თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ მთავარანგელოზები

პოსტის ავტორი: geller04 თარიღი: Mar 11 2007, 09:18 AM

დამლოცეთ მამაო


რამდენი მთავარანგელოზი არსებობს მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემით და რაში გვიწევენ ეს წმიდა არსებები დახმარებას?

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Mar 12 2007, 11:56 PM

geller04

გავკადინიერდები და გეტყვით რომ არსებობს სულა 8 მთავარანგელოზი

1.მიქაელი - მთავარანგელოზ მიქაელზე ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს... ასევე ხშირია შემთხვევბი როდესაც ევედრებიან ჯანმრთელობისათვისა

2.გაბრიელი - ითხოვენ მეოხებასა ხილულ და უხილავ მტრებისგან დაცვაში... ასევე ცნბილია როგორ ევედრებოდა პატიარქი ეფრემ II გაბრილეს რომ ისევე გაიხარებინა იგი როგორც წმინდა ქალწული გაახარა

3.რაფაელი - მიმართავენ სნეულების დროს, მგზავრობის წინა, შორეულ ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთის დროსა

4.ურიელი - საეკლესიო გადმოცმით იგი ადამ და ევასთან ერთად ლოცულობდა სამოთხის კართან და უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა სინანულის ცრემლი

5.სელაფიელი - უხილავად შეეწევა ლოცვისას

6. ეგუდიელი - განამტკიცებს და შUამდგომლობს მოღვაწეებს, გარდა ამის ითვლება მოგზაურთა, გაჭირვებულთა, ქვრივობოლთა, უპოვართა, უმწეოთა, მარტოხელების შემწედ.

7.ვარაქიელი - ადამიანების კურთხევის ღვთის შემწეობის გამომთხოვია

8.იერომიელი - საღვთო სიყვარულის აღმძვრელი...

მთავარ ანგელოზთა დასი განთავსებულია ქვემოდან მეორე საფეხურზე... თუმცა მთავარ ანგელოზი მიქაელი ითვლება ყოველთა ანგელოზთა მხედარმთავრად....


ბოდიშს ვიხდი მამების წინაშე ამ კადნიერებისათვის

პოსტის ავტორი: geller04 თარიღი: Mar 14 2007, 06:51 AM

დავით ივერიელი

დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის

პოსტის ავტორი: Mama Daviti თარიღი: Apr 24 2007, 04:00 AM

დავით ივერიელი


ყოჩაღ დავით, ღმერთმა დაგლოცოს!
მაგრამ ეცადე ორთოგრაფიული შეცდომები ნაკლებად დაუშვა!





პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 24 2007, 10:15 AM

Mama Daviti

და ტაქნიელი (იგივე ტახნილი) მამაო?

მე ვიცი, რომ ბელზებუელის (ანუ ეშმაკის) სანაცვლოდ მე-9 მთავარანგელოზად (მსგავსად მატათა მოციქულისა) ჩაირიცხა ტაქნიელი. 21 ნოემბერს (ახ.სტ.) საეკლესიო კალენდარში ზოგან მითითებულიცაა, ზოგან კი არა unsure.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 24 2007, 02:46 PM

ციტატა(კანონისტი @ Apr 24 2007, 06:15 AM) *

Mama Daviti

და ტაქნიელი (იგივე ტახნილი) მამაო?

მე ვიცი, რომ ბელზებუელის (ანუ ეშმაკის) სანაცვლოდ მე-9 მთავარანგელოზად (მსგავსად მატათა მოციქულისა) ჩაირიცხა ტაქნიელი. 21 ნოემბერს (ახ.სტ.) საეკლესიო კალენდარში ზოგან მითითებულიცაა, ზოგან კი არა unsure.gif

ხო ეგ მეც მაინტერესებს, ზოგან ტახნილიც არის ნახსენები

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Apr 24 2007, 04:01 PM

დამლოცეთ მამაო

მეც "რელიგიების ისტორიაში" ვისწავლე,რომ არსებობს ცხრა ანგელოზთა დასი,და ანგელოზთა სახელებს შორის-ტახნილი.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Apr 25 2007, 01:04 AM

მამაო თქვენის ნებართვით დავდებ ამონარიდს პომაზანსკის დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოდან:

წმიდა წერილში ზოგ უმაღლეს ანგელოზს საკუთარი სახელი აქვს მინიჭებული. კანონიკურ წიგნებში ორი ასეთი სახელი გვხვდება: „მიქაელი“ (ღვთისებრი, დან. 10,13; 12,1; იუდ. 9; გამოცხ. 12,7-8) და „გაბრიელი“ (კაცი ღვთისა, დან. 8,16; 9,21; ლკ. 1,19,26). არაკანონიკურ წიგნებში ანგელოზთა სამი სახელია ნახსენები: „რაფაელი“ (ღვთის შემწეობა, ტობ. 3,16; 12,12-15), „ურიელი“ (ცეცხლი ღვთისა - 3 ეზრ. 4,1; 5,20) და „სალაფიელი“ (ღვთისადმი ლოცვა - 3 ეზრ. 5,16). გარდა ამისა, კეთილწესიერი გადმოცემით ვიცით კიდევ ორი ანგელოზის სახელი: „იეგუდიელი“ (დიდება ღვთისა) და „ვარახიელი“ (კურთხევა ღვთისა). ისინი წმიდა წერილში არ გვხვდება (მხოლოდ ეზრას მე-2 წიგნში 4,36 იხსენიება „იერემიელი“ - საღვთო სიმაღლე). ამრიგად, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისად გამოცხადებულია შვიდი უმაღლესი ანგელოზის სახელი. „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან“ (გამოცხ. 1,4).


პოსტის ავტორი: Mama Daviti თარიღი: Apr 26 2007, 02:37 AM

ღმერთმა დაგლოცოთ!


საღვთისმეტყველო დავა, მთავარანგელოზთა რაოდენობის შესახებ დიდი ხანია მიმდინარეობს, სხვადასხვა წყაროებში დასახელებულია 7, 8 და 9 მთავარანგელოზნი. (რაზეც მეტყველებს თქვენ მიერ დასახელებული წყაროები).

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, განწესებულია მთავარანგელოზთა რაოდენობა რვით, http://www.orthodoxy.ge/kalendari.htm(მოიძიეთ კალენდარში 21 ნოემბერი) მე როგორც ეკლესიის მორჩილი შვილი, ვაღიარებ და ვემორჩილები ამ განჩინებას.(ისე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც, 8 მთავარანგელოზს განაჩინებს.)

სოფი, შვილო ანგელოზთა 9 დასი და მთავარანგელოზნი სხვადასხვა მცნებებია. ამ საკითხში უკეთესად ჩაღრმავების მიზნით გთხოვთ ეს სტატია წაიკითხოთ http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/angelozebi.htm

ანგელოზთა ვედრებითა, შეგვინდვენ ჩვენ ღმერთო!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)