თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ ცოდვაა თუ არა შეყვარებულის კოცნა?

პოსტის ავტორი: same თარიღი: Jun 23 2008, 12:43 PM

გამარჯობათ მამაო, როდესაც შეყვარებული გყავს და ის არაა ეკლესიური, არ ესმის რატომ არ შეიძლება აკოცო შეყვარებულს, მე ვიცი რომ ცოდვაა მაგრამ კონკრეტულად არავისგან გამიგია იქნებ გამარკვიოთ unsure.gif წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: N10a თარიღი: Jun 26 2008, 07:42 PM

ეს საკითხი მეც მაინტერესებს...
და კიდევ ერთი ეკლესიის ეზოშივე რომ კოცნიან უშლიან თუ არა მღვდლები და აძლევენ თუ არა საყვედურს? smile.gif

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Jun 27 2008, 12:48 PM

დამეთანხმებით, შეყვარებულის კოცნა არ არის და–ძმური წმიდა ამბორი. მაშ რა არის ის, საიდან იშვება მისი სურვილი და რას გამოხატავს?! ის, რაც ნორმალურია შეუღლების შემდეგ, მისაღები როდია შეუღლებამდე. მოკრძალება და სიწმიდისაკენ სწრაფვა უფრო ამტკიცებს სიყვარულს, ვიდრე გრძნობების უკონტროლო გამოვლინება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)