აქ ფორუმზე ხშირი დავაა აღნიშნული საკითხის თაობაზე. იხსნება ათასგვარი თემები ანტიქრისთეზე, ჩიპებზე, შტრიხკოდებზე, ეშმაკზე და სხვა მრავალ მათგანზე. არანაკლები დისკუსია მიმდინარეობს იოანე მახარებელის გამოცხადების ანუ აპოკალიპსის შესახებ. უზერთა უმეტესობა კამათს ერიდება ნაკლები ცოდნის გამო, რასაც თვითონაც გულახდილად აცხადებენ.
გადავწყვიტე ამ თემაში განვიხილოთ წმინდა წერილის იდუმალებით მოცული და ყველასათვის საინტერესო ნაწილი. წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ მსჯელობა დაყრდნობილი იქნება იოანე ოწროპირის, ანდრია კესარიელის, მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის, მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევის და სხვა დიდი მამების აზრებზე და ყრდნობით. წიგნი გამოცემულია ეპისკოპოს სერაფიმე ჯოჯუას ლოცვა კურთხევით, რაც იმის დასტურია რომ აქ განხილულ აზრებზე და ეგზეგეზურ გადაწყვეტებზე, საპატრიარქოსაც ანალოგიური აზრი გააჩნია. იმის აღნიშვნა რომ შეუმცდარი არავინაა უფლის გარდა, ჩვენც ვეთანხმებით, მაგრამ აქ მოყვანილი ადამიანების ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში იმდენად დიდია, რომ მათი მცდარობის კოეფიციენტი თითქმის ნულის ტოლია. ხოლო ვისაც ამაში ეჭვი ეპარება მისი მცდარობა მეტად დიდი.
პატივისცემით აბო.
სანამ საქმეზე გადავიდოდით მინდა წაუმძვარო :
"დღეს თანამედროვე კაცობრიობა უამრავი სასწაულის მომსწრეა, რაც წინასწარმეტყველების მიხედვით ბოლო ჟამის მომასწავებელია. ასევე ბოლო საუკუნეების წმინდა მამათა განმარტებით, უკანასკნელ ჟამს გამოჩდებიან ადამიანები რომლებიც უამრავ სასწაულს მოახდენენ..."
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა).
ვინაიდან თემა პირდაპირ სდადისკუსიო ნაწილიდან მინდა დავიწყო. ბოდიშს ვიხდი, წინა თავების განხილვაც შეიძლება, ხოლოდ ეს ცოტა მოგვიანებით გავაკეთოთ, თემის მიმდინარეობის მიხედვით.
მეცამეტე თავი
მხეცი-ანტიქრისტე და მისი თანამშემწე ცრუწინასწარმეტყველი.
1-2. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი: და მის რქებზე ათი გვირგვინი, თავებზე კი გმობის ხელნი.
აქ ზღვიდან ამომავალ მხეცში ანტიქრისტე მოიაზრება. ზღვაში ადამიანთა მოდგმა ,ზღვასავით აღელვებული.ხოლო ანტიქრისტე იქნება არა დემონი, არამედ ადამიანთა მოდგმის დამღუპველი ნაშიერი, ქრისტეს ელესიის უკანასკნელი ნაშიერი.იქნება საშინელი ჯიქის მძვინვარების დათვის ფეხების და ლომის ხახის,7 თავი აჭრელებული ღვთის მგმობელი სახელებით და ყოველგვარი სიწმინდის მაგინებელი იქნება. ათი რქა ქღთისმებრძოლობის ნიშანია. იქნება მეფის ძალაუფლებით რომელსაც მიიღებს ეშმაკისაგან, ურჩხულისაგან. რომელიც მას თავის ტახტს გადაცემს. ( დან. 7,2-6) დანიელ წინასწარმეტყველიც საუბრობს ამის შესახებ.
3-4.იმ შვიდი თავიდან მხეცს ერთი თავი დაჭრილი ქონდა " ვიხილე მისი ერთერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული" მხეცმა ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა, რითაც სასწაულიქნა და გააოცა მსოფლიო. ხალხი ამბობდა ვინ არის მხეცის მსგავსი ან ვინ შეებრძოლება მას?ამასვე ეთანხმება ანდრია კესარიელი და თავის აღდგენას ანტიქრისტეს უფლის აღდგომის მიმბაძველობაზე საუბრობს.
5-6თავებში განხილულია რომ მიეცა პირი მზვაობრივად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორი თვის მანძილზე.
რომ მეტი ყოფილიყო მაცხოვრის სიტყვით ვერ გადარჩებოდა ძეხორციელი.(მათე 24,22) რომ ამ გმობას ის წმინდანებს მოუტრიალებს თანაბრად ანგელოზებისა. (წმ.ანდრია) "განიძრახავს მათთვის დროისა და რჯულისშეცვლას, ისინი ხელში მიეცემიან მას ვიდრე არ გავა დრო, ერთი დრო და ნახევარი დრო".
დანიელი 7.23-25
7-10.
და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება , რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.
ის გამორჩეული იქნება ღვთისგმობით, ვინც არ დამორჩილდება მას ძალით გაუსწორდებიან და ისე ძლევენ. ანტიქრისთეს თაყვანს ცემენ ისინი ვინც სიცოცხლის წიგნში არაა ჩაწერილი. წმინდანები მხოლოდ მოთმინებით დაიცავენ თავს. მათი ნუგეში იქნება " ვინც მახვილით ჰკლავს, ის მახვილითვე მოკვდება" (მათე 10,22 ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.)
11-13
მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი,რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა როგორც ურჩხული.
ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანი სცენ პირველ მხეცს ვისი სასიკვდილო ჭრილობაც განიკურნა,
და ახდენს დიდ სასწაულებს ისე რომ ზეციდან ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
აქ საუბრობენ რომ ეს მეორე მხეცი ანტიქრისტეს შემწეა არანაკლები თავისი სისასტიკით ("ფირიონი "- ბერძნულად მხეცი რომელსაც განსაკუთრებით აქვს გამოვლენილი მხეცური ბუნება.), მაგრამ ის მოვლენილია მიწიდან და არა ზღვიდან როგორც პირველი მხეცი. რაც მისი გრძნობადი, მიწიერი ხასიათის მაჩვენებელია მას აქვს ორი კრავის რქა . წმ ანდრია კესარიელი განსაზღვრავს, კრავის რქა ნიშნავს რომ ცხვრის ტყავში გახვეული მგლის მომაკვდინებლობასო. იგი დასაწყისში მოგვაჩვენებს თავს ღვთისმოშიშად და უფლის ერთგულად,. წმ. ირინეი ამბობს, რომ ეს ცრუ წინასწარმეტყველიიაო.მას მიცემული ექნება სასწაულების ძალა, რათა ანტიქრისტეს მოუმზადოს დამღუპველი გზა ანუ ტახტი. ილაპარაკებს როგორც ურჩხული, ილაპარაკებს იმას რაც დამახასიათებელია ბოროტების მთავრისთვის -ეშმაკისათვის.
ის ბაძავს უფალ იესოს და გამოიყენებს ორ ძალას: სიტყვის და სასწაულის ძალას . სიტყვა - უწმინდურება ხოლო სასწაული ზეციდან ცეცხლის ჩამოტანა, და რაც მთავარია მას მიეცემა ძალა მხეცის ხატში ჩადოს სული ე.ი. ანტიქრისტე.
უფლის დაშვებით, სატანის მოქმედებით ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა და ცხვრის ფარა დაწვა.(იო. 1,16.) მაგრამ ეს იქნება ცრუ სასწაული.
14-15
და აცდუნებს მიწის მკვიდრთ ცრუ სასწაულებით, მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.
და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა მხეცს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.
გავკადნიერდები და ჩემ აზრს გამოვთქვამ, რომ მხეცი ჯერ გვაიძულებს ჩვენ შევქმნათ მისი ხატება, რომელსაც ის შემდეგ სულს ჩაუდგამს....
" არის ამბად თქული, რომ ეშმაკები ჯადოქრობისას არც თუ იშვიათად ლაპარაკობდნენ გამოსახვის საშუალებით, ქანდაკებების, ხეების, წყლის და სახვა. შესაძლებელია მკვდარი სხელითაც კი. არაფერია შეუსაბამო, რომ საჭურველთმტვირთველმა, ან ანტიქრისტეს წინამორბედმა, რომელიც დემონების დახმარებით მოქმედებს, შექმნას მხეცის გამოსახულება, სიცრუით აჩვენოს იგი მოლაპარაკედ და უბრძანოს მოშორება მათი ვინც თაყვანს არა სცემს"
( წმ. ანდრია)
16-17
და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
ასე რომ ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი- მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.
"და შეეცდება ყველა შეცდენილს მარჯვენა ხელზე დაადოს განდგომილის დამღუპველი სახელი, მართალი და კეთილისაქმეების ქმნის გადასაკვეთად. აგრეთვე შუბლზე, რათა ასწავლოს ცდუნებულებს იყვნნენ დაბედულნი ცდუნებაში და წყვდიადში. მაგრამ მათ არ მიიღებენ სულიწმიდის მადლის ბეჭდით დაბეჭდილილები. მხეცის ბეჭედს ყველგან გაავრცელებენ,- ყიდვაგაყიდვაშიც კი. ამ ნიშანს ვინც არ მიიღებს ძალადობრივი სიკვდილით მოკვდეს აუცილებლის არ ქონის გამო.
( ანდრია კესარიელი.)
გავკადნიერდები: კესარიელის ბოლო წინადადებაში ნათლად არის ნათქვამი: აუცილებელი რომ არ გექნება სწორედ ასეთი ძალადობრივი სიკვდილით მოკვდებიო.
და ასეთი იძულების წესით მიგვიყვანებენ ნიშნის მისაღებად . და ამას არ ერქმევა სახელად ძალადობა, შეიძლება ჩვენ შევეხვეწოთ გაგვიკეთე ის ნიშანი რისი დახმარებითაც უნდა ვიარსებოთ ამ ქვეყანაზეო. ( შენიშვნა საკუთარი).
13-18
აქაა სიბრძნე: ვისაც გაგების თავი აქვს , გამითვალოს მხეცის რიცხვი,რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი-ექვსას სამოცდა ექვსი.
