაყროვანი, ხარბი, პირმოთნე, მზაკვარი, ანდა გოროზი. ნუ განიზრახავ ბოროტს შენი მოყვასისათვის.
7. არ შეიძულო არცერთი კაცი; ერთნი ამხილე, მეორეთათვის ილოცე. სხვანი კი შეიყვარე შენს სულზე მეტად.
III. 1. შვილო ჩემო, განეშორე ყოველგვარ სიავეს და ყოველივეს, რაც მისი მსგავსია.
2. ნუ განრისხდები, რადგან რისხვა დაღუპვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები შურიანი, ნურც მოკამათე, ნურც გულმწყრალი. ყველა მათგანი სიკვდილს შობს.
3. შვილო ჩემო, ნუ აღივსები გულისთქმით, რადგანაც გულისთქმა სიძვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები ურცხვადმეტყველი, ნურც ურცხცვადმჭვრეტი, რადგანაც მათგან ჩნდება მრუშობა.
4. შვილო ჩემო, ნუ იქნები ფრინველთგრძნეული6, რადგანაც იგი კერპმსახურებისაკენ გიწინამძღვრებს; ნუ შელოცავ, ნუ ვარსკვლავთმეტყველებ, ნუ განწმედ7, ნურც ისურვებ, იხილო ეს ყოველივე ანდა ისმინო მათთვის. კერპმსახურებას შობენ ისინი.
5. შვილო ჩემო, ნუ იცრუებ, რადგანაც სიცრუე ქურდობისაკენ მიგიძღვება; ნუ იქნები ვერცხლისმოყვარე, ნურც ცუდმედიდი, რადგანაც მათგან ქურდობა ჩნდება.
6. შვილო ჩემო, ნუ დრტვინავ, რადგანაც დრტვინვა ავსიტყვაობისაკენ გიწინამძღვრებს. ნუ იქნები თავმომწონე, ბოროტმზრახველი, რადგანაც მათგან ავსიტყვაობა იბადება.
7. იყავი მშვიდი, რადგანაც „მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა“ (ფს. 36,11; მათე 5,5).
8. იქმენ სულგრძელი, გულმოწყალე, უბოროტო, წყნარი, კეთილი; მარადის ძრწოდე იმ სიტყვათაგან, რომლებიც გესმა (ეს. 66,2).
9. ნუ აიმაღლებ თავს; ნურც კადნიერებას მისცემ შენს სულს. თავმოთნეებს ნუ შეერთვება შენი სული; მართალია და მდაბალთა შორის იმყოფებოდე.
10. ყველაფერი, რაც შეგემთხვა, მიითვალე, როგორც კეთილი და იცოდე, რომ ღვთის გარეშე არარა ხდება.
IV. 1. შვილო ჩემო, ვინც ღვთის სიტყვას გიქადაგებს, მოიხსენე იგი დღეცა და ღამეც; პატივი მიაგე მას როგორც უფალს: სადაც მეუფება იქადაგება, იქვეა უფალიც.
2. დღითიდღე ეძიე პირნი წმიდათანი8, რომ შვება მოგცეს მათმა სიტყვებმა.
3. ნუ ქმნი განხეთქილებას; დაამშვიდე მოდავეები; სიმართლით საჯე და ნუ მიიღებ ისეთ სახეს, თითქოს ამხილებ ცთომათა გამო9.
4. ნუ იეჭვებ, ასე იქნება, თუ არა10.
5. ნუ გაშლი ხელებს, რათა მიიღო, და ნუ შეკრავ რათა არ გასცე (ზირ. 4,31).
6. თუკი მას გასცემ, რაც შენი ხელით მოიპოვე, გამოისყიდი შენსავე ცოდვებს.
7. გაცემის ჟამს ნუ შეეჭვდები და ნუღარ დრტვინავ, როდესაც გასცემ; შეიცნობ მას, ვინც კეთილად მოგიზღავს კუთვნილს (იგავ. 19,17).
8. ნუ გააბრუნებ გაჭირვებულს (ზირ. 4,5). შენსავე მოძმეს უწილადე ყოველივე; არკი უთხრა: ჩემია ეს ყველაფერი. თუ ზიარნი ხართ უკვდავებაში, რამდენად უფრო მოკვდავთა შორის?
9. ხელს ნუ ააღებ შენს ძეს თუ ასულს; სიყრმიდანვე შეასწავლე მათ შიში ღვთისა.
10. მონას თუ მხევალს, რომლებიც იმავ ღმერთს სასოობენ, გამკაცრებით ნუ უმბრძანებლებ, რომ არ დაკარგონ ზენა ღვთის შიში, რადგან ღმერთი მათთან მოდის ვისი სულიც თვით შეამზადა, პირისპირ კი არავის უხმობს11.
11. თქვენ კი, მონებო, კრძალვით და შიშით მორჩილებდეთ თქვენსავე უფალთ, ვით სახეს ღვთისას12.
12. გძულდეს ყოველი პირმოთნეობა, ყოველივე, რაც ართნავს უფალს.
13. არ დაივიწყო უფლის მცნებები და რაც მიიღე, დაიმარხე; არცრა შემატო, არცრა დააკლო (11 სჯ. 4,2; 13,1).
14. ეკლესიაში აღიარე ცთომანი შენი; ბოროტი გულით ნუ შეხვალ ლოცვად. აი, ეს არის გზა სიცოცხლისა.
V. 1. სიკვდილის გზა კი ამგვარი არის: უპირველესად, ბოროტია ეს გზა და წყევლით აღსავსე: მკვლელობა, მრუშობა, გულისთქმა, სიძვა, ქურდობა, კერპმსახურება, გრძნეულება, მეწამლეობა, ტაცება, ცრუმოწმეობა, პირმოთნეობა, ორგულობა, მზაკვრობა, ამპარტავნება, სიავე, თავმოთნეობა, ნაყროვანება, ურცხვადმეტყველება, მოშურნეობა, კადნიერება, გოროზობა, მედიდურობა, უკრძალველობა.
2. კეთილთა მდევნელნი, ჭეშმარიტების მოძულენი, სიცრუის მოყვარულები, რომლებსაც საზღაური სიმართლისა ვერ შეუცნიათ; განელტვიან სიკეთეს და მართლმსაჯულებას; კეთილის წილ სიბოროტეს ეშურებიან. შორს არის მათგან სიმდაბლე და მოთმინება; ამაოების მოყვარულნი მისაგებელს განიშორებენ; არ იწყალებენ დაცემულებს, არ ზრუნავენ დამაშვრალთათვის, ვერ შეუცნიათ შემოქმედი;
ჩვილთა მკვლელები, რომლებიც უკუმიაქცევენ მათდამი მთხოვნელს; ცოდვით სავსენი ჭირვეულებს შეაურვებენ, მდიდრებს იცავენ, არასაქმოსნებს ურჯულოდ სჯიან. განშორდით, შვილნო, ყველაფერს ამგვარს.
VI. 1. გაფრთხილდი, ვინმემ არ აგაცდინოს გზას მოძღვრებისას. ღვთის გარეშე გასწავლის იგი.
2. თუკი ძალგიძს, რომ სრულად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები (მათე 11,29). თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს ის ქმენ.
3. ხოლო ჭამადი, როგორც ძალგიძს, ისე იტვირთე. კერპშეწირულს ფრიად ეკრძალე, რადგანაც - მსახურებაა მკვდარი ღმერთების (საქმე 15,29).
VII. 1. ნათლისღებისათვის
ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით14 ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19).
2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი14, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე.
3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19)
4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე.
VIII. 1. პირმოთნეთა15 მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათსა და ხუთშაბათს ხვდება; თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა და პარასკებს.
2. ნუ ილოცებთ ისე, როგორც პირმოთნეები, არამედ როგორც უფალმა ბრძანა სახარებაში, ასე ილოცეთ:
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცასა შინა16, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა17 მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მოვუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან (მათე 6,9 - 13; ლკ 11,2-4). რამეთუ შენი არს ძალი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე!
3. დღეში სამგზის ილოცეთ ასე.
IX. 1. ევქარისტიისათვის:
ასე მადლობდეთ:
2. უპირველესად, სასმისის გამო: გმადლობთ, შენ, მამაო ჩვენო, დავითის შენი მსახურის18, წმიდა ვენახისათვის, რომელიც გაგვიცხადე შენი ძის18, იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
3. პურის განტეხვისათვის: გმადლობთ შენ უფალო, მამაო ჩვენო სიცოცხლისა და ცოდნისა გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის18 იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
4. როგორც ეს პური, მთების ზემოთ მიმოფანტული, შეიკრიბა და ერთი გახდა, ამგვარადვე შეიკრიბოს კიდით-კიდე ეკლესია შენი სასუფეველში, რამეთუ შენი არს დიდება და ძალი იესუ ქრისტეს მიერ უკუნისამდე!
5. არავინ ჭამოს, არავინ შესვასთქვენეული ევქარისტია19. თუ არა იმან ვინც ნათელიღო უფლის სახელით. ამის შესახებ თქვა უფალმა: „ნუ მისცემთ ძაღლებს მას, რაც წმინდაა“ (მათე 76)
X. 1. ავსების20 შემდეგ ასე მადლობდეთ:
2. გმადლობთ შენ, წმიდაო მამაო, შენი წმიდა სახელის გამო, ჩვენს გულებში რომ დაამკვიდრე; - ცოდნის, რწმენის, უკვდავების გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
3. შენ, უფალო ყოვლისმპყრობელო, დაბადე ყოველივე სახელისა შენისათვის საზრდელი და სასმელი მიანიჭე ადამიანებს, რათა იშვებდნენ და შენ გმადლობდნენ; ჩვენ კი მოგვმადლე სულიერი საზრდელ-სასმელი, და საუკუნო სიცოცხლე, შენი ძის, იესუს მიერ!
4. გმადლობთ შენ ყველაფრისთვის, რადგანაცძლიერ ხარ შენ! დიდება შენდა უკუნისამდე!
5. მოიხსენე, უფალო, ეკლესია შენი და იხსენ იგი ყოველგვარი ბოროტისაგან, შენს სიყვარულში სრულყავი იგი და წმიდაქმნილი ოთხივ ქარისგან შემოკრიბე სასუფეველში, რომელიც მასვე განუმზადე; რამეთუ შენი არს ძალი და დიდება უკუნისამდე!
6. მოვიდეს მადლი და გარდავიდეს ეს სამყარო; ოსანა ღმერთსა დავითისა (მათე 21,9; 21,15)! თუკი წმინდაა ვინმე, მოვიდეს! და თუ არ არის - შეინანოს! მარანათა (1 კორ. 16,22)! ამინ!
7. წინასწარმეტყველთ ნება დართეთ, აღავლინონ სამადლობელი, რამდენიც სურდეთ.
XI. 1. ვინც თქვენთან მოვა და გასწავლით ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ითქვა, მიიღეთ იგი.
2. იქნებ მოძღვარი თვით მიიქცეს სხვა სწავლებისკენ. თუ თქვენ წარწყმედას ცდილობს იგი, არაფერი ისმინოთ მისი, მაგრამ თუ სურს , კიდევ უფრო შეგემატოთ სიმართლე და ცოდნა უფლისა, შეიწყნარეთ, როგორც უფალი.
3. მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მიმართ სახარების მცნების თანახმად იმოქმედეთ.
4. ყოველი მოციქული, ვინც თქვენთან მოვა, შიწყნარეთ, როგორც უფალი.
5. არ დარჩება იგი ერთ დღეზე მეტად (თუ საჭიროა - მომდევნო დღესაც), და თუ სამი დღით დაყოვნდება, ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
6. როცა დაგტოვებთ მოციქული, არაფერი წაიღოს საგზლად, გარდა პურისა; თუ ვერცხლს მოითხოვს, ცრუ წინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
7. ნუ გამოცდით და ნუ განსჯით წინასწარმეტყველს, როდესაც სულის მიერ გემეტყველებათ, რადგანაც ყოველი ცოდვა მიეტევება კაცს, ეს ცოდვა კი არ მიეტევება (მათე 12,31).
8. ყველა, ვინც სულის მიერ მეტყველებს, წინასწარმეტყველი ვერ იქნება, თუ უფლის წესებს არ ფლობს იგი21. სწორედ წესთაგან შეიცნობა ცრუწინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველი.
9. ყოველმა წინასწარმეტყველმა, რომელმაც სულის მიერ განაწესა ტრაპეზი, არ ჭამოს მისგან; და თუ შეჭამს ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
10. ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლის, მაგრამ თავად არ მოქმედებს ისე, როგორც ასწავლის, ცრუწინასწარმეტყველია იგი.
11. თქვენ კი ნუ განსჯით იმ გამოცდილსა და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს, რომელიც ეკლესიის ამქვეყნიური საიდუმლოს თანახმად მოქმედებს22. მაგრამ არავის ასწავლის იმას, რასაც თავად იქმს. ღვთისაგან განისჯება იგი; ამასვე შვრებოდნენ ძველი წინასწარმეტყველებიც.
12. ვინმემ რომ გითხრათ სულის მიერ: „მომეცით ვერცხლი“, ან სხვა ამგვარი, არაფერი ისმინოთ მისი; ჭირვეულთათვის მისაცემად თუ გეტყვით ამას, ნუ განიკითხავთ.
XII. 1. ვინც თქვენთან მოვა უფლის სახელით, შეიწყნარეთ; შემდეგ გამოცდით მას და შეიცნობთ, რადგანაც იცით თქვენ გარჩევა მარჯვენისა და მარცხენისა.
2. თუკი მოსული მგზავრია ვინმე, შეეწიეთ, როგორც შეგეძლოთ, არ დაყოვნდება იგი თქვენთან, ან თუ დასჭირდა, დაიხანებს ორი-სამი დღე.
3. თუკი ისურვებს თქვენთან ყოფნას და თუ ხელობაც ეხერხება, იშრომოს და ისე ჭამოს.
4. თუკი არა აქვს რამ ხელობა, გონივრულად განჭვრიტეთ მისთვის: არავინ იყოს ქრისტიანი თქვენს შორის უქმად.
5. თუ არ ისურვებს ამგვარად ყოფას, ქრისტეს მოვაჭრე ყოფილა იგი. ეკრძალეთ მას.
XIII. 1. ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი , რომელიც თქვენთან დამკვიდრებას მოისურვებს, ღირსია თავისი საზრდელისა (შდრ. მათე 10,10; 1 ტიმ. 5,18).
2. ასევე, ჭეშმარიტი მოძღვარი, როგორც მუშა - კი, ღირსია თავისი საზრდელისა.
3. რასაც კი შეკრებთ საწნახელში თუ კალოზე, საქონლის ჯოგში თუ ცხვრის ფარაში, წინასწარმეტყველთ მიუბოძეთ პირველნაყოფი. მღვდელმთავრები არიან ისინი თქვენთვის.
4. თუკი არა გყავთ წინასწარმეტყველი, უბოძეთ გლახაკთ.
5. თუ პურს მოიწევ, გამოიღე პირველნაყოფი და მცნებისამებრ გაეცი იგი.
6. როცა თავს ახდი ღვინის ჭურჭელს ანდა ზეთისას, პირველთავი გამოიღე და უბოძე წინასწარმეტყველთ. ვერცხლის ფულის, სამოსელის, მთელი ქონების პირველთავი ისე აიღე, როგორც ისურვებ და გაეცი მცნების თანახმად.
XIV. 1. უფლის კვირადღეს შეიკრიბეთ, განტეხეთ პური და აღავლინეთ სამადლობელი23, აღიარეთ შეცოდებანი რომ წმინდა იყოს მსხვერპლი თქვენი.
2. ვინც ექიშპება თავის მოყვასს, ვიდრე დაცხრება, ნუ მოვა თქვენთან, რომ არ შებილწოს მსხვერპლი თქვენი.
3. უფალმა ეს თქვა: :ყოველ ადგილას და ყოველ ჟამს შემომწირეთ მე წმიდა მსხვერპლი. მეუფე ვარ დიდი, - ამბობს უფალი - სახელი ჩემი საკვირველია წარმართთა შორის“. (მალ. 1,11).
XV. 1. დაადგინეთ თქვენთვის ეპისკოპოსები და დიაკვნები, ღირსნი უფლისა, კაცნი მშვიდნი და უვერცხლონი, ჭეშმარიტნი და გამოცდილნი. რომ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა ლიტურგია ამსახურონ მათაც თქვენს შორის.
2. არ მოიძაგოთ ისინი, რადგანაც თქვენს მიერ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა დარად არიან პატივდებულნი24.
3. ამხილეთ ერთურთი, არა რისხვით არამედ დაწყნარებით, როგორც თქმულა სახარებაში. ხმა არ გასცეთ მას, ვინც სხვას აცდენს; არც არაფერი ისმინოთ მისი, ვიდრე თვით არ მოინანიებს.
4. თქვენი ლოცვები, მოწყალებანი და ყველაფერი, რასაც შვრებით, იმგვარად ქმენით, როგორც უფალმა დაგვიწესა სახარებაში25.
XVI. 1. იფხიზლეთ თვენი ცხოვრებისათვის. ნუ ჩაქრება თქვენი სანთლები, ნურც სარტყლები შემოგერღვევათ (ლკ. 12,35); განემზადენით! არავინ იცით, როდის მოვა უფალი ჩვენი (მათე 24,42).
2. ხშირად და ხშირად შეიკრიბეთ; გამოძიეთ უმჯობესი თქვენი სულისა. ვერაფერს გარგებთ თქვენი რწმენის მთელი წინდა დრო, თუ არ იქნებით სრულყოფილნი ბოლო ჟამისთვის.
3. ბოლო დღეებში ცრუწინასწარმეტყველები და გამხრწნელები გამრავლდებიან; შეიცვლებიან ცხვრები მგლებად, სიყვარული კი სიძულვილად გადაიქცევა (მათე 24,11 - 12).
