თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ ცუდად ვარ

პოსტის ავტორი: misousti თარიღი: Jun 16 2007, 03:56 PM

მამაო დამლოცე,
არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ სულიერად ძალიან ცუდად ვარ.იმდენად ცუდად, რომ მაპატიეთ ამას არ უნდა ვამბობდე მაგრამ ირგვლივ ყველაფერი მეზიზღება.ყველაფრისადმი ნიჰილისტურად ვარ განწყობილი.დაკარგული მაქვს ადამიანებისადმი რწმენა,ერთი პერიოდი სიკვდილი ისე საშინლად მინდოდა,რომ როგორც უკანასკნელი გზა, მხოლოდ ასე ვხედავდი.ეხლაც რაღაც ამ ზღვრამდე ვარ. სულიერ სიმშვიდე ვერსად ვპოულობ, ვიცი ამის ერთადერთი გამოსავალი ეკლესიაში მისვლა და ღვთისმორჩილებაა, მაგრამ ვხვდები რომ რაღაცნაირად ძალა აღარ მაქვს,დაუძლურებული ვარ. sad.gif არ ვიცი რა ვქნა. თუ ვკითხულობ ლოცვას ან ხატებს ვემთხვევი, ვგრძნობ რომ ეს მხოლოდ მექანიკურად მომდის და არა გულით.ეკლესიამდე ვერ მივდივარ.მირჩიეთ რამე.

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Dec 10 2007, 07:46 PM

თქვენი მდგომარეობის მსგავსს ეხებოდა ერთ-ერთი თემა http://church.ge/index.php?showtopic=1889. ბევრს არ დავამატებ, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ გქონდეთ მცდელობა მდგომარეობიდან გამოსვლისა. რწმენა საქმეებში იზრდება და საქმეთა გარეშე მკვდარია. ასეთ შეჭირვებულ მდგომარეობაში მცირედი საქმეთ დიდად ირაცხება. ეცადეთ უმთავრესი ძალისხმევა წარმართოთ ლოცვის მოსახვეჭად. ფასობს არა დიდი საქმე, არამედ სტაბილური. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მდგომარეობაში მოინდომოთ განსაცდელში მყოფთა დახმარება. მოწყალება და თანადგომა ალბობს გულს. აუცილებლად უნდა ეცადოთ წიგნთან სიახლოვეს. წდიდათა ცხოვრება, მამათა დარიგებები აფხიზლებენ გონებას, განაწყობენ მოღვაწეობაზე. ეკლესიაში მისასვლელად არ დაელოდოთ კვირას ან დღესასწაულის დღეს. მიდით სადაგ დღეს და ეცადეთ გულწრფელად უამბოთ თქვენი გასაჭირი მოძღვარს. რა განწყობაც არ უნდა გქონდეთ, ეცადეთ როგორმე მიიყვანოთ თავის ეკლესიამდე. აუცილებლად შეგიმსუბუქდებათ და ნათელი შემოვა სულში. დაუშვებელია ასეთ დროს ჩაკეტვა საკუთარ თავში, ოცნებებში, მოგონებებში. ძალიან ხშირად არასწორი მიდგომა ამ საკითხისადმი იწვევს მდგომარეობის დამძიმებას მაშინ, როცა დასაწყისში არ იქნებოდა მისი დაძლევა ძნელი.

უფალი გეწეოდეთ და გაცხოვნოთ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)