თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ მორწმუნე თუ ეშმაკეული?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Apr 16 2012, 07:25 PM

ეს სიტყვა პირდაპირი გაგებით ნიშნავს დემონის შიშს. თუმცა მანამ, სანამ სიტყვა "დემონი" ეშმაკის მნიშვნელობას შეიძენდა, იგი უბრალოდ ნიშნავს ღვთისმოშიშ, რელიგიურ ადამიანს.

პავლე მოციქული აქებს ათენელებს:

დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი(deisidaimonia) უნდა იყოთ. (საქმეები 17:22)

თუმცა, რატომღაც წმ. გიორგი მთაწმინდელი ამ სიტყვას თარგმნის როგორც:

"მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა(deisidaimonia) გხედავ თქუენ."


სხვა მუხლებიც ვნახოთ:

"სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა(deisidaimonia) და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო." - (საქმეები 25:19)

წმინდა გიორგი მთაწმინდელი აქაც წერს:

"ძიებანი რაჲმე თჳსისა ეშმაკეულებისანი(deisidaimonia) აქუნდეს მისა მიმართ და იესუჲს ვისთჳსმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად."

არადა რომაელები პატივს სცემდნენ ებრაელთა რელიგიას და შეუძლებელია უბრალო საუბარში იუდაიზმისთვის ეშმაკეულება(იცოდნენ ეს სიტყვა საერთოდ?) ეწოდებინათ. მითუმეტეს, რომ ეს სიტყვა მოგვიანებით მხოლოდ ქრისტიანებმა გაიგეს უარყოფითი მნიშვნელობით და წარმართებს უწოდეს.

რას ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 23 2012, 04:19 PM

Otherguy
რას აღარ დაწერ ხოლმე...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Oct 7 2012, 04:03 AM

„ღვთისმოშიშება“ - „დეისიდაიმონია“. ხსენებული ბერძნული სიტყვა, ჩვეულებრივ, განიმარტება, როგორც „შიში ღვთისა“, ხოლო უარყოფითი აზრით, „ცრურწმენა“ („დეიდო“, - მეშინია; „დაიმონიონ“ - ღვთიურობა). რამდენადაც ბერძნული სიტყვა „დაიმონ“, რომელიც ანტიკურ პერიოდში „ღმერთს“ ნიშნავდა, ქრისტიანულ ხანაში „დემონის“, „ცრუ ღმერთის“, „ეშმაკის“ აღმნიშვნელად გარდაიქნება, ამდენად, ზემომოტანილი კომპოზიტიც მსგავსი შინაარსით იტვირთება. (ძველ) ქართულად მთარგმნელები მას, ჩვეულებრივ, თარგმნიან, როგორც „მრჩობეშმაკეული“ (როგორც ჩანს კომპოზიტის პირველი წევრი „დეისი“ გაუიგივეს სიტყვას „დ-ოისი“, რაც „ორის“ აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვის მიცემითი ბრუნვაა მრავლობითი რიცხვისა)."

- ედიშერ ჭელიძე -

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 8 2012, 02:45 AM

აკაკი
საინტერესოა სამოციქულოთა განმარტებებიც ამ მუხლისა.
არანაირი აზრთა სხვადასხვაობა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 12 2012, 02:31 AM

თვითონ ლაშა სადაა ნეტავ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)