4. განივრცობა ურჯულოება (მათე 24,12) და ერთმანეთს მოიძაგებენ; განდევნიან და გასცემენ ერთურთს (მათე 24,10). სწორედ მაშინ გამოჩნდება ქვეყნისმაცდური, როგორც ძე ღვთისა, და ჰყოფს იგი ნიშნებსა და სასწაულებს (მათე 24,24). მიწაც მის ხელებს მიეცემა. იმგვარ ურჯულოებას აღასრულებს ქვეყნისმაცდური, რაც არ ქმნილა საუკუნიდან26 (შდრ. იოველ 2,2).
5. გამოცდის ცეცხლს მიეცემა კაცთა არსება. ბევრი მათგანი შეცდება და წარიწყმიდება, ხოლო ვინც რწმენით განიმტკიცდება, გამოიხსნება წყევლისაგან (შდრ. მათე 24,13; 10,22).
6. ჭეშმარიტების ნიშანდებაც სწორედ მაშინ გამოვლინდება: უპირველესად, ეს იქნება ნიშანი ცაში გავრცობისა27, შემდეგ - ნიშანი საყვირთა ხმისა (მათე 24,31), ხოლო მესამე - მკვდართა აღდგომა, -
7. არა ყველასი, არამედ ისე, როგორც თქმულა: „მოვა უფალი და მასთან ერთად ყველა წმინდანი“ (ზაქ. 14,5).
8. მაშინ იხილავს სამყარო უფალს „მომავალსა ღრუბელთა ზედა ცისათა“ (მათე 24,30)...
მარიამი
zaz
გაიხარეთ
ლუკა 9 თავი
57. და იყო სლვასა მას მათსა გზასა ზედა ჰრქუა ვინმე მას: მიგდევდე შენ ვიდრეცა მიხუალ. 58. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. 59. ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე. და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. 60. ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ. 61. ჰრქუა მას სხუამან: მეცა მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაჲ სახლეულთა ჩემთაგან. 62. ჰრქა მას იესუ: არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა, და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა.
57. მოხდა ისე, რომ გზაში ვიღაცამ უთხრა: სადაც უნდა მიდიოდე, თან გეახლები, უფალო.
58. და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.
59. ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევით. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.
60. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს.
61. ერთმა სხვამაც უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო.
62. მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.
„ვენახის მუშაკები“
„მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა და უკუანანი წინა“
(მათე 19,30)
„რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა“
(მათე 20,27)
„ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“
(მათე 10,10)
1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ.
მათე 20,1-15
მდიდარი ჭაბუკის შეკითხვა
ამ იგავით იწყება წმიდა მათეს სახარების მე-20 თავი. მაგრამ წმიდა მამები გვირჩევენ, დაკვირვებით წავიკითხოთ იგავის წინამავალი ნაწილიც, წმიდა მათეს სახარების მე-19 თავის ბოლო მუხლები (27-30). ამ მუხლებში ჩვენ ვკითხულობთ უფლის განმარტებებს, რომლებსაც იგი გამიზნულად წაუმძღვარებს „ვენახის მუშაკების“ იგავის თხრობას. უფლის ამ განმარტებების გათვალისწინება აუცილებელია, რადგან ჩვენ თავად უფალი გვეხმარება, რათა შეუმცდარად და მართებულად ჩავწვდეთ იგავის სათქმელს, მის მიზანდასახულობას, იმას, თუ რას გვასწავლის და რისკენ მოგვიწოდებს ამ იგავით ჩვენი უფალი.
მე-19 თავის ხსენებულ ნაწილში ერთი მდიდარი ჭაბუკი შეკითხვას დაუსვამს უფალ იესოს ცათა სასუფეველში დამკვიდრების წინაპირობასთან დაკავშირებით „რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?“ (მათე 19,16). ამ მდიდარ ჭაბუკს გულწრფელად სურდა, საუკუნო ცხოვრება დაემკვიდრებინა. იგი სიყრმიდან მოყოლებული იცავდა ღვთის ყველა მცნებას. მაგრამ მხოლოდ ამით - მცნებათა დაცვით - ადამიანს საუკუნო სიკვდილისაგან შეუძლია დაიხსნას თავი. საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად კი ჭეშმარიტი სრულყოფის გზაზე შედგომაა საჭირო.
მდიდარმა ჭაბუკმაც ამიტომ მიმართა უფალ იესო ქრისტეს მეორე შეკითხვით: „რაჲღა მაკლს მე?“ - რაღა მაკლია კიდევ საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლადო. და აი, უფალი ამ ჭაბუკსაც, და ყველა ქრისტიანსაც, სთავაზობს ერთადერთ ჭეშმარიტ გზას სრულყოფისაკენ, რასაც ადამიანისათვის უზენაესი ჯილდო მოაქვს. ეს გზა არის უარის თქმა წარმავალზე, ხრწნადზე, დროებითზე, ამსოფლიურ ამაოებაზე, და მიღება მარადიულისა, უხრწნელისა, ზეციურისა. ეს ქრისტეს გზაა. ამ გზაზე მავალთა ჯილდო კი მდიდარი ჭაბუკისათვის ესოდენ სასურველი საუკუნო ცხოვრებაა, ცათა სასუფევლის სანეტარო დამკვიდრებაა: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (19,21), - ასე უპასუხა ჩვენმა უფალმა მდიდარ ჭაბუკს იმ შეკითხვაზე.
ალბათ გახსოვთ, როგორ დამწუხრდა ამის გამო ჭაბუკი, რადგან, როგორც წმიდა მათე მახარებელი შენიშნავს, „იყო იგი მდიდარ ფრიად“; დამწუხრდა, რადგან მას აღარც ძალა ჰყოფნიდა და აღარც გულმოდგინება, იმისათვის, რომ ჭეშმარიტი სრულყოფის ამ გზას შესდგომოდა. და ჭაბუკი გაეცალა უფალ იესოს, რომელმაც იქვე მდგომ თავის მოწაფეებს უთხრა, მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველშიო. გავიხსენოთ უფლისმიერი ეს შეგონება: „მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა... უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა“ (19,23-24).
„ვის-მე ხელ-ეწიფების ცხონებად?“
ამის გამგონე მოწაფეები მეტად განცვიფრდნენ და შეშფოთდნენ კიდეც: თუკი ასეა, მაშინ ვინღა ცხონდებაო? - იკითხეს. მოწაფეთა ამ შეშფოთებას გამოხატავს წმიდა პეტრე მოციქული - „მოციქულთა ბაგენი“, როგორც მას წშიდა იოანე ოქროპირი უწოდებს. იგი უფალს ეკითხება: „აი, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და გამოგყევით, რა გვექნება ჩვენ?“ - ესე იგი, მაშინ ჩვენ რაღა გველისო.
ამ გულწრფელად დასმულ შეკითხვას მოწყალე უფალმა აღთქმის სიტყვებით უპასუხა და თავის მოციქულებს ამცნო, რომ მეორედ მოსვლის ჟამს მათ უდიდესი პატივი ერგებოდათ „ამინ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“ (19,20). შემდეგ კი უფალმა მოწაფეებს განუმარტა, თუ როგორ, რა გზით შეიძლებოდა რგებოდა ღვთისაგან ესოდენი პატივი ადამიანს: „ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“ (19,29).
სწორედ ეს აკლდა იმ მდიდარ ჭაბუკს. უფალმა თავის მოწაფეებს ფაქტობრივად იგივე სათქმელი გაუმეორა, როცა ცოტა ხნის წინ საუკუნო ცხოვრების მაძიებელ ამ ჭაბუკს ურჩია: წადი, გაყიდე შენი ქონება, დაურიგე გლახაკებს და მე გამომყევიო. მაგრამ მოწაფეებს უკვე ნათქვამი ჰქონდათ უარი ყოველივეზე: მათ მიატოვეს დედა, მამა, ოჯახი, გახდნენ არასმქონენი და შეუდგნენ, გაჰყვნენ ქრისტეს. წმიდა პეტრე მოციქულიც ხომ ამას ეუბნება უფალ იესოს, აი, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევითო. მაშინ რაღამ შეაშფოთა ისინი, რამ გამოიწვია წმიდა პეტრეს ის შეკითხვა - ჩვენ რაღა გველისო? ან ამ შეკითხვაზე პასუხად რა მიანიშნა ჩვენმა უფალმა თავის მოწაფეებს, კიდევ რა ევალებაო ამ გზაზე შემდგარს იმისათვის, რომ ბოლომდე ღირსეულად გალიოს იგი, მიაღწიოს სანეტარო სამყოფელს და იქ დამკვიდრდეს?
წმიდა მამები უფლის ამ შეგონების პარალელურად კიდევ ერთ უფლისმიერ შეგონებასა და მის განმარტებაზე ამახვილებენ ჩვენს ყურადღებას, რადგან ორივე შეგონება ერთმანეთის მსგავსია თავისი შინაარსითაც და გამიზნულობითაც. მეორე შეგონებით უფალი ბრძანებს: „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს. და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. როელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“ (მათე10,37-39).
წმიდა იოანე ოქროპირი გვაფრთხილებს, რომ ამ შეგონებიდან ჩვენ არ უნდა ამოვიკითხოთ მოწოდება თვითმკვლელობისაკენ. წმიდა მათეს სახარებაში ნათქვამი - „წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს“ - ნიშნავს საკუთარი ბოროტი ნების წარწყმედას, მის დათრგუნვას. ჩვენ უნდა უარი ვთქვათ იმ გულისთქმაზე, სურვილზე ან მიდრეკილებაზე, რომელიც ღმერთთან მიახლებისას შეგვაფერხებს- „რომელმან მოიპოოს სული თჳსი“ კი ამგვარ გულისთქმათა აყოლას ნიშნავს, რაც საუკუნო ცხოვრებას, ზეციურ სასუფეველს დაგვაკარგვინებს, მარადიულ წარწყმედას მოგვამკობინებს. სწორედ ასევე, ჩვენ უნდა წარვიწყმიდოთ, უარი ვთქვათ, მივატოვოთ ის სახლი, ადგილ-მამული, დედ-მამა, და-ძმა, ცოლ-შვილი - ყველა და ყოველივე, რაც ურჯულოებისაკენ გვიბიძგებს, დევნილობისა და შეჭირვების ჟამს ღვთის უარყოფისაკენ გვეწევა და ამსოფლიურის მოხვეჭისაკენ მიგვიზიდავს.
სხვა წმიდა მამებიც ამასვე გვაფრთხილებენ, რომ, არამც და არამც, არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს, ჩვენი მოწყალე და ტკბილადმხედი უფალი დედ-მამის ან და-ძმის და, საზოგადოდ, მოყვასის ხელაღებით უარყოფას გვასწავლიდეს. იგი მხოლოდ იმას ჩაგვაგონებს, რომ საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად ყველანაირიად უნდა მოვერიდოთ სულის წარმწყმედელ გარემოს, პირობას, სურვილს, იმას, ვინც, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი სულის წარწყმედას მოინდომებს: „ან რა სარგებელი აქვს კაცს ისეთი მშობლისაგან, თუ სხვათაგან, თუკი ისინი მის სულს ჯოჯოხეთის მკვიდრად აქცევენ?“ - ასე ჩაგვეკითხება წმიდა იოანე ოქროპირი.
ნეტარი თეოფილიაქტე ბულგარელი ამ შეგონების უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის ასეთ მხატვრულ განმარტებას გვთავაზობს: „უფალი თავის ამ აღთქმას ყველას ჰპირდება, ვინც მოწაფეთა მსგავსად გასწევს ღვაწლს ღვთისათვის: მაშინ ხორციელი ნათესავების წილ მას ქრისტესმიერი ნათესავები ეყოლება, ველ-მინდვრების წილ - სამოთხე ექნება, ქვის სახლების წილ - მთიანი იერუსალიმი ებოძება, ხორციელი მამის წილ - ეკლესიის მამები ეყოლება, ხორციელი დედის წილ კი - ეკლესიის დედები, და ეყოლება არა ქორწინებით შეუღლებული ცოლი და ქმარი, არამედ სულიერი სიყვარულითა და მზრუნველობით დაწინდული დები და ძბები“. წმიდა მამა თითოეულ ჩვენგანს მოგვმართავს და გვარიგებს: „შენც შეეცადე, უარი თქვა და გაყიდო შენი ქონება: მრისხანის ქონება - მრისხანებაა, მრუშისა - მრუშობა, გულღვარძლიანისა - ღვარძლი და ა.შ. მაშ, გაყიდე ეს შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, ანუ დემონებს, რომელთაც არავითარი სიკეთე არ გააჩნიათ. შენი ვნებები ვნებათა ბუნაგს დაუბრუნე და შეიძენ საუნჯეს, ანუ ქრისტეს ზეცაში“.
აი, რა აკლდა იმ მდიდარ ჭაბუკს, აი, რაზე მიანიშნა უფალმა თავის მოწაფეებს, აი, რა ევალება ქრისტეს გზაზე შემდგარს, თუკი სურს, რომ სანეტარო, მარადიული სასუფევლის მკვიდრი გახდეს. ამის თაობაზე წმიდა სახარებაში ჩვენი უფალი იესო ქრისტე არაერთგზის გვმოძღვრავს. გალილეის მთის კალთაზე ქადაგებისას იგი ასევე სულის წარსაწყმედელ თუ მაცხოვნებელ გზებზე მიანიშნებს თავის მიმდევრებს და ეუბნება: „ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას“ (მათე 7,13-14). ნეტარი თეოფილაქტეს განმარტებით, ეს ვიწრო ბჭე, ანუ კარი, და ძნელად სავალი გზა -- განსაცდელებია, „სურვილთა თმენაა“ და წუთისოფლის ამაოებაზე უარის თქმაა ღვთის სადიდებლად. „ეს გზა იმდენად ვიწროა, - ამბობს წმიდა ბასილი დიდი, - რომ საშიშია ყოველგვარი გადახრა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ძხარეს, როგორც ბეწვის ხიდზე“.
სწორედ ამგვარი სახიფათო გადახრის საშიშროება იგრძნობა წმიდა პეტრეს ზემოხსენებულ შეკითხვაში - ჩვენ რაღა გველისო? განაცხადი იმის შესახებ, რომ მოწაფეებმა ყველა და ყველაფერი მიატოვეს უფალი იესო ქრისტეს გამო, არის ამავე დროს განაცხადი საკუთარ დამსახურებაზე. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა თვითკმაყოფილება, - გვეუბნება წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე და განაგრძობს: „პეტრეს თავადაც კი არ ესმოდა ცხადად, რომ იგი, თავისი შეკითხვით ჯილდოზე, თითქოსდა ანგარიშს ასწორებდა უფალთან: წმიდა პეტრემ თავისი მოძღვრის წინაშე გამოიტანა მოწაფეთა დამსახურებანი და ისიც შეახსენა, რომ მათ უფლისათვის ყველაფერი მიეტოვებინათ“.
როგორც წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელი იტყვის, ქონების დატოვების გამო აქამდე სავსებით დამშვიდებულმა მიწაფეებმა იგრძნეს, რომ ჯერ კიდევ სრულიად არ იყვნენ ვნებათაგან თავისუფალნი. ვნებათა ბუნაგში მათ ჯერ კიდევ არ დაებრუნებინათ ყველა თავისი ვნება. ის, ვინც საკუთარ წარმატებას უსვამს ხაზს, ვისაც სხვასთან შედარების სურვილი უჩნდება და სხვისი შეცოდების შემყურეა, იგი საკუთარ უბიწოებას ასაჩინოებს და ამით სულის საზიანოდ იღვწის, ყოყოჩობის, ქედმაღლობისა და ამპარტავნებისკენ იდრიკება.
ყოვლისმხედმა უფალმა, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს უწყოდა. მან ჯერ გააძლიერა თავისი მოწაფეები და გამოუცხადა, თუ რა უდიდესი პატივი ერგებოდათ ჯილდოს სახით ქრისტეს გზაზე შემდგართ: მაგრამ სულის ამ გამამხნევებელ აღთქმას ყოვლადსულგრძელმა და ყოველთა შემწე უფალმა კიდევ ერთი ღვთის სადიდებელი შეგონებაც დაურთო, რომელიც ამქვეყნიური ამაოების უარყოფაზე ღაღადებს, გადარჩენის მოსწრაფე ცოდვილს სულის მაცხოვნებელ და წარსაწყმედელ გზებზე მიანიშნებს. ამით ყოვლადშემწყნარებალმა იესომ, ვითარცა მოყვარულმა მამამ, თავის სულიერ შვილებზე იზრუნა და გააფრთხილა ისინი, რათა წმიდა პეტრეს შეკითხვით გაცხადებული, თვითკმაყოფილებით ნასაზრდოები, ამპარტავნების ვნების მომტანი ბოროტი თესლი ჩანასახშივე ჩაეხშო. უფალმა მათ ისიც ასწავლა, რომ ამ შეგონების გულმოდგინედ აღმსრულებელს აღარ გაუჭირდებოდა სულის მაცხოვნებელი ვიწრო ბჭის, ვიწრო კარის შეღება და იმ ძნელად სავალ გზაზე შედგომა, რომელსაც ჭეშმარიტი სრულყოფისაკენ მიჰყავს იგი და უზენაესი ღირსებით მოსავს.
იგავის ადრესატი და მიზანი
ამ შეგონებას - „ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი... “ და ა.შ. (მათე 19,29) - უშუალოდ მოსდევს უფლისმიერი ქარაგმული თქმა: „ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა და უკუანანი წინა“ (მათე 19,30). ეს სახარებისეული ქარაგმა „ვენახის მუშაკების“ იგავის ბოლოსაც თითქმის სრულად მეორდება, ოღონდ მას აქ კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ქარაგმული თქმა მიერთვის: „ეგრეთ იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ“ (მათე 20,16).
ამ ქარაგმას და მის განმარტებას ჩვენ ქვევით საგანგებოდ მივუბრუნდებით. ამჯერად კი მხოლოდ ამას შევნიშნავთ: ჩვენი უფალი „ვენახის მუშაკების“ იგავით, მასთან დაკავშირებული შეგონებითა და ქარაგმებით, ერთიანობაში, გვაფრთხილებს, რომ ქრისტეს გზაზე შემდგარს სიფხიზლე მართებს, რათა ვნების წარმომშობ მიჩქმალულ სურვილებს არ დაემონოს და ღვთისაგან შეპირებული საზღაური არ დაკარგოს ცათა სასუფეველში. იგი იმასაც გვასწავლის, რომ საღმრთო მოქალაქეობის გაწევა არასდროს არის გვიან, და რომ ღვთის სადიდებელ ღვაწლში უმთავრესია გულმოდგინება, ხოლო ამ გულმოდგინების საზღაური, იგავში დრაჰკანის სახით რომ მიიღეს ვენახის მუშაკებმა, სინამდვილეში, უფლის წყალობაა.
„ვენახის მუშაკების“ იგავს სახარებაში კონკრეტული ადრესატი ჰყავს - ჩვენი უფალი მას თავისი მოწაფეების საყურადღებოდ ყვება. მანამდე უფალმა თავისი აღთქმა გამოუცხადა მოწაფეებს და აუწყა, რომ მათ, ქრისტეს გზაზე მავალთ, დიდი ჯილდო ერგებოდათ. ამ იგავის თხრობაც სწორედ ამან გამოიწვია, რადგან ამ დიდი ჯილდოს მისაღებად აუცილებელია გარკვეული წინაპირობის დაცვა, კერძოდ, ამსოფლიურ ამაოებაზე, ასევე თვითკმაყოფილებისა და ამპარტავნების ვნებათა მომტან სურვილებზე უარის თქმა ღვთის სადიდებლად. უამისოდ თოთქმის შეუძლებელია შეუფერხებლად მიაღწიო ჭეშმარიტ სრულყოფას. ამიტომ ხსენებული აღთქმის მიცემასთან ერთად, უფალმა თავისი მოწაფეებისათვის იზრუნა და გაფრთხილების ნიშნად უამბო მათ ეს იგავი.
„ვენახის მუშაკების“ იგავის თხრობის უმთავრესი მიზანიც ეს გახლავთ.
ვენახი და „სახლისა უფალი“
თუმცა ამ იგავის მიზანი, მისი სათქმელი, ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე დარიგებასა თუ შეგონებას აერთიანებს. სანამ თითოეულზე კონკრეტულად შევჩერდებოდეთ, ჯერ ვნახოთ, როგორ განიმარტება ამ იგავში არსებული სახარებისეული ალეგორიები: ვენახი, ვენახის პატრონი, მუშაკები, ჟამები, დრაჰკანი და სხვა.
წშიდა იოანე ოქროპირის თქმით, ვენახი - ღვთის მცნებათა აღსრულების ის წიაღია, სადაც ამ ვენახის პატრონი მუშაკებს იწვევს საღმრთო საქმიანობისათვის. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი აზუსტებს, რომ ვენახის დამუშავება ამ იგავში სათნოებებზე მიანიშნებს, რისი მეოხებითაც ხდება შესაძლებელი საკუთარი სულის სრულყოფა.
იგავის დასაწყისშივე უფალი მიგვითითებს ცათა სასუფევლის მსგავსებაზე სახლის პატრონთან, რომელსაც დასამუშავებელი აქვს ვენახი: „მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა“ . ამ იგავის კომენტატორები ყურადღებას მიაქცევენ იმას, რომ ცათა სასუფეველს იგავში არ შეიძლება გამოხატავდეს ერთი პიროვნება - „სახლისა უფალი“. უფალი იესო ცათა სასუფეველს ერთ კონკრეტულ კაცს კი არ ამსგავსებს, არამედ ყოველივე იმას, რაც გადმოცემულია მთლიანად იგავში, რაც ამ სახლის პატრონსა და მის მიერ დაქირავებულ ვენახის მუშაკებს შორის ხდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ცათა სასუფევლის ამ მსგავსებაში იგულისხმება და მოინიშნება ცათა სასუფეველისაკენ მიმავალი, საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებელი გზები, რომლებიც ღვთისაგან გვებოძება და რაზეც უფალი ამ იგავში ამახვილებს ჩვენს ყურადღებას.
მაშინ ვის უნდა გამოხატავდეს ეს სახლის პატრონი იგავში? ეს არის ღმერთი, - ასე განმარტავს ერთი ნაწილი კომენტატორებისა: ან ეკლესია, მეუფე ეკლესიისა - ქრისტე, ამგვარად განმარტავენ ორიგენე და ნეტარი თეოფილაქტე. ნეტარი მამა ამ სახარებისეულ ალეგორიებს რამდენიმე ახსნას უძებნის: ერთის მიხედვით, უფალი ჩვენი იესო ქრისტე (ესე იგი, სახლის პატრონი) განურჩევლად ყველას ქირაობს და ადგენს თავისი ვენახის მუშაკად. ვენახის დამუშავება ამ დროს წმიდა წერილის (ანუ ღვთის სიტყვის) შესწავლა და წმიდა მცნებების აღსრულებაა. მეორე ახსნის მიხედვით კი ვენახის დამუშავებაში იგულისხმება ის ღვაწლი, ის სათნოებანი, რითაც ვენახის მუშაკი საკუთარ სულს სრულყოფს.
ჟამები
უაღრესად საინტერესოა ჟამთა, ანუ საათების ალეგორიული გააზრება ამ იგავში. ისტორიულად ებრაული საათობრივი სისტემა არ ემთხვევა დღევანდელს. განსხვავება მათ შორის 6 საათია. ამიტომ იგავში ნახსენები მესამე ჟამი - ანუ სამი საათი, შეესაბამება დღევანდელ დილის 9 საათს; მეექვსე ჟამი - 12 საათს, მეცხრე - შუადღის 3 საათს, მე-11 ჟამი კი საღამოს 5 საათია.
რომის იმპერიის მიერ დაპყრობილ იუდეაში დღის ბოლო საათი იყო მე-12 საათი, რაც დღევანდელ საღამოს 6 საათს შეესაბამება. ასე რომ, მე-11 ჟამის მუშაკებს (ჩვენი დროით რომ ვთქვათ, საღამოს 5 საათისას) მხოლოდ ერთი საათით მოუხდათ ვენახში მუშაკობა, ხოლო განთიადისას (დილის 6 საათზე დაქირავებულებმა) დილის 6-დან მოკიდებული საღამომდე, მთელი დილა და შუადღე იმუშაკეს.
ნეტარი თეოფილაქტე ჟამთა განმარტების დროსაც ორ სხვადასხვა გააზრებას გვთავაზობს: ერთი ჟამთა ასაკობრივ განაწილებას ეფუძნება, მეორე კი ქრონოლოგიურს. განთიადისას დადგენილი ის მუშაკია, ვინც ბავშვობიდანვე ეწევა საღვთო ღვაწლს ჭეშმარიტი სრულყოფისათვის. მე-3 ჟამისას დაქირავეგული ყმაწვილობიდან მოკიდებული სრულყოფს თავის სულს. მე-6 და მე-9 ჟამისანი ხნოვანებაში, სიჭარმაგეში მიჰყოფენ ხელს ღვთისათვის ამ სათნო საქმეს, ხოლო მე-11 ჟამის მუშაკი მხოლოდ სიბერეში, სიცოცხლის ბოლოჟამს მიმართავს საღმრთო ღვაწლს. ამგვარი ასაკობრივი განმარტება ეკუთვნის ნეტარ იერონიმესა და წმიდა იოანე ოქროპირს.
ჟამთა ქრონოლოგიური განმარტებით კი I ჟამს, ანუ თავდაპირველად, ღმერთმა იხმო ენოქი, ნოე და მათი სხვა თანამედროვენი, მე-3 ჟამს - აბრაამი, მე-6 ჟამს - მოსე, მე-9 ჟამს - წინასწარმეტყველნი, დაბოლოს, მე-11 ჟამს - წარმართნი. ეს უკანასკნელნი (წარმართები) ბოლოჟამის მუშაკები არიან, ანუ იმ ჟამისა, როცა უფალი იესო ქრისტე ხორციელ იქმნა ამქვეყნად.
უქმად მდგომარე მეთერთმეტე ჟამის მუშაკი
სხვადასხვა ჟამის ყველა ეს მუშაკი უქმად მდგომია. უქმად დგომით იგავში გამოიხატება ცხოვრების ის წესი, როდესაც ადამიანი თავისი ნებით არ ისმენს ღვთის სიტყვას, ღვთის მოწოდებას. ცხოვრების ამგვარი წესი უქმია, ფუჭია, უანყოფოა ღვთის თვალში. უქმად მდგომი ასევე არის მოუნანიებელი ცოდვილი, რომელსაც აღარ ძალუძს საღვთო ვენახში შესვლა და იქ მუშაკობა, თუმცა ღმერთი არასოდეს წყვეტს თავის მოწოდებას მისადმი, იგი მუდმივად, ყოველჟამიერად უხმობს ყველას - მათი ასაკისა და დრო-ჟამის განურჩევლად.
„ვენახის მუშაკების“ იგავში უქმად დგომასთან დაკავშირებით იმართება დიალოგი. იგავის მთხრობელი ყველა ჟამის მუშაკებზე შენიშნავს, რომ ისინი უქმად იდგნენ, უსაქმოდ, უმოქმედოდ იყვნენ მანამდე, სანამ ვენახის პატრონმა არ დაიქირავა და თავის ვენახში არ გააგზავნა სამუშაოდ. ამ მუშაკთაგან მხოლოდ მე-11 ჟამის მუშაკებთან გამართავს დიალოგს ვენახის პატრონი და ეკითხება: „რატომ დგახართ მთელი დღე აბე უქმად?“ - ესე იგი, მთელ სიცოცხლეს რატომ ატარებთ უქმადო. მე-11 ჟამის მუშაკები უპასუხებენ: „იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავაო“.
მე-11 ჟამამდე, ანუ ძველი აღთქმის ჟამს, ისრაელიანებს ღმერთმა მოწოდების ნიშნად არაერთხელ გაუგზავნა სხვადასხვა წინასწარმეტყველი თუ ღვთის რჩეული. ბოლოჟამს კი წარმართებს არავინ მოვლინებია, არავის მოუხმია ისინი სამუშაკოდ მანამ, სანამ წმიდა იოანე წინასწარმეტყველი, წინამორბედი და ნათლისმცემელი არ მივიდა მათთან და უფალ იესო ქრისტესთან მისასვლელი გზანი არ განუმზადა. იგი, როგორც წმიდა სახარებაში ვკითხულობთ: „ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა“ ყველას შეახსენებდა წმიდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: „განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“, უშუალოდ მიუთითებდა ამ გზებზე: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“ , „ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“, კეთილი ნაყოფის გამოსაღებად მუშაკობას ქადაგებდა, რათა იორდანეს წყალში ნათელღებულებს სულიწმიდითა და ცეცხლით მიეღოთ ნათელი ქრისტესაგან, ამ ერთადერთი ჭეშმარიტი გზით აშორებოდნენ დაუშრეტელ საუკუნო ცეცხლს (ლუკა 3,3-18).
უნდა ითქვას, რომ „ვენახის მუშაკების“ იგავის განმარტებათა უდიდესი ნაწილი ქრისტესა და ქრისტეს ეკლესიის, ამ ეკლესიის მრევლისათვის განკუთვნილი ღვთიური საზღაურის გარშემო ტრიალებს. მე-11 ჟამის მუშაკობაც, ამ თვალსაზრისით, საგანგებო საღვთისმეტყველო ქრისტიანული მნიშვნელობით იმოსება. ნეტარი თეოფილაქტეს თქმით, სახლის პატრონი, „სახლისა უფალი“, ამ იგავში უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც მამის წიაღი დატოვა, კაცობრივი ხატება მიიღო, მოვიდა ჩვენთან და თავისი ვენახის დასამუშავებლად, ანუ ეკლესიურ სათნოებათათვის, თვითონ დაიქირავა, თავადვე დაადგინა მუშაკები - თავისი მოწაფეები, მოციქულები და მიმდევრები, რათა წმიდა წერილის შესწავლასა და წმიდა მცნებების აღსრულებაში დახმარებოდა მათ ის, ვინც არ შეუდგება ქრისტეს და არ გაჰყვება მას, უქმად მდგომს ემსგავსება, რადგან ყოველი ყოფა და შრომა ქრისტესა და მისი ეკლესიის გარეშე - უქმად ყოფა და უქმად შრომაა!
იგავში ნახსენები „სხუანი მდგომარენი“, რომლებიც მე-11 ჟამს იპოვა ვენახის პატრონმა, სწორედ ეკლესიის გარეთ დარჩენილნი არიან და, მაშასადამე, უქმად მყოფნიც. ეს უქმად მდგომარენი თავის ამ მდგომარეობას გარემოებებს აბრალებენ და ამბობენ, არგვინ დაგვიქირავა და იმიტომაც ვართ უქმადო. როგორც შენიშნავენ, ამგვარი პასუხი შეიძლება იქ გაჟღერებულიყო, სადაც ეს-ესაა მკვიდრდება ქრისტიანობა, ან კიდევ იმის ბაგეთაგან წარმოთქმულიყო, ვისაც მივიწყებული აქვს სულის ცხონების მადლმოსილება. ასეთ შემთხვევაში თითქოს სამართლიანიც არის ამგვარი პასუხი: რა ვქნათ, ჩვენ რა შუაში ვართ, თუკი აქამდე ღმერთი არ ვიცოდით და არც მის მორჩილებაში ვიყავით, ჩვენთვის ეს არავის უსწავლებია და არც ის ვიცოდით, რომ თურმე ეშმაკს ვემსახურებოდითო.
დღესაც ხშირად მოგვესმის მსგავსი ჩივილი იმაზე, რომ ათეისტურმა რეჟიმმა რამდენიმე თაობას დაავიწყებინა ღმერთი, წაართვა რწმენა. დაუკეტა ეკლესიის კარი და ზეცისაკენ ახედვაც კი აუკრძალა: აბა რა გვექნა ან ახლა რა ქნას იმან, ვინც ყოველივე ეს გამოიარაო. დიახ დღესდღეობით ჯერ კიდევ ისმის ამგვარი შეჩივლება ეკლესიის გარეთ დარჩენილთაგან. ამ შეკითხვა-ჩივილიდან საკუთარი თავის მართლება და თვითდამშვიდებაც ამოიკითხება. სინამდვილეში კი ეს არც მათ უქმად დგომას ამართლებს და, მით უფრო, არც მათ დასამშვიდებლად არის გამოსადეგი. მათ არ იციან ან ავიწყდებათ, რომ უფალი, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, „დაუცადებელად ჴმამაღლად“ უხმობს და მოუწოდებს ყველას, ოღონდ ეგ არის, ყველას ერთნაირად არ ესმის მისი ხმა. სწორედ ამაზე ღაღადებს იგავში სხვადასხვა ჟამის მუშაკობა.
მადლობა ღმერთს, რომ დღეს დაგვიდგა ჟამი, „ვენახის მუშაკების“ იგავის ენით რომ ვთქვათ - ბოლოჟამი, როდესაც უფალმა მოგვიხმო თავის საღვთო ვენახში, ანუ ეკლესიაში სამუშაკოდ: ღვთის სიტყვის მოსასმენად და მისაღებად, მცნებათა აღსასრულებლად, სათნოებათა საქმნელად. ის, ვინც ისმენს უფლის ამ მოწოდებას, მე-11 ჟამის მუშაკის საზღაურს იგემებს და იმ ძესაც მიემსგავსება წმიდა სახარების იგავიდან „ორ ძეზე“, ჯერ რომ უარი უთხრა მამას ვენახში წასვლაზე, მაგრამ შემდეგ უსიტყვოდ, თავის მართლების, ჩივილისა და წუწუნის გარეშე სინანულით გაემართა ვენახისაკენ სამუშაკოდ.
„ვენახის მუშაკების“ იგავით უფალი სწორედ ამათ მსგავთ ანუგეშებს, ამხნევებს და თითქოს ამას ეუბნება: დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სინანულისათვის, დრო კი არ არის პირობა ღვთის სასუფევლის შეძენისა და დამკვიდრებისათვის, არამედ შენი მონდომება, სწრაფვა - განშორდე უქმად ყოფნის ცხოვრების წესს, მოინანიო თუნდაც სიბერის ჟამს: და ნუ გეგონება, რომ უკვე გვიანაა, ან ამის გამო (ესე იგი, დაგვიანების გამო) რაიმე შეიძლება მოგაკლდეს ღვთისაგან: პირიქით გულმოდგინებით აღსრულებული სულ მცირე ღვაწლიც კი ისევე მოგაპოვებინებს ზეციურ სასუფეველს (ღვთის ჯილდოს), როგორც განთიადიდან ნამუშაკევი მიიღებს მას.
ასევე ნუგეშის მომგვრელია წმიდა დავით მეფსალმუნის შეგონება: „წყალობაჲ უფლისაჲ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხიან აღთქუმაი მისი და მოიჴსენიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მიბი, და სუფევაჲ მისი ყოველთა ზედა ეუფლების“ (ფსალმ. 102,17-19).
წმიდა იოანე ოქროპირი ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ მე-11 ჟამის მუშაკთა უქმად ყოფნაზე იგავში ვენახის პატრონი აღნიშნავს, თვითონ მუშაკები კი თავს იმართლებენ, არავინ დაგვიქირავაო. ამის პასუხად ვენახის პატრონი, როგორც წმიდა მამა შენიშნავს, კი არ ამხელს უქმად მყოფთ, კი არ დასძრახავს ამის გამო, არამედ სამუშაკოდ მოუწოდებს, საქმეს გაუჩენს, და, რომ არ შეშინდნენ, ტკბილად გაუშვებს საკუთარ ვენახში, თან თავის წყალობასაც შეჰპირდება საზღაურის სახით.
უფლისმიერ ამ საზღაურს იგავში გამოხატავს დრაჰკანი, ოდინდელი ფულის ერთეული რომაელთა ეპოქაში. დრაჰკანი ვერცხლის მონეტა იყო. ნეტარი თეოფილაქტეს თქმით, დრაჰკანი „ვენახის მუშაკების“ იგავში სულიწმიდის მადლია, რომელსაც საღვთო ვენახის ყველა გულმოდგინე მუშაკი მიიღებს. ეს მადლი ღვთის ერთგულ და თავდადებულ მსახურს ღვთის მსგავსს ხდის და პირველქმნილ ბუნებას უბრუნებს და აღუდგენს. ამ მადლის მიღება ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ცოდვა იძლია და სიკვდილი მოიკლა.
„მეათერთმეტე“, „უკუანაჲსკნელი“ ჟამის მუშაკი ყოველ წიგნიერ ქართველ მართლმადიდებელს უეჭველად გაახსენებს წმიდა მოწამე შუშანიკის სიტყვებს იაკობ ხუცესის „წმიდა შუშანიკის წამებიდან“: „უკუეთუ ღირს რაჲმე ვარ უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ“. ამ სიტყვებს წმიდა მოწამე თავისი აღსასრულის წინ წარმოთქვამს. ამ გამოთქმაში - „უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ“ - არ მოიპოვება სიტყვა „ჟამი“, მაგრამ, როგორც უკვე მრავალგზისაა აღნიშნული, აშკარაა, რომ იგი სახარების ამ იგავით საზრდოობს და ქრისტიანი მოწამის საღვთო ღვაწლს უსვამს ხაზს. თუმცა თვითონ წმიდა შუშანიკი ამავე გამოთქმით უაღრეს თავმდაბლობას ავლენს: „უკუეთუ ღირს ვარო“ - ასე ამბობს, თან იმის რწმენითაც არის აღსავსე, რომ წმიდა სახარების ამ იგავის მუშაკების მსგავსად მიეზღვება ღვთისაგან და თავისი მოკრძალებული ღვაწლით ისიც გაუტოლდება ქრისტეს გზაზე მანამდე შემდგართ.
„სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი“
„ვენახის მუშაკების“ იგავში ერთგვარი გარდატეხა შეაქვს განთიადისას დაქირავებულთა დრტვინვას, რასაც საზღაურის გადახდა იწვევს. მუშაკთა დაქირავება იმ დროის აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული ჩვეულება იყო. ეს ჩვეულება დღემდე შემორჩა კაცობირობას და სოფლებში დღესაც გამოიყენება ამგვარი სახის გამოცდილება. ძველი აღთქმის წიგნებში დადასტურებულია ქირისკაცთა გასამრჯელოს გადახდის საგანგებო წესი. ეს წესი კეთილსინდისიერებას ავალდებულებდა დამქირავებელს, მას დაქირავებულისათვის გასამრჯელო დაუგვიანებლად, დროულად უნდა გადაეხადა, კერძოდ, მზის ჩასვლამდე. „იობის წიგნში“ კაცის ცხოვრება ქირისკაცის დღეებთან არის მიმსგავსებული, ვინაიდან ადამიანი მარადჟამ იმის იმედით იღვწის და ირჯება, რომ მას პატრონი აუცილებლად გადაუხდის გასამრჯელოს: „კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია. როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს, ასე მხვდა წილად, ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა“ (იობი 7,1-2).
ვენახის პატრონიც ასე მოიქცა იგავში. განთიადისას დაქირავებულებს იგი დღეში თითო დრაჰკანად მოურიგდა, ყველა დანარჩენს კი აღუთქვა, რაც გერგებათ, მიიღებთო. მაგრამ საზღაურის გადახდა ვენახის პატრონმა მე-11, ესე იგი, უკანასკნელი ჟამის მუშაკთაგან დაიწყო: „იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე“ - ასე უბრძანა მან თავის მოურავს, „ეზოჲს-მოძღუარს“. როდესაც ამ უკანასკნელებმაც თითო დრაჰკანი მიიღეს, განთიადიდან ნამუშაკევებმა იფიქრეს, რომ ვენახის პატრონი მათ უფრო მეტს განუწესებდა. ეს, მათი აზრით, სამართლიანი იქნებოდა, რადგან, როგორც შემდეგ პატრონს თვითონვე განუცხადეს ყვედრებით, მათ მთელი დღის სიმძიმე და სიცხე იტვირთეს, უკანასკნელი ჟამის მუშაკნი კი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ. სინამდვილეში, ყვედრების ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ვენახის პატრონმა უკანასკნელი ჟამის მუშაკები პირველი ჟამის მუშაკებს გაუთანაბრა: „სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი“ - აი, რის გამო დრტვინავენ განთიადისას დაქირავებულნი.
პირველი ჟამის მუშაკთა შური
წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, პირველი, ანუ განთიადის ჟამის მუშაკების გარჯა ღმერთმა იმიტომ მოიწონა, რომ ისინი მთელი დღე დაშვრნენ და სწორედ ამ ღვაწლისათვის მიეცათ მათ საზღაურად ის წინასწარ შეპირებული ერთი დრაჰკანი, ანუ ღვთის ჯილდო. მაგრამ თავისი გარჯა ამ მუშაკებმა შურით შეურაცხყვეს. ამ იგავთან დაკავშირებულ მსჯელობაში წმინდა იოანე ოქროპირი საგანგებოდ შენიშნავს, რომ იგავში საძიებელია შურის, ცილობისა და ყვედრების ის ბოროტი ვნებანი, რითაც არიან შეპყრობილნი პირველი ჟამის მუშაკები. ვენახის პატრონმა მათ არაფერი დააკლო და წინასწარ აღთქმული ერთი დრაჰკანით გაუსწორა ანგარიში. მაგრამ ისინი, როგორც წმიდა მამა ბრძანებს: „მწუხარე იყვნეს კეთილსა ზედა სხჳსასა, რომელ-ესე შურისა ბოროტისა საქმე არს“ როგორც ჩანს, სულხან-საბა ორბელიანმა თავის ლექსიკონში სიტყვა „შურის“ სალექსიკონო მნიშვნელობისათვის წმიდა მამის ამ შესანიშნავ ფრთიან განმარტებას მიმართა და გვაუწყა, რომ: „შური არს მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა“.
სხვისი სიკეთით დამწუხრებული კაცი მართლაც ბოროტი შურით არის პყრობილი და, ამდენად, ცოდვილიც. სხვისი წარმატებით გამოწვეული ეს სამარცხვინო მწუხარება მას საკუთარს ავიწყებს, თითქოს თვითონ არც არასოდეს ეგემოს წარმატების ნაყოფი. ამაზე ამბობს სენეკა: „სხვის მაცქერალს თავისი აღარ მოსწონს. არავის ძალუძს, შურდეს და თან მადლიერი იყოს“.
სწორედ ეს დაემართათ პირველი ჟამის მუშაკებს. მათ ცოდვას, მათ ბოროტ შურს ვენახის პატრონის პასუხითაც ესმება ხაზი იგავში, როცა იგი ერთ-ერთ მათგანს, როგორც ჩანს, ყველაზე კადნიერს, მიმართავს და შეახსენებს, რომ გაწეული შრომის საზღაურად ერთი დრაჰკანი მათივე თანხმობით, ორმხრივი გარიგებით იყო დათქმული განთიადისას, და მათ თავიანთი კუთვნილი მიიღეს კიდეც. განა ნება არა მაქვს, საკუთარ ქონებას ისე მოვეპყრო, როგორც მსურს? - ამას ეკითხება ვენახის პატრონი უმადურ მუშაკებს და დასძენს: „არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, რამეთუ მე სახიერ ვარ“ - იქნებ შენი თვალი იმიტომ არის უკეთური, რომ მე კითილი ვარო.
მართლაც, თვალი ხშირად იწვევს ხოლმე შურს, თვალი - გაუმაძღარი, ალმაცერი და ავად მაცქერალი. ასე უყურებდა, ალმაცერად, საული დავითს მას შემდეგ, რაც ლაშქრის ჭაბუკმა მეთაურმა ფილისტიმელები დაამარცხა და მთელი იერუსალიმის ქალაქებიდან გამოსული ქალები მხიარული შეძახილებით აღიარებდნენ მის ბრწყინვალე გამარჯვებას. წმიდა დავით წინასწარმეტყველის დიდებული ვაჟი, სოლომონ ბრძენი, გვირჩევს, არასოდეს ვიგემოთ ავთვალი კაცის პური და ნურც მის ნუგბარ საჭმელებს ვინდომებთ, რადგან, როგორც ზირაქი გვაფრთხილებს: „უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს; უკეთური თვალი პურზეც მოშურნეობსდა მისი სუფრა მისთვის მუდამ მწირია“ (14,8-10). სხვაგან ზირაქი ამასაც ამბობს თვალის გაუმაძღრობაზე: „ცუდია ხარბი თვალი. თვალზე უფრო გაუმაძღარი რა შექმნილა? ამიტომაც მისტირის ყველაფერს, რასაც ხედავს“ (31,13). თვალის სიავე კაცის გულიდან იღებს დასაბამს, იგი გულიდან გამომავალი ბოროტი სურვილის ანარეკლია.
დიალოგი ვენახის პატრონსა და პირველი ჟამის მუშაკებს შორის ძლიერ ჰგავს მამასა და უფროს შვილს შორის გამართულ დიალოგს „უძღები შვილის“ იგავიდან. ამაზე პირველი ქრისტიანი მამები მიგვითითებენ. საკუთარ კეთილსინდისიერებაში თვითდარწმუნებული უფროსი შვილიც ასევე აყვედრის თავის მორჩილებასა და სამსახურს მამას, ასევე აღარ ჰყოფნის მას მამისაგან ანდერძით ბოძებული კუთვნილი წილი. ამ უმადურობას უფროსი შვილი საკუთარ ძმასთან გაჯიბრებული გამოავლენს და თან კადნიერად განსჯის მამას იმის გამო, რომ მან, მშობელმა, დიდი სიყვარული და წყალობა გაიღო, მისი აზრით, ცოდვილი და უღირსი უმცროსი შვილისათვის. ყოველივე ამის გამო ივსება შურით ეს უფროსი შვილი, იგიც მწუხარეა „სხჳსა კეთილსა ზედა“ . შური მას გონებას უბნელებს, გულს უცივებს და, მამისადმი კადნიერი, მისი განმკითხველი, უმადური, ხოლო ძმის მიმართ ულმობელი, შეუწყნარებელი და მისი სიხარულის არგამზიარებელი - თავად ხდება ცოდვილი.
უფროსი შვილის მსგავსად, პირველი ჟამის მუშაკებმაც კეთილსინდისიერად, თავაუღებლად იმსახურეს და ხანგრძლივი, დამქანცველი შრომა გასწიეს, მაგრამ მაინც აღმოჩნდნენ დიდი საშიშროების წინაშე. ამას, შურის გარდა, სხვა მიზეზიც აქვს. ეს არის ნდობა, უფრო სწორედ - უნდობლობა. პირველი ჟამის მუშაკებს იმთავითვე რომ ღვთისათვის მიუღებელი მიზანი ამოძრავებდათ, ამაზე იგავის მთხრობელის შემდეგი შენიშვნაც მეტყველებს: „და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულად დრაჰკანი დღესა და წარავლინნა იგინი ვენახსა თჳსსა“ (20,1). მაშასადამე, პატრონი ამ მუშაკებს დღეში თითო დრაჰკანად მოურიგდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ, პირველი ჟამის მუშაკებმა, გარიგება, ვაჭრობა გააჩაღეს დამქირავებელთან. ამისგან განსხვავებით, დანარჩენი ჟამის მუშაკები ყოველგვარი გარიგების გარეშე გაემართნენ სამუშაკოდ, ვინაიდან ისინი მიენდნენ ვენახის პატრონს, მის ამ აღთქმას: „წადით თქვენ ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო“.
ამით იგავში უფალი მიგვანიშნებს იმ მიჩქმალულ უნდობლობაზე, მოჩვენებითობაზე, მხოლოდ სხვათა დასანახავ და საკუთარი თავმოყვარეობის დასაკმაყოფილებელ მუშაკობაზე, რასაც პირველი ჟამის მუშაკები თავიანთი დრტვინვითა და ყვედრებით გამოავლენენ მოგვიანებით, ანგარიშსწორებისას. მათი თავმოყვარეობა ვერ დაკმაყოფილდა, რადგან ვერ აისრულეს გულისწადილი: ბევრი კი არ სურდათ, მხოლოდ ის უნდოდათ, რომ სხვებზე მეტი მოეხვეჭათ, სხვებისთვის გაესწროთ და თავის გვერდით მდგომზე ამაღლებულიყვნენ. ვენახის პატრონმა კი უკან მავალნი გაუთანაბრა მათ, წინ მავალთ.
დიახ, ჭეშმარიტად დამსახურებული და სამართლიანია იგავში წარმოჩენილი ამათნაირთა საზღაური: უპირატესობის მადევართ მეტის სურვილი სურვილად შერჩათ და მხოლოდ ის მიიღეს, რაც დათქმული ჰქონდათ. ვენახის პატრონს მათთვის არაფერი დაუკლია, მათ თვითონ მოიკლეს ღირსეული დაფასება და საზღაური. წმიდა გრიგოლი დიდი გვარიგებს: „ყოველივე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იღუპება, თუკი თავმდაბლობა არ უდგას მას დარაჯად“. ასე დაღუპეს და წყალში ჩაყარეს პირველი ჟამის მუშაკებმა თავიანთი მძიმედ გაწეული მთელი დღის ნამუშაკევი. წმიდა ბასილი დიდის თქმით, მათკენ მიმართული ვენახის პატრონის სიტყვები - „მიიღე შენი და წადი“ - იმას ნიშნავს, რომ უმადურ მუშაკებს მხოლოდ მიწიერი საზღაური შერჩათ, ვინაიდან, როგორც წმიდა გრიგოლი ამბობს: „მომჩივანი, მდრტვინავი და მაყვედრებელი ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს“.
მეთერთმეტე ჟამის მუშაკობის უფლისმიერი შეფასება
იგავში პირველი ჟამის მუშაკთა საპირისპიროდ დგანან უკანასკნელი, მე-11 ჟამის მუშაკები, ვითარცა თავისი წილი მუშაკობის მორჩილად გამწევნი და ღმერთს მინდობილნი. სხვათათვის უღირსი, ნაკლულოვანი მათი გარჯა და სამსახური ღვთისათვის არის მოსაწონი. და ამიტომ მიენიჭებათ მათ ღირსეული საზღაური უფლისაგან, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ისინი ელოდნენ. ამგვარი მუშაკნი, ჩანს, ყურად იღებენ ნეტარი ავგუნტინეს შეგონებას: „რას მოგცემს ღმერთი და რას მოიმოქმედებს - ეს მისი მაღალი უფლებაა, შენ კი მაშინ მიდი, როცა გეძახიან“. თავმდაბალთა და მორჩილთა ბუნება არასოდეს ეძიებს საკუთარ საზღაურს, მით უფრო - ზედმეტს, და მუდამ კმაყოფილია მიღებულით, რაოდენ მცირეც უნდა იყოს იგი.
„ვენახის მუშაკების“ იგავში ჩვენი უფალი უნდობლობითა და შურით ნამუშაკევის გამო კიდევ ერთ ფაქტორზე მიგვანიშნებს დაფარულად - ეს არის მოშურნეთა უსიყვარულობა მოყვასისადმი, რაც ქრისტეს უდიადესი მცნების დარღვევის ტოლფასია, იმ მცნებისა, მოყვასისათვის სიყვარულსა და თავგანწირვას რომ გვავალდებულებს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“. უწმიდესი და უნეტარუსი ილია II ამიტომ გვიბრძანებს და გვმოძღვრავს: „სიყვარული და შური ისევე შეუთავსებელია, როგორც ნათელი და ძნელი“.
ასე რომ, „ვენახის მუშაკების“ იგავი არის უფლის გაფრთხილება, უპირველესად თავისი მოწაფეების, მოციქულებისა და მიმდევრებისადმი, რათა ისინი პირველი ჟამის მუშაკებივით არ გაამაყდნენ, საკუთარი ღვაწლით არ გაამპარტავდნენ იმით თვითდაჯერებულებმა, რომ უფლის წინაშე სხვებზე მეტ წარმატებას მიაღწიეს, არ დაკარგონ სიყვარული და თანადგომა მოყვასისადმი. გავიხსენოთ, როგორი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა წმიდა მოციქული პეტრე, როდესაც გარიგების, ანგარიშსწორების შემცველი შეკითხვა დაუსვა თავის მოძღვარს, უფალ იესო ქრისტეს: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით, რა გვექნება ჩვენ, რა გველისო? იგავის თხრობაც ხომ სწორედ ამ შეკითხვამ გამოიწვია.
უფალმა ამ იგავით წმიდა პეტრეს თითქოს ეს უთხრა პასუხად: მართალია, პირველად შენ მოგიხმე და მოგიწოდე ჩემს ეკლესიაში, მაგრამ სწორედ ამის გამო გმართებს დიდი სიფრთხილე, რომ პირველი ჟამის მუშაკებივით ამპარტავნებამ არ გძლიოს, საკუთარ ღირსებად არ მიუთვალო თავს ეს ღვთიური ჯილდო და წყალობა ან იმის შიშმა არ შეგიპყროს, წარმატებას მოგიტანს თუ წარუმატებლობას შენი შრომა და ღვაწლი; გიჯობს, ახლავე, დასაწყისშივე ამოიკვეთო ეს სახიფათო გულისთქმანი, რის აყოლამაც შეიძლება შურიც კი აღგიძრას მოძმისადმი, შენ გვერდით მდგომი მუშაკისადმი; ნუ იყოყოჩებ საკუთარი საქმეებით, ნუ გექნება იმედი განსაკუთრებული უფლებისა ღვთის წინაშე და, აქედან გამომდინარე, გადამეტებული დაფასებისაც, არამედ იღვაწე მეათერთმეტე, უკანასკნელი ჟამის მუშაკივით და მიენდე ღმერთს, მის აღთქმასა და სამართალს, აღიარე შენი უღირსება ღვთიური საზღაურის მიღებისათვის; იშრომე შენთვის და ემსახურე ღმერთს, რადგან ღვთის სასუფევლის შესაძენად უკანასკნელ დღეს იმას კი არ შეგეკითხებიან, რამდენი გააკეთე ან რამდენ ხანს იღვაწეო, არამედ იმას, თუ როგორი იყავი, როგორ გააკედე და ვისთვის იღვაწე; და თუ არ ისმენ ჩემს სიტყვას, მაშინ შენ - პირველად რომ მოგიწოდე, იმ პირველი ჟამის მუშაკებივით უკანასკნელად იქცევი და თვალდახელშუა გაგიქრება ის, რასაც შეგპირდი - ჩემი აღთქმა და დაპირებული მარადიული, საუკუნო ცხოვრება ზეცაში.
აი, რას ნიშნავს ის ქარაგმა, რომელსაც უფალი იესო ქრისტე „ვენახის მუშაკების“ იგავს წინაც წაუმძღვარებს და ბოლოშიც დაბეჯითებით გაგვიმეორებს: „მრავალნი იგვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი წინა... ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი წინა“.
აი, როდის შეიძლება პირველი გახდეს უკანასკნელი და უკანასკნელი კი პირველად იქცეს, ანუ წინ მდგომი თავისი ამპარტავნებითა და შურით აღმოჩნდეს უკან, უკან მდგომი კი თავისი თავმდაბლობით, უღირსების განცდითა და მოყვასისადმი სიყვარულით წინ მდგომად იქცეს.
ამ იგავის უმთავრესი სათქმელიცა და მიზანიც ეს არის.
პირველი ჟამის მუშაკთა დრტვინვისა და შურის გამო უაღრესად საგულისხმო განმარტებას ურთავს წმიდა იოანე ოქროპირი. წმიდა მამა შეგვახსენებს, რომ უფლის იგავებში ყოველთვის არ არის მართებული „ყოვლისავე სიტჳსა გამოწულილვაჲ“, ესე იგი, მისი სიტყვასიტყვითი, პირდაპირი მნიშვნელობით წაკითხვა. ამ დროს, დასძენს წმიდა მამა, უნდა ვეძიოთ ის მთავარი აზრი და ამ აზრის გამომხატველი იგავური მინიშნება, რასაც სახარების არაერთი იგავი შეიცავს. „ვენახის მუშაკების“ იგავის შემთხვევაშიც ასეა. პირველი ჟამის მუშაკთა შური, წმიდა იოანე ოქროპირის განმარტებით, ამ იგავში საკუთრივ შურს არ გამოხატავს, და აი, რატომ:
როგორც ითქვა, დრაჰკანი ამ იგავში ცის სასუფევლის საზღაურის მნიშვნელობას იძენს. მაშასადამე, ამ მუშაკებმა დრაჰკანის მიღებით ზეციური სუფევა მიიღეს. მაშინ მათი დრტვინვა სრულიად შეუსაბამო აღმოჩნდება, თუკი დრტვინვისა და ყვედრების მხოლოდ პირდაპირ მნიშვნელობას გავითვალისწინებთ განა სასუფეველის მკვიდრთა წმიდა კრებული შეიძლება დრტვინავდეს ან ეურჩებოდეს თავის უზენაეს პატრონს? - გვეკითხება წმიდა მამა და განაგრძობს: მით უფრო არ არიან ისინი მწუხარენი და არ აღივსებიან შურით სასუფევლის ყოველი ახალი მკვიდრის გამო; პირიქით, ზეცაში საყოველთაოა დიდი სიხარული უფლისაგან გაღებული ყოველი საზღაურისა თუ ჯილდოს გამო, რომელსაც ყოვლადმოწყალე ტკბილად გაიღებს თავისი ვენახის ერთგული და გულმოდგინე მუშაკებისათვის. სწორედ აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ამ იგავში შური გამოხატავდეს საკუთრივ შურს, არამედ იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს იგავურად, რომ უკანასკნელი ჟამის მუშაკთა მცირეჟამიერი, სულ ერთსაათიანი ღვაწლი შესაშური, სასურველი საქმეა. ამ საქმეს შურის საგნად აქცევს არა დროის ხანგრძლივობა, არა თვით შრომა, არამედ გაწეული შრომის რაგვარობა, მუშაკის ის გულმოდგინება, უანგარობა ღა თავმდაბლობა, რაც ამ შრომაშია ჩადებული. აი, რა არის და რა უნდა იყოს შესაშური ადამიანისათვის საღმრთო ღვაწლისას, და რა იქცა შურის საგნად, შესაშურად პირველი ჟამის მუშაკთათვის საზღაურის გადახდისას; აი, რატომ, რა მიზეზით გაუთანაბრდა და შეუთანასწორდა უკანასკნელთა საზღაური პირველებისას.
ამ იგავურ შეგონებას ჩვენი უფალი, რა თქმა უნდა, ყველას გასაგონად ამბობს: ღვთისათვის სათნო გზაზე გვიან (უკანასკნელ ჟამს) შემდგარ მუშაკს საღმრთო ღვაწლის სურვილი არ უნდა გაუნელდეს, არამედ გამხნევდეს და ამით ნუგეშმიცემულმა ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე; ხოლო პირველი ჟამის მუშაკებმა ამპარტავნებისა და შურის ვნებით არ შებღალონ იმთავითვე კეთილმორწმუნეობით განვლილი თავიანთი ცხოვრება და ამით სულიც არ წარიწყმიდონ.
უფლისმიერი მოწოდება
უფლისმიერი საზღაურის იგავურ ალეგორიაში არანაკლებ მნიშვნელოვანია ის განმარტებითი ნაწილი, რომელიც უფლის მიწოდებას ეხება. ვენახის პატრონის მიერ მუშაკთა მოძიება და პოვნა ამ იგავში განიმარტება, როგორც უფლის მოწოდება ყველასადმი და ყოველ ჟამს, განურჩევლად ასაკისა და დრო-ჟამისა, განთიადიდან მოკიდებული ვიდრე უკანასკნელ ჟამამდე!
უფალი თავად მოიძიებს და თავადვე გამოარჩევს ყოველ თავის მუშაკს: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით“ (იოანე 15,16) - ამას ეუბნება უფალი თავის მოწაფეებს წმიდა იოანეს სახარებაში, როდესაც მათ გამოუცხადებს: „მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაა ჩემი მოქმედი არს... მე ვარ ვენაჴი, და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე ძის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც გოყად არცა ერთი“ (იოანე 15,1,5). სწორედ აქ ნახსენები „ნაყოფი მრავალი“ ერგოთ უკანასკნელი ჟამის მუშაკებს, რადგან მათ მიიღეს იმაზე მეტი, ვიდრე ელოდნენ.
მზრუნველი უფლის ეს ბრძნული განგებულება ეხება ყველას, ყველა ჟამის მუშაკს - როგორც პირველისას, ასევე მე-3, მე-3, მე-9 და მე-11, უკანასკნელი ჟამის მუშაკებსაც. თუმცა სხვადასხვა ჟამს მოვლინებულ უფლისმიერ მოწოდებას სხვადასხვაგვარად ისმენს ყველა ადამიანი და ყველა ერი: ზოგი ადრე, ზოგი გვიან, სხვანი საერთოდაც არ ისმენენ და უქმად ატარებენ სიცოცხლეს, თავიანთი უბადრუკობის გამო არ შედიან ღვთიურ ვენახში.
მაგრამ ამათ მსგავსთ ჩვენი ყოვლადმოწყალე უფალი იესო ქრისტე ამ იგავით აფხიზლებს და ეუბნება, რომ ღმერთი ყველას ელის, იგი მუდამ მზადაა, მიიღოს თავისი ვენახისკენ მომავალი ადრე თუ გვიან მონანიე ცოდვილი! იგავში ამგვარად გამოიხატება ჩვენი უფლის ზრუნვა, სახიერება, დიდი სიყვარული, მისი უსაზღვრო მოთმინება, შემწყნარებლობა. მართლაც - თუკი უკანასკნელი ჟამის მუშაკმა თავისი მცირედი ღვაწლით შეიძლება მიიღოს მთელი დღის საზღაური, მაშინ ალბათ გაჭირდება იმის წარმოდგენა, თუ რაოდენ დიდი, გამოუთქმელი და ტკბილი იქნება პირველი ჟამის ღირსეულ მუშაკთა საზღაური და ჯილდო!
ყველას - თითო დრაჰკანი!
იგავში ასევე საძიებელია დრაჰკანით წარმოდგენილი საზღაურის ნამდვილი მნიშვნელობა, მისი საღვთისმეტყველო გააზრება: მაინც რისი საზღაურია იგი - მხოლოდ გაწეული შრომის საფასური თუ ღვთის წყალობით მონიჭებული ჯილდო? წმიდა მამათა თქმით, თითო დრაჰკანის საზღაურით იგავში გამოიხატება აზრი იმის შესახებ, რომ სულიწმიდის მადლი ერთნაირად ენიჭება ყველა იმას, ვინც გულმოდგინედ, ბეჯითად და თავმდაბლობით გასწევს შრომას. ერთი დრაჰკანი ღვთისაგან წინასწარ შეპირებული, აღთქმისეული საზღაურია. მაგრამ იგი შრომისათვის დახარჯულ დროს კი არ შეესაბამება, არამედ არის საფასური შრომის დროს გულწრფელად, უანგაროდ დახარჯული და გაღებული გულმოდგინებისა, რასაც თავისი ნებით გასცემს ნებისმიერი ჟამის მუშაკი.
ყოველივე ამის იგავურ ხაზგასმას წარმოადგენს უკანასკნელი, მე-11 ჟამის მუშაკობა, რადგან ამ მუშაკებმა, როგორც ითქვა, გარიგება და ვაჭრობა კი არ გამართეს პირველი ჟამის მუშაკებივით, არამედ ნდობითა და მორჩილებით გასწიეს თავიანთი მუშაკობა და სწორედ ამის წილ მიიღეს იმაზე მეტი, ვიდრე ელოდნენ: ერთი საათის მცირეჟამიერი შრომისათვის ისინი დაჯილდოვდნენ მთელი დღის საზღაურით, ანუ ერთი დრაჰკანით.
მაგრამ იგივე ერთი დრაჰკანი პირველი ჟამის მუშაკებმაც მიიღეს, ოღონდ, განსხვავებით უკანასკნელთაგან, ეს ერთი დრაჰკანის საზღაური მათ წინასწარ გამოითხოვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მუშაკებს წინდაწინ ჰქონდათ გათვლილი თავიანთი შრომის საფასური. ამგვარ წინასწარ გათვლას მხოლოდ თვითდაჯერებული ადამიანი ეწევა, იგი თვითონვე ხდება შემფასებელი საკუთარი შრომისა, თავად განაწესებს საზომს საკუთარი გარჯის შესაფასებლად და, მაშასადამე, საკუთარი სამართლით თავადვე მიუწონის თავის თავს კუთვნილ გასამრჯელოს, ჯილდოს.
მოკლედ, ასეთი მუშაკი ჯერ თვითონ იჯილდოვებს თავს და შემდეგ სხვისგანაც ითხოვს ამას. ამგვარი მოლოდინით აღსავსე ადამიანს, რაღა თქმა უნდა, მეტად გააღიზიანებს და უკმაყოფილებას მოჰგვრის ყოველი მცირე გადახვევაც კი იმისაგან, რაც, მისი აზრით, აუცილებლად უნდა ერგოს მას.
ასე დაემართათ პირველი ჟამის მუშაკებს. ამავე მიზეზით უპირისპირდება ერთმანეთს იგავში პირველი და უკანასკნელი ჟამის მუშაკობა, და, შესაბამისად, ამავე მახასიათებლით ემიჯნება ერთმანეთს საზღაური პირველი და უკანასკნელი ჟამის მუშაკებისა: პირველნი იღებენ მხოლოდ საზღაურს, თავიანთი შრომის საფასურს და არაფერს ამის მეტს: უკანასკნელნი კი ღვთის წყალობის ღირსნი ხდებიან, მათი ჭეშმარიტი საზღაური - ღვთის წყალობაა.
პირველთა საზღაური, წმიდა ბასილი დიდის თქმით, ამქვეყნიური, მიწიური საფასურია. მათ, საკუთარი საქმეებით გართულებსა და დაიმედებულთ, თუკი ერგებათ რაიმე საზღაური, ის მხოლოდ ამქვეყნად შეიძლება მიეკუთნოთ. თავიანთი ქმედებითა და დამოკიდებულებით, ისინი თვითონვვ გმობენ, უარყოფენ და კარგავენ ერთადერთ ნამდვილ საზღაურს - ღვთისაგან ჯილდოს სახით ბოძებულ მადლს, იმ დიდ წყალობას, ურომლისოდაც ვერავინ მიიღებს ვერც განმართლებას და ვერც საუკუნო ცხოვრებას.
სწორედ უფლის დიდ წყალობაზე მეტყველებს ვენახის ყველა მუშაკის საზღაურის შეთანასწორება და გათანაბრება, ვინაიდან ჩვენი უფალი ღმერთი ყველასათვის განუსაზღვრელი გულუხვობით გაიღებს თავის მოწყალებას: „მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და და ცრუთა“ (მათე 5,45).
„უდიდესი მოწყალება რიგითობას არ დაეძებს“ - ბრძანებს წმიდა იოანე ოქროპირი. დანარჩენი - ჩვენზეა, ღვთის წყალობის მიმღებლებსა და უარმყოფელებზე. ჩვენში მხოლოდ მაშინ დაივანებს ღვთის წყალობა და მადლი, როცა ჩვენი საქმენი ღვთის ნებას დაემორჩილება და ღვთისავე სადიდებლად აღსრულდება, როცა საკუთარ სულს გამოვზრდით სათნოებებით, ღვთისმოსაობით, თავშეკავებით, მოთმინებით, თავმდაბლობით, გულმოწყალებით, სიწმინდით, მარხვით, ლოცვით, სასოებითა და სიყვარულით.
ისიც ღვთის წყალობაა, თუკი შეგვიძლია სიკეთის ქმნა, ვინაიდან ღვთის შეწევნის გარეშე ვერანაირ კეთილ საქმეს ვერ აღვასრულებთ. ვისაც მიაჩნია, რომ თავისი კეთილი საქმისა თუ სხვა სათნოებათა გამო მოიპოვა უფლება, მიეღო ღვთისაგან საზღაური, ვისაც ჰგონია, რომ მან დაიმსახურა ღვთის წინაშე ეს საზღაური და თან თავისი საქმეებისამებრ ითხოვს ამას - იგი დიდ ცდომილებაშია. ასეთი კაცი ამქვეყნადვე კარგავს ღვთის მადლს და იგი ვერასოდეს იგემებს ჭეშმარიტ საზღაურს ზეცაში. მას ისიც ავიწყდება, რომ არათუ საქმე, არამედ ყოველი განზრახვაც კი - იმუშაკო საღმრთო ვენახში, ღვთისაგან მომდინარეობს. ეს სურვილი და განზრახვა გულში თავისთავად არ და ვერც აღიძვრება, რადგან ესეც მხოლოდ ღვთის დიდი წყალობითა და მადლით გვეწვევა ხოლმე. ჩვენ კი, საპასუხოდ, მხოლოდ იმის მოვალენი ვრჩებით, რომ ღვთის ამ ნებას საკუთარი ნება შევაგებოთ, მადლიერებით მივიღოთ იგი და სიხარულით გავემართოთ ვენახისაკენ გულმოდგინე მუშაკობისათვის.
როგორ და როდის შეიძლება ამას მივაღწიოთ? - მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ უფლებებს გვერდზე გადავდებთ, სრულად მივენდობიო უფალ ღმერთს, მის სამართალს, მის აღთქმასა და დაპირებას, როცა განვიცდით, მოვინანიებთ და იმას ვაღიარეხთ, რომ ყოველივე უფლის წყალობაა, რომ დაუმსახურებლად მივიღეთ უფლისაგან ეს წყალობა, თან იმასაც ვირწმუნებთ, რომ ისევ მისი გულმოწყალება თუ გადაგვარჩენს და არა ჩვენი უბადრუკი საქმეები.
ამ სათქმელს იტევს წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვები ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ: „მადლით ხართ გამოხსნილნი რწმენის წყალობით, და ეს თქენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღმრთისა: არა საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, კეთილ საქმეთათვის შექმნილნი ქრისტე იესოში, საქმეთათვის, რომელნიც წინასწარ დაგვიწესა ღმრთმა, რათა მათში ვიარებოდეთ“ (2,8-10).
ნეტარი ავგუსტინე მრავლისმეტყველად გვმოძღვრავს ამის გამო: „ერთგულია ღმერთი თავის აღთქმასა და დაპირებაში. მან ჩვენთვის დაიდო ვალი და ჩვენ, ადამიანებს, დაგვპირდა განღმრთობა, მოკვდავთ - უკვდავება, ცოდვილთ - განმართლება, დაცემულთ - აღდგომა, დამცირებულთ - განდიდება, და იგი ამას გვპირდება ჩვენ - უღირსებსა და ურგებ მუშაკებს; მაგრამ დაგვპირდა არა ჩვენი უბადრუკი საქმეების საზღაურად, არამედ თავისი ნებისა და წყალობისაებრ“. ნეტარი მამა გვასწავლის, რომ ჩვენი კეთილი საქმეები ჩვენი ხელიდან კი არ გამოდის, არამედ მხოლოდ ღვთის წყალობითა და მეოხებით აღსრულდება.
ამის წილი საფასური და საზღაური მართლაც ჩვენია, ჩვენთვისაა განკუთვნილი, მაგრამ არა ჩვენგან გამომავალი, არამედ უფალი იესო ქრისტეა კეთილმოწყალებით ბოძებული და მონიჭებული. აი, რას გვიბრძანებს უფალი ღმერთი: „მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო“. განმარტავენ, რომ ეს „დიდზე დიდი ჯილდო“ სინამდვილეში არის უფლება თავად უფალი ღმერთის ჭვრეტისა, მისი ძიებისა და შეცნობისა: „გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი“ (ფსალ. 68,31) - ამას კი წმიდა დავითი მეფსალმუნე გვიგალობებს. დიახ, სწორედ ეს - ღვთის ჭვრეტა და ძიება გახლავთ ჩვენი ჭეშმარიტი საზღაური, რომლის მიღების უფლებაც თვითონ ღმერთმა მოგვცა თავისი დიდი წყალობის სახით.
„წინანი უკუანა და უკუანანი წინა“
„ვენახის მუშაკების“ საკმაოდ ვრცელ განმარტებით ნაწილში განსაკუთრებულად ითხოვს ყურადღებას იგავის წინამავალი შეგონება: „მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკანანი წინა“ (მათე 19,30). ამ შეგონებას უფალი იესო ქრისტე იგავის ბოლოსაც იმეორებს: „ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი წინა“ (მათე 20,16). მსმენელის გულისყურს უფალი სწორედ ამგვარი განმეორებით წარმართავს ამ იგავის მიზნისა და მთავარი სათქმელისაკენ.
ერთხმად შენიშნავენ, რომ ამ შეგონებაში, ამ ოთხიოდე სიტყვაში (თუმცა, ფაქტობრივად, სულ ორ სიტყვაში - „წინანი უკუანა და უკუანანი წინა“) - მეტად ლაკონიურად, ანდაზური ფორმითა და წმიდა წერილისათვის დამახასიადებელი სიღრმით არის გამოთქმული ერთერთი უმნიშვნელოვანესი უფლისმიერი დარიგება. მისი ჯეროვანი ამოკითხვისათვის მსმენელმა აუცილებლად უნდა დაძაბოს გონება და, კიდევ ერთხელ, გულდაგულ წაიკითხოს იგავი.
გულისხმიერ მკითხველს არ გაუჭირდება იმის შემჩნევა, რომ „ვენახის მუშაკების“ იგავსა და ამ შეგონებას შორის არსებობს გარკვეული შეუსაბამობა: ის, რაც ნათქვამია იგავის წინამავალ შეგონებაში, თვით იგავში არ დასტურდება, რადგან შეგონებაში წინანი, ესე იგი, პირველნი, უკანასკნელნი ხდებიან, ხოლო უკანანი, ესე იგი, უკანასკნელნი, პირველებად იქცევიან. იგავში კი, როგორც გახსოვთ, ლაპარაკია პირველი და უკანასკნელი ჟამის მუშაკთა საზღაურის გათანაბრებაზე, იმაზე, რომ უკანასკნელთა საზღაური პირველებისას შეუთანასწორდა. მაშასადამე, იგავში წარმოდგენილი საზღაურის გათანასწორება (ყველას - ერთი დრაჰკანი!) თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება შეგონებაში დაფიქსირებულ პოლარიზებას: პირველი-უკანასკნელი, უკანასკნელი-პირველი.
ამაზე თითქმის ყველა წმიდა მამა და კომენტატორი მიგვითითებს. თუმცა ისიც განიმარტება, რომ ამგვარი შეუსაბამობის შეგრძნება მხოლოდ იმ მკითხველს შეიძლება შერჩეს, ვინც საზღაურის შეთანასწორებას პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვამს და არ გაითვალისწინებს ამ სახარებისეული ალეგორიით გამოხატულ უფლისმიერ სათქმელს.
ამ სათქმელს უკვე რამდენჯერმე გაესვა ხაზი, კერძოდ, იმას, რომ „ვენახის მუშაკების“ იგავი არის უფლის გაფრთხილება როგორც პირველი ჟამის მუშაკებისათვის, ასევე უკანასკნელთათვის: პირველებმა იმთავითვე კეთილმორწმუნეობით განვლილი თავიანთი ცხოვრება ამპარტავნებითა და შურით არ უნდა შებღალონ და, რომ იტყვიან, წყალს არ უნდა გააყოლონ საღვთო ღვაწლი, არ დაკარგონ სიყვარული და თანადგომა მოყვასისადმი. ასეთნი მართლაც დგანან იმის საშიშროების წინაშე, რომ პირველნი გახდნენ უკანასკნელნი.
უკანასკნელი ჟამის მუშაკებმაც უფლის გაფრთხილებად უნდა მიიღონ ეს იგავი, რათა მათ, ღვთისათვის სათნო გზაზე გვიან შემდგართ, არ გაუნელდეთ ამ ღვაწლის სურვილი და ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმე. ასეთნი - უფრო გვიანდელი, უკანასკნელი ჟამისანი - საღვთო ღვაწლისადმი თავიანთი დაუცხრომელი სწარფვით, გულმოდგინებით, თავდმაბლობითა და მორჩილებით გახდებიან პირველნი.
წმიდა იოანე ოქროპირი ამასთან დაკავშირებით ამგვარ განმარტებასაც დაურთავს: მორწმუნეებს შორისაც ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ თავიდან (ესე იგი, პირველი ჟამიდან) ისინი თავიანთი სათნოებებით ბრწყინავენ, მაგრამ შემდეგ, თავიანთივე გულდაუდებლობით, სიზარმაცითა და დაუდევრობით, თანდათან კარგავენ ამ ბრწყინვალებას და საქმეც უკან მისდით, ბოლოს კი სულაც ვეღარ ერევიან ცოდვას და იღუპებიან. თუმცა მორწმუნეთა შორის მოიპოვებიან ისეთნიც, - განაგრძობს წმიდა მამა, - რომლებიც ჯერ ცოდვაში არიან და შემდეგ ინანიებენ, რითაც იმ პირველებზე უაღრეს და უპირატეს წარმატებას აღწევენ და სულსაც ასე გადაირჩენენ.
წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, ამგვარი პოლარიზებული მონაცვლეობა ადამიანმა რწმენაშიც შეიძლება განიცადოს და მოქალაქეობაშიც: „ნანდჳლვე ამას ადგილსა სიტყუაჲ უფლისაჲ ორისათჳსვე იგო: სარწმუნოებისათჳსცა და საქმეთათჳსცა“ - ბრძანებს წმიდა მამა. „სარწმუნოებაში“ იგი ღვთისადმი რწმენასა და სულიერ სათნოებებს გულისხმობს, „საქმეში“ კი გათვალისწინებული აქვს ხორციელი სათნოებები, ასევე ყოველდღიური საერო, ანუ სამოქალაქო ცხოვრებაში გაწეული ღვაწლი.
ძველ ქართულ მოქალაქობას, მოქალაქეობას, მის საღვთისმეტყველო შინაარსს, შესანიშნავად განმარტავს წმიდა გრიგოლ ფერაძე „მამაო ჩუენოს“ ლოცვის ერთ-ერთ განსამარტავ ნაწილში. მოქალაქე, ამ თვალსაზრისით, არის არა ქალაქის მცხოვრები, არამედ: „სამშობლოს ყოველი შეგნებული წევრი“ - იქნება იგი ქალაქლი, სოფლელი, მუშა, გლეხი თუ ინტელიგენტი. ამგვარი მოქალაქე კარგად გრძნობს თავის ერთადერთ ჭეშმარიტ, უდიდებ საკუთრებას - ეს არის ცხოვრება, მიბი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, მოქალაქეობა არის უფრო მეტი, ვიდრე საზოგადო მოღვაწეობა, და ამგვარი უბრალო მოქალაქეც უფრო მეტია, ვიდრე საზოგადო მოღვაწე“.
წმიდა გრიგოლ ფერაძე შეგვახსენებს, რომ წმიდათა ცხოვრების ამსახველი თხზულებების სათაურებში მუდამ მონიშნულია „ცხოვრება და მოქალაქეობა“ ამ წმიდანებისა, და არა „ცხოვრება და ღვაწლი“ ან მოღვაწეობა. წმიდა მამის აზრით, ამგვარი მოქალაქეობა „მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, მოითხოვს აზროვნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიან თვალით საგნების დანახვას, წინადახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებული ადამიანისა; მოქალაქეობა მოითხოვს სხვისი აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანობის ძებნას და დაფასებას. ესაა შინაარსი ამ ჩვენი სიტყვისა. მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება, თვისი, საკუთარი თავის დაწვა - სხვისთვის გასანათლებლად... შინაარსი მოქალაქეობისა არის ცხოვრება და - ცხოვრება აწმყოში; იესო ქრისტე იმიტომ მოვიდა ამქვეყნად, რომ ადამიანისათვის ეს ცხოვრება და სარგებლობა აწმყოთი ესწავლებინა, ეს ეთქვა მათთვის: ვინც ამ ქვეყნის მოქალაქედ არ ვარგა (მოქალაქედ - იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც იგი მე ვიხმარე), იგი არც იმ ქვეყნის მოქალაქედ გამოდგება“.
როგორც ჩანს, წმიდა იოანე ოქროპირის მიერ ხსენებულ „მოქალაქეობაში“ სწორედ ეს შინაარსი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გვეუბნება, რომ უფლის შეგონებაში („იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი წინა“) რწმენასთან ერთად კაცის მოქალაქეობრივი ღვაწლიც უნდა მივიღოთ მხედველობაშიო. მაშასადამე, მოქალაქეობა და საღმრთო (და არა საწუთისოფლო) ღვაწლი ამ შემთხვევაში ერთმანეთს უტოლდება.
ბიბლიის კომენტატორთა მიერ ამ შეგონების კიდევ ერთი საღვთისმეტყველო მნიშვნელობა მოიაზრება, რომელიც იგავში წარმოდგენილი გამების, ანუ საათების შინაარსიდან მომდინარეობს. უკვე ითქვა, რომ ყველა ჟამის მუშაკები, გარდა მე-11-ისა, ძველი აღთქმის ჟამისანი არიან, ხოლო მეათერთმეტისანი - უკანასკნელი ჟამის, ანუ უფალ იესო ქრისტეს ხორციელად მოსვლის ჟამის მუშაკებს წარმოადგენენ იგავში. ღმერთმა თავის ვენახში პირველად ძველი აღთქმის მუშაკებს მოუწოდა, მაგრამ ისინი - პირველნი, საბოლოოდ უკანასკნელებად დარჩნენ. ამის მიზეზი გახდა როგორც მათი გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ უცოდველობასა და უპირატესობაზე, მათი აზრით, ცოდვილ წარმართებთან შედარებით, ასევე მათ მიერ ამ ცოდვილ წარმართთა უარყოფა და შეუწყნარებლობა. ყოველივე ამან განსაკუთრებული სიმძაფრით სწორედ უკანასკნელი ჟამის მუშაკობისას იჩინა თავი, ანუ უფალი იესო ქრისტეს ხორციელად მოსვლის ჟამს. ყველამ, ვინც ამ დროს ჯიუტად ირწმუნა საკუთარი სულიერი უპირატესობა, ის საზარელი დაცემა განიცადა, რაზეც უფლის ეს შეგონება გვაფრთხილებს - „იყვნენ წინანი უკუანა... “ .
ამიტომ ფიქრობენ, რომ „ვენახის მუშაკების“ იგავში უფლის გაფრთხილებასთან ერთად გამოთქმულია წინასწარმეტყველებაც იმ იუდეველთა გაკიცხვასა და უარყოფაზე, რომელთაც პირველებმა მიიღეს აღთქმა ღვთისაგან, მაგრამ მათ დაარღვიეს ეს აღთქმა და ამ მიზეზით დაკარგეს კიდეც ეს თავიანთი პირველობა. იგივე წინასწამეტყველება, რა თქმა უნდა, წამართებზეც გამოითქმება იგავში, იმ წარმართებზე, რომლებიც საკუთარი უპირატესობით თავმომწონე იუდეველებმა უარყვეს, და ისინი: „სარწმუნოებითა ქრისტესითა წინა იქმნენ და პატივი უზეშთაესი მიიღეს“ - დაასკვნის წმიდა იოანე ოქროპირი. სწორედ ამ „უზეშთაესი პატივით“ შეუთანასწორდნენ წარმართები, ანუ უკანასკნელნი, უკუანანი - წინანს, პირველებს, ანუ იუდეველებს, და ისინი მათზე უპირატესნიც კი დარჩნენ უფლის თვალში.
წმიდა იოანე ოქროპირი ამ „უსაკჳრველესად ქმნულ“ პოლარიზებაზე შენიშნავს, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავის იგავში ის წინასწარმეტყველება გაგვიცხადა, რომელიც იუდეველებს სასჯელად დაატყდათ თავს, ქრისტეს ეკლესიის გულმოდგინე მრევლი კი მას ღვთის წყალობის სახით მიიღებს. როგორი მოულოდნელობითაც აღსრულდება ამ იგავში შეთანასწორება უკანასკნელი მუშაკების საზღაურისა პირველთან, ასეთივე მოულოდნელობით აღსრულდებაო წინასწარმეტყველება პირველთა უკანასკნელობაზე და „უკუანათა“ პირველობაზე (უპირატესობაზე), - განგვიმარტავს წმიდა იოანე ოქროპირი.
წმიდა ლუკას სახარებაში, მე-13 თავში, უფალი იესო ქრისტე ქადაგებისას სწორედ ამ წინასწარმეტყველებას გვამცნობს. მეტად საგულისხმოა ის, რომ თავის ამ ქადაგებასაც უფალი ამავე შეგონებით დაასრულებს: „და აჰა ესერა არიან უკუანასკნელნი, რომელნი იყვნენ პირველ, და არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკუანაჲსკნელ“ (ლუკა 13,30).
როგორც კომენტატორები გვაფრთხილებენ, უფლის ეს შეგონება არ ნიშნავს იმას, რომ პირველნი მუდამ გახდებიან უკანასკნელნი ან უკანასკნელნი ყოველთვის პირველნი იქნებიან. უფალი ამის აუცილებლობაზე ან გარდაუვალობაზე კი არ მიგვითითებს, არამედ მხოლოდ შესაძლებლობაზე, კერძოდ იმაზე, რომ შესაძლებელია - უკანასკნელი თავისი სინანულით გახდეს პირველი, პირველმა კი თავისი ამპარტავნებით დაკარგოს ღვთივმონიჭებული უპირატესობა და უკანასკნელად იქცეს.
ამ შეგონებით უფალი იესო კი არ გვიბრძანებს, კი არ დაგვიდგენს რაიმე კანონს, რომლის შესრულება-დარღვევა გარდაუვალ ხსნას ან დაღუპვას უქადის კაცს, არამედ მხოლოდ გვაფრთხილებს, გვირჩევს, ზრუნავს ჩვენთვის და გვიხსნის იმ წესსა და პრინციპს, რისი მიხედვითაც უნდა მუშაკობდნენ ქრისტეს ვენახის მუშაკები, და რა საზომითაც მიეცემათ მათ ქრისტესაგან საზღაური, უზეშთაესი ჯილდო - უფლის წყალობა! სწორედ ამ გაფრთხილებას იმეორებს წმიდა იოანე მახარებელი და ღვთისმეტყველი თავის მე-2 ეპისტოლეში: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარვწყმიდოთ, რაჲ-იგი ვქმნენით, არამედ სასყიდელი სავსებით მივიღოთ“ (2 იოანე, 8). აღიარებულია, რომ წმიდა იოანეს ეს სიტყვები „ვენახის მუშაკების“ იგავის სათქმელის გასაღებს წარმოადგენს.
„მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ“
როგორც უკვე ითქვა, ახლახან განხილული შეგონება მეორდება და დასკვნის სახითაც მოსდევს „ვენახის მუშაკების“ იგავს. მაგრამ მას მიერთვის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საგულისხმო შეგონება: „ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ“ (მათე 20,16).
არსებობს ვარაუდი, რომ ბოლო სიტყვები - „მრავალნი არიან ჩინებულ და ბცირედნი რჩეულ“ - გვიანდელი ჩამატებული უნდა იყოს და იგი მექანიკურად არის გადმოღებული წმიდა მათეს სახარების 22-ე თავიდან, სადაც ვკითხულობთ: „რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ - რჩეულნი“ (მათე 22,14). ეს შეგონება მოსდევს იგავს „მეფის ძის ქორწილზე“. ამ იგავის მიხედვით, ქორწილში მოწვეულთა შორის არიან ისინი, რომელთაც უდებ-ყვეს, ანუ უარყვეს მეფის მოწვევა და არ ინებეს მისი ძის ქორწილში მისვლა. მაგრამ არიან ისეთნიც, რომელნიც მეფის ბრძანებით შემოკრიბეს გზებიდან და ქუჩებიდან, და ყველანი, ბოროტნიც და კეთილნიც, ქორწილში იწვიეს. მაშასადამე, ამ იგავშიც არიან პირველად მოწვეულნი, რომელთაც თვითონვე, თავისი ნებით დაკარგეს მოწვევა და ვერ იგემეს ქორწილი; მაგრამ ასევე არიან უკანასკნელად წვეულნი, ქუჩის მკვიდრნი, პატივაყრილნი, და სწორედ მათ ერგოთ ქორწილის მხიარულება და სიტკბო.
ასე რომ, წმიდა სახარების ამ ორ იგავში („მეფის ძის ქორწილი“ და „ვენახის მუშაკები“) უფალ იესოს მსგავსი იგავური სათქმელი აქვს. ამაზე მეტყველებს ის, რომ უფალმა ორივეს ერთი და იმავე შინაარსის შეგონება აახლა.
ზოგიერთი კომენტატორისათვის „ვენახის მუშაკების“ იგავში „ჩინებული“, ანუ მოწვეული, არის ყველა ის, ვინც მოიწვიეს, ვისაც მოუწოდეს, მაგრამ ისინი არ მივიდნენ ვენახში: „რჩეული“ კი ის არის, ვინც მოვიდა, იმუშაკა და, ასე თუ ისე, მიიღო თავისი კუთვნილი საზღაური. აქედან გამომდინარე, ვენახის ყველა მუშაკი რჩეული ყოფილა, ხოლო ჩინებულნი, ანუ მოწვეულნი, ვენახის გარეთ დარჩნენ.
თუმცა ამგვარ ახსნას არ ეთანხმება კომენტატორთა დიდი ნაწილი. მათი თქმით, უფალი ყველას მოუწოდებს და თან მარადის მოუწოდებს სამუშაკოდ თავის ვენახში. იგავში ამაზე მეტყველებს სხვადასხვა ჟამის მუშაკობა. ამ მრავალ წვეულთა, ანუ ჩინებულთა შორის მხოლოდ მცირედნი იპოვებიან, რომელნიც მზად არიან იმისათვის, რომ არა მარტო ისმინონ, არამედ ღირსეულადაც მიიღონ უფლის, მოწოდება. ყველა მუშაკს უფლისაგან საკუთარი ჟამი აქვს განკუთვნილი მუშაკობისათვის. ყოვლადშემწყნარებელი უფალი იმ მიზნით მოუწოდებს მარადის კაცთა მოდგმას, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, მზად-მყოფი შეეგებოს მის მოწვევას.
მაგრამ რას ნიშნავს - იყო მზად უფლის მოწოდების მისაღებად? ეს ნიშნავს უარი თქვა ყველა საკუთარ ბოროტ გულისთქმაზე, თავმდაბლობით დაემორჩილო ღვთის ნებას, არ მიიჩნიო თავი ჯილდოს მიღების ღირსად, არამედ იმუშაკო, და იმუშაკო - ღვთის სადიდებლად! სწორედ ასეთნი და ამათ მსგავსნი დაჯილდოვდებიან ერთადერთი სამართლიანი საზღაურით - ღვთის წყალობითა და შეწევნით მიღებული ზეციური სასუფევლით!
წშიდა იოანე ოქროპირი საგანგებოდ შენიშნავს, რომ მცირედთა რჩეულობა არ ნიშნავს იმას, თითქოს უფალი ერთს გამოარჩევს და მეორეს კი განაგდებს: „ნუ იყოფინ!“ ნურასოდეს იფიქრებთ ამასო, - გვაფრთხილებს წმიდა მამა. რჩეულობა ოდენ უფლის ნებით კი არ მიეკუთვნება მცირედთ, არამედ ისინი საკუთარი ნებით, სათნო ცხოვრების წესით და უფლის წყალობით მოიპოვებენ ღვთის წინაშე თავიანთ რჩეულობას. დიახ, ჭეშმარიტად მხოლოდ მცირედნი არიან რჩეულ!
მაგრამ ყოვლადსახიერი ღა ყოვლადმოწყალე ჩვენი უფალი არც იმათ ივიწყებს, რომლებსაც ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ რჩეულობამდე მისასვლელი ვიწრო და გრძელი გზა. იგი სიყვარულით ეუბნება მათ: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ“ - (იოანე 15,16). წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, ამ სიტყვებით უფალი გაგვიცხადებს თავის მარადიულ სურვილს, რომ უსაზღვრო მოთმინებით ეძიოს ჩვენი სიყვარული!
ამასვე მოწმობს უფლის ამ სიტყვებს მოდევნებული შემდგომი მუხლი, სადაც გაბრწყინებულია იესო ქრისტეს „ყოველთამიმართი“ და „ყოველჟამიერი“ სიყვარულის მცნება: „რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (იოანე 15,17).
„ვენახის მუშაკების“ იგავის განმარტების დასასრულ კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ ჩვენს წმიდა მამას, იოანე ოქროპირს, რომელიც გულისშემძვრელი მზრუნველობით გვანუგეშებს თავის სააღდგომო ქადაგებაში და ამბობს:
„ვინც არის კეთილმოსავი და ღვთის მოყვარული, დაე, დატკბეს ახლა ამ წმიდა და ნათელი დღესასწაულით! ვინც არის კეთილგონიერი მონა, დაე, სიხარულით შევიდეს თავისი უფლის სიხარულში! ვინც გაისარჯა მარხვაში, დაე, მიიღოს მთელი კუთვნილი!
ვინც მოვიდა მესამე ჟამის შემდეგ, მადლობდეს და გაიხაროს! ვინც მოასწრო მოსვლა მხოლოდ მეექვსე ჟამის შემდეგ, დაე, არ შეწუხდეს, რადგან არაფერი დააკლდება; მეცხრე ჟამამდეც რომ დაეყოვნებინა, მაინც შეუდგეს ყოველეგვარი ეჭვის გარეშე. და თუ მხოლოდ მეთერთმეტე ჟამს მოასწრო მოსვლა, თავის დაყოვნებას ასეთიც კი არ უნდა შეუშინდეს, რადგან ჩვენი მოყვარული სახლის მეუფე უხვია; იგი უკანასკნელსაც ისე მიიღებს, როგორც პირველს; მეთერთმეტე ჟამს მოსულსაც ისე დაამშვიდებს, როგორც მშრომელს პირველი ჟამიდან. იგი პირველისთვისაც ირჯება და უკანასკნელისთვისაც იჩენს მოწყალებას; იმასაც აძლევს და ამასაც; კეთილი მუშაკობის გამო ხარობს, მაგრამ კეთილ განზრახვასაც იღებს სიყვარულით; მუშაკობასაც მიაგებს კუთვნილ პატივს და კეთილ განწყობასაც აქებს.
ასე რომ, ყველანი შეხვალთ თქვენი უფლის სიხარულში! პირველებიც და უკანასკნელნიც მიიღებთ ჯილდოს! მდიდარნო და ღარიბნო, იხარეთ ერთმანეთით! მმარხველნო და არამმარხველნო, ყველამ იხარეთ! ტრაპეზი ძალზე უხვია: ყველანი დაპურდებით! ყველანი დატკბებით რწმენის ფუფუნებით! ყველამ ისარგებლოს მადლიანი სიმდიდრით!“
მასალა შეკრიბა და შეადგინა დოდო (მარიამ) ღლონტმა
„იგავნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი“
ტომი 2, თბილისი, 2004 წ.
იგავებზე ცალკე თემა რომ გვქონდეს? აგერ მიდევს წინ ღლონტის წიგნები, თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო ბევრი განმარტება მინახავს ნეტშიც. მოდი, ცალკე თემა გავაკეთოთ და ყველა მასალა იქ დავდოთ. რას იტყვით?
Amuza
ჰოდა, იქვე განვიხილავთ. ასე ჯობს. ახლა ვეძებდი უძღები შვილის იგავის განმარტებას აქ. ვერ ვნახე, მე მაქვს რაღაც მასალები. ჰოდა, ასე რომ შEგვეკრა, გამოვა კარგი რამ. თან კითხვები მაქვს მოწყალე სამარიტელის იგავთან დაკავშირებით და რა ვიცი. აბა, მდოერი მოვიდეს
განმარტებებისათვის ცალკე თემაა საჭირო, აქ მხოლოდ წერილი
35. და ჰკითხა ერთმა მათგანმა, სჯულის მოძღვარმა, ცდიდა მას და ეუბნებოდა:
36. მოძღვარო, რომელი მცნებაა უდიდესო სჯულში?
37. ხოლო იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. (2შჯ.6,5)
38. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
39. და მეორე - მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. (ლევ.19,18)
40. ამ ორ მცნებაზეა მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული.
Atman
ჩემში მაგარ მხიარულებას იწვევს ხოლმე შენი პოსტები
იჰარე
mr.satadarigo
ხო, ახლა ჩარლის ობრაზში ვარ და...
აქ მხოლოდ წმ. წერილი!
მაგ თემაზე კამათი და საუბარობანი აქ შეიძლება
http://church.ge/index.php?showtopic=2962&st=140
ლუკას სახარება
თავი მეხუთე
1. ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა,
2. დაინახა ტბის პირას მდგომი ორი ნავი; მებადურები კი გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ.
3. შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.
4. ხოლო როცა ლაპარაკს მორჩა, სიმონს უთხრა: ღრმად შედი და ბადე ისროლე დასაჭერადო.
5. მიუგო სიმონმა და უთხრა მას: მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს.
6. ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ.
7. ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო; ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ.
8. ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.
9. რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ;
10. ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები.
11. როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.
პავლეს ეპისტოლენი
გალატელთა მიმართ
რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.
17. ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურთა? არამც და არამც.
18. რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს?
19. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის.
20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
ეფესელთა 4 თავი
განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
26. მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.
27. ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს.
28. მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.
29. ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.
30. ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.
31. ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად.
32. არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა
ლუკა 4 თავი
33. და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა:
34. ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო.
35. მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილირ გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის.
36. შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?
37. და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს.
38. გამოვიდა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი საშინელ ცხელებას შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.
39. თავს დაადგა, შერისხა ცხელება, და მანაც დაუტევა იგი; მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ.
40. ხოლო მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც სხვადასხვა სენით სნეული ჰყავდა, მიჰგვარა ისინი მას; მანაც სათითაოდ დაადო ხელი და განკურნა ისინი.
41. მრავალთაგან გამოვიდნენ ეშმაკნი, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა; და უკრძალავდა მათ ლაპარაკს, რადგან იცოდნენ, რომ ის არის ქრისტე.
42. როცა გათენდა, წამოვიდა იქიდან და უდაბურ ადგილას მივიდა; ხალხი კი ეძებდა, მივიდნენ და აკავებდნენ, რომ არ დაეტოვებინა ისინი.
43. მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული.
44. და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.
პავლე მოციქულისა წიგნი ტიმოთეს მიმართ მეორე
თავი 4
1. ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა. 2. ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა. 3. რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურობასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თჳსისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა; 4. და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თჳსნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცენ. 5. ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე. 6. რამეთუ მე აწ ესერა შევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია. 7. ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს. 8. ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი.
წმინდა წერილი ქველმოქმედებაზე.
1. ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა.
2. ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.
3. ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველის-საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი.
4. რაჲთა იყოს ქველის-საქმე შენი ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.
ესეც ადაპტირებული ტექსტი.
1. ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
2. და როცა გასცემ მოწყალებას, ნუ აყვირებ შენს წინაშე ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3. ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა,
4. რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.
როგორ უნდა შესრულდეს ეს? მე მგონი დაფარულად ისე, რომ გულშიც და თავის არსშიც არ შეიქმნას ქველმოქმედმა კმაყოფილება, ძნელია.ამიტომაც ვხედავთ წარწერებს, რომ ესა, თუ ის საღვთო საქმე შესრულდა ამა და ამ პიროვნების შემოწირულობით და ა.შ.
ამ ყოველივეს გამო მიჩნდება კითხვა.
რას ნიშნავს უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.?
Amuza
მათეს სახარება
თავი 6.2
ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი
ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან.
ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების ამ მონაკვეთს შემდეგნაირად განმარტავს: "თვალთმაქცებს (ორგულებს) უწოდებს იმათაც, რომელნიც თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ღმერთს უსმენდნენ, სინამდვილეში კი ადამიანებს უსმენენ, რომელთაგანაც აქვთ, ანუ იღებენ კიდეც თავიანთ საზღაურს."
23. და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
24. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას.
25. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავის თავს კი დაღუპავს, ან წარწყმედს?
26. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა თავისი, მამამისისა და წმიდა ანგელოზთა დიდებით.
24. მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.
25. რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
26. რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?
27. რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.
მათე, თავი 16.
გამარჯობათ!
როგორ უნდა გავიგოთ ბოლო, 28-ე მუხლი? რას ნიშნავს ის, რომ მოციქულებიდან ზოგიერთი სიკვდილის გემოს არ იხილავს, სანამ არ იხილავს ქრისტეს, მომავალს სუფევითა თვისითა?
ძალიან ლამაზი ადგილია, თავის დროზე მე დოგმატური მიზეზის გამო ჩავხედე, მაგრამ მერე ძალიან მესიამოვნა:
6. ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.
7. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.
8. მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ.
9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.
10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.
11. რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“.
12. ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი.
13. რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება.
რომაელთა მიმართ 10 თავი.
Otherguy
ეს თემა არ არის მგონი სახარების ეგზეგეზისთვის განკუთვნილი, გარდა ამისა, განყიოფილების წესების მიხედვით, მხოლოდ წმინდა მამათა ეგზეგეზა შეიძლება დაიდოს ამ განყოფილებაში და პირადი აზრები მხოლოდ აპოლოგეტიკის განყოფილებაშია დასაშვები.
მარკოზი, თავი 8.34:
34. და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.
35. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი.
36. რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს?
37. ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?
38. რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა.
მარკოზი, თავი 9.1:
1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.
შევადაროთ, როგორ წერია მათესთან:
მათე, თავი 16.28:
28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.
მომენატრა ეგ თემა, ახლა შემთხვევით რაც შემხვდა ის ადგილი მომყავს, ძალიან საინტერესოა
სახარებაჲ ლუკაჲს თავი 9
51. და იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა და თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ. 52. და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისსა. და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას. 53. და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალჱმდ. 54. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოვანე, თქუეს: უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო? 55. მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ? 56. რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად. და წარვიდეს სხუასა დაბასა.
51. ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად.
52. წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის.
53. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი.
54. ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია.
55. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ.
56. რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ.
18
1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე. 6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს. 7. ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? 8. გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?
ლუკას სახარება
თავი მეთვრამეტე
1. უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:
2. იყო ერთ ქალაქში ერთი მსჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა.
3. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი; მიდიოდა მასთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივნისაგან დამიცავიო.
4. დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია,
5. მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რათა აქ აღარ მოვიდეს და მომასვენოს.
6. თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?
7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?
8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?
,1. და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა. 2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა. 3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას. 4. და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სჳმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად.
5. მიუგო სჳმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადე. 6. და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი. 7. და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი. 8. და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო. 9. რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს. 10. ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე. 11. და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
ძალიან მიყვარს პეტრე მოციქული, და პავლე მოციქულიც განსაკუთებით
საიტის ქურუმებთან მაქვს კითხვა:
ძველქართული სახარების ელ. ვერსია არსებობს სადმე?
იქნებ ლინკი მიმითითოთ...
http://sangu.ge/religion/pmb/index.php
ნონა
გმადლობ
ძალიან ძლიერი მონაკვეთი მარკოზის სახარებიდან, რაც ადამიანებს ხშირად გვავიწყდება:
1. წამოვიდა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა. კვლავ მიაშურა მას ხალხმა და, როგორც სჩვეოდა, კვლავ ასწავლიდა მათ.
2. მიადგნენ ფარისევლები და საცდუნებლად ჰკითხეს: აქვს თუ არა ქმარს ცოლის გაშვების ნება?
3. ხოლო მან პასუხად თქვა: რა გამცნოთ მოსემ?
4. მათ მიუგეს: მოსემ ჩვენ დაგვრთო გაყრის წერილის დაწერისა და გაშვების ნება.
5. იესომ პასუხად უთხრა მათ: თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ეს მცნება.
6. შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა.
7. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას,
8. და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც.
9. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.
და საერთოდ საოცრება, რომელსაც ძალიან ცოტა თუ აქცევს ყურადღებას და ამბობენ ქრისტიანობა მხოლოდ თვითგვემა და არავითარი ბედნიერების მიღება აქ არ არისო:
30. იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის,
31. და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლე.
ეს კი ალბათ ყველაზე რთული, მაგრამ მივიწყებული ადამიანის ცხოვრებაში. მათეს სახარება:
27. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.
28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
29. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
30. ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.
31. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.
Molen
გეთანხმები, განსაკუთრებით მეორე აღავსებს გულს
აკაკი
ასევე დიდებული მომენტი მარკოზის სახარებიდან, თუ რა ძალა აქვს ქრისტეს სახელს და მის რწმენას.
___________
მარკოზის სახარება, თავი 9:
38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება.
39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს.
40.რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
41. იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური.
მიყვარს იესო! ასეთ მაგარ რაღაცას ვერსად წაიკითხავს და გაიგონებს კაცი. ადამიანი გრძნობ რომ ღმერთთან ერთად შეუძლებელია არაფერია!
Molen
ჯიგარი ხარ
18.,, აჰა, მსახური, ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა;ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სასჯელს წარმართებს.
19.არ იდავებს და არც იყვირებს, და ქუჩაშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.
20.გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს.
21. და მის სახელს მიენდობიან ხალხები.''
მიყვარს და რა ვქნა..
თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე... (დაბადება 19:17)
Salvare, agitur de vita tua; noli respicere post tergum
ხომ გახსოვთ რომელი მომენტია ეგ, მე ვაგროვებ ესეთ ფრაზებს და ნელნელა დავდებ.
მხევალი ნინო
თეოფილაქტე ბულგარელის განმარტება:
(თ. 9 მ. 38-40)
არც რაიმე შეჯიბრის და არც შურის გამო, ძე ქუხილისა არ უკრძალავს იმ ადამიანს, განასხას ეშმაკები. არამედ სურს, რომ ყველა, ვინც ქრისტეს სახელს მოუწოდებს ქრისტეს, გაყვეს და რომ ყველა მოწაფე ერთ სხეულს შეადგენდეს. სახარების ქადაგების დასაწყისში ხდებოდა ესეც, რომ ზოგიერთებს, დიდებისმოყვარების ვნებით აღძრულთ, სურდათ სასწაულები მოემოქმედებინათ, მაგრამ ხედავდნენ რა, თუ როგორი ძალა ჰქონდა იესოს სახელს, ისინი მოუწოდებდნენ მას და ამგვარად იქმოდნენ სასწაულებს, თუმცაღა უცხონი და უღირსნი იყვნენ უფლის ღამრთაებრივი მადლისა, ვინაიდან უფალს სურდა, რათა მოძღვრება გავრცელებულიყო უღირსთა მიერაც. რა ქნა მაცხოვარმა? მან არ დართო ნება იოანეს აეკრძალა სასწაულთა მოქმედებისთვის: „ნუ აყენებთ მას, - ეუბნება, - რამეთუ არავინ არს, რომელმან ქნეს ძალი სახელითა ჩემითა და ხელ-ეწიფოს ბოროტის - სიტყუად ჩემდა“. ანუ როგორ გამლანძღავს ის, ვინც ჩემი სახელით დიდებას იხვეჭს და ჩემი მოწოდებით სასწაულებს იქმს. ისე ჩანს, თითქოს უფალი თავის თავს ეწინააღმდეგება, რამეთუ სხვა ადგილას ამბობს: “ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემ წინააღმდეგაა“. მაგრამ ეს სიტყვები ნათქვამია ეშმაკებზე, რომლებიც ცდილობენ განოშორონ არსნი უფლისაგან და განაბნევენ ღმრთის საკუთრებას, აქ კი საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სხვათა, სასწაულმოქმედთა, მეშვეობით უფალთან მიიყვანებიან.
tamuna m
მადლობთ ტამუნა. მაინც მაქვს შეკიტხვები და იქნებ დავსვა კიდევაც.
აი ახალი საინტერესო მონაკვეთი
ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის. (იგავნი; 21:31)
Equus paratur ad diem belli,
Dominus autem salutem tribuit
"კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ." (იოანე 16.12)
ეს ფრაზაც მიანიშნებს, რომ მაშინდელი ადამიანის ცნობიერება ბევრი რაღაცის მისაღებად არ იყო მზად.
და რატომ ვიყინებით იმ ცოდნაზე, რომელიც მაშინ დაგვიტოვა იესომ ვერ ვხვდები უბრალოდ. ის ყოველთვის გვაძლევს ახალ ცოდნას, მაგრამ თუ ბიბლიით არაა დადასტურებული არ ვიღებთ!
გაიღვიძეეეთ!
lingvo
ერთად გავიღვიძოთ!
lingvo
Atman
რაც ბიბლიაში წერია უკვე დაიტიე?
ikanosi
Atman
ჩვენთვის ბიბლიაში ყველაფერი წერია და არ ვეძებთ მის გარეთ სხვა"ჭეშმარიტებებს".
lingvo
Atman
ოღონდ არ დაგავიწყდეს რომ ეს ფორუმი მართლმადიდებლურია და სხვა სწავლებების ქადაგება–აგიტაცია მიუღებელია. აზრის გამოხატვა და პოზიციის ქონა ყველას შეგვიძლია.
lingvo
გაასუფთავეთ თემა
KAIROS
სამხარაძე!
რას შვრები გვასალიასთან.რა ადგილზე ხარ გამოსვლაში?
მე დღეს მოვრჩი მამა ალექსისთან დაბადებას.
და იმ კვირიდან ალბად გამოსვლას წაგვიკითხავს...
A.V.M
რა არ არის ბიბლია!
- ზოგიერთ არამართლმადიდებელ ქრისტიანს აქვს მცდელობა ამოიკითხოს ბიბლიაში მეტი, ვიდრე იქ წერია; მათ სურთ, რომ ბიბლია იდეალურად წყვეტდეს ყველა ცხოვრებისეულ პრობლემას. მეორე უკიდურესობაში არიან არაქრისტიანები, რომლებიც მხარს უბამენ იმას, რომ თითქოს ბიბლია იმაზე ნაკლებია, რასაც ეკლესია ასწავლის; ისინი მუდმივად ეძიებენ ხარვეზს ბიბლიაში და უგულებელყოფენ მის პრინციპებს. მოდით მივიდეთ უფრო გაწონასწორებულ შეხედულებამდე, რასაც ეწოდება "აპოფატიკური განმარტება", ანუ რა არ არის ბიბლია წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული სწავლების მიხედვით. მართლმადიდებლობას აპოფატიკური ღვთისმეტყველების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რომელიც აღწერს, თუ ვინ და როგორი არ არის ღმერთი, რადგან ადამიანები, ჩვენშივე, ჩვენივე უგუნურებით ვზღუდავთ ღვთის არსებას და უბრალო ადამიანურ გაგებებში ვაქცევთ მას. ამავე გაგებით (აპოფატიკური), წმიდა წერილი (ბიბლია) არ არის...
ამ თემაზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ის,რომ ბიბლიის სწავლისას საჭიროა მისი სწორი განმარტება.
მაგ:თუნდაც პროტესტანტები შეიძლება ბევრ მართლმადიდებელზე მეტად კითხულობენ ბიბლიას,მაგრამ დამახინჯებლად იგებენ...
A.V.M
აბსოლუტურად გეთანხმები
კი კი მასეა,აგაზეპირებული აქვთ ბიბლია,და ისე ლაპარაკობენ გაზუთხულად,აზრს არ უკვირდებიან
A.V.M
ვმარტავ კი არა ვიკვლევო
A.V.M
აკაკი!
ბიბლიაზე რომ გაქვს ამონარიდი.ეგ ვისია და საიდანაა?
მეც დამაინტერესა ვისია?
A.V.M
http://church.ge/index.php?s=&showtopic=5337&view=findpost&p=709038 ამ გამოხმაურებიდან ამოვიღე... ეგ ნაწერი კი ეკუთვნის ამ პიროვნებას: Michael Bressem, Ph.D.
სიმართლე გითხრა არ ვიცი ვინ არის... მართლმადიდებლურ გვერდზე ვნახე და აქაც დავდე.
ხო...დამაინტერესა....
მღვიმევი-კაცხის მოლოცვის შემდეგ, როდესაც პირველად ვიყავი ჩორჩელებთან ერთად ექსკურსიაზე, აქაც შემოვიხედე
ახლა ამ თემის მუშაობის მთავარი პრინციპია წმ. წერილის ტექსტის გაცნობა და გაგება, ამიტომ უბრალოდ ტექსტებს ვდებდით, ეგზეგეტიკის და კამათების გარეშე, ამათვის არსებობს ცალკე თემები.
ახლა რას და საიდან, ჯერ რას- ეს შეიძლება ან შემთხვევითი პრინციპით მოხდეს, რომელიც გადაშლი და ამოვა, ან საყვარელი ადგილი დაწეროს ფორუმელმა, ან ყველაზე კარგია შემდეგი მეთოდი: თქვენ იცით რომ ყოველდღე არის სხვადასხვა საკითხავი წმ. წერილიდან, ამიტომ ვინც აქ შემოვა, რომელიმე ნაწილი ჩასვას სახარებიდან ან სამოციქულოდან
რომელი უნდა ჩასვას აქ ნახავს:
http://www.orthodoxy.ge/kalendari.htm
აქ ასე წერია:
ლიტ. - ჯვრის - 1 კორ. 125 დას. I, 18-24. ინ. 60 დას. XIX, 6-11, 13-20, 25-28, 30-35. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. მთ. 38 დას. X, 32-36; XI, 1. წყლის კურთხ. - ებრ. 306 დას. II, 11-18. ინ. 14 დას. V, 1-4.
ახლა განმარტება : ლიტ = ლიტურგია. ე.ი იკითხება ლიტურგიაზე , პირველად წერია სამოციქულო: აქ პავლენიდან 1 კორინთელთა მიმართ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ დას.- რომ წერია, ეგაა საღვთისმსახურო სახარების და სამოციქულოს სპეციფიკური დაყოფები ე.წ. დასაწყისებად (აქედან "დას."), რომელსაც სამოციქულოს კითხვის წინ მკითხველი ურთავს "ძმანო"-ს, ჩვენ უბრალოდ ვღებულობთ 1 კორ. I, 18-24 (ანუ 125 დას.- ის გარეშე) და ვნახულობთ და გადმოვიწერთ მას; ასეთი პრინციპით სხვებსაც.
ახლა საიდან
ძალიან კარგი ინიციატივაა კაიროსის.
მე შევუდგები ხვალიდან მის განხორციელებას, დარწმუნებული ვარ რომ აკაკიც მხარს ამიბავს...
ძალიან კარგი მუხლია დღევანდელი სამოციქულოს:
,,საცნაურ ქმნილ, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ მიერ, დაწერილნი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ჴორციელისათა.''
2კორ.III-3
ძალიან მაგარი მომენტია გალატელთა ეპისტოლეში:
,,რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.
ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით.
აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, - მემკვიდრენიც.''
(გალ.3 24-29)
ეს, ალბათ, ყველაზე საყვარელია:
"34. მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. 35. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას. " (ინ. 13)
მაპატიეთ, რომ აქ ვწერ.
ვეძებ წიგნს "სამოციქულოს გამარტების" მეორე და მესამე ტომს.
სადაც შესულია პავლეს ეპისტოლეების განმარტება.
ე. კოჭლამაზაშვილის არის
ჰეროდიანთა გენეოლოგია - გამოგადგებათ იმედია )
http://www.radikal.ru
ალექსანდრე
ჯიგარი ხარ...
"სახარება ანუ ღმერთი მიწაზე და ადამიანი ზეცაში, წიგნი, რომლის თითოეული ასო მაცხოვრის წმინდა სისხლის ფასია, სიხარული, რომელსაც მრავალი თაობა ელოდა. ნეტარნი არიან თვალები, რომლებიც ხედავენ მას, ნეტარნი არიან სასმენელნი, რომლებიც ისმენენ მას, ნეტარია გონება, რომელიც შეიმეცნებს მას და ნეტარნი არიან ისინი, რომლებიც აღასრულებენ მას, რამეთუ არ ექნება დასასრული მათ სიხარულს როგორც აქ, ისე მომავალ საუკუნო ცხორებაში. ამინ!"
"როგორ ემსახურებოდნენ უდაბნოში ანგელოზები უფალს, - ამაზე არაფერია სახარებაში ნათქვამი: შეიძლება მათ მოართვეს უფალს საზრდო, რომელიც მას სჭირდებოდა და ამ გზით, სასწაულებრივად, თავისი ნების გარეშე, მოუკლეს შიმშილი".
ფურცელი სიცოცხლის წიგნიდან
დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი ჰყვებოდა: "სემინარიაში ჩემთან ერთად სწავლობდა ერთი ყმაწვილი, ნიკოლოზი ერქვა. სემინარიაში ჩაბარებისას ჰკითხეს, - დილა-საღამოს ლოცვები, მრწამსი თუ იცი ზეპირადო. არაო. "მაშ, რა იციო?" მან ნაწყვეტი წაიკითხა იოანეს სახარებისა. საიდან ისწავლეო. "ავტობუსის გაჩერებასთან ვიდექი, ფეხებთან ფურცელი მომიფრინდა. ავიღე, იოანეს სახარების ნაწყვეტი იყო. ფურცლის ორივე გვერდი წავიკითხე და ისე განვცვიფრდი, რომ გამუდმებით ვკითხულობდი და ზეპირად ვისწავლე. ჩვენს ქალაქში ეკლესია არ არის. გავიგე, რომ აქ სარწმუნოებას ასწავლიან და წამოვედიო". ყმაწვილი სემინარიაში მიიღეს.
"წმინდა წერილის საშუალებით ღმერთის შემეცნება - ზებუნებრივი ცოდნის მიღებაა".
"თუ ადამიანი წმინდა წერილის კითხვას შესაბამისი სულიერი განწყობითა და ლოცვით იწყებს, წმინდა წერილი მასზე გამორჩეულად და ზებუნებრივად იმოქმედებს და ეს მკითხველისთვის ბიბლიის ერთიან ჭეშმარიტ ავტორთან ზიარება იქნება".
"დღეს წაკითხული ქადაგება ღირსია გაწაფული ყურადღებისა".
/წმ. ამბროსი ხელაია/
"სახარება აღმოაჩინა - წიგნი ხორცშესხმული სიბრძნისა და გაოცდა"
"ოთხთავში უმნიშვნელოდ არც ერთი ფრაზა არ შეიძლება მივიჩნიოთ".
"სახარება თავისი მისტიკური ძალით უფრო ძლიერად გიორგი მთაწმინდელის თარგმანში შეიგრძნობა".
" - რატომ ინება უფალმა სვიმონ კეთროვანთან სტუმრობა?
- მან დაპატიჟა მაცხოვარი და იესოც ესტუმრა. როდესაც ვამბობთ, სვიმონ კეთროვანიო, იგულისხმება ყოფილი კეთროვანი, რომელიც განიკურნა. სავარაუდოდ, მაცხოვარმა განკურნა იგი და სწორედ კეთილგანწყობის გამოსახატავად მიიწვია მან შემდეგ შინ უფალი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
იუდა უფალთან ქვეყნიური ზრახვით მივიდა, მესიის ქვეყნიური მეფობის იმედით. როცა შენიშნა, რომ ქრისტე ქვეყნიურ მეფობას არ ეძებდა და მხოლოდ ცათა სასუფეველზე ქადაგებდა, იესოს მიტოვება გადაწყვიტა. მაგრამ სძლია ვერცხლისმოყვარეობისა და ანგარების ვნებამ: ქრისტესთან სიახლოვით ისარგებლა, ფული რომ გაეჩინა. და აზრი იესოს გაცემისა მიიღო მისმა გულმა. იუდამ დაივიწყა ღვთაებრივი სიყვარული მოძღვრისა. იესომ კი, რომელიც განკაცდა და ნებით ჯვარს ეცვა თითოეული ადამიანის სულის ხსნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კარგად უწყოდა იუდას ზრახვები, ხედავდა მის გულს, შეიწყნარა და არ მოაკლო ბედნიერება, სხვებთან ერთად ექადაგა სასუფეველი ღვთისა, მოეხდინა სასწაულები...
მღვდელმთავრები არ უხმობდნენ იუდას, არც აიძულებდნენ, ეს ნაბიჯი გადაედგა; მან საკუთარი ნებით აღასრულა გადაწყვეტილება. ამრიგად, ამ უწმინდურ საქმეში მას ერთი მრჩეველიც კი არ ჰყოლია. იუდას ქმედება არ იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ის ეძიებდა "მარჯვე დროს, რათა გაეცა" მოძღვარი. ხოლო სიტყვები - "ერთი ათორმეტთაგანი", წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებით, უდიდეს ბრალს სდებს იუდას.
/თინათინ მაჭარაშვილი/
"კაცი სახარებას რომ წაიკითხავს და ვერ გაიგებს, მთელი მსოფლიოს წიგნებიც რომ უკითხო და უჩიჩინო, მაინც ვერაფერს შეაგნებინებ. ამიტომაც არის ნათქვამი: ვისაც ყური აქვს სასმენლად - ისმინოს, ვისაც თვალი აქვს - შეხედოს."
/მეუფე ანტონი (ბულუხია)/
"როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ჩვენი გონება წმინდა წერილში უნდა ცურავდეს, მასში ჩაიძიროს, მისით მეტყველებდეს და აზროვნებდეს".
"ვინც ყველაფერში ეთანხმება საღმრთო წერილს, იგი ქრისტიანია, ხოლო ვინც არ ეთანხმება, შორს დამდგარა ჭეშმარიტებისგან".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ბიძაჩემის, გიორგი ხუციშვილის ოჯახში წავაწყდი 1963 წელს გამოცემულ "ახალ აღთქუმას" და, რომ იტყვიან, სიხარულით კინაღამ გადავირიე! ბიძაჩემს ყველაფერი ვუამბე. მას გაეღიმა და ეს უძვირფასესი წიგნი საიდუმლო გამომეტყველებით მომაწოდა, შენი იყოსო".
/ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დოდო ღლონტი/
"როგორც ცოდნა და არცოდნაა ურთიერთსაპირისპირო და ერთიმეორის გამომრიცხველი, ასევე შეუძლებელია სიბნელე და შემეცნების სიმწირე არსებობდეს იქ, სადაც ნათელი, ჭეშმარიტება და ცხონებაა. სახარება სიბრძნისა და სიცოცხლის წყაროა, ვინც გონიერებით ჩაიხედავს მასში, თავისი ცხოვრებით ამოიკითხავს მას, ის დაძლევს და დაამარცხებს უცოდინარობასა და ცოდვით სიბრმავეს. განქარვებულია ჟამი ღამის ბინადრობისა, ღამურობისა და მიწისქვეშა, ქვემძრომი ცხოველების მსგავსი სიცოცხლისა."
"[სახარებას] ვკითხულობდი, ვტკბებოდი მისით და მასში ვპოვებდი უმაღლეს და არამიწიერ ნეტარებას".
/წმ. იოანე კორნშტადტელი/
"მეფე თეოდოსი დიდ პატივს სცემდა წმინდა გრიგოლს [ღვთისმეტყველი], ხშირად მიდიოდა მასთან, ესაუბრებოდა. არსებობს ასეთი გადმოცემაც: თეოდოსიმ მას სახარების განმარტება სთხოვა. წმინდა გრიგოლი ლოცვად დადგა, სურდა შეეტყო, რამდენად იყო სათნო ღვთისთვის ეს საქმე. მოესმა უფლის ხმა: გრიგოლ, სახარების განმარტება იოანე ანტიოქიელს (წმინდა იოანე ოქროპირს) ებრძანაო. ამიტომ აღარ მოჰკიდა ხელი ამ წმინდა საქმეს, სამაგიეროდ, მრავალი ღვთივგანბრძნობილი ქადაგება დაუტოვა ეკლესიას."
"ყოველსა საქმესა ფრთხილ იყავ და საქმე ჰქმენ მახარებელისა"
"მახარებელთა სხვადასხვაობანი უფლის ცხოვრების გადმოცემაში მათი ადამიანური ბუნების უძლურებით არის განპირობებული და თითქოს წინასწარი განზრახვით დაშვებული ღმერთის მიერ, რამეთუ ყველაფერში რომ ზედმიწევნით თანახმიერნი ყოფილიყვნენ - ადგილისა და სიტყვების მხრივაც, მაშინ მტერთაგან არავინ დაიჯერებდა, რომ წინასწარი ურთიერთშეთანხმებით არ წერდნენ; ამის გამო დააეჭვებდათ მახარებელთა გულწრფელობა. აწ კი თვით ის ფაქტი, რომ სახარებებში მცირედი სხვადასხვაობანი შეინიშნება უმნიშვნელო ამბების გადმოცემაში, ყოველგვარ ეჭვს უნდა უკუაგდებდეს და საზეიმოდ ამართლებდეს ჩვენს ნდობას მახარებელთადმი..."
/წმ. იოანე ოქროპირი/
"გადმოცემით, იგი [ათანაგორე ათენელი(II ს.)] აპირებდა ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლას, ამიტომ დაიწყო სახარების შესწავლა, რათა კარგად ყოფილიყო შეიარაღებული ქრისტიანთა წინააღმდეგ, თუმცა მისი სული სულიწმინდამ "მიიტაცა" და იგი შეიქნა იმ სარწმუნოების მასწავლებლად, რომლის წინააღმდეგაც იგი აპირებდა გაბძოლებას".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience