თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ დეპრესია

პოსტის ავტორი: mariam kochlamazashvili თარიღი: Apr 15 2013, 10:42 AM

ეკლესიაში არ დავდივარ. გავინათლე 2010 წელს და იმის შემდეგ აღსარებაც კი არ ჩამიბარებია, არ მყავს მოძღვარი ხშირად კი ვლოცულობ მაგრამ მგონია, რომ იმდენად ცოდვილი ვარ ამის უფლებაც არ მაქვს და არ ვარ ღირსი რამე შევთხოვო უფალს. ხშირად მეკარგება ყველაფრის იმედი დეპრესია და საშინელი ნევროზი მაქვს, მინდა ეკლესიაში სისტემატიურად ვიარო მაგრამ ისიც არ ვიცი როგორ დავიწყო, როგორ ჩავეწერო რომელიმე ტაძრის მრევლში, როგორ უთხრა მამაოს რომ ჩემი მოძღვარი იყოს. გთხოვთ დამეხმაროთ მინდა ეს პირველი ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ როგორ არ ვიცი თითქოს რაღაცის შიში მაქვს...

პოსტის ავტორი: mama archili თარიღი: Apr 28 2013, 11:02 PM

ის ,რომ ტაძარში ,,ცოდვილობის გამო'' ვერ მივდივართ , ბოროტისგან მოწოდებული აზრია . ყველანი ცოდვილები ვართ , და სწორდ ამიტომ გაასმგებული მონდომებით უნდა ვიღვაწოთ , რომ ეს ნაკლები აღმოვფხვრათ . ადეც მითქვამს და გავიმეორებ , რომ ვირტუალური სივრცით სხვადასხვა პრობლემების მოგვარება შეუძლებელია , თუმცა მოზღვრის აყვანა რომ აუცილებელია ამაზე აღარ გავაგრძელებ . აიყვანეთ ის პიროვნება ვინც ტერიტორიულად ახლოსაა თქვენთან და გახსნილიც იქნებით მასთან .

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)