თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ ბიბლია ამხელს იაღოველებს

პოსტის ავტორი: izo თარიღი: Oct 28 2006, 01:02 PM

მოგესალმებით! გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ დავარწმუნო იაღოველი მეგობარი მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებაში? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Nov 22 2006, 01:26 AM

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ყოველგვარი რაციონალური არგუმენტი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისა არის უსუსური ერეტიკოსის თვალში. შეიძლება ადამიანს აჩვენო მისი სწავლების სიცრუე, მაგრამ მარტოოდენ ამით მას ვერ გახდი მართლმადიდებელს. ჭეშმარიტება სულ სხვა განზომილებას ეკუთვნის, რომელსაც გონება კაცისა ვერ წვდება. მართალი სარწმუნოების აღმსარებლობა ღმრთის მადლისა და კაცობრივი ნების თანამოქმედებაა ადამიანის სულში.
უმთავრესი და უმძლავრესი იარაღი ქადაგებისა არის ლოცვა. უნდა ვილოცოთ მათთვის, ვინც ცდუნდა უცხო სწავლებით. შეგვიძლია ჩვენი სიტყვებით შევთხოვოთ უფალს, – მოყვარულ გულს ეს არ უნდა ეძნელოს. თუ გვიჭირს, შეგვიძლია დილის ლოცვებში სათქმელი ლოცვა ვთქვათ კონკრეტული ადამიანისათვის.
გავითვალისწინოთ, რომ ყოველი ცრუსწავლების მიღმა დგანან კონკრეტული ბოროტი სულები და მათი მოძღვარი – მამა სიცრუისა. ბოროტის მიერ ცდუნებული ადამიანი კი ზომბირებულს ჰგავს. ვისაც უცდია რასელისტებთან საუბარი სარწმუნოებრივ თემებზე, იცის ეს.
ჭეშმარიტება სარწმუნოების ნაყოფებით იქადაგება (გალ. 5,22-23). როცა ჩვენ არ გვაქვს ისინი, ვერც სხვას შევძენთ და ვერც მართალი რწმენის უპირატესობას დავუმტკიცებთ. სამწუხაროდ, მართლმადიდებლთა შორის ხშირად ვხვდებით აგრესიულ დამოკიდებულებას სექტანტთა მიმართ. აუცილებლობის გარეშე უნდა მოვერიდოთ მათთან კამათს სარწმუნოებრივ თემებზე. აუცილებლობაში იგულისხმება ისეთ შემთხვევები, როცა ვხვდებით მოწმენი სექტანტთა მიერ სხვათა, განსაკუთრებით ბავშვების ცდუნებისა. მეგობართან მისი სარწმუნოების სიცრუეზე საუბარი ღირს მხოლოდ მაშინ, როცა იგი განწყობილია გვისმინოს. ჩვენი სარწმუნოებრივი შეხედულებები მიუწვდომელი და ურყევი ციხესიმაგრე უნდა იყოს. ამასთან ერთად ყოფით ცხოვრებაში გვმართემს განსაკუთრებული სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა მათ მიმართ, რათა ნაყოფი ჭეშმარიტებისა წარმოჩნდეს.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სარწმუნოებრივი შეედულებები წარმოადგენენ მსოფლმხედველობის საფუძველს. მყარი ფსიქიკის ადამიანი ადვილად ვერ იცვლის სარწმუნოებას. ამიტომ სულგრძელება გვმართემს შეცდომილებთან ურთიერთობაში.
მაგრამ პრობლემა არ ამოიწურება მხოლოდ მოქცევით ადამიანისა. შემდგომშიც არანაკლები შრომაა საჭირო. ყოველი ცრუსწავლება ამახინჯებს ადამიანის სულს, მის აზროვნებას, აამპარტავნებს მას. მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებად აღიარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს სულიერ ფერისცვალებას. ახლადმოქცეული, როგორც წესი მიდრეკილია ხიბლისაკენ. მას იზიდავს ემოციური მხარე ეკლესიურობისა. ამასთან ერთად ახასიათებს ამბიციურობა, უჩნდება პრეტენზია მრავლისმცოდნეობისა და მასწავლებლობისა. მის დადუღებას ჭირდება უმძიმესი სულიერი შრომის წლები და გულმოდგინე მოძღვრის ხელმძღვანელობა. ხშირად მომხდარა, რომ ახლადმოქცეულის ემოციური აღფრთოვანება ჩაითვალა სარწმუნოებრივ სიმხურვალედ, ზოგიერთმა სასულიერო ხარისხსაც კი მიაღწია, შემდეგ კი განდგა ეკლესიისაგან, რადგან არ შეცვლილა მისი აზროვნების კრიტერიუმები. სამწუხაროდ ასეთი მაგალითები ძალიან ხშირია. არ შეიძლება ყოველ წვრილმანში ამხილო ახლადმოქცეული, – მისი ამპარტავანი გონება ამას ვერ დაიტევს. მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელი მის სულთან მისასვლელი გზების ძიება, და ისევ და ისევ სიყვარული და მოთმინება.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 22 2006, 03:00 AM

მამა ანდრია, მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო პასუხებისთვის. ღმერთმა გაგაძლიეროთ!

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 22 2006, 03:31 AM

ციტატა
მეგობართან მისი სარწმუნოების სიცრუეზე საუბარი ღირს მხოლოდ მაშინ, როცა იგი განწყობილია გვისმინოს.

დეკ. ანდრია
მამაო, უღმესი მადლობა ასეთი ფრაზისთვის.
ღმერთმა გაგაძლიეროთ smile.gif

პოსტის ავტორი: izo თარიღი: Nov 24 2006, 06:00 PM

მამა ანდრია, დიდ მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ ადამიანთან ამა თუ იმ საკითხზე საუბრისას არა ერთხელ გამოვსულვარ მწყობილებიდან, როცა ვერ ვარწმუნებდი ჭეშმარიტებაში, თუმცა იგი უფრო გამოირჩევა მოთმინებით, ვიდრე მე. ამის მიუხედავად, იმას მაინც მივაღწიე, რომ იგი დავაინტერესე ჩვენი მართლადიდებლური სარწმუნეობით და იგი მზადაა მომისმინოს და იპოვოს ჭეშმარიტება, ამაში კი ჩემი დახმარება სჭირდება. ვიცი, ძალიან ძნელია ისეთი ადამინის მობრუნება, რომელიც ბავშვობიდან მშობლებმა თავიანთი რწმენის მიხედვით აღზარდეს, თუმცა იგი ჯერ არ არის ამ ცრუ სექტის "ოფიციალური წევრი", ანუ არ არის "მონათლული". მინდა კიდევ ერთი რჩევა გკითხოთ, რითი დავიწყო საუბარი მასთან? რითი დავაინტერესო ადამიანი, რომელმაც ეხლახანს დაკარგა ძმა და იმედი აქვს, რომ მეორედ მოსვლის შემდეგ მას ისევ შეხვდება? მასთან უკვე არა ერთ საკითხე მისაუბრია: სამებაზე, ქრისტეს ღმერთობაზე, სულის უკვდავებაზე, ეკლესიაზე, ჯვარზე... ჩვენი სარწმუნოების ისტორიაზე, რომლისგან განსხვავებითაც მათი სექტა მხოლოდ XIX საუკუნეში გაუნათლებელმა რასელმა ჩამოაყალიბა. მაგრამ უშედეგოდ, მას უნდა, რომ ყველაფერი ბიბლიით დავუსაბუთო, ავუხსნა და ვუჩვენო ბიბლიაში სად წერია, რომ ხატებს თაყვანს უნდა ვცემდეთ, სანთელს უნდა ვანთებდეთ, ჯვარს უნდა ვატარებდეთ და ა.შ. მე ერთ-ერთი წიგნის "ბიბლია ამხელს იაღოვას მოწმეების სწავლებას" მიხედვით ვსარგებლობ, რომელიც ძალიან დამეხმარა ბევრი საკითხის გარკვევაში. იქნებ სჯობს, რომ საერთოდ დავანებო თავი? წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას და თქვენ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)