თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ ნათლობამდელი ცოდვები

პოსტის ავტორი: ვასკა თარიღი: Oct 19 2006, 10:33 PM

მამაო. ძალიან მაინტერესებს ნათლობამდე ჩადენილი ცოდვები ნათლობისას მომეტევა თუ არა და ის ცოდვები უნდა ვთქვა აღსარებაში? ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!!

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 20 2006, 11:29 AM

შეგიძლია გაეცნო მამა თეოდორეს პასუხს ამ კითხვაზე აი აქ:
http://orthodoxy.wanex.net/pasukhebi/4.htm#2

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Dec 14 2006, 08:07 PM

ნათლობისას ადამიანს მიეტევება მანამდე ქმნილი ყოველი ცოდვა. ამიტომ მათი მონანიება აღსარებისას არაა საჭირო. მაგრამ ცოდვა არ არის მხოლოდ საქციელი. ყოველი ცოდვის უკან დგას მიდრეკილება ცოდვისაკენ, ვნება, რომელიც ნათლობის შემდეგ ბრძოლის საგანი უნდა გახდეს. ამიტომ, როცა ვირჩევთ სულიერ მოძღვარს, უნდა მოვუყვეთ მას ნათლობმამდელი ცოდვები, რომ იცოდეს მოძღვარმა ჩვენი სულიერი სისუსტეები და შეძლოს სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვა. ეს არ არის აღსრება ცოდვათა, არამედ მხოლოდ საუბარი მოძღვართან.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)