დიდი საიდუმლოა დაკავშირებული ანტიქრისტეს სახელსა და და "მისი სახელის რიცხვთან". ძველი დროიდანვე დიდი ძალისხმევა იყო გამოყენებული ამ რიცხვის მნიშვნელობა და აზრი გამოეცნოთ, მაგრამ ისინი რაიმე დადებითამდე ვერ მივიდნენ.
" ამ რიცხვის საგულდაგულო გამოცდას, აგრეთვე მასზე დაწერილ სხვა დანარჩენისაც, საღად მოაზროვნეებს და მღვიძარებს ცდუნების დრო აჩვენებთ"
წმ. ანდრია კესარიელი.
ამით მთავრდება მე-13 თავი
მე-13 რომ არის საინტერესოა არა? სიცილის სმ.
გავაგრძელოთ თუ გავჩერდეთ თქვით რამე და წავხალისდები.
13-18 გამოცხადება
მეთოთხმეტე თავი
მოსამზადებელი მოვლენებისაყოველთაო აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს წინ: 144000მართალისა და ანგელოსის გალობა, - ამქვეყნიერების ხვედრის მაუწყებელი.
14, 1-5
და ვიხილე აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდა ოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათშუბლზე მისი სახელი და სახელი მისისა მამისა.
და მომესმა ხმა ზეცით როგორც მრავალი წყლის ზათქი.
............................................
და გალობდენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველის და უხუცესთა წინაშე : და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიცგამოსყიდულ იქნენ ქვეყნით.
ესენი არიან რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან რადგანაც არიან ქალწულნი: ესენი არიან, რომლებიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.
მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან.
ამ ხილვაში ასახულია ქრისტეს წმიდა ეკლესია. 144000 ეს ღვთის რჩეული ხალხია დედამიწის ყველა ხალხებიდან (წარმოდგენილნი ისრაელის თორმეტი ტომის სახით. მათ შუბლზე აწერიათ კრავისა და მამის სახელი.
ნიშნავს იმას რომ ეს ხალხი ღვთის მსახურებისათვის მიძღვნილ ცხოვრებას ეწევა. და გალობს ისეთ საგალობელს რომელიც 144 000 გარდა ვერავინ ისწავლა ( ალბათ იგულისხმება უფალსმიძღვნილი ხალხი (ჩემი ვარაუდია)
6-7
და ვიხილე შუა ცაში მფრინავი ანგელოზი, რომელსაც ქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხებისათვის ენისა და ერისათვის.
და ხმაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამჯავრო: თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი.
"გეშინოდეთ ღმერთის და ნუ შეშინდებით ანტიქრისტესი, რომელსაც არ შეუძლია თქვენ სახეულთან ერთად თქვენი სულიც დაღუპოს, შეეწინააღმდეგეთ მის თავხედობას, რამეთუ ახლოსაასამსჯავრო და მისაგებელი, ხოლო მას ძალაუფლება მოკლე დროის განმავლობაში აქვს"
(ანდრია)
8
მას მოყვა მეოე ანგელოსი, რომელიც ამბობდა : დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა.
მეორე ანგელოსმა ხალხს ამცნო ბაბილონის დამხობა რომელმაც ხალხს ასვა "ღვინო სიძვისა" (რელიგიის ცრუ მოძღვრება, კერპთაყვანისმცემლობა. )რომელსაც წინასწარმეტყველი იერემია ახსენებს 51.7 -ში.
9-12
მათ მოყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღუბეჭდავს მისი ნიშნით,
ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისშიდა ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმინდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.
კვამლი მათი წამებისა ავა უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით არ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.
აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.
მესამე ანგელოზი მარადიული ტანჯვით ემუქრება მხეცის მსახურთ,( ბეჭდიანებს).
ღვთის რისხვის ღვვინო- სასტიკი სამსჯავროა, რასაც ადამიანები მთვრალების მსგავსად მიყავს გაშმაგებამდე, აქ ღვინო გაუზავებლად არის ნაგულისხმები რისხვის სიძლიერის გადმოსაცემად.
წამების კვამლში , რომელიც ამოდის უკუნისამდეიგულისხმება " რომ ცოდვილთა ტანჯვაც უსასრულოა , როგორც როგორც მართალთა ნეტარებაა მარადიული."
(წმ. ანდრია)
ძაან საინტერესოა.თუ არის რამე კიდევ საინტერესო ამ თემაზე დადე
თანდათან გავაგრძელებ და თან აქ ვიმსჯელოთ სხვაგან რომ ხოცავენ ერთმანეთს.
აბო.
მეც მაქვს წიგნი სახლში სადაც წერია ბევრი წმინდანის ხილვების შესახებ მეორედმოსვლასთან დაკავსირებით..
ძალიან საინტერესო წიგნია
13
და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ - ამბობს სული- ღათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი.
წმ ანდრიას განსაზღვრით "ხმა ზეცით " ყველას არ შეიწყალებს, არამედ მხოლოდ მათ ვინც მოკვდებიან მშვიდობისათვის უფალში და სხეულში იესოს მოკვდინებას ატარებენ. მათთვის სხეულიდან გასვლა ჭეშმარიტად დასვენებაა. აქ ვპოულობთ ზედმეტ მტკიცებას , თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ცხონებისათვის სიკეთის კეთებას. რასაც პროტესტანტები უარყოფენ.
nino_ni
abo
14
გავიხედე და აჰა თეთრი ღრუბელი, ღრუბელზე კი მჯდომარე, კაცის ძის მსგავსი: თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი.
ღრუბლებში მოიაზრება გრძნობითი ღრუბლები მოციქულთა თვალთაგან დაფარული რაღაც ანგელოზური ძალა მისი სისუფთავისა და სიმსუბუქის გამო ასე წოდებული. მსგავსი კაცისა არის უფალი, თავზე გვირგვინი აღნიშნავს მის მეფურ ძალაუფლებას ხილულსა და უხილავზე; ის ოქროსია მაღალი ფასის აღსანიშნავად ხოლო ნამგალი - ქვეყნის დასასრული, რომელსაც უფალმა თვით უწოდა სამკალი.
წმ ანდრიას მიხედვით.
abo
რა თქმა უნდა ვკითხულობ ინტერესით.
15-16
გამოვიდა მეორე ანგელოსი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბლებზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად.
ღრუბლებზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა.
"მკაში ქვეყნის დასასრული უნდა მოვიაზროთ(იხ მათე 13.39)." და რომ, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი" ნიშნავს რომ მოვიდა ბოლო ჟამი, როცა მომწიფებული ხობლის მსგავსად ოცდაათჯერ, სამოცჯერ, და ასჯერ ზეციური ბეღელის ღირსი იქნება.
წმ ანდრია.
17.
სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც მჭრელი ნამგალი.
რათა ბიწიერნი სრულიად მოიკვეთონ.
წმ ანდრია.
18
გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება ცეცხლზე, და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს : მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქ.
ვეყნად
სიტყვებიდან"სხვა ანგელოზი ცეცხლის მიმართ ხელმწიფების მქონე" ასე უნდა გავიგოთ, ანგელოზური ძალებიდან ერთი მართავს წყალს, , მეორე -ცეცხლს სხვები კი ქმნილის სხვა ნაწილს, ცეცხლზე მფლობელობა ნიშნავს იმას , რომ ის ანგელოზებს შორის უფრო მაღლა მდგომია და მისი საქმეა დასჯა, რადგან ნამგლის მქონეს ხმამაღლა უბრძანებს, რომ მოჭრას ყურძენი ქვეყნად.
წმ. ადრია.
საინტერესოა, დრო როცა მექნება დავუყვები და წავიკითხავ...
19
დაუშვა ანგელოზმა ნამგალი და მოსთვლა მტევნები ქვეყნისა და ჩაყარა ღვთის რისხვის ვეება საწნახელში.
"ღვთის რისხვის საწნახელში"დასჯის ადგილი მოიაზრება ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის გამზადებული, რსაც წამებულთა დიდი რაოდენობის გამო ვეება ეწოდა. მტევნებში მოიაზრება ეკლესიის მტრები. რომელთა უკანონობაც უკიდურესობამდე გადაიზარდა(დამწიფდა ყურძენი ქვეყნად) დანაშაულის ზომამ ისინი გადაავსო.
თათარაშვილი
20.
დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს ათას ექვსასი უტევანის მანძილზე.
აქ ქალაქ იერუსალიმზეა საუბარი. რომლის გარეთაც ზეთისხილის მთაზე ბევრი საწნახელი იყო, სადაც ზეთისხილს და ყურძენს წურავდენ. (შედ. იოვ 3, 13. ) ყურძნის სამკალის სიუხვე იმით განისაძღვრა, რომ ღვინო მიწაზე ისეთი რაოდენობით დაიღვარა, რომ ცხენის აღვირს წვდებოდა. 1600 უტევანი განსაზღვრული რიცხვია აღებულია განუსაზღვრელის ნაცვლად. და ნიშნავს ვრცელი ბრძოლის ველს. სასჯელი ღირსეულად მიზღული მიაღწევს ცხენის აღვირამდე.
წმ ანდრია.
მე15 თავი სხვა დროს გავაგრძელოთ. მანამდე კი ვიმსჯელოთ ახსნილი ტექსტის შესახებ.აქ დავა და დიდი გაუგებრობა აღარ უნდა იყოს მოსალოდნელი.
პატივისცემით აბო.
ნაინა
ნაინა
ღირსი ეფრემ ასური:რადგანაც მაცხოვარი ქალწულისაგან იშვა,ამიტომ ბოროტიც გადაწყვეტს,მსგავსი სახიტ მოგვევლინოს და გვაცდუნოს.უფალი ჩვენი დედამიწაზე ელვის მსგავსად მოვა ნათლითმოსილ ღრუბელზე,მაგრამ არა ამგვარად მოვა მტერი,რამეთუ ის განდგომილი.მართალია,ქალწულისაგან,თუმცა შეგინებულისაგან იშობა იგი,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ,მტერი განკაცდა.ყოვლად საძაგელი მოვა ამგვარი სახით..
უფალი თავისი მოწყალებით წარმოგზავნის ილია თეზბიტელს და ენუქს,რათა მათ კაცთა მოდგმას აუწყონ ღვთისმოსაობა.თუმცა ძალზედ მცირენი მოისურვებენ დაუჯერონ მათ.ანტიქრისტე საკუთარი ხელით დახოვცავს მათ.......
ისინი მკვდრეტით აღსდგებიან ანტიქრისტეს მოკვდინებიდან 3 დღეს(ნეტარი პელაგია რიაზანელი)
განსრულდება რა უღირსის მსჯავრსმოქმედების სამწელიწადნახევარი და ნახავს რა დედამიწა ყოველგვარ ცდუნებას,დასასრულ,მოვა უფალი,ვითარცა ელვა,მბრწინავი ცათ გამო.ყოველნი ვითარცა ალი ცეცხლისა,ქერუბიმნი ზირს დახრილი თვალებით და სერაფიმნი მფრინავნი ცეცხლოვანი ფრთებით,სახის დამფარავნი,მღაღადებელნი მთრთოლვარედ:"აღსდექით,განსვენებულნო,აჰა ესე მოვალს სიძე!"
წმ.ნილოს მირონმდინარე:"უწმინდური მეძავი ქალწულისგან იშვება ანტიქრისტე,იმ ქალწულში თავს მოიყრის ყველა გარყვნილება,ის იქნება "საცავი" მრუშობისა.სამყარო განიძარცვება სულიწმინდის მადლისგან,მაშინ შეისხამს იგი ხორცს უწმინდურ მუცელში,უბილწესი და უბოროტესი ქალწულისგან,ჩაისახება ფარული არაბუნებრივი მრუსობის ნაყოფი,შემდეგ ეგ არსება ჩაიდენს მრავალ ცრუ სასწაულს,რომელსაც კი მოიფიქრებს სატანის ფანტაზია.მსოფლიოს ეგონება,რომ ეს არის სათნო და თავმდაბალი.
"ანტიქრისტე დაიწყებს ადამიანების თავის ბეჭდით დაბეჭდვას,თითქოსდა იმისთვის რომ ამით იხსნას ისინი უბედურებისგან,რამეთუ მხოლოდ ბეჭდის მიმღებებს მიეყიდებათ პური"(გამოცხ.იოან.13.17).
ბოლოს კი,დაბეჭდილი სატანის ბეჭდით,თავადაც მოკვდება.
ბეჭედზე დაწერილი იქნება:"მე შენ გეკუთვნი"-"დიახ, შენ მე მეკუთვნი". "ნებით მოვდივარ და არა იძულებით" "მეც შენი ნებისამებრ გიღებ კარას შენ და არა იძულებით". ეს ოთხი წარწერა იქნება გამოსახული იმ წყეული ბეჭდის შუაგულში......
წმ.იოანე კრონშტადტელის ხილვა
(საინტერესო ადგილებს ამოვწერ მხოლოდ,ისე სრულადაც საინტერესოა უბლაოდ დრო არ მაქვს სულ რომ დავწერო)
მოკლედ ვიწყებ:
"ანტიქრისტეს დროს ასეთი იქნება ეკლესიები.......-"აი,ვხედავ ბნელ და პირქუშ ტაძარს,ტახტს.....ეკლესიის შუაშია რ არის კანდელი,ხატების ნაცვლად რაღაც უცნაური პორტრეტებია ცხოველური სახეებით და წვეტიანი ქუდებით,ხოლო ტახტზე ჯვარი კი არა,დიდი ვარსკვლავია და სახარებაც ვარსკვლავივითაა.სანთლებიდან მოდის სიმყრალე.სეფისკვერებიც ვარსკვლავივითაა,ტახტის წინ დგას მღვდელი ღია წითელ სამოსელში.ხოლო ხალსხი ვინც იქ იდგა დახტოდნენ და ყვიროდნენ,ტაშ უკრავდნენ და ამბობდნენ"თავისუფლება".ეს ხალხსი ერეტიკოსები არიან,განდგომილები,მათ აღიარეს ერეტიკული განახლებული ეკლესია,რომელსაც არ აქვს ღვთის წყალობა.მასში არ შეიძლება რც მარხვა, არც ზიარება.მირონცხება."
ასე ჩავარდებიან ეკლესიები ერესში,ხოლო შვიდი 7 მანათობელი ლამპარი დარჩება-7 წმინდა სამოციქულო ეკლესია დარჩება სამყაროს აღსასრულამდე"
"იმდენი ადამიანის სისხლი დაიღვრება,რომ ანგელოზები ძლივს მოასწრებენ მატი სულების მიყვანას ღვთის ტახტთან.ეს ის ხალხი იქნება,რომლებიც არ მიიღებენ ანტიქრისტეს მეჭედს...ისინი დაღვრიან სისხლს და დაიდგავენ წამებულთა გვირგვინს"
წმ.იოანე კრონშტადტელის ხილვა(გაგრძელება)
"დავინახე იერუსალიმის ტაძარი,ხოლო გუმბათზე ვარსკვლავი.ტაძარსი ბევი ხალხი იყო.სუაში ტახტი იდგა,ტახტის ირგვლივ კი სამ რიგად ენთო ფისიანი სანთლები,ხოლო ტახტზე იჯდა ღია წითელ პორფირში ჩაცმული მთელი სამყაროს მმართველი მეფე-ანტიქრისტე.იგი ხოცავდა ყველას ვინც არ მიიღებდა მის დაღს(ანუ ბეჭედს).დაიღვრება უამრავი ქრისტიანის სისხლი.."და იქნება სისხლი ცხენის აღვირამდე"-იოანე ღვთისმეტყველი.
მალადეც კარგია.ინფორმაციები საჭიროა, მხოლოდ ჭორი არა.
მეც მალე გავაგრძელებ.
აბო.
ნეტარი პელაგია რიაზანელი:"ქრისტეს მართლმადიდებელი სწავლებისგან განსხვავებით,ანტიქრისტესეულ
სწავლება უარყოფს ჯვრის გამომსყიდველ ძალას.მე-7 დღის ადვენტისტები ქრისტეს უპირველესი მტრები არიან.
(რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ამ სექტის შესახებ ვინმეს?დაწერეთ რა)
"მდიდარმა მღვდლებმა აცვეს ჯვარ მაცხოვარი.მდიდარი მღვდლები მოგვიყვანენ ანტიქრისტეს!!!!"
"მალე მსოფლიო,საყოვლეთაო სარწმუნოება შეიქმნება.ერიდეთ მას!!!!!"
"ჭეშმარიტება და ცხოვრება ქრისტეში მხოლოდ ღირსი სერაფიმე საროველის მკვდრეთით აღდგომის შემდგომ იქნება შესაძლებელი"
"იერუსალიმში ამტიქრისტეს მეფედ კურთხევისას ებრაელები მისი ხელების თითებზე ფრჩხილების ნაცვლად ბრჭყალებს შემაჩნევენ-ეს ამბავი სწრაფად გავრცელდება,ბევრი ებრალეი ამის გამო არ მიიღებს ბეჭედს,ის ყოველგვარი სხვა ღვაწლის გარეშე დაიმკვიდრებს სასუფეველს"
სამი დიდი სასწაული მოხდება:
1. იერუსალომში მკვდრეტით აღდგებიან წმინდა პატრიარქი ენუქი და წმინდა ილია წინასწარმეტყველი.ისინი ანტიქრისტეს მიერ მათი მოკვდინებიდან 3 დღეს აღდგებიან.
2.წმინდა სამების მონასტრის სერგის ლავრაში აღსდგება ღირსი სერგი.აღსდგება რა თავისი ლუსკუმიდან,ყველას თვალწინ გაივლის მიძინების ტაძრამდე და ზეცად ამაღლდება.
3.საროვოში ღმერტი მკვდრეტით აღადგენს სერაფიმე საროველს და იგი დიდხანს იცოცხლებს.
ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი: 'ანტიქრისტეს გამეფებამდე ცოტა ხნით ადრე დაკეტილი ტაძრები გარემონტდება არა მხოლოდ გარედან,არამედ შიგნიდანაც,მოაოქროვებენ სამრეკლოებს და ტაძრებს,ხოლო როცა მთავარ ტაძარს დაასრულებენ,ანტიქრისტეც მოვა(იგულისხმება იერუსალიმის ტაძარი)'
'ანტიქრისტე მეფედ ბრწყინვალედ აღდგენილ იერუსალიმის ტაძარსი იკურთხება და მის კურთხევაში რუსეთის პატრიარქი და სამღვდელოებაც მიიღებს მონაწილეობას"
"იქნება 3 მსოფლიო ომი.იგი არა სინანულისთვის,არამედ დასაჯელად დაატყდება თავს კაცობრიობას,ყველაზე ძლიერთ კი უფალი თავის შესახვედრად დატოვებს"
ყურადღებით და ფხიზლად იყავით!!!!!! როგორც კი მთელ ქვეყანაზე საყოველთაო არჩევნები გამოცხადდება,იცოდეთ,რომ იგი ანტიქრისტეა და ხმის მიცემა არ შეიძლება!!!!!!"
"ბოლო ჟამს ადამიანები დემონებით აივსებიან.არც ილოცებენ და არც პირჯვარს გამოისახავენ"
"ანტიქრისტე იმეფებს 2 წელი და 8 თვე"
"რუსი მართლმადიდებელი მეფის შიში თვით ანტიქრისტეს ექნება!"
"ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაშიც იქნება დევნა,მაგრამ მცირე ხნით,ანტიქრისტე აქ ვერ გამეფდება,საყდარს ვერ განიმტკიცებს"
მერე კიდევ დავდებ
ნეტარი მატრიონა:"რთული დრო დაუდგება ყველას,ვინც არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს.მასინ ჩვენ ვილოცებთ,ავიღებთ მიწას,ბურტულებს გავაკეთებთ,ლოცვას აღვუვლენთ უფალს და მაძღრები ვიქნებით"
ბერი პაისი ათონელი:"ეკუმენიზმი,საერტო ბაზარი,ერტი დიდი სახელმწიფო,ერტი რელიგია,შეკერილი მატი საზომით-ასეთი გეგმები აქვს ანტიქრისტეს"
"სიონისტები უკვე ამზადებენ ვიღაცას მესიის როლისთვის.იეღოველებიც ელიან მიწიერ მეფეს.სიონისტები წარმოადგენენ თავიანტ მეფეს და იეღოველები მას მიიღებენ.მოხდება აღრევა და ისინი წარმოაჩენენ ადამიანს,რომელიც იტყვის;"მე ვარ იმამი,მე-მეხუთე ბუდა ვარ,მე-ქრისტე ვარ,რომელსაც ელიან ქრისტიანები,მე ის ვარ,ვისაც ელიან იეღოველები,მე-ებრაელთა მესია ვარ"მას ექნება 5 "მე"
ბერი პაისი ათონელი:"მინისნება იმისა,რომ წინასწარმეტყველება ახლოვდება,იერუსალიმსი ომარის მეჩეთის დანგრევაა.მეცეთს დაანგრევენ იმიტომ,რომ აღდგენილი იქნეს სოლომონის ტაძარი,რომელიც,როგორც ამბობენ,არმარტული იყო იმ ადგილზე.აღდგენილ ტაძარსი სიონისტები,ბოლოს და ბოლოს,გამოაცხადებენ ანტიქრისტეს მესიად"
ბერი გაბრიელი (ურგებაძე):"ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება,სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა"
"თავდაპირველად ბეჭდის მიღება იქნება ნებით,მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი,აიძულებს,რომ ეს ბეჭედი ყველამ მიიღოს.ვინც არ მიიღებს,ასეთ ადამიანებს გამოაცხადებენ სამსობლოს მოღალატეებად...."
'ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას,ზარების რეკვა ატყდება,ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან,გაცილების მიზნით."
"პროდუქტებზე რომ წერენ ანტიქრისტეს რიცხვს,ვერაფერს დაგიშავებთ.ეს არ არის ბეჭედი.უნდა თქვა "მამაო ჩვენო",ჯვარი გადასახო.ასხურო ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება"-ეს იმიტომ დავწერე.რომ ამ თემაზე ხშირად არის დავა და გაუგებრობები,წაიკითხეთ და ნუღარ შეშინდებით
ზემოთ დავწერე სოლომონის ტაძრის მშენებლობაზე.მოვიზიე ინფორმაცია,რომ:ისრაელში აშშ-ში შეკვეთილია 60 000 ტონა ყველაზე ძვირფასი ქვა ონიქსი...რომელიც მოპოვებული იქნა ქ.ბენტფორდში და გაიგზავნა ისრაელში-სოლომონის ტაძრის აღდგენისთვის.ტაძრის პროექტები უკვე მზად არის."-დანიური გაზეთი "შუაღამის ძახილი"
Ligia
აქ მარტო ნეტარი პელაგის სიტყვები არ დამიწერია და სხვა წმინდა მამებსაც თუ არ უჯერებ ეგ შენი საქმეა.ფაქტია რომ ყველა ერთსა და იმავს მაბობს.ყველა ერტად ტყუის?
წმ.ნიოლს მირონმდინარე:"ანტიქრისტეს სიკვდილით დადგება დასარული მკვლელობისა ადამიანებსი.კაენმა სათავე დაუდო მკვლელობას,ანტიქრისტე კი დაასრულებს მკვლელობას,ე.ი. მასზე დასრულდება მკვლელობა.როცა აღსრულდება მკვლელობა,მასინ დაირღვევიან ცისა და მიწის საფუზვლები და კავშირი."
თავი მეთხუტმეტე
მეოთხე ხილვა : შვიდი ანგელოზი, რომლებსაცჰქონდათ უკანასკნელი შვიდი წყლული.
15, 1
და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზიუკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდება ღვთის რისხვა. აქ განხილულია უკანასკნელი მე-4 ხილვა, აპოკალიპსის ბოლო 8- თავის , თავის თავში მომცველი.
" ყველგან აღებულია შვიდეული რიცხვი, მონიშნული იმით რომ შვიდ დღეში კადნირერებით შექმნილი თანამედროვე უსამართლო ცხობრება დაიჯება შვიდი წყლულით და შვიდი ანგელოზით.
წმ. ანდრია
წმ.დიმიტრი როსტოველი:"ანტიქრისტეს აღსასრულის შემდეგ ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს კიდევ მიეცემათ ცოტა დრო მოსანანიებლად,ამას ვხედავ დანიელის წინასწარმეტყველებაში.ანგელოზი ამბობს,რომ ანტიქრისტე იმეფებს 1290 დრე(სამწელიწადნახევარი),შემდ
გ ამატებს:"ნეტარია,ვინც ელის და მიაღწევს 1335 დღეს ე.ი. არის კიდევ დაახლოებით 45 დღე ანტიქრისტეს სიკვდილის შემდეგ.აქვე განვმარტავ რომ არსებობს გლინელი ბერების გადმოცემა რომ,ეს სამყარო ანტიქრისტეს სიკვდილთან ერთად არ დაიღუპება,გავა კიდევ რაღაც დრო და ამ დროს იქნებ სასინელი სამსჯავრო,როდესაც განიხსნება ცა და გამოჩნდება მეუფე დიდებისაი...
15. 2.
და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები.
" მინის ზღვა წმ ანდრია კესარიელის მიხედვით ნიშნავს გადარჩენილთა სიმრავლეს, მომავალი განსასვენებლის სიწმინდეს და წმინდანთა ნათელს, გაბრწყინებულს მადლიანი სხივებით" მზესავით რომ ამობრწყინდებიან (მათ 13. 43.) იქ შორეულ ცეცხლში კი შეიძლება მოციქულის ნათქვამი ვიგულისხმოთ: "ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს"წმინდებს და უბიწოებს მცირედიც არ ავნებს, იმიტომ რომ, ფსალმუნის მიხედვით( ფს 28. & ) აქვს ორი ბუნება: ერთი ცოდვილთა დამწველი, მეორე - როგორც ბასილი დიდი ფიქრობდამართალთა განმანათლებელი. მართალი იქნება ისიც თუ ცეცხლის სახით მოვიაზრებთ ღვთის განგებას და სილის მაცოცხლებელ მადლს; რამეთუ ღმერთი მოსეს ცეცხლის სახით გამოეცხადა, და სული წმინდა მოციქულებზე ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა. ჩანგები აღნიშნავენ მოკვდინებულებს და მათ კეთილმოწყობილ ყოფას სათნომყოფელთან თანხმობაში, რომელსაც სული წმინდის ხემი განაგებს".
წმ ანდრია.
nino_ni
მნათე
რას გადაეკიდა ყველა ამ პელაგიას?კაი ეგ ტყუის.დანარჩენები?
მაინც უნდატ კამათი რა.მონახეს.....
თათარაშვილი
გასაგებია შენი ნათქვამი.ვაფასებ ადამიანებს რომლებსაც წესიერად შეუზლიატ ადამიანებს აუხსნან........
მე მთოვეს დაწერეო და მეც დავწერე....
არ ვიცი,მაგრამ მე ვერაფერი ვნახე აქ დაწერილი ისეთი რომ განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდეს ღვთის სიტყვას.....
nino_ni
15, 3-4.
და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო,ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!
ვის არ ეშინოდეს უფალო და არ ადიდებდეს შენს სახელს?ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმიდა: ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩდა შენი სამართალი.
მოსეს საგალობელის მიხედვით სავარაუდოა , რომ ღმერთებისადმი მიძღვნილი ეს საგალობელი არის მართლების, რომლებიც მადლამდე ცხოვრობდნენ, ხოლო კრავის არის ქრისტეს მოსვლის შემდეგ მცხოვრები მართლების რომლებიც საგალობლებს და სამადლობლებს განუწყვეტლივ აღავლენენ."
წმ. ანდრია
თათარაშვილი
მატრონამ მგონი.ეგ მეც მაქვს წაკითხული
მნათე
თათარაშვილი
თათარაშვილი
თათარაშვილი
abo
15. 5-6.
შემდგომ ამისა გავიხედე და აჰა, გამოჩდა ტაზარი მოწმობის კარავისა ცაში.
გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, რომლებსაც ჰქონდათ წყლულება შვიდი,სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყელით შემოგარსული.
აქ ლაპარაკია ზეციურ კარავზე , რომლის მსგავსი მიწიერი კარვის დადგმა, ძველი აღთქმის მიხედვით ღმერთმა უბრძანა მოსეს.
რომელი ტაძრიდანაც გამოვიდნენ ანგელოზები, რომლებიც მათი არსების სიწმინდისა და ქვაკუთხედდთან- ქრისტესთანსიახლოვისა და სათნოების ნათლის გამო, მოსილნი იყვნენ სულის წმინდა სამოსში. ზოგის აზრით სუფთა ქვაში. მკერდზე ოქროს სარტყლით შემოგარსულნი: სიძლიერის, მათი ბუნების სიწმინდის, პატიოსნების და განუსაზღვრელი მსახურების გამო.
წმ ანდრია.
nino_ni
nino_ni
15. 7
ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი.
ეს ცხოველები არიან ქერუბიმები ან სერაფიმები, ღვთის დიდების უმაღლესი მოშურნეები, ღვთის განგების სიღრმისეული მაუწყებელნი, როგორც წარსულისა , აგრეთვე მომავლის,რაზეც ამნეტარი არსებების შესახედაობა მიუთითებს. თვალებით წინ და უკან. ისინი მიიღებენ ღვთის უწყებას იმაზეც რათა უფლებამოსილება მიცენ შვიდ ანგელოზს, რომ მიწაზე გადმოღვარონ რისხვით სავსე შვიდი თასი, ქვეყნის დასასრულს და ბოლო სამჯავროზე ცოცხლებზე და მკვდრებზე. (იხ. ეზ. 5.13)
თათარაშვილი
15. 8
და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე, რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღესრულებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება.
ამ კვამლის საშუალებით, ამბობს წმ.ანდრია " ჩვენ გავიგებთ, რომ ღვთის რისხვა არის საშინელი, მკაცრი და მტანჯველი. კვამლი რომელმაც აავსო ტაძარი, სამჯავროს დღეს მოიკითხავს ღირსეულთ და უწინარეს ყოვლისა ანტიქრისტეს და განდგომილებს" ეს დასტურდება რამეთუ ამბობს" და აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა,ვიდრე არ აღესრულებოდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლულება. ე.ი. ცოდვილთა დასჯა. ხოლო შემდეგ წმინდანები დამკვიდრდებიან უზენას ქალაქში."
წმ ანდრია.
გაგრძელება იქნება.
თავი მეთექვსმეტე
შვიდი ანგელოზი, ღმრთის რისხვით სავსე შვიდი თასის გადმომღვრელი დედამიწაზე
16. 1
და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა.
აქ გამოხატულია ღვთის მსჯავრი ეკლესიის მტრებზე შვიდი თასის ემბლემით ან ღმრთის რისხვით სავსე შვიდი თასი, რომელსაც გადმოღვრის შვიდი ანგელოზი. დასჯის ემბლემა აღებულია ძველი ეგვიპტის სასჯელიდან რომელთადამარცხებაც იყო ცრუ ქრისტიანული სამეფოს დამარცხების მსგავსი რომელსაც ზემოდ ( აპ. 11.8) ეწოდება ეგვიპტე შემდეგ კი ბაბილონი.
abo
16 2.
წავიდა პირველი და დაასთხია თავისი თასი ქვეყნად: და მოწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი რომლებსაც ქონდათ მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს.
ეს ემბლემა აღებულია მეექვსე სასჯელიდან, რომელმაც ეგვიპტე დაამარცხა. ზოგის განმარტებით აქ უნდა გავიგოთ ხორციელი ეპიდემია.წმ ანდრიას მიხედვით ეს არის ჩირქიანი ჭრილობები, განდგომილების გულში წარმოქმნილი მწუხარება, რაც მტანჯველია გულის დაჩირქების მსგავსად, რამეთუ ღმერთის მიერ დასჯილნი, ანტიქრისტედან ვერავითარ შემსუბუქებას ვერ მიიღებენ.
თათარაშვილი
nino_ni
მადლობა ნინ, საინტერესოა.
როცა მოიცლი თუ შეძლებ კიდევ დაგვიწერე
16, 3
მეორე ანგელოზმა დასთხია თასი ზღვაზე, რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში.
აქ მოიაზრება საერთაშორისო და სამოქალაქო ომები.
" გასაოცარი ის არის , რომ ანტიქრისტეს უძლურებისა და ცდუნებულების დაუფიქრებლობის მხილებისათვის ღვთიურიძალა, წინასწარმეტყველების ენოქისა და ელიას საშუალებითზღვას გადააქცევს დახოცილთა სისხლად და მასში ყველა არსება დაიღუპება, როგორც ოდესღაც ღმერთმა მოსეს საშუალებითეგვიპტეში მოახდინა ( გამოს. 7, 19.). სარწმუნოა სხვა დაშვებებიც, რომ ამით აღინიშნება მისი მისი მოსვლის დროს ბრძოლაში დამარცხება; რამეთუ გოგი და მაგოგი ქვეყნის ყველა ნაწილიდან ერთმანეთს შეებრძოლებიან და და როცა დაუმორჩილებელი მეფეები მთლიანდ ჯართან ერთად განადგურდებიანხოლო ადგილებზე მოხდება მკვლელობები, მაშინ საზღვაო ომების შედეგად ზღვა სისხლით წაიბილწება, ხოლო მოკლულებისგან მდინარეები გათბებიან."
წმ ანდრია.
არაა ნინის წიგნი ისეთი რომ არ წაიკითხო. ვფიქრობ, ბევრს რომ წაიკითხავ, დასკვნებს თავად გამოიტან ადამიანი.
ნინის წიგნს ნამდვილად არ ეხება, მაგრამ, ამბობენ, მტრის გეგმებს რაც უფრო კარგად შეისწავლი, მით იოლია მისი დამარცხებაო.
ამიტომ ვიცოდეთ ჩვენ რას საუბრობენ და რას წერენ, არ გვიშლის ხელს ნამდვილად
16. 4-6
მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი , და წყალი სისხლად იქცა.
მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ , უფალო რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ წმინდაო, რადგან ასე განსაჯე.
რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსიც არიან.
აქედან ჩანს რომ სტიქიებს ანგელოზები განაგებენ. აქ საუბარია საშინელ სისხლის ღვრაზე, რაც მოხდება ანტიქრისტეს დროს ქვეყნის დასასრულის წინ.
წმ. ანდრია
16. 7
და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი.
საკურთხევლიდან მოისმა ხმა, რომელიც ხოტბას ასხამდა ღვთის სამართლიან სასჯელს, რაც აღემატებოდა ყოველგვარ გონებასა და სიტყვას. გარდა ამისა სახარების ნაწერებიდანაც ვიცით რომ გონიერ ძალებს უხარიათ და მხიარულებენ მონანიების საშუალებით მოქცეულების ცხონებაზე, წუხნან ჭეშმარიტი გზიდან აცდენის გამო და ემადლიერებიან ღმერთს უფლის მცნებების დამრღვევების დასჯის გამო, რათა თუნდაც ნაწილობრივ მიეტევოთ მათ ცოდვები
წმ. ანდრია
16. 8-9 მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით.
დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქბს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
წმ ანდრია ამბობს, რომ სასჯელ შეიძლება გავიგოთ ან პირდაპირ ან ამ სიცხეში უნდა მოვიაზროთ სიცხე განსაცდელის რათა ადამიანებმა განსაცდელის მჭვუნვარების აშუალებით შეიძულონ ამის იზეზი - ცოდვა. გონდაკარგული , გამძვინვარებული ადამიანები, უუნარონი იქნებიან მონანიებისთვის
16. 10-11
მეხუთემ თავის თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი და სიმწრისგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს.
და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი.
ეს გვახსენებს მე-9 ეგვიპტურ სასჯელს (გამოსვლა 10. 21.) ამ სასჯელში უნდა მოვიაზროთანტიქრისტეს მედიდურობისა და ძალაუფლების მნიშვნელოვანი შემცირება, რომელის ბრწყინვალებაც აოცებდა მანამდე ხალხს და ამავე დროსანტიქრისტეს პატივისმცემლების შეუპოვარი მოუნანიებლობა.
16, 12.
მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა,რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლეთით.
აქ ევფრატი წარმოდგენილია როგორც ზღუდე რომელიც ეწინააღმდეგება მეფეს, მის შესვლას ჯარებით ღმრთის მსჯავრის აღსასრულებლად ანტიქრისტეს მეფობის წინააღმდეგ.ეს ემბლემა აღებულია ძველი რომის იმპერიის მდებარეობიდან,რომლისთვის ევფრატი წარმოადგენდა აღმოსავლეთის ხალხების თავდასხმისაგან დამცავ ზღუდეს.
16 13-14.
და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით, გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი.
ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელ ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავიმოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.
ეშმაკთა სულების ქვეშ მოიაზრება ცრუ მოძღვრებები ყბედები აბეზარები, მუცელღმერთებს, უსირცხვილოებსა და გაამპარტავნებულებს, რომლებიც ხალხს ცრუ სასწაულებით მიიზიდავენ. დიად დღედ იწოდება ის დრო, როცა ღმერთი თავის დიდებას ეკლესიის მტრების დასჯაში გაამჟღავნებს.
და კიდევ ერთი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამა თუ იმ სასულიერო პირის თუ ბერის გამოთქმული აზრის "წინასწარმეტყველებად" გამოცხადება. წიგნ "საქართველო მეორედ მოსვლის წინ"ში და ფილმ "სამყაროს აღსასრულში" კი სავსეა ასეთი ფაქტები. ადამიანს შეიძლება რაიმე აზრი ქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე. არ შეიძლება ეს მისი აზრი გამოვაცხადოთ წინასწარმეტყველებად.
თათარაშვილი
და კიდევ ერთი,მამათა გამონათქვემებს ძალიან დიდი ყურედღება ექცევა და ამ საკითხში რატომ არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს?ცოტა დავიბენი...........
nino_ni
16, 15
აჰა მოვალ, როგორცმპარავი: ნეტა მას , ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილოს მისი სირცხვილი.
აქ საუბარია ქრისტეს მოულოდნელ მეორედ მოსვლაზე (შეად. მათე 24, 43-44)
"ფხიზლობა და სამოსის დაცვა" ნიშნავს იყო ფხიზელიდა კეთილი საქმეების დაუღალავი მზრუნველი, რაც შეადგენს წმინდანთა სამოსს"
წმ. ანდრია
16, 16
და შეკრბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ქვია ჰარმაგედონი.
სიტყვა არმაგედონი ნიშნავს გაკვეთას ან მკვლელობას. წმ. ანდრიას განსაზღვრებით" ამაში მოიაზრება ადგილი სადაც ეშმაკის მიერ თავმოყრილი ადამიანები იქნება განადგურებული, რამე თუ იგი ადამიანების სისხლით მშვიდდება."
16, 17-18.
მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდანმგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა და იქმნაელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად.
მეშვიდე თასის გადმოღვრით საბოლოოდ იქნება განადგურებული მხეცის სამეფო.
"მიწისძვრა ნიშნავს არსებულის შეცვლას, როგორც თქვა მოციქულმა", "ერთხელ შევძრავ არა მარტო ქვეყანას არამედ ცასაც (ებრ. 12, 26)
16, 19.
სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონის წინაშე,რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა.
"ქალაქი დიდი " ამ სიტყვებში მოიაზრება ანტიქრისტეს სამეფოს დედაქალაქი,რომელიც იქნება იერუსალიმი." მისი სამ ნაწილად გაყოფა , ვვარაუდობთ, რომ მიუთითებს მასში მცხოვრებ ქრისტიანებს,იუდეველებსა და სამარიტელებს; მოხდება სამ ნაწილადგაყოფა- კეთილმორწმუნეებად, უღმერთოებად, და ცოდვილებად,და ყველა წავა მათთან ერთგანძრახვით. კერპთაყვანისცემლების ქალაქი დაეცემა ან დაინგრევა, კერპთაყვანისცემა შეწყდება ღმერთის მეფობის დადგომისას.ბაბილონი ხომ დიდია, ღმერთის დიდი მოთმინების გამო, თითქოს დავიწყებული და გაახსენდება მართალთა განადგურების, ბიწიერი სიტყვისა და საქმის გამო და შესვამს რისხვის თასს".
16, 20.
ყველა კუნძული გაუჩინარდა და არსად ჩანდნენ მთები.
წმ. წერილიდან ცნობილია რომ "კუნძულებში მოიაზრება წმ. ეკლესიები, ხოლო "მთებში"კი მათი მრძანებლები. "გაუჩინარება" - ვიცით უფლის ნათქვამიდან "რადგან იქნება მაშინ დიდ ჭირი" (მათე 24, 21). როცა ერთნი ცოდვებისათვის დაისჯებიან მეორენი სათნოების გამოცდისათვის გადაიტანენ ტანჯვასა და უბედურებას, არა ანტიქრისტესაგან ქრისტესთვის წამებისათვის , არამედ განერიდებაში და დიდ ტანჯვაში მთებსა და მღვიმეებში. რომლებსაც ისინი მართლმორწმუნეობის შესანარჩუნების გამოქალაქში ყოფნასთან შედარებით უპირატესობას მისცემენ
წმ. ანდრია
16, 21.
ტალანტის ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაცმძიმე იყო მისი წყლება.
ამ სეტყვაში ბომბები კი არ უნდა ვიგულისხმოთ, ჩვენ დროშიც ხშირად ვაკვირდებით ისეთ გაქვავებულ გულებს, როცა ადამიანები არაფერს იჯერებენ[/b[b]], არამედ მხოლოდ ღმერთს ჰგმობენ.
"ზეციდან ჩამომავალი სეტყვის სახით , მოვიაზრებთ ღმერთისგან გამოგზავნილს და ზეციდან გადმოსულ მის რისხვას. ხოლო ტალანტის სიდიდის მქონე სეტყვა , სრული სიმძიმის და უკიდურესი ცოდვის მიზეზით, რისხვის სისრულეს ნიშნავს: აის ჩვენებას ემსახურება ტალანტი, ვითარ იგი ზაქარიამ იხილა. ( ზაქ. 5, 7)
წმ. ანდრია
მე17 თავი შემდეგ გავაგრძელოთ.
http://www.predanie.ru/mp3/protoierei_oleg_stenyaev/
Беседы на Откровение Иоанна Богослова
მთელი აპოკალიფსი არის გარჩეული
abo
კარგი თემაა. მადლობა ამ თემისთვის ბატონო აბო
მეორედ მოსვლაზე საუბარი ძალიან მტკივნეული თემაა!
მაგაზე ფიქრი გაგიჟებამდე მიიყვანს ადამიანს ეგ იქნება ბოლოს!
რაც მოსახდენია მოხდეს მაგრამ ამის წამკითხავი აღარ ვარ აღარასოდეს! ჩემი მთელი ცოდნა ამით მინდა ამოვწურო, მეტის მოსმენა აღარ მინდა! აღარ! მხოლოდ ეს ყოველივე მაშორებს იმედს! -აღარ დავაკონკრეტებ! გვაქვს სიცოცხლე! არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები და არსებობს ღმერთი რომელიც სამართლიანობის მცველია! რომელიც ერთადერთია ვისაც ჩევნი განსჯის უფლება აქვს! ვუყვარვართ და გვეხმარება! და ბოლოს ბოლობდე ამ ცხოვრების მიზანს ან საიდუმოს ვერასდროს ამოვხსნით!
ღმერთი არსებობს! დანარჩენი ყოველივე ჩემთვის გაუგებარი და უხეშად რომ ვთქვათ გადაჭარბებულია! აღარ შემიძლია უკვე ამდენი ინფორმაციის მიღება რელიგიაზე! რაც უფრო მეტს ვიგებ მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდება! მით უფრო მეტს ვცოდავ უაზრო ფიქრებით! თუ ჯოჯოხეთი მიწერია მეწეროს! მე სიკეთეს როგორც შემეძლება ან თუ შემეძლება გავაკეთებ! ასე სულს ვიწამებ! მეტი აღარ შემიძლია!
"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!"
ani7777777
ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი, ცხონებაა.
მე ასე ვთვლი.
ცხონება სიყვარულით უნდა დაიწყოს ადამიანმა და არა სამყაროს არსის შესწავლით, რასაც უმეტეს შემთხვევაში სულისათვის კატასტროფულ შედეგებამმდე მიყავხარ.
ხოო... ანი შენ ბევრი გინერვიულია მაგაზე.
ani7777777
ani7777777
მანქანა რომ გეყოლება, მერე მაგასაც ჩაგაწერინებენ... მოძღვრის გამოცვლაზე იფიქრე
კანუდოსელი
მანქანას გააჩნია
ბოლო ჟამია სქვენ ანტიქრისტეს მოესწრებითთ. ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზეე. ბერი გაბრილეი
MR.NOE
afxazi
ქრისტიანული სწავლების მიხედვით როგორაა აბა?
Rozoma
ბევრი სურათები და ვიდეოები მაქვს ბოლო ჟამთან და რავიცი ყველაფერთან დაკავშირებული თუ გინდათ ავტვირთავ დავდებ ლინკს...
...................
IkaMac
ბოლო სამი გვერდი ჩავიკიტხე და გამოცხადებაზე ვერაფერი ვნახე ...
ალბათ პირველი გვერდიდან უნდა დამეწყო კითხვა
თემის სათაური ხომ არ არის ცოდვები?
ერთI კაი მუჯლუგუნი ამ მახინჯ ცხოველს და ეგარი
ხალხო უკვე ეგ ბეჭედი რუსეთში შევიდა! ეტყობა მალე აქაც შემოვა. მიკროჩიპი. რევოლუციური გამოგონება(რუსულ კანალზე ვუყურე). აგარ სჭირდება მომხმარებელს:დისტანციონი, მაუსი... უბრალოდ გაფიქრება და ტელევიზორი ირთვება... მხოლოდ ორ დოლარად. ეს ჩიპი კონტროლდება კოსმოსიან! პასპორტი გულში გექნება , ამიტომ არა ქაღალდის პასპორტი.გაგიკონტროლებენ წნევას სისხლის მიმოქცევას და ა.შ. მაგრდება მარჯვენა ხელსა და შუბლზე. აი რა ცდუნებები აქვს უკვე ბოროტ ცულს გამოგონებული. ჩემი აზრით მალე მხეცი მოვა დედამიწის სამართავად და სიფრთხილე გვმართებს!!!!!
ამიტომ უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი რომ ყოველივეზე პასუხი ვიცოდეთ და ბოროტი ვეღარ გვაცდუნებს, ამით კი სიხარული გაჩნდება ადამიანში
ამ თემაში რამდენი ხანია არ შემომიხედია, აქ კი სულ სხვა თემები ირჩევა. ყველა მათგანზეა სათითაოდ ტემა გახსნილი, იქ შეგიძლიათ გააგრძელოთ.
აქ კი აღნიშნულზე ვისაუბროთ
აბო.
მხეცი ქრისტეს მოსვლამდე 7 წლით ადრე გამეფდება... იუდეველები მას აღიარებენ როგორც "მესიას", თუმცა საბოლოოდ იუდეველებსაც უჩვენებს მის მხეცურ სახეს, ამ დროს უფალი გამოაგზავნის ძველი აღთქმის 2 უდიდეს წინასწარმეტყველს: ელიასა და ენუქს, ისინი ჩვენს შორის იქნებიან ხორცით და ამხელენ მხეცს, უქადაგებენ და ასწავლიან ხალხს სიმართლეს, ბოლოს ისინი ეწამებიან მხეცისავე მახვილით, შემდეგ კი მოვა ქრისტე და მერე უკვე იცით. . . . .
" ქრისტე მეორედ მოვა არა კაცთა სახსნელად (ყოველთვის მხსნელია), არამედ კაცთა განსასჯელად! რადგან მან უკვე იხსნა კაცნი - ამით განირჩევა ქრისტე ანტიქრისტესაგან
ამის მერე "მხეცი" რომ დაიწყებს ასე და ასეო, მე გადაგარჩენთო, ასე აჯობებსო ისეო, ამას შემოვიღებთ, იმას შემოვიღებთ და გადავრჩებითო, როგორღა ვაღიარებ მას
დედაკაცი - ,,თავისუფლების ქანდაკება";
წითელი მხეცი, ,,ყოფილი საბჭოტა კავშირი", რომელიც აღარ არის და რომელიც არის დიდი შვიდეულის შემდეგ მერვე, და რომელიც მოვალს...
ა ბატონ სიტყვა სიტყვით წერია:
1. და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ და გიჩუენო შენ საშჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ, რომელი-იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა, 2. რომლისა თანა ისიძვეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ღჳნისა მისგან სიძვისა მისისა. 3. და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი. 4. და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა. 5. და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ. 6. და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა. 7. და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-იგი უტჳრთავს, რომელსა ჰქონან შჳდნი თავნი და ათნი რქანი. 8. მჴეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს, და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ. და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს, და მოვიდეს. 9. აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნე. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის. 10. და მეფენი არიან შჳდნი: ხუთნი იგი დაეცნეს, და ერთი არს, და სხუაჲ იგი არღა მოსრულ არს, და მო-რაჲ-ვიდეს, მცირედ ჯერ-არს მისი ყოფაჲ. 11. და მჴეცი იგი, რომელი იყო და არა არს, და ესე მერვე არს, და შჳდთაგანი არს და წარსაწყმედელად წარვალს. 12. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაჲ არღა მიუღია, არამედ ჴელმწიფებასა, ვითარცა მეფენი, ერთსა ჟამსა მიიღებენ მჴეცისა მის თანა. 13. ამათ ერთი ნებაჲ აქუს და ძალსა და ჴელმწიფებასა მათსა მჴეცსა მისცემენ. 14. ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაჲ არს და მეუფე მეუფეთაჲ, და მის თანა წოდებულნი იგი და რჩეულნი და მორწმუნენი.
15. და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი. 16. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მჴეცი - მათ მოიძულონ მეძავი იგი, განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი, და ჴორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა. 17. რამეთუ ღმერთმან მოსცა გულთა მათთა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაჲ მათი მჴეცსა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი. 18. და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაჲ მეფეთაჲ ქუეყანასა ზედა.
ჩემი აზრით არასწორი დამოკიდებულებაა დღევანდელ ქრისტიანებში მეორედ მოსვლის შესახებ.
ჯერ ერთი, რომ უფალს არ უბრძანებია თარიღი საუკუნეებით ან დღეებით ჩხრიკეთო, გაიხსენეთ საქმე მოციქულთას პირველი თავი, რას ეუბნება მოციქულებს, კითხვაზე: უფალო, როდის აღუდგენ სამეფოს ისრაელს? პასაუხი გასაოცარი იყო: თქვენ არ გჭირდებათ ამის ცოდნა, რადგან ეს ,,მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა", თქვენ დარჩით იერუსალიმში და არ გახვიდეთ მანამ, სანამ არ აღივსებით სულიწმინდის მადლით, ამის შემდეგ კი ყველა სულდგმულს უქადაგეთ ჩემი სახელი. მე ვფიქრობ მსგავსადვე უნდა ვიქცეოდეთ ჩვენც, უნდა ვცდილობდეთ სულიწმინდის მადლის მოხვეჭას-მიღებას, რაც არის კიდეც ჩვენი ცხოვრების უმთავრესი მიზანი. და თუ გვექნება მადლი, როცა უნდა მოვიდეს გინდ მხეცი და გინდ ურჩხული, გინდ ქიმერა. განა უფალთან ყოფნა არ გვინდა, განა სასუფეველს არ სასუფეველს არ მოველით, განა ღვთისმშობელს არ ვსასოებთ. ეს მითქმა მოთქმა კი, რაც ატეხილია სულ ტყუილად ერთ რამეს ააშკარავებს, ჩვენ, ზოგადად კაცობრიობა არაა მზად მიიღოს უფალი და ამიტომაც ზრწის და ეშინია მხეცის და ეძებს რაღაც უაზრო თარიღებს. როგორ გგონიათ უფალი იმ დროს მოვა, როცა კაცობრიობა მის მისაღებად ყველაზე ნაკლებადაა მზად? ამიტომ არ ღირს თარიღების ძიება და ჩხრეკა, მოსხდენი მოხდება, მთავარია მზად იყოს ადამიანი. საქართველოს ისტორიიდან გახსოვთ ალბათ, რომ იყო მოლოდინი ქართველ ხალხში, რომ მეორედ მოსვლა დაიწყებოდა, მაგრამ გადაიარა დროებითმა განსაცდელმა და ყველაფერი თავიუს კალაპოტში ჩადგა. მოციქულებიც კი თავის ეპოქაში მორწმუნეებ ეუბნებოდნენ, რომ უფლის მოსვლა ,,ახლო არს", მაგრამ თარიღს კი არა ეძიებდა, უბრალოდ ხალხს მუდმივ მოლოდინს უნერგავდა უფლისა და ამით მათ მზაობას ავითარებდა. ასე, რომ პასპორტი ჩიპი, მხეცი და დევგმირი სულ ფუჭი შიშებია, თავისუფალი ნების გარეშე ჩვენ არ დავიღუპებით, და არჩვანი კიდე ჩვენზეა!
მაგრამ ვიღაცას ხომ დაასიზმრებდა უფალი ანტიქრისტეს , რადგან ბოლო ჯამია. რადგან წმიდა მამები ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენი ხართ ისინი ვინც ბოლო ჟამს მოესწრებაო.. რაღაც სიგნალები ხომ იქნება უფლისაგან, ?არ შეიძლება ვიღაც არ გააფრთხილოს უფალმა..
,,სიგნალები" მუდამ არის გამოსწორებისაკენ.
მე სხვა სიგნალი ვიგულისხმე.გაფრთხილება
გაფრთხილებაა ეგეც
წინაზე ერთმა მონაწილემ თავისი სატკივარი ბოლომდე თქვა. მე მას ვეთანხმები. ერთ-ერტი გამოსავალი რწმენაში მოსვლაა, ლოსვის გაძლიერება, მორჩილება უფლის წინაშე, წმინდა წერილის შესწავლა და მის მცნებებზე თავდადება. რა გაშინებთ?!რაც არ უნდა მოხდეს თქვენს სულებს არაფერი დაემართება და დედამიწაზე ყოველივე წარმავალია. ხორცის გვემაც. ბოლოს კი მართალი ადამიანებს სიხარული ეუწყებათ საყვირის ხმით. ვერაფერი ვერაფერს დაგაკლებთ(მე მატერიალურზე არ მაქვს საუბარი). სულს არაფერი მოუვა თუ მყარია. ამიტომ ფიქრი იმაზე თუ რა მოხდება ნერვბის მოშლაა და სიმშვიდის დარვევა.სწორი ცხოვრებით იცხოვრეთ!!!!!!!!!
ისე აღმსარებელი არ გეთანხმები. იოანეს გამოცხადებას თუ წაიკითხავ უფრო სწორედ გაიგებ ყოველივეს. ახლა დზალიან ბევრ ხრიკებს იგონებენ ხალხი რომ დაიქვემდებარონ ამიტომ არც იმ იკროჩიპებს გამოვრიცხავ.
"და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.
და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა.
და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან."
(აპოკალიფსი 14.1-3)
ამ სიტყვების გაშიფვრა იცის ვინმემ? რა გალობაზეა საუბარი? ან რა სახელზე? ან რა ნიშანზე შუბლზე?
ზუსტად ამის განმარტება მე არ ვიცი. ისე იოანეს გამოცხადებაში ძალიან ბევრი რამ ალეგორიულია. აპოკალიფსში ერთ ადგილს დავაკვირდი, ჩემეულად გავშიფრე და თუ დამეთანხმებით...
ზუსტად აღარ მოხსოვს, რომელიღაც თავში ანგელოზი ამობს, რომ ქალი რომელი შობს ანტიქრისტეს არის ქალაქი. მე ასე ვთვლი რომ ის(ანტიქრისტე) არ იქნება ერთი კონკრეტული პიროვნბა. ”ქალაქში” იგულისხმება ადამიანთა დიდი, გლობალური ჯგუფი. სიტყვა გლობალური- საერთოს, მსოფლიოს მაშტაბს ნიშნავს.ასეთი მსჯელობით კი მივედი, რომ ეს ადამიანთა ჯგუფი ხომ ვერ შობს მას, შესაბამისად ყველაზე დიდი სატანა რაც კი დაბადებულა ადამიანთა ერთობა იქნება. მოხდება უგუნურების ირონია. ისინი ვიც ერთ კონკრეტულ პიროვნებას ელოდებოდნენ არ დაიბადება და ქრისტიანულ სარწმუნოებას უარყოფენ. აქედან შეიქმნება გლობალური სარწმუნოება და განიდევნებიან ყოველი ქრისტიანები. ეს მხოლოდ ჩემეული ხედვაა
http://www.radikal.ru
Atman
kinoteli
Atman
abo
Atman
ზღვა = ერი, ხალხი, ტომი მოდგმა.....
მხეცი = რომი
მასზე მდჯომი დედაკაცი = კათოლკური(ლათინური, რომის) ეკლესია
მხეცის 7 თავი= რომის 7 მთა http://en.wikipedia.org/wiki/Seven_hills_of_Rome (სხვათაშორის სხვაგანაც წერია, რომ ის თავი, მთებია)
10 რქა = პიროვნებები... იმპერატორები (რომის)
ანუ რომის იმპერია იდენტიფიცირდება რომის კათოლიკურ ეკლესიასთან....
სხვათაშორის იოანეს გამოცხადებაში წერია, დედაკაცს ემოსა ძოწეულიო, მორთული იყოვო ოქროებითO, და ლამაზი თვლებითო.... კათოლიკურ ეკლესიას, რმ დავაკვირდეთ ასეა მართლაც, ტაძრები მოოქროვებული მოჭედილი, თვლებით და ყველაფრით, და კიდევ კარდინალები და პაპები.. . . . წითელი ფერის შესამოსლებით....
კიდევ წერია, რომ დაჭრილი იყოვო ერთერთი თავი თუ რქაო და მერე განიკურნაო
... გაიხსენეთ იოანე პავლე II როგორ დაუპირეს მოკვლა ხალხში, მაგრამ მისი ჭრილობა განიკურნა .....
aralass
Atman
Atman
ძალიან მომწონს საი ტერესოა კიდე დადეთ
მე უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს...აი რატომ გონიათ რომ მეორედ მოსვლა მაინც და მაინც მალე იქნება...XIV_XV საუკუნეებში...ივანე მრისხანეს ეგონა რომ მეორედ მოსვლა იქნებოდა და სპეციალურად ააგებინა სასახლე, სადაც მისი თქმით ის გადარჩებოდა...ეგრე ფიქრობდნენ XV საუკუნეში, როდესაც რომის პაპმა გამოაცხადა რომ მეორედ მოსვა უახლოვდებოდათ...ამის საპასუხოდ კი მარტინ ლუთერმა მას ანტიქრისტე უწოდა...იგივე შემთხვევა განმეორდა XVIII საუკუნის ბოლოს როდესაც ერთმა ბაპტისტმა მღვდელმა განაცხადა რომ ხილვა ქონდა, თითქოს უფალი მობრძანდებაო დედამიწაზე...ამასთან დაკავშირებით, იმ დროს სპეციალური მეორედ მოსვლის კვართების გაყიდვა დაიწყეს და ამ მღვდელმა საკმაოდ დიდი ქონება იშოვა...ეგ არავინ არ იცის...ადამიანებმა კი არა ანგელოზებმა არ იციან ამის შესახებ არაფერი...ყველა დროში ეგონათ რომ უფალი მეორედ მოვიდოდა ქვეყანაზე და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს თემა ახლო მომავალში სპეკულაციის საგანი გახდება (ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ვამბობ)...ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ლოცვა-ვედრება გავაძლიეროთ უფლისადმი, ღვთისმშობელისადმი...არ უნდა შეეშინდეს უფლის წინაშე მართალ კაცს მეორედ მოსვლის...
starscream
დავწერ ამ 144 000 -ის განმარტებასაც თუ რა სიმბოლო დევს
იოანეს გამოცხადება
თავი მეთორმეტე
1. და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.
2. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული.
3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.
4. კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი.
5. და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე.
იქნებ ვინმემ მითხრათ რომელ ყრმაზეა საუბარი? ან ამ ადგილის განმარტება დამიდოთ
გაიხარე აბო ზუსტად მაგან დამაბნია ქალი რომ ეწერა თუ იგულისხმება დედა ეკლესია მაშინ კიდევ რაღაცას გავიგებ მადლობელი დაგრჩები თუ ამიკრეფავ ამასთან დაკავშირებით
Atman
http://forum.ge/?f=84&showtopic=34206998&st=645
ებრაელმა რაბინებმა საუბარში სხვათაშორის ახსენეს, 2014-ში მესიას ველოდებით, მისთვის უკვე ყველაფერი მზად არისო.(არ ყოფილა საუბარი სოლომონის ტაძარზე) მათი მესია ჩვენი ვინაა ალბათ მიხვდებით.
აბო
abo
შვიდთავიან მხეცს როგორ ახსნიდით?
abo
elusia
abo
დანიელის ხილვა წაკითხული გექნებათ ოთხ მხეცზე. არ ფიქრობთ რომ იმ დროის მხეცებს სადაც აგრეთვე მოხსენიებილია ლომი , დათვი და ავაზა . რაც ასევ არის იოანეს გამოცხადებაში კავშირში შეიძლება იყვნენ ერთმანეთთან?
იგივე მხეცები რაც დანიელმა იხილა არის იოანეს გამოცხადებაში მაგარმ იოანესთან ეს მხეცების ნაერთი მხეცია ანუ მხეცი რომელიც ვიხილე გავდა ავაზას, დათვის ფეხები ჰქონდა და ხახა როგორც ლომის.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-7.htm
"გაიხსენეთ წმიდა მოციქულისა და მახარებელის იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადება". რა არის იქ ნათქვამი ბოლო ჟამზე, იმ 144 ათას გამოსყიდულზე, ღმრთის ტახტის წინაშე რომ წარმდგარან, ანუ იმათზე, ვინც სატანის მახეს გადაუჩება და ცხონდება.
წმიდა იოანეს ზეციდან ხმა შემოესმა: "ესენი არიან, რომელნი იგი დედათა თანა არ შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან..." (გამოცხ. 14, 4). არ გეშინიათ, რომ გამოსყიდულთა მთავარი ნიშანი სწორედ სიძვის ცოდვისგან შეუბილწავი ქალწულებრივი სისპეტაკეა? (რომელშიც, რათა თქმა უნდა, ერთგული ცოლ-ქმრობაც იგულისხმება). როგორც ჩანს, ბოლო ჟამის ადამიანები სიძვის ეშმაკით ცდუნდებიან!"
/არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)/
"სახარებიდან და გამოცხადებიდან ვიცით, რომ სანამ ქრისტე საბოლოოდ მიგვიღებს, სამყარო ცუდიდან უარესისკენ წავა".
" პირველივე საუკუნეებიდან არსებობს ჩამოყალიბებული საეკლესიო სწავლება იმის შესახებ, თუ რომელი წიგნებია გამოსული მოციქულთა ხელიდან, რომელი წიგნებია სულიწმინდის მიერ აღბეჭდილი, მისი მადლით დაწერილი.
იმავე ხანებიდან კანონიკურად მიჩნეული და მიღებული იყო ის წიგნები, რომლებიც დღესაც შედის ახალ აღთქმაში. ყველაზე ფრთხილად მაინც აპოკალიფსს ეპყრობოდნენ. ზოგიერთი მამა მას კანონიკურად თვლიდა, ზოგიც - არა. საბოლოოდ მე-6 საუკუნეში დამტკიცდა, რომ აპოკალიფსი კანონიკური წიგნია.
ის მამები, რომლებიც მას კანონიკურად არ მიიჩნევდნენ, კი არ ცდებოდნენ, არამედ ეს იყო სიფრთხილის გამოვლინება - ეკლესია სულ ამოწმებდა, რომელიმე წიგნი ნაყალბევი ხომ არ იყო. თუმცა ეკლესიას ერთსულოვნად არასოდეს უღიარებია აპოკალიფსი არაკანონიკურად; არსებობდა მხოლოდ სხვადასხვა აზრი მამებისა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიაში არ გამართულა ისეთი საღვთისმეტყველო დავა, რომ განხეთქილება გამოეწვია. როდესაც საბოლოოდ დამოწმდა, რომ ეს წიგნი ნამდვილად მოციქულის ხელიდან იყო გამოსული, წმინდა ეკლესიამ ერთსულოვნად და საბოლოოდ აღიარა კანონიკურად."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"იმ დღეს როცა ეზიარები, საჭიროა, უფრო მეტად კითხულობდე წიგნს, განსაკუთრებით ახალ აღთქმას, ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს და აპოკალიფსს".
/წმ. ამბროსი ოპტელი/
"შეუძლებელიც კია გავიგოთ, თუ რას გადმოგვცემს აპოკალიფსი, თუკი მას წმინდა მამათა განმარტებების გარეშე წავიკითხავთ. აპოკალიფსში ყველაფერი გადმოცემულია სიმბოლურად, პირდაპირი მნიშვნელობა, იოანეს გამოცხადების თითქმის არც ერთ სიტყვას არ აქვს, ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს"
"ყველამ ვიცით, რომ წმინდა წერილი წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადებით მთავრდება. ვიცით, რომ ყველას მოგვიწევს ღმრთის წინაშე წარდგომა. ვიცხოვორთ ისე, რომ არ შეგვრცხვეს მაშინ და მივანდოთ აწმყო უფალს"
/დეკ. ანდრია კემულარია/
"აპოკალიფსის წიგნს, შესაბამისად, აქვს არა მარტო წინასწარმეტყველური, არამედ ზნეობრივი მნიშვნელობაც. ამ სიტყვების აზრი ასეთია: ნეტარია ის, ვინც ამ წიგნს კითხულობს და თავისი ღვთისმოსავი ცხოვრებითა და ქმედებებით მარადისობისათვის ემზადება, რამეთუ თითოეული ჩვენგანისათვის მარადისობაში გადასვლა ახლოს არის".
/იოანე ღვთისმეტყველი/
"ღვთისმსახურებაზე აპოკალიპსისი არ იკითხებოდა და არც ახლა იკითხება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველად ღვთისმსახურებაზე წმინდა წერილების კითხვას ყოველთვის თან ახლდა მათი განმარტება, ხოლო აპოკალიპსისი განსამარტავად მეტად რთულია".
"წმინდა იოანე ასახელებს ადგილს, სადაც მას გამოცხადების მადლი მიენიჭა. ეს გახლავთ კუნძული პატმოსი, რომელიც ეგეოსის ზღვაში მდებარეობს, იკარეის კუნძულსა და მილეტსკის კონცხს შორის. ეს არის უდაბური და კლდოვანი კუნძული, რომლის პერიმეტრი 56 ვერსს შეადგენს. წყლის უკმარისობის გამო იგი მცირედ არის დასახლებული და ხასიათდება არაჯანსაღი კლიმატითა და უნაყოფო მიწით. ახლა მას "პალმოზა" ეწოდება. ერთი მთის მღვიმეში ახლაც აჩვენებენ ხოლმე ადგილს, სადაც წმინდა იოანეს გამოცხადება ჰქონდა. იქ მდებარეობს პატარა ბერძნული მონასტერი, რომლის სახელწოდებაა "აპოკალიპსისი".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"უფლის სასჯელი ერთბაშად არ განხორციელდება, არამედ თანდათანობით, რაც ღვთის დიდსულოვნებასა და მიმტევებლობას გამოხატავს; ცოდვილებს უფრო სინანულისკენ მოუწოდებს. ღვთის სასჯელი პირველად მიწას ევლინება, ნადგურდება ხეების მესამედი და ბალახი, რაც აუცილებელია ადამიანთა და ცხოველთა გამოსაკვებად. მიწაზე მოვლენილი "სეტყვა" და "ცეცხლი, სისხლში არეული", ბევრი განმმარტებლის მოსაზრებით, მომსვრელი ომია. და ვინ იცის, იქნებ ეს საჰაერო დაბომბვაა, ყოველივეს მომსპობი და გადამბუგველი?!"
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"ეს წიგნი [აპოკალიფსისი] არის წმინდა კანონის დასასრული, საეკლესიო სწავლების ფართო შენობის უკანასკნელი ქვა. იგი ასახავს ეკლესიისა და სამყაროს მომავალ ხვედრს. იგი ჩვენი ცოცხალი იმედია, სახარება - ცოცხალი სიყვარული, ხოლო ეპისტოლეები - რწმენა. "აპოკალიფსისი მთავრდება მოკლე, მაგრამ მრავლისშემცველი სიტყვებით: "ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო!". იგი გვაყენებს უშუალოდ მსაჯულის პირისპირ და ჩვენს მზერას მიაპყრობს ახლო მომავლისაკენ".
/პროფესორი ალექსანდრე ივანოვი/
"მინდა შეგახსენოთ, რომ ათონის მთაზე წმიდა ათანასეს ლავრაში XVII-XVIII საუკუნეებში მოღვაწეობდა ერთი ბერი - კირილოს ლავრიოტისი. იგი ლავრაში ცხოვრობდა და ამიტომ მიიღო ასეთი სახელი - "ლავრიოტისი", - კირილე ლავრელი. ის განმარტავს "იოანეს გამოცხადებას" და ამბობს: როცა უფალი, შვიდ ეკლესიას მიმართავს, VI ფილადელფიის ეკლესია, არის საქართველოს ეკლესია. ჩვენ თუ წავიკითხავთ მიმართვას 7 ეკლესიისადმი, შევამჩნევთ,რომ ყველაზე კარგი - ფილადელფიის ეკლესიისადმია, უფალი ბრძანებს: შენ წინ კარი ღიაა! ეს არის სასუფევლის კარი. იქ წერია ასევე, რომ "ჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელ მსოფლიოს, (აქ იგულისხმება მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს მეფობის საშინელი ჟამი), "მე დაგიფარავ შენ!" აი, ესე მიმართავს საქართველოს; ასეთია ნება ღვთისა, ასეთია წყალობა ღვთისა. მე არ ვიცი რით დავიმსახურეთ ჩვენ ეს, საინტერესო ისაა, რომ კირილოს ლავრიოტისი ამას წერს იმ დროს, როცა საქართველომ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებობა, როცა რუსეთის იმპერიამ გაუუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. და აი ამ დროს იგი საუბრობს საქართველოს გაბრწყინებაზე. და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისათვის. დიდება და მადლობა უფალს მისი წყალობისა და კაცთმოყვარეობისათვის".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience