თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ ღმერთი მესამე პირში საუბრობს

პოსტის ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი თარიღი: Jan 12 2011, 06:43 PM

გამოსვლაში რამდენიმეჯერ შევამჩნიე,რომ ღმერთი ხალხს ელაპარაკება ღმერთზე,ანუ თავის თავზე მესამე პირში.მაგალითად: როდესაც ღმერთი სინაის მთაზე ჩამოვიდა და ხალხს ელაპარაკებოდა შაბათ დღეზე მან თქვა. (გამ. 20;11)

ციტატა
რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
მეორე კიდევ 21-ე თავში,როდესაც ღმერთი კანონებს უდგენდა ხალხს.(გამ. 21;13)
ციტატა
თუ განზრახვა არ ჰქონია და ღმერთმა შეამთხვია, მე დავუნიშნავ ადგილს, სადაც უნდა შეაფაროს თავი.


ეს იმას ხომ არ ნიშნავს,რომ სინაის მთაზე ღმერთი არ იყო? არამედ ღმერთის სახელით ანგელოზი ლაპარაკობდა?

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Jan 13 2011, 01:53 AM

ციტატა(ნიკა ქუცნიაშვილი @ Jan 12 2011, 06:43 PM) *

გამოსვლაში რამდენიმეჯერ შევამჩნიე,რომ ღმერთი ხალხს ელაპარაკება ღმერთზე,ანუ თავის თავზე მესამე პირში.მაგალითად: როდესაც ღმერთი სინაის მთაზე ჩამოვიდა და ხალხს ელაპარაკებოდა შაბათ დღეზე მან თქვა. (გამ. 20;11)მეორე კიდევ 21-ე თავში,როდესაც ღმერთი კანონებს უდგენდა ხალხს.(გამ. 21;13)

ეს იმას ხომ არ ნიშნავს,რომ სინაის მთაზე ღმერთი არ იყო? არამედ ღმერთის სახელით ანგელოზი ლაპარაკობდა?

ნიკა ქუცნიაშვილი

კი მაგას ნიშნავს ნამდვილად. ღმერთი ანგელოზის მეშვეობით ესაუბრებოდა მოსეს.

პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Jan 13 2011, 10:02 AM

■გიორგი■

ციტატა
კი მაგას ნიშნავს ნამდვილად. ღმერთი ანგელოზის მეშვეობით ესაუბრებოდა მოსეს.

და მანამდეც ანგელოზი ამბობს ამ სიტყვებს:
(გამ. 20:2)მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.
(გამ. 20:5)არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.

ანგელოზი როგორ ამბობს მე ვარ უფალი შენიო?

პოსტის ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი თარიღი: Jan 13 2011, 04:55 PM

აი კიდევ შემთხვევები,როდესაც მესამე პირშია საუბარი:

ციტატა
7 არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.
ციტატა
10 მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.
ციტატა
11 რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
ციტატა
12 პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.
ციტატა
10 უფლის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია თვისტომის საქონელისთვის. პატრონი ფიცს მიიღებს და არაფერს ზღავს.
ციტატა
19 ვინც უფლის გარდა სხვა ღმერთებს სწირავს მსხვერპლს, უნდა მოიკვეთოს.
ციტატა
17 წელიწადში სამჯერ ეჩვენოს უფალ ღმერთს ყოველი მამაკაცი.
ციტატა
25 ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს და გიკურთხებთ იგი პურსა და წყალს. არ გავაჭაჭანებ სნეულებას თქვენს შორის.


პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Jan 13 2011, 07:39 PM

ციტატა(კოკა @ Jan 13 2011, 10:02 AM) *

■გიორგი■

და მანამდეც ანგელოზი ამბობს ამ სიტყვებს:
(გამ. 20:2)მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.
(გამ. 20:5)არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.

ანგელოზი როგორ ამბობს მე ვარ უფალი შენიო?

კოკა

როგორ და ისევე, როგორც ეს სიტყვები უთხრა ანგელოზმა მოსეს, როცა ალმოდებულ ბუჩქში გამოეცხადა: "მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა". - წაიკითხე გამოსვლა 3:4,5,6 და 3:1-3.

ადამიანებს ანგელოზები ღვთის ნაცვლად ესაუბრებოდნენ და ხშირად პირველ პირში ესაუბრობდნენ მათ. ადმაიანებიც ამბობდნენ რომ ღმერთი იხილეს და ღვთის ხმა მოესმათ, რადგან ღვთის ნაცვლად მოლაპარაკე ანგელოზის სიტყვებს ისმენდნენ და ხედავდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავდა რომ ისინი პირდაპირი გაგებით ისმენდნენ და ხედავდნენ ღმერთს.


პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Jan 13 2011, 09:38 PM

■გიორგი■
და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყუელი. (გამ. 20:1)
მაშინ რატო არ წერია ანგელოზიო?

ამასთანავე, ერთი და იგივე თავში ვითარდება ერთი აზრი და ერთ შემთხვევაში პირველ პირში მიდის მონოლოგი და იმავე ადგილას მესამე პირში........

(გამ. 20:2)მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.
იქვე
(გამ. 20:7)არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა.

რატოა ერთ შემთხვევაში პირველში და იქვე მეორე შემთხვევაში მესამეში.........
გასაგებია, რომ ყოფილიყო სხვადასხვა წინასწარმეტყველის წიგნში, სხვადასხვა პირში, მაგრამ ეს ხდება ერთ წიგნში და ერთ თავში და ერთ აზრში........


პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Jan 14 2011, 12:13 AM

კოკა

მე მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე წინა პოსტში, რომ ანგელოზი პირველ პირში ამბობდა სიტყვებს:

ციტატა
"მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა". - წაიკითხე გამოსვლა 3:4,5,6 და 3:1-3.


ამ და მსგავსი სხვა უამრავი მაგალითიდან დასტურდება, რომ მიუხედავად იმისა, პირველ პირშია წარმოთქმული სიტყვები, ამგელოზები წარმოთქვამდნენ მას და მაინც და მაინც არ მიანიშნებს იმაზე, რომ უშუალოდ ღმერთი ესაუბრობდა მოსეს.

მითუმეტეს, ღვთის მადლით, სული წმინდითა და ძალით აღსავსე სტეფანე და აგრეთვე მოციქული პავლე, პირდაპირ ამბობენ, რომ მოსეს რჯული ღმერთმა ანგელოზთა ხელით გადასცა. მხოლოდ გამოსვ. 20:1-ში ჩაწერილით იმის თქმა რასაც ამბობ, არ იქნებოდა მართებული, რადგან წმინდა წერილში ჩაწერილი სხვა მონაკვეთებიც უნდა მიიღო მხედველობაში. ქრისტეს მოციქულის სიტყვებს და სული წმინდით აღსავსე სტეფანის სიტყვებს თუ [ვ]ირწმუნებდი[თ], მაშინ შენ პოზიციაზე მსჯელობის გაგრძელება აღარც იქნებოდა საჭირო.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 14 2011, 01:46 AM

რაის ანგელოზი ესაუბრებოდა ? ესეიგი თქვენ ამბობთ რომ ანგელოზი ეუბნება მოსეს რომ მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთიო??

პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Jan 14 2011, 09:20 AM

■გიორგი■

ციტატა
მაშინ შენ პოზიციაზე მსჯელობის გაგრძელება აღარც იქნებოდა საჭირო

რომელ პოზიციაზე საუბრობ?
მე უბრალოდ კითხვას ვსვავ და გარკვევა მინდა საკითხში..........
რატომ გგონიათ ყველას რომ ყველა საკითხზე დებატები, ჩხუბი, რაღაცის დამტკიცება საკუთარი პოზიციის წარმოჩენაა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი............ უბრალოდ ნიკას დასმული საკითხით დავინტერესდი და გარკვევა მინდა.......... მსჯელობაში კიდე ცუდს რას ხედავ?

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 15 2011, 10:56 PM

ხო იასნია სამპიროვანია და ისაუბრებს რა პრობლემაა ?

პოსტის ავტორი: Berckley თარიღი: Jan 16 2011, 10:48 AM

ციტატა
ხო იასნია სამპიროვანია და ისაუბრებს რა პრობლემაა ?

კი,მაგრამ მაშინ რო იძახის მე ვარ მამაშენის ღმერთიო და მერე იძახის უფალი არავის აპატიებსო,ეს იმას ნიშნავს რომ სამპიროვანი ღმერთიდან ერთერთი ყველაზე მთავარია.ესე გამოდის ამას რომ მივყვეთ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 16 2011, 11:42 PM

ციტატა
კი,მაგრამ მაშინ რო იძახის მე ვარ მამაშენის ღმერთიო და მერე იძახის უფალი არავის აპატიებსო,ეს იმას ნიშნავს რომ სამპიროვანი ღმერთიდან ერთერთი ყველაზე მთავარია.ესე გამოდის ამას რომ მივყვეთ

ეს იმას ნიშნავს რომ წინასწარმეტყველები ხან ისტორიულ ფაქტს გადმოგვცემენ ანუ მაგალითად როდესაც მოსემ იხილა ცეცხლმოკიდებული მაყვლოვანი და იქიდან მოესმა ხმა ღმერთისა
ხან კი ხალხს მიმართავდნენ, განუცხადებდნენ ღვთის სიტყვას და ისინი ყოველთვის იწყებდნენ შემდეგი სიტყვებით: ამას ამბობს უფალი და ა. შ.

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Mar 3 2011, 02:50 PM

რას ამტკიცებ- ანგელოზი ელაპარაკებოდაო ...
ანგელოზი როცა ლაპარაკობს, იქ მითითებულია ხოლმე .

პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 3 2011, 05:36 PM

ბიბლიაში ისეთ ადგილზე სადაც წერია ღმერთი ელაპარაკა მოსეს-ო,ძველ ღთქმაში,ახალ აღთქმაში მოციქულები ამბობენ ანგელოზი ელაპარაკაო,ძველ აღთქმაში თუ წერია მოსეს ღმერთმა 10 მცნება გადასცაო,ახალ ღთქმაში მოციქულები ამბობენ ანგელოზმა გადასცაო.
საერთოდ მამები ამბობენ რომ ამ შემთხვევაში ღმერთი და ანგელოზი გაიგივებულია და აქ არაფერია საგანგაშო.უბრალოდ ღმერთი ანგელოზის მეშვეობით მოქმედებდა.

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Mar 5 2011, 01:59 AM

ციტატა(mociquli qristesi @ Mar 3 2011, 05:36 PM) *

ბიბლიაში ისეთ ადგილზე სადაც წერია ღმერთი ელაპარაკა მოსეს-ო,ძვე ღთქმაში,ახალ აღთქმაში მოციქულები ამბობენ ანგელოზი ელაპარაკაო,ძვე აღთქმაში თუ წერია მოსეს ღმერთმა 10 მცნება გადასცაო,ახალ ღთქმაში მოციქულები ამბობენ ანგელოზმა გადასცაო.
საერთოდ მამები ამბობენ რომ ამ შემთხვევაში ღმერთი და ანგელოზი გაიგივებულია და აქ არაფერია საგანგაშო.უბრალოდ ღმეთი ანგელოზის მეშვეობით მოქმედებდა.

mociquli qristesi

აბსოლუტურად გეთანხმები.


პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 5 2011, 01:33 PM

■გიორგი■
გაიხარე biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 13 2011, 11:56 PM

ქრისტეც თავის თავზე მესამე პირში საუბრობს სახარების გარკვეულ თავებში. ამაზე რას იტყოდით?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)