თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ შეკითხვა მოძღვარს

პოსტის ავტორი: niino თარიღი: Nov 8 2007, 03:53 PM

გთხოვთ ამიხსნათ რა განსხვავებაა კვეთებულსა და გახსნის ლოცვებს შორის და ვინც ესწრება მამა აკაკის ლოცვებს სასურველია თუ არა დაესწროს გახსნის ლოცვებსაც.გმადლობთ.

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Nov 8 2007, 10:10 PM

ციტატა(niino @ Nov 8 2007, 03:53 PM) *

გთხოვთ ამიხსნათ რა განსხვავებაა კვეთებულსა და გახსნის ლოცვებს შორის და ვინც ესწრება მამა აკაკის ლოცვებს სასურველია თუ არა დაესწროს გახსნის ლოცვებსაც.გმადლობთ.

კვეთებული არის ლოცვა როდესაც მოძღვარი ეშმაკისაგან შეპყრობილ ადამიანს უკითხავს ლოცვას,რომლის დროსაც ის თავის თავზე გამოიწვევს ბოროტ ძალებს,ასე რომ ეს ლოცვა ეკითხებათ ეშმაკეულებს!
გახსნის ლოცვა ასე არ არსებობს ,ეს ალბათ თუ ვინმე კრულ არის მისი გახსნისა,ანუ თU ვინმე არის დაწყევლილი იმი გახსნისა.
საერთოდ სჯობს თუ მორწმუნე ადამიანი ხშირად ამბობდეს აღსარებას,ეზიარებოდეს ,ესწრებოდეს საჯანმრთელოპარაკლის.\,რა თქმა უნდა პირადი ლოცვებიც ამასთანავე! სხვა შემთხვევაში არ უნდა დაესწროს მორწმუნე კვეთებულს თუ თავად ამგვარი სენით არ არის შეპყრობილი იმიტომ ეს შეიზლება არათუ სასარგებლო არამედ საზიანოც კი აღმოჩნდეს!

პოსტის ავტორი: niino თარიღი: Nov 9 2007, 11:44 PM

დიდი მადლობა წინა შეკითხვაზე გაცემული პასუხისათვის.მინდა უფრო დავაკონკრეტო ჩემი შეკითხვა.მამა აკაკის ლოცვების(კვეთებულის) დამთავრების შემდეგ,მეორე მოძღვრის მიერ იკითხება ჯანმრთელობისა და გახსნის ლოცვები.როგორც მრევლმა ამიხსნა,თუ ადამიანს ეშმაკი აბრკოლებს-ეკითხება კვეთებულის ლოცვები,ხოლო თუ დაბრკოლების მიზეზი თავად ჩვენშია ან სხვა ადამიანები გვაბრკოლებენ(გათვალვა,ჯადო და ა.შ)ამ შემთხვევაში იკითხება ჯანმრთელობისა და გახსნის ლოცვები.მაინტერესებს რამდენად სწორია ასეთი განმარტება და საჭიროა თუ არა ორივე ლოცვაზე დასწრება.როგორ უნდა განსაზღვროს ადამიანმა როდის ვის გან მოდის ესა თუ ის დაბრკოლება.გმადლობთ.

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 11 2007, 03:35 PM

ამ კითხვას მივუმათებ მამაო მომიტევეთ....შეიძლება კვეთებულის ლოცვას დავესწრო ? თუ როგორ ხდება როდესაც დაბრკოლებები გაქვს...დასწრება თუ პირადად ხდება კვეთებულის ლოცვის წაკითხვა

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Nov 11 2007, 11:38 PM

არიან ადამიანები რომლებიც მუდმივად შიშში იმყოფებიან,რომ მათ ეშმაკი ებრძვის რომ მათ რაღაცას უკეთებენ.მართლმადიდებელ ქრისტიანს რომელიც მორწმუნეა ცხოვრების წესით არაფრისა არ ეშინია გარდა ღვთისა!
მის მადლიმიერ მდგომარებას განსაზღვრავს აღსარება , ზიარება,მარხვა, პირადი ლოცვები! ასეთ ადამიანს ბოროტი ვერ ამარცხებს,სხვა შემთხევაში თუ ადამიანი ძლიერად არ დგას რწმენაში რამდენჯერაც არ უნდა დაესწროს კვეთებულს ან სხვა ლოცვებს ეს მას არ უშველის!


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)