თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ ნათესაური კავშირი

პოსტის ავტორი: ninuca77772 თარიღი: Oct 5 2007, 02:21 PM

ერთი კირთხვა მაქვს.ჩემს მეგობარს შეუყვარდა ბიცოლამისის მამიდაშვილი და არიან თუ არა ისინე ერთმანეთის ნათესავები?ძალიან მაინტერესებს.წინასწარ დიდი მადლობა

ნათესაური კავშირი

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Oct 5 2007, 10:47 PM

მსგავს თემაზე შეკითხვა უკვე იყო ფორუმზე. შეგიძლიათ იხილოთ qeti55–ის http://church.ge/index.php?showtopic=968 პასუხების განყოფილებაში. თქვენ მიერ ხსენებულ შემთხვევაში ნათესაური კავშირი მეშვიდე ხარისხისაა, რაც არ არის საკმარისი ჯვრისწერაზე კურთხევისათვის. მაგრამ გასათვალისწინებელია აგრეთვე ნათესაობის გვაროვნება, ნათესაობრივი წოდებების აღრევის შესაძლებლობა და ა.შ.. საეკლესიო სამართალი, ალბათ ნაკლებად საინტერესო თემა იქნება თქვენთვის და დეტალური ახსნით არ მოგაწყენთ. შემიძლია მხოლოდ გითხრათ, რომ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის მიერ შეიძლება დაშვებულიქნას მსგავსი ქორწინება. თუ მეგობარს ჰყავს მოძღვარი, უნდა მიმართოს მას და იგი თავად აცნობებს ეპისკოპოსის კურთხევას. თუ არ ჰყავს, პირადად მოუწევს მღვდელმთავრის ნახვა. თუ ცხოვრობს თბილისში, მიმართოს უწმიდესის ქორეპისკოპოსს. როგორც წესი მღვდელი დამოუკიდებლად არ წყვეტს მსგავს შემთხვევებში ქორწინების საკითხს. შემინდეთ, თუ ვერ გაგეცით ამომწურავი პასუხი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience