თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ გთხოვთ............

პოსტის ავტორი: ENEIDA თარიღი: Jul 2 2007, 06:26 PM

იცით, ამ ამბის შემდეგ ეკლესიაში ვეღარ შევდივარ............

გადავწყვიტეთ საკუთარი "ჭერის" შეძენა და მივაკითხეთ მაკლერს......
მოკლედ, მაკლერმა დაგვაკავშირა სახლის პატრონთან და ასე ვთქვათ გაურიგდით!
სესხის გამოტანას ვაპირებდით და დავიწყეთ შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება! სრულიად გაურკვეველი მიზეზის გამო ორი კვირა დაგვჭირდა სესხის გამოსატანად!

პარასკევ საღამოს დაგვირეკა სახლის პატრონმა და ასეთი გამაოგნებელი რამ გვითხრა - სახლი გაყიდა, რადგანაც ეკლესიის ერთერთმა მსახურმა სთხოვა და უარი ვერანაირად ვერ უთხრა....

და რასაკვირველია მიყიდა სწორედ იმ კაცს, ვიზეც მღვდელმა სთხოვა!

სამშაბათს დილით ბანკიდან დაგვირეკეს - სესხი გაიტანეთო!!!!!!
ოთხი დღის შემდეგ ჩვენი უნდა ყოფილიყო.................

რასაკვირველია სესხი აღარ გამოგვიტანია..................

და უახლოეს მომავალში სახლზე კი არა, რაზე ვიფიქრო აღარ ვიცი!
მე ეკლესიაში ვეღარ შევდივარ! გულწრფელად, სახლზე კი არა, იმ მიზეზზე უფრო ვწუხვარ - ჩაშლის მიზეზად რომ იქცა!

როგორ შევბრუნდე ეკლესიაში.........................







პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Dec 10 2007, 08:23 PM

ეკლესია – ღმრთის სახლია და არა მღვდლის სამსახური. შეიძლება შეცდა სასულიერო პირი; მრევლისთვის სიტყვის გატეხვის სწავლება მართლაც არ არის ზნეობრივად გამრთლებული. არც იმ პირს უნდა დაერღვია პირობა თუნდაც მოძვრის თხოვნით. მაგრამ ადამიანებს გვჩვევიათ შეცდომა–შეცოდება.

რაც კი ხვდება, ყველაფერი ღმრთის განგებით დაიშვება უმჯობესისათვსი. იქნებ უფალმა უმჯობესი მოგიმზადათ, იქნებ დაგიცვათ განსაცდელისაგან. ვეცადოთ ყოველთვის უმჯობესი დავინახოთ და წინ ვიყუროთ იმედით. მესმის, რომ დღეს გტყივათ, მაგრამ ხვალ სიხარულად შეგეცვლებათ, თუ არ მისცემთ თავს უფლებას წყენაზე დაფიქსირდეთ, თუ შეუნდობთ, თუ არ გაახარებთ ეშმაკს და არ დაბკოლდებით ზოგადად ეკლესიის მიმართ მხოლოდ ორი ადამიანის შეცდომის გამო. უფალმა მოგმადლოთ სიმშვიდე, ლმობიერება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)