თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ მეორედ მონათვლა

პოსტის ავტორი: markiza თარიღი: Nov 1 2006, 08:50 PM

ბავშობაში ჩემს მეგობარს ძალიან აწუხებდა,რომ ის კათოლიკურად იყო მონათლული და გადწყვიტა ხელმეორედ მართლმადიდებურად მონათლულიყო და ასეც მოხდა.გარკვეული პერიოდის შემდეგ დედასთან საუბრისას შეიტყო, რომ ის მამის გარდაცვალების შემდეგ მართლმადიდებური წესით მონათლულა,თუმცა მან ეს არ იცოდა.რადგან მამა კათოლიკე იყო და ეგონა რომ ისიც თავდაპირველად კათოლიკედ იყო მონათლული.ეთვლება თუ არა მას ცოდვად,რადგან ეს მისი ბავშური ,გულუბრყვილო ნაბიჯი იყო.

აქვე მინდა მეორე მაგალითი მოვიყვანო.უცხოეთში ერთ ქართველ ემიგრანტს შევხვდი,რომელიც ასევე მეორედ მოინათლა ბაბტისტების ეკლესიში,ოღონდ შეგნებულად.მისი თქმით მან ეს ნაბიჯი გადადგა იმიტომ,რომ ის თავს თვლის ზრდასულ ადამიანდ და მეორე ნათლობით მეტად ჩაწვდა რწმენის სიღრმეს და შვება იგრძნო.(თუმცა ჩემი სუბიექტური აზრი ისაა,რომ მან ხელმეორე ნათლობით, ეკონომიური სიდუხჭირის გადალახვის გამო გააკეთა).

ჩემი შეკითხვის შინაარსი შემდეგში მდგომარეობს.ეთვლება თუ არა ადამიანს მეორედ მონათვლა?

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Nov 2 2006, 05:13 PM

მეორედ ნათლობა ძალიან დიდი ცოდვაა. წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს: "ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით" (რომ. 6, 2-3). რაკი ერთხელ მოკვდა ქრისტე იესუ ჩვენი ცოდვებისათვის, ერთხელ არის შესაძლებელი მისი სახელით ნათლიღება. მეორედ ნათლობის მცდელობა შეიძლება მის მეორედ მოკვდინებას შეედაროს.
პირველ შემთხვევაში, მართალია ბავშვური უმეცრებით ჩადენილი ცოდვაა, მაგრამ მძიმეა. ასეთი ადამიანი უნდა მივიდეს მოძღვართან და მისი შეწევნით შეუდგეს ქრისტეანულ, ანუ ეკლესიურ ცხოვრებას. ეპიტემიის ფორმას თავად მოძღვარი განსაზღვრავს პიროვნების შესაძლებლობებისდა მიხედვით.
მეორე შემთხვევა უფრო მძიმეა. აქ სახეზეა მართლმადიდებლობის უარყოფა, როგორც ერთადერთო ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და მცდელობა საკუთარი უსუსური გონებით ჭეშმარიტების ძიებისა. აქაც აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, მაგრამ ასეთი ადამიანის სულიერი კურნება უფრო ძნელი და შრომატევადია. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ უპალი უსაზღვროდ მოწყალეა და, თუ მართლა ვინანიებთ ეკლესიის მიერ დადგენილი წესით, გვწყალობს და შეგვინდობს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)