თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ დავითი

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 8 2010, 10:53 PM

ერთი ბუნებრივი შეკითხვა გამიჩნდა. იესოს რამდენჯერმე მიმართავენ დავითის ძეო და საერთოდაც დავითის სახელი რამდენჯერმე ფიგურირებს, როგორც ღმერთკაცის დონეზე აყვანილი მითიური პერსონაჟი. რატომ? ნამდვილად ვერ ჩავწვდი ამ ფაქტს. huh.gif

ეს ის დავითი არ იყო უამრავი ადამიანი რომ შემუსრა და საყვარლები ჰყავდა? huh.gif
თუ რამე მეშლება შემისწორეთ მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი...

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Apr 9 2010, 12:35 AM

უამრავი ადამიანი რომ შემუსრა და ბევრი ცოლი ყავდა საიდან იცი ??

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 9 2010, 07:51 AM

A.v.B

ციტატა
უამრავი ადამიანი რომ შემუსრა და ბევრი ცოლი ყავდა საიდან იცი ??

ბიბლიის იმ ტექსტზე სადაც დავითის შესახებ წერია სპეციალური გადაცემა იყო და მას ვუყურე.

მაშ თუ ვცდები მომიყევი დავითის შესახებ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 9 2010, 09:44 AM

Molen
დავით მეფსალმუნეზ ხომ ამბობ? როგორც ვიცი მან ცოლი სხვას წაართვა რის შედეგად მხილებულ იქნა და სინანულში ჩავარდა, ამის გამო იგალობა ფსალმუნები ღმერთმა კი მას აღუთქვა რომ მისი თესლისგან იშვებოდა მაცხოვარი.....მე ასე ვიცი

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Apr 9 2010, 10:12 AM

ცოლი წაართვა რომელია, დაღუპა კაცი და მისი ცოლი თავად შეირთო, რის გამოც დასაჯა უფალმა, თუმცა კი ინანიებდა...

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 9 2010, 11:08 AM

ikanosi

ციტატა
როგორც ვიცი მან ცოლი სხვას წაართვა რის შედეგად მხილებულ იქნა და სინანულში ჩავარდა, ამის გამო იგალობა ფსალმუნები ღმერთმა კი მას აღუთქვა რომ მისი თესლისგან იშვებოდა მაცხოვარი.....მე ასე ვიცი

ლურჯი ბუ
ციტატა
ცოლი წაართვა რომელია, დაღუპა კაცი და მისი ცოლი თავად შეირთო, რის გამოც დასაჯა უფალმა, თუმცა კი ინანიებდა...

სწორედ ამაზე მაქვს საუბარი.
უბრალოდ ისეა ბევრგან გამოყვანილი დავითი, როგორც ღვთაებრივი პერსონა და ადამიანები იესოსაც კი დავითის ძედ მოიხსენიებენ, რაც ალბათ უფრო იმის გამომხატველია თუ როგორი ძლევამოსილი იყო იგი, არადა სად იესო როგორც ღმერთი და სად დავითი, როგორც ცოდვილი ადამიანი.

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Apr 9 2010, 08:41 PM

ციტატა(Molen @ Apr 9 2010, 11:08 AM) *

ikanosi

ლურჯი ბუ

სწორედ ამაზე მაქვს საუბარი.
უბრალოდ ისეა ბევრგან გამოყვანილი დავითი, როგორც ღვთაებრივი პერსონა და ადამიანები იესოსაც კი დავითის ძედ მოიხსენიებენ, რაც ალბათ უფრო იმის გამომხატველია თუ როგორი ძლევამოსილი იყო იგი, არადა სად იესო როგორც ღმერთი და სად დავითი, როგორც ცოდვილი ადამიანი.


მოკლედ რომ დავწერო:

1 - დავითი თავისი ცოდვებისთვის დაისაჯა იმით, რომ თავისივე შვილი აუმხედრდა და ტახტის წართმევა მოინდომა და ამ ბრძოლაში დაიღუპა ის.
2 - დავითმა არაერთი კეთილი საქმე ჩაიდინა თავისი ხალხისთვის და უფლისგან მიიღო დაპირება რომ მისი თესლისაგან იშობოდა მხსნელი.
3 - იგი იუდეველთათვის უდიდესი მეფე იყო და რა თქმა უნდა, ჯერ ერთი რომ ამაყობდნენ მისით და მეორეც, იცოდნენ, რომ უფლისაგან დავითისთვის მიცემული პირობა აღსრულდებოდა.

პოსტის ავტორი: salomeya თარიღი: Apr 10 2010, 04:22 PM

დავითმა შექმნა ებრაელთა პირველი და იმ დროისათვის უძლიერესი სახელმწიფო რეგიონში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ებრაელები მაშინ ერთადერთი ერი იყო, ვისაც ქვეყნის შემოქმედი ღმერთი ახსოვდა და სხვა დანარჩენი მსოფლიოსაგან განსხვავებით არ აღმერთებდნენ კერპებს. ასეთი ერისთვის ძლიერი სახელმწიფოს შექმნა თავისთავად ღმთისადმი მადლი იყო. რაც შეეხება დავითის პირად ცხოვრებას, ეს პოლიტიკური ინტრიგების თემა უფროა, ვიდრე რელიგია. ტერმინი დავითის ძე იესოს დროს ჭეშმარიტი ებრაელის სინონიმი იყო. გარდა ამისა ბაგრატიონები ითვლებიან დავითის სულიერ შთამომავლებად. ამიტიმაც იყო საქართველოს ბაგრატოვანთა გერბძე შურდული და დავითის სხვა სიმბოლიკები. დავითთან ალეგორიული კავშირი ბაგრატიონებს ავტორიტეტს სძენდა ქრისტიანთა, მაჰმადიანთა და იუდეველთა შორის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience