თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ shota1 ის კითხვა

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Sep 12 2006, 11:09 PM

დამლოცეთ მამაო,

მაქვს ესეთი კითხვა: ხომ არ არსებობს ისეთი წიგნი, ან წიგნები სადაც დაწვრილებით და გასაგებად არის აღწერილი ადამიანის, ანგელოსისა და ღვთის არსი...

ამ საკითხებს ბევრგან შევხვედრილვარ მაგრამ მაინც ძალიან ბუნდოვანია, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და მაწუხებს, მაგალითად მაინტერესებს სად გადის ზღვარი სხეულსა და სულს შორის, ან რატომ შეიქმნა ადამიანი ორი სახესხვაობისაგან, რა დანიშნულება აქვს სხელულს და რა სულს, ასევე სად გადის ზღვარი ადამიანის გონებასა და გულს შორის, რა არის გულის ძირითადი ფუნქცია, გეომეტრიულად როგორ მიმართებაში არიან ერთმანეთთან გონება, გული და სული... რას ნიშნავს საერთოდ პიროვნება, რით განსხვავდება იგი ინდივიდუმისაგან, რომელიც ახასიათებს ცხოველსაც... რა არის ანგელოზის ძირითადი ფუნქცია და რატომ ნიშნავს ანგელოსი ინფორმაციის გადამცემს... რას ნიშნავს სულის მამისაგან გამომავლობა და რით განსხვავდება ეს სიტყვა შობისაგან... ა.შ.

უკაცრავად ამდენი კითხვის ერთად დასმისათვის, პასუხებს რა თქმა უნდა არ ველოდები, უბრალოდ იქნებ ლიტერატურა მიმითითოთ რომელიც დამეხმარება?

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Dec 14 2006, 09:50 PM

კარგია, რომ მსგავსი კითხვები გიჩნდებათ და გინდათ მართლმადიდებლობა ცოდნით განამტკიცოთ. ალბათ ხვდებით, რომ ერთ წიგნში მსგავსი საკითხები ვერ იქნება თავმოყრილი. ძნელია ასე დისტანციურად ურჩიო ადამიანს წიგნი. პირველ ყოვლისა თქვენ გჭირდებათ სახელმძღვანელოები ძირითად და დოგმატურ ღმრთისმეტყველებაში, ანთროპოლოგიაში. ყველა კითხვა ვერ ამოიწურება, მაგრამ ბევრ რამეს გაიგებდით. შემიძლია გირჩიოთ წმიდა დიონისე არეოპაგელის "ზეციურ ძალთა შესახებ", წმიდა იოანე დამასკელის "მართლმადედებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", ვლადიმერ ლოსსკის "დოგმატური ღმრთისმეტყველება" და მრავალი სხვა მსგავსი წიგნი. ინტერნეტში მრავლად არის რუსულენოვანი ლიტერატურა. http://orth.ucoz.ru/biblio/askeza/prav_duh/Main.htm, არქიეპისკოპოს ლუკას – http://www.plib.ru/library/book/12768.html, გრიგოლ ნოსელის http://abovo.net.ru/book/82302 – ეს ისაა, რომლებზე ლინკები უცემ მომაგონდა. რუსებს აქვთ შესანიშნავი ელექტრონული ბიბლიოთეკები http://www.pagez.ru/, http://www.wco.ru/biblio/.სამწუხაროდ ქართულენოვანი ლიტერატურა ქსელში გასაგები მიზეზების გამო ძალიან მწირია, ინგლისურენოვანს კი იშვიათად მივმართავ და ნაკლებად ვიცნობ. მართლამადიდებლური სწავლება მარგალიტებივითაა მიმოფანტული მამათა ნაშრომებში და საჭიროა წიგნთან სისტემური მუშაობა. ამას კი აუცილებლად სჭირდება მოძღვართან ურთიერთობა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)