თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ გოგი და მაგოგი

პოსტის ავტორი: iobi თარიღი: Jul 2 2009, 08:04 PM

ყველას მოგესალმებით. მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და შესაბამისად ეს ჩემი პირველი თემაა. ეკლესიურ ცხოვრებასაც ეხლა ვიწყებ და მაქვს რამოდენიმე კითხვა თან არ ვიცოდი რომელ კატეგორიაში გამეხსნა ეს თემა.
ძალიან მაინტერესებს ინფორმაცია გოგზე და მაგოგზე - რადგან ცოტა ხნის წინ წავაწყდი კავშირს მათსა და საქართველოს შორის.
http://www.youtube.com/watch?v=COIEcYnYqSQ
აი ვიდეოც. თუ შეიძლება გამარკვიეთ.
პატივისცემით დავითი.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 2 2009, 10:03 PM

iobi
კეთილი იყოს შენი ხელწრუწუნა (მაუსი) ჩვენს ფორუმში biggrin.gif
საინტერესო, თემაა და მისი ადგილი სწორედ აქ არის.
იმედია საინტერესო მსჯელობა გაიმართება smile.gif

iobi

ციტატა
http://www.youtube.com/watch?v=COIEcYnYqSQ

რაც შეეხება ამ ფსევდოაპოკალიპტურ დემაგოგიას (უკაცრავად სხვა სახელს ვერ დავარქმევ) ჯობია გვერდით გადავდოთ და გოგზე და მაგოგზე ვისაუბროთ მხოლოოდ წმინდა წერილისა წმინდა მამათა შრომებზე დაყრდნობით. smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 2 2009, 10:16 PM

დათიკო

ციტატა
გოგზე და მაგოგზე

დავით, გოგის და მაგოგის ფენომენი მუსლიმნებსაც აქვთ და სწორედ ეს სახელი ქვიათ ამ ფსევდო-წინააპოკალიპტურ ხალხს, რომლებიც არიან დაბალნი და წვრილთვალა , ოღონდ არაბულად გამოითქმის -> აჯუჯ-მაჯუჯი. მართლა საინტერესო იქნება ->
ციტატა
ვისაუბროთ მხოლოოდ წმინდა წერილისა წმინდა მამათა შრომებზე დაყრდნობით.

პოსტის ავტორი: iobi თარიღი: Jul 3 2009, 01:13 PM

გმადლობთ რომ ინფორმაცია მომაწოდეთ.
ისე თუ დაბლებზე და წვრილტვალებზე წავიდა მსჯელობა მიონღოლები საუკეთესო ვარიანტი გამოდის.
მე როგორც მოვიძიე ეს ის ხალხია რომელიც აპოკალიპტიკურ ეპოქაში გამოვლენ ქრისტეს ეკლესიის ჭინააღმდეგ საბრძოლველად.

პოსტის ავტორი: G*A*M*O*F*X*I*Z*L*D*I*T თარიღი: Jul 23 2009, 12:01 PM

ესე იგი რა დაადგინეთ, ვინ არის გოგი და მაგოგი?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 23 2009, 01:21 PM

ციტატა(G*A*M*O*F*X*I*Z*L*D*I*T @ Jul 23 2009, 12:01 PM) *

ესე იგი რა დაადგინეთ, ვინ არის გოგი და მაგოგი?

გოგის ვიცნობ ჩემი მეზობელია მარა აი მაგოგი ვერ გავარკვიე ვინაა tongue.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 23 2009, 02:13 PM

წმიდა მამათა რომელ წიგნებშია გოგ და მაგოგზე განმარტებები?

პოსტის ავტორი: G*A*M*O*F*X*I*Z*L*D*I*T თარიღი: Jul 23 2009, 03:05 PM

ციტატა(lingvo @ Jul 23 2009, 02:13 PM) *

წმიდა მამათა რომელ წიგნებშია გოგ და მაგოგზე განმარტებები?



თუ არ ვცდები, მემგონი არცერთის არააა განმარტებული. არც გოგი და მაგოგიზე და არც "გამოცადება" ანუ "აპოკალიფსი". თუ არის ისიც გაკვრით. ძირფესვიანი განმარტებები მე არსად შემხვედრია და თუ ვინმემ იცის თქვას სადაა განმარტებული - რომელ წიგნში.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)