თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ აუ რა ვუყუ ამ კიტხვას შემჭამა

პოსტის ავტორი: ნოდარიკო თარიღი: Mar 19 2007, 08:45 PM

დამლოცეთ მამაო......მამაო ერთმა შეკიტხვამ შიგნიდან გამომღრნა და ვერ მოვიშორე
ვიდეოს ვუყირე ჩეჩენი სეპრატისტები ტავს აჭრიდნენ რუს ჯარისკაცს,ჩეჩნები მართლები არიან მაგრამ,გამართლებულია ამ შემთხვევაში თავის მოჭრა?
ამას იმიტომ ვამბობ რომ მემგონი ევროკავშირიც და სხვა საერტაშორიშო ორგანიზაცია ზურგს გვაქცევსდა რუსები შემოიჭრებიან,შემთხევვით რომელიმე რუსი ჯარისკაცის ტავი რომ გაგვიგორდეს ცოდვა იქნება?რომ შემოიჭრნან დაგვიპყრონ ჩვენი გადაგვარება მოინდომონ ცოდვა იქნება მაშინაც??


ამ ტემის გახსნა მაგარი გამიძნელდა და რავი ისე არ გამიგოთ რა,ქაოსია ჩემს სულში და თუ ტემა შესაბამისი არაა მაპათიეთ მტელი გულიტ გთხოვთ

პოსტის ავტორი: Mama Daviti თარიღი: Mar 24 2007, 03:22 AM

ღმერთმა დაგლოცოს შვილო!

მეც ვნახე ეს კადრები და იმდენად შემზარავი და შემაძრწუნებელი იყო ეს ქმედება, რომ ყოველგვარი აზრი დაუკარგა ჩეჩნეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებლობის იდეას. ამ საშინელ მკვლელობას არაფერი საერთო აქვს ჩეჩნების კულტურასა და ისტორიასთან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე გამართლება მოეძებნოს ადამიანის ღორივით დაკვლას. მტერი შეიძლება მოიგერიო და ბრძოლაში მოკლა კიდეც, მაგრამ ღმერთი დასჯის ყველას, ვინც ადამიანს ასეთი სისასტიკით და შეუბრალებლობით მოაკვდინებს.
ოდითგან რაინდული თვისება იყო ტყვის შეწყალება, მით უმეტეს ეს გავრცელებული ტრადიცია იყო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის.
სამშობლო უნდა დავიცვათ, ყველა შესაძლო ხერხით, მაგრამ კაცური კაცობისა და ღვთისნიერების გათვალისწინებით.
ასე რომ ჩემო ნოდარიკო, დიდი ცოდვაა რაც მათ ჩაიდინეს.

ღმერთმა გვაშოროს ქართველებს ასეთი საქციელი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)