თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას - 3

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 3 2013, 09:36 PM

ძალიან მიხარია რომ ახალი თემის გახსნა მიწევს , თან იმის გამო , რომ წინამ 100 გვერდს მიაღწია .
იმედი მაქვს ეს თემაც ისეთივე პოპულარული და შედეგის მომცემი იქნება , როგორც წინა 2 .
გისურვებთ წარმატებებს!
ღმერთი არს ჩვენთან ! ვიწყებთ !
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jul 6 2013, 12:56 AM

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს საავტორო უფლებებს ამ თემაზე :დ
ასევე, ღვთის შეწევნით, ვფიქრობ ეს თემა იქნება ხალხმრავალი smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 6 2013, 01:07 PM

ბადრი

ციტატა
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს საავტორო უფლებებს ამ თემაზე :დ

kiss1.gif
(არადა წინა თემა აფხაზის გახსნილი იყო...): 2kiss.gif

კითხვა-
კაპერნაუმში რომ ჩაუშვეს დავრდომილი სახურავიდან , ეგ ეპიზოდი ყველას მოგეხსენებათ .
რა ტიპის სახურავი იყო და როგორ ახადეს?

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jul 6 2013, 01:39 PM

A.V.M

ციტატა
კაპერნაუმში რომ ჩაუშვეს დავრდომილი სახურავიდან , ეგ ეპიზოდი ყველას მოგეხსენებათ .
რა ტიპის სახურავი იყო და როგორ ახადეს?


აღმოსავლეთში სახლები უმეტესად წარმოადგენდა ოთხკუთხა ნაგებობას, რომლის შუაგულშიც ეზო იყო მოქცეული, ე.ი. სახლი ეზოს ეკრა გარს. სწორედ აქ იმართებდა დღესასწაულები და საოჯახო შეკრებები, თუ საუბრები. შესაძლოა, მაცხოვარი, მეტი სიფართოვის გამო, ხალხს სახლის ოთახში კი არ ასწავლიდა, არამედ ეზოში, რომელსაც, მზის მცხუნვარებისაგან დასაცავად თხელი ტყავით ან ქსოვილით ფარავდნენ. ამ საფარებლის მოცილება სულ ადვილად შეიძლებოდა ისე, რომ ხალხისათვის, რომელიც ეზოში იყო შეკრებილი, არავითარი საფრთხე არ შეექმნათ. სახლის სახურავები იყო ბრტყელი, რომელსაც გარს მოაჯირი ერტყა. იქ თავისუფლად შეეძლო სული მოეთქვა კაცს, ამიტომაც სახურავებზე ასასვლელად სახლს ეზოდან ან ქუჩიდან კიბეები ჰქონდათ მიდგმული. ადვილი შესაძლებელია, რომ მძიმე ავადმყოფის გულშემატკივრებს, ამ კიბეებით ესარგებლათ რათა სახურავიდან ჩამოეშვათ სხეული იესოსთან. ცხადია, რომ ყოველგვარი სიტყვების გარეშე, ისინი თავიანთი მოქმედებით გამოხატავდნენ ქრისტესადმი დიდ რწმენას.

კითხვა: რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jul 9 2013, 03:13 AM

ციტატა
ბადრი
ციტატა
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს საავტორო უფლებებს ამ თემაზე :დ

(არადა წინა თემა აფხაზის გახსნილი იყო...):


kiss1.gif
არადა წინის წინა ჩემი გახსნილი იყო smile.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jul 9 2013, 10:04 AM

ციტატა

კითხვა: რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე?


უპასუხეთ ამ კითხვას და დასვით კითხვები viannen_79.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 9 2013, 02:50 PM

mekaje

ციტატა
რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე?

რაც მითითებულია ტექსტში ის პასუხი გინდა თუ როგორც განიმარტება?

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jul 9 2013, 03:36 PM

A.V.M

ციტატა
რაც მითითებულია ტექსტში ის პასუხი გინდა თუ როგორც განიმარტება?


ორივე smile.gif


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 9 2013, 05:42 PM

mekaje

ციტატა
ორივე

ტექსტით დავიწყებ მაშინ :
და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“ (მთ. 21,19)

რაც შეეხება განმარტებას . ამაზე საუბარი დიდხანს შეიძლება და ამიტომ ცოტას დავდებ...
სახარების განმმარტებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამ იგავში ყოვლადწმიდა სამების პირებს შორის თავისებური დიალოგი იგულისხმება. მამა ღმერთი - ვენახის პატრონია, განხორციელებული ძე ღვთისა - მევენახეა. ისინი საუბრობენ ძველი აღთქმისეული ისრაელის ბედზე, რომელიც ლეღვის ხის სახით გვევლინება. 3 წელია, ლეღვის ხეს (ისრაელს) ნაყოფი არ გამოუღია. რატომ 3 წელი? სწორედ ამდენ ხანს უქადაგებდა იესო ებრაელებს. - See more at: http://orthodoxy.ge/tserili/pasukhebi/legvis_khe.htm#sthash.a23r6cW3.dpuf

ისტორიულ პლანში ლეღვის ხის დაწყევლა - ქრისტეს მიერ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა უარყოფაა, რომლებმაც უფალი უარყვეს. მაგრამ წმიდა წერილი - ეს არაა სასწაულებისა და მაღალი ზნეობრიობის მქონე ქადაგებათა არქივი და არც წყევლათა და კურთხევათა მუზეუმი ანუ ყველაფერი, რასაც იესო ქრისტე იქმოდა უწინ - დღემდე იქმს: უყვარს ისინი, ვინც სხვას არავის უყვარს; შეუნდობს მათ, ვისაც ყველამ ზურგი შეაქცია; კურნავს სულიერ და ფიზიკურ სნეულებათაგან ისეთ ავადმყოფებს, რომელნიც, ფაქტიურად, განწირულნი არიან... მაგრამ ისევე, როგორც 2000 წლის წინ, ზოგჯერ ის კვლავ აწყდება უნაყოფო ხეს. მაგრამ ახლა უკვე იგი შეფოთლილია არა ძველი აღთქმისეული, არამედ ახალი აღთქმისეული ფოთლებით. მცნებებით, რომლებიც ზოგჯერ ფორმალურადაა აღიარებული, რადგან მათ ადამიანის გული არ შეუცვლიათ... ამიტომ ქრისტეს მიერ ლეღვის ხის დაწყევლა არის ისტორიასა და დროზე ამაღლებული გაფრთხილება ყველა თაობისადმი, შეგონება იმისა, რომ ლეღვის ხის ადგილზე შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. - See more at: http://orthodoxy.ge/tserili/pasukhebi/legvis_khe.htm#sthash.a23r6cW3.dpuf

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jul 9 2013, 05:51 PM

A.V.M

კეთილი და პატიოსანი
კითხვაც შემოგვთავაზე ბარემ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Jul 10 2013, 09:50 PM

და არამგონია მე რომელიმე კითხვა გამოვიცნო და ესეიგი კითხვები არ დავსვა? smile.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 11 2013, 12:15 AM

ციტატა
და არამგონია მე რომელიმე კითხვა გამოვიცნო და ესეიგი კითხვები არ დავსვა?

ჩვენი დროც მოვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2013, 07:38 PM

გავიხსენოთ ბალაამ მოგვისა და სახედრის ,,საუბარი.''
რა ფორმით მიმდინარეობდა ? მართლა სამეტყველო ბგერებს გამოსცემდა ვირი ? რატომ ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 15 2013, 11:58 PM

ცოტას გადროვებთ კიდევ...

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jul 16 2013, 10:01 AM

A.V.M

ციტატა
გავიხსენოთ ბალაამ მოგვისა და სახედრის ,,საუბარი.''
რა ფორმით მიმდინარეობდა ? მართლა სამეტყველო ბგერებს გამოსცემდა ვირი ? რატომ ?


ვირი ადამიანური ენით ამეტყველდა და ბალაამი ამლხილა. რადგან ბალაამმა უმოწყალოდ დაუწყო ცემა ვირს, რომელიც ანგელოზის ხილვით იყო შეჩერებული.
როგორ უნდა გავიგოთ სასწაული, რაც ბალაამის სახედარს შეემთხვა? რა თქმა უნდა ეს იყო ნამდვილი სასწაული და არა რაიმე ილუზია, ბალაამს რომ შეეძლო წარმოედგინა. წმ. მოციქული პეტრე ამაში საეჭვოს არაფერს ხედავს, როცა ამბობს, რომ უტყვი სახედარი ადამიანურად ამეტყველდა (2 პეტ. II, 6). მართლაცდა, თუკი გველს შეეძლო ლაპარაკი ევას შესაცდენად ეშმაკის ძალით, მით უფრო სახედარი შეიძლებოდა მიმხვდარიყო ღვთის ძალით ბალაამის უგუნურებას. არაჩვეულებრივ შემთხვევებში უფალი იყენებს არაჩვეულებრივ საშუალებებს თავისი სახელის სადიდებლად. აქ საქმე ეხებოდა მთელი ისრაელის ბედს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ უტყვი სახედარისთვის ბაგის გახსნა იყო უფრო ნაკლებ გასაკვირი, ვიდრე დაბნელება და უდრეკობა ბალაამისა.


კითხვა:
ბიბლიის მიხედვით ვინ იყო პირველი მღვდელი? (სრულად დავახასიათოთ იგი ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით, ვისი წინასახე იყო, მისი მსხვერპლის მნიშვნელობა და ა.შ)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2013, 03:24 PM

ციტატა(mekaje @ Jul 16 2013, 11:01 AM) *

კითხვა:
ბიბლიის მიხედვით ვინ იყო პირველი მღვდელი? (სრულად დავახასიათოთ იგი ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით, ვისი წინასახე იყო, მისი მსხვერპლის მნიშვნელობა და ა.შ)


მელქისედეკი ხომ არა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jul 17 2013, 04:04 PM

marine

ციტატა
მელქისედეკი ხომ არა? rolleyes.gif


დიახ smile.gif უფრო დაწვრილებით რას გვეტყვით მელქისედეკზე? rolleyes.gif kanonisti.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2013, 07:43 PM

mekaje

ციტატა
მართლაცდა, თუკი გველს შეეძლო ლაპარაკი ევას შესაცდენად ეშმაკის ძალით, მით უფრო სახედარი შეიძლებოდა მიმხვდარიყო ღვთის ძალით ბალაამის უგუნურებას

აი სწორედ აქაა ,,ძაღლის თავი.''
გველი პირდაპირი მნიშვნელობით ესაუბრებოდა ევას?

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jul 17 2013, 11:35 PM

A.V.M

ციტატა
აი სწორედ აქაა ,,ძაღლის თავი.''
გველი პირდაპირი მნიშვნელობით ესაუბრებოდა ევას?


გველის ბუნებისთვის არ არის დამახასიათებელი ლაპარაკი. გამომდინარე ამ გარემოებიდან, ასევე იქიდან, რომ სამოთხის გველი მოქმედებდა გონიერად და განზრახული გეგმით, ადამიანის დაღუპვის მიზნით, - ცხადდება, რომ ეს იყო არა უბრალო ცხოველი, არამედ მასში რაღაც უფრო დიდი არსება იმალებოდა და ამასთან ბოროტი და ღვთის მოწინააღმდეგე. ეს არსებაა _ ეშმაკი, რომელსაც გამოცხადებაში ეწოდება "გუელი დასაბამისაი", ხოლო სახარებაში: "კაცის მკვლელი დასაბამითგან".

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jul 17 2013, 11:51 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 6 2013, 01:07 PM) *

ბადრი

kiss1.gif
(არადა წინა თემა აფხაზის გახსნილი იყო...): 2kiss.gif

კითხვა-
კაპერნაუმში რომ ჩაუშვეს დავრდომილი სახურავიდან , ეგ ეპიზოდი ყველას მოგეხსენებათ .
რა ტიპის სახურავი იყო და როგორ ახადეს?

გიფსკარდონი ნაღდად არ ყოფილა და შენ რა იცი რა ტიპის სახურავი იყო? user.gif

ციტატა(mekaje @ Jul 17 2013, 04:04 PM) *

marine
დიახ smile.gif უფრო დაწვრილებით რას გვეტყვით მელქისედეკზე? rolleyes.gif kanonisti.gif

მელქისედეკზე ბიბლია დუმს და შენ რაღას მეტყვი blink.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jul 18 2013, 12:12 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
მელქისედეკზე ბიბლია დუმს და შენ რაღას მეტყვი


ბიბლიაში, კერძოდ პავლე მოციქულის ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში განხილულია მელქისედეკი, როგორც წინასახე ქრისტესი, როგორც ჭეშმარიტი მღვდელმთავრის სახე. ასევე ფსალმუნშიც არის წინასწარმეტყველური მითითება მაცხოვარზე: "შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა".

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 18 2013, 12:23 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
გიფსკარდონი ნაღდად არ ყოფილა და შენ რა იცი რა ტიპის სახურავი იყო?

ციტატა

მელქისედეკზე ბიბლია დუმს და შენ რაღას მეტყვი

თქვენნაირი მცოდნეები საიდან ვიქნებით აბა ბიბლიის.
სულ რაღაც 21 საუკუნეა რაც ვვარსებობთ მართლმადიდებლები , თქვენ კი თითქმის მთელი 200 წელი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2013, 04:09 PM

ციტატა(mekaje @ Jul 17 2013, 05:04 PM) *

marine
დიახ smile.gif უფრო დაწვრილებით რას გვეტყვით მელქისედეკზე? rolleyes.gif kanonisti.gif


დაახლოებით ერთი ის ვიცი, რომ იყო მღვდელი და ამავე დროს მეფეც rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2013, 03:16 PM

შეიძლება კითხვა დავსვა? smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 24 2013, 03:58 PM

ციტატა(marine @ Jul 24 2013, 03:16 PM) *

შეიძლება კითხვა დავსვა? smile.gif

უკვე დასვი biggrin.gif ახლს სვა რამე იკითხე tongue.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 24 2013, 06:25 PM

marine

ციტატა
შეიძლება კითხვა დავსვა?

გელი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2013, 03:06 PM

G_saxva
A.V.M
wub.gif wub.gif

იესოს შობისას ბაგაში რომელი ცხოველები იყვნენ?
rolleyes.gif



პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jul 25 2013, 09:34 PM

marine

ციტატა
იესოს შობისას ბაგაში რომელი ცხოველები იყვნენ?


ცხვრები? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2013, 12:38 AM

არა მარტო ცხვრები.
ხატებიდან მე , მსვილფეხა რქოსანი პირუტყვიც მახსოვს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2013, 03:41 PM

mekaje
A.V.M
a025.gif a025.gif

იესოს შობისას ბაგაში იყო ხარი და ვირი; ამითაც ასრულდა ესაიას წინასწარმეტყველება: „ხარმა იცის თავისი მფლობელი, და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის (მაცხოვარზე), ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს.“

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jul 26 2013, 03:41 PM

A.V.M

ციტატა
არა მარტო ცხვრები.
ხატებიდან მე , მსვილფეხა რქოსანი პირუტყვიც მახსოვს...


სახარებაში არ არის მითითებული და არც სადმე განმარტებაში შემხვედრია რომელი ცხოველები იყვნენ ბაგაში. ხატებზე კი ნამდვილად ცხვრების გარდა სხვა შინაური პირუტყვიც არის გამოსახული და ალბათ გადმოცემა არსებობს ასეთი, რის საფუძველზეც იქმნება ხატები.
ცხვრები იმიტომ ვიგულისხმე, რომ ბეთლემის შემოგარენში ცხვრებს აძოვებდნენ მწყემსები, რომელთაც უფლის შობის მახარებელი ანგელოზები გამოეცხადნენ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2013, 03:42 PM

mekaje

მარი, პასუხი უკვე დავწერე 2kiss.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jul 26 2013, 03:47 PM

marine

ციტატა
იესოს შობისას ბაგაში იყო ხარი და ვირი; ამითაც ასრულდა ესაიას წინასწარმეტყველება: „ხარმა იცის თავისი მფლობელი, და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის (მაცხოვარზე), ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს.“



აა, ძალიან საინტერესოა smile.gif და ეს რომელ განმარტებაშია?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2013, 03:53 PM

ციტატა(mekaje @ Jul 26 2013, 04:47 PM) *

marine
აა, ძალიან საინტერესოა smile.gif და ეს რომელ განმარტებაშია?


ეს სიტყვები ამოვიკითხე მართლმადიდებლურ ჟურნალ "თაბორში."

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 27 2013, 08:29 PM

რატომ დაარტყა მოსემ კლდეს 2-ჯერ კვერთხი?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2013, 03:16 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 27 2013, 09:29 PM) *

რატომ დაარტყა მოსემ კლდეს 2-ჯერ კვერთხი?


ნაკლები რწმენის გამო ხომ არა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 30 2013, 03:38 PM

marine
მეც ეგრე მახსოვს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 30 2013, 04:10 PM

marine
G_saxva
ნწუ...
ნწუ...

კაცს სახე უბრწყინავს არ დაგავიწყდეთ...როგორ შეიძება ნაკლები რწმენა ჰქონდეს...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 30 2013, 04:22 PM

A.V.M
არა და მე ეგრე მახსოვდა sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 30 2013, 04:32 PM

G_saxva

ციტატა
არა და მე ეგრე მახსოვდა

იმიტომ რომ ეგ აზრი მუსირებს...

სინამდვილეში კი ძალიან მარტივი პასუხია...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2013, 03:34 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 30 2013, 05:32 PM) *

G_saxva

იმიტომ რომ ეგ აზრი მუსირებს...

სინამდვილეში კი ძალიან მარტივი პასუხია...


დაგვიწერე, გურამ, პასუხი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 1 2013, 08:01 PM

marine

ციტატა
დაგვიწერე, გურამ, პასუხი

გაბრაზებული იყო და იმიტომ.
hello.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Aug 5 2013, 07:04 PM

სად ვნახო საპატრიარქოს მიერ თვითმკვლელობამიტევებულ ადამიანთა სია? (მაგ:გალაკტიონი, იაშვილი)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2013, 11:25 PM

qarizma2

ციტატა
სად ვნახო საპატრიარქოს მიერ თვითმკვლელობამიტევებულ ადამიანთა სია? (მაგ:გალაკტიონი, იაშვილი)

ეგეთი რამე არ არსებობს...ვერ ნახავ...

კითხვა გამაუშვით ხალხებო!!!

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Aug 6 2013, 12:10 AM

ციტატა
ეგეთი რამე არ არსებობს...

რაღაც არ მგონია პირველი ვიყო ვისაც ეს კითხვა მოსვლოდეს თავში biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 6 2013, 12:13 AM

qarizma2
არა არსებობს , და იყავი პირველი მერცხალი , გაზაფხულს მაინც ვერ მოიყვან...biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Sep 9 2013, 10:55 PM

ვის უთხრეს ეს სიტყვები? let my people go biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 9 2013, 11:42 PM

ბადრი
პეტრეს...biggrin.gif



ვინაა მსაჯულთა წიგნის ავტორი?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Sep 10 2013, 09:16 PM

A.V.M
პეტრესთვის არ უთქვამთ

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 10 2013, 10:18 PM

ბადრი
ფარაონს

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2013, 12:56 AM

ციტატა
ვინაა მსაჯულთა წიგნის ავტორი?


პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 11 2013, 12:59 AM

ეზრა?

ხვალე ჩავალ სახლში და მოგწერ. ახალი ქვეყნიერების თარგმანში მითითებულია biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2013, 01:01 AM

†სერგი†
ეზრა არაა...
(მესიჯი შენ მომწერე წეღან?)

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 11 2013, 02:31 AM

არა არ მომიწერია მე. მიკვირს არ მომწერე შე სექტანტო სხვა რამე წყარო ვერ ნახეო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2013, 02:06 PM

†სერგი†
ლოპუხინი წერს მსაჯულთა წიგნის განმარტების დასაწყისშივე...

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 11 2013, 09:10 PM

ციტატა
ლოპუხინი წერს მსაჯულთა წიგნის განმარტების დასაწყისშივე...


სამწუხაროდ არ მაქვს ლოპუხინი, არადა ვაპირებ ყიდვას მაგრამ ჯერ ერთი წიგნი მინდა და ვერ ვშოულობ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2013, 09:31 PM

†სერგი†
ინტერნეტში მოძებნე რუსულად...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 11 2013, 09:44 PM

ციტატა
ინტერნეტში მოძებნე რუსულად...


კომპში ძალიან მიჭირს კითხვა ძმა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2013, 08:18 PM

†სერგი†

ციტატა
კომპში ძალიან მიჭირს კითხვა ძმა.

მეც...biggrin.gif
სამოელ წინასწარმეტყველია...

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Sep 14 2013, 09:40 PM

აკაკი
მართალი ხარ smile.gif
http://www.youtube.com/watch?v=SP5EfwBWgg0

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 14 2013, 10:40 PM

†სერგი†
დასვი კითხვა არ გინდა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 24 2013, 01:36 AM

მე დავსვამ :
რისთვის იყო საჭირო , კანას-გალილეაში ის სარწყულები რომლებშიც წყალი ესხა?
(კონკრეტული პასუხი და არა - ,,წყლისთვის.'')

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 24 2013, 09:18 AM

ციტატა(A.V.M @ Sep 24 2013, 01:36 AM) *

მე დავსვამ :
რისთვის იყო საჭირო , კანას-გალილეაში ის სარწყულები რომლებშიც წყალი ესხა?
(კონკრეტული პასუხი და არა - ,,წყლისთვის.'')

ანუ იმ წყალს რისთვის იყენებდნენ მერე?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2013, 10:23 AM

ციტატა(A.V.M @ Sep 24 2013, 02:36 AM) *

მე დავსვამ :
რისთვის იყო საჭირო , კანას-გალილეაში ის სარწყულები რომლებშიც წყალი ესხა?
(კონკრეტული პასუხი და არა - ,,წყლისთვის.'')


უი, რა საინტერესო შეკითხვაა rolleyes.gif


პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Sep 24 2013, 09:00 PM

A.V.M

ციტატა
რისთვის იყო საჭირო , კანას-გალილეაში ის სარწყულები რომლებშიც წყალი ესხა?
(კონკრეტული პასუხი და არა - ,,წყლისთვის.'')


განსაბანელად იყენებდნენ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 25 2013, 02:39 AM

ჩავთვლი...

კითხვა!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2013, 11:48 AM

წმინდა იოანეს გამოცხადებაში რომელი ეკლესია იგულისხმება ფილადელფიის ეკლესიაში და რომელი - ლაოდიკიის ეკლესიაში?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 22 2013, 04:45 PM

marine
გამოცნობის შანსი არაა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2013, 11:08 AM

ციტატა(A.V.M @ Oct 22 2013, 05:45 PM) *

marine
გამოცნობის შანსი არაა...


სიკალულო a025.gif

ფილადელფიის ეკლესია არის საქართველოს ეკლესია, ხოლო ლაოდიკიის - რუსეთის...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 23 2013, 11:24 AM

marine
ვისი განმარტებით?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2013, 12:04 PM

ციტატა(G_saxva @ Oct 23 2013, 12:24 PM) *

marine
ვისი განმარტებით?


ვაიმე, არ მახსოვს გიო... unsure.gif ჟურნალ "კრიალოსანში" ეწერა...შენახული მაქვს, ვნახავ და დაგიწერ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 23 2013, 10:48 PM

მართლა მაინტერესებს რომელი სასულიერო პირი ფიქრობს ასე...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 24 2013, 09:18 AM

ციტატა(A.V.M @ Oct 23 2013, 10:48 PM) *

მართლა მაინტერესებს რომელი სასულიერო პირი ფიქრობს ასე...

გურამ პირველად გაიგე ასეთი განმარტებები თუ ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 24 2013, 11:15 PM

G_saxva
მაგის მეტს არაფერს ვიგებ ყოვედღე ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Oct 24 2013, 11:54 PM

marine

ციტატა
ფილადელფიის ეკლესია არის საქართველოს ეკლესია, ხოლო ლაოდიკიის - რუსეთის...

ციტატა
ჟურნალ "კრიალოსანში" ეწერა...შენახული მაქვს

და შენ:
A.V.M
როგორ უძლებ, როდესაც:
ციტატა
მაგის მეტს არაფერს ვიგებ ყოვედღე


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 25 2013, 01:26 AM

Giorgi Kadagishvili
ამ სფეროში ვარ რაც ცნობიერება მომივიდა და სანამ მექნება ვაპირებ ვიყო , ასე რომ უცხო ხილი არაა ეგეთი ,,მარგალიტები''.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2013, 10:35 AM

G_saxva
A.V.M

ბიჭებო, ვნახე...

ეს არის ათონის მთაზე წმინდა ათანასეს ლავარაში XVII-XVIII სს-ში მოღვაწე ბერის კირილოს ლავრიოტისის განმარტება.



ჟურნალი "კრიალოსანი" N4 2013


სტატია:

"მართლმადიდებლური სამყაროსა და მთელი მსოფლიოს გადამრჩენი, მაინც, სულ "პატარა საქართველო" იქნება"





ნუ, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Oct 25 2013, 01:54 PM

marine

ციტატა
ნუ, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ

მიბრძანდით გეთაყვა.
ციტატა
"მართლმადიდებლური სამყაროსა და მთელი მსოფლიოს გადამრჩენი, მაინც, სულ "პატარა საქართველო" იქნება"

აბა რუსეთიო?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2013, 02:07 PM

ციტატა(Giorgi Kadagishvili @ Oct 25 2013, 02:54 PM) *

marine

აბა რუსეთიო?


"14. ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა.

15. ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.

16. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან."


http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sruli/akhali/apokalips/apokalips-3.htm

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Oct 26 2013, 11:20 AM

marine

ციტატა
"14. ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა.

15. ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.

16. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან."

აა ეს რუსეთზეა? მერე მივწეროთ კირილს ძნელია?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 27 2013, 06:06 PM

შევცვალოთ სასაუბრო თემა .

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Oct 27 2013, 11:47 PM

აქ მომენატრა აქტიურობა...smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 27 2013, 11:48 PM

mari-mari15
მესამე ნაწილია ეს...

დასვი...

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Oct 27 2013, 11:49 PM

A.V.M
ჯერ გამომაცოცხლეთ თქვენ დასვით

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 27 2013, 11:50 PM

mari-mari15
შანსი არაა...
გელოდებით...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Oct 27 2013, 11:52 PM

ციტატა
A.V.M

არ გავაოფოთ და შენ დასვი, ახლანდელ სტუდენტს... მე გავიხსენებ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 27 2013, 11:59 PM

როგორც მანდილოსანს , გნებდები .

კარგით ბატონო .
შეგახსენებთ რომ , აღთქმული მიწის დაუფლების შემდეგ , იორდანიის ერთ მხარეს დარჩა- 2 ტომი და მანასეს ნახევარი - (ანუ 2,5 ტომი) , ხოლო დანარჩენი ტომებ მეორე მხარეს.

კატენებიან ბიბლიაში პირდაპირ წერია ორიგენეს განმარტება , თუ რისი ალეგორიული გამოხატულებაა რიცხვი – 2,5 .

დამისახელეთ თუ რა წერია კატენებიან ბიბლიაში ! რატომ 2,5 .

(მიახლოებით პასუხს ჩავთვლი)

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Oct 28 2013, 12:00 AM

ციტატა
როგორც მანდილოსანს , გნებდები .

აუ რამდენი საფიქრალი მომეცი ამ კითხვით, გადავხედავ ტვინში არქივსbiggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2013, 02:50 PM

რომელი სიტყვა ნიშნავს ძველ ებრაულად: "აჰა, უფალი და ადიდეთ იგი"?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 30 2013, 04:10 PM

marine
კითხვაა ჯერ დასმული მარინეს შეოვევეთ...

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Oct 30 2013, 08:38 PM

ა.ვ.მ ეგ იმ ამბავზეა მენაშეს ტომის ნახევარი იორდანეს 1 მხარეს რო დასახლდა და მეორე ნაწილი ამ ტერიტორიის მოსაზღვრე მხარეს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 31 2013, 12:31 AM

qarizma2
XO...
მანაშესთან ერთად რუბენ და გადის ტომი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2013, 02:16 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 30 2013, 05:10 PM) *

marine
კითხვაა ჯერ დასმული მარინეს შეოვევეთ...


უი, ბოდიში mellow.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Oct 31 2013, 04:02 PM

ორიგენე ამბობს რომ სისრულემდე ანუ 3-მდე ჯერ ბევრი აკლდათო?

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Oct 31 2013, 07:50 PM

ციტატა
უი, ბოდიში

ახლა მე გითმობ ასპარეზს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 31 2013, 10:52 PM

†სერგი†
მიახლოებითი პასუხია , მაგრამ ჩაგითვლი .
დასვი...

პოსტის ავტორი: nikanicka თარიღი: Nov 6 2013, 09:46 PM

ძველი აღთქმის რჯულში რატომ ისჯებოდა ადამიანი სიკვდილით ზოგიერთი ცოდვის გამო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 6 2013, 11:30 PM

nikanicka
ზოგად კითხვაზე ზოგადად ვუპასუხო თუ დაკონკრეტდები?

პოსტის ავტორი: nikanicka თარიღი: Nov 6 2013, 11:43 PM

ანუ მოსე როდესაც რჯულს აცნობდა ხალხს და სიკვდილით დასჯაზე რომ საუბრობს აი რატომ იყო ეს საჭირო იქნებ გამარკვიო მადლობელი ვიქნები smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 6 2013, 11:57 PM

nikanicka
ვრცელი თემაა და ზოგადად ვსაუბრობთ , თუმცა მთავარ შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება .

ეკლესიას , მისი დაარსების დღიდან ( ედემიდან) გააჩნია შეურიგებლური პოზიცია ცოდვის მიმართ .
ძველ აღთქმაში , რადგან გამოხსნა ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი , ცოდვა და ადამიანი რომელიც ამ ცოდვას სჩადიოდა , იყვნენ ერთნი და არ განსხვავდებოდნენ ერთმანთისგან . ანუ , ეკლესია ებრძოდა ცოდვას , ე.ი. იმ ადამიანს რომელიც ამ ცოდვას სჩადიოდა .

ახალ აღთქმაში კი უფრო ,, სრულყოფილი ეკლესია'' ებრძვის კვლავ და კვლავ ცოდვას , მაგრამ არა ადამიანს .

პოსტის ავტორი: nikanicka თარიღი: Nov 6 2013, 11:59 PM

A.V.M
გაიხარე მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 7 2013, 02:52 AM

კითხვა დასვას ასტამამ - (azazeli ) .
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2013, 02:11 PM

A.V.M

გურააამ, შეიძლება მე დავსვა შეკითხვა? rolleyes.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 7 2013, 03:07 PM

marine
დასვი მარინე არავინ არფერს არ კითხულობს და ..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2013, 03:14 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 7 2013, 04:07 PM) *

marine
დასვი მარინე არავინ არფერს არ კითხულობს და ..


გაიხარე a025.gif

წმინდა იოანე მახარებელმა რომელი წმინდანის კარნახით დაწერა თავისი სახარების მე-20 თავი? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2013, 02:14 PM

პასუხი იგვიანებს და ხომ არ დავწერო? smile.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Nov 12 2013, 09:21 PM

20 თავი? კარგი რა თავის თავზე ყვება პეტრესთან ერთად როგორ გარბოდა სამარხისკენ და ვისი კარნახი უნდა დასჭირვებოდა? მაგდალენას ამბავი კიდევ, თვითOნ მარიამმა მიუტანა მოწაფეებს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 13 2013, 01:18 AM

marine
თუ ისევ რომელიღაც გაზეთის რედაქტორმა დაწერა ეგ ,,განმარტება'' საერთოდ ნუ დაგვიწერ პასუხს... biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 13 2013, 09:23 AM

ციტატა(A.V.M @ Nov 13 2013, 01:18 AM) *

marine
თუ ისევ რომელიღაც გაზეთის რედაქტორმა დაწერა ეგ ,,განმარტება'' საერთოდ ნუ დაგვიწერ პასუხს... biggrin.gif

laugh.gif მე ფსონს ცამოვდივარ რომელიღაც გაზეთში ეწერა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2013, 03:20 PM

†სერგი†
A.V.M
G_saxva

ჩემო ძვირფასებო, ამჯერად წიგნში ამოვიკითხე biggrin.gif

წმინდა მარიამ მაგდალინელის კარნახით დაიწერა მე-20 თავი smile.gif

"წმინდა მარიამ მაგდალინელი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები)"

მართლმადიდებლური სერია "ნათელი ქრისტესი" N26 გვ. 37 smile.gif


მარტო წიგნებიდანაც ნუკი გამოიხედებით, ჟურნალ-გაზეთებიც იკითხეთ laugh.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Nov 13 2013, 05:42 PM

მეც ხშირად შემხვედრია მსგავსი რაღაცეები და მაგიტომ არ ვენდობი "წიგნებს", მარინე მითითებული არ იყო წყარო რაზე დაყრდნობით ამბობდა ამას ავტორი?

მეტი სიცხადისათვის გადავხედოთ თვითონ ტექსტს მეგობრებო..

იოანეს სახარება

თავი მეოცე

1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი.

2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს.

3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს.

4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.

5. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა.

6. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა.

7. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ.

8. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა.

9. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.

10. და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.

11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ

15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი.

13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს.

14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.

15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ.

16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს).

17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან.

18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.

19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!

20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით.

21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ.

22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა.

23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ.

24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.

25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ.

26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!

27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.

28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!

29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.

30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში.

31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2013, 01:57 PM

კიდევ ერთი შეკითხვა smile.gif

წმინდა ლუკა მახარებელმა ღვთისმშობლის რამდენი ხატი დაწერა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 02:04 PM

marine
2

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2013, 02:08 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 15 2013, 03:04 PM) *

marine
2


უი, არა, გიო smile.gif ბევრად მეტი...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 02:17 PM

marine
5

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 15 2013, 02:23 PM

ვერც ეხლა გაარტყი გიო. 4 ხატი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2013, 03:08 PM

G_saxva
qetevano
რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს... 70 smile.gif

2kiss.gif 2kiss.gif


პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 15 2013, 03:17 PM

marine
რა 70 მარინე. სად ნახე ეგ ინფორმაცია?
"ელეუსა", "ოდიგიტრია", "ორანტა" და "დეისუსი" შექმნა. ვრცლადაც მოგიყვებით თუ გინდათ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2013, 03:20 PM

ციტატა(qetevano @ Nov 15 2013, 04:17 PM) *

marine
რა 70 მარინე. სად ნახე ეგ ინფორმაცია?
"ელეუსა", "ოდიგიტრია", "ორანტა" და "დეისუსი" შექმნა. ვრცლადაც მოგიყვებით თუ გინდათ smile.gif


"საპატრიარქოს უწყებანის" ბოლო ნომერში წერია და განხილულია წმინდა ლუკას კიდევ ერთი დაწერილი ხატი "ადვოკატა", რომელიც ახლახანს აღმოაჩინეს იტალიაში, უძველეს მონასტერში. ძალიან საინტერესო სტატიაა და გაეცანი, ქეთ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 15 2013, 03:25 PM

marine

ციტატა
"ადვოკატა"

70 ღმრთისმშობლის ხატი დაწერაო ეგ წერია? . blink.gif ადვიკატა საერთოდ პირველად გავიგე, დავგუგლო აბა ერთი

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 03:25 PM

marine
მარინე ეს ჟურნალ გაზეთები გადაგვიყოლებს მთელ ფორუმს biggrin.gif
70 ხატი რომ დაეწერა მაგისი დროც არ ექნებოდა სხვას რომ თავი დავანებოთ.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 15 2013, 03:27 PM

ხან ქართულად ჩავწერე ხან რუსულად ხან ბერძნულად :/ არაფერი არაა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 03:30 PM

qetevano
70 არ არსებობს ნეტა ბეჭდვის დროს 0 ხოარ მიეწერათ შემთხვევით? 70 ხატის დაწერას დაახლოებით 30 წელი სულ მინიმუმ მოუნდეობდა მარტო ხატები რომ ეწერა და მეტი არაფერი გაეკეთებინა. ამდენი დრო მეეჭვება ჰქონოდა მარტო ხატების საწერად.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2013, 03:33 PM

https://www.facebook.com/pages/piligrimge/111343062275593?sk=map&activecategory=Photo&session_id=1333548421#!/notes/momlocveli-piligrim/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%9D/647765061942051

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 15 2013, 03:34 PM

G_saxva

ციტატა
70 არ არსებობს ნეტა ბეჭდვის დროს 0 ხოარ მიეწერათ შემთხვევით? 70 ხატის დაწერას დაახლოებით 30 წელი სულ მინიმუმ მოუნდეობდა მარტო ხატები რომ ეწერა და მეტი არაფერი გაეკეთებინა. ამდენი დრო მეეჭვება ჰქონოდა მარტო ხატების საწერად.

ეხლა თუ ვიპოვე რამე სტატია ლუკა მახარებლის ხატებზე ინტერნეტში, დავდებ ხატწერის თემაში. თუ არადა საღამოს ავკრეფავ ჩემი კონსპექტიდან. 70 ხატი მართლა შეუძლებელია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2013, 03:37 PM

qetevano
G_saxva

https://www.facebook.com/pages/piligrimge/1...647765061942051


ახლა გამახსენდა, ლუკა მახარებელზე სხვა ნომერშიც იყო სტატია და თუ იქიდან მახსოვს 70 ხატი, აუცილებლად ვნახავ.

ამასაც გაეცანით, ხალხო, არაჩვეულებრივი ხატია!!! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 15 2013, 03:41 PM

marine

ციტატა
https://www.facebook.com/pages/piligrimge/1...647765061942051

ფეიჯ ნოთ ფაუნდოოოო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2013, 03:43 PM

„მადლი ჩემგან შობილისა, ჩემითა მეოხებითა, იყოს ხატსა ამას თანა!“ ინტერვიუ "საპატრიარქოს უწყებანის" 7-13 ნოებერი 2013წ ნომერში
.November 13, 2013 at 2:20pmლუკა მახარებლის დაწერილი ღვთისმშობლის ხატის „ადვოკატა“-ს შესახებ გვესაუბრება საზოგადოება "მომლოცველი-პილიგრიმ"-ის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე თინათინ გამცემლიძე

_ ქალბატონო თინათინ, თქვენს ინტერნეტ-გვერდზე ვიხილეთ ღვთისმშობლის ძალიან საინტერესო ხატი, რომლის თაობაზეც გვსურს ვისაუბროთ. გვიამბეთ ამ ხატის წარმომავლობის შესახებ.



_ უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ამ ხატმა, რომელიც ორიოდე წლის წინ შემთხვევით ინტერნეტში აღმოვაჩინე, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მისით დავინტერესდი, როგორც მორწმუნე და ასევე, როგორც ხელოვნებათმცოდნე. გადავწყვიტე, მომეძია და გამომეკვლია მისი ისტორია.

როგორც აღმოჩნდა, ამ ხატს არა მარტო საქართველოში არ იცნობენ, 2007 წლამდე იგი თვით იტალიაში, სადაც იგი ბრძანდება, მორწმუნეებისა და მკვლევარებისთვის ნაკლებად ცნობილი იყო. იგი წარმოაჩინა ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა პაულ ბადემ თავისი პუბლიკაციით "ადვოკატი სიონიდან - რომის დაფარული საუნჯე". ხატის ისტორიას წავაწყდი გერმანულენოვან ვებ-გვერდზე. გავეცანი გერმანულ ჟურნალ „Die welt“-ის პუბლიკაციას. ეს საკმაოდ სერიოზული ჟურნალია და სტატიის ავტორიც მეტად კომპეტენტური პიროვნება და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მკვლევარია.

როგორც პაულ ბადე მოგვითხრობს, იგი წმინდა მიწაზე მოგზაურობისას ერთ მოხუც ხატმწერ ბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებზე ესაუბრა და მისგან შეიტყო, რომ წმინდა ლუკა მახარებლის ერთ-ერთი ხატის დედანი რომში ბრძანდება, ერთ-ერთ დედათა მონასტერში, მარიოს მთაზე. საგულისხმოა, რომ ეს სწორედ ის მთაა, რომელზეც 312 წლის 27 ოქტომბერს წმინდა კონსტანტინე დიდმა ცაზე ქრისტეს მონოგრამა იხილა. ბატონი ბადე მოგვითხრობს, რომ მან სცადა ამ ინფორმაციის მოძიება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც არქივებში, ვერც ისტორიულ წყაროებში, ვერც სამეცნიერო თუ პოპულარულ წიგნებში და ვერც ინტერნეტში ვერაფერს მიაკვლია. ხატის შესახებ მან მარტოოდენ ამ ბერის მონათხრობი იცოდა. ამიტომ ბადემ გადაწყვიტა, თავად გამგზავრებულიყო იტალიაში და მოეძიებინა ეს უძველესი ხატი. ამ მიზნით მკვლევარი იტალიაში გაემგზავრა. იქ ჩასულს თვით რომშიც გაუჭირდა რაიმე ცნობების მოპოვება წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილ ღვთისმშობლის ხატზე "ადვოკატა".

ბადემ ფეხით მოიარა ის მიდამოები, სადაც ბერის ცნობით დედათა მონასტერი უნდა ყოფილიყო და როდესაც მისი პოვნის იმედი გადაეწურა, მოულოდნელად მის წინაშე აღიმართა შეფარებულ ადგილზე მდგომი სავანე. მონასტერს ისეთი ადგილმდებარეობა აქვს და იგი ისე მოულოდნელად გამოჩნდება მისკენ მიმავალი ადამიანის თვალწინ, რომ ერთგვარ მისტიკურ შეგრძნებებს აღძრავს. მკაცრი ტიპიკონის გამო, მონასტერში შესვლა მხოლოდ გარკვეულ საათებში აღმოჩნდა შესაძლებელი, ამიტომ ბატონი ბადე მონასტრის ტაძარში მხოლოდ მეორე დღეს შეუშვეს. მან ეს საოცარი ხატი მონასტრის ტაძარში აღმოაჩინა. იგი ერთ-ერთი სარკმლის რკინის გისოსებს მიღმა ინახებოდა. გერმანელმა მკვლევარმა შეისწავლა ეს უძველესი ხატი და დარწმუნებით ამტკიცებს, რომ იგი წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატის დედანია!

პაულ ბადე სტატიაში აღწერს თავის განცდებს და შენიშნავს, რომ ასეთი ხატი მას ჯერ არსად უნახავს. საინტერესო ის არის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ უძველესმა ხატმა ბატონ ბადეს დანახვისთანავე სასწაული მოუვლინა. ხატთან მიეახლა თუ არა, მას მობილურზე დაურეკეს, ცხადია, ტელეფონი მაშინვე გათიშა. ბადეს რაღაც უსიამოვნო სადავო საქმე ჰქონდა, რომლის მოსაგვარებლად მას ადვოკატის აყვანა სჭირდებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ იმ წუთებში მოგვარდა მისი საქმე და ხატთან გათიშული ეს ზარი, ამ სადავო საქმის უადვოკატოდ მოგვარებას აცნობებდა... ბადემ შემდეგ შეიტყო, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ ხატს "ადვოკატა"-ს (`ადვოკატს) უწოდებდნენ. ასე აღასრულა „ადვოკატამ“ პირველი სასწაული პაულ ბადეს ცხოვრებაში.



_ როდის იხილეთ და მოილოცეთ პირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ადვოკატა" და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე?



_ როდესაც ამ ხატის არსებობის შესახებ შევიტყვეთ, გადავწყვიტეთ, რომში ჩასვლისთანავე მოგველოცა იგი. 2011 წლის დეკემბერში მომლოცველთა მცირე ჯგუფს მართლაც მოგვეცა ამის საშუალება და თაყვანი ვეცით ამ უდიდეს სიწმინდეს. დილაადრიან გავემართეთ მარიოს ბორცვისკენ და პაულ ბადეს მიერ მითითებული მარშრუტით მივადექით იმ დედათა მონასტერს, რომლის ადგილმდებარეობაც მართლაც ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნის, თითქოს სხვა განზომილებაში გადიხარ.

მონასტერს გალავანი აქვს გარშემორტყმული, რომელსაც რამდენმე კარი აქვს. მონასტერში მისულ მომლოცველებს ყველა კარი ჩარაზული დაგვხვდა. მშველელად ისევ „ადვოკატას“ მოვუხმეთ. მართლაც, მალე გამოჩნდა სასულიერო პირი, რომელმაც მონასტერში შეგვიყვანა. რომის მასშტაბებისთვის მონასტერი საკმაოდ მოკრძალებულია და ტაძარიც მცირეა. ადვოკატა ტაძრის მარჯვენა მხარეს დატანებულ სარკმელშია დაბრძანებული. მასთან ადამიანის სიმაღლეზე შეიძლება მიახლება, ერთადერთ ბარიერს მსხვილი რკინის გისოსები და მინა ქმნის.

ხატის დანახვისას უნებლიეთ გამახსენდა დიონისე არეოპაგელის სიტყვები ღვთისმშობელზე, რომლითაც მან პავლე მოციქულთან საუბრისას აღწერა დედა ღვთისასთან შეხვედრა. მინდა წაგიკითხოთ ეს ციტატა: „ღვთის წინაშე ვაღიარებ, დაუჯერებლად მიმაჩნდა, რომ გარდა მაღალი ღმერთისა, ასეთი ღვთაებრივი ძალითა და გასაოცარი მადლით აღსავსე სხვა ვინმეც იქნებოდა. ვერც ერთი ადამიანი ვერ გაიგებს იმას, რაც ვნახე და გულისხმავყავი არა მხოლოდ სულიერი, არამედ ხორციელი თვალით; მე ვიხილე ღვთივსახიერი და სიწმინდით ზეციურ სულებზე აღმატებული დედა იესო ქრისტესი, უფლისა ჩვენისა. ვიმოწმებ ღმერთს, რომელიც ქალწულის უპატიოსნეს საშოში იმყოფებოდა, რომ ხსოვნასა და ახლადგანათლებულ გონებაში შენი ღვთაებრივი სწავლანი დამარხული რომ არ მქონოდა, ქალწულს ღმერთად მივიჩნევდი და როგორც ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, თაყვანს ვცემდი მას. რადგან ადამიანური გონება ვერ შეძლებს, წარმოიდგინოს ღვთისთვის სათნო ადამიანზე გარდამოვლენილი ვერანაირი პატივი და დიდება, რომელიც იმ ნეტარებას აღემატება, რომლის გემოს ხილვის ღირსიც ვიქმენ მე, უღირსი. ვმადლობ ჩემს ღმერთს, ვმადლობ ყოვლადწმინდა ქალწულს, ვმადლობ მოციქულ იოანეს და შენ, რომელთაც ასეთი დიდი მადლი მიწყალობეთ“.

მართლაც, მხოლოდ მადლობის თქმა თუ შეეფერებოდა ამ წუთებს, რადგან მეც უზომოდ მადლიერი ვიყავი, რომ ამ წმინდა ხატის ხილვის ღირსი გავხდი. ამ წუთებს ყოველი გახსენებისას ხელახლა განვიცდი, როდესაც ხატზე დედა ღვთისმშობლის ნათელ, ქარვისფერ თვალებს შევცქერი.



_ რამდენადაც ვიცი, აპოკრიფებში შემონახულია დედა ღვთისმშობლის გარეგნობის აღწერა...



_ დიახ, და არა მარტო აპოკრიფულ ლიტერატურაში. ასევე არსებობს V საუკუნის ისტორიული წყარო, რომელიც ეპისკოპოს ეპიფანე კვიპრელის კალამს ეკუთვნის. იგი აღწერს მარადქალწულ მარიამის გარეგნობას. გადმოცემით, დედა ღვთისას ჰქონდა ხორბლისფერი სახის კანი, ნათელი ქარვისფერი თვალები, ზეთისხილის ფორმის გუგის ღიობი, მუქი დახრილი წარბები, თხელი ცხვირი და პატარა ვარდისფერი პირი. ეს აღწერილობა იმდენად ემთხვევა ხატზე გამოსახულ სახეს, რომ ადამიანი შეიძლება დაეჭვდეს, V საუკუნეში მოღვაწე ეპისკოპოსი, რომელსაც პირადად არ ენახა დედა ღვთისა, მართლაც ამ ხატიდან ხომ არ აღწერს მას.



_ საინტერესოა ამ ხატის ისტორია. როგორ მოხვდა იგი რომში ან სად ბრძანდებოდა ბოლო საუკუნეების განმავლობაში?



_ მოგეხსენებათ, რომი, სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერთან ერთად, გახლავთ ადგილი, სადაც შემორჩენილია უძველესი ადრექრისტიანული პერიოდის ხატები, რომლებიც ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობას გადაურჩა. როგორც ისტორიიდან ვიცით, იმ პერიოდში ძალიან ბევრი ხატი განადგურდა. ჩვენთვის უძვირფასესი ივერიის ღვთისმშობლის ხატიც ხომ სასწაულებრივად გადაურჩა ხატმებრძოლებს. არსებობს მრავალი გადმოცემა, რომ ზღვის ტალღებმა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მსგავსად, მრავალი ხატი გამორიყა. მრავალი მათგანი ზღვის მარილიანმა წყალმა მეტად დააზიანა. ამ გზით რომში ბევრი ხატი მიბრძანდა. "ადვოკატას" რომში ჩაბრძანებასთან დაკავშირებით არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა იგი სხვა ხატებთან ერთად აქ ზღვამ გამორიყა. ხატის დაფაც თითქოს ადასტურებს ამ ვარაუდს. იგი კუთხეებამოტეხილი, დაჭიანებული და გამოფიტულია. მკვლევარების ვარაუდით, მისი ასეთი მძიმე მდგომარეობა, შესაძლოა, გარკვეულწილად, ზღვის მარილიან ტალღებსაც უკავშირდებოდეს. თუმცა, როგორც შემდგომმა გამოკვლევებმა ცხადყო, არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ უკანასკნელი 1000 წლის განმავლობაში "ადვოკატა" რომსა და მის შემოგარენში ბრძანდებოდა. უფრო ადრინდელი პერიოდის შესახებ ადვოკატას ისტორია მხოლოდ გადმოცემით არის ცნობილი. საინტერესოა, რომ გადმოცემები ამ ხატის შესახებ 1656 წელს შეაგროვა და ქორონიკონში ჩაწერა კათოლიკე მონაზონმა დომენიკა სალომონამ... წმინდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ ეს ხატი სიონის მთაზე, საიდუმლო სერობის დარბაზში დაწერა. როგორც ცნობილია, წმინდა ლუკა მახარებელი წარმოშობით ელინისტური კულტურული წიაღიდან იყო, სადაც პორტრეტის ხელოვნება, იუდეურისგან განსხვავებით, საკმაოდ გავრცელებული და მიღებული იყო. ამიტომ წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატები ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოგვცემს პორტრეტულ მსგავსებას მათ პირველსახესთან. მოგვიანებით, ხატი წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა იერუსალიმიდან ეფესოში გადაასვენა. მოციქულის გარდაცვალების შემდეგ იგი კონსტანტინოპოლში დააბრძანეს, საიდანაც მოგვიანებით ევროპაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ხატი VIII საუკუნეში აღმოსავლეთიდან რომში ერთ წმინდა კაცს ჩაუბრძანებია.

X საუკუნეში პაპ სერგიუს III-მ "ადვოკატა"დიდი პატივით გადაასვენა სან ჯოვანი ინ ლათერნოს საკათედრო ტაძარში; მაგრამ ხატი არ დამორჩილდა და, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მსგავსად, თავადვე აირჩია თავისი ადგილსამყოფელი. "ადვოკატა" სასწაულებრივად დაბრუნდა იმავე ტაძარში, ღარიბ, მიუსაფარ დედებთან, სადაც იგი პირველად მიაბრძანეს, "სანტა მარია ტემპულუში", რომელიც რომის ერთ-ერთ უძველეს საყდრად მიიჩნევა. მოგვიანებით მონაზვნებმა ადგილი შეიცვალეს და ხატიც თან წააბრძანეს, სანტა მარია ტემპულოდან _ სან სისტოში.

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, სან სისტოს მონასტერში "ადვოკატა" 1931 წელს მიბრძანდა. აღსანიშნავია, რომ ამ მონასტერს ძალიან მკაცრი ტიპიკონი აქვს და საერო პირებს აქ იშვიათად უშვებენ. შესაძლოა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხატი თანდათანობით დაივიწყეს და 2007 წელს პაულ ბადემ იგი, ფაქტობრივად, ხელახლა აღმოაჩინა მორწმუნეთათვის.



_ ხომ არ არის ცნობილი სასწაულები, რომლებიც ამ ხატს უკავშირდება?



_ ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ეს ხატი უცნობმა მომლოცველმა იერუსალიმიდან ჩააბრძანა რომში, სადაც წმინდა აგატას სახელობის ტაძრის სიახლოვეს სამი კონსტანტინოპოლელი ძმა ტემპულო, სერვულო და ცერვულო, ცხოვრობდა. ტემპულუს ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, შეეძინა ეს ხატი. იგი ასეც მოიქცა და ტაძარში დააბრძანა. "ადვოკატას" მალე სასწაულები აღუსრულებია. ამ ტაძართან ცხოვრობდნენ კონსტანტინოპოლიდან გახიზნული მონაზვნები, ცოტა მოშორებით კონსტანტინოპოლელი ბერები. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხატი სასწაულებრივად გადაადგილდებოდა ხოლმე...

გადმოცემა მოგვითხრობს კიდევ ერთ დიდ სასწაულზე. ვნების შვიდეულში ხატი ფერს იცვლიდა და წითელ პარასკევს თითქმის უფერულდებოდა!

ასევე ცნობილია, რომ ამ ხატმა რომი და მისი მცხოვრებნი მრავალჯერ იხსნა შავი ჭირის ეპიდემიისგან.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ ხატს ადვოკატი, დამცველი, სწორედ მის მიერ გამოჩენილი დიდი მეოხების გამო ეწოდა.



_ თუ შეიძლება აღწერეთ "ადვოკატა".



_ "ადვოკატას"ხატზე ღვთისმშობელი მარტოა გამოსახული, ყრმა იესოს გარეშე. იგი ღვთისმშობლის მავედრებელი ხატების არქაულ ტიპს მიეკუთვნება. ეს ფაქტიც, შესრულების მანერასთან ერთად, მის სიძველეზე მიუთითებს. რადგან, როგორც ცნობილია, დედა ღვთისმშობელს ჩვილის გარეშე ეფესოს კრებამდე გამოსახავდნენ.იკონოგრაფიული თვალსაზრისით, ხატი წარმოადგენს "აგიოსორიტისას" ტიპს. იგი ტემპერათია შესრულებული ცაცხვის დაფაზე, რომლის ზომებია _ 71,5X42,5 სმ. ხატი ენკაუსტიკის ტექნიკით არის შესრულებული, კალკიან დაფაზე, ტილოს დატანების გარეშე. საინტერესოა, რომ X საუკუნის ისტორიკოსი და 130 წმინდანის ცხოვრების ავტორი სიმეონ მეტაფრასი გადმოგვცემს უტყუარ ცნობას იმის შესახებ, რომ მოციქულმა ლუკამ ღვთისმშობლის პირველი ხატი ცვილითა და საღებავით შეასრულა და დასძენს, ამ ხატს თაყვანს დღემდე ვცემთო. ენკაუსტიკის ტექნიკის წყალობით ხატს ფერების ჟღერადობა არ დაუკარგავს. ენკაუსტიკა, ანუ ცვილოვანი საღებავით ხატვა, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან რთული და ძვირად ღირებული ტექნოლოგიაა. VII საუკუნიდან მისი ცოდნა დაკარგულად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარეობს მისი აღორძინების მცდელობები. საინტერესოა, რომ ეს ხატი ყველაზე მეტად XIX საუკუნეში აღმოჩენილ ფაიუმის პორტრეტებს ენათესავება, რომლებიც ასევე ენკაუსტიკის ტექნოლოგიით არის შესრულებული და I-IV საუკუნეებით თარიღდება. ამგვარად, ტექნიკის მხრივ გამოკვეთილი კავშირები ფაიუმის პორტრეტებთან ხატის სირიულ-პალესტინურ წარმომავლობაზე მიუთითებს. ხატის დაფა სიძველისგან ძლიერ შელახულია, მხოლოდ სახე და ხელების ნაწილია გადარჩენილი.

მარიამის ხორბლისფერ სახესა და მარჯნისფერ პატარა ზომის ტუჩებზე თმის ღეროს მსგავსი ბზარები და რესტავრაციის ნაკვალევი შეიმჩნევა. ღვთისმშობლის გამოსახულება ოდნავ მარჯვნივ არის მიბრუნებული, სახით მნახველისკენ, ხელები მარცხნივ, მავედრებელ პოზაში აქვს აპყრობილი, ცალი ხელი მკერდის სიმაღლეზეა, მეორე კი უფრო მაღლა, მხრის სიმაღლეზე. მისი ღრმა, გულში ჩამწვდომი გამოხედვა, მარჯნისფერი ტუჩები, შეფაკლული ლოყები, შესამჩნევად მოგრძო ცხვირი და, რაც მთავარია, ამ ხატში პორტრეტის განსაცვიფრებლად ცოცხალი გადმოცემა, ფაიუმის უძველეს ნიმუშებს მოგვაგონებს. თუმცა, არც ერთი მათგანი არ შემოგვცქერის ასე ლმობიერად და ასეთი სიყვარულით. სამწუხაროდ, ცაცხვის ხის დაფა იმდენად დაზიანებულია და ჭიით შეჭმული, რომ მისი ზუსტი ასაკის განსაზღვრა შეუძლებელია. ხელოვნებათმცოდნეებმა "ადვოკატას" ხატი 1960 წელს გულმოდგინედ შეისწავლეს და რესტავრაცია ჩაუტარეს. მაგრამ ვინაიდან ხატს ზურგის მხარეს სპილენძის ფირფიტა იჭერს დაშლისაგან, მისთვის რენტგენის გადაღება შეუძლებელი აღმოჩნდა.



_ ქალბატონო თინათინ, განმარტეთ, რას ნიშნავს იკონოგრაფიული ტიპი "აგიოსორიტისა"?



_ "აგიოსორიტისა" არის იკონოგრაფიული ტიპი, რომელიც უკავშირდება კონსტანტინოპოლში, ერთ-ერთ უძველეს ტაძარში დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს. ამ ტაძარში უძველესი დროიდან ინახებოდა დედა ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყელი, რომელიც ძვირფას ლუსკუმაში იყო ჩაბრძანებული (ბერძნული სიტყვა „სოროს“ ნიშნავს ჩასაბრძანებელს, ლუსკუმას); სწორედ აქედან მომდინარეობს ტაძრის და ამ ხატის სახელწოდებაც _ „აგია სოროს“. თუმცა, ამ ტაძრის ოფიციალური სახელწოდებაა „Chalkopra -tissia“; იგი უკავშირდება კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბნის დასახელებას, სადაც ოქრომჭედლები ცხოვრობდნენ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, "ადვოკატას" ხატი მავედრებელი ტიპის ღვთისმშობლის ხატია. ეს სპეციფიკური იკონოგრაფიული ტიპი კავშირშია დეისუსის (ვედრების) სცენასთან. ვედრების ხატზე, მოგეხსენებათ, ღვთისმშობელი მავედრებელ პოზაში დგას ტახტზე მჯდომი ქრისტეს წინაშე და, როგორც წესი, ის წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად არის გამოსახული. ყველაზე ახლოს კი ის თავისი სახელითა და შინაარსით ახლოს დგას ე. წ. პარაკლისას-თან, რადგან ლათინური სახელწოდება "ადვოკატა" სწორედ ბერძნულის მსგავსად, მცველის, მეოხის, მფარველის შესატყვისია, იმ განსხვავებით, რომ პარაკლისისას ხატებში ღვთისმშობელი გამოსახულია ხელში გრაგნილით. აღსანიშნავია, რომ ადვოკატა ლათინურად არის დასათაურებული.

მას ჰმოსია მონაცრისფრო, პორფირი, ანუ მეწამული ფერის სამეუფეო სამოსელი _ ე.წ. მაფორიუმი. ძლიერი დაზიანებების მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი მას მთელ სხეულზე ეხვეოდა და მარცხენა მხართან იკვრებოდა. ქსოვილის ნაოჭების ადგილი ძალიან ნატურალურადაა გადმოცემული, ალაგ-ალაგ აბსტრაქტული გაღიავებითა თუ გამოთეთრებით. მაფორიუმის შიდა მხარე კი გაცილებით მუქადაა დეფინირებული, თითქმის შავი ფერით. მაფორიუმის შიგნით, მარცხენა ყურის მხარეს, მოჩანს თეთრი თავსაბურავი, რუხი ხაზებით. შუბლზე გამოსახულია ოქროსფერი ჯვარი; არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ ეს ჯვრები მეორდება მხრებზე, როგორც ეს მიღებულია ხოლმე ღვთისმშობლის სხვა ხატებზე. ესეც ამ ხატის არქაულობაზე მიუთითებს. ჯვრის ოქროს ფირფიტას ამკობს ბერძნული წარწერა _ IC/XC/NI/KA. გარდა ამისა, შემოჩენილია მარცხენა სამკლაურის დეკორაციული მანჟეტის მხატვრობის ფრაგმენტი, ოქროსფერ ფონზე წითელი ელიფსური მოყვანილობის ქვის, ყვავილის მოხაზულობის ფორმის გამოსახულება, გარშემო 10 მარგალიტით შემკული. ხელები დაფარულია ოქროს ფირფიტებით, მარცხენა ხელის ოქრომჭედლური სამკლაური იმეორებს მარჯვენა ხელის მანჟეტის შემორჩენილ მხატვრობას. ორივე ოქროს ხელის შუა თითზე ძვირფასი თვლებით შემკული ბეჭედია, რომელიც, როგორც ჩანს, მხატვრობაში იყო გამოსახული. იმ ეპოქის გათვალისწინებით ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობდა ოქროს დიადემაც, რომლის კვალიც განსაკუთრებით კარგად ჩანს ხატის რესტავრაციამდელ ფოტოზე. ხატის ფონი მთლიანად ოქროსფერია, ხოლო შარავანდედი მცირე წრეების ორმაგი არშიით იკვეთება. წრეების არშია დატანებულია ასევე ხატის ჩარჩოს გარშემოც. თავის დროზე ხატს ჰქონდა საკუთარი მოხატული ჩარჩო, რომელიც მხოლოდ ზედა მხარეს არის შემორჩენილი. იგი იყო მუქი მწვანე ფერისა, თეთრი ელემეტებით; ღვთისმშობლის მარჯვენა ხელის თითების გამოსახულება ჩარჩოს შუა ადგილზე კვეთს და არშიაზე გადადის...



_ ამჟამად რამდენად ცნობილია ქრისტიანული სამყაროსთვის "ადვოკატას" ისტორია?





_ 2012 წლის დეკემბერში რომის პალაცო ვენეციის მუზეუმში მსოფლიო დონის გამოფენა მოეწყო. სწორედ მაშინ ფართო საზოგადოების წინაშე წარდგა რომსა და ლაციოს მხარის სასწაულთმოქმედი ხატები და მათ შორის პირველად გამოჩნდა "ადვოკატაც".

გამოფენის კატალოგები "ადვოკატას" სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ: "Madonna advocata“,„Madonna di san Luca“, „Madonna del monasterium Tempuli", „Madonna di san Sisto, "Nostra Sig no ra del Ro sa ro“. ევროპის ცნობილ გაზეთებში გაჩნდა პუბლიკაციები სენსაციური სათაურებით: „ადვოკატა" იპყრობს რომს!“ ამ უძველესმა ხატმა მნახველზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც აღმოჩნდა, "სანტა მარია არა კოელისა" და "სან ალესიოს" დიდ ტაძრებში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცნობილი ხატები სწორედ "ადვოკატას"გვიანდელი ასლები ყოფილა. დედანი კი დღემდე საკუთარი სურვილით არ ტოვებს რომის გარეუბანში არსებულ პატარა მონასტერს, რომელიც თავადვე გამოირჩია თავის სამყოფლად.



_ იმედი მაქვს, რომ ეს ინტერვიუ ქართველ ხატმწერებს შთააგონებს, დაწერონ "ადვოკატას" ასლი, რათა მისი მადლი ჩვენს ქვეყანასაც მოეფინოს...



_ მინდა გახაროთ, რომ ამ ხატის პირველი ასლი უკვე იწერება და როგორც ჩვენი საზოგადოების საქმიანობის, სიწმინდეების მოძიებისა და მომლოცველობის მფარველი, გვსურს პირველად იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ვუსახსოვროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თბილი ხატი ძალიან შეუყვარდებათ საქართვლოში "ადვიოკატა" თავისი ხასიათით ხომ ასე ახლოსაა ივერიის ღვთისმშობელთან.

გადმოცემით ცნობილია, რომ დედა ღვთისმშობელი წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილ ხატებს ურთავდა თავის ლოცვა-კურთხევას: „მადლი ჩემგან შობილისა, ჩემითა მეოხებითა, იყოს ხატსა ამას თანა!“

ესაუბრა მარიამ გაგუა









პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 03:44 PM

marine
ჩემთან კი ფაუნდ მარა აქ არ წერია 70 ხატიო ohmy.gif ეგეთი არაფერი წერია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2013, 03:44 PM

http://imageshack.us/photo/my-images/28/igb2.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 15 2013, 03:45 PM

რა 70 ხატი კაცო...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 15 2013, 03:45 PM

marine
გავარკვევ მაგას ნანა ბურჭულაზესთან. მაგაზე კარგად ვის ეცოდინება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2013, 03:47 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 15 2013, 04:44 PM) *

marine
ჩემთან კი ფაუნდ მარა აქ არ წერია 70 ხატიო ohmy.gif ეგეთი არაფერი წერია.


მაშინ მეორე სტატიაში ვნახავდი, რომელიც ასევე წმინდა ლუკაზეა. ვნახავ და მივუთითებ ჟურნალის ნომერს.

ციტატა(A.V.M @ Nov 15 2013, 04:45 PM) *

რა 70 ხატი კაცო...
biggrin.gif

biggrin.gif გურამ, შავით თეთრზე ეწერა laugh.gif ნუ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენ ხომ ჟურნალ-გაზეთებს არ ცნობთ laugh.gif a025.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 03:48 PM

ისე მაგათ რედაქტორი არ ყავთ? ამდენი შეცდომა რა ამბავია რომ იპარება? შეიძლება 70 ასლი იყოს რომელიმე ხატის biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2013, 03:53 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 15 2013, 04:48 PM) *

ისე მაგათ რედაქტორი არ ყავთ? ამდენი შეცდომა რა ამბავია რომ იპარება? შეიძლება 70 ასლი იყოს რომელიმე ხატის biggrin.gif


"საპატრიარქოს უწყებანში" ჩვენი ცქნაფო მუშაობს და მაგას ვკითხოთ smile.gif

A.V.M
qetevano
G_saxva

ვაიმე, ეს ბავშვები როგორ მიყვარს!!!!!!!!! a025.gif a025.gif a025.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 16 2013, 02:22 AM

marine
რომელ ნომერში იყო მითხარი , ჯერ ჟურნალში ვნახავ როგორ წერია და დიდ ცქნაფოს შემდეგ მივწერ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2013, 02:20 PM

ციტატა(A.V.M @ Nov 16 2013, 03:22 AM) *

marine
რომელ ნომერში იყო მითხარი , ჯერ ჟურნალში ვნახავ როგორ წერია და დიდ ცქნაფოს შემდეგ მივწერ...
biggrin.gif


"საპატრიარქოს უწყებანი" N36, 2013 გვ. 5 "წმინდა ლუკა მახარებელი" smile.gif

პოსტის ავტორი: nikanicka თარიღი: Dec 10 2013, 10:41 PM

დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება ხომ არ გაქვთ ვინმეს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 10 2013, 11:47 PM

nikanicka
რუსულად გაწყობს ?

პოსტის ავტორი: nikanicka თარიღი: Dec 10 2013, 11:58 PM

A.V.M
რუსული არც ისე კარგად ვიცი მაგრა რამის გაგებას მაინც ვეცდები. ისე ანუ ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ ანუ რომელ პერიოდზეა ეს წინასწარმეტყველება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 11 2013, 12:04 AM

nikanicka
ქართულად არ არსებობს განმარტება .
ცოტა კონკრეტულად მითხარი , რომელი მუხლი გაინტერესებს...

პოსტის ავტორი: nikanicka თარიღი: Dec 11 2013, 12:07 AM

A.V.M
ანუ თუ სხვადასხვა პერიოდებზეა წინასწარმეტყველება მაშინ აზრი არ აქვს ესე ცალ ცალკე რო გკითხო, მეთქი იქნებ ყოფილიყო განმარტება ქართულად

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jan 23 2014, 06:19 PM

რატომ ეძახდნენ თომა მოციქულს ,,მარჩვიბს"?

პოსტის ავტორი: nikanicka თარიღი: Jan 23 2014, 09:18 PM

21-ე ფსალმუნის განმარტება ხომ არ აქვს ვინმეს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2014, 10:52 PM

ჩვენს ბიბლიოთეკაში ნახე აბა , ფსალმუნთა განმარტება ატვირთული გვაქვს და არ მახსოვს ეგ თუ არის .

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jan 24 2014, 12:28 AM

მე აქ კითხვის დასმისას მისამართი ხო არ შემეშალა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 24 2014, 12:33 AM

qarizma2
დასვი და გავაგრძელებთ ...

პოსტის ავტორი: nikanicka თარიღი: Jan 24 2014, 09:12 PM

A.V.M
"1-50 ფსალმუნის განმარტება" აქ რო შევდივარ მარტო მე-8 ფსალმუნამდეა და PDF-ს რო ვიწერ მერე ფონტებს ვერ ხედავს და 8-ზე მეტი არ არის?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 24 2014, 10:29 PM

nikanicka
აქ ვერ ვნახე ვერც მე .
სხვა განმარტება მაქვს , უფრო მეტად ადვილად გასაგები ენით დაწერილი. სურათი რომ გადავუღო და ავტვირთო , გაწყობს ?

პოსტის ავტორი: nikanicka თარიღი: Jan 24 2014, 11:56 PM

A.V.M
კი მაწყობს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 25 2014, 12:04 AM

nikanicka
http://church.ge/index.php?showtopic=10096&pid=743456&st=0&#entry743456

ამ თემაში დავდებ პასუხს .

პოსტის ავტორი: nikanicka თარიღი: Jan 25 2014, 12:10 AM

A.V.M
კარგი, მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jan 27 2014, 03:47 PM

ციტატა
რატომ ეძახდნენ თომა მოციქულს ,,მარჩვიბს"?


პ.ს ამას წინათ ერთ რაღაცაში წავიკითხე გერგეტობას სიყვარულის დღე არისო, ხოდა მაინტერესებს რამდენად მართალია ეს ამბავი და თუ მართალია, საიდან გამომდინარეობს?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 27 2014, 04:28 PM

qarizma2
ტყუპის ცალი იყო თუ სწორედ მახსოვს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 28 2014, 04:53 PM

მარჩბივი ტყუპის ცალს ნიშნავს .
კითხვას დასვამთ თუ დავსვა ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 28 2014, 04:58 PM

A.V.M
დასვი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 28 2014, 05:06 PM

სახარებაში ხშირად ამბობს უფალი :
,, ამენ , ამენ გეტყვი ... ''

რატომ ამბობს ამ სიტყვას ორჯერ ?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 28 2014, 10:03 PM

A.V.M
თანახმა მივიღო დამსახურებული ბანი,ან რამე სადამსჯელო ღონისძიებეა, მაგრამ ეს უნდა დამედო
https://www.youtube.com/watch?v=kd3zJwnyPn0#t=87

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 29 2014, 01:34 AM

tamuna m
ნუ აოფებ სენატორო !
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 29 2014, 09:31 AM

ციტატა(tamuna m @ Jan 28 2014, 10:03 PM) *

A.V.M
თანახმა მივიღო დამსახურებული ბანი,ან რამე სადამსჯელო ღონისძიებეა, მაგრამ ეს უნდა დამედო
https://www.youtube.com/watch?v=kd3zJwnyPn0#t=87

ამენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 30 2014, 11:40 PM

კითხვაზე იფიქრეთ თქვენ ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 31 2014, 09:29 AM

A.V.M
გურამ ცოტა ადვილი კითხვედი დასვი ხოლმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2014, 01:18 AM

G_saxva
სემინარიელებს დაველოდოთ აბა ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Feb 1 2014, 01:30 AM

ჩვენ ახალი აღთქმის წმ. წერილს თუ გადავხედავთ არც თუ ისე იშვიათად შევნიშნავთ სიტყვებს: ,,ამენ ამენ გეტყვით თქვენ'' ან ,,ჭეშმარიტად ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ'' ეს მიმანიშნებელია იმისა რომ მაცხოვარი რაღაცა განსაკუთრებულის თქმას აპირებს ანუ ამით ის ხაზს უსმევს იმას რომ იგი რაღაცა განსაკუთრებულის თქმას აპირებს აღნიშნული სიტყვების შემდგომ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2014, 01:32 AM

მართალია , მაგრამ ოდნავ შეავსე უფრო .

(მინიშნება-
1-თოდუას კონსპექტებში ვნახე ,
2-გამოცხადებასთანაა პარალელი .

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Feb 1 2014, 11:47 AM

ორმაგი წარმოთქმა დასტურისა ან უარყოფისა შემთხვევით ებრაეული ენისათვის დამახასიათებელი ფორმა ხომ არ არის გურამ?

ციტატა
ჩვენ ახალი აღთქმის წმ. წერილს თუ გადავხედავთ არც თუ ისე იშვიათად შევნიშნავთ სიტყვებს: ,,ამენ ამენ გეტყვით თქვენ'' ან ,,ჭეშმარიტად ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ'' ეს მიმანიშნებელია იმისა რომ მაცხოვარი რაღაცა განსაკუთრებულის თქმას აპირებს ანუ ამით ის ხაზს უსმევს იმას რომ იგი რაღაცა განსაკუთრებულის თქმას აპირებს აღნიშნული სიტყვების შემდგომ.



ვაჯკაც ერთი გამონათქვამის მოყვანა მაინც შეგიძლია სახარებიდან სადაც მაცხოვარი რამე "განსაკუთრებულს" არ ამბობს?! tongue.gif smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2014, 01:25 PM

†სერგი†
გამოცხადებასთან გაავლეთ პარალელი სემინარისტებო !
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Feb 5 2014, 12:52 AM

მარჩვიბს იმიტო ეძახდნენ რო ქრისტეს გავდა ძალიან თომა (სადღაც წავიკითხე ამას წინათ)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 5 2014, 02:01 AM

qarizma2
მარჩბივი კი არა , ამინზე იფიქრე ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 8 2014, 01:52 AM

კარგით .
გამოცხადებაში წერია რამდენიმე ადგილზე : ,, ამას ამბობს ამინი !'' ამასთან უნდა დაგეკავშირებინათ .

ოკ .
დასვამთ თუ კიდევ მე დავსვა ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 10 2014, 09:27 AM

A.V.M
დასვი .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 11 2014, 01:42 AM

გამომრჩა წეღანდელ კითხვაზე კიდევე ერთი - ორ გზის ამინი ნიშნავს , რომ ამით ისპობა ყოველგვარი სიმბოლიზმი იმ ფრაზაში .

კითხვა - სასწაულებრივი დაპურება კი გახსოვთ ყველას . ის პურები , რისგან იყო დამზადებული ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 11 2014, 09:54 AM

A.V.M
ფქვილისგან biggrin.gif ანუ მცენარეს გულისხმობ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2014, 12:02 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 11 2014, 02:42 AM) *

გამომრჩა წეღანდელ კითხვაზე კიდევე ერთი - ორ გზის ამინი ნიშნავს , რომ ამით ისპობა ყოველგვარი სიმბოლიზმი იმ ფრაზაში .

კითხვა - სასწაულებრივი დაპურება კი გახსოვთ ყველას . ის პურები , რისგან იყო დამზადებული ?


ზეციური მანანისგან? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 11 2014, 03:48 PM

marine
არამგონი,ა ეგ მოსეს დროს იყო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 12 2014, 01:23 AM

ერთ-ერთ მარცვლეულ კულტურაზეა საუბარი ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 12 2014, 09:24 AM

A.V.M
ქერი?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2014, 03:38 PM

A.V.M

გვაღირსე, გურამ, პასუხი, ნუ გვაგლახავებ smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 12 2014, 04:06 PM

marine
საღამომდე მოვითმენ .

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2014, 04:15 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 12 2014, 05:06 PM) *

marine
საღამომდე მოვითმენ .

laugh.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2014, 10:43 AM

A.V.M
mpua.gif გვაღირსე, გურამ, პასუხი და მეც მაქვს შეკითხვა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Feb 18 2014, 09:22 PM

A.V.M
ე ბიჯო biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 19 2014, 12:23 AM

არ დაგისვამთ კიდევ კითხვა ?
კარგით მე დავსვამ .

დავითისა და ბერსაბეს ეპიზოდი ყვეას გახსოვთ , ისიც გახსოვთ რომ დავითმა დაინახა იგი ბანიდან , როდესაც ბანაობდა :

კითხვა - სად ბანაობდა ბერსება ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 19 2014, 09:38 AM

A.V.M
გურამ წინა კითხვის პასუხი არ დაგიწერია მეორე კითხვას სვავ ეგრე როგორ შეიძლება. გადახედე ჩვენ პოსტებსაც.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 21 2014, 12:52 AM

უი .... პარდონ ... დამავიწყდა ...

ქრთილის პურები იყო ( ქერსაც ჩავთვლიდი)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 21 2014, 08:53 AM

ციტატა
( ქერსაც ჩავთვლიდი)

მერე მე რა დაგიშავე? ხომ გკითხე ზემოთ ქერი ხომ არაა თქო და პასუხიც არ გამეცი. გურამ ჩვენ პოსტებს არ კითხულობ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 21 2014, 10:50 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 19 2014, 12:23 AM) *

კითხვა - სად ბანაობდა ბერსება ?

ლახანკაში rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 21 2014, 05:08 PM

terra
ტერიტორია იგულისხმევა კითხვაში და არა საგანი .

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 21 2014, 05:45 PM

ნუ, სახლის ეზოში, როგორც მახსოვს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 21 2014, 11:09 PM

terra
კი მაგრამ . დავითი იყო სამეფო სასახლეში .
ბერსაბე სად ცხოვრობდა ?
საიდან მოხვდა სასახლეში ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2014, 01:22 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 22 2014, 12:09 AM) *

terra
კი მაგრამ . დავითი იყო სამეფო სასახლეში .
ბერსაბე სად ცხოვრობდა ?
საიდან მოხვდა სასახლეში ?


ერდო-ბანზე გამოვიდა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2014, 02:37 AM

ციტატა

ერდო-ბანზე გამოვიდა

ბერსაბეს სასახლეში რა უნდოდა ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 25 2014, 09:59 AM

ციტატა
ბერსაბეს სასახლეში რა უნდოდა ?

გურამ რა არის ერთ კითხვას რამდენი კითხვა მოაყოლე სხვასაც აცალე იქნება უნდა რომ დასვას? ohmy.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2014, 10:39 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 25 2014, 03:37 AM) *

ბერსაბეს სასახლეში რა უნდოდა ?


ვაიმე, დავიბენი rolleyes.gif გურამ ხელახლა დასვი რა კითხვა..

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 25 2014, 01:14 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 25 2014, 02:37 AM) *

ბერსაბეს სასახლეში რა უნდოდა ?

სასახლეში კი არა, მეზობელი სახლის ბაღში ბანაობდა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2014, 05:40 PM

G_saxva
დასვას მერე ვინ უშლის , არავინ რომ არ სვამს , მაგიტომ დავიწყე მე . terra

ციტატა
სასახლეში კი არა, მეზობელი სახლის ბაღში ბანაობდა.

მეზობელი სახლის ბაღჩაში ? წყარო ?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 25 2014, 07:46 PM

A.V.M
რა შეგვჭამე კაცო, სად იყო აბა, საუნაში?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 4 2014, 11:19 PM

UI...
ეს კითხვა უპასუხო ყოფილა .
მოკლედ , ბერსაბე ბანაობდა სასახლის ტერიტორიაზე და ეს დაწინაურებული მდგომარეობა გამოიწვია იმან , რომ მამამისი იყო , გავლენიანი პიროვნება და სასახლის კართან დაახლოებული .

კითხვა :
რა ერქვა იმ მათრახს , იესოს რომლითაც სცემდნენ ?biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 5 2014, 09:30 AM

A.V.M
შოლტი ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 6 2014, 12:30 AM

G_saxva
ნწუ...
ლათინური სახელია , როგორც მახსოვს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 20 2014, 02:01 PM

რატომაა მიძინებული ეს თემა ?

ფლაგრუმს ჩავთვლიდი სწორ პასუხად...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 20 2014, 02:11 PM

A.V.M
დასვი კითხვა გურამ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 20 2014, 10:03 PM

რატომ ეკითხება ქრისტე , აღდგომის შემდეგ პეტრეს - ,,გიყვარ მე'' 3 გზის ?

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 20 2014, 11:28 PM

-მასწ,მასწ ვიტყვი jump.gif jump.gif jump.gif 3 ჯერ ხო უარყო...
(ვაღიარებ შEნი სკოლაა) opaa.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 21 2014, 01:29 AM

iohanan
ყოჩაღ ! biggrin.gif
ფორუმის კანონმდებლობით , ვინც პასუხს იგებს , ისვე სვამს კითხვას . ამიტომ დასვი ახლა , რომელიმე ბიბლიური მოვლენის შესახებ კითხვა , რომელიც გაინტერესებს და შევეცდებით ვუპასუხოთ .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 22 2014, 05:21 PM

ოოო დიდი პატივია,აქამდე მუქთად რომ ვსვამდი კითხვებს...???

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 22 2014, 09:31 PM

iohanan
ამის მერეც დავსი , უბრალოდ ამ თემაში , ამგვარი რეგლამენტია .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 23 2014, 09:11 AM

iohanan
ველით კითხვას smile.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 23 2014, 07:37 PM

მოკლედ,ბევრი ვეძებე და ზუსტად იამს ვერ მივაგენი რაც მინდოდა(ეკელესიაში წაიკითხეს კვირას, მარხვის წინა დღეს და ზუსტად იმ სიტყვებს ვერ მივაგენი),ეს ვნახე ძლივს,აზრი ერთია

"თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე."
ლუკა 14-26,27

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 24 2014, 09:18 AM

iohanan
კითხვა რაში მდგომარეობს?

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 24 2014, 12:17 PM

რას NიშNავს მოწიდებაა მონასტრისკენ?თU Mე როგორც მაწყობს Iსე ვიგებ

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 24 2014, 12:30 PM

რას NიშNავს მოწიდებაა მონასტრისკენ?თU Mე როგორც მაწყობს Iსე ვიგებ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 24 2014, 12:38 PM

iohanan
აქ ვსვავთ კითხვას ვიქტორინის მსგავსად. აი მაგალითად რა სად როდის რომ არის გადაცემა. დასვავს კითხვას ერთი და სხვებმა უნდა უპასუხონ. ვინც პირველი სწორი პასუხის ავტორი იქნება ის დასვავს შემდეგ კითხვას. მაგალითად შენ თუ დასვავ კითხვას რა ცხოველით შევიდა იესო იერუსალიმში ბაიაობის დროს. ვინ ც პირველი გიპასუხებს კიცვს ის იქნება მართალი და შემდეგი კითხვა მისია. მგონი ცოტათი გასაგებად მაინც ავხსენი.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 24 2014, 06:00 PM

აა გასაგებია ,არ ვიცოდი,ბოდიში.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 24 2014, 06:10 PM

ხოდა აბა უადვილესი კითხვა და უცებ მიპასუხეთ, რითი იკვებებოდა იოანე ნათლისმცემელი?

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: Jun 24 2014, 06:30 PM

ციტატა(qetevano @ Jun 24 2014, 06:10 PM) *

ხოდა აბა უადვილესი კითხვა და უცებ მიპასუხეთ, რითი იკვებებოდა იოანე ნათლისმცემელი?

მცენარეული საკვებიც ჰქონდა და ცხოველურიც smile.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 24 2014, 06:58 PM

კალიებითsmile.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 24 2014, 07:33 PM

აუ ვერ გავიგე "ამინ"ს ორჯერ რატო ამობობდაოოო???სოლტს რა ერქვააა??

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 25 2014, 09:03 AM

qetevano
ველური თაფლით და კალიებით (ზოგი მკალს სხვანიარად თარგმნის და ბალახეულ მცენარეს იძახის)

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: Jun 25 2014, 10:48 AM

ციტატა(G_saxva @ Jun 25 2014, 09:03 AM) *

qetevano
ველური თაფლით და კალიებით (ზოგი მკალს სხვანიარად თარგმნის და ბალახეულ მცენარეს იძახის)

რუსულ ბიბლიაში акрида-ს ეძახიან და მე როგორც ვიცი ეს კალიას ნიშნავს (саранча რუსულად)

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 25 2014, 11:44 AM

G_saxva
გულთმისანი
iohanan
დასვით რომელიმემ ახლა კითხვა

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 25 2014, 12:08 PM

დაგითმობთ,მასეთი დეტალები არ ვიცი happy.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 25 2014, 01:35 PM

რატომ ატარებდა მოსე პირბადეს.

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: Jun 25 2014, 04:25 PM

ციტატა(G_saxva @ Jun 25 2014, 01:35 PM) *

რატომ ატარებდა მოსე პირბადეს.


მართლაც ატარებდა? rolleyes.gif
თითქოს წაკითხული მაქვს გამოსვლა, მაგრამ არ მახსოვს ეს ))

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 25 2014, 06:54 PM

რატომ და მოსეს სახე გაბრწყინებული ქონდა ღმერთის ნახვის შემდებ და ადამიანები თვალს ვერ უსწორებდენ...
ისე ცოდვა გამხელილი ჯობია და არ ვიცოდი ინტერნეტში ვნახე....დავალებაბს ვასრულებ:დ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 26 2014, 09:46 AM

iohanan
მეც არ ვთქვი ასე სხარტად როგორ გამოიცნო და რა ლაკონურად გადმოსცა აზრი თQო sad.gif

პ.ს მაშინ იმასაც ვიკითხავ როდის იხილა მოსემ ღმერთი.

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: Jun 26 2014, 10:53 AM

ციტატა(iohanan @ Jun 25 2014, 06:54 PM) *

რატომ და მოსეს სახე გაბრწყინებული ქონდა ღმერთის ნახვის შემდებ და ადამიანები თვალს ვერ უსწორებდენ...

ახლა გამახსენდა, როცა წავიკითხე ეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 1 2014, 06:35 PM

G_saxva
თეოლოგიურად ვუპასუხო ?biggrin.gif
არასდროს , რადგან ღმერთი არ უხილავს , არასდროს არავის .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 2 2014, 01:00 AM

A.V.M

ციტატა
არასდროს , რადგან ღმერთი არ უხილავს , არასდროს არავის .

ადამიანი უნდა გეთქვა biggrin.gif

პ.ს უპასუხე სხვა მაინც არაა ხმის ამომღები sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 2 2014, 12:30 PM

G_saxva

ციტატა
ადამიანი უნდა გეთქვა

რა ადამიანი ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 2 2014, 01:15 PM

A.V.M
ადამიანს არ უნხილავს თქო biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 2 2014, 09:02 PM

G_saxva

ციტატა
ადამიანს არ უნხილავს თქო

ნწუ .
არავის .
ადამიანის გარდა სხვა ქმნილებებიც არსებობენ (მაგ: ანგელოზები)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 3 2014, 10:53 AM

A.V.M
ქერუბიმ სერფიმნიც ვერა ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 3 2014, 12:19 PM

G_saxva
ნწუ .
პირდაპირი მნიშვნელობით არავის ყავს ნანახი უფალი , რადგან ქმნილებას არ შეუძლია მისი ხილვა და თვით ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზებიც , ქმნილებები არიან .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 3 2014, 02:09 PM

A.V.M

ციტატა
პირდაპირი მნიშვნელობით არავის ყავს ნანახი უფალი

რას ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით? ohmy.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 3 2014, 07:04 PM

G_saxva

ციტატა
რას ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით?

რას და უფლის ხილვას .
არაპირდაპირი კი ესაა , რომ ღმერთი ამა თუ იმ დავალებას აძლევს ამა თუ იმ ანგელოზს , ეს ანგელოზი კი ,,ნახულობს'' კაცს და გადასცემს მას . როგორც მეფე , რომელიც საკუთარ დავალებას მისცემს შიკრიკს და ეს შიკრიკი კი ნახულობს ადრესატს , მაგრამ არავინ ამბობს რომ შიკრიკის დავალება მიიღო , არამედ ამბობენ (და სამართლიანადაც) რომ მეფის დავალება მიიღეს .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 4 2014, 09:19 AM

A.V.M
ეს შიკრიკი "კაცი" რას წარმოადგენს? ის თავად ვერ ხედავს ღმერთს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 4 2014, 04:50 PM

G_saxva
ვერა ...
მაგიტომა ნათქვამი ანგელოზებზე , ფრთხებით იჩრდილავენ თვალებსო .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 4 2014, 05:49 PM

A.V.M

ციტატა
მაგიტომა ნათქვამი ანგელოზებზე , ფრთხებით იჩრდილავენ თვალებსო

გასაგებია და ემც მანდ ვარ არ შეუძLია სრულად განჭვრეტა მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ვერ ხედავენ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 4 2014, 10:09 PM

G_saxva
ვერ ხედავენ ვერა , განჭვრეტაზე არ მაქვს საუბარი .
წყარო მოგიძებნო გინდა ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 7 2014, 08:52 AM

A.V.M
ნწ
დასვი კითხვა

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Sep 29 2014, 09:14 PM

ეპილოგი: კეთილი იყოს ჩემი შემოჭყიტვა biggrin.gif

http://www.radikal.ru

ნაზარეთის კლდე, რომლიდანაც ქრისტეს უპირებდნენ გადმოგდებას (მემგონი სწორედ მახსოვს).


This is probably the best view of the area of Elijah's contest, assuming tradition is correct. The monastery of Muhraqa is at the top of the hill, but tradition places the contest slightly lower near a spring. The crowds of Israelites would have filled the spacious territory around to see whose God would win.

http://www.radikal.ru


Located between Mt. Gerizim (left) and Mt. Ebal (right) Shechem is preeminent in the biblical record, beginning with God's promise of the land to Abraham.

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2014, 10:21 PM

qarizma2
დაგავიწყდა თემის წესები ?

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Sep 29 2014, 10:42 PM

არა მარა კითხვის დასმის ტავი არ მქონდა და მერე ეს ინფორმაცია დამეკარგებოდა სადღაც

პოსტის ავტორი: kth თარიღი: Jul 25 2015, 02:41 PM

მოგესალმებით...
ზემოთ საუბარი იყო ღვთის ხილვასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ არცერთ ქმნილებას არ შეუძლია უფლის ხილვა.
როგორ აიხსნება 9 ნეტარების ერთ-ერთი მუხლი, სადაც ნათქვამია: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". უფლის რაგვარ ხილვაზეა საუბარი ამ მუხლში?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jul 25 2015, 11:26 PM

kth
9 ნეტარების განმარტება ნახე

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 27 2015, 11:50 PM

kth
ხორციელ ხილვაზე არაა საუბარი მანდ...
დანარჩენი კი უკვე დატევნისებრაა...